განაჩენი

სისხლის სამართლის 17.07.2018
საქმის ნომერი
200100118002244317
დავის ტიპი
126 (1) 1 , 108
თარიღი
17.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N200100118002244317

№ 1/1-18

განაჩენი

საქართველოს სახელით

თელავის რაიონული სასამართლო

17 ივლისი, 2018 წელი თელავი

მოსამართლე: მამუკა წიკლაური

სხდომის მდივანი: შორენა მარგალიტაშვილი

სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა

ბრალდების მხარე:

სახელმწიფო ბრალმდებელი, კ-------------–----------------------------------–--ის პროკურორი - ვ-–-------- ბ---–---–ი

დაცვის მხარე:

ადვოკატი - შ--–--------------–---–ი

ბრალდებული: ო------ კ---–---ი

მამის სახელი: თ--–---

დაბადებული: 1----------- წელი

პირადი ნომერი: 3----------

მოქალაქეობა: საქართველო

განათლება: ა---------–----–----–--

ოჯახური მდგომარეობა: ქორწინებაში მყოფი

ნასამართლეობა: ნასამართლობის არმქონე

რეგისტრირებული: საგარეჯოს რაიონი სოფელი ლ-----–ო

მცხოვრები: საგარეჯოს რაიონი სოფელი ლ-----–ო

დაკავების თარიღი: 25. 10. 2017 წელი

კვალიფიკაცია: 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლი - განზრახ მკვლელობა.

2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი - ძალადობა, ესე იგი ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლიტ გათვალისწინებული შედეგი.

 

თარჯიმანი: ე-–------- ს---–--------ი

 

აღწერილობით_სამოტივაციო ნაწილი

 

სასამართლომ დაადგინა:

 

1. 2017 წლის 23 ოქტომბერს, დღის საათებში, საგარეჯოს რაიონის სოფელ ქ-–--–--ში მდებარე მ----- მ--------ისა და მ------ მ--------ის კუთვნილი სამშენებლო მასალების მაღაზიასთან, მ----- მ--------სა და ო------ კ---–---ს მოუხდათ სიტყვიერი დაპირისპირება, რა დროსაც ო------ კ---–---მა შურისძიების მოტივით, მ----- მაედოვს სახის არეში დაარტყა ბლაგვი საგანი. დარტყმის შედეგად მ----- მ--------მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი ჯარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.

2. 2017 წლის 23 ოქტომბერს, ო------ კ---–---სა და მ------ მ--------ს მობილურ ტელეფონზე საუბრის დროს მოუხდათ სიტყვიერი დაპირისპირება. რის გამოც, ო------ კ---–---მა შურისძიების მოტივით, განიზრახა მ------ მ--------ის განზრახ მკვლელობა. იმავე დღეს, ღამის საათებში, საგარეჯოს რაიონის სოფელ ქ-–--–--ში მდებარე ო------ კ---–---ის რკინის საამქროს წინ არსებულ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, ო------ კ---–---მა მჩხვლეტავი მჭრელი საგნი, განზრახ მოკვლის მიზნით, რამდენჯერმე დაარტყა მ------ მ--------ს ტანის არეში, გულმკერდის მარცხენა ნახევარში განზრახ მიყენებული ნაკვეთი ჭრილობით დააზიანა გული და მოკლა მ------ მ--------ი.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

3. ბრალდებულმა ო------ კ---–---მა სასამართლო სხდომაზე წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ სცნო და აჩვენა შემდეგი. 2017 წლის 23 ოქტომბერს მას დაურეკა ა-----მა და უთხრა მისულიყო საქმის გასაკეთებლად. მან მანქანა სამრეცხაოსთან დააყენა და ა-----მა თავის მანქანით წაიყვანა. იგი სამუშაოს ამთავრებდა, როდესაც მასთან მივიდა მ----- მ--------ი და ჰკითხა ფულს აძლევდა თუ არა. მან უთხრა, რომ მ------ს ელაპარაკა და დღეს ვერ მისცემდა, ხვალ ან ზეგ დაუბრუნებდა ვალს. მ-----ი წავიდა და კვლავ დაბრუნდა გინებით, უთხრა, ვინ იყო, რომ ვალს არ უხდიდა. იგი კიბეებზე ჩადიოდა, ხელში ჩაქუჩი ეჭირა, იგი ჩაქუჩს დებდა ძირს, როდესაც მ-----მა დაარტყა და მანაც შეუბრუნა მუშტი, ჩაქუჩი არ ჩაურტყამს. ამის შემდეგ მან დაიჭირა მ-----ი, რომ არ ეჩხუბათ და უთხრა, ფულის გულისთვის რატომ უნდა ეჩხუბათ. ისინი გააშველეს. ჩხუბის დამთავრების შემდეგ მას, პოლიციის წინ მამიდაშვილმა მანქანა გაუჩერა. თავისმა მამიდაშვილმა მისი ხელსაწყოები წაიღო და ის საამქროში წაიყვანა. ამ ვითარებაში, მას მ------ მ--------მა დაურეკა და აგინა, უთხრა, რომ თბილისიდან იყო გამოსული, სოფლიდან არ წასულიყო, მივიდოდა და მოკლავდა. იგი თავის საამქროში მივიდა და საამქროში მომუშავე პირებთან ერთად პურის საჭმელად წავიდა. მ------ მ--------ი კვლავ ურეკავდა და აგინებდა. უთხრა, რომ სოფლის მახლობლად, მდინარესთან შეხვედროდა. იგი არ წავიდა იმ ადგილზე. რამდენჯერმე კიდევ დაურეკა მ------მა, მაგრამ არ შეხვდა.საკვების მიღების შემდეგ, ბიჭები მისმა მამიდაშვილმა წაიყვანა, თვითონ კი წავიდა მაღაზიასთან. მ------მა კვლავ დაურეკა და უთხრა, რომ შეხვედროდა. მან მ------ მ--------ი სახლში მიიპატიჟა. ამავდროულად ს--–-----ს დაურეკა და მ------ას მამის ნომერი გამოართვა. დაურეკა მ------ის მამას, მაგრამ ტელეფონი გათიშული იყო და ვერ დაუკავშირდა. რამდენიმე წუთის შემდეგ მ-------- კ---–---მა დაურეკა, რომ მისი ცეხიდან საქონელი გაჰქონდათ და მანქანაში ალაგებდნენ. ამის მერე მ------ამ დაურეკა და უთხრა, რომ მდინარესთან ელოდებოდა და მისულიყო. რაზეც უპასუხა, რომ საქმე ქონდა და მერე მივიდოდა. არ უნდოდა იმ შეხვედრაზე წასვლა. ცოტა ხნის შემდეგ მ--------მა კვლავ დაურეკა, რომ ვერ უმკლავდებოდა, ბევრნი იყვნენ და სთხოვა მისულიყო. ამ დროს მ--------ს გამოართვა მ------მა ტელეფონი და უთხრა, რომ თვითონაც იქ იყო. ის მივიდა საამქროსთან და უთხრა მათ, თუ, რატომ არ ცხვენოდათ, რას აკეთებდნენ. ამ დროს დაარტყეს. მან მანქანის სავარძლიდან დანა აიღო და გაიქცა, გამოეკიდნენ და ურტყამდნენ. მან განუცხადა, რომ დანა ეჭირა ხელში, მაგრამ დასცინეს, ვაშლის დასაჭრელი დანით, როგორ მოკლავდა მათ. ისინი ურტყამდნენ და თვითონ გაქცევას ცდილობდა. იგი ჯერ მივიდა „ფორდის“ მარკის მანქანასთან, რომელიც რკინეულით იყო სავსე, შემდეგ გაიქცა. ესმოდა მ------ის ყვირილი, დაიჭირეთ მოვკლავო. დაახლოებით 50 მეტრის მოშორებით „ნივის“ მარკის ავტომანქანა დაედევნა, ნელი სიჩქარით. მანქანა რომ ეჯახებოდა, თავის დასაცავად მანქანის კაპოტზე ახტა და როდესაც მანქანა გაჩერდა ძირს ჩამოვარდა. იგი ადგა და გაიქცა ბენზინგასამართი სადგურისკენ და ბოძს ამოეფარა. მას მეორე „ნივის“ მარკის მანქანა წამოეწია. მოშორებით მ------ი მიდიოდა და დაუძახა არ გაეჩერებინა გადაევლო მისთვის. მან იფიქრა, რომ ბაზრის ტერიტორიაზე ერთი კარი იყო და იქიდან გაქცეულიყო. მას გადასვლის დროს ფეხი გაუცურდა და დანა ჩაუვარდა, თუმცა გაქცევა მოახერხა. მირბოდა მაღალ ბალახში, შემდეგ ღობეზე გადაძვრა და გაიქცა. 10 წუთი იმალებოდა. დიდი ბალახები იყო და ვერ დაინახეს. იმ დღეს შიშით სახლში აღარ მივიდა. მეორე დღეს ბიძას დაურეკა და უთხრა, რომ ჩხუბი მოუვიდა და პოლიციაში უნდოდა ჩაბარება. მან არ იცოდა მ------ მ--------ი გარდაცვლილი რომ იყო, ვინაიდან, ვერ წარმოედგინა იმ დანას, როგორ უნდა მოეკლა. მან ტანსაცმელი გამოიცვალა და რაც ეცვა ჩხუბის დროს პოლიციას წარუდგინა.

4. მისივე განმარტებით დანის პირის დაახლოებით 7 სანტიმეტრამდე იქნებოდა. დანა მანქანაში იდო, თავიდანვე არ წაუღია. მას დანის დარტყმა არ უფიქრია და ჩხუბის დროს გაქცევას, რომ ცდილობდა, თავის დაცვის დროს იქნევდა. შეიძლება ამ დროს 2-3-ჯერ მოხვდა მ------ს.

5. დაზარალებულის უფლებამონაცვლის ა---- მ--------ის ჩვენებით დადგენილია, რომ გარდაცვლილი მ------ მ--------ი მისი შვილია. ჰყავს მეორე შვილი მ----- მ--------ი. მისი შვილებს საგარეჯოს რაიონის სოფელ ქ-–--–--ში ქონდათ სამშენებლო მასალების მაღაზია. ო------ კ---–---ს მისი შვილების მაღაზიიდან მიჰქონდა მასალა, ფული მოგვიანებით უნდა გადაეხადა, თუმცა ფულს არ აბრუნებდა. გადმოცემით იცის, რომ ო------ კ---–---ი აზარტულ თამაშებში აგებდა ფულს. 23 ოქტომბერს, როდესაც ო------ კ---–---ს საფასურის დაბრუნება მოსთხოვეს, ო------ კ---–---მა მის შვილს მ----- მ--------ს ჩაქუჩი ცხვირში ჩაარტყა. ამ დროს მისი მეორე შვილი, მ------ მ--------ი, სხვა ქალაქში იმყოფებოდა და ტელეფონით ესაუბრებოდა ძმას მ----- მ--------ს. მან ტელეფონით მოისმინა მომხდარის შესახებ და სოფელში დაბრუნდა. იმავე დღეს, დაახლოებით ერთი საათის შემდეგ, მ------მა, ო------ს დაურეკა და კატეგორიულად მოსთხოვა ან საფასურის გადახდა, ან წაღებული მასალა დაბრუნებინა. ტელეფონზე საუბრისას, იქ მყოფი თანამშრომლებისგან იცის, რომ მ------ი ძალიან გაბრაზებული იყო და შეაგინა კიდეც ო------ კ---–---ს.

6. ძმებმა თანამშრომლებთან ერთად გადაწყვიტეს, რომ იმ დღეს თავი დაენებებინათ და მეორე დღეს მოეგვარებინათ დავა, თუმცა მისი შვილები მანქანით სახლში, რომ ბრუნდებოდნენ, მ-----ს ცხვირიდან კვლავ წამოუვიდა სისხლი. ამაზე გაბრაზდა მ------ი, მანქანა მოაბრუნა და ო------ კ---–---ს დაურეკა. ისინი ო------ის საამქროსთან მივიდნენ. საამქროსთან ყოფნის დროს მ------ი ტელეფონზე საუბრობდა და თანხმლებ პირებს დაშორდა. ამ დროს ო------ კ---–---ი მანქანით გაჩერდა მ------თან, გადავიდა მანქანიდან და დანა დაარტყა მ------ მ--------ს. ეს ამბავი დაახლოებით ღამის სამ საათზე მოხდა. დანარჩენებს ჯერ ეგონათ, რომ ხელით ურტყამდა, მაგრამ როცა მივიდნენ ნახეს, რომ დანას ურტყამდა. ჯერ გულში ჩაურტყამს, შემდეგ კი, რამდენჯერმე ჩაარტყა მუცლის არეში. ეს ყველაფერი მან გადმოცემით იცის. მ------ მ--------ს და ო------ კ---–---ს ჩხუბი არ მოსვლიათ, ო.კ---–---მა პირდაპირ დაარტყა დანა მის შვილს. ამ ამბის შემდეგ ო------ კ---–---ი ფეხით გაიქცა და დანა თან წაიღო.

7. მან ითხოვა ო------ კ---–---ის მკაცრად დასჯა.

8. დაზარალებულ მ----- მ--------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლის 23 ოქტომბერს, როდესაც თავის მაღაზიაში მივიდა, ო------ კ---–---ი არემონტებდა სახურავს. იგი ტელეფონით ესაუბრებოდა ძმას მ------ს, რომელმაც კითხა გადაიხადა თუ არა ვალი ო------ კ---–---მა. მან ო------ კ---–---ს კითხა, რატომ არ უხდიდა თანხას. ო------ კ---–---მა პასუხი არ გასცა. მან ო------ კ---–---ს მიმართა, თუ ვინ იყო ისეთი, ამდენ ხანს ვალს, რომ არ უხდიდა და მიმართა სიტყვით „დამპალი“. ო------ კ---–---მა მათ შეურაცხყოფა მიაყენა. მან ო------ კ---–---ს უთხრა, ჩასულიყო სახურავიდან და ესაუბრათ. კიბეებზე ჩამოსვლის დროს, დაინახა, რომ კ---–---ს ხელში ჩაქუჩი ეჭირა. ო------ კ---–---მა ბოლო საფეხურზე ჩამოსვლის დროს მას ჩაქუჩი ცხვირში ჩაარტყა.

9. მას და მის ძმას უნდოდათ ო------ კ---–---თან მოლაპარაკება, ან ვალი დაებრუნებინა ან ნაყიდი საქონელი მიეტანა უკან. ამ მიზნით, თვითონ, მისი ძმა მ------ი, შ---- გ------თან, ს----- მ--------თსა და რ---- მ--------თან ერთად ო------ კ---–---ის მაღაზიაში მივიდნენ და დაურეკეს. ო------ კ---–---მა არ უპასუხა. შემდეგ სხვისი ნომრით დაურეკა და კ---–---მა უთხრა, რომ მივიდოდა. ო------ კ---–---ი თავისი კუთვნილი ავტომანქანით მარტო მივიდა და როგორც კი ჩავიდა მანქანიდან გულში დანა ჩაარტყა მის ძმას მ------ მ--------ს. მ------ მ--------ი წაიქცა. მან თავისი ძმა წაიყვანა საავადმყოფოში, ავტომამქანის საჭესთან ს----- მ--------ი დაჯდა. მ------ მ--------ი საავადმყოფოში მიყვანამდე, გზაში გარდაიცვალა.

10. მოწმის შ---- გ------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლის 23 ოქტომბერ , 17:00 საათზე იყოფებოდა მაღაზიაში სოფელ ი------------–--ს შესასვლელში და მუშაობდა. მაღაზია ეკუთვნის მ------ და მ----- მ--------ებს. მაღაზიაში მ----- მ--------ს და ო------ს კ---–---ს შორის ვალის დაბრუნების გამო მოხდა დაპირისპირება. მას ჩხუბის მომენტი არ დაუნახავს, მაგრამ როდესაც მაღაზიიდან გამოვიდა დაინახა, რომ მ-----ს ცხვირი ქონდა გასისხლიანებული, ო------ კ---–---ს დაურტყამს ჩაქუჩი. ჩხუბის მიზეზი გაიგო მაშინვე, როდესაც მ------ მ--------მა დაურეკა ძმას მ----- მ--------ს და უთხრა მომხდარის შესახებ. როდესაც მ------ მ--------ი დაბრუნდა თბილისიდან, მ------ამ ო------ კ---–---ს დაურეკა და უთხრა, რომ ან ფული მიეცა ან მასალას წაიღებდა უკან, თვითონ მას კი თხოვა, რომ ო------ კ---–---ის საამქროსთან მისულიყვნენ.

11. მ------ მ--------ი და მ----- მ--------ი ო------ კ---–---ის საამქროსთან ჯიპით წავიდნენ და თვითონ მათ გაყვა. საამქროსთან მ------ას ნათესავებიც იყვნენ. ო------ კ---–---ი დაახლოებით 10 წუთში მივიდა თავისი „ბმვ-ს“ მარკის ავტომანქანით. ო------ კ---–---ი, როგორც კი მანქანიდან გადავიდა, მაშინვე დანით დაჭრა მ------ მ--------ი. დაჭრას წინ საუბარი არ უსწრებდა. ამის შემდეგ ო------ კ---–---ი ფეხით გაიქცა და დანა სად წაიღო არ იცის. იქ მყოფებიდან ო------ კ---–---ისთვის არავის არ მიუყენებია შეურაცხყოფა. მ------ მ--------ი საავადმყოფოში წაიყვანეს, თუმცა სოფელ ბ---------თან გარდაიცვალა.

12. მოწმის ი------- მ--------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლის 23 ოქტომბერს დაახლოებით 17:00 საათზე, იმყოფებოდა რკინის ბაზაში, რომელიც ეკუთვნის მ------ს. იქ ყოფნის დროს მ----- მ--------ს და ო------ კ---–---ს მოუვიდათ შეკამათება. მ-----ი ო------ს სთხოვდა ფულს. ო------მა უცენზურო სიტყვებით მიმართა და კიბეებზე როგორც კი ჩავიდა, ჩაქუჩი ჩაარტყა. მ-----ი წაიქცა. თვითონ კარებთან იდგა და მაშინვე გააშველა ისინი. ო------ კ---–---ი პოლიციელებმა წაიყვანეს. ამ ამბების მერე იმ დღეს დაღამებამდე, ო------ კ---–---ი აღარ უნახავს.

13. ღამით, ო------ კ---–---ის რკინის საამქროში წავიდნენ მ------ და მ----- მ--------ები. თვითონაც იქ მივიდა მოგვიანებით. რკინის საამქროში მივიდა იმიტომ, რომ რამე ცუდი არ მომხდარიყო. რკინის საამქროსთან მ------ მ--------ი მისგან 10 მეტრის მოშორებით იმყოფებოდა და ტელეფონზე საუბრობდა. ამ დროს მ------ასთან მივიდა ო------ კ---–---ი, მისვლისთანავე დანა სამჯერ დაარტყა ტანის არეში მ------ მ--------ს და გაიქცა.

14. თვითონ სხვებთან ერთად შეეცადა მ------ის დახმარებას. მათ წაიყვანეს მ------ მ--------ი საავადმყოფოში. სოფელ ბ---------თან სასწრაფო შეხვდათ და სასწრაფოს ექიმებმა უთხრეს, რომ მ------ მ--------ი გარდაცვლილი იყო.

15. მოწმის რ---- მ--------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლის 23 ოქტომბერს დაახლოებით 17:00 საათზე იმყოფებოდა საპასპორტოში, რომელიც მდებარეობს ი------------–-- სოფელ ქ-–--–--ში, მ------ მ--------ის მაღაზიის მოპირდაპირედ. მან გაიგო, რომ მ----- მ--------მა და ო------ კ---–---მა იჩხუბეს. როდესაც მივიდა ჩხუბი უკვე დამთავრებული იყო. ისინი პოლიციას გაუშველებია და მ----- მ--------ს ცხვირი ქონდა გატეხილი ჩაქუჩით. როგორც მან გაიგო, ჩხუბის მიზეზი იყო ის, რომ ო------ კ---–---ი მ----- მ--------ს ვალს არ უბრუნებდა. ეს გარემოებები მან გაიგო მაღაზიაში მომუშავე ი------- მ--------ისგან.

16. საღამოს ის ი-------თან და ს----- მ--------თან ერთად „ნივით“ მივიდა ო------ კ---–---ის საამქროსთან. იქ იყვნენ მ----- მ--------ი, მ------ მ--------ი და შ---- გ------ი. ისინი „ჯიპით“ და „ფორდით“ იმყოფებოდნენ. საამქროში მალევე მივიდა ო------ კ---–---ი და მ------ მ--------ს დანა დაარტყა. დანის დარტყმის ფაქტი მანქანების შუქზე დაინახა. ო------ კ---–---ი სანამ დაარტყამდა მ------ მ--------ს, მათ შორის არანაირი დაპირისპირება არ მომხდარა. ო------ კ---–---ი გადავიდა თუ არა მანქანიდან, მაშინვე დანა დაარტყა მ------ მ--------ს. მ------ მ--------ი ამ დროს ტელეფონზე საუბრობდა. მ------ი მათ წაიყვანეს საავადმყოფოში, მაგრამ მანქანაში გარდაიცვალა.

17. მოწმის ს----- მ--------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლის 23 ოქტომბერს მ----- მ--------ისა და ო------ კ---–---ის ჩხუბს არ შესწრებია. მოგვიანებით გაიგო, რომ დღის საათებში, მ----- მ--------ის სამშენებლო მასალების საამქროსთან, ო------ კ---–---მა ცხვირში ჩაქუჩი ჩაარტყა მ----- მ--------ს. მან ეს ინფორმაცია ნათესავებისგან გაიგო.

18. მანვე აჩვენა, რომ საღამოს საათებში იმყოფებოდა ო------ კ---–---ის საამქროსთან მდებარე მაღაზიაში. მან გაიგონა ხმაური და დაინახა, რომ მ------ მ--------ი ძირს იწვა, ხოლო ო------ კ---–---ი გარბოდა. ო------ კ---–---ს ხელში დანა ეჭირა. მიუხედავად იმისა რომ ბნელოდა, ეს ყველაფერი მაღაზიის შუქზე დაინახა. მან მ----- მ--------ისგან გაიგო, რომ მ------ მ--------ი ო------ კ---–---მა დაჭრა დანით. მათ საავადმყოფოში მ------ მ--------ი მანქანით წაიყვანეს. სოფელ ბ---------თან შეხვდათ სასწრაფო დახმარების მანქანა, მაგრამ მ------ მ--------ი უკვე გარდაცვლი იყო.

19. მისივე განმარტებით, ვინაიდან, მან შეიყვანა მანქანაში მ------ მ--------ი, ტანსაცმელი სისხლიანი ქონდა და ეს ტანსაცმელი მისგან ამოიღეს პოლიციელებმა.

20. მოწმის ლ-------------–---–ის ჩვენებითა და შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ მუშაობს კ------------–-–--------------------------------------------------–--ს გამომძიებლის თანამდებობაზე. მან დაათვალიერა შემთხვევის ადგილი, რომელიც მდებარეობს საგარეჯოს რაიონის სოფელ ქ-–--–--ში, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე. დათვალიერებაში მონაწილეობდნენ ექსპერტებიც. ადგილზე, საავტომობილო გზაზე ნახა წითელი ლაქა, რაც ექსპერტებმა ამოიღეს და დალუქეს, ხოლო მანაწილეებმა მოაწერეს ხელი. სხვა რაიმე ნივთი შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას არ ამოუღიათ. დათვალიერება მიმდინარეობდა ღამის საათებში, ხელოვნული განათების პირობებში. ექსპერტებმა ასევე გადაიღეს ფოტოები. (იხ. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი - ტომი 1- ს.ფ. 4-16)

21. მოწმის დ--------------–---–ის ჩვენებითა და გვამის ტანსაცმლის ამოღების ოქმით დადგენილია, რომ მუშაობს კ------------–-–--------------------------------------------------–--ს დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის თანამდებობაზე. მან სისხლის სამართლის საქმეზე 24 ოქტომბერს, ღამის საათებში დაკითხა ექსპერტი თ----- ზ-----–-–---–ი. დაკითხვისას თ.ზ-----–-–---–მა განუმარტა, რომ მასთან ინახებოდა გარდაცვლილი მ------ მ--------ის ტანსაცმელი, გვამიდან აღებული სისხლის, ფრჩხილის და თმის ნიმუშები. ამის შემდეგ მან ექსპერტისგან ამოიღო ტანსაცმელი და ნიმუშები. პაკეტებს არანაირი დარღვევა არ აღენიშნებოდა. (იხ. გვამის ტანსაცმლის ამოღების ოქმი - ტომი 1. ს.ფ. 42-44).

22. მოწმის მ-----–----------ის ჩვენებითა და ავტომანქანის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ მუშაობს შსს კ------------–-–-------------------ის დეტექტივ-გამომძიებლის თანამდებობაზე. საგარეჯოს რაიონის სოფელ ი------------–--ში, პოლიციის განყოფილების მიმდებარე ტერიტორიაზე მან დაათვალიერა გარდაცვლილი მ------ მ--------ის კუთვნილი „მერსედეს-ბენცის“ მარკის ავტომანქანა. დათვალიერების საფუძველი იყო მოწმე შ---- გ------ის ჩვენება, რომელმაც განმარტა, რომ დაზარალებული გადაიყვანეს ხსენებული ავტომანქანით. ავტომანქანა ეკუთვნოდა გარდაცვლილს, მაგრამ იმჟამად იყო მის მფლობელობაში. დათვალიერებისას ავტომანქანაში ნახეს სისხლისმაგვარი ლაქები, რომლის ნიმუშებიც ექსპერტ-კრიმინალისტებმა ამოიღეს და ადგილზე დალუქეს. სხვა რაიმე გამოძიებისათვის საინტერესო არ ამოუღიათ. (იხ. ავტომანქანის დათვალიერების ოქმი - ტომი 1-ს.ფ. 60-69)

23. მოწმის თ----- ზ-----–-–---–ის ჩვენებით, სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნით და სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნა დადგენილია, რომ მუშაობს კ---------------–------------------------------–--ის ექიმ ექსპერტის თანამდებობაზე. მან მ------ მ--------ის განზრახ მკვლელობის საქმეზე გამოიკვლია მ------ მ--------ის გვამი და გასცა შემდეგი შინაარსის დასკვნა: მ------ მ--------ის გვამს აღენიშნებოდა სიცოცხლისდროინდელი შემდეგი დაზიანებები: გულმკერდის მარცხენა ნახევარში ნაკვეთი ჭრილობა გულის დაზიანებით. ეს დაზიანება განვითრებულია მჩხვლეტავი მჭრელი საგნის მოქმედებით, მიეკუთხვება დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათოს და უშუალო მიზეზობრივ კავშირშია დამდგარ შედეგთან.

24. ასევე აღენიშნებოდა ნაკვეთი ჭრილობები გულმკერდის მარჯვენა ნახევარში, მარცხენა მხრის და მარცხენა წინამხრის არეში განვითარებულია მჩხვლეტავი მჭრელი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს.

25. ნაჭდევი მარჯვენა თვალბუდის არეში განვითარებულია მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი დაზიანებები განვითარებულია სიკვდილის წინა უახლოეს პერიოდში.

26. მ------ მ--------ის სიკვდილის უშუალო მიზეზია გულის ტამპონადა, განვითარებული გულმკერდის მარცხენა ნახევარში შემავალი ჭრილობით, რასაც მოჰყვა გულის დაზიანება. სიკვდილის მომენტიდან გვამის გამოკვლევამდე გასულია არანაკლებ 4 საათისა.

27. ჭრილობის არხის მიმართულებაა გულმკერდის მარცხენა ნახევარში - წინიდან უკან, მარცხნიდან მარჯვნივ, ოდნავ ქვემოდან ზევით, ყველა სხვა ჭრილობის სიღრმის სიმცირის გამო. ჭროილობის არხის მიმართულების განსაზღვრა შეუძლებელია.

28. მან ასევე ჩაატარა ო------ კ---–---ის სასამართლო სამედიცინო ექსპერიზა და გასცა შემდეგი შინაარსის დასკვნა. თანახმად პირადი გასინჯვის მონაცემებისა მოქ. ო------ კ---–---ს აღენიშნებოდა სისხლჩაქცევები გულმკერდის მარჯვენა ნახევარში და ნაჭდევები მარცხენა წინამხრის არეში. ეს დაზიანებები განვითარებულოია მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. დაზიანების ხანდაზმულობა მარცხენა წინამხრის არეში არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს. გულმკერდის არეში მოყვითალო ფერის სისხლჩაქცევის ხანდაზმულობა არანაკლებ 7 დღისაა.

29. მან დაადასტურა თავისი დასკვნების სისწორე. მისგან გამომძიებელმა დადგენილების საფუძველზე ამოიღეს მ------ მ--------ის ტანსაცმელი, სისხლის ნიმუში, ფრჩხილების ნიმუში და თმის ნიმუში. (იხ. სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნა - ტომი 1. ს.ფ. 260-271 და სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნა ტომი 1- ს.ფ. 201-202)

30. მოწმის ა-–---------------–ის ჩვენებით და სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნით დადგენილია, რომ მუშაობს კ---------------–------------------------------–--ის ექსპერტის თანამდებობაზე. მან ო------ კ---–---ის სისხლის სამართლის საქმეზე ჩაატარა მ----- მ--------ის მიმართ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა და გასცა შემდეგი შინაარსის დასკვნა: 25. 10. 2017 წელს პირადი გასინჯვით მ----- მ--------ს სხეულზე აღენიშნება შემდეგი სახის დაზიანებები: ნაჭდევი ცხვირის არეში, სისხლნაჟღენთები მარჯვენა ქვედა ქუთუთოს არეში. აღნიშნული დაზიანებები მიყენებულია რაიმე კვვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში აღნიშნულ თარიღს - 23. 10. 2017 წელს. (იხ.სამედიცინო ექსპერტიზის N0--------დასკვნა - ტომი 1. ს.ფ. 232-133)

31. მოწმის დ----------------–ის ჩვენებით, ო------ კ---–---ის საცხოვრებელი სახლისა და დამხმარე სათავსოების ჩხრეკის ოქმით, ბრალდებულ ო------ კ---–---ის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმითა და ბრალდებულ ო------ კ---–---ისაგან ნერწყვის ნიმუშის აღების ოქმით დადგენილია, რომ მუშაობს შსს კ------------–-–--------------------------------------------------–--ს გამომძიებლის თანამდებობაზე. მან დადგენილების საფუძველზე გაჩხრიკა ო------ კ---–---ის საცხოვრებელი სახლი. სახლში არავინ დახვდათ და ო------ კ---–---ის ბიძა და თარჯიმანი მოიწვიეს. ჩხრეკით, რაიმე გამოძიებისათვის საინტერესო ნივთი არ ამოუღიათ. შეადგინა ჩხრეკის ოქმი და მონაწილეებმა მოაწერეს ხელი. მოგვიანებით პოლიციას დაუკავშირდა ო------ კ---–---ის ბიძა, რომელმაც განაცხადა, რომ ო------ კ---–---თან ერთად იმყოფებოდა და ო------ კ---–---ს სურდა პოლიციას ჩაბარებოდა. იგი თარჯიმან გ---–-------------–---თნ ერთად წავიდა ბრალდებულის ადგილსამყოფელის მიმართულებით. მანამდე ს----------------------–--------------–--ს თანამშრომლებს დაუკავშირდა, რომლებმაც ფაქტობრივად დააკავეს ო------ კ---–---ი. პირადი ჩხრეკისას, ბრალდებულს აღმოაჩნდა პოლიეთილენის პარკში მოთავსებული ტანსაცმელი, რომელიც ბრალდებულის განმარტებით დანაშაულის ჩადენის დროს ეცვა. აღნიშნული ტანსაცმელი ამოიღეს და დალუქეს. მან შეადგინა ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი და მონაწილეებმა მოაწერეს ხელი.

32. მანვე ბრალდებულისგან აიღო ნერწყვის ნიმუში. ნიმუში უშუალოდ ექსპერტებმა აიღეს. მან შეადგინა ნიმუშის აღების ოქმი. (იხ. ო------ კ---–---ის საცხოვრებელი სახლისა და დამხმარე სათავსოების ჩხრეკის ოქმი - ტომი 1-ს.ფ.26-31; ბრალდებულ ო------ კ---–---ის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი - ტომი 1 - ს.ფ.83-89, ბრალდებულ ო------ კ---–---ისაგან ნერწყვის ნიმუშის აღების ოქმი - ტომი 1 -ს.ფ. 189-190 )

33. მოწმის ზ---------------–---–ის ჩვენებითა და ადგილმდებარეობის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ მან მ------ მ--------ის მკვლელობის საქმეზე დაკითხა ო------ კ---–---ი, რომელმაც განუცხადა, რომ დანაშაულის ჩადენის იარაღი, დანა, გადააგდო ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელიც მდებარეობს საგარეჯოს რაიონის სოფელ ქ-–--–--ში. ჩვენების საფუძველზე, 2017 წლის 25 ოქტომბერს დაათვალიერა ეს ადგილი. დათვალიერებისას ვერ მოიძებნა აღნიშნული დანა. მან შეადგინა ადგილმდებარეობის დათვალიერების ოქმი. (იხ. ადგილმდებარეობის დათვალიერების ოქმი - ტომი 1. ს.ფ. 140-148)

34. მოწმის ქ------ მ--------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლის 23 ოქტომბერს ის მ------ მ--------ის მკვლელობის შემდეგ მივიდა იმ ტერიტორიაზე, სადაც ეს შემთხვევა მოხდა. იქ შეკრებილი იყო ხალხი, მანქანები იყო გაჩერებული. გაიგო, რომ მ------ მ--------ს ო------ კ---–---მა დაარტყა დანა.

35. მოწმის ვ--------–----–---–---ის ჩვენებითა და სტაციონალური სასამართლო-ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ მუშაობს ფ-------------–--------------------------------ის ექსპერტის თანამდებობაზე. მან ჩაატარა ო------ კ---–---ის მიმართ სტაციონალური სასამართლო-ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა და გასცა შემდეგი შინაარსის დასკვნა - ო------ კ---–---ი ფსიქიკურად დაავადებული არ არის. მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს ო------ კ---–---ი ფსიქიკურად დაავადებული არ იყო, შეეძლო გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შარაცხადობა). თავისი ფსიქიკური მდგომარეობით ო------ კ---–---ს შეუძლია ანგარიში გაუწიოს თავს და უხელმძღვანელოს მას, მისცეს ჩვენება და მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებებში. თავისი ფსიქიკური მდგომარეობით ო------ კ---–---ს აქვს გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი. თავისი ფსიქიკური მდგომარეობით ო------ კ---–---ი არანებაყოფლობით სტაციონარულ ფსიქიატრიულ დახმარებას და იძილებით მკურნალობას არ საჭიროებს. (იხ. სტაციონალური სასამართლო-ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა -ტომი 1-ს.ფ. 300-307)

36. მოწმის ლ----------–--ის ჩვენებითა და ს----- მ--------ის ტანსაცმლის ამოღების ოქმით დადგენილია, რომ მუშაობს შსს კ------------–-–--------------------------------------------------–--ს გამომძიებლის თანამდებობაზე. მან გამოკითხა ს----- მ--------ი, რომელსაც ტანსაცმელზე აღენიშნებოდა სისხლისმაგვარი ლაქები, რაც შესაძლებელია კავშირში ყოფილიყო სისხლის სამართლის საქმესთან და მისგან ამოიღო ტანსაცმელი, რაც ექსპერტებმა დალუქეს პაკეტებში. (იხ. ს----- მ--------ის ტანსაცმლის ამოღების ოქმი - ტომი 1. ს.ფ. 56-59)

37. მოწმის ა----- გ-------ის ჩვენებით დადგენილია, რომ მას ო------ კ---–---ი დაქირავებული ყავდა თავისი მაღაზიის შესაკეთებლად. 2017 წლის 23 ოქტომბერს მომხდარ ამბავს არ შესწრებია, მოგვიანებით გაიგო, რომ ო------მა და მ-----მა იჩხუბეს, ეს პიროვნებები მოშორებით დაინახა.

38. მოწმის მ-------------ის ჩვენებითა და სტაციონალური სასამართლო-ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ მუშაობს ფ-------------–--------------------------------ის ფსიქოლოგის თანამდებობაზე. მან ო------ კ---–---ის მიმართ ჩაატარა ფსიქოლოგიური ექსპერტიზა და გასცა შემდეგი შინაარსის დასკვნა: ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო დანაშაულის ჩადენის დროს ო------ კ---–---ი არ იმყოფებოდა ფიზიოლოგიური აფექტის მდგომარეობაში. (იხ. სტაციონალური სასამართლო-ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა -ტომი 1-ს.ფ. 300-307)

39. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, ასევე დასტურდება მხარეებს შორის შეთანხმებული არასადავო იმ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომელსაც დაეთანხმნენ მხარეები.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

40. სასამართლო, როგორც ცალ-ცალკე, ისე ერთობლიობაში აანალიზებს რა გამოკვლეულ მტკიცებულებებს მიაჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები, საგამოძიებო მოქმედების ოქმები, ექსპერტიზის დასკვნები ადასტურებენ ო------ კ---–---ის მიმართ წარდგენილ ბრალდებას და დანაშაულის ჩადენის ფაქტობრივ გარემოებებს, რის გამოც ის წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ უნდა იქნას ცნობილი. სახელდობრ, ო------ კ---–---მა თავი არ სცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ მას მ------ მ--------ის მკვლელობა განხრახული არ ჰქონია. იმ დროს როდესაც მას სცემდნენ, იქნევდა დანას და ამ ვითარებაში ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო ო------ კ---–---მა. მანვე განმარტა, რომ მ----- მ--------ს დაზიანება მიაყენა ხელით და არა ჩაქუჩით.

41. ო------ კ---–---ი ასეთი განმარტებით სადავოდ არ ხდის იმ ფაქტს, რომ მ----- მ--------ს მიაყენა სხეულის მსუბექი დაზიანება, იგი მხოლოდ უარყოფს სხეულის დაზიანების ჩაქუჩით მიყენების ფაქტს. მისივე ჩვენებით სადავო არ არის და სასამართლოც დადგენილად მიიჩნევს, რომ მ------ მ--------მა სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანება მიიღო ო------ კ---–---ის მიერ მოქნეული დანით. გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლო დადგენს ფაქტობრივ გარემოებებს და შეაფასებს ო------ კ---–---ის ქმედებას.

 

განზრახი მკვლელობა:

 

42. მ------ მ--------ის გვამის გამოკვლევის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დგინდება, რომ მ------ მ--------ის გვამს აღენიშნებოდა სიცოცხლისდროინდელი შემდეგი დაზიანებები: გულმკერდის მარცხენა ნახევარში ნაკვეთი ჭრილობა გულის დაზიანებით. ეს დაზიანება განვითარებულია მჩხვლეტავი მჭრელი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათოს და უშუალო მიზეზობრივ კავშირშია დამდგარ შედეგთან.

43. მ------ მ--------ის სიკვდილის უშუალო მიზეზია გულის ტამპონადა, განვითარებული გულმკერდის მარცხენა ნახევარში შემავალი ჭრილობით, რასაც მოჰყვა გულის დაზიანება.

44. ჭრილობის არხის მიმართულებაა გულმკერდის მარცხენა ნახევარში - წინიდან უკან, მარცხნიდან მარჯვნივ, ოდნავ ქვემოდან ზევით.

45. ასევე აღენიშნებოდა ნაკვეთი ჭრილობები გულმკერდის მარჯვენა ნახევარში, მარცხენა მხრის და მარცხენა წინამხრის არეში განვითარებულია მჩხვლეტავი მჭრელი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს.

46. თვითმხილველი მოწმეების მ----- მ--------ის, შ---- გ------ის, ი------- მ--------ისა და რ---- მ--------ის ჩვენებით დადგენილია, რომ ო------ კ---–---ის კუთვნილ საამქროსთან იდგა მ------ მ--------ი, რომელიც ტელეფონზე საუბრობდა, ამ დროს მასთან მივიდა ო------ კ---–---ი და რამდენჯერმე დაარტყა დანა. არცერთი თვითმხილველი მოწმე არ ადასტურებს, რომ მ------ მ--------ის მკვლელობას წინ უსწრებდა ჩხუბი.

47. მოწმე ს----- მ--------ი, რომელიც იმყოფებოდა მაღაზიაში და ხმაურზე გარეთ გამოვიდა, დაინახა, რომ მ------ მ--------ი ეგდო ძირს და გარბოდა ო------ კ---–---ი, რომელსაც ხელში დანა ეჭირა. არც მისი ჩვენებით არ დასტურდება, რომ საამქროს წინ მოხდა ჩხუბი და ცემეს ო------ კ---–---ი.

48. ო------ კ---–---ის ჩვენებას ჩხუბში მისი ცემის თაობაზე არ ადასტურებს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა. სახელდობრ, მ------ მ--------ის მკვლელობა მოხდა 2017 წლის 23-24 ოქტომბრის ღამეს. ო------ კ---–---ი კი სასამართლო სამედიცინო ექსპერტმა დაკავების შემდეგ, პირადად შეამოწმა, ანუ აღნიშნული ფაქტი გამორიცხავს დაზიანების არსებობის შემთხვევაში მის გაქრობას, თუნდაც მკურნალობის გზით.

49. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, პირადი გასინჯვის მონაცემებით მოქ. ო------ კ---–---ს აღენიშნებოდა სისხლჩაქცევები გულმკერდის მარჯვენა ნახევარში და ნაჭდევები მარცხენა წინამხრის არეში. ეს დაზიანებები განვითარებულოია მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. დაზიანების ხანდაზმულობა მარცხენა წინამხრის არეში არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს. გულმკერდის არეში მოყვითალო ფერის სისხლჩაქცევის ხანდაზმულობა არანაკლებ 7 დღისაა.

50. სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დგინდება, რომ ო------ კ---–---ს აღენიშნებოდა სულ ორი დაზიანება, რომლიდანაც ერთი, გულმკერდის არეში არსებული სისხლჩაქცევა იყო 7 დღის წინანდელი ანუ შეესაბამებოდა დანაშაულის ჩადენის თარიღს, ხოლო მეორე, ნაჭდევები მარცხენა წინამხრის არეში, იყო მსუბუქი ხარისხის დაზიანება. მსუბუქი ხარისხის დაზიანება გამორიცხავს და ეწინააღმდეგება ო------ კ---–---ის ჩვენებას, რომ მას დაახლოებით 10 წუთი ცემდა რამდენიმე ადამიანი და ცემის დროს იყენებდნენ ლითონის საგანს.

51. აღნიშნული მტკიცებულებები ადასტურებენ, რომ მ------ მამდოვის მკვლელობა არ მომხდარა ჩხუბში. არამედ მოხდა იმ ვითარებაში რასაც აღწერენ მოწმეები, მ----- მ--------ი, შ---- გ------ი, ი------- მ--------ი, ს----- მ--------ი და რ---- მ--------ი. კერძოდ, რკინის საამქროს წინ მდგომ მ------ მ--------ს მჩხვლეტავი მჭრელი საგნის გამოყენებით ო------ კ---–---მა გულმკერდის მარცხენა ნახევარში განზრახ მიაყენა ნაკვეთი ჭრილობა, რამაც გულის დაზიანება გამოიწვია და მოკლა მ------ მ--------ი.

52. სასამართლო აქვე ყურადღებას მიაქცევს დაცვის მხარის პოზიციას, რომ ო------ კ---–---ის ქმედება გადაკვალიფიცირებულიყო ჯანმრთელობის განხრახ მძიმე დაზიანებაზე, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ამგვარი პოზიციით, სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანების განზრახ მიყენებას, თვითონ დაცვის მხარეც არ უარყოფს და განსხვავებულად აფასებენ დამდგარ შედეგს. აღნიშნული კვალიფიკაციით ქმედების შემადგენლობა მაშინ არსებობს, როდესაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გაუფრთხილებლობით მოჰყვება სიკვდილი. ო------ კ---–---ის ქმედების შეფასებისას ყურადღებამისაქცევია, რომ მ------ მ--------ს გააჩნდა რამდენიმე დაზიანება, აქედან ერთი, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის, რამაც სიკვდილი გამოიწვია, ხოლო დანარჩენი დაზიანებები კი, მსუბუქი ხარისხის იყო. კერძოდ მას აღენიშნებოდა ნაკვეთი ჭრილობები გულმკერდის მარჯვენა ნახევარში, მარცხენა მხრის და მარცხენა წინამხრის არეში, რაც განვითარებულია მჩხვლეტავი მჭრელი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს.

53. მჩხვლეტავი ბასრი საგნით სხეულის დაზიანების არაერთგზის განზრახ მიყენება, თუნდაც მხოლოდ ერთი ჭრილობა იყოს სიკვდილის მიზეზი, ადასტურებს ბრალდებულ ო------ კ---–---ის განზრახვას, რომ სურს მოკლას მ------ მ--------ი, რაც კიდეც განახორციელა.

54. საქმის მასალებითა და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ო------ კ---–---მა შემთხვევის ადგილიდან თან წაიღო დანაშაულის ჩადენის იარაღი, დანა. რასაც თვითონაც ადასტურებს. დაკავების შემდეგ მან გამომძიებლებს მიუთითა ადგილი, სადაც გადააგდო დანა, თუმცა საგამოძიებო მოქმედებების მიუხედავად დანის მოძებნა ვერ მოხერხდა. ვინაიდან სისხლის სამართლის საქმეში არ არის ამოღებული ბრალად წარდგენილი იარაღი, დანაშაულის ჩადენის საგანი დანა, სასამართლო გაიზიარებს ექსპერტიზის დასკვნას და მიაჩნია, რომ ო------ კ---–---მა მ------ მ--------ი მოკლა მჩხვლეტავი მჭრელი საგნის გამოყენებით.

 

სხეულის მსუბუქი დაზიანება:

 

55. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ 2017 წლის 25 ოქტომბერს პირადი გასინჯვით მ----- მ--------ს სხეულზე აღენიშნებოდა შემდეგი სახის დაზიანებები: ნაჭდევი ცხვირის არეში, სისხლნაჟღენთები მარჯვენა ქვედა ქუთუთოს არეში. აღნიშნული დაზიანებები მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში აღნიშნულ თარიღს - 23. 10. 2017 წელს.

56. დაზარალებულმა მ----- მ--------მა აჩვენა, რომ 2017 წლის 23 ოქტომბერს სხეულის დაზიანება მას მიაყენა ბრალდებულმა ო------ კ---–---მა. ო------ კ---–---ი არ უბრუნებდა მას ვალს, რის გამოც მოუხდა შელაპარაკება და შელაპარაკების დროს კ---–---მა ცხვირში ჩაარტყა ჩაქუჩი.

57. მოწმე შ---- გ------ი ადასტურებს, რომ 2017 წლის 23 ოქტომბერს, 17:00 საათზე იყოფებოდა მაღაზიაში სოფელ იარმუღანლოს შესასვლელში და მუშაობდა. მაღაზია ეკუთვნის მ------ და მ----- მ--------ებს. მაღაზიაში მ----- მ--------ს და ო------ს კ---–---ს შორის ვალის დაბრუნების გამო მოხდა დაპირისპირება. მას ჩხუბის მომენტი არ დაუნახავს, მაგრამ როდესაც მაღაზიიდან გამოვიდა დაინახა, რომ მ-----ს ცხვირი ქონდა გასისხლიანებული, ო------ კ---–---ს დაურტყამს ჩაქუჩი. ჩხუბის მიზეზი გაიგო მაშინვე, როდესაც მ------ მ--------მა დაურეკა ძმას მ----- მ--------ს და უთხრა მომხდარის შესახებ.

58. სხეულის დაზიანების მიყენების ფაქტს ადასტურებს თვითმხილველი მოწმე ი------- მ--------ი. ის განმარტავს, რომ 2017 წლის 23 ოქტომბერს დაახლოებით 17:00 საათზე, იმყოფებოდა რკინის ბაზაში, რომელიც ეკუთვნის მ------ მ--------ს. იქ ყოფნის დროს მ----- მ--------ს და ო------ კ---–---ს მოუვიდათ შეკამათება, მ-----ი ო------ს სთხოვდა ვალის დაბრუნებას. ო------მა უცენზურო სიტყვებით მიმართა და კიბეებზე როგორც კი ჩავიდა, ჩაქუჩი ჩაარტყა. მ-----ი წაიქცა. თვითონ კარებთან იდგა და მაშინვე გააშველა ისინი. ო------ კ---–---ი პოლიციელებმა წაიყვანეს.

59. მ----- მ--------თან მომხდარ ჩხუბს ადასტურებს ბრალდებული ო------ კ---–---იც, იმ განსხვავებით, რომ მას ჩხუბის დროს ჩაქუჩი არ გამოუყენებია და დაზარალებულ მ----- მ--------ს დაარტყა ხელი. ფიზიკური შეურაცხყოფა კი გამოიწვია იმან, რომ დაზარალებულმა მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

60. მოცემულ შემთხვევაში ექსპერტიზის დასკვნით დგინდება, რომ ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება მიყენებულია ბლაგვი საგნით. ვინაიდან სისხლის სამართლის საქმეში არ არის ამოღებული ბრალად წარდგენილი იარაღი, დანაშაულის ჩადენის საგანი ჩაქუჩი, სასამართლო ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყვეტს ეჭვს და გაიზიარებს, რომ დაზიანება მიყენებულია ბლაგვი საგნით.

61. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. აღნიშნული ნორმა პირდაპირ აკისრებს ბრალმდებელს ბრალდების მტკიცების ტვირთს. მოქმედი საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულია მტკიცების რამდენიმე სტანდარტი, თუმცა მოცემულ შემთხვევაში გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს იმის რწმენაცა და სამართლებრივი გარანტიაც, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი

დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში.

62. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილი და საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტი მოითხოვს, რომ მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

63. ბრალდებულ ო------ კ---–---ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ ნებაყოფლობით გამოცხადდა პროცესის მწარმოებელ ორგანოში.

64. დამამძიმებელი გარემოება არის ის, რომ გაანადგურა, გადამალა დანაშაულის ჩადენის იარაღი და მან რამდენიმე საათში, ძალადობრივი დანაშაული ორი პირის მიმართ ჩაიდინა.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

65. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში იღებს ჩადენილი დანაშაულის საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, დამნაშავის პიროვნებას, მის ქცევას დანაშაულის ჩადენის შემდეგ, მისი ბრალის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს.

66. აღნიშნულის და დანაშაულის ჩადენის მიზნის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია რომ ბრალდებულ ო------ კ---–---ის მიმართ სასჯელის მიზნების მიღწევას, კერძოდ, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, სამართლიანობის აღდგენასა და ბრალდებულის შემდგომ რესოციალიზაციას, უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლითა და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა, რომლის ოდენობაც, ბრალდებულის პიროვნებისა და შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით უნდა განისაზღვროს.

 

ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა:

 

67. თანახმად საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლისა, ნივთიერი მტკიცებულება - შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქა, მ------ მ--------ის გვამიდან აღებული სისხლის ნიმუში, მ------ მ--------ის გვამიდან აღებული ფრჩხილის ნიმუში, მ------ მ--------ის გვამიდან აღებული თმის ნიმუში, „მერსედეს ბენცის“ მარკის ავტომანქანის (სახელმწიფო ნომრით V--------) დათვალიერებისას ამოღებული სისხლის აგვარი მოწითალო ფერის ლაქები, ბრალდებულ ო------ კ---–---ისგან აღებული ნერწყვის ნიმუში, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, უნდა განადგურდეს.

68. მ------ მ--------ის ტანსაცმელი, ს----- მ--------ისგან ამოღებული ტანსაცმელი - ჯინსის შარვალი „კაპიშონიანი“ ქურთუკი, ო------ კ---–---ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული პოლიეთილენის პარკი, რომელშიც მოთავსებულია: ერთი წყვილი ლურჯი ფერის ჩუსტი, ერთი ცალი შავი ფერის სპორტული შარვალი, ერთი ცალი შავი ფერის მაისური, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელებს ან ოჯახის წევრს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 85-ე, 258-ე, 260-ე, 269-ე, 271- 274-ე, 277-ე, 292-293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

69. ბრალდებული ო------ კ---–---ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახით დაენიშნოს ვადიანი თავისუფლების აღკვეთა 13 (ცამეტი) წლით.

70. ბრალდებული ო------ კ---–---ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახით დაენიშნოს ვადიანი თავისუფლების აღკვეთა 09(ცხრა) თვით.

71. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მძიმე სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ მიესაჯოს ვადიანი თავისუფლების აღკვეთა 13 (ცამეტი) წლით.

72. ო------ კ---–---ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან, 2017 წლის 25 ოქტომბრიდან.

73. ნივთიერი მტკიცებულება - შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქა, მ------ მ--------ის გვამიდან აღებული სისხლის ნიმუში, მ------ მ--------ის გვამიდან აღებული ფრჩხილის ნიმუში, მ------ მ--------ის გვამიდან აღებული თმის ნიმუში, „მერსედეს ბენცის“ მარკის ავტომანქანის (სახელმწიფო ნომრით V--------) დათვალიერებისას ამოღებული სისხლის აგვარი მოწითალო ფერის ლაქები, ბრალდებულ ო------ კ---–---ისგან აღებული ნერწყვის ნიმუში, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, განადგურდეს.

74. მ------ მ--------ის ტანსაცმელი, ს----- მ--------ისგან ამოღებული ტანსაცმელი - ჯინსის შარვალი „კაპიშონიანი“ ქურთუკი, ო------ კ---–---ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული პოლიეთილენის პარკი, რომელშიც მოთავსებულია: ერთი წყვილი ლურჯი ფერის ჩუსტი, ერთი ცალი შავი ფერის სპორტული შარვალი, ერთი ცალი შავი ფერის მაისური, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელებს ან ოჯახის წევრს.

75. განაჩენი გამოცხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში და მიექცევა აღსასრულებლად.

76. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 01(ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მამუკა წიკლაური