გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 16.07.2018
საქმის ნომერი
100310117002049823
კატეგორია
დავის ტიპი
სამეწარმეო საქმიანობის კონტროლთან დაკავშირებით
თარიღი
16.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 100310117002049823

საქმე №3/54-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

16. 07.2018 წელი ქ.საჩხერე

 

საჩხერის რაიონული სასამართლო

სასამართლოს დასახელება

 

მოსამართლე: ივანე ყიფიანი

სხდომის მდივანი: დარეჯან ღამბაშიძე

 

მოსარჩელე - სსიპ შემოსავლების სამსახური

წარმომადგენელი - თა---- ფო------ე

მოპასუხეები - შპს „მ----------“,მოპასუხე - შპს „მ---“,წარმომადგენელი - და---- ბა---------ე

მოპასუხე - ტა-----– ჯა-------ე

 

დავის საგანი - პირების ცრუმაგიერად ცნობა

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. შ.პ.ს. ,,მ----------“ -ს (ს/კ 4--------), შ.პ.ს.,,მ---“-ს (ს/კ4--------), ტა-----– ჯა-------ის ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად ცნობა.

 

მოსარჩელე სარჩელში მიუთითებს, რომ შპს „მ----------“-ს (ს/ნ 4--------) 201- წლის 24 ივლისის მდგომარეობით შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონული ბაზების მონაცემების მიხედვით ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება 234735.70 ლარის ოდენობით. 2015 წლის 11ივნისს რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობის /იპოთეკის უფლება.

2015 წლის 03 ნოემბერს ადმინისტრირების დეპარტამენტის მიერ გამოიცა N 0----- ბრძანება შ.პ.ს. „მ----------“-ს (ს/ნ4--------) ქონებაზე ყადაღის დაების შესახებ. მარეგისტრირებელი ორგანოებიდან მიღებული, ასევე, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის შესაბამისად შ.პ.ს. „მ----------“-ს (ს/ნ4--------) საკუთრებაში ან/და ბალანსზე რაიმე სახის უძრავ - მოძრავი ქონება, ასევე, წილი და აქციები მიმდინარე პერიოდისათვის არ გააჩნია.

 

შ.პ.ს. „მ----------“-ს (ს/ნ4--------) 1-0 % -იანი წილის მფლობელი და დირექტორია ტა-----– ჯა-------ე (პ/ნ 5----------), საქმიანობის სფეროს წარმოადგენს მარგანეცი კონცეტრატის დამზადება.

 

შ.პ.ს. „მ----------“-ს (ს/ნ4--------) საგადსახადო დავალიანება წარმოშობილია საგადსახადო დეკლარირების შედეგად 2015-2016 წლის დღგ-ს დეკლარაციებით, 2014-2015 წლის მოგების წლიური დეკლარაციით .

 

201- წლის 04 იანვარს ტა-----– ჯა-------ე (პ/ნ 5----------), სახელზე 1-0 % -იანი წილობრივი მონაწილეობით დარეგისტრირდა ახალი საწარმო შპს ,,მ---“-ი (ს/ნ 4--------), როლის საქმიანობის სფეროს ასევე, წარმოადგენს მარგანეცის კონცენტრატის დამზადება. შპს ,,მ---“-ს მომსახურებას უწევს შ.პ.ს ..ლ-----------“(ს/კ 4--------), იგივე კომპანია, რომელიც შ.პ.ს. „მ----------“-ს უწევდა მომსახურებას. ორივე საწარმო შიდა გადაზიდვებისთვის იყენებს იგივე სატრანსპორტო სასუალებებს. საწარმოს ჩანაცვლება მოხდა ისე , რომ საქმიანობა არ შეწყვეტილა.

 

მოსარჩელის მითითებით შ.პ.ს. „მ----------“-ს მიერ საგადასახადო დავალიანების წარმოშობის (დეკლარირების) შემდგომ საქმიანობის შეჩერება, ტა-----– ჯა-------ის მიერ 1-0% -იანი წილობრივი მონაწილეობით ახალი საწარმოს შპს ,,მ---“-ს დაფუძნება, იგივე პროფილით საქმიანობის გაგრძელება , სადაც მომსახურების მიმღები იგივე საწარმოა და ტრანსპორტირება ხორციელდება იმავე სატრანსპორტო საშუალებით, მიზნად ისახავდა საგადსახადო დავალიანების გადახდევინების ღონისძიებისგან თავის არიდებას.

მოსარჩელის პოზიციით აღნიშნულ გარემოებები კი წარმოადგენს შ.პ.ს. „მ----------“-ს , შპს ,,მ---“-ს -ის და ტა-----– ჯა-------ის ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად ცნობის საფუძველს.

 

2. მოპასუხეთა პოზიცია

 

2.1. მოპასუხე შ.პ.ს. „მ----------“-ს სარჩელს არ ცნობს და განმარტავს, რომ საწარმოს გადასახადები დარიცხული აქვს დეკლარაციების საფუძველზე. მიუხედავად იმისა, რომ საწარმოს აქვს დავალიანება იგი დღესაც განაგრძობს საქმიანობას და შეტანილი აქვს განცხადება შემოსავლების სამსახურში საგადასახადო შეთანხმებასთან დაკავშირებით. საწარმო მზადაა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადაიხადოს დავალიანება. შპს „მ---“-ს, დაფუძნდა 201- წელს სარჩელში არ არის დასახელებული არცერთი გარემოება, რომელიც დაადასტურებდა საწარმოთა და ფიზიკური პირის ცრუმაგიერობას. გაუგებარია როგორ შეიძლება 201- წელს დაფუძნებული საწარმოს მეშვეობით 2015-2016 წლებში აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდისათვის თავის არიდება. სრულიად გაუგებარია მოსარჩელის არგუმენტი ერთი და იგივე საწარმოსათვის მომსახურების გაწევის თაობაზე , ასევე ერთიდაიგივე სატრანსპორტო საშუალების გამოყენების თაობაზე. სრულიად გაუგებარია ტა-----– ჯა-------ის და მოპასუხე საწარმოების ცრუმაგიერ პირებად ცნობის საფუძვლები.

 

2.2. მოპასუხე შ.პ.ს. „მ---“-ს სარჩელს არ ცნობს და ასევე განმარტავს, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებები ვერ ადასტურებს მოპასუხეთა ცრუმაგიერობას (იხ.სხ.ოქმი) მოსარჩელე მიუთითებს საგადასახადო კოდექსის მე-19 და 246-ე მუხლებზე.

 

2.3. მოპასუხე ტა-----– ჯა-------ეც არ ცნობს იგივე მოტივით სარჩელს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ არსებობს.

 

3.2. დადგენილი სადაო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. დადგენილია, რომ მეწარმეთა და არა სამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერის შესაბამისად შპს „მ----------“ (ს/ნ 4--------) სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებულია 2014 წლის 22 ივლისი, რომლის იურიდიული მისამართია ქ.ჭიათურა თ---–----- ქ.N1- ბინა1- 1-0%-იანი წილის მფლობელი და დირექტორია ტა-----– ჯა-------ე(პ/ნ 5----------), მისი საქმიანობის სფეროს წარმოადგენს მარგანეცის კონცენტრატის დამზადება.

შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 08 ივნისის წერილით დადგენილია, რომ შემოსავლების სამსახურმა განიხილა შპს „მ----------“-ს განცხადება და საგადასახადო შეთანხმების გაფორმება მიზანშეწონილად არ ჩათვალა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან (იხ. ს.ფ. 24);

- წერილი (ს.ფ.156)

- მხარეთა ახსნა - განმარტება (იხ. სხ. ოქმი)

 

3.2.2. დადგენილია, 201- წლის 24 ივლისის მდგომარეობით შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონული ბაზების მონაცემების მიხედვით ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება 234735.70 ლარის ოდენობით. 2015 წლის 11 ივნისს რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობის /იპოთეკის უფლება.

2015 წლის 03 ნოემბერს ადმინისტრირების დეპარტამენტის მიერ გამოიცა N 0----- ბრძანება შ.პ.ს. „მ----------“-ს (ს/ნ4--------) ქონებაზე ყადაღის დაების შესახებ. მარეგისტრირებელი ორგანოებიდან მიღებული, ასევე, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის შესაბამისად შ.პ.ს. „მ----------“-ს (ს/ნ4--------) საკუთრებაში ან/და ბალანსზე რაიმე სახის უძრავ მოძრავი ქონება, ასევე, წილი და აქციები მიმდინარე პერიოდისათვის არ გააჩნია.

 

შ.პ.ს. „მ----------“-ს (ს/ნ4--------) საგადსახადო დავალიანება წარმოშობილია საგადსახადო დეკლარირების შედეგად 2015-2016 წლის დღგ-ს დეკლარაციებით, 2014-2015 წლის მოგების წლიური დეკლარაციით .

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- შედარების აქტი (ს.ფ .20)

- ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ 2017 წლის 03 ნოემბრის N023 - 75

ბრძანება (იხ. ს.ფ.16);

- ელექტრონული ამონაწერი საჯარო სამართლებრივი შეზღუდვისა საგადასახადო გირავნობა/ იპოთეკის რეესტრიდან (იხ. ს.ფ. 21)

- მხარეთა ახსნა - განმარტება (იხ. სხ. ოქმი)

 

3.2.3. დადგენილია, რომ 201- წლის 04 იანვარს ტა-----– ჯა-------ის(პ/ნ 5----------) სახელზე 1-0 % -იანი წილობრივი მონაწილეობით დარეგისტრირდა ახალი საწარმო შპს „მ---“-ი (ს/ნ 4--------), რომლის საქმიანობის სფეროს ასევე, შპს ,,მ---“-ს მომსახურებას უწევს შ.პ.ს ..ლ-----------“(ს/კ4--------), იგივე კომპანია, რომელიც შ.პ.ს. „მ----------“-ს უწევდა მომსახურებას. ორივე საწარმო შიდა გადაზიდვებისთვის იყენებს იგივე სატრანსპორტო საშუალებებს. საწარმოს ჩანაცვლება მოხდა ისე , რომ საქმიანობა არ შეწყვეტილა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან (იხ. ს.ფ.28);

- ელექტრონული ამონაწერი სალარო აპარატის რეგისტრაციის შესახებ (იხ. ს.ფ. 28 -29, 30);

- მხარეთა ახსნა - განმარტება (იხ. სხ. ოქმი)

 

3.2.4. დადგენილია, საჩხერის რაიონული სასამართლოს 201- წლის 15 აგვისტოს განჩინებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ და ყადაღა დაედო შ.პ.ს.,,მ---“-ს (ს/კ4--------) მოქმედ საბანკო ანგარიშებს, ს/ს „თ----------–-“ (ს/კ2--------), მთლიანად 234735.70 ლარის ფარგლებში.

ქუთაისის სააპელაციო სასამრთლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის 201- წლის 15 ნოემბრის განჩინებით უცვლელად დარჩა საჩხერის რაიონული სასამართლოს 15.08.201- წლის განჩინება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საჩხერის რაიონული სასამართლოს 201- წლის 15 აგვისტოს განჩინება(ს.ფ.50-54)

- ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის 15.11.1- წლის განჩინება (იხ. ს.ფ.137 -146);

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების, საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო. სასამართლოს თვლის, რომ დადგენილი გარემოებები არ აკმაყოფილებს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლით გათვალისწინებული მოპასუხეთა ცრუმაგიერ პირებად აღიარების წინაპირობებს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს საგადასახადო კოდექსი, ,,მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს კანონი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

6.2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას აქტის არარად აღიარების, უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის კანონიერი ინტერესი.

 

სასამართლო სადავო საკითხთან დაკავშირებით დამატებით განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზე გვაქვს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლით განსაზღვრული აღიარებითი სარჩელი. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის შესაბამისად, მოსარჩელის კანონიერი ინტერესის არსებობისას სასამართლო უფლებამოსილია აღიაროს (დაადასტუროს) კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე მხარე წარადგენს აღნიშნული გარემოების დამადასტურებელ უდავო მტკიცებულებებს. ამდენად, აღიარებითი სარჩელის სპეციფიურობა გამომდინარეობს იქიდან, რომ სასამართლო უდავოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების საფუძველზე მხოლოდ აღიარებს (ადასტურებს) კონკრეტული სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის ფაქტს.

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე ითხოვს სამართლებრივი ურიერთობის არსებობის აღიარებას, კერძოდ შ.პ.ს. ,,მ----------“ -ს (ს/კ 4--------), შ.პ.ს.,,მ---“-ს (ს/კ4--------), ტა-----– ჯა-------ის ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად ცნობა.

 

6.3. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო დაადგენს, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისგან და ეს პირი გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით, ითვლება, რომ აღნიშნული პირები არიან ერთიმეორის ცრუმაგიერი პირები.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს წინაშე ნაკისრი საგადასახადო ვალდებულების შესრულების არიდების მიზნით, გარიგების მონაწილეების მოქმედების თვალთმაქცურობა მრავალი ფორმით შეიძლება გამოიხატოს, მათ შორის ერთ-ერთია ცრუმაგიერი მფლობელობა - როდესაც გადასახადის გადამხდელი სხვა პირთან ერთად მოქმედებს იმგვარად, რომ მათი განსხვავება პრაქტიკულად შეუძლებელია (საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის პირველი ნაწილი).

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ ქმნიან საფუძველს იმისათვის, რომ მოპასუხეები აღიარებული იქნენ ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი კვალიფიკაცია არ არის საკმარისი იმისათვის, რომ მოპასუხეები საგადასახადო კოდექსის 246–ე მუხლის საფუძველზე სასამართლოს მიერ აღიარებულნი იქნენ ერთიმეორის ცრუმაგიერ პირებად.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელე თავის მოთხოვნას აფუძნებს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: შ.პ.ს. „მ----------“-ს მიერ საგადასახადო დავალიანების წარმოშობის (დეკლარირების) შემდგომ საქმიანობის შეჩერება, ტა-----– ჯა-------ის მიერ 1-0 % -იანი წილობრივი მონაწილეობით ახალი საწარმოს შპს ,,მ---“-ს დაფუძნება, იგივე პროფილით საქმიანობის გაგრძელება , სადაც მომსახურების მიმღები იგივე საწარმოა და ტრანსპორტირება ხორციელდება იმავე სატრანსპორტო საშუალებით, მიზნად ისახავდა საგადსახადო დავალიანების გადახდევინების ღონისძიებისგან თავის არიდებას.

 

დადგენილია, რომ მოცემულ პირებს შორის არ განხორციელებულა არა----არი საგადასახადო ოპერაცია. მოსარჩელის მითითება - შ.პ.ს. „მ----------“-ს მიერ საგადასახადო დავალიანების წარმოშობის (დეკლარირების) შემდგომ საქმიანობის შეჩერება, ტა-----– ჯა-------ის მიერ 1-0 % -იანი წილობრივი მონაწილეობით ახალი საწარმოს შპს ,,მ---“-ს დაფუძნება, იგივე პროფილით საქმიანობის გაგრძელება, სადაც მომსახურების მიმღები იგივე საწარმოა და ტრანსპორტირება ხორციელდება იმავე სატრანსპორტო საშუალებით, არ ქმნის მათ ურთიერთდამოკიდებულ პირებად მიჩნევის საკმარის საფუძველს, რადგან ცალკე აღებული ეს ქმედებები, სხვა გარემოებების გარეშე, წარმოადგენს ჩვეულებრივ სამეწარმეო საქმიანობას.

 

.,,მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 44-ე მუხლის 1-ლი ნაწილისა და 45-ე მუხლის თანახმად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება არის საზოგადოება, რომლის პასუხისმგებლობა მისი კრედიტორების წინაშე შემოიფარგლება მთელი მისი ქონებით. ასეთი საზოგადოების დაფუძნება შეუძლია ერთ პირსაც; შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების კაპიტალი შეიძლება განისაზღვროს ნებისმიერი ოდენობით.

 

6.4. საგადასახადო კოდექსის 19-ე მუხლით რეგლამენტირებულია ურთიერთდამოკიდებული პირების დეფინიცია, კერძოდ, ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე.

 

ამავე მუხლის მეორე ნაწილის დ,ე,ვზ, ქვეპუნქტის შესაბამისად განსაკუთრებულ ურთიერთობებს მიეკუთვნება ურთიერთობები, რომელთა დროსაც გ) პირი ახორციელებს საწარმოს კონტროლს; დ) ფიზიკური პირი თანამდებობრივად ექვემდებარება სხვა ფიზიკურ პირს;ე) ერთი პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს მეორე პირს; ვ) პირებს პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს მესამე პირი; ზ) პირები ერთად, პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებენ მესამე პირს;

 

კონტროლისა და ქვემდებარეობის ფაქტი მოცემულ შემთხვევაში მიბმული უნდა იყოს გავლენასთან რაც დაკავშირებულია პირების საქმიანობის პირობებთან ან ეკონომიკურ შედეგებთან. ასეთი მტკიცებულება კი არ არსებობს.

სასამართლო განმარტავს, რომ განსხვავების პრაქტიკულად შეუძლებლობა დადგენილი უნდა იყოს არა ეჭვის დონეზე არამედ ეს ფაქტი უტყუარი მტკიცებულებით უნდა იყოს უტყუარად დადასტურებული ერთობლიობაში.

 

6.5. სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ ცრუმაგიერი პირის დეფინიცია უნდა აკმაყოფილებდეს ორ კრიტერიუმს: ა) რეალური და ცრუმაგიერი პირი ერთმანეთისაგან არ უნდა განსხვავდებოდეს; ბ) ცრუმაგიერი პირი უნდა იყოს გამოყენებული გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისათვის თავის არიდების მიზნით (იგულისხმება საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ღონისძიებები: საგადასახადო გირავნობა ან იპოთეკა, მესამე პირზე გადახდევინების მიქცევა, ქონებაზე ყადაღის დადება, ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია, საბანკო ანგარიშზე საინკასო დავალების წარდგენა,გადასახადის გადამხდელის სალაროდან ნაღდი ფულის ამოღება).

 

ცრუმაგიერ პირს წარმოშობს რეალური პირის ქმედება - თავი აარიდოს გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებას და შესაბამისი ქონება მანამდე გადასცეს ცრუმაგიერ პირს, ვიდრე მის მიმართ განხორციელდება შესაბამისი ღონისძიებები. შპს „მ-----“-ეს ან შ.პ.ს „ მ----------“-ის ან ტა-----– ჯა-------ის მიერ ქონების გადაცემის ფაქტი ან რაიმე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლები არ დასტურდება.

 

გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისაგან შეუძლებელია, როდესაც სახეზეა: 1. საერთო ფინანსური ანგარიშები და საგადასახადო დეკლარაციების ფაილები (დეკლარაციის ერთობლივად შევსება, ერთიანი დაგეგმვა, საერთო ადმინისტრირება) დამოუკიდებელ კომპანიებში; 2. ერთი კომპანიის ქმედებები არის მეტად განმაპირობებელი (გამიზნული) მეორე კომპანიის ბიზნესის წყაროსი (წარმატების); 3. კომპანია იყენებს სხვა კომპანიის საკუთრებას, როგორც საკუთარს; 4. კორპორაციის ყოველდღიური საქმიანობის ურთიერთაღრევა (ერთობლიობა); 5. შვილობილი კომპანიის ხელმძღვანელების/დასაქმებულების სხვა კომპანიის (მაგ. დედა კომპანიის) საუკეთესო ინტერესებში მოქმედება; 6. ე. წ. ჩრდილოვანი დირექტორის” თეორია.

 

უზრუნველყოფის ღონისძიებებისაგან თავის არიდების სხვა პირის გამოყენების ფორმებია: 1. კომპანიის არასაკმარისი კაპიტალიზაცია (კომპანიას არ გააჩნია საწესდებო კაპიტალი, რაც აუცილებელია საქმიანობის განსახორციელებლად, ანუ კომპანიას არ გააჩნია საკმარისი საწესდებო კაპიტალი მოსალოდნელი მოთხოვნების უზრუნველსაყოფად); 2. კომპანიასა და დამფუძნებელს (პარტნიორს), სხვა პირებს შორის დადებულ გარიგებებს არ გააჩნიათ გარიგების ისეთი ხასიათი, რომელიც ჩვეულებრივ პირობებში დადებული იქნებოდა ორ დამოუკიდებელ პირს შორის და აღნიშნული განპირობებულია უზრუნველყოფის ღონისძიებებისაგან თავის არიდების მიზნით.

 

6.6. ამდენად საქმის მასალების გაანალიზებისა და მათი შეჯერებით მხარეთა ახსნა-განმარტებებთან, სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე პირები: არ წარმოადგენენ ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებს.

 

6.7. „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის" ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო უფლებებისა და მოვალეობების განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას, ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული საერთაშორისო აქტით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას, დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. პროცესის მონაწილეებისათვის, ისევე როგორც, საზოგადოებისათვის, ნათელი უნდა იყოს განსჯის ის პროცესი, რომელიც სასამართლომ გაიარა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე. გადაწყვეტილებაში ასახული უნდა იყოს სასამართლოს მოსაზრებები და სამართლებრივი დასკვნები, რომლებმაც დავის სწორედ ამგვარი გადაწყვეტა გამოიწვია. სასამართლო დაცვა უნდა იყოს სრული, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ყველას შესაძლებლობას მიმართოს სასამართლოს, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გამოიტანოს სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება. ეს მოთხოვნა მიზნად ისახავს მხარის მიერ გასაჩივრების უფლების განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფას. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Suominen v. Finland, აბზაცი 36, აგრეთვე 2008 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Peric v. Croatia, აბზაცი 21, განმარტა შემდეგი– „მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ სასამართლოებს აქვთ გარკვეული მიხედულება კონკრეტული საქმის დასაბუთების არჩევისას და მხარეთა მოსაზრებების მხარდამჭერი მტკიცებულებების დაშვებისას, სასამართლო ვალდებულია დაასაბუთოს თავისი საქმიანობა თავის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მოტივაციით“.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად - „იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. . . .“. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებებთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის შესაბამისად სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

საჩხერის რაიონული სასამართლოს 201- წლის 15 აგვისტოს განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, მოცემულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ უნდა გაუქმდეს და მოეხსნას ყადაღა შ.პ.ს.,,მ---“-ს (ს/კ4--------) მოქმედ საბანკო ანგარიშებს, ს/ს „თ----------–-“ (ს/კ 2--------) მთლიანად.

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1.შემოსავლების სამსახურის სარჩელი შ.პ.ს. ,,მ----------“ -ს (ს/კ 4--------), შ.პ.ს.,,მ---“-ს (ს/კ4--------), ტა-----– ჯა-------ის მიმართ არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

 

2. საჩხერის რაიონული სასამართლოს 201- წლის 15 აგვისტოს განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება მოცემულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ გაუქმდეს და მოეხსნას ყადაღა შ.პ.ს.,,მ---“-ს (ს/კ4--------) მოქმედ საბანკო ანგარიშებს, ს/ს „თ----------–-“ (ს/კ 2--------) მთლიანად.

 

3. მოსარჩელე განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (ქ.ქუთაისი ნიუპორტის ქ.N32) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, საჩხერის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (ქ. საჩხერე, დ. აღმაშენებლის ქ. #3).

 

მოსამართლე: ივანე ყიფიანი