განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 340100118002334055
N1/59-18
განაჩენი
საქართველოს სახელით
24.07.2018 წელი ქ. გურჯაანი
გურჯაანის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ნუნუ ნემსიწვერიძე
სხდომის მდივანი - გვანცა სოლოღაშვილი
სახელმწიფო ბრალმდებლის, გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორის თინათინ ზუბაშვილის
ბრალდებულ -ზუ------ აფ------–--ლის
ადვოკატ -ლა-–- ჩა-ე-–-–--ლის
მონაწილეობით დახურულ სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------)
ბრალდებული: ზუ------ აფ------–--ლი;
მამის სახელი: გი------;
დაბადებული: 02.03.1----–--–--
პირადი ნომერი: 1-----------
მოქალაქეობა: საქართველო;
განათლება: საშუალო;
ნასამართლეობა: ნასამართლობის არ მქონე;
რეგისტრირებული: გურჯაანის რაიონის სოფელი კ---–---.
ფაქტობრივად მცხოვრები: გურჯაანის რაიონის სოფელი კ---–---.
1. პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.
კვალიფიკაცია: ზუ------ აფ------–--ლს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა და სისტემატური შეურაცხყოფა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა და სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის და ორსული ქალის მიმართ. (ორი ეპიზოდი)
მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 1. ზუ------ აფ------–--ლი 2017 წლის ივლისიდან, გურჯაანის რაიონის სოფელ კოლაგში, თავის საცხოვრებელ ბინაში, სისტემატურ სიტყვიერ შეურაცყოფას აყენებდა არასრულწლოვან, 16 წლის ორსულ მეუღლეს ან- ხე-–-–--ლს, რომელსაც 2017 წლის 21 დეკემბერს, დაახლოებით 21:00 საათზე სიღნაღის რაიონის სოფელ ანაგაში, საჯდომში ამოარტყა ფეხი. ზუ------ აფ------–--ლის აღნიშნულმა ქმედებებმა ან- ხე-–-–--ლის ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა გამოიწვია.
2. ზუ------ აფ------–--ლმა 2018 წლის 08 თებერვალს, დაახლოებით 13:00 საათზე, გურჯაანის რაიონის სოფელ კოლაგში, თავის საცხოვრებელ ბინაში, სახეში ხელი გაარტყა, არასრულწლოვან, 17 წლის, ორსულ მეუღლეს - ან- ხე-–-–--ლს, რის შემდეგ იატაკზე დაცემულს სახის და მუცლის არეში რამდენჯერმე დაარტყა ხელი და მასვე მუცელში ამოარტყა ფეხი. აღნიშნულის შედეგად ან- ხე-–-–--ლმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო ჯანმრთელობის დაზიანება.
ზუ------ აფ------–--ლი 2018 წლის 08 თებერვალს 23:10 საათზე დააკავეს, ხოლო 2018 წლის 09 თებერვალს ჩადენილი ქმედებისათვის წარედგინა ბრალი საქართველს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი).
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
2. სასამართლომ დაადგინა:
2. 1. ზუ------ აფ------–--ლი 2017 წლის ივლისიდან, გურჯაანის რაიონის სოფელ კოლაგში, თავის საცხოვრებელ ბინაში, სისტემატურ სიტყვიერ შეურაცყოფას აყენებდა არასრულწლოვან, 16 წლის ორსულ მეუღლეს, ან- ხე-–-–--ლს, რომელსაც 2017 წლის 21 დეკემბერს, დაახლოებით 21:00 საათზე სიღნაღის რ------- სოფელ ანაგაში, საჯდომში ამოარტყა ფეხი. ზუ------ აფ------–--ლის აღნიშნულმა ქმედებებმა ან- ხე-–-–--ლის ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა გამოიწვია.
2.2. ზუ------ აფ------–--ლმა 2018 წლის 08 თებერვალს, დაახლოებით 13:00 საათზე, გურჯაანის რაიონის სოფელ კოლაგში, თავის საცხოვრებელ ბინაში, სახეში ხელი გაარტყა, არასრულწლოვან, 17 წლის, ორსულ მეუღლეს - ან- ხე-–-–--ლს, რის შემდეგ იატაკზე დაცემულს სახის და მუცლის არეში რამდენჯერმე დაარტყა ხელი და მასვე მუცელში ამოარტყა ფეხი. აღნიშნულის შედეგად ან- ხე-–-–--ლმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო ჯანმრთელობის დაზიანება.
3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
სასამართლომ განიხილა, რა წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალები, გააანალიზა საქმეზე შეკრებილი და მხარეთა მიერ უდაოდ მიჩნეული მტკიცებულებები, მოუსმინა მოწმეებს, თითოეული მტკიცებულება ერთობლიობაში შეაფასა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობისა და ბრალდებულ ზუ------ აფ------–--ლის დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თავალსაზრისით და მიაჩნია, რომ არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გამომდინარეობს საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან და რომელიც საკმარისია ზუ------ აფ------–--ლის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, შესაბამისად იგი დამნაშავედ უნდა იქნას ცნობილი საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის 2-ე ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში (ორი ეპიზოდი).
4. ქმედების სამართლებრივი აღწერა
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა და სისტემატური შეურაცხყოფა, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის და ორსული ქალის მიმართ.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
4.1. საქმის არსებითად განხილვის სხომაზე ბრალდებულის ოჯახის წევრებმა/ ახლო ნათესავმა, ბრალდებულის მეუღლემ, დაზარალებულმა ან- ხე-–-–--ლმა და მოწმემ, ბრალდებულის დედამ, ეკ--------- აფ------–--ლმა, გამოიყენეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ" ქვეპუნქტით მინიჭებული უფლება და როგორც ბრალდებულ - ზუ------ აფ------–--ლის ახლო ნათესავებმა უარი განაცხადეს ჩვენების მიცემაზე.
4.2. მოწმე თა---- ხე-–-–--ლის ჩვენებით დასტურდება შემდეგი: იგი არის დაზარალებულ ან- ხე-–-–--ლის დედა და ბრალდებული არის მისი სიძე. 2017 წლის 21 დეკემბერს იმყოფებოდა სტუმრად შვილთან მა----- ხე-–-–--ლთან, რომელიც გათხოვილია და ცხოვრობს სიღნაღის რაიონის სოფელ ანაგაში. ამ დროს მა----- ხე-–-–--ლთან სტუმრად იყვნენ ბრალდებული ზუ------ აფ------–--ლი და ან- ხე-–-–--ლი. მისი შვილი ან- გახდა ცუდად და დასჭირდა საავადმყოფოში გადაყვანა, სადაც იწვა 5 დღე. მას არ დაუნახავს, მაგრამ ან- ხე-–-–--ლმა უთხრა, რომ ბრალდებული ზუ------ აფ------–--ლი ეჩხუბა და საჯდომზე ამოარტყა ფეხი, რამაც გამოიწვია ან-ს მიმართ მუცლის ტკივილი. 2018 წლის 8 თებერვალს, ან- ხე-–-–--ლი ბრალდებულის სახლიდან დაბრუნდა მშობლების სახლში გურჯაანის რაიონის სოფელ კარდენახში და მას განუცხადა, რომ მეუღლემ ზუ------ აფ------–--ლმა სცემა, რის შემდეგ მოწმე და ან- ხე-–-–--ლი წავიდნენ პოლიციის განყოფილებაში და ან-მ შეიტანა განცხადება, რომ მას, ორსულს, სცემა ზუ------ აფ------–--ლმა. მოწმემ აღნიშნა, რომ თვითონ ცემის ფაქტს არ შესწრებია, ეს იცის დაზარალებულ ან- ხე-–-–--ლისაგან. ასევე აღნიშნა, რომ ბრალდებული ზუ------ აფ------–--ლი მხოლოდ არაფხიზელ მდგომარეობაში ჩხუბობს, სიფხიზლეში არის ძალიან კარგი ხასიათის.
4.3. მოწმე ივ--- ხე-–-–--ლის ჩვენებით დასტურდება შემდეგი: იგი არის დაზარალებულ ან- ხე-–-–--ლის მამა და ბრალდებული არის მისი სიძე. მან არაფერი იცის 2017 წლის 21 დეკემბრის შემთხვევაზე, რადგან მას ცოლმა და შვილმა დაუმალა, რომ ბრალდებულმა სცემა მის შვილს და ამის შესახებ გაიგო 2018 წლის 8 თებერვალს, რომ მაშინაც ზუ------ აფ------–--ლს უცემია, რაც შეეხება 2018 წლის 8 თებერვლის შემთხვევას, შვილმა ან- ხე-–-–--ლმა განუცხადა რომ ბრალდებულმა სცემა. თვითონ ცემის და ჩხუბის ფაქტს არ შესწრებია. ან- ხე-–-–--ლს სახეზე ეტყობოდა, რომ იყო ნაცემი, რადგან სახე ჰქონდა დაწითლებული.
4.4. მოწმე თა---–- აფ------–--ლის ჩვენებით დასტურდება შემდეგი: იგი არის ბრალდებულის ბიცოლა. ცხოვრობს გურჯაანის რაიონის სოფელ კოლაგში. 2018 წლის 8 თებერვალ მას დაუძახა ბრალდებულის მამამ გი------ აფ------–--ლმა და სთხოვა დაერეკა ბრალდებულის დედის ეკ--------- აფ------–--ლისათვის, რომელიც გასული იყო სახლიდან, ეთქვა მოსულიყო, რადგან ბრალდებული და დაზარალებული ჩხუბობდნენ და სიტუაცია დაეწყნარებინა. მოწმე, მაზლის დაძახებაზე მივიდა მასთან და დაინახა დაზარალებული ან- ხე-–-–--ლი, რომელიც იყო ნამტირალევი და დედამთილს ეკ--------- აფ------–--ლს ეუბნებოდა, რომ სცემა ზუ------ აფ------–--ლმა და მიდიოდა მშობლებთან სოფელ კარდენახში. მოწმეს ხშირად გაუგონია დაზარალებულის და ბრალდებულის კამათი, მაგრამ ცემის ფაქტს არ შესწრებია.
4.5. მოწმე ნ---- აფ------–--ლის ჩვენებით დასტურდება შემდეგი: იგი არის ბრალდებულ ზუ------ აფ------–--ლის ბიძაშვილი. ისინი ცხოვრობენ ერთ სახლში. 2018 წლის 8 დეკემბერს გაიგონა, რომ დაზარალებული და ბრალდებული ჩხუბობდნენ. მისმა ბიძამ გი------ აფ------–--ლმა მას და მის დედას თა---–- აფ------–--ლს სთხოვა დაერეკათ ეკ--------- აფ------–--ლისათვის რათა იგი სახლში მოსულიყო, რადგან ზუ------მ და ან-მ იჩხუბეს და სიტუაცია განემუხტა. მოწმეს, დაზარალებულმა განუცხადა, რომ ბრალდებულმა სცემა და მიდიოდა მშობლების სახლში. იმ ოთახში, სადაც ან- ხე-–-–--ლი იყო, შემოვიდა ზუ------ აფ------–--ლი და ან- ხე-–-–--ლს, როდესაც ცდილობდა ოთახიდან გასვლას, ცოტა უხეშად მოჰკიდა ხელი და ცდილობდა არ გაეშვა. მოწმემ ბრალდებულს შენიშვნა მისცა, რომ ან- ფეხმძიმედ იყო და არაფერი დაეშავებინა. შემდეგ მოვიდა ეკ--------- აფ------–--ლი და ან- ხე-–-–--ლი გააცილა. მას ცემის ფაქტი არ დაუნახავს, თუმცა იცის, რომ ცოლ-ქმარი ზოგჯერ კამათობენ, 2018 წლის 8 დეკემბერს დაზარალებულმა უთხრა, რომ ბრალდებულმა სცემა, თუმცა რაიმე დაზიანება ან-სათვის არ შეუმჩნევია.
4.6. ბრალდებულმა ზუ------ აფ------–--ლმა არსებითი განხილვის დროს წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ სცნო. გამოიყენა კანონით მინიჭებული უფლება და მოწმის სახით სასამართლოს ჩვენება არ მისცა.
4.7. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ'' ქვეპუნქტის თანახმად ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან". მოცემულ შემთხვევაში საქმის არსებით განხილვაზე ბრალდებულ ზუ------ აფ------–--ლის სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები: ან- ხე-–-–--ლის განცხადება, ან- ხე-–-–--ლის პირადობის მოწმობა, ცნობა ან- ხე-–-–--ლის ორსულობის შესახებ, ზუ------ აფ------–--ლის დაკავების ოქმი, სასამართლო-სამედიცინო ეასპერტიზის დასკვნა და საქმეში არსებული სხვა წერილობითი მტკიცებულებები, მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ.
4.8. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით". ამავე მუხლის 3-ე ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშაველ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა''. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა", სსსკ-ის 3-ე მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
4.9. საქმეში არსებულ მტკიცებულებათა შეფასებისას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა ( იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება, საქმეზე Bardera, Messegue, Jadardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუმქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა. (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04, 04/10/2010, პუნქტი 32).
4.10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ, ასევე საქმის არსებით სხდომაზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებს, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 2.1. და 2.2. პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
5. სამართლებრივი შეფასება:
5.1. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლით კრიმინალიზირებულია ოჯახური ძალადობა, სისტემატური შეურაცყოფა, შანტაჟი, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120 მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
5.2. სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველი დანაშაულისაგან სისხლისამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის (ოჯახის წევრის) ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა, ხოლო ჯანმრთელობა, ისევე როგორც სიცოცხლის უფლება ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა.
5.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველი დანაშაული გამოიხატა: ა) ძალადობაში. ბ). სისტემატურ შეურაცხყოფაში, შანტაჟსა და დამცირებაში. ძალადობაში შეიძლება ჩაითვალოს ისეთი მოქმედებები, როგორიცაა სხვა პირის სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმა, ხელის გარტყმა სახეში, თმებში მოქაჩვა, ხელების გადაგრეხა, პანღურის ამოკვრა და სხვა. ამგვარი ძალადობა 1261-მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობას მხოლოდ იმ შემთხვევაში შექმნის, თუკი გამოიწვევს დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს. ამასთან მნიშვნელოვანია დადგინდეს მიზეზობრივი კავშირი პირის ქმედებებსა და დამდგარ შედეგს შორის, ასევე ის გარემოებაც, რომ პირის მიერ განხორციელებულმა ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისიხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე, ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
5.4. ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან დგინდება, რომ კანონმდებლის მიერ დაკონკრეტებულია ის აუცილებელი პირობები, რომელთა უტყუარად დადგენის შემდეგ არის მხოლოდ შესაძლებელი პირის მიერ ჩადენილი ქმედების მოცემული მუხლით დანაშაულად კვალიფიკაცია, კერძოდ, აუცილებელია დადგენილ იქნეს: სუბიექტთა წრე, რაც მდგომარეობს, იმაში რომ დაზარალებული აუნდა იყოს ბრალდებულის ოჯახის წევრი: ბრალდებულის მიერ დაზარალებულის მიმართ განხორციელებული უნდა იქნეს აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ქმედება, როგორიცაა ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება; აღნიშნულ ქმედებას უნდა მოჰყვეს კონკრეტული შედეგი, როგორიცაა ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა.
5.5. სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საქმის წარმოება მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რა დროსაც სასამართლოში მხარეებმა უნდა წარმოადგინონ ის მტკიცებულებები, რომლის საფუძველზედაც ისინი ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს, ხოლო სასამართლო მხარეთა მიერ არსებით სდომაზე წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ადგენს არსებობს თუ არა ესა თუ ის ფაქტი ან ქმედება, რის შემდეგაც ახდენს მის სამართლებრივ შეფასებას. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ოჯახური ძალადობის დანაშაული გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, მას არ ჰყავს შემსწრე, გარდა დაზარალებულისა, რომლებიც არიან ოჯახის წევრები, ახლო ნათესავები და გარკვეული პერიოდის გავლის შემდეგ, იყენებენ, რა კანონით მინიჭებულ უფლებას, აღარ იძლევიან სასამართლო სხდომაზე ბრალდებულის საწინააღმდეგო ჩვენებას.
5.6. მოცემულ საქმეზე დაზარალებულმა ან- ხე-–-–--ლმა ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და არ მისცა ჩვენება თავისი მეუღლის ბრალდებულ ზუ------ აფ------–--ლის წინააღმდეგ. ამასთანავე, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებობს დაზარალებულ ან- ხე-–-–--ლის განცხადება, რომელიც მხარეების მიერ პრეიუდიციადაა მიჩნეული და რომლითაც დასტურდება, რომ დაზარალებულმა ან- ხე-–-–--ლმა 2018 წლის 08 თებერვალს შსს გურჯაანის რაიონულ სამმართველოს მიმართა განცხადებით, სადაც აღნიშნა, რომ მას მეუღლემ ზუ------ აფ------–--ლმა მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. ასევე აღნიშნა, რომ იგი არის ორსულად. საქმეში არსებული დაბადების მოწმობის ასლით დასტურდება, რომ დაზარალებული ან- ხე-–-–--ლი არის არასრულწლოვანი, ხოლო სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება შემდეგი: ,, თანახმად პირადი გასინჯვის მონაცემებისა და შ.პ.ს. ,,ჯეო ჰოსპიტალის" სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათის 11554 მიხედვით მოქ. ან- ხე-–-–--ლს სახის არეში აღენიშნება ნაჭდევი, ეს დაზიანებები განვითარებულია მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს''.
მიუხედავად იმისა რომ ბრალდების მხარის მიერ საქმეში წარმოდგენილი რიგი მტკიცებულებები, დაცვის მხარეს სადაოდ არ გაუხდია და ისინი სასამართლო სხდომაზე არ გამოკვლეულა, მათი სამართლებრივი შეფასება და ბრალდებულის ქმედების სწორი კვალიფიკაციის მინიჭება, ამ მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტების შესაბამისად, სასამართლოს ვალდებულებაა.
5.7. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ და საქმეში პრეიუდიციად მიჩნეულ მტკიცებულებებს აფასებს ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მათი სანდოობისა და სარწმუნოობის კუთხით, რა დროსაც კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად მიჩნევისას სასამართლო ხელმძღვანელობს კანონმდებლის მიერ დაწესებული მაღალი, გონივრულ ეჭვა მიღმა სტანდარტით, ხოლო აღნიშნული სტანდარტი გულისხმობს, რომ მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულებები საკმარისია, რათა ობიექტური პირი დარწმუნდეს ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოების ნამდვილობაში და უტყუარობაში.
5.8. მიუხედავად იმის, რომ დაზარალებულმა სასამართლოს არ მისცა ჩვენება, საქმეში არსებობს საკმარისი მტკიცებულებები სასამართლო-სამედიცინო ექპერტიზის დასკვნის, მოწმეების თა---–- და ნ---- აფ------–--ლების, ივ--- და თა---- ხე-–-–--ლების ჩვენებების სახით, იმის დასადასტურებლად, რომ ბრალდებული ზუ------ აფ------–--ლი ან- ხე-–-–--ლს აყენებდა სისტემატურ სიტყვიერ შეურაცხყოფას, სცემდა, რაც იწვევდა მის ფიზიკურ ტკივილს და ტანჯვას.
5.9. სასამართლო აღნიშნავს, რომ მართალია დაზარალებულმა სასამართლოს არ მისცა ჩვენება, რაც მისი უფლება იყო, მაგრამ სასამართლო ითვალისწინებს ოჯახური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე საქმეების სპეციფიურობას, სირთულეს და მიაჩნია, რომ სახელმწიფოს აქვს ვალდებულება მოახდინოს სწორი და ადექვატური რეაგირება ყოველ ასეთ ფაქტზე, რათა მოხდეს აღნიშნული სახის დანაშაულთა პრევენცია და მაქსიმალური გამოვლენა, შემდგომში ამ დანაშაულის აღმოფხვრის მიზნით. ხშირია შემთხვევები ამ სახის დანაშაულის დროს დაზარალებულთა მხრიდან ბრალდებულის შეცოდების და პატიების შემთხვევბი, რომალთაც ზოგჯერ მოსდევს სავალალო შედეგი დაზარალებულის მიმართ, ამიტომ სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებაა მაქსიმალურად იქნას დაცული პიროვნების ხელშეუხებლობა, ჯანმრთელობა, რა თქმა უნდა ბრალდებულის ყველა უფლების ასევე მაქსიმალურად დაცვით. ასეთ საქმეებში ყველა მტკიცებულება, მათ შორის ირიბი მტკიცებულება, უნდა იყოს თანმიმდევრული და ერთმანეთთან შესაბამისი.
5.10. ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ,,ზ"პუნქტში და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლის შენიშვნაში პირდაპირ არის მითითებული, რომ სხვებთან ერთად, ოჯახის წევრები, აგრეთვე არიან ,,არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი''
5.11. ამდენად დადგენილია, რომ დაზარალებული ან- ხე-–-–--ლი, რომელიც არარეგისტრირებულ ქორწინებაშია ბრალდებულ ზუ------ აფ------–--ლთან, არის მისი ოჯახის წევრი.
5.12. სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას, რომ რადგან დაზარალებულმა ისარგებლა, რა კანონით მინიჭებული უფლებით და არ მისცა ჩვენება, საქმეში არ არსებობს არც ერთი პირდაპირი მტკიცებულება, რაც ბრალებულის მიერ, შერაცხული ქმედების ჩადენას დაადასტურებდა. აღნიშნული სასამართლოსათვის ვერ გახდება ბრალდებულის გამართლების საფუძველი, რადგან როგორც ზემოთ აღინიშნა, საქმეში არის უტყუარი მტკიცებულებები, როგორიცაა თვითონ დაზარალებულის განცხადება შეტანილი სამართალდამცავ ორგანოში მის მიმართ ბრალდებულის მიერ ცემასა და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებაზე, ექსპეტრიზის დასკვნა დაზარალებულის მიმართ არსებულ დაზიანებაზე, მოწმეების თა---–- და ნ---- აფ------–--ლების, ივ--- და თა---- ხე-–-–--ლების ჩვენებები, რომლებიც ადასტურებენ, რომ დაზარალებული ტიროდა და აცხადებდა, რომ სცემა ბრალდებულმა.
5.13. ყოველივე ზემოარნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოში წარმოდგენილი, ერთმანეთთან შეთანხმებული ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ზუ------ აფ------–--ლმა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა და სისტემეტური შეურაცხყოფა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის და ორსული ქალის მიმართ. (ორი ეპიზოდი).
ამასთან სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხავი გარემოებები არ დგინდება.
6. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ზუ------ აფ------–--ლის მიმართ დამამძიმებელი ან შემამსუბუქებელი გარემოებაბი არ დგინდება.
7. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოსსსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი.
სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში.
სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის ფარგლებში დადგენილი სასჯელი, ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით.
7.2. სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნას, რომლის დროსაც გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ: დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მქედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
7.3. სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა დაჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
7.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის 2-ე ნაწილის ,,ა'' ქვეპუნქტი სასჯელის სახით ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან სამ წლამდე.(2018 წლის 8 თებერვლის რედაქცია)
7.5. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს, იმ გარემოებას, რომ ზუ------ აფ------–--ლს სისტემატური კონფლიქტი ჰქონდა დაზარალებულთან, მან ხელყო ადამიანის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლება, ადამიანის ორგანზმის ჯანმრთელობა.
ზემოაღნიშნული გათვალისწინებით სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა, რომ სასჯელის მიზნების შესრულებისათვის საჭიროა სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენება.
ამრიგად, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სანქციის ქვედა და ზედა ზღვართა მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ზუ------ აფ------–--ლის მიმართ გამოყენებული სასჯელი უნდა იყოს შესაბამისი, კერძოდ სასჯელის მიზნების მიღწევა შესაძლებელია ისეთი ღონისძიებით, როგორიცაა თავისუფლების აღკვეთა.
ნივთმტკიცება, ყადაღა ან სხვა საკითხები;
ზუ------ აფ------–--ლს გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 9 თებერვლის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით შეერჩა პატიმრობა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლოს იხელმძღვანელა საქართველოს სისხლი სამართლის საპროცესო კოდექსის 255-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ზუ------ აფ------–--ლი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წელი. (პირველი ეპიზოდი).
2. ზუ------ აფ------–--ლი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წელი. (მეორე ეპიზოდი).
3. საქართველო სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელთა დანიშვნისას, თანაბარი საჯელებიდან ერთმა შთანთქოს მეორე და საბოლოოდ ზუ------ აფ------–--ლს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წელი.
4. ზუ------ აფ------–--ლის მიმართ შერჩეული აღკვეთი ღონისძიება- პატიმრობა გაუქმდეს და ზუ------ აფ------–--ლს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან 2018 წლის 8 თებერვლის 23:10 საათიდან.
5. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში (მის: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირიN7ა) გურჯაანის რაიონული სასამართლოს (მის: ქ. გურჯაანი, სანაპირს ქუჩა N24) მეშვეობით.
მოსამართლე: ნუნუ ნემსიწვერიძე