გადაწყვეტილება

სამოქალაქო 23.07.2018
საქმის ნომერი
050210117002149137
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სასარჩელო საქმეები
თარიღი
23.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

050210117002149137

საქმე №2-845-17 წ.

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

03.07.2018 წელი ქ.ოზურგეთი

ოზურგეთის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ნანა ჯოხაძე

სხდომის მდივანი ლია დარჩია

მოსარჩელე: - სე---ო ბო-–----ე; ნ-----------–--ე; ჯე--ლ ქო----–--ე;

წარმომადგენელი: - მა-–--ზ აბ---–--ე;

მოპასუხე: - ერ–-ნ ალ–-----ი;

წარმომადგენელი: - მა-----რ გო-------ე

თარჯიმანი: ზუ---ბ კვ-------–-ა;

მოპასუხე: - ელ--ა ბა----–---ა;

დავის საგანი: მორალური ზიანის ანაზღაურება;

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა:

1.1. მოპასუხეებს ერ–-ნ ალ–-----სა და ელ--ა ბა----–---ას სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელე ნ-----------–--ის სასარგებლოდ მისი შვილის იმ---ა ქო----–--ის გარდაცვალების გამო მორალური ზიანის ანაზღაურება 150 000 (ას ორმოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით;

 

1.2. მოპასუხეებს ერ–-ნ ალ–-----სა და ელ--ა ბა----–---ას სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელე სე---ო ბო-–----ის სასარგებლოდ მისი ნათესავების გუ-–------ი გა----ის, ა---თ ქო----–--ის, გია ბო-–----ის და ანანო ბო-–----ის გარდაცვალების გამო მორალური ზიანის ანაზღაურება 600 000 (ექვსასი ათასი) ლარის ოდენობით;

 

1.3. მოპასუხეებს ერ–-ნ ალ–-----სა და ელ--ა ბა----–---ას სოლიდარულად დაეკისროთ ჯე--ლ ქო----–--ის მისი კუთვნილი ავტომანქანის ტოიოტა პრიუსიის სახელმწიფო ნომრით XX340AA ღირებულების ანაზღაურება 15127 ლარის ოდენობით. ასევე, ჯე--ლ ქო----–--ის სასარგებლოდ მისი ჯანმრთელობის დაზიანებისა და ავტომანქანაში მსხდომი მგზავრების გარდაცვალების გამო მორალური ზიანის ანაზღაურება 50 000 ლარის ოდენობით.

 

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. მოპასუხე ერ–-ნ ალ–-----მა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

მოპასუხე ელ--ა ბა----–---ას კანონით დადგენილი წესით გაეგზავნა სარჩელი და თანდართული მასალები, ეცნობა სასამართლო სხდომის შესახებ, მაგრამ არც შესაგებელი წარმოადგინა და არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეთა მიერ სადავოდაა გამხდარი.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. 2017 წლის 24 აგვისტოს, დაახლოებით 03:45 საათზე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათში, სამტრედია-სუფსის 34-ე კილომეტრზე, ყაზახეთის რესპუბლიკის მოქალაქე ერ–-ნ ალ–-----ი ,,რენაულტის’’ მარკის სატვირთო ავტომანქანით სახელმწიფო ნომრით 605-DAB-05, თავისი ,,ლაგ’’-ის მარკის მისაბმელით, სახელმწიფო ნომრით 08-KOA-05, მოძრაობდა სამტრედიიდან სუფსის მიმართულებით. ერ–-ნ ალ–-----მა ვერ უზრუნველყო ავტომანქანის ექსპლუატაციის უსაფრთხოების წესების დაცვა, დაარღვია ,,საგზაო მოძრაობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მუხლის 21-ის პუნქტი 12-ის და 13-ის მოთხოვნები, რის შედეგად სატვირთო ავტომანქანის გაუმართავი ჩამკეტ-მაფიქსირებელი მექანიზმიდან მოწყდა მისაბმელი, რომელიც უმართავ მდგომარეობაში გადავიდა საპირისპირო სამოძრაო ზოლში და შეეჯახა საპირისპიროდ მოძრავ ავტომანქანა ,,ტოიოტა პრიუსს’’, სახელმწიფო ნომრით XX-340-AA. შეჯახების შედეგად შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალნენ მძღოლი იმ---ა ჯე--ლის ძე ქო----–--ე, ასევე მგზავრები: გუ-–------ი მემ---ის ასული გა----ე, ა---თ ჯე--ლის ასული ქო----–--ე, გია ნოდარის ძე ბო-–----ე და ანანო გიას ასული ბო-–----ე, ხოლო ჯე--ლ ედვარდის ძე ქო----–--ემ მიიღო ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 31 ოქტომბრის განაჩენი საქმე N 1-319-17, გარდაცვალების მოწმობები (იხ. ს/ფ 29-33).

 

3.2.2. ყაზახეთის რესპუბლიკის მოქალაქე ერ–-ნ ალ–-----ის მართვის ქვეშ მყოფი ,,რენაულტის’’ მარკის სატვირთო ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით 605-DAB-05, თავისი ,,ლაგ’’-ის მარკის მისაბმელით, სახელმწიფო ნომრით 08-KOA-05, წარმოადგენს ელ--ა ბა----–---ას საკუთრებაში არსებულ ავტომანქანას და მისაბმელს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ელ--ა ბა----–---ას საკუთრებაში არსებული ავტომანქანის და მისაბმელის სარეგისტრაციო მოწმობები (იხ. ს/ფ 42-43).

 

3.2.3. იმ---ა ჯე--ლის ძე ქო----–--ე იყო ნ-----------–--ის შვილი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- დადგენილება დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობის შესახებ (იხ. ს/ფ 23-24).

 

3.2.4. გუ-–------ი გა----ე იყო სე---ო ბო-–----ის რძალი. გია ბო-–----ე ძმისშვილი, ა---თ ქო----–--ე რძალი, ანანო ბო-–----ე ძმისშვილიშვილი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- დადგენილება დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობის შესახებ (იხ. ს/ფ 25-26).

 

3.2.5. იმ---ა ქო----–--ის, გუ-–------ი გა----ის, გია ბო-–----ის, ა---თ ქო----–--ის და ანანო ბო-–----ის გარდაცვალებაში ბრალეული პირია ერ–-ნ ალ–-----ი, რომელიც ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი და მეშვიდე ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის საფუძველზე ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით, მასვე ჩამოერთვა ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება 3 (სამი) წლის ვადით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 31 ოქტომბრის განაჩენი.

 

3.2.6. გარდაცვლილი ა---თ ქო----–--ე და გია ბო-–----ე იყვნენ ცოლ-ქმარი, გარდაცვლილი ანანო ბო-–----ე კი მათი შვილი, გუ-–------ი გა----ე კი იყო გია ბო-–----ის დედა და ანანო ბო-–----ის ბებია, ხოლო გარდაცვლილი იმ---ა ქო----–--ე იყო ა---თ ქო----–--ის ძმა. ა---თ ქო----–--ეს და გია ბო-–----ეს დარჩათ მცირეწლოვანი შვილები, ანიტა და გვანცა ბო-–----ეები, რომლებმაც ერთ დღეს დაკარგეს მშობლები, და, ბებია და ბიძა. მოსარჩელეებმა განიცადეს უდიდესი სულიერი ტკივილი, რის გამოც მათ მიადგათ მორალური ზიანი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სარჩელი (იხ. ს/ფ 1-22).

- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.2.7. სასამართლო განმარტავს, რომ ფაქტობრივი გარემოებების არსებობა ან არარსებობა უნდა დადასტურდეს კონკრეტული მტკიცებულებებით. სასამართლო ორივე მხარის განმარტებას აფასებს თანაბარი მნიშვნელობის მტკიცებულებად. საბოლოოდ გაიზიარებს მხოლოდ იმ მხარის განმარტებას, ვინც მტკიცებულებებით დაადასტურებს თავის არგუმენტებს.

 

სადაო საკითხის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს მხარეთა თანასწორობის, შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად. ზოგადად ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების არსებობა. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე ფაქტების მტკიცების ტვირთი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განაწილებული უნდა იყოს სამართლიანად. მხარეს უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტის დამტკიცების ვალდებულება, რომლის განხორციელებაც მას შეუძლია. მხარეს არ უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომლის განხორციელებაც მისთვის შეუძლებელია. მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება საქმის განხილვის უმთავრესი პრინციპია.

 

ამდენად, სასამართლო სამოქალაქო პროცესში შებოჭილია არამარტო მხარეთა სასარჩელო მოთხოვნებისა თუ შესაგებლის ფარგლებით, არამ--- მხარეთა მითითებებით, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4. შე--ჯამებელი სასამართლო დასკვნა:

საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებებისა მოსმენის, ასევე სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

- საქართველოს კონსტიტუციის 42-ე, 85-ე მუხლები;

- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 30917-ე, 30920-ე, 992-ე, 413-ე მუხლები;

- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-7 მუხლი;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს.

 

უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლების რეალიზაცია დისპოზიციურობის პრინციპის გამოვლინებაა, რაც მხარეებს ანიჭებს უფლებას თავისუფლად განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს... (სსს კოდექსის მე-3 მუხლი). გარდა ამისა, სარჩელის უფლებაში გაერთიანებულია ორი უფლება: 1. სარჩელისა აღძვრის უფლება და 2. სარჩელის დაკმაყოფილების უფლება. სარჩელში სასარჩელო მოთხოვნა უნდა იყოს დასაბუთებული, როგორც მატერიალურ-სამართლებრივი, ისე საპროცესო-სამართლებრივი ნორმების შესაბამისად, რაც წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობას. სარჩელის დასაბუთება, მისი, დაკმაყოფილება, ნაწილობრივ დაკმაყოფილება ან არ დაკმაყოფილება უშუალოდ დაკავშირებულია სამართალწარმოების ისეთ ფუნდამენტურ პრინციპთან, როგორცაა შეჯიბრობითობა და თანასწორობა, რაც განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუციის 85-ე მუხლის მე-3 პუნქტით, რომლის თანახმად, სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმ---ების შესრულება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მოთხოვნის უფლების არსებობისათვის საჭიროა მოთხოვნის უფლების მქონე მხარე ვალდებულებით ურთიერთიერთობაში იყოს მოპასუხესთან. ანუ მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მისი მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კიდე კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის არსებული ვალდებულება წარმოშობილია ზიანის მიყენების - დელიქტის საფუძველზე. მოსარჩელე მოითხოვს დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებას.

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30917-ე მუხლის თანახმად, ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელს უნდა დაერთოს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემული ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი, რომლითაც დასტურდება ზიანის მიყენების ფაქტი. დასახელებული მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით კი, თუ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ შეიცავს მიყენებული ზიანის გაანგარიშებას, ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელს შეიძლება ასევე დაერთოს უფლებამოსილი პირის/ორგანოს მიერ შედგენილი დოკუმენტი, რომელშიც განსაზღვრული იქნება მიყენებული ზიანის ოდენობა.

 

ამავე კოდექსის 30920-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის განხილვისას, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ზიანის მიყენების ფაქტს, რომელიც დასტურდება კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენით ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში 2010 წლის 15 დეკემბერს განხორციელებულმა ცვლილებებმა განსხვავებულად მოაწესრიგა სასამართლო განაჩენის სამართლებრივი დატვირთულობა დელიქტურ ვალდებულებებში. ცვლილებამდე არსებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსი განაჩენს პრეიუდიციულ მნიშვნელობას ანიჭებდა და ათავისუფლებდა მოსარჩელეს მტკიცების ტვირთისაგან. აღნიშნული კანონის 30917-ე მუხლმა ერთმანეთისაგან გამიჯნა განაჩენის მნიშვნელობა დელიქტური ურთიერთობისათვის დამახასიათებელი ცალკეული ელემენტების მტკიცების ნაწილში. ზემოთ მოყვანილი 30917-ე მუხლის პირველი ნაწილი მოიცავს სასამართლო განაჩენის დანიშნულებას პირის მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული ქმ---ების მტკიცების თვალსაზრისით. სისხლის სამართლის კოდექსის მე-7 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულს წარმოადგენს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული, მართლსაწიინააღმდეგო, ბრალეული ქმ---ება. ამდენად, თუ პირის მიმართ არსებობს სასამართლო განაჩენი, რის საფუძველზეც დაზარალებული ითხოვს ზიანის ანაზღაურებას, იგი იმთავითვე მოიცავს დელიქტური ვალდებულებისათვის გათვალიწინებულ ქმ---ების მართლსაწინააღმდეგო ბრალეულ ქმ---ებას და მოსარჩელე არ არის ვალდებული დამატებითი მტკიცებულებების წარმოდგენით ამტკიცოს აღნიშნული გარემოება. საქმეში წარმოდგენილი მასალებით დადგენილია, რომ ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 31 ოქტომბრის განაჩენით ერ–-ნ ალ–-----ი ცნობილი იქნა დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი და მეშვიდე ნაწილებით. მოსარჩელეებს მოპასუხის ქმ---ების შედეგად მიადგათ ზიანი. ამდენად, წარმოდგენილი განაჩენი, სრულფასოვნად ადასტურებს ერ–-ნ ალ–-----ის მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმ---ების არსებობას, რომელიც მიზეზობრივ კავშირშია მოსარჩელეების მიმართ დამდგარ ზიანთან.

 

6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმ---ებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს დელიქტური ვალდებულება. ამგვარი ვალდებულება არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც ზიანის მიყენების შედეგად წარმოიშობა. აღნიშნული ნორმა განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც აუცილებელია დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის. კერძოდ, უნდა დადგინდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმ---ება და მიზეზობრივი კავშირი ქმ---ებასა და დამდგარ შედეგს შორის. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციასთან. აქედან თუნდაც ერთ-ერთი ელემენტის არარსებობა გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ერ–-ნ ალ–-----ის მართლსაწინააღმდეგო ქმ---ების შედეგად გარდაიცვალნენ იმ---ა ჯე--ლის ძე ქო----–--ე, გუ-–------ი მემ---ის ასული გა----ე, ა---თ ჯე--ლის ასული ქო----–--ე, გია ნოდარის ძე ბო-–----ე და ანანო გიას ასული ბო-–----ე (იხ. პუნქტი 3.2.1.). საქმის მასალებში წარმოდგენილია კანონიერ ძალაში შესული განაჩენი, რომლითაც დადასტურებულია მოპასუხის მიერ მოსარჩელეების მიმართ, რომლებიც არიან გარდაცვლილების უფლებამონაცვლეები მიყენებული ზიანის ფაქტი.

 

6.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის თანახმად არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით.

 

მორალური ზიანის კომპენსაცია ხდება ფულადი სახით. არც სამოქალაქო კოდექსი, არც სხვა კანონები არ ითვალისწინებს მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრის ზუსტ წესს. სასამართლო, პირველ რიგში, მხედველობაში ღებულობს ზიანის მიმყენებლის ბრალის ხარისხს. ბრალი სამოქალაქო სამართალში არის პასუხისმგებლობის პირობა და არა ზომა, თუმცა მოცემულ შემთხვევაში დაშვებულია გამონაკლისი, ამიტომ კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს ზიანის მიმყენებლის დამოკიდებულება მის მიერ ჩადენილი ქმ---ებისადმი.

 

კონკრეტულ შემთხვევაში კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისათვის, სასამართლომ უნდა დაადგინოს პირის ინდივიდუალურ თავისებურებებთან დაკავშირებული ფიზიკური და სულიერი ტკივილის ხარისხი, ზიანის მიმყენებლის ბრალი (იმ შემთხვევებში, როცა ეს პასუხისმგებლობის აუცილებელი პირობაა) და სხვა ყუ---დსაღები გარემოებები. თავისი არსით არაქონებრივი ანუ მორალური ზიანი არის ფიზიკური და ფსიქოლოგიური ტანჯვა, რომელსაც პირი განიცდის ამა თუ იმ სიკეთის, უმეტესწილად კი არამატერიალურ ფასეულობათა ხელყოფის გამო.

 

მორალური ზიანის ანაზღაურების უმთავრეს მიზანს არ შეადგენს ხელყოფილი უფლებების რესტიტუცია, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალ--ტი არ გააჩნია და შეუძლებელია მისი სრული კომპენსაცია. ძალიან ხშირად დამდგარი შედეგების გამოსწორება შეუქცევადი მოვლ--აა და როგორი დიდიც არ უნდა იყოს კომპენსაცია, იგი მაინც ვერ აღუდგენს დაზარალებულს ხელყოფამდე არსებულ სულიერ მდგომარეობას. კომპენსაციის მიზანია მოსარჩელისთვის მორალური ზიანით გამოწვეული ტკივილის შემსუბუქება. კომპენსაცია მიმართულია უარყოფითი ემოციების გასაქარწყლებლად.

 

6.7. მორალური ზიანის ანაზღაურების საკითხი დგება იმ შემთხვევაში, როცა ზიანი სამართლებრივად მნიშვნელოვანია და ანგარიშგასაწევი. მოცემულ შემთხვევაში მშობლის სულიერი ტანჯვის და ტკივილის შეფასების დროს გასათვალისწინებელია გარდაცვლილის ასაკი, ასევე ის გარემოება, მოსარჩელეს ყავს თუ არა სხვა შვილები. სასამართლო განმარტავს, რომ ადამიანის გარდაცვალების გამო მორალური ზიანის ანაზღაურება რომელიც ფულადი სახით გამოიხატება ვერ გაუტოლდება მიუხედევად ფულადი კომპენსაციის მოთხოვნილი ან დაკისრებული ოდენობისას ადამიანის სიცოცხლეს, რომელიც შეუფასებელია, იგი შეიძლება განხილულ იქნეს მხოლოდ დაზარალებული უფლებამონაცვლისათვის იმ სულიერი ტანჯვისა და ტკივილის უარყოფითი შედეგების ნაწილობრივ კომპენსაციად რომელიც მან განიცადა შვილის გარდაცვალებისას. მოსარჩელისთვის მიყენებული მორალური ტრავმა არ შემოიფარგლება დროის გარკვეული მონაკვეთით, მას სიცოცხლის ბოლომდე თან გაყვება შვილის სიკვდილით გამოწვეული უდიდესი ტკივილი. მორალური ზიანი სულიერი გრძნობებისა და ურთიერთობების სფეროში მიყენებულ ზიანს გულისხმობს. ადამიანის, ამ შემთხვევაში შვილის სიცოცხლის მოსპობით მიღებული შედეგი ნეგატიურ ცვლილებებს იწვევს ადამიანის ორგანიზმში, რამაც ქონებრივ დანახარჯებთან ერთად შეიძლება არამატერიალური უფლებების ხელყოფა - ფსიქიკური ტანჯვა (მორალური ზიანი) გამოიწვიოს. ადამიანის ფსიქიკაში ნეგატიური ცვლილებების არსებობას, რაც გამოიხატება ფიზიკურ და სულიერ ტანჯვაში, გარეგნული გამოხატულება არ გააჩნია და შესაბამისად, არამატერიალიზებული ზიანია. არამატერიალურ ფასეულობათა ხელყოფა კი ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას იწვევს. (ახლო ნათესავის გარდაცვალების გამო მორალური ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით იხილეთ საქმე № ას-868-817-2010 წელი).

 

მორალური ზიანის ანაზღაურებისას მისი ოდენობა განისაზღვრება სასამართლოს შეხედულების მიხედვით. მორალური ზიანის ანაზღაურების მოცულობას განსაზღვრავს სასამართლო მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე. მოსარჩელე უფლებამოსილია, სასარჩელო განცხადებაში მიუთითოს თანხა, რომელსაც ის ითხოვს მიყენებული სულიერი და ფიზიკური ტკივილის კომპენსაციისათვის, მაგრამ ეს მოთხოვნა მოსარჩელის მხოლოდ მოსაზრებაა და ანაზღაურების მოცულობა განისაზღვრება სასამართლოს შეხედულებით. მორალური ზიანის ანაზღაურების უმთავრეს მიზანს არ შეადგენს ხელყოფილი უფლებების რესტიტუცია, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალ--ტი არ გააჩნია და შეუძლებელია მისი სრული კომპენსაცია, რომლის მიზანია დაზარალებულის საზოგადოების თვალში მორალური ზიანით გამოწვეული ტკივილების შემსუბუქება; კომპენსაცია მიმართულია უარყოფითი ემოციების გასაქარწყლებლად.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხეებს ერ–-ნ ალ–-----სა და ელ--ა ბა----–---ას სოლიდარულად უნდა დაეკისროთ მოსარჩელე ნ-----------–--ის სასარგებლოდ დანაშაულის შედეგად მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურება 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით. ასევე, მოპასუხეებს ერ–-ნ ალ–-----სა და ელ--ა ბა----–---ას სოლიდარულად უნდა დაეკისროთ მოსარჩელე სე---ო ბო-–----ის სასარგებლოდ დანაშაულის ჩადენის შედეგად მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურება ჯამუ---დ 200 000 (ორასი ათასი) ლარის ოდენობით;

 

6.8. რაც შეეხება მოსარჩელე მხარის მოთხოვნას ერ–-ნ ალ–-----სა და ელ--ა ბა----–---ასათვის სოლიდარულად მოსარჩელე ჯე--ლი ქო----–--ის სასარგებლოდ მისი კუთვნილი ავტომანქანის ღირებულების, ჯანმრთელობის დაზიანებისა და დანაშაულის ჩადენის შედეგად მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სამოქალაქო საქმეებზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებისა და ზოგადად, მართლმსაჯულების განხორციელების უწინარეს საფუძველს წარმოადგენს იმის სწორად განსაზღვრა, თუ რა სამართლებრივი საფუძვლიდან გამომდინარეობს მხარეთა შორის წარმოშობილი დავა. ამ მიზნით, საქმის განმხილველმა სასამართლომ პირველყოვლისა, უნდა დაადგინოს მოთხოვნის მატერიალური საფუძველი (მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმა). მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გამოარკვიოს მოძიებული ნორმის წინაპირობები, მისი აბსტრაქტული შე--დგენლობა და შეამოწმოს განხორციელებულია თუ არა განსახილველ საქმეზე ყველა მათგანი. ამ ასპექტში, ფორმალურ სამართლებრივი თვალსაზრისით, სასამართლო შეზღუდულია სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებით: იგი ამოწმებს რომელ კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითებს მოსარჩელე, ქმნიან თუ არა ისინი დამფუძნებელი ნორმის უკლებლივ ყველა წანამძღვარს. ამის შემდეგ მოწმდება, მოპასუხის პოზიცია რამდენად აქარწყლებს წარმოშობილ წანამძღვრებს (პროცესუალური და მატერიალური თვალსაზრისით) (იხ. სუსგ №ას-53-49-2017, 07 აპრილი 2017 წელი).

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს, რომლის მიხედვით მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტუ---დ შესაძლებელია. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამ--- არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისთვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.

 

მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებულია, დაამტკიცოს ზიანის არსებობა და მისი მოცულობა (იხ. სუსგ 19.04.16 წ. საქმე Nას-191-183-2016).

 

მოცემულ შემთხვევაში, იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ მოსარჩელეს - ჯე--ლ ქო----–--ეს მიადგა ზიანი ეკუთვნის მას, რაც ვერ იქნა დადასტურებული სათანადო მტკიცებულებებით. კერძოდ, არ იქნა წარმოდგენილი ავტომანქანა ტოიოტა პრიუსიის სახელმწიფო ნომრით XX340AA ღირებულების ანაზღაურება და ჯე--ლ ქო----–--ის ჯანმრთელობის დაზიანების ხარჯები. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის წარმომადგენლის მხოლოდ ზეპირ განმარტებას ხარჯებთან დაკავშირებით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

7.1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმ---ებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალუ---დ რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმ---ებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ პუნქტის ,,ა.ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა პირველი ინსტანციის სასამართლოში არ უნდა აღე--ტებოდეს ფიზიკური პირისათვის – 3 000 ლარს. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეებს გადავადებული ჰქონდათ სახელმწიფო ბაჟის გადახდა. შესაბამისად, მოპასუხეებს ერ–-ნ ალ–-----სა და ელ--ა ბა----–---ას სოლიდარულად უნდა დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის გადახდა - 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით ყადაღა დაედო ელ--ა ბა----–---ას საკუთრებაში არსებულ ავტომანქანას და მისაბმელს (რენოს მარკის სატვირთო ავტომანქანა სახ.ნომრით 605DAB05 და ავტომანქანის მისაბმელი სახ. ნომრით 08KOA05). ამასთან, სარჩელის უზრუნველყოფის დამატებითი ღონისძიების სახით სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე ელ--ა ბა----–---ას აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული ავტომანქანის და მისაბმელის (რენოს მარკის სატვირთო ავტომანქანა სახ.ნომრით 605DAB05 და ავტომანქანის მისაბმელი სახ. ნომრით 08KOA05) გაყვანა საქართველოდან, მათ შორის საჯარიმო ავტოსადგომიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ - უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.

 

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, არ არსებობს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-ე 257-258-ე, 2591-ე, 369-ე მუხლის პირველი ნაწილით და

 

გადაწყვიტა:

 

1. სე---ო ბო-–----ის, ნ-----------–--ისა და ჯე--ლ ქო----–--ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

1.1. მოპასუხეებს ერ–-ნ ალ–-----სა და ელ--ა ბა----–---ას სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელე ნ-----------–--ის სასარგებლოდ დანაშაულის შედეგად მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურება 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით;

 

1.2. მოპასუხეებს ერ–-ნ ალ–-----სა და ელ--ა ბა----–---ას სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელე სე---ო ბო-–----ის სასარგებლოდ დანაშაულის ჩადენის

შედეგად მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურება ჯამუ---დ 200 000 (ორასი ათასი) ლარის ოდენობით;

 

2. მოსარჩელე მხარის მოთხოვნა ერ–-ნ ალ–-----სა და ელ--ა ბა----–---ასათვის სოლიდარულად მოსარჩელე ჯე--ლი ქო----–--ის სასარგებლოდ მისი კუთვნილი ავტომანქანის ღირებულების, ჯანმრთელობის დაზიანებისა და დანაშაულის ჩადენის შედეგად მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდეს.

 

3. მოპასუხეებს ერ–-ნ ალ–-----სა და ელ--ა ბა----–---ას სოლიდარულად დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის გადახდა - 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. სახელმწიფო ბაჟი ჩაირიცხოს შემდეგ ანგარიშზე: ბანკის დასახელება ”სახელმწიფო ხაზინა”; ბანკის კოდი TRESGE 22; სახაზინო კოდი № 300 903 150;

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა და ჩაბარება უზრუნველყოს სასამართლომ ამავე კოდექსის 70–78-ე მუხლებით დადგენილი წესით;

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი ნიუ-პორტის ქ.№32), გადაწყვეტილების მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან 14 დღის ვადაში ოზურგეთის რაიონული სასამართლოს (მისამართი: ოზურგეთი, სიორიძის ქ. ქ.№14) მეშვეობით;

 

მოსამართლე: ნანა ჯოხაძე