განაჩენი

სისხლის სამართლის 23.07.2018
საქმის ნომერი
140100118002340905
თარიღი
23.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 140100118002340905

№1/83-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

 

13.07.2018 წელი ქ. გორი

 

გორის რაიონული სასამართლო

 

მოსამართლე ლევან დარბაიძე

სხდომის მდივანი სოფიო ძიძიგური

სხდომის სახე ღია სასამართლო სხდომა

 

ბრალდების მხარე

 

პროკურორი - მ-----– ბერიაშვილი

 

დაცვის მხარე

 

ადვოკატი - ივანე ს---------

 

ბრალდებული - მ-----– ე-–-------ის ძე გ---–---–---–-, დაბადებული 1977 წლის 2-------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი 5----------, დაოჯახებული, საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: გო----------------------–----–----.

 

კვალიფიკაცია

 

ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით;

ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით;

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

 

1.1. 2018 წლის 22 იანვარს, ღამის საათებში, გორის რაიონის სოფელ ქ-–---ში მდებარე მათ საცხოვრებელ სახლში, მ-----– გ---–---–---–მა განახორციელა ოჯახში ძალადობა მეუღლის - რ----ა ღ-----–--–ის მიმართ, მისივე არასრულწლოვანი შვილის - გ---–- გ---–---–---–-ს თანდასწრებით, კერძოდ, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა მ-----– გ---–---–---–მა, შელაპარაკების ნიადაგზე, რ----ა ღ-----–---–ს ხელი სამჯერ დაარტყა თავის არეში, რის შედეგადაც რ----- ღ-----–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

1.2. 2018 წლის 24 იანვარს, დაახლოებით 18:30 საათზე, გორის რაიონის სოფელ ქ-–---ში მდებარე მათ საცხოვრებელ სახლში, მ-----– გ---–---–---–მა განახორციელა ოჯახში ძალადობა მეუღლის - რ----- ღ-----–---–ის მიმართ, კერძოდ, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა მ-----– გ---–---–---–მა, შელაპარაკების ნიადაგზე, რ----- ღ-----–---–ს ხელი ერთხელ დაარტყა ტანის არეში, რის შედეგადაც რ----- ღ-----–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

1.3. 2018 წლის 24 იანვარს, დაახლოებით 18:30 საათზე, გორის რაიონის სოფელ ქ-–---ში მდებარე მათ საცხოვრებელ სახლში, მ-----– გ---–---–---–- მეუღლეს - რ----- ღ-----–---–ს დაემუქრა სოცოცხლის მოსპობით, რის შედეგადაც რ----- ღ-----–---–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

1.4. 2018 წლის 26 იანვარს მ-----– გ---–---–---–ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

2. სასამართლომ დაადგინა:

 

2.1. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული და მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების შესაბამის სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობისა და საკმარისობის შეფასების საფუძველზე, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მ-----– გ---–---–---–- უნდა გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261–ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

2.2. სასამართლოს გადაწყვეტილება მ-----– გ---–---–---–-ს უდანაშაულოდ ცნობის შესახებ ემყარება გამამტყუნებელი განაჩენის მიღებისათვის უალტერნატივო, უტყუარი მტკიცებულებების არასაკმარისობას, რის გამოც ლოგიკურად წარმოშობილი გონივრული ეჭვი გადაწყდა ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

2.3. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ არ არის სავალდებულო სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, პუნქტი 34; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1994 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Van de Hurk v. the Netherlands, პუნქტი 61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1997 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, პუნქტი 43).

 

2.4. სასამართლო განაჩენის აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილში დეტალურად შეაფასებს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებებს, მიმოიხილავს თითოეულ მათგანს მათი უტყუარობისა და საკმარისობის თვალსაზრისით და იმსჯელებს, თუ რატომ არ იზიარებს ბრალდების მხარის არგუმენტებს.

 

3. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

სასამართლოს მიერ არასაკმარისად მიჩნეული მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარებოდა წარდგენილი ბრალდება და რომელთა ერთობლიობაც საფუძვლად დაედო სასამართლოს გადაწყვეტილებას მ-----– გ---–---–---–-ს უდანაშაულოდ ცნობის შესახებ

 

3.1. დაზარალებულმა - რ----- ღ-----–---–მა, არასრულწლოვანმა მოწმემ - გ---–- გ---–---–---–მა, მოწმეებმა - ც------ და ე-–------- გ---–---–---–ებმა სასამართლო სხდომაზე გამოიყენეს მათთვის საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული უფლება და არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელდა მათ ახლო ნათესავს (მეუღლეს, მამას, შვილს).

 

3.2. პროკურორის გადაწყვეტილებით, ბრალდებული - მ-----– გ---–---–---–-, როგორც ბრალდების მხარის მოწმე, სასამართლო სხდომაზე არ დაიკითხა.

 

3.3. მოწმე - თ----- ბი---–-–---–-ა სასამართლო სხდომაზე უარყო 2018 წლის 22 იანვარს, გორის რაიონის სოფელ ქ-–---ში, გ---–---–---–ების სახლში სტუმრობისას, მ-----– გ---–---–---–სა და რ----- ღ-----–---–ს შორის კონფლიქტის ფაქტი. მისი განმარტებით, 2018 წლის 22 იანვარს, გ---–---–---–ების სახლში სტუმრობისას, მეუღლეებს შორის ურთიერთობა არ დაძაბულა და მათ ერთმანეთთან უთანხმოება არ მოსვლიათ.

 

3.4. მოწმე - გი-------------–---–-ს ჩვენებით, იგი მ-----– გ---–---–---–სა და რ----- ღ-----–---–ს შორის კონფლიქტს ან ჩხუბს არასოდეს არ შესწრებია. მისი განმარტებით, წარსულში გ---–---–---–ების სახლიდან გაუგონია მ-----– გ---–---–---–-ს გინების ხმა, თუმცა, ვის აგინებდა იგი ან რა იყო მისი ამგვარი საქციელის მიზეზი, გი-------------–---–-სთვის უცნობია.

 

3.5. მოწმე - ლ---- ღ-----–---–ის ჩვენებით, 2018 წლის 24 იანვარს, მას მობილურ ტელეფონზე დაუკავშირდა სიძე - მ-----– გ---–---–---–- და უთხრა, ჩამოდი სოფელ ქ-–---ში, შენ შვილს - რ----- ღ-----–---–ს ჩამოხედეო. მან იფიქრა, რომ შესაძლოა მეუღლეებს შორის იყო უთანხმოება და იმ მიზნით, რომ პოლიციის თანამშრომლებს მ-----– გ---–---–---–- დაეწყნარებინათ, ლ---- ღ-----–---–ი დაუკავშირდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ „112“-ს. მისი განმარტებით, სიძესთან სატელეფონო საუბრის შემდეგ, იგი იყო დაბნეული და აღელვებული. მას პირადად არ შეეძლო სოფელ ქ-–---ში ჩასვლა და სწორედ ამიტომ დაუკავშირდა „112“-ს, თუმცა, ოპერატორისთვის მას არ უთქვამს, რომ მ-----– გულისაშვილი რ----ა ღ----–---–ს მოკვლით ემუქრებოდა. ლ---- ღ-----–---–ის განმარტებით, იგი მ-----– გ---–---–---–სა და რ----- ღ-----–---–ს შორის კონფლიქტს ან ჩხუბს არასოდეს არ შესწრებია. შესაძლოა წარსულში მეუღლეებს შორის იყო გარკვეული ურთიერთშელაპარაკება, თუმცა, მათ შორის კონფლიქტს სერიოზული ფორმა არასოდეს არ მიუღია.

 

3.6. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 22 თებერვლის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნით და ექსპერტ მ--–------------------ ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 25 იანვარს, 11:35 საათზე, პირადი შემოწმების მომენტისათვის, რ----- ღ-----–---–ს სხეულზე, ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში, მექანიკურ დაზაიანებთა რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნებოდა. მ--–------------------ განმარტებით, პირადი გასნიჯვისას რ----- ღ-----–---–ი უჩიოდა თავის ტკივილს და მიუთითებდა, რომ 2018 წლის 22 იანვარს მას სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდა მეუღლესთან - მ-----– გ---–---–---–თან, რომელმაც მას ხელი გაარტყა სახის არეში. როგორც ზემოთ აღინიშნა, დაზარალებულმა - რ----- ღ-----–---–მა და არასრულწლოვანმა მოწმემ - გ---–- გ---–---–---–მა უარი თქვეს ჩვენების მიცემაზე, ოჯახში ძალადობის ფაქტი კატეგორიულად გამორიცხა მოწმე თ----- ბი---–-–---–-აც, რითაც სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის კვლევით ნაწილში (ექსპერტის ჩვენებაში) დაფიქსირებული ინფორმაცია დაზარალებულის მიერ ფიზიკური ტკივილის შესაძლო განცდის შესახებ სასამართლო სხდომაზე არ დადასტურდა.

 

3.7. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ბრალდების მხარის ყველა სხვა მტკიცებულება, გარდა ზემოაღნიშნული პირების გამოკითხვის ოქმების (ჩვენებების) და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნისა, სადავო არ არის და როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარე, სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

3.8. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან.

 

3.9. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ნორმატიული შინაარსიდან გამომდინარე, სასამართლომ გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად უნდა მიიღოს ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან, თუმცა, იმავე კოდექსის 82-ე მუხლი ადგენს, რომ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გადაწყდეს მისი გამოკვლევის გარეშე მიღების საკითხი. მხარეთა მიერ მტკიცებულებების უდავოდ ცნობა თავისთავად არ ნიშნავს შეთანხმებას გამამტყუნებელ განაჩენზე, რომელიც მტკიცებულებებისათვის პრეიუდიციული მნიშვნელობის მინიჭების გამო მოსამართლემ უპირობოდ უნდა გამოიტანოს. შეთანხმება გარემოებებსა თუ ფაქტებზე გულისხმობს მხოლოდ მათი ამსახველი მტკიცებულებების გამოკვლევის გარეშე მიღებას, ხოლო მოპოვებულია თუ არა ამგვარი მტკიცებულებები კანონის მოთხოვნათა დაცვით, რამდენად რელევანტურია და აკმაყოფილებს მტკიცებულებათა უტყუარობისა და საკმარისობის კონსტიტუციურ სტანდარტს, აღნიშნულის შეფასება მხოლოდ სასამართლოს კომპეტენციას განეკუთვნება. დემოკრატიულ საზოგადოებაში სასამართლო მართლმსაჯულების განმახორციელებელი ერთადერთი ორგანოა, სამართლიანი სასამართლოს ფუნდამენტური უფლება კი, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.

 

3.10. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარებისას საპროცესო კანონმდებლობის არსებითი ხასიათის დარღვევის ფაქტს ადგილი არ ჰქონია, თუმცა, მ-----– გ---–---–---–-ს მიერ ინკრიმინირებული დანაშაულების ჩადენა გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ დასტურდება მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების ერთობლიობითაც. მხოლოდ დაზარალებულის დედის - ლ---- ღ-----–---–ის მიერ სსიპ „112“-ზე განხორციელებული შეტყობინება მეუღლეებს შორის სავარაუდო კონფლიქტის შესახებ, ბრალდებულის დაკავებაში მონაწილე პოლიციელების - ლ-–------------------------------–---–-- უდავო გამოკითხვის ოქმები, რომელთა ერთობლიობითაც დადგენილია, რომ მ-----– გ---–---–---–- დაკავებულ იქნა სსიპ „112“-ში შეტყობინების მიღებიდან 16 წუთში, გორის რაიონის სოფელ ქ-–---ში, მისი საცხოვრებელი სახლის ეზოში, მშვიდ ვითარებაში, წინააღმდეგობის გაწევის გარეშე და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტის - მ--–------------------ ჩვენება, დაზარალებულის გადმოცემით, სამედიცინო შემოწმების მომენტისათვის მის მიერ ფიზიკური ტკივილის შესაძლო განცდის შესახებ გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად ვერ დაედება, რადგან, სადავოა და საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა დაცვით ვერ დასტუდება ჰქონდა თუ არა ადგილი მ-----– გ---–---–---–-ს მხრიდან ძალადობისა თუ მუქარის ჩადენის ფაქტს.

 

4. სამართლებრივი შეფასება:

 

4.1. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით.

 

4.2. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

4.3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

4.4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილი განსაზღვრავს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის ცნებას, რომლის თანახმად, გონივრულ ეჭვს მიღმა გულისხმობს სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

4.5. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში.

 

4.6. საქართველოს კანონმდებლობის ზემოაღნიშნული დანაწესიდან გამომდინარე, გორის რაიონული სასამართლო განმარტავს, რომ სამართლიანი სასამართლოს ფუნდამენტური უფლება, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი, ერთმანეთთან შეჯერებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობის საფუძველზე, რომელიც გამამტყუნებელი განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას წარმოადგენს და იმავდროულად, საკმარისობის თვალსაზრისით, გონივრულ ეჭვს მიღმა უნდა ადასტურებდეს პირის ბრალეულობას.

 

4.7. გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტიცებულებების ერთობლიობის არარსებობის პირობებში პირის დამნაშავედ ცნობის დაუშვებლობის საკითხთან დაკავშირებით, სასამართლო მოიხმობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებულ განმარტებას საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლის მიხედვითაც, „...ზემოაღნიშნული კონსტიტუც------ დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და ამდენად, სისხლის სამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. უტყუარობის კონსტიტუც------ სტანდარტი მოიცავს მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი. ამდენად, უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას. ეს უმნიშვნელოვანესი გარანტია გამორიცხავს მტკიცებულებების გარეშე, მხოლოდ ვარაუდების გამო, პასუხისმგებლობის დაკისრებას. ამასთანავე, დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ“.

 

4.8. გორის რაიონული სასამართლო განმარტავს, რომ პირის დამნაშავედ ცნობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებების უტყუარობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრულ ეჭვს ან ვარაუდს ბრალდებულის მიმართ არ იწვევდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა არ უნდა წარმოშობდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს. ამასთან, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა არსებობდეს დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანზე ცალ-ცალკე და არა - ზოგადად, დანაშაულის შესახებ. გარდა აღნიშნულისა, უტყუარი მტკიცებულებები, საკმარისობის თვალსაზრისით, გონივრულ ეჭვს მიღმა უნდა ადასტურებდნენ პირის ბრალეულობას. მტკიცებულებათა არასაკმარისობის პირობებში, მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის კონსტიტუც------ პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას თავისი ინიციატივით გამოითხოვოს ან გამოიკვლიოს რომელიმე მტკიცებულება.

 

4.9 მოცემულ შემთხვევაში, მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის პოზიცია მ-----– გ---–---–---–-ს დამნაშავედ ცნობის შესახებ მოკლებულია უტყუარ და საკმარის მტკიცებულებით საფუძველს. სასამართლო ბრალდების მხარის არგუმენტებს ვერ გაიზიარებს და მიუთითებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-20 და 24-ე ნაწილების თანახმად, მოწმე არის პირი, რომელმაც შეიძლება იცოდეს სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო მონაცემები, ხოლო მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. განსახილველ შემთხვევაში სწორედ დაზარალებული - რ----- ღ-----–---–ი, მისი არასრულწოვანი შვილი - გ---–- გ---–---–---–- და მოწმე - თ----- ბ----–-–---–ი არიან პირები, რომლებსაც შესაძლოა სცოდნოდათ სისხლის სამართლის საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დასადგენად საჭირო მონაცემები, თუმცა, არ არსებობს მათ მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია მ-----– გ---–---–---–-ს ბრალეულობის შესახებ. დაზარალებულმა (ბრალდებულის მეუღლე) და არასრულწლოვანმა მოწმემ (ბრალდებულის შვილი) სასამართლო სხდომაზე გამოიყენეს მათთვის საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული უფლება, კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლება - არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს, ასევე, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 50-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის დანაწესი, რომლის მიხედვითაც, ბრალდებულის ახლო ნათესავი არ არის ვალდებული იყოს მოწმე. „ახლო ნათესავის“ ავტონომიურ მნიშვნელობას კი განსაზღვრავს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის ჩამონათვალშიც მითითებულია მშობელი, მეუღლე და შვილი. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სწორედ იმ ფაქტზე, რომ ბრალდებულის მეუღლემ - რ----- ღ-----–---–მა და მისმა არასრულწლოვანმა შვილმა - გ---–- გ---–---–---–მა ისარგებლეს საპროცესო კანონით მინიჭებული უფლებით და არ მისცეს ჩვენება მათი ახლო ნათესავის წინააღმდეგ. შესაბამისად, სასამართლო სხდომაზე არ გამოკვლეულა არცერთი მტკიცებულება, რომელიც პირდაპირ მიუთითებდა მ-----– გ---–---–---–-ს მიერ ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენაზე.

 

4.10. სასამართლო კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ მართალია, სსიპ „112“-ში მიღებული შეტყობინებით, აღნიშნული შეტყობინების ავტორის - ლ---- ღ-----–---–ის და სამედიცინო ექსპერტის - მ--–------------------ ჩვენებებით ირკვევა, რომ შესაძლოა მეუღლეებს შორის ადგილი ჰქონდა კონფლიქტის ფაქტს, თუმცა, სადავოა და საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა დაცვით ვერ დასტურდება კონკრეტული გარემოებები, თუ რა ვითარებაში მოხდა აღნიშნული კონფლიქტი და განახორციელა თუ არა მ-----– გ---–---–---–მა ფიზიკური ძალადობა რ----- ღ-----–---–ის მიმართ, რომ აღარაფერი ვთქვათ სიცოცხლის მოსპობის მუქარაზე, რომლის დასამტკიცებლად სასამართლოში ბრალდების მხარის არც ერთი მტკიცებულება არ იქნა წარმოდგენილი.

 

4.11. რაც შეეხება ბრალდების მხარის მოწმეთა ჩვენებების იმ ნაწილს, რომელშიც ისინი გადმოსცემენ სხვადასხვა პირთა მიერ მათთვის მიწოდებულ ინფორმაციას მ-----– გ---–---–---–-ს ბრალეულობის შესახებ, სასამართლო სამართლებრივ შეფასებას ვერ მისცემს და განაჩენის დადგენისას ვერ გამოიყენებს, რადგან მოწმის ირიბი ჩვენება ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის კონსტიტუციურ-სამართლებრივ სტანდარტს. მტკიცებულებათა ამგვარი ერთობლიობა, როდესაც მათგან არც ერთი არ წარმოადგენს დანაშაულის ჩადენაში ბრალდებულის მამხილებელ პირდაპირ მტკიცებულებას, არ შეიძლება ჩაითვალოს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობად, რომელიც საკმარისი იქნება გონივრულ ეჭვს მიღმა გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად. აღნიშნული სტანდარტის დაცვით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად აუცილებელია, სულ ცოტა, ორი პირდაპირი და უტყუარი მტკიცებულების არსებობა, რომელთა ერთობლიობა ობიექტურ პირს უქმნის საფუძვლიან, დამაჯერებელ რწმენას მათი სანდოობის შესახებ. კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი განაჩენის დასადგენად საჭირო, უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობის კონსტიტუც------ არსის ამგვარი გაგება ამჟამად არსებულ პირობებში, როდესაც მოქმედ სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობაში ზუსტად და მკაფიოდ არ არის განსაზღვრული ირიბი ჩვენების, როგორც მტკიცებულების დასაშვებობის თუ მისი სანდოობისა და საკმარისობის კრიტერიუმები, პირდაპირ გამომდინარეობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებიდან, რომლითაც საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მეორე წინადადებისა და იმავე კოდექსის 169-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს აღნიშნული კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე პირის ბრალდებულად ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას.

 

4.12. ზემოხსენებულ საკითხთან დაკავშირებით სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 5 მაისის განმარტებით (სისხლის სამართლის N440აპ-14 საქმე), რომლის თანახმადაც, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, სასამართლოს არ აქვს შესაძლებლობა, გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისას მტკიცებულების სახით გამოიყენოს ირიბი ჩვენება: „51. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მართალია საკონსტიტუციო სასამართლომ არ იმსჯელა 76–ე მუხლის მესამე ნაწილზე (საკანონმდებლო რედაქციის შეცვლის გამო), მაგრამ საკონსტიტუციო სასამართლოს როგორც სამოტივაციო, ისე სარეზოლუციო ნაწილებიდან გამომდინარე, არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი რა საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით - საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, გამოიყენოს ირიბი ჩვენება მტკიცებულების სახით მანამ, სანამ საკანონმდებლო ორგანო სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში მომავალში არ შეიტანს შესაბამის ცვლილებებს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან გამომდინარე.“

 

4.13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიზანშეწონილად აღარ მიაჩნია სამართლებრივი შეფასება მისცეს პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე სხვა მოწმეთა ჩვენებებს თუ წერილობით მტკიცებულებებს, რომლებიც როგორც ცალ-ცალკე, ისე ერთობლიობაში, საკმარისი არ არის მ-----– გ---–--–---–ის მსჯავრდებისათვის. უტყუარი პირდაპირი მტკიცებულებების არასაკმარისობა კი საფუძველს აცლის გამამატყუნებელი განაჩენისათვის მიღებისათვის კანონმდებლობით დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს.

 

4.14. გორის რაიონულმა სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეამოწმა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით შეაფასა თითოეული მათგანი შესაბამის სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, გააანალიზა, თუ რამდენად აკმაყოფილებს მათი ერთობლიობა პირის დამნაშავედ ცნობისათვის საქართველოს კონსტიტუციით და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებებით დადგენილ სავალდებულო სტანდარტს და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მ-----– გ---–---–---–- უნდა ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში. ამასთან, მას უნდა განემარტოს, რომ უფლება აქვს, აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.

 

4.15. მ-----– გ---–---–---–-ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპით - „in dubio pro reo”, რომლის თანახმადაც, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის, არასაკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. გონივრული ეჭვი კი, რომელიც ლოგიკურად წარმოიშვა საქმის არსებითი განხილვისას, სასამართლომ გადაწყვიტა ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

4.16. აქვე სასამართლო იხსენებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებულ განმარტებას, საქმეზე „ვასილიოს სტავროპოულოსი საბერძნეთის წინააღმდეგ“, რომლის თანახმად, „როგორც კი გამამართლებელი განაჩენი საბოლოოდ შევა ძალაში, ეს გამართლება ეჭვის ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყვეტის საფუძვლითაც რომ იყოს დადგენილი, დაუშვებელია ბრალეულობის მიმართ ეჭვის გამოხატვა, რაც მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, შეუთავსებელია უდანაშაულობის პრეზუმფციასთან... სასამართლოს მიაჩნია, რომ „in dubio pro reo” პრინციპის შესაბამისად, რომელიც უდანაშაულობის პრეზუმფციის განსაკუთრებული ასპექტია, არ უნდა არსებობდეს არანაირი თვისობრივი სხვაობა მტკიცებულებათა არარსებობის საფუძველზე გათავისუფლებასა და უდანაშაულობის დადგენის შედეგად გათავისუფლებას შორის, როდესაც პირის უდანაშაულობის მიმართ არავითარი ეჭვი არ არსებობს. სინამდვილეში, გამამართლებელი გადაწყვეტილებები ერთმანეთისაგან არ განსხვავდება დასაბუთებით, რომელსაც სისხლის სამართლის საქმის განმხილველი მოსამართლე წარმოადგენს, პირიქით, კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, გამამართლებელ განაჩენს პატივი უნდა სცეს ხელისუფლების ყველა შტომ.“

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე, 258-ე-260-ე, 270-ე-272-ე, 275-ე-277-ე, 292-ე, 293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. მ-----– გ---–---–---–- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

2. მ-----– გ---–---–---–-ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს პატიმრობიდან, სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

3. მ-----– გ---–---–---–ს განემარტოს, რომ მას, როგორც გამართლებულ პირს, უფლება აქვს აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.

 

4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ლევან დარბაიძე