გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
140210014686912
საქმე N2/1210-14
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
12.06.2018 წ. ქ. გორი
შესავალი ნაწილი
გორის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე ნინო შარაძე
სხდომის მდივანი ქეთევან ცერცვაძე
მოსარჩელე ქალაქ გ------------–----–--------------ა
წარმომადგენელი გ------ი მ------–---–ი
მოპასუხე ნ--ო თ------–---–ი, მ----ა ა--------ი, ლ---–ა გ-----ე, ჯ---ლ თ--------–---–ი, რობიზონ რაზმაძე, ქეთევან ვანიევი, ვახტანგ გუგუტიშვილი
დავის საგანი ხელშეშლის აღკვეთა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხეებს ნ--ო თ------–---–ს, მ----ა ა--------ს, ლ---–ა გ-----ეს, რობიზონ რაზმაძეს, ქეთევან ვანიევს, ჯ---ლ თ--------–---–სა და ვახტანგ გუგუტიშვილს დაევალოთ ხელშეშლის აღკვეთა, კერძოდ: შპს „მ----–--ს“ ნება დართონ, რომ ქ. გორი, ყ-------ს ქ. N33-ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე ჩაატაროს დარჩენილი გამაგრებითი სამუშაოები სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ქ. გორი, ყ-------ს ქ. N33-ში მდებარე ხუთსართულიანი სახლის აღდგენა-გაძლიერების პროექტით გათვალისწინებული რკინა-ბეტონის მჭიმების მოწყობის გზით, მათ კუთვნილ ბინებში.
სარჩელის თანახმად, საქართველოს მთავრობის 2012 წლის 24 აპრილის N272 განკარგულებით ქ--–----------------–----–-------ს გამგეობას ქ. გორში, ყ-------ს ქ. N33-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის სარეაბილიტაციო აღდგენითი სამუშაოების ჩასატარებლად გამოეყო 165 000 ლარი. გორის მუნიციპალიტეტსა და შპს „მ----–--ს“ შორის 2013 წლის 26 დეკემბერს გაფორმდა ხელშეკრულება N293, რომლის საფუძველზეც შპს „მ----–--ი“ აწარმოებს ქ. გორში, ყ-------ს ქ. N33-ში მდებარე ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსის აღდგენა-გამაგრებით სამუშაოებს. სამუშაოები მიმდინარეობს ექსპერტიზის პროექტის შესაბამისად. პროექტის მიხედვით, სამუშაოების თანმიმდევრობის აუცილებელ ეტაპს წარმოადგენს ლითონის მჭიმების მოწყობა. 2014 წლის 07 ოქტომბერს ქ. გ------------–----–--------------ას წერილით მიმართა შპს „მ----–--ის“ დირექტორმა, რომელმაც აცნობა, რომ მათ მიერ სრულად იქნა შესრულებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები გარდა ლითონის მჭიმების მოწყობისა, რომელთა მოწყობაც მოხდა ნაწილობრივ მოპასუხეების წინააღმდეგობიდან გამომდინარე. ქალაქ გ------------–----–--------------ის არაერთგზის მოთხოვნისა და გაფრთხილების მიუხედავად, მოპასუხეები უარს აცხადებენ მშენებლობის დაშვებაზე.
ვინაიდან, ზემოთაღნიშნული პიროვნებების ხელშეშლას შესაძლებელია მოყვეს კორპუსის მდგომარეობის გაუარესება და მისი მხრიდან ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობა. მოსარჩელე იძულებული გახდა მოემართა სასამართლოსთვის მოპასუხეთა მხრიდან ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნით.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ წინააღმდეგნი არიან გაიყვანონ ლითონის მჭიმები საცხოვრებელი სახლის ოთახებში.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერებით და მხარეთა განმარტებით სასმართლო დადგენილად მიიჩნევს გარემოებას, რომ ნ--ო თ------–---–ი, ლ---–ა გ-----ე, მ----ა ა--------ი, რობიზონ რაზმაძე, ქეთევან ვანიევი, ჯ---ლ თ--------–---–ი და ვახტანგ გუგუტიშვილი წარმოადგენენ ქ. გორი, ყ-------ს ქ. N33-ში მდებარე 1268.00 კვ.მ. (დაუზუსტებელი ფართობი) მიწის ნაკვეთის თანამესაკუთრეებს, შესაბამისად ამ მიწის ნაკვეთზე მდებარე ხუთსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მობინადრეებს და მათ ინდივიდუალურ საკუთრებაში გააჩნიათ ზემოხსენებულ მისამართზე არსებული საცხოვრებელი ბინები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
- ამონაწერები საჯარო რეესტრიდან;
3.1.2. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 24 აპრილის N772 განკარგულების საფუძველზე გორის მუნიციპალიტეტის გამგეობას ქ. გორში ყ-------ს ქ. N33-ში მდებარე დაზიანებული საცხოვრებელი სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩასატარებლად გამოეყო 165000 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 24 აპრილის N772 განკარგულება;
3.1.3. გორის მუნიციპალიტეტსა და შპს „მ----–--ს“ შორის 2013 წლის 26 დეკემბერს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება N293, რომლის საფუძველზეც შპს „მ----–--ს“ უნდა ეწარმოებინა ქ. გორში, ყ-------ს ქ. N33-ში მდებარე ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსის აღდგენა-გამაგრების სამუშაოები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
2013 წლის 26 დეკემბერის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება N293
3.1.4. ქ. გორში, ყ-------ს ქ. N33-ში მდებარე უძრავი ქონების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობდა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს პროექტის შესაბამისად, რომლის მიხედვით გათვალისწინებულია დაზიანებული მონაკვეთის ფარგლებში, მე-2 სართულიდან ტექნიკური სართულის ჩათვლით დემონტირებული კონსტრუქციის აღდგენა-გამაგრება რკ/ბ-ისა და ლითონკონსტრუქციების გამოყენებით;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ქ. გორში, ყ-------ს ქ. N33-ში მდებარე ხუთსართულიანი სახლის აღდგენა-გაძლიერების პროექტი;
3.1.5. მოპასუხე მხარე შპს „მ----–--ს“ არ აძლევს სარეაბილიტაციო სამუშაოების, კერძოდ ლითონის მჭიმების მოწყობის უფლებას, რომელიც გამოდინარეობს ქ. გორში, ყ-------ს ქ. N33-ში მდებარე ხუთსართულიანი სახლის აღდგენა-გაძლიერების პროექტიდან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- ქალაქ გ------------–----–--------------ის მიერ გაგზავნილი გაფრთხილებები;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმად, ქ. გორში, ყ-------ს ქ. N33-ში მდებარე ხუთსართულიანი სახლი საჭიროებს პროექტით გათვალისწინებულ გამაგრებითი სამუშაოების დასრულებას, აღდგენა-გაძლიერების პროექტით გათვალისწინებული კედლების მოჭიმვის ტექნიკური გადაწყვეტა არ წარმოადგენს ერთადერთ ვარიანტს და არსებობს კედლების მოჭიმვის ალტერნატიული ვარიანტი, თუმცა პროექტში დამუშავებულთან შედარებით გარკვეულწილად უარესია და უპირატესობა ენიჭება პროექტით გათვალისწინებულ ვარიანტს. იმავე დასკვნით, შენობის სრული უსაფრთხო სამომავლო ექსპლუატაციის მიზნით აუცილებელ პირობად იქნა მიჩნეული პროექტით გათვალისწინებული დარჩენილი გამაგრებითი სამუშაოების ჩატარება, ლითონის მჭიმების მოწყობამ უნდა უზურნველყოს რკ/ბეტონის მონოლითური და ანაკრები კედლების ერთიანი მუშაობა სეისმური დატვირთვების დროს.
სასამართლო ეყრდნობა მტკიცებულებას:
- სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 19.11.2016 წლის დასკვნა 5006369616;
საქმეზე მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებითა და ასევე მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტებით ერთმნიშვნელოვნად არის დადგენილი მოპასუხის მხრიდან მოსარჩელისათვის 2013 წლის 26 დეკემბერის N293 ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამშენებლო საქმიანობაში ხელის შეშლა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
მოსარჩელე მხარის მიერ საქმეზე წარმოდგენილია ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვით მართალია არსებობს კედლების მოჭიმვის ალტერნატიული ვარიანტი, თუმცა პროექტში დამუშავებულთან შედარებით გარკვეულწილად უარესია და შესაბამისად ორივე მხარის ინტერესებიდან გამომდინარე უპირატესობა ენიჭება არსებულ პროექტს, ხოლო მოსარჩელის არგუმენტების გაბათილების მიზნით მოპასუხე მხარეს არ წარმოუდგენია სასამართლოსათვის სარწმუნო მტკიცებულება, იგი მხოლოდ და მხოლოდ ეყრდნობა ახსნა-განმატებას. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განსაზღვრული შეჯიბრებითობის პრინციპი პირველ რიგში გულისხმობს იმას, რომ მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განკარგონ ფაქტიური გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები, აგრეთვე, მხარეთა უფლებას, მიუთითონ ფაქტებზე თავიანთი მოთხოვნების დასასაბუთებლად და წარმოადგინონ მტკიცებულებები ამ ფაქტების დადასტურება-დამტკიცებისათვის.
ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტება სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა ჩაითვალოს, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს, რომლის თანახმად სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე მტკიცების ვალდებულება (ტვირთი) მხარეთა შორის ნაწილდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით დადგენილი ზოგადი წესისა და მატერიალური კოდექსის ნორმებში არსებული კერძო (სპეციალური) წესების საფუძველზე. ზემოაღნიშნული მუხლების თანახმად, არამარტო მოსარჩელეა ვალდებული ამტკიცოს სარჩელში მითითებული გარემოებები, არამედ, მოპასუხეცაა ვალდებული სათანადო მტკიცებულებებით გააბათილოს მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები. მარტოოდენ მოპასუხის ახსნა-განმარტება ვერ გახდება სარწმუნო იმ მტკიცებულების დასადასტურებლად რაც მოითხოვს სათანადო მტკიცებულებას. ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, სასამართლო თვლის, რომ მოპასუხე მხარემ თავი ვერ გაართვა ვალდებულებას წარმოედგინა საქმეში უკვე არსებული პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების ალტერნატიული ვარიანტი, რომელიც სამშენებლო თვალსაზრისით მისაღები იქნებოდა მათთვის და ამასთან უზრუნველყოფდა საცხოვრებელი კორპუსის უსაფრთხოებას.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სარჩელის განხილვის, ახსნა-განმარტებების მოსმენის, მხარეთა სამართლებრივი პოზიციის გაანალიზებისა და ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ქალაქ გ------------–----–--------------ის სარჩელი საფუძვლიანია და არსებობს მისი დაკმაყოფილების ფორმალური და ფაქტობრივი საფუძვლები.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-3, მე-8, 115-ე, 170-ე, 173-ე მუხლებით;
6. სამართლებრივი შეფასება
უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ერთ-ერთ ყველაზე ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს. იგი გათვალისწინებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით. ამ ნორმის მიხედვით, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა.
კანონის დასახელებული დანაწესი გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით, უფლებას იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას, ხოლო აღნიშნული უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცავს ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.
მოსარჩელე უთითებს, რომ მოპასუხეთა მხრიდან განხორციელებული ქმედებებით ხელი ეშლება დარჩენილი გამაგრებითი სამუშაოების ჩატარებას. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს უფლება აქვს მოითხოვოს მართლმსაჯულების განხორციელება, ანუ მომართოს სასამართლოს და ამტკიცოს მოპასუხის მხრიდან უკანონო ხელშეშლა.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობის ერთ-ერთ ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს კეთილსინდისიერების პრინციპი, რაც გულისხმობს სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა მოქმედებას გულისხმიერებითა და პასუხისმგებლობით, ერთმანეთის უფლებებისადმი პიტივისცემით მოპყრობას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსში აღნიშნული პრინციპი გამოვლენილია მე-8 მუხლის მე-3 ნაწილით, რომლითაც დადგენილია, რომ სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი.
სასამართლო მოიხმობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლს, რომლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას. ამავე კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.
აღნიშნული ნორმის სამართლებრივი ანალიზის თანახმად, ნივთის სარგებლობის, თავისი (მესაკუთრის) შეხედულებისამებრ ნივთზე სამართლებრივი ურთიერთობის განხორციელების უფლებას კანონმდებელი მის მესაკუთრეს ანიჭებს, მაგრამ ამავე დროს ყურადღება უნდა მიექცეს ხსენებულ ნორმაში მითითებულ დანაწესს კერძოდ, თავისუფლად სარგებლობის უფლებას სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში და სხვა პირთა უფლებების შელახვის დაუშვებლობას. დადგენილია, რომ მოპასუხეთა ქმედებას შესაძლოა მოყვეს არამხოლოდ კორპუსის სხვა მაცხოვრებელთა ინტერესების, არამედ თავად მოპასუხეთა ინტერესების დაზიანებაც, რასაც ადასტურებს საქმეზე წარმოდგენილი სსიპ ლევან სამხარულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 19.11.2019 წლის ექსპერტიზის დასკვნა. ამ დასკვნით დაკონკრეტებულია, რომ სხვა ალტერნატიული ვარიანტით პროექტის შედგენა შესაძლებელია, თუმცა უპირატესობა ენიჭება პროექტით გათვალისწინებულ ვარიანტს, ამასთან შენობის სრული უსაფრთხო ექსპლუატაციის მიზნით აუცილებელია პროექტით გათვალისწინებული დარჩენილი გამაგრებითი სამუშაოების ჩატარება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.
განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე მხარე არ უარყოფს იმ გარემოებას, რომ შენობა საჭიროებს გამაგრებითი დარჩენილი გამაგრებითი სამუშაოების ჩატარებას, თუმცა ისინი შპს „მ----–--ს“ არ აძლევენ სარეაბილიტაციო სამუშაოების, კერძოდ ლითონის მჭიმების მოწყობის უფლებას, რომელიც გამოდინარეობს ქ. გორში, ყ-------ს ქ. N33-ში მდებარე ხუთსართულიანი სახლის აღდგენა-გაძლიერების პროექტიდან. აღსანიშნავია, რომ მოპასუხეებს სასამართლოსთვის არ წარმოუდგენიათ პროექტის ის ალტერნატიული ვარიანტი, რომელიც მათთვის იქნებოდა მისაღები, ხოლო საქმის მასალებით დასტურდება, რომ არსებული პროექტით გათვალისწინებული დარჩენილი გამაგრებითი სამუშაოების ჩატარება აუცილებელია შენობის სრული უსაფრთხო ექსპლუატაციის მიზნით.
სასამართლო მოიხმობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 173-ე მუხლის მე-3 ნაწილს, რომლის თანახმადაც, საერთო საკუთრებაში არსებული ნივთის მოვლისა და შენახვის ხარჯები თანამესაკუთრეებს ეკისრებათ თანაბრად, თუ კანონით ან ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ხსენებული სამართლებრივი ნორმის საფუძველზე სასამართლო კვლავ მიუთითებს მოპასუხეთა, როგორც ქ. გორში, ყ-------ს ქ. N33-ში მდებარე მიწის ნაკვეთის (რომელზედაც განლაგებულია ხუთსართულიანი საცხოვრებელი სახლი) თანამესაკუთრეთა ვალდებულებაზე საერთო საკუთრებაში არსებული ნივთის მოვლისა და შენახვის შესახებ, რაც განსახილველ შემთხვევაში მოპასუხეთა მხრიდან არ სრულდება.
სადაო საკითხის გამოკვლევისას სასამართლო მხარეთა ყურადღებას მიაქცევს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირობაზე, რომლის მიხედვითაც სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების უტყუარად არსებობა. დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპი გულისხმობს მხარეების ვალდებულებას წარმოადგინონ სარჩელში ან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების უფრო მყარი და დამაჯერებელი მტკიცებულებები, რითაც სასამართლოს შეუქმნიან თავიანთი პოზიციის დამაჯერებელ შინაგან რწმენას. შესაბამისად გადაწყვეტილება იქნება იმ შინაარსისა, რა შინაარსის გადაწყვეტილების მიღების წინაპირობას შექმნის მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები.
სასამართლო განმარტავს, რომ დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე ფაქტების მტკიცების ტვირთი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განაწილებული უნდა იყოს იმგვარად, რომ მხარეს, რომელსაც დაეკისრება რომელიმე ფაქტის დამტკიცება, მისთვის ასეთი ფაქტის დამტკიცება ობიექტურად შესაძლებელი იყოს.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ წარმოდგენლი მტკიცებულების ურთიერთშეჯერებით დადასტურებული იქნა მის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, ხოლო მოპასუხე მხარეს რაიმე მტკიცებულება აღნიშნული გარემოების საწინააღმდეგოდ არ წარმოუდგენია, ამასთან, მოპასუხე მხარემ არ უარყო მისი მხრიდან ხელშეშლის არსებობის ფაქტი, რის გამოც მოსარჩელე უფლებამოსილია მოითხოვოს ამ უკანონო ხელშეშლის აღკვეთა.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია, შესაბამისად, მოპასუხეებს სახელმწიფო ბიუჯეტის სასრგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 120 (ას ოცი) ლარის ოდენობით.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით
გადაწყვიტა
1. სარჩელი დაკმაყოფილდეს;
1.1 მოპასუხეებს ნ--ო თ------–---–ს, მ----ა ა--------ს, ლ---–ა გ-----ეს, რობიზონ რაზმაძეს, ქეთევან ვანიევს, ჯ---ლ თ--------–---–სა და ვახტანგ გუგუტიშვილს დაევალოთ ხელშეშლის აღკვეთა, კერძოდ: შპს „მ----–--ს“ ნება დართონ, რომ ქ. გორი, ყ-------ს ქ. N33-ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე ჩაატაროს დარჩენილი გამაგრებითი სამუშაოები სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ქ. გორი, ყ-------ს ქ. N33-ში მდებარე ხუთსართულიანი სახლის აღდგენა-გაძლიერების პროექტით გათვალისწინებული რკინა-ბეტონის მჭიმების მოწყობის გზით, მათ კუთვნილ ბინებში.
2. მოპასუხეებს ნ--ო თ------–---–ს, მ----ა ა--------ს, ლ---–ა გ-----ეს, ჯ---ლ თ--------–---–ს, რობიზონ რაზმაძეს, ქეთევან ვანიევსა და ვახტანგ გუგუტიშვილს სახელმწიფო ბიუჯეტის სასრგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 120 (ას ოცი) ლარის ოდენობით.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით გორის რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მეშვეობით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გორის რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ნინო შარაძე