გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 210310017001821967
საქმე №3/41-17წ
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
19.07.2018 წელი ქ. სიღნაღი
შესავალი ნაწილი
სიღნაღის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ვალერიან ბუგიანიშვილი
სხდომის მდივანი - მარი მირიანაშვილი
მოსარჩელე თ------------–--ლი;
წარმომადგენელი - დ-------------–-ილი
მოპასუხე სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერია
წარმომადგენელი გ--------------–--ლი
მესამე პირი- ლ-----–------–--ლი
წარმომადგენელი - ა---------–----------
მესამე პირები- ნ-------------–--ლი, მ----------–-–იძე
წარმომადგენელი - დ-------------–-ილი
მესამე პირი - საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო
წარმომადგენელი- ს-------------აძე
დავის საგანი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა;
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სიღნაღი მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ 31.01.2017 წელს გაცემული მშენებლობის ნებართვა N4.
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი სიღნაღი მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ 25.01.2017 წლის N36 ბრძანება არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე შენობის რეკონსტრუქციის (დაშენების) არქიტექტურული პროექტის შეთანხმების შესახებ.
2.1 მოპასუხის პოზიცია
2.1.1 მოპასუხე სიღნაღი მუნიციპალიტეტის მერიამ წარმოდგენილი შესაგებელით სარჩელი არ ცნო შესაგებელით განმარტა, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის და საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილების, მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების და მოსაზრებების შესაბამისად სიღრმისეულად შეისწავლა და მოახდინა მათი სამართლებრივი შეფასება რის შედეგადაც გამოსცა ადმინისტრაციული აქტი. სასარჩელო მოთხოვნა არის ყოვლად უსაფუძვლო, არ არსებობს მისი დაკმაყოფილების არანაირი ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, კერძოდ არ იკვეთება მოსარჩელის იურიდიული ინტერესი და მისთვის მიყენებული ზიანი ადმინისტრაციულ ორგანოს მხრიდან არ დარღვეულა ადმინისტრაციული წარმოების არანაირი პირობა, დაინტერესებულ პირად ჩაბმული იყო მოსარჩელე, მიეცა მას მონაწილეობის საშუალება, მისი მტკიცებულებების და მოსაზრებების წარმოდგენის უფლება, ყოველი ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.(იხ. შესაგებელი) (ს.ფ 217-224);
2.1.2 მესამე პირმა ლ-----–------–--ლმა წარმოდგენილი შესაგებელით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მისი საკუთრება მდებარეობს ქ. სიღნაღში ლო-–-–---–-ს ქ. N9-ში, ხოლო მოსარჩელის და კიდევ მასთან ერთად ორი პირის თანასაკუთრება მდებარეობს ქ. სიღნაღში სა------–---–ის ქუჩაზე, ამასთან შა-----–---–-ს საკუთრებაში არსებული ფართი არის 77,7 კვ.მ. მოსარჩელე ეჭქვეშ აყენებს შენობის მდგრადობის საკითხს, რაზედაც არსებობს სათანადო დასკვნა და ადმინისტრაციული ორგანოს თანხმობა მას ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი არავითარ ზიანს არ აყენებს, მხარე ასევე ეჭქვეშ აყენებს ექსპერტიზის დასკვნას, ეძებს და ცდილობს სამართლებრივ გზას დანიშნული აქვს ექსპერტიზა მდგრადობასთან დაკავშირებით, თუ მხარეს ეჭვი ეპარებოდა ექსპერტიზის დასკვნაში მას შეეძლო აღნიშული ქმედება განეხორციელებინა ადმინისტრაციული წარმოების დროს, შესაბამისად მოსარჩელე მხარეს რა სურს მისთვის გაურკვეველია, სარჩელი უსაფუძვლო და არ უნდა დაკმაყოფილდეს. (იხ. შესაგებელი) (ს.ფ 225-232);
2.1.3 მესამე პირებმა ნ-------------–--ლმა და მ----------–-–იძემ წარმოდგენილი შესაგებელით სარჩელი სრულად ცნეს.(იხ. შესაგებელი) (ს.ფ 286-292);
2.1.4 მესამე პირმა სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ წარმოდგენილი შესაგებელით სარჩელი არ ცნო, და განმარტა რომ სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობის 21.04.16წ N05/584 წერილით, რომელსაც თან ერთვოდა სახელოვნებათმცოდნეო დასკვნა და პროექტი, მოთხოვილი იყო ქ. სიღნაღში ლო-–-–---–-ს ქ. N9-ში მდებარე რესტორანი „ნი---–ას“ რეკონსტრუქციის პროექტის შეთანხმება, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე გადაწყვტილებას იღებს თვითმმართველი შესაბამისი ორგანო ხოლო საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო, საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან გაფორმებული ადმინისტრაციული ხელშეკრულების საფუძველზე, ნებართვის გაცემის ადმინისტრაციულ წარმოებაში, მონაწილებს როგორც სხვა ადმინისტრაციული ორგანო, აღნიშნულიდან გამომდინარე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს შესათანხმებლად წარედგინება არა ნებართვის გაცემისთვის საჭირო სრულყოფილი დოკუმენტაცია, არამედ მხოლოდ მშენებლობის პროექტი და ისტორიულ-არქიტექტურული კვლევა, რის საფუძველზეც სააგენტო მსჯელობს თუ რამდენად შეესაბამება დაგეგმილი სამშენებლო სამუშაოები კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში საქართველოს კანონმდებლობით დასაშვებ საქმიანობის ფარგლებს სააგენტო არ იკვლევს ნებართვის გასაცემად საჭირო დოკუმენტაციის სრულყოფილებას, პროექტი განხილული იქნა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს დამცავი ზონებისა და ურბანული მემკვიდრეობის სექციის სხდომაზე, სადაც აღნიშნულ პროექტს მიეცა დადებითი შეფასება, რაც სააგენტოს 2016 წლის 3 მაისის N15/12/867 წერილით ეცნობა სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობას, ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე მიაჩნიათ, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.(იხ. შესაგებელი) (ს.ფ 300-308);
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1. ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დგინდება, რომ უძრავი ქონება საკადასტრო კოდზე N56.14.41.2-- მდებარე ქ. სიღნაღი, სა------–---–ის ქუჩაზე, ნაკვეთის საკუთრების ტიპი: თანასაკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება:არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი:269.00 კვ.მ. შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი: შენობა-ნაგებობა, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი ნასყიდობის ხელშეკრულება N829, დამოწმების თარიღი:23.06.1998წ, თ------------–--ლი წარმოადგენს 57 კვ.მ. მესაკუთრეს, ხოლო ლ-----–------–--ლი წარმოადგენს პირველ სართულზე 24.7 კვმ და სარდაფი 16 კვმ მესაკუთრეს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_ ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 14-15)
-საკადასტრო გეგმა (ს/ფ. 16)
3.2. ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დგინდება, რომ უძრავი ქონება საკადასტრო კოდზე N56.14.41.3-- მდებარე ქ. სიღნაღი, სა------–---–ის ქუჩა N3-ში, ნაკვეთის საკუთრების ტიპი: თანასაკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება:სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო), დაზუსტებული ფართობი:274.00 კვ.მ. შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი: N1 საერთო ფართით 519,4 კვ.მ., უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი ნასყიდობის ხელშეკრულება, დამოწმების თარიღი:16.04.2015წ, სამკვიდრო მოწმობა N1--------, წარმოადგენს ნ-------------–--ლის და მ----------–-–იძის თანასაკუთრებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_ ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 17-18)
-საკადასტრო გეგმა (ს/ფ. 19)
3.3. ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დგინდება, რომ უძრავი ქონება საკადასტრო კოდზე N56.14.41.2-- მდებარე ქ. სიღნაღი, სა------–---–ის ქუჩა N1-ში, ნაკვეთის საკუთრების ტიპი: თანასაკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება:არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი:274.00 კვ.მ. შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი: N1, საერთო ფართით 136,00 კვ.მ., ნაკვეთის წინა ნომერი: 56.14.19.026 უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი ნასყიდობის ხელშეკრულება, დამოწმების თარიღი:09.11.2012წ, პირველ სართულზე 24,7 კვ.მ., სარდაფი- 16 კვ.მ. მესაკუთრეს წარმოადგენს ლ-----–------–--ლი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_ ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 20-21)
-საკადასტრო გეგმა (ს/ფ. 22)
3.4. ლ-----–------–--ლმა 2016 წლის 20 აპრილს განცხადებით მიმართა სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობას და ითხოვა ქ. სიღნაღში ლო-–-–---–-ს ქ. N9-ში მდებარე მის საკუთრებაში არსებულ შენობაზე ერთი სართული დაშენების მიზნით მშენებლობის ნებართვის გაცემა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს;
-ლ-----–------–--ლის განცხადება. (ს.ფ. 118)
_ დაშენების პროექტი (კონსტრუქციული ნაწილი) (ს.ფ.126-147)
- დაშენების პროექტი (ს.ფ. 148-174)
3.5 2016 წლის 06 ივნისს ლ-----–------–--ლმა მიმართა სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობას მის 2016 წლის 20 აპრილის განცხადებაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეჩერების მოთხოვნით, დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენის მიზნით.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის 2016 წლის 09 ივნისის წერილით დგინდება, რომ შეჩერებულია საქმის წარმოება ქ. სიღნაღში, ლო-–-–---–-ს ქ. N9-ში მდებარე შენობაზე რეკონსტრუქციის ნებართვის გაცემის თაობაზე მოთხოვილი დოკუმენტაციის წარდგენამდე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს;
-ლ-----–------–--ლის განცხადება. (ს.ფ. 117)
-სიღნაღის მუნიციპალიტეტის 2016 წლის 09 ივნისის წერილი (ს.ფ. 77)
3.6 დადგენილია, რომ ლ-----–------–--ლის განცხადების თაობაზე ადმინისტრაციულ წარმოებაში დაინტერესებული პირების სახით ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ჩაბმული იქნენ აღნიშნული შენობის თანამესაკუთრეები თ------------–--ლი, ნ-------------–--ლი და მ----------–-–იძე.
თ------------–--ლმა მის მიერ წარდგენილი წერილობით პოზიციებში განმარტა, რომ არ ეთანხმება თანასაკუთერებაში არსებულ უძრავ ქონებაზე ლ-----–------–--ლის მიერ წარდგენილ პროექტს ვინაიდან შენობა არის ძველი, არ აქვს მყარი საძირკველი და ვერ გაუძლებს კიდევ ერთი სართულის დაშენებას, აღნიშული გამოიწვევს შენობის დაზიანებას, ითხოვა არ მიეცეს ლ-----–------–--ლს აღნიშნულზე მშენებლობის ნებართვა.
ნ-------------–--ლმა და მ----------–-–იძემ მათ მიერ წარდგენილ პოზიციებში განმარტეს, რომ კატეგორიულად არ ეთანხმებიან მათ თანასაკუთრებაში არსებულ შენობაზე წარდგენილ დაშენების პროექტს ექსპერტიზის დასკვნას. ვინაიდან აღნიშნული შენობა წარმოედგენს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, მასზე რაიმე სახის დაშენების და შენობის იერსახის შეცვლას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან. ასევე მიუთითეს რომ შენობა არის ძველი და ვერ გაუძლებს კიდევ ერთი სართულის დაშენებით გამოწვეულ დატვირთვას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს;
-სიღნაღის მუნიციპალიტეტის წერილი. (ს.ფ. 101-102)
-თ------------–--ლის განცხადება 27.06.16წ (ს.ფ 103-104)
-თ------------–--ლის განცხადება 20.07.2016წ. (ს.ფ.111)
-ნ--------------–---–-- და მ----------–-–---- გაცხადება 12.07.16წ.(ს.ფ.112)
-ნ--------------–---–-- და მ----------–-–---- გაცხადება 23.06.16წ.(ს.ფ.113-114)
3.7 საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წერილიდან დგინდება, რომ ქ. სიღნაღში, ლო-–-–---–-ს ქ, N9-ში მდებარე რესტორან „ნი---–ას“ რეკონსტრუქციის პროექტის შეთანხმება განხილული იქნა კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონების და ურბანული მემკვიდრეობის სექციის სხდომაზე და აღნიშნულ პროექტს მიეცა დადებითი შეფასება
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს;
-საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წერილი. (ს.ფ. 100)
-სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონების და ურბანული მემკვიდრეობის სექციის სხდომის ოქმი N12 (ამონაწერი) (ს.ფ.312)
3.8 2016 წლის 02 ივნისის შპს „შ-----------------------–-------------------------–--------“ საექსპერტო დასკვნიდან დგინდება, ქ. სიღნაღის ვ. სა------–---–ის და ლო-–-–---–-ს ქუჩების კვეთის კუთხეში მდებარე შენობის გამოკვლევით დადგინდა, რომ შენობის მდგრადობა მდგრადობის თვალსაზრისით არის დამაკმაყოფილებელი, მის მზად კონსტრუქციებს არ აქვს ჯდენით და ან სხვა მიზეზით გამოწვეული დეფორმაციის ნიშნები, რომელიც უარყოფით გავლენას მოახდენდა შენობის მდგრადობაზე. დამკვეთს სურს მოახდინოს შენობის რეკონსტრუქცია: პირველი სართულის ნაწილობრივ ფართზე დაშენება, აღნიშნული სარეკონსტრუქციო სამუშაოების შესრულება ტექნიკური თვალსაზრისით შესაძლებელია, იგი უნდა შესრულდეს სათანადოდ დამუშავებული პროექტის მიხედვით, რომელიც გათვალიწინებული იქნება ფუნდამენტზე მოსული დამატებითი დატვირთვა, პროექტი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოში მოქმედი სამშენებლო ნორმების და წესების მოთხოვნებს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს;
- 2016 წლის 02 ივნისის შპს „შ-----------------------–-------------------------–--------“ საექსპერტო დასკვნა. (ს.ფ. 84-91)
3.9 ისტორიულ-არქიტექტურული კვლევიდან დგინდება, რომ ლო-–-–---–-ს და სა------–---–ის ქუჩათა კვეთაზე მდებარე ერთსართულიანი სახლის რეკონსტრუირება შესაძლებელია, რადგან ის არ წარმოადგენს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს და არ გამოირჩევა განსაკუთრებული ურბანული ღირებულებით, ამასთან მნიშვნელოვანია, რომ სართულის დაშენება მოხდეს გარემო განაშენიანების მასშტაბის და რელიეფის შესაბამისად; დაშენებისა და მასზე ჩაფიქრებული აივნების და ღიობების მოტივი უნდა მიესადაგოს ქ. სიღნაღის ტრადიციულ არქიტექტურას; რეკონსტრუირებული ნაგებობის ფასადების და გადახურვის მოსაპირკეთებელ მასალად გამოსაყენებელია ქ. სიღნაღისთვის ტრადიციული მასალები, კერძოდ კრამიტი, ხე, აგური და გალესილი კედელი; ფასადის დაფერვა უნდა მოხდეს არამკვეთრი ტონალობით; სხვენის განათებისთვის სასურველია ტრადიციული სამერცხლულების ფორმის ღიობების განთავსება; მნიშვნელოვანია, რომ რეკონსტრიურებული ნაგებობა ორგანულად ჩაეწეროს არსებულ განაშენიანებაში და არ შექმნას კონფლიქტი მის გვერდით მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს;
- ისტორიულ-არქიტექტურული კვლევა (ს.ფ. 92-97)
3.10 ქონების მართვის, ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკის, ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის 2017 წლის 17 იანვრის N3 სხდომის ოქმიდან დგინდება, რომ განხილული იქნა ლ-----–------–--ლის განცხადება ქ. სიღნაღში სა------–---–ის ქ. N1-ში მის კუთვნილ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე შენობის რეკონსტრუქციის (დაშენების) ნებართვის გაცემაზე და დაიწყო საქმის წარმოება ქ. სიღნაღში სა------–---–ის ქ. N1-ში ლ-----–------–--ლის კუთვნილ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე შენობის რეკონსტრუქციის (დაშენების) ნებართვის გასაცემად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს;
- ქონების მართვის, ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკის, ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის 2017 წლის 17 იანვრის N3 სხდომის ოქმი (ს.ფ. 83)
3.11 სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 25 იანვრის N36 ბრძანებით შეთანხმდა ქ. სიღნაღში სა------–---–ის ქ. N1-ში ლ-----–------–--ლის კუთვნილ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე შენობის რეკონსტრუქციის (დაშენების) საპროექტო დოკუმენტაცია, სამშენებლო სამუშაოები დაწყებულ იქნას მშენებლობის ნებართვის გაცემის შემდეგ, მშენებლობის დამთავრების შემდეგ ობიექტი მიღებულ იქნას ექსპლუატაციაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს;
- სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 25 იანვრის N36 ბრძანება (ს.ფ. 81-82)
3.12 სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 31 იანვრის N4 მშენებლობის ნებართვით დგინდება, რომ ნებართვა გაცემულია „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილების საფუძველზე, დამკვეთს წარმოადენს ლ-----–------–--ლი, მშენებლობის ობიექტი: ქ. სიღნაღში სა------–---–ის ქ. N1-ში ს/კ56.14.41.2-- საცხოვრებელი სახლის რეკონსტრუქცია (დაშენება), დამპროექტებელი ორგანიზაცია შპს A.M.V. პროექტი შეთანხმებულია სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ (ბრძანება N36 25.01 2017წ. ძალაშია 2018 წლის 30 იანვრამდე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს;
- 2017 წლის 31 იანვრის N4 მშენებლობის ნებართვა(ს.ფ. 81-82)
3.13 სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N003211917 ექსპერტიზის დასკვნით დგინდება რომ შპს „A--”-ს მიერ შესრულებული დანაშენების პროექტი მოიცავს საერთო სარგებლობაში არსებულ სახურავის კონსტრუქციას, რაც შეეხება მის ქვეშ არსებული სივრცის საკუთრებაში არსებობას და მასში მანსარდის მოწყობას იმის გამო რომ ეს იურიდიული საკითხს წარმოადგენს და ამ საკითხთა გადაწყვეტა ხდება მოსახლეთა ურთიერთშეთახმების შედეგად, იგი ექსპერტიზის ბიუროს განხილვის საგანს არ წარმოადგენს. არსებულ შენობაზე წარმოდგენილი პროექტით დაშენების განხორცილება შეუძლებლად მიგვაჩნია შენობის ექსპლუატაციის ვადის ამოწურვისა და გარკვეული სამშენებლო ნორმებთან შეუთავსებლობის გამო, დაშენების განხორცილება შესაძლებელი სეისმურ ნორმებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით გარკვეული სამუშაოების ჩატარების შემდგომ, აღნიშნულო საკითხთან დაკავშირებით განმარტებები დაწვრილებით მოცემულია დასკვნის კვლევით ნაწილში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს;
- სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N003211917 ექსპერტიზის დასკვნა(ს.ფ. 271-281)
3.14 ექსპერტ გი----------------ძემ მისივე ჩვენებით დაადასტურა მის მიერ გაცემული N003211917 დასკვნის სისწორე იხ. სხდომის ოქმი 15.03.2018.
3.15 ექსპერტ დ---------------–--ლმა დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე და დამატებით განმარტა, რომ მან ადგილზე დათვალიერების და დაფიქსირების შედეგად მოამზადა დასკვნა. როდესაც შეამოწმა შენობა მას ბზარები არ ჰქონდა, მან ასევე განმარტა, რომ დღეს როდესაც ნახა შენობა მიკრო ბზარები ჰქონდა, რომელიც ბათქაშის ბზარებია, რაც გავლენას ვერ მოახდენს დაშენებაზე. მისივე განმარტებით წარდგენილი პროექტის მიხედვით შენობა მდგრადობას გაუძლებს და პროექტიდან გამომდინარე აღნიშნული დაშენება დაეხმარება გამაგრების კუთხით მთლიან შენობას.
3.16 ექსპერტ დე----------------ემ მისივე ჩვენებით დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე იხ. სხდომის ოქმი 15.03.2018. მან განმარტა, რომ დასკვნის დადებისას სამშენებლო პროქტი მას არ ჰქონდა, მან ვიზუალური გამოკვლევის შესახებ დადო დასკვნა. მანვე აღნიშნა, რომ დღეის მდგომარეობით წარმოდგენილი პროექტი მის დასკვნასთან არ მოდის წინააღმდეგობაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს;
- სხდომის ოქმი 14.06.2018
3.17 სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს, ხოლო ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებანი. კანონის აღნიშნული ნორმები ადგენს მხარეთა საპროცესო მოვალეობებს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, რაც უზრუნველყოფს მხარეთა შეჯიბრობითობის პრინციპის სრულყოფილ რეალიზაციას. აქვე კანონი ადგენს საგამონაკლისო შემთხვევას, კერძოდ; როდესაც დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მართლზომიერების შემოწმება, მტკიცების ტვირთი გადადის აღნიშნული აქტის გამომცემ ორგანოზე მოპასუხე სუბიექტზე. მიუხედავად ამისა მტკიცების ტვირთის ამგვარი გადანაწილება ადმინისტრაციულ აქტთან დაკავშირებული სარჩელის წარდგენისას არ გულისხმობს, რომ მოსარჩელე საერთოდ თავისუფლდება სარჩელის დასაბუთების ვალდებულებისგან ანუ იმ გარემოებების შესაბამისი მტკიცებულებებით დადასტურების მოვალეობისგან, რითაც მისი მოთხოვნა ფაქტობრივად და იურიდიულად გამართლებული აღმოჩნდება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანხმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
სასამართლო მიუთითებს, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებითა და მხარეთა ახსნა-განმარტებებით დადგენილია, ის გარემოება, რომ უძრავი ქონება მდებარე ქ. სიღნაღში სა------–---–ის ქუჩაზე რაზედაც სიღნაღი მუნიციპალიტეტის გამგეობამ 31.01.2017 წელს გასცა მშენებლობის ნებართვა N4 (საკადასტრო კოდებით N N56.14.19.5--, N N56.14.41.3-- და N N56.14.41.2--) და შესრულებული დაშენების პროექტი მოიცავს საერთო სარგებლობაში არსებულ სახურავის კონსტრუქციას, რომელიც წარმოადგენს თ------------–--ლის, ლ-----–------–--ლის, ნ-------------–--ლის და მ----------–-–იძის თანასაკუთრებას (იხ. ამონაწერები საჯარო რეესტრიდან და საკადასტრო რუკები). ასევე სასამართლოს მიაჩნია, რომ სადავო აქტების გამოცემის დროს სრულყოფილად არ იყო გამოკვლეული და შესწავლილი თანამესაკუთრეთა პოზიციები, ასევე არ იქნა სრულყოფილად გამოკვლეული წარმოდგენილი პროექტის შესაბამისობა სამშენებლო ნორმებთან მიმართებით. ამასთან დადგენილია, რომ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტომ ქ. სიღნაღში, ლო-–-–---–-ს ქ, N9-ში მდებარე რესტორან „ნი---–ას“ რეკონსტრუქციის პროექტის შეთანხმებაზე პროექტს მიეცა დადებითი შეფასება.
სასამართლო იზიარებს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N003211917 ექსპერტიზის დასკვნას და მიაჩნია, რომ შპს „A--”-ს მიერ შესრულებული დაშენების პროექტი მოიცავს საერთო სარგებლობაში არსებულ სახურავის კონსტრუქციას. ასევე სასამართლოს სხდომაზე დაკითხულ ექსპერტთა ჩვენებიდან გამომდინარე და საქმეზე გამოკვლეულ მტკიცებულების ანალიზიდან გამომდინარე მიაჩნია, რომ არსებულ შენობაზე შესაძლებელია დაშენების განხორციელება მაგრამ არა იმ პროექტით რაც წარმოდგენილ იქნა ლ-----–------–--ლის მიერ. სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, ფაქტი იმის შესახებ, რომ როდესაც გაიცა საექსპერტო დასკვნა ქ. სიღნაღის, ვ.სა------–---–ის და ლო-–-–---–-ს ქუჩების კვეთის კუთხეში მდებარე შენობის ტექნიკური მდგომარეობის გამოკვლევისა და მისი რეკონსტრუქციის ჩატარების შესაძლებლობის დადგენის მიზნით არ ყოფილა გამოკვლეული და შეფასებული მოპასუხის მიერ წარდგენილი დაშენების პროექტით შესაძლებელი იყო თუ არა განხორციელებულიყო მშენებლობა.
შესაბამისად, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია ის გარემოება, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს - სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიამ სადავო გადაწყვეტილებების მიღებისას სრულყოფილად არ გამოუკვლევიათ ფაქტი იმის შესახებ, რომ ლ-----–------–--ლის მიერ წარდგენილი შენობის რეკონსტრუქციის პროექტი და ექსპერტიზის დასკვნა შესაბამისობაში იყო თუ საქართველოში მოქმედ მშენებლობის ნორმებთან. კერძოდ მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილებასთან. ასევე მათ მიერ არ იქნა გათვალიწინებული თანამესაკუთრეთა პოზიციები და სათანადო მოკვლევის გარეშე იქნა გაცემული მშენებლობის ნებართვა N4.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
6. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი; ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილება. დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების დამტკიცების თაობაზე.
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” პუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
სასამართლო ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული: სიღნაღი მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ 31.01.2017 წელს გაცემული მშენებლობის ნებართვა N4 და სიღნაღი მუნიციპალიტეტის გამგეობის 25.01.2017 წლის N36 ბრძანება არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე შენობის რეკონსტრუქციის (დაშენების) არქიტექტურული პროექტის შეთანხმების შესახებ წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
7.2 სასამართლო განმარტავს, რომ მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილების 33-ე მუხლის თანახმად 1. მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია: ა) ამ დადგენილების შესაბამისად გაცემული მშენებლობის ნებართვა; ბ) ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი დოკუმენტაცია, რომელიც ცალსახად მიუთითებს მშენებლობის შესაძლებლობაზე; გ) კანონმდებლობა, მათ შორის, ეს დადგენილება, სამშენებლო რეგლამენტი და ტერიტორიების სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტების მოთხოვნები. 2. მშენებლობის ნებართვა გაიცემა ამ დადგენილებით განსაზღვრული წესით. 3. მშენებლობის ნებართვის მისაღებად დამკვეთმა უნდა უზრუნველყოს: ა) განცხადებაში მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის შესახებ ინფორმაციის ასახვა; ბ) საპროექტო სამუშაოებისათვის საჭირო საწყისი მონაცემების მოძიება; გ) მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების პროექტის მომზადება; დ) ამ დადგენილების მოთხოვნათა შესაბამისად სათანადო სამშენებლო დოკუმენტის პროექტის შედგენა და წარდგენა; ე) საჭიროების შემთხვევაში თანამესაკუთრ(ეებ)ის თანხმობის წარდგენა; ვ) საჭიროების შემთხვევაში სამშენებლო დოკუმენტებში ცვლილებების შეტანა; ზ) შენობა-ნაგებობაზე მშენებლობის ნებართვის გაცემისა და სანებართვო პირობების შესრულების საჯაროობა; თ) კანონმდებლობით განსაზღვრული მშენებლობის განხორციელებასთან დაკავშირებული საჭირო სხვა მოთხოვნების შესრულება.
ამავე დადგენილების 36-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქ/პ-ის თანახმად მშენებლობის ნებართვა გაიცემა არსებული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციაზე; მავე დადგენილების მე-4 მუხლის 3-ე პუნქტის თანახმად, რეკონსტრუქცია შეიძლება იყოს შემდეგი სახის: ა) შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქცია – შენობა-ნაგებობებზე ახალი სართულ(ებ)ის, დაშენება ან არსებული სართულ(ებ)ის დემონტაჟი, აგრეთვე მისი ნებისმიერი სართულის განაშენიანების ფართობის შეცვლა 1 მ2-ზე მეტად. ამავე დადგენილების 99-ე მუხლისმ ე-3 ნაწილის თანახმად თუ შენობები აშენებულია ამ დადგენილების ძალაში შესვლამდე ამ დადგენილების მოთხოვნების შეუსაბამოდ, მათი რეკონსტრუქციისას დაუშდვებელია დადგენილების მოთხოვნათა მიმართ არსებული შეუსაბამობის ხარისხის კიდევ უფრო მეტად გაზრდა. მის შესამცირებლად გამოყენებულ უნდა იქნეს ყველა შესაძლებლობა.
7.3 მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიამ გამოსცა ბრძანება რომლის მიხედვითაც შეთანხმდა კონსტრუქციული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა ქ. სიღნაღში, სა------–---–ის ქ. ნ1-ში მდებარე ლ-----–------–--ლის კუთვნილი საცხოვრებელი ფართის რეკონსტრუქციის (დაშენების) შესახებ.
სასამართლო მიუთითებს, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებითა და მხარეთა ახსნა-განმარტებებით დადგენილია, ის გარემოება, რომ უძრავი ქონება მდებარე ქ. სიღნაღში სა------–---–ის ქუჩაზე რაზედაც სიღნაღი მუნიციპალიტეტის გამგეობამ 31.01.2017 წელს გასცა მშენებლობის ნებართვა N4 (საკადასტრო კოდით N N56.14.41.2--) მოიცავს თ------------–--ლის და ლ-----–------–--ლის საერთო სარგებლობაში არსებულ სახურავის კონსტრუქციას.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N003211917 ექსპერტიზის დასკვნით დგინდება, რომ შპს „A--”-ს მიერ შესრულებული დანაშენების პროექტი მოიცავს საერთო სარგებლობაში არსებულ სახურავის კონსტრუქციას, რაც შეეხება მის ქვეშ არსებული სივრცის საკუთრებაში არსებობას და მასში მანსარდის მოწყობას იმის გამო რომ ეს იურიდიული საკითხს წარმოადგენს და ამ საკითხთა გადაწყვეტა ხდება მოსახლეთა ურთიერთ შეთახმების შედეგად, იგი ექსპერტიზის ბიუროს განხილვის საგანს არ წარმოადგენს. არსებულ შენობაზე წარმოდგენილი პროექტით დაშენების განხორცილება შეუძლებლად მიგვაჩნია შენობის ექსპლუატაციის ვადის ამოწურვისა და გარკვეული სამშენებლო ნორმებთან შეუთავსებლობის გამო, დაშენების განხორცილება შესაძლებელი სეისმურ ნორმებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით გარკვეული სამუშაოების ჩატარების შემდგომ, აღნიშნულო საკითხთან დაკავშირებით განმარტებები დაწვრილებით მოცემულია დასკვნის კვლევით ნაწილში.
სასამართლო იზიარებს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N003211917 ექსპერტიზის დასკვნას და მიაჩნია, რომ შპს „A--”-ს მიერ შესრულებული დანაშენების პროექტი მოიცავს საერთო სარგებლობაში არსებულ სახურავის კონსტრუქციას. ასევე სასამართლოს სხდომაზე დაკითხულ ექსპერტთა ჩვენებიდან გამომდინარე და საქმეზე გამოკვლეულ მტკიცებულების ანალიზიდან გამომდინარე მიაჩნია, რომ არსებულ შენობაზე შესაძლებელია დაშენების განხორციელება მაგრამ არა იმ პროექტით რაც წარმოდგენილ იქნა ლ-----–------–--ლის მიერ.
შესაბამისად, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია ის გარემოება, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს - სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიამ სადავო გადაწყვეტილებების მიღებისას სრულყოფილად არ გამოუკვლევია ფაქტი იმის შესახებ, რომ ლ-----–------–--ლის მიერ წარდგენილი თანასაკუთრებაში არსებული შენობის რეკონსტრუქციის პროექტი და ექსპერტიზის დასკვნა შესამისობაში იყო თუ საქართველოში მოქმედ მშენებლობის ნორმებთან. კერძოდ მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილებასთან. ასევე მათ მიერ არ იქნა გათვალიწინებული თანამესაკუთრეთა პოზიციები და სათანადო მოკვლევის გარეშე იქნა გაცემული მშენებლობის ნებართვა N4.
7.4. სასამართლო მიიჩნევს, მოცემულ შემთხვევაში, მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს ეკისრება მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობის და საფუძვლიანობის ამსახველი გარემოებების მითითება და ამ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულების წარმოდგენა, რაც სადავო ადმინისტრაციულ აქტებთან მიმართებაში ვერ იქნა წარმოდგენილი.
7.5 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. ამავე საკანონმდებლო აქტის 96-ე მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი.
მოცემული ნორმიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ 31.01.2017 წელს გაცემული მშენებლობის ნებართვა N4 და სიღნაღი მუნიციპალიტეტის გამგეობის 25.01.2017 წლის N36 ბრძანება არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე შენობის რეკონსტრუქციის (დაშენების) არქიტექტურული პროექტის შეთანხმების შესახებ და სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიას უნდა დაევალოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, გამოსცეს შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სადავო საკითხთან დაკავშირებით.
8. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოს გარეშე ხარჯები. სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები. ამავე კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ გადახდილია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟი _ 100 ლარის ოდენობით ასევე ექსპერტიზის ჩატარებისთვის გაწეული აქვს ხარჯი 500 ლარის ოდენობით. აქედან გამომდინარე სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების პირობებში ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად სახელმწიფო ბაჟი _ 100 ლარი და ექსპერტიზის ჩატარებისთვის გაწეული ხარჯი 500 ლარის ოდენობით უნდა გადახდეს მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-10, მე-12, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 47-ე, 53-ე, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. თა------------–---–-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
1.1 სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ 31.01.2017 წელს გაცემული მშენებლობის ნებართვა N4, ასევე სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობის 25.01.2017 წლის N36 ბრძანება ქ. სიღნაღში, მო--–---–ის ქ. N9-ში მცხოვრებ ლ-----–------–--ლის კუთვნილ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე შენობის რეკონსტრუქციის (დაშენების) არქიტექტურული პროექტის შეთანხმების შესახებ და სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალოს, შესაბამისი გარემოებების შესწავლისა და შეფასების შედეგად, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა სადავო საკითხთან დაკავშირებით.
2. მოპასუხე სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიას მოსარჩელის თა------------–---–-ს სასარგებლოდ გადახდეს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა 100 (ასი) ლარის ოდენობით, ასევე დაეკისროს მოსარჩელის თა------------–---–-ს სასარგებლოდ მის მიერ ექსპერტიზის ჩატარებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 500 ლარის ოდენობით.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე ქ.თბილისი გრ. რობაქიძის ქ. №7ა) სიღნაღის რაიონული სასამართლოს (მდებარე ქ. სიღნაღი, ცოტნე დადიანის ქ.№15) მეშვეობით 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.
მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილი