გადაწყვეტილება

სამოქალაქო 04.07.2018
საქმის ნომერი
120210118002381489
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
04.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2381489-2/290-18წ.

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

04 ივლისი 2018 წელი ქ. ახალციხე

 

შესავალი ნაწილი

 

ა---––------------ული სასამართლო

მოსამართლე - ნათია მერაბიშვილი

სხდომის მდივანი - ქეთევან ინასარიძე

 

მოსარჩელე - ლ---- ი---–-–---–ი

წარმომადგენელი: მ------ მ-----------

მოპასუხე - გ---- ი---–-–---–ი

მოპასუხე - შპს „ს----------------ი“

წარმოამდგენელი - ნ----- ბ------–---–ი

 

დავის საგანი - მოძრავი ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. ყადაღისაგან გათავისუფლდეს სამცხე-ჯავახეთის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 19 მარტის მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტში მითითებული შემდეგი მოძრავი ნივთები: „ტოშიბას“ ფირმის პლაზმური ტელევიზორი, კომპიუტერის მაგიდა სამი გამოსაწევი უჯრით, LG ფირმის მუსიკალური ცენტრი, „ოკირა“-ს ფირმის სარეცხი მანქანა, „როსტოვ - დონის“ ფირმის პიანინო, ნაჭრის სამეული - დივანი და ორი სავარძელი.

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: გ---- ი---–-–---–ი არის ლ---- ი---–-–---–ის შვილი, რომელიც 12 წელია არ ცხოვრობს მის ოჯახში, უფრო მეტიც იგი საცხოვრებლად გადასული იყო ქ. რ-------ში, ხოლო შემდგომ მუდმივ საცხოვრებლად გადავიდა ქ. ქ-------ში. გ---- ი---–-–---–მა შპს „ს----------------იდან“ გამოიტანა სესხი.

2018 წლის 19 მარტს სამცხე-ჯავახეთის სააღსრულებლო ეროვნული ბიუროს მიერ დაყადაღებული იქნა ლ---- ი---–-–---–ის კუთვნილი ქონება მისი შვილის გ---- ი---–-–---–ის მიერ აღებული სესხის გამო. დაყადაღებული მოძრავი ნივთები ეკუთვნის მოსარჩელეს.

2. მოპასუხეების პოზიცია

2.1. მოპასუხე შპს „ს----------------მა“ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ 2017 წლის 27 ოქტომბრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე აღსრულების ეროვნულ ბიუროში მიმდინარეობს სააღსრულებო წარმოება გ---- ი---–-–---–ის მიმართ.

აღნიშნული საქმის წარმოების ფარგლებში მოხდა მოვალე გ---- ი---–-–---–ის საცხოვრებელ/რეგისტრაციის მისამართზე მის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების აღწერა და დაყადაღება მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით. მოსარჩელის მოთხოვნა დაუსაბუთებელ და უსაფუძვლოა, ვინაიდან აღნიშნული არ დასტურდება საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულებით.

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. მოსარჩელე ლ---- ი---–-–---–ი არის მოპასუხე გ---- ი---–-–---–ის დედა.

3.1.2. მოვალე გ---- ი---–-–---–ს შპს „ს----------------ის“ მიმართ აქვს დავალიანება 2000 ლარი.

3.1.3. სამცხე-ჯავახეთის სააღსრულებო ბიუროს მიერ 2018 წლის 19 მარტს ა---––------------ი, სოფელ წ---ში დაყადაღებული იქნა შემდეგი მოძრავი ნივთები: „ტოშიბას“ ფირმის პლაზმური ტელევიზორი, კომპიუტერის მაგიდა სამი გამოსაწევი უჯრით, LG ფირმის მუსიკალური ცენტრი, „ოკირა“-ს ფირმის სარეცხი მანქანა, „როსტოვ - დონის“ ფირმის პიან---- და ნაჭრის სამეული.

3.1.4. სამცხე-ჯავახეთის სააღსრულებო ბიუროს მიერ 2018 წლის 19 მარტს ა---––------------ი, სოფელ წ---ში, მოძრავი ნივთები დაყადაღებული იქნა მოვალე გ---- ი---–-–---–ის დავალიანების გადახდევინების მიზნით, რომლიც გააჩნია შპს „ს----------------ის“ მიმართ.

3.1.5. სადავო მოძრავი ქონება იმყოფებოდა მოსარჩელე ლ---- ი---–-–---–ის ფაქტობრივ მფლობელობაში.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელე ლ---- ი---–-–---–ის ახსნა განმარტება.

- 06.06.2014წ. საკრედიტო ხელშეკრულება;

- ხელშეკრულება N1--------------;

- 2018 წლის 19 მარტის მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტი;

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. გ---- ი---–-–---–ის საცხოვრებელი ადგილი არის ქ. ქ-------ი, ს-------–---–ის ქ. N--.

3.2.2. სამცხე-ჯავახეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელ გ----------------–---–ის მიერ 2018 წლის 19 მარტს შედგენილი ნივთის აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტით, ა---––------------ი, სოფელ წ---ში დაყადაღებული მოძრავი ნივთები, კერძოდ 1. „ტოშიბას“ ფირმის პლაზმური ტელევიზორი, 2. კომპიუტერის მაგიდა სამი გამოსაწევი უჯრით, 3. LG ფირმის მუსიკალური ცენტრი, 4. „ოკირა“-ს ფირმის სარეცხი მანქანა, 5. „როსტოვ - დონის“ ფირმის პიან---- და 6. ნაჭრის სამეული, წარმოადგენს მოსარჩელე ლ---- ი---–-–---–ის საკუთრებას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტებები

- 2018 წლის 19 მარტის მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტი;

- მოწმეთა ჩვენებები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება მხარეთა ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

მითითებულ ნორმათა შესაბამისად, ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ვალდებულება აკისრიათ მხარეებს, რომლებიც თავის სამართლებრივ მოთხოვნას აფუძნებენ აღნიშნულ გარემოებებს და შესაბამისად, ისინი მიეთითება მათ მიერ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი ადგენს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს, მხარეს, რომელიც თავის მოთხოვნას თუ შესაგებელს აფუძნებს კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებას, ეკისრება მითითებული გარემოების მტკიცების ტვირთი.

 

სასამართლო ასევე განმარტავს, რომ ამა თუ იმ ფაქტობრივ გარემოებებზე შესაბამის დასკვნის გაკეთებისათვის, ის ხელმძღვანელობს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც ეფუძნება სამართალწარმოების დროს განვითარებული მსჯელობების, მხარეთა ახსნა-განმარტებების, მოწმეთა ჩვენებებისა თუ სხვა გარემოებების ერთობლიობას.

 

საქმის მასალებით და მხარეთა ახსნა-განმარტებებით ირკვევა, რომ გ---- ი---–-–---–ი გახლავთ მოსარჩელე ლ---- ი---–-–---–ის - შვილი, რომელიც 12 წელია არ ცხოვრობს ლ---- ი---–-–---–ის ოჯახში, იგი საცხოვრებლად გადასული იყო ჯერ ქ. რ-------ში, ხოლო შემდგომ გადავიდა მუდმივად საცხოვრებლად ქ. ქ-------ში.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ნ---- ი---–-–---–მა განაცხადა, რომ დაყადაღებული ნივთები მოსარჩელის შეძენილია და წარმოადგენს მის საკუთრებას. ნ---- ი---–-–---–ის განმარტებით, რომელიც არის ლ---- ი---–-–---–ის შვილი და ცხოვრობს მასთან ერთად, დაყადაღებული ნივთებიდან ტელევიზორი და მუსიკალური ცენტრი შეიძინა ლ---- ი---–-–---–მა ქ.ახალციხეში ელიტ-ელექტრონიქსის მაღაზიაში 2014 წელს. აღნიშნული ნივეთების შეძენა მოხდა მისი თანდასწრებით და მონაწილეობით. მისივე განმარტებით, სარეცხის მანქანა ლ---- ი---–-–---–ს აჩუქა მისმა დამ - ნ---–- ჭ------–-–---–მა, ხოლო პიანინო როგორც გადმოცემით იცის მისი დაბადებისას შეიძინეს მისმა მშობლებმა, ნაჭრის სამეული კი 2002-2003 წლებში შეიძინა მოსარჩელემ ქ.ახალციხეში. ნ---- ი---–-–---–ის განმარტებით მისი ძმა - გ---- ი---–-–---–ი 2006 წლიდან გადავიდა საცხოვრებლად ჯერ ქ.რ-------ში, შემდეგ კი ქ. ქ-------ში. მას დაყადარებული ნივეთების შეძენაში არანაირი მონაწილეობა არ მიუღია და არც დედას ეხმარებოდა საოჯახო მეურნეობის გაძღოლაში.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა მ------ კ----------ემ, რომელიც არის მოსარჩელის მეზობელი, დაადასტურა, რომ დაყადაღებული ნივთები შეძენილია ლ---- ი---–-–---–ის მიერ და მის შვილს - გ---- ი---–-–---–ს მონაწილეობა არ მიუღია სადავო ნივთების შეძენაში. მანვე განმარტა, რომ გ---- ი---–-–---–ი 2006-2007 წლებიდან აღარ ცხოვრობს მოსარჩელესთან ერთად.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა დ----------------მ, რომელიც არის მოსარჩელის მეზობელი დაადასტურა, რომ გ---- ი---–-–---–ი 12-13 წელია რაც აღარ ცხოვრობს მოსარჩელესთან ერთად. მანვე დაადასტურა, რომ დაყადაღებული ნივთები არ წარმადგენს გ---- ი---–-–---–ის საკუთრებას, სადავო ნივთები არ არის მისი შეძენილი.

 

სასამართლომ შეაფასა მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, დადგენილად მიიჩნევს, რომ 2018 წლის 19 მარტს ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ აქტში მითითებული ნივთები, რომელთა ამორიცხვასაც ითხოვს მოსარჩელე, არ წარმოადგენს გ---- ი---–-–---–ის საკუთრებას. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით, სასამართლოს უტყუარად დადგენილად მიაჩნია ის ფაქტი, რომ მითითებულ მისამართზე არ არის მოპასუხე გ---- ი---–-–---–ის საცხოვრებელი ადგილი. შესაბამისად ლ---- ი---–-–---–ის საოჯახო მეურნეობის განვითარებაში მას წვლილი არ მიუძღვის, რაც იძლევა იმის მტკიცების საფუძველს, რომ ა---––------------ი, სოფელ წ---ში მდებარე სახლში არსებული მოძრავი ქონება ეკუთვნის მოსარჩელე ლ---- ი---–-–---–ს. აღნიშნულიდან გამომდინარე შეუძლებელია მათი რეალიზაციის შედეგად უზრუნველყოფილი იქნეს გ---- ი---–-–---–ის ფულადი ვალდებულება.

 

ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს ჩამოუყალიბდა რწმენა, რომ მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში მითითებული მოძრავი ნივთები, მოსარჩელის საკუთრებას წარმოადგენს.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სასამართლო საქმის მასალებით, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენით დადასტურებულად მიიჩნევს, რომ სარჩელის არის საფუძვლიანი და იგი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლი, სამოქალაქო კოდექსის 158-ე და 186-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. 6.1. სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად,. ,,მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ნიშნავს მოვალის ქონების აღწერას, მესაკუთრისათვის ქონების განკარგვის – ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, მასზე ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების დადების – აკრძალვის გამოცხადებას ან/და ქონების შესანახავად გადაცემას. აღმასრულებელი ყადაღადადებულ ნივთებს აღნუსხავს ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში”. ამავე კანონის 44-ე მუხლის თანახმად, ,,ყადაღას ექვემდებარება მოვალის ყველა ნივთი, გარდა ამ კანონის 45-ე მუხლში ჩამოთვლილი ქონებისა (იგულისხმება, რომ ნივთები, რომლებსაც პოულობენ მოვალესთან, მას ეკუთვნის)”.

 

ზემოაღნიშნული ნორმიდან ირკვევა, რომ იმისათვის რათა მოვალეზე დაკისრებული ვალდებულების უზრუნველსაყოფად მოხდეს ქონების დაყადაღება შემდგომი რეალიზაციის მიზნით, საჭიროა სახეზე იყოს ორი გარემოება - აღმასრულებლის მიერ აღწერილი და დაყადაღებული ქონება უნდა ეკუთვნოდეს მოვალეს, ასევე ეს ქონება აღმასრულებელმა უნდა აღწეროს და დააყადაღოს მოვალესთან ანუ მის საცხოვრებელ ადგილზე.

 

,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით, თუ მოვალის ქონებაზე ყადაღის დადებისას მესამე პირები განაცხადებენ ამ ქონებაზე თავიანთ უფლებებს, იგი მაინც შედის აღწერის აქტში და კეთდება აღნიშვნა.

 

6.2. სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის თანახმად, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ). სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს.

 

”სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონი იცავს იმ პირთა უფლებებს, რომელთა საკუთრების ობიექტი გარკვეული ცდომილების შედეგად მიიჩნევა მოვალის ქონებად, (აღსრულების საგნად). ასეთ ვითარებაში აღსრულების საგანზე უფლების მქონე მესამე პირი სარგებლობს უფლებამოსილებით, აღძრას სასამართლოში სარჩელი მოვალისა და კრედიტორის წინააღმდეგ და მოითხოვოს ქონების ყადაღისგან გათავისუფლება.

 

მართალია მესამე პირის ვალდებულებას წარმოადგენს ამტკიცოს, რომ გააჩნია აღსრულების საგანზე უფლება, მაგრამ კონკრეტულ შემთხვევაში იმის გათვალისწინებით, რომ ყადაღადადებული ნივთები იმყოფება მოსარჩელის საცხოვრებელ სახლში, მის ფაქტობრივ მფლობელობაში და მოსარჩელე სადავოდ ხდის მათ კუთვნილებას, მოვალის მესაკუთრედ ყოფნის მტკიცებულების ტვირთი ეკისრება კრედიტორს (მოპასუხეს).

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ,,ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე“.

 

აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ვარაუდი ასახავს იმ შემთხვევებს, როდესაც ბრუნვის მონაწილეთათვის უცნობია მფლობელობის უკან არსებული უფლება, ხშირ შემთხვევაში უცნობია მფლობელის უფლებები, მაგრამ სამართლებრივი წესრიგი მოითხოვს დავეყრდნოთ მფლობელის კეთილსინდისიერებას და მიღებული იქნას იგი, როგორც ნივთის მესაკუთრე. დადგენილია, რომ სადავო ნივთები აღწერილი და დაყადაღებული იქნა ლ---- ი---–-–---–ის კუთვნილ საცხოვრებელ ბინაში და ნივთებს ფაქტობრივად ფლობს ლ---- ი---–-–---–ი. ასევე დდგენილია რომ მოვალე გ---- ი---–-–---–ის 12-13 წელია აღარ ცხოვრობს მოსარჩელესთან ერთად.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის 44–ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე , ისევე როგორც სამოქალაქო კოდექსი 158-ე მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებით მოძრავ ნივთებზე მესაკუთრედ ყოფნის პრეზუმფცია იცავს ფაქტობრივ მფლობელობას იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს აღნიშნულ ნივთებზე საკუთრების ვარაუდი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მოძრავ ნივთზე საკუთრების გადასაცემად აუცილებელია, რომ მესაკუთრემ ნამდვილი უფლების საფუძველზე გადასცეს შემძენს ნივთი, მოცემულ შემთხვევაში საქმეში არ მოიპოვება რაიმე მტკიცებულება იმისა, რომ მესაკუთრე ლ---- ი---–-–---–ის სადავო მოძრავი ნივთები ეკუთვნის გ---- ი---–-–---–ს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით კი, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის განხილვით დადგენილია, რომ საცხოვრებელი სახლი, სადაც მოხდა სადავო ნივთების დაყადაღება ეკუთვნის ლ---- ი---–-–---–ს. ასევე დადგენილია, რომ სამცხე-ჯავახეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ, 2018 წლის 19 მარტს შედგენილი ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ აქტში მითითებული ნივთები, არ ეკუთვნის მოვალეს - გ---- ი---–-–---–ს და მათი ადგილსამყოფელი არ ემთხვევა მოვალის საცხოვრებელ ადგილს. შესაბამისად, მითითებული აქტით ყადაღა დაედო მოძრავ ქონებას, რომელიც არ ეკუთვნოდა მოვალეს და ისინი არ იმყოფებოდნენ მოვალის საცხოვრებელ ადგილზე. სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა ახსნა განმარტებით და მოწმეთა ჩვენებით დადგენილია ლ---- ი---–-–---–ის საკუთრების უფლება დაყადაღებულ ნივთებზე. მოპასუხე მხარეს საწინააღმდეგოს დამადასტურებელი მტკიცებულება არ წარმოუდგენია.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე არ არის ის პირი, რომლმაც შესაძლებელია პასუხი აგოს გ---- ი---–-–---–ის ვალდებულებებზე, ყადაღადადებული ნივთები მოსარჩელის საკუთრებაა და ამდენად, ამ ნივთების რეალიზაციით მოპასუხის - მოთხოვნის დაკმაყოფილება დაუშვებელია. მოვალე გ---- ი---–-–---–ის ვალდებულების იძულებითი აღსრულების უზრუნველყოფა შესაძლებელია მხოლოდ მისი ქონებიდან.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ სამცხე-ჯავახეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელ გ----------------–---–ის მიერ 2018 წლის 19 მარტს შედგენილი ნივთის აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტით, ა---––------------ი, სოფელ წ---ში დაყადაღებული მოძრავი ნივთები კერძოდ 1. „ტოშიბას“ ფირმის პლაზმური ტელევიზორი, 2. კომპიუტერის მაგიდა სამი გამოსაწევი უჯრით, 3. LG ფირმის მუსიკალური ცენტრი, 4. „ოკირა“-ს ფირმის სარეცხი მანქანა, 5. „როსტოვ - დონის“ ფირმის პიან----, 6 ნაჭრის სამეული, არ წარმოადგენს გ---- ი---–-–---–ის საკუთრებას და ისინი უნდა გათავისუფლდეს ყადაღისაგან.

 

7. საპროცესო ხარჯები

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

განსახილველ შემთხვევაში სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 75 ლარის (25 ლარი სარჩელის უზრუნველყოფის, 50 ლარი სარჩელის) ოდენობით. სარჩელი დაკმაყოფილდა, რის გამოც მოპასუხე გ---- ი---–-–---–ს და შპს „ს----------------“ მოსარჩელე ლ---- ი---–-–---–ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს გაწეული საპროცესო ხარჯის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 75 ლარის გადახდა.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

ა---––------------ული სასამართლოს 2018 წლის 2 აპრილის #2381489-2/290-18წ. განჩინებით სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერდა სააღსრულებო წარმოება და სამცხე-ჯავახეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელის მიერ 2018 წლის 19 მარტის აქტში მითითებული მოძრავი ქონების რეალიზაცია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.

 

მოცემულ შემთხვევაში სარჩელი დაკმაყოფილდა, შესაბამისად არ არსებობს ა---––------------ული სასამართლოს 2018 წლის აპრილის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591, 364-ე, 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

1. ლ---- ი---–-–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

2. გათავისუფლდეს ყადაღისაგან სამცხე-ჯავახეთის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 19 მარტის მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტში მითითებულ შემდეგი მოძრავი ნივთები: 1. „ტოშიბას“ ფირმის პლაზმური ტელევიზორი, 2. კომპიუტერის მაგიდა სამი გამოსაწევი უჯრით, 3. LG ფირმის მუსიკალური ცენტრი, 4. „ოკირა“-ს ფირმის სარეცხი მანქანა, 5. „როსტოვ-დონის“ ფირმის პიანინო, 6. ნაჭრის სამეული.

3. მოპასუხე გ---- ი---–-–---–ს და შპს „ს----------------“ მოსარჩელე ლ---- ი---–-–---–ის სასარგებლოდ დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის 75 ლარის გადახდა.

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ა---––------------ული სასამართლოს მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ა---––------------ული სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ნათია მერაბიშვილი