გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 010310017002099014
№3-676/17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
13 აპრილი, 2018 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძე
სხდომის მდივანი ინეზა ტარიელაძე
მოსარჩელე - ედ-----დ გო-----, რ---ზ ფუ--------ე
წარმომადგენელი - ა-- ბე------–---–ი, ნინ-----------ე
მოპასუხე - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია
წარმომადგენელი - ზუ-------–---ძე
დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი აქტის გამოცემა
აღწერილობითი ნაწილი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ედ-----დ გო-----მ და რ---ზ ფუ--------ემ სარჩელი აღძრეს სასამართლოში ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების განმახორციელებელ მუდმივმოქმედი კომისიის მიმართ, რომლითაც მოითხოვეს:
კომისიის 2016 წლის 27 ივნისის №12 სხდომის საოქმო გადაწყვეტილებისა და 16 სექტემბრის №5 საოქმო გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოსარჩელეთა ნაწილში და მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს მიერ ახალი აქტის გამოცემა მოსარჩელეთა განცხადებაზე, ხე-–--------ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2010 წლის 3 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმების ან/და გაუქმებაზე უარის თქმის თაობაზე.
1.2. სასარჩელო მოთხოვნა შემდეგ გარემოებებს ემყარება:
მოსარჩელეებს ხე-–--------ის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ 2007-2008 წლებში უღიარდათ საკუთრების უფლება, მათ სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე და მათზე გაიცა საკუთთრების უფლების მოწმობები.
2010 წლის 3 დეკემბერს კომისიამ კანონის მოთხოვნათა დარღვევით მიიღო №39 საოქმო გადაწყვეტილება და ძალაში შესვლის დღიდან ბათილად ცნო 271 მოქალაქის, მათ შორის მოსარჩელეთა სასარგებლოდ გამოცემული აღმჭურველი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტები, მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ და საკუთრების მოწმობები.
2014 წლის 17 ნოემბერს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება ხე-–--------ის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის აღნიშნული, 2010 წლის 3 დეკემბრის №39 საოქმო გადაწყვეტილების კანონიერების შესწავლის მიზნით.
კომისიის 2016 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებით, ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი ხე-–--------ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების აღიარების კომისიის 2010 წლის 3 დეკემბრის №39 საოქმო გადაწყვეტილება, თუმცა გადაწყვეტილების შესაბამისად გაურკვეველი გახდა, საკუთრების მოწმობის ბათილად ცნობის თაობაზე ვის მიმართ და რა საფუძვლით იქნა კომისიის 2010 წლის 3 დეკემბრის №39 საოქმო გადაწყვეტილება ძალაში დატოვებული.
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, კომისიის 2016 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელეებს არ აღუდგათ საკუთრების უფლება მიწის ნაკვეთებზე და მათ მიმართ ძალაში დარჩა, 2010 წლის 3 დეკემბრის №39 საოქმო გადაწყვეტილება.
მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ კომისიას მოსარჩელეთა საკითხი ინდივიდუალურად არ განუხილავს, ამასთან, არ გამოუკვლევია და არ შეუფასებია ის გარემოებები, რაც მნიშვნელოვანი იყო საკითხის გადასაწყვეტად. ამიტომ, გაურკვეველია, კონკრეტულად რის საფუძველზე ეთქვათ უარი მათ საკუთრების უფლებისა და მოწმობების აღდგენაზე.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის სააგენტოს 2014 წლის 22 დეკემბრის წერილით დასტურდება, რომ სააგენტო წინააღმდეგი არ იყო, გონიოს ტერიტორიაზე არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარებისა, თუმცა ამის მიუხედავად ერთ-ერთ საფუძვლად ზოგადად ეს გარემოება იქნა მითითებული, რომ საკუთრების უფლების მოწმობები გაცემულია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, გონიოს ციხის ფიზიკური დაცვის არეალში მოხვედრილ მიწის ნაკვეთებზე.
გადაწყვეტილებაში მითითებული არც ის გარემოებაა რაიმე სამართლებრივი მნიშვნელობის მქონე, რომ დღეის მდგომარეობით საკუთრების უფლებაგაუქმებული მიწის ნაკვეთები წარმოადგენს საჯარო რეესტრში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებას.
მოსარჩელე მხარის მტკიცებით, საკუთრების აღიარების კომისიის სადავო გადაწყვეტილებით გაკეთებული დასკვნა, მოსარჩელეთა გაუქმებული საკუთრების უფლების აღდგენაზე უარის თაობაზე მოკლებულია სამართლებრივ დასაბუთებას, არ ემყარება სწორ ფაქტებს და ამასთან, არის დისკრიმინაციული ხასიათის. სხვა ფიზიკური პირების მიმართ იგივე მოცემულობის პირობებში დადებითი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, ხოლო მოსარჩელეები კომისიის გადაწყვეტილებამ მათთან მიმართებით ჩააყენა არათა--ბარ პირობებში და გამოარჩია იმ ნიშნით, რომ მათ საკითხის გადასაწყვეტად ადრე მიმართული ჰქონდათ სასამართლოსთვის, რაც პირდაპირ დისკრიმინაციას წარმოადგენს. გარდა ამისა, მოსარჩელეთაგან ყველას არც მიუმართვას სასამართლოსთვის და არ ჰქონია ასეთი დავა.
მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული წარმოების დროს დარღვეულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე და 96-ე მუხლის მოთხოვნები, რის გამოც შეუძლებელია შეფასებული იქნას მოსარჩელეების მოთხოვნაზე უარის თქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები. კომისიას არსებითად არ გაუა--ლიზებია თითოეული მოსარჩელის საკუთრების უფლების აღიარებასთან დაკავშირებული მონაცემები და მხოლოდ უსაფუძვლო, ზოგადი დასკვნით შემოიფარგლა, რითაც პირდაპირი და უშუალო ზიანი მიადგათ მოსარჩელეების კანონიერ უფლებასა და ინტერესებს, საკუთრებასთან დაკავშირებით.
2.მოპასუხის პოზიცია:
2.1. მოპასუხე მხარემ, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ სარჩელი არ სცნო, იმ საფუძვლით, რომ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მოსარჩელეთა მიმართ საკითხი განხილული და გადაწყვეტილი იქნა კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
3.ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ხე-–--------ის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის გადაწყვეტილებებით აღიარებული იქნა მოსარჩელეების, ედ-----დ გორაძისა და რ---ზ ფუ--------ის საკუთრების უფლება, გონიოს დასახლებაში მდებარე მიწის ნაკვეთებზე.
კერძოდ, კომისიის 2007 წლის 18 დეკემბრის საოქმო გადაწყვეტილებით ედ-----დ გორაძის საკუთრების უფლება აღიარებული იქნა 0,25 ჰა მიწის ნაკვეთზე და მასზე გაიცა საკუთრების უფლების მოწმობა, №0---.
შესაბამისად აღნიშნული მიწის ნაკვეთი საჯარო რეესტრში 208 წლის 10 იანვრიდან საკუთრების უფლებით აღირიცხა ედ-----დ გორაძის სახელზე.
კომისიის 2007 წლის 21 დეკემბრის საოქმო გადაწყვეტილებით აღიარებული იქნა რ---ზ ფუ--------ის საკუთრების უფლება გონიოში მდებარე 0,25 ჰა მიწის ნაკვეთზე და მასზე გაიცა საკუთრების უფლების მოწმობა, №0899.
აღნიშნული მიწის ნაკვეთზე საჯარო რეესტრში 2007 წლის 25 დეკემბრიდან აღირიცხა რ---ზ ფუ--------ის საკუთრების უფლება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
– კომისიის 2010 წლის 3 დეკემბრის №39 საოქმო გადაწყვეტილება.
– საკუთრების უფლების მოწმობები;
– საჯარო რეესტრის ამონაწერები;
– მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.1.2. ხე-–--------ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2010 წლის 3 დეკემბრის №39 საოქმო გადაწყვეტილებით ძალაში შესვლის დღიდან ბათილად იქნა ცნობილი ამავე კომისიის მიერ 271 მოქალაქის, მათ შორის მოსარჩელეების, ედ-----დ გორაძისა და რ---ზ ფუტკარაძის სასარგებლოდ გამოცემული აღმჭურველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, გონიოში მდებარე მიწის ნაკვეთებზე მათი საკუთრების უფლების აღიარების შესახებ და შესაბამისი საკუთრების უფლების მოწმობები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
– კომისიის 2010 წლის 3 დეკემბრის №39 საოქმო გადაწყვეტილება.
– მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.1.3. მოსარჩელეებმა უკანონოდ მიიჩნიეს ხე-–--------ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2010 წლის 3 დეკემბრის №39 საოქმო გადაწყვეტილება და მათი უფლებების აღდგენის მიზნით არაერთხელ მიმართეს სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოებს.
გონიოს ყოფილი მეურნეობის ტერიტორიაზე სახელმწიფოს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული სადავო მიწის ნაკვეთების შემსწავლელი შერეული სამთავრობო კომისიის მიერ 2014 წლის 1-ელ სექტემბერს №8 ოქმით მომზადებული იქნა დასკვნა, რომლითაც მიღებული იქნა რეკომენდაციები და წინადადებები, ხე-–--------ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ 2010 წლის 3 დეკემბრის №39 საოქმო გადაწყვეტილებით 271 მოქალაქის სასარგებლოდ გამოცემული აღმჭურველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობასთან დაკავშირებით.
შესაბამისად, 2014 წლის 17 ნოემბერს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების განმახორციელებელი მუდმივმოქმედი კომისიის №12 საოქმო გადაწყვეტილებით დაწყებული იქნა ადმინისტრაციული წარმოება ხე-–--------ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2010 წლის 3 დეკემბრის №39 საოქმო გადაწყვეტილებით გონიოს ყოფილი მეურნეობის ტერიტორიაზე 271 მოქალაქის სასარგებლოდ გამოცემული აღმჭურველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების შესწავლის მიზნით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
– კომისიის 2016 წლის 16 სექტემბრის №5 საოქმო გადაწყვეტილება.
– მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.1.4. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების განმახორციელებელი მუდმივმოქმედი კომისიის 2016 წლის 27 ივნისის №12 სხდომის საოქმო გადაწყვეტილებით ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი ხე-–--------ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების აღიარების კომისიის 2010 წლის 3 დეკემბრის №39 საოქმო გადაწყვეტილება, ხოლო კომისიის 2016 წლის 16 სექტემბრის №5 საოქმო გადაწყვეტილებით, იდენტიფიცირებული იქნა ის პირები, ვის მიმართაც აღდგენილი იქნა საკუთრების უფლება და საკუთრების მოწმობები, ასევე ის პირები, ვისი საკუთრების უფლება არ იქნა აღდგენილი, ანუ ვის მიმართაც ხე-–--------ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების აღიარების კომისიის 2010 წლის 3 დეკემბრის №39 საოქმო გადაწყვეტილება ძალაში დარჩა.
კომისიის აღნიშნული გადაწყვეტილებებით მოსარჩელეებს არ აღუდგათ საკუთრების უფლება მიწის ნაკვეთებზე და მათ მიმართ ძალაში დარჩა, ხე-–--------ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2010 წლის 3 დეკემბრის გადაწყვეტილება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
– კომისიის 2016 წლის 16 სექტემბრის №5 საოქმოგადაწყვეტილება.
– მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.1.5. ედ-----დ გო-----მ და რ---ზ ფუ--------ემ 2017 წლის 21 სექტემბერს სარჩელი აღძრეს სასამართლოში თვითმმართველი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ, რომლითაც მოითხოვეს:
კომისიის 2016 წლის 27 ივნისის №12 სხდომის საოქმო გადაწყვეტილებისა და 16 სექტემბრის №5 საოქმო გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოსარჩელეთა ნაწილში და მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს მიერ ახალი აქტის გამოცემა მოსარჩელეთა განცხადებაზე, ხე-–--------ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2010 წლის 3 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმების ან/და გაუქმებაზე უარის თქმის თაობაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
– სასარჩელო განცხადება.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. ფაქტობრივი გარემოებები, რაც მნიშვნელოვანია მხარეთა შორის დავის გადასაწყვეტად, სადავო არ გამხდარა.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
4.1. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს ედ-----დ გორაძისა და რ---ზ ფუ--------ის სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლები.
5. კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ
- საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის №525 ბრძანებულების 1-ლი მუხლის მიხედვით ბრძანებულებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესი“.
- საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესი“.
- საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.
- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;
- საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სასამართლო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე განმარტავს, რომ დავის საგანი, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2016 წლის 27 ივნისის №12 სხდომის საოქმო გადაწყვეტილება და 2016 წლის 16 სექტემბრის №5 საოქმო საოქმო გადაწყვეტილება წარმოადგენს, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და შესაბამისად, მათი კანონიერება სასამართლოს მიერ უნდა შემოწმდეს, ფორმალურ-მატერიალური თვალსაზრისით.
სასამართლოს მიერ დადგენილია და უდავო, რომ 2014 წლის 17 ნოემბერს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების განმახორციელებელი მუდმივმოქმედი კომისიის №12 საოქმო გადაწყვეტილებით, დაწყებული იქნა ადმინისტრაციული წარმოება ხე-–--------ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2010 წლის 3 დეკემბრის №39 საოქმო გადაწყვეტილებით გონიოს ყოფილი მეურნეობის ტერიტორიაზე 271 მოქალაქის სასარგებლოდ გამოცემული აღმჭურველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების შესწავლის მიზნით.
ამდენად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების განმახორციელებელი მუდმივმოქმედი კომისიის მიერ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, კანონით განსაზღვრული წესის შესაბამისად უნდა განხილულიყო საკითხი, მოსარჩელეებისათვის აღიარებული საკუთრების უფლების გაუქმების შესახებ კომისიის 2010 წლის 3 დეკემბრის №39 საოქმო გადაწყვეტილების კანონშესაბამისობის თაობაზე და მიღებულიყო შესაბამისი გადაწყვეტილება მოსარჩელეთა განცხადებაზე, ხე-–--------ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2010 წლის 3 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმების ან/და გაუქმებაზე უარის თქმის თაობაზე.
6.2. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,კ“ ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული წარმოება არის ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის აგრეთვე ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების ან გაუქმების მიზნით.
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1. მუხლში რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი - უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც ნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ გა--ხორციელოს რაიმე მოქმედება.
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლით დადგენილი წესით, იმპერატიული მოთხოვნაა დათქმული ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთებასთან დაკავშირებით:
1.წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას.
2.დასაბუთება წინ უძღვის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სარეზოლუციო ნაწილს.
3.ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში უნდა მიეთითოს ის საკანონმდებლო ან კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი ან მისი შესაბამისი ნორმა, რომლის საფუძველზედაც გამოიცა ეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
4.თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას.
5.ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.
6.თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოსაცემად კანონმდებლობა ითვალისწინებს საექსპერტო დასკვნის არსებობას, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ამ დასკვნის შინაარსი.
7.წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ საჭიროებს დასაბუთებას, თუ:
ა) ის გამოცემულია დაინტერესებული მხარის მოთხოვნის საფუძველზე და არ ზღუდავს მესამე პირების კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს;
ბ) დაინტერესებული მხარისათვის ცნობილია ის ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობები, რომელთა საფუძველზედაც გამოიცა ეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი;
გ) კანონი ითვალისწინებს მისი დასაბუთების გარეშე გამოცემის შესაძლებლობას.
8.გადაუდებელი აუცილებლობით წერილობითი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების გარეშე გამოცემის შემთხვევაში წერილობითი დასაბუთება აუცილებლად უნდა გამოიცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემიდან ერთი კვირის ვადაში.
6.3. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა, მათი სწორი შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების განმახორციელებელი მუდმივმოქმედი კომისიის 2016 წლის 27 ივნისის №12 სხდომის საოქმო გადაწყვეტილებისა და 2016 წლის 16 სექტემბრის №5 საოქმო საოქმო გადაწყვეტილების კანონშესაბამისობის შეფასებისას სასამართლო იზიარებს მოსარჩელე მხარის მტკიცებას, რომ მათი გამოცემისას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ უგულებელყოფილი იქნა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის აღნიშნული მოთხოვნები, კერძოდ, სადავო გადაწყვეტილება გამოცემულია საქმის გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, რამდენადაც კომისიას არ შეუსწავლია და არ გაუა--ლიზებია საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები, რომელთა ა--ლიზის გარეშე მიღებული გადაწყვეტილება წარმოადგენს, დაუსაბუთებელ ადმინისტრაციულ აქტს.
კომისიის 2016 წლის 16 სექტემბრის №5 საოქმო გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ 2016 წლის 27 ივნისის №12 სხდომის ოქმით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ხე-–--------ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების აღიარების კომისიის 2010 წლის 3 დეკემბრის №39 საოქმო გადაწყვეტილება საკუთრების უფლების მოწმობების გაუქმების შესახებ დარჩა ძალაში, იმ საკუთრების მოწმობების მიმართ, რომლებიც გაცემული იყო მიწის ნაკვეთის მართლზომიერ მფლობელებზე (მოსარგებლეებზე), ასევე, რომელთა მიმართაც არსებობს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება და ასევე, იმ საკუთრების უფლების მოწმობებზე, რომლებიც გაცემულია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, გონიოს ციხის ფიზიკური დაცვის არეალში მოხვედრილ მიწის ნაკვეთებზე და დღეის მდგომარეობით წარმოადგენს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებას (საკადასტრო კოდი: 05. 36. 23. 164.).
ამის შემდეგ გადაწყვეტილებაში ჩამოთვლილია 143 ფიზიკური პირის სახელი, მათზე საკუთრების უფლების მოწმობის გაცემის თარიღი და მოწმობის ნომერი. ამ ჩამონათვალში არიან შეყვანილი მოსარჩელეებიც.
გადაწყვეტილების მეორე ნაწილით აღნიშნულია, რომ ხე-–--------ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების აღიარების კომისიის 2010 წლის 3 დეკემბრის №39 საოქმო გადაწყვეტილება ბათილად იქნა ცნობილი და საკუთრების უფლება აღუდგათ გადაწყვეტილების ამ ნაწილში ჩამოთვლილ, 97 ფიზიკურ პირს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ კომისიის 2016 წლის 16 სექტემბრის №5 საოქმო გადაწყვეტილებაში განხილული საკითხის შესახებ სხვა რაიმე დასაბუთება არ არის მოცემული, არ არის ამ აქტით დაინტერესებულ პირთა, მათ შორის მოსარჩელეთა მიმართ განხილული საკითხის ინდივიდუალური ა--ლიზი და შეფასებები, რის გამოც შეუძლებელია როგორც თვითონ მოსარჩელეების, ისე სასამართლოს მიერ განისაზღვროს კონკრეტული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, რის გამოც ეთქვათ უარი მოსარჩელეებს, ხე-–--------ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების აღიარების კომისიის 2010 წლის 3 დეკემბრის №39 საოქმო გადაწყვეტილების ბათილობისა (მათ ნაწილში) და საკუთრების უფლების აღდგენის მოთხოვნაზე.
6.4. სასამართლო ასევე აღნიშნავს, როგორც ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2014 წლის 17 ნოემბრის №12 საოქმო გადაწყვეტილებით, აღწერილია ის ძირითადი გარემოებები, რომელთა შესწავლა და ა--ლიზი იყო საჭირო კომისიის მიერ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში და რაც გულისხმობდა ხე-–--------ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2010 წლის 3 დეკემბრის №39 საოქმო გადაწყვეტილების კანონშესაბამისობის შემოწმებას, დაინტერესებული 271 პირის, მათ შორის მოსარჩელეთა მიმართ, ანუ ამ აქტის კანონიერების გადასინჯვას, არსებული ფაქტობრივი მოცემულობებისა და სამართლებრივი რეგულაციის პირობებში, თუმცა ამისი შესაბამისი გადაწყვეტილება კომისიის მიერ არ არის მიღებული.
ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, რომელიც განსახილველ საკითხზე კომისიაში თითქმის ორი წლის განმავლობაში გრძელდებოდა, მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს ყველა კონკრეტული მიწის ნაკვეთის და დაინტერესებული პირის მიმართ არსებული სრული მონაცემების შესწავლისა და გამოკვლევის გზით უნდა დაედგინა, მიეკუთვნებოდა თუ არა ის „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ა), ბ) და გ) პუნქტებით განსაზღვრულ, მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ ან თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთს, ხოლო ამისათვის საჭირო იყო იმ გარემოებების დადგენა, რასაც აღნიშნული კანონის რეგულაციები იძლეოდა მიწის ნაკვეთებზე დაინტერესებულ პირთა საკუთრების უფლების აღიარების დროს. კერძოდ, გამოსაკვლევი იყო, სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი იყო თუ არა მოსარჩელეთა (ისევე, როგორც ყველა დაინტერესებული პირის) ფაქტობრივ მფლობელობასა და სარგებლობაში, მათ მიერ წარდგენილი იყო თუ არა კომისიაში საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის №525 ბრძანებულების 1-ლი მუხლის მიხედვით ბრძანებულებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესით“ განსაზღვრული დოკუმენტები და ხომ არსებობდა საკუთრების უფლების აღიარების გამომრიცხავი, მოქმედი კანონმდებლობთ განსაზღვრული, კონკრეტული გარემოებები.
6.5. მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ არის გაა--ლიზებული სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში მოყვანილი არცერთი დასკვნის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი. გაურკვეველია, საიდან იქნა დადგენილი კომისიის მიერ, რომ მოსარჩელეებს მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლება უღიარდათ მართლზომიერი მფლობელობის საფუძველზე, მაშინ როცა, მათივე განმარტებით, ისინი მიწის ნაკვეთების თვითნებურ დამკავებლებს წარმოადგენენ და სწორედ ამ საფუძვლით იქნა მათი საკუთრების უფლების აღიარება კომისიის მიერ.
ასევე, არა--ირ კონკრეტულ გარემოებასა და მტკიცებულებაზე არ არის მითითებული, რაც დაადასტურებდა, რომ მოსარჩელეებისთვის საკუთრების უფლება აღიარებულია ისეთ მიწის ნაკვეთებზე, რომლებიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, გონიოს ციხის ფიზიკური დაცვის არეალშია მოხვედრილი. ამ მხრივ მნიშვნელოვანია მოსარჩელე მხარის მიერ საქმეში წარმოდგენილი, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 22 დეკემბრის №15/09/1893 წერილი საკუთრების უფლების აღიარების კომისიისადმი, რომელშიც მითითებულია, რომ სააგენტო თავისი კომპეტენციის ფარგლებში წინააღმდეგი არ არის მოხდეს ეროვნული მნიშვნელობის მქონე გონიოს ინდივიდუალური და არქეოლოგიური დაცვის ზონებში არსებულ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების აღიარება.
რაც შეეხება კომისიის 2016 წლის 16 სექტემბრის №5 საოქმო გადაწყვეტილების ერთ-ერთ არგუმენტად მითითებულ გარემოებას, რომ 143 ფიზიკურ პირს და მათ შორის მოსარჩელეებს უარი ეთქვათ იმ საფუძვლით, რომ არსებობს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება, სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელეთა მიერ სასამართლოსათვის სარჩელით მიმართვის თაობაზე შესაბამისი მტკიცებულება მოპასუხე მხარეს არ წარმოუდგენია და სადავო აქტში არც არის დაკონკრეტებული, რა სასამართლო დავაა მხედველობაში.
სასამართლო მიუთითებს, კომისიის 2016 წლის 16 სექტემბრის №5 საოქმო გადაწყვეტილებაში არ არის გაა--ლიზებული და დასაბუთებული, რატომ იქნა მიჩნეული, რომ სასამართლოსთვის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერებასთან დაკავშირებული სარჩელის აღძვრა და სასამართლოს გადაწყვეტილების არსებობა გამორიცხავს, თვით ამ აქტის გამომცემი ორგანოს მიერ, თავისივე აქტის კანონიერების გადასინჯვას იმ წესით, რასაც განსაზღვრავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით მოცემული რეგულაცია.
ამასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია მოსარჩელე მხარის მიერ მითითებული ის გარემოებაც, რომ კომისიის 2016 წლის 16 სექტემბრის №5 საოქმო გადაწყვეტილებით საკუთრების უფლება აღუდგათ რამოდენიმე ისეთ პირსაც, რომელთა მიმართ ხე-–--------ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2010 წლის 3 დეკემბრის №39 საოქმო გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ აღძრულ სარჩელზე არსებობდა კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება, რაც არ უარუყვია სასამართლო სხდომაზე მოპასუხე მხარის წარმომადგენელსაც. კომისიის ასეთი მტკიცების საფუძველი ვერც სასამართლო სხდომაზე იქნა არგუმენტირებული მოპასუხის მიერ.
6.6. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ეს უმნიშვნელოვანესი იმპერატიული ხასიათის და--წესი ემსახურება საჯარო მმართველობის კანონიერების პრინციპს, რამდენადაც ყოველი მმართველობითი გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს განსახილველი საკითხის გარემოებებისა და ფაქტების ობიექტურ შესწავლა-გამოკვლევას, რომლის შეფასებიდან უნდა გამომდინარეობდეს საკითხის გადასაწყვეტად ჩამოყალიბებული დასკვნა. ამ ვალდებულების შესრულება ემსახურება ადმინისტრაციული ორგანოს ასევე უმნიშვნელოვანეს - მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულებას - ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა ახსნას, განმარტოს, დაასაბუთოს, თუ რატომ რა ფაქტებზე დაყრდნობით მიიღო ამგვარი გადაწყვეტილება. გარდა აღნიშნულისა, გადაწყვეტილების დასაბუთება აუცილებელია ადრესატისათვის, რათა შეაფასოს მისი მართლზომიერება, დარწმუნდეს მის კანონშესაბამისობაში, ხოლო უფლების დარღვევის განცდის შემთხვევაში ისარგებლოს გასაჩივრების შესაძლებლობით, მას უნდა შეეძლოს იცოდეს რა არგუმენტებით უნდა დაუპირისპირდეს მიღებულ გადაწყვეტილებას, რასაც დასაბუთების გარეშე გადაწყვეტილების მიღების პირობებში, მოკლებულია. აგრეთვე, დასაბუთებული აქტის გამოცემა აადვილებს საჩივრის ან სარჩელის განმხილველი ორგანოების მიერ მისი კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების პროცესს.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მოსარჩელეთა საკითხის გადასაწყვეტად ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებისა და სადავო აქტების, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2016 წლის 27 ივნისის №12 სხდომის საოქმო გადაწყვეტილებისა და 2016 წლის 16 სექტემბრის №5 საოქმო გადაწყვეტილების გამოცემისას მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დამკვიდრებული ეს პრინციპები უგულებელყოფილი და დარღვეულია. ამასთან, დარღვეულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლით განსაზღვრული წესი, წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი დასაბუთების შესახებ.
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით, მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.
მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე მხარეს სადავო აქტებში მოცემული გარემოებებისა და თავისი არგუმენტების გასამყარებლად არ გააჩნია შესაბამისი დამადასტურებელი მტკიცებულებები.
სასამართლო საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლივი ა--ლიზის საფუძველზე დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიას საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის საფუძველზე მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში სრულყოფილად არ შეუსწავლია და არ გამოუკვლევია ის გარემოებები, რაც უკავშირდებოდა მოსარჩელეთა საკუთრების უფლების აღიარების საფუძვლების შესაბამისობას, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებთან და კომისიის 2010 წლის 3 დეკემბრის №39 საოქმო გადაწყვეტილების კანონშესაბამისობის ობიექტურ გამოკვლევა-შეფასებას, მოსარჩელეებისათვის აღიარებული საკუთრების უფლების გაუქმების ნაწილში.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დარღვეულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის რეგულაციები ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებისა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების წესებთან დაკავშირებით.
6.7. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის 1-ლი ნაწილის თა--ხმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 პუნქტის თა--ხმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.
მოსარჩელე მხარის მოთხოვნას სწორედ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2016 წლის 27 ივნისის №12 სხდომის საოქმო გადაწყვეტილებისა და 2016 წლის 16 სექტემბრის №5 საოქმო გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და კომისიის 2010 წლის 3 დეკემბრის გადაწყვეტილების კანონიერების გადასინჯვასთან დაკავშირებით საკითხის თავიდან განხილვა წარმოადგენს.
ამ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2016 წლის 27 ივნისის №12 სხდომის საოქმო გადაწყვეტილება და 2016 წლის 16 სექტემბრის №5 საოქმო გადაწყვეტილება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის №525 ბრძანებულების 1-ლი მუხლის მიხედვით ბრძანებულებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“, ასევე, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ დარღვევით არის მიღებული, რამაც გამოიწვია მოსარჩელეთა კანონიერი უფლებისა და ინტერესის დარღვევა.
ამის შესაბამისად, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ კანონის აღიშნული ნორმით დადგენილი წესის გამოყენებით ბათილად უნდა იქნას ცნობილი, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2016 წლის 27 ივნისის №12 სხდომის საოქმო გადაწყვეტილება და 2016 წლის 16 სექტემბრის №5 საოქმო გადაწყვეტილება და მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალოს, ამ გადაწყვეტილებაში მითითებული, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (გადაწყვეტილება), მოსარჩელეების, ედ-----დ გორაძისა და რ---ზ ფუ--------ის განცხადებაზე, ხე-–--------ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2010 წლის 3 დეკემბრის გადაწყვეტილების კანონიერების გადასინჯვასთან დაკავშირებით.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თა--ხმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3 პროცენტს, მაგრამ არა--კლებ 100 ლარისა;
39-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის მიხედვით, არაქონებრივ დავაზე ბაჟის ოდენობაა 100 ლარი.
მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟი, 100 ლარის ოდენობით წინასწარ არის გადახდილი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თა--ხმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხე მხარეს უნდა გადახდეს მოსარჩელის სასარგებლოდ, სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი, 100 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-2 მე-5, 22-ე,23-ე, 32-ე და 33-ე მუხლებითა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 38-39-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-258-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ედ-----დ გორაძისა და რ---ზ ფუ--------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს:
- ბათილად იქნას ცნობილი, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების განმახორციელებლი მუდმივმოქმედი კომისიის 2016 წლის 27 ივნისის №12 საოქმო გადაწყვეტილება, ედ-----დ გორაძისა და რ---ზ ფუ--------ის ნაწილში.
- ბათილად იქნას ცნობილი, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2016 წლის 16 სექტემბრის №5 საოქმო გადაწყვეტილება, ედ-----დ გორაძისა და რ---ზ ფუ--------ის ნაწილში.
- ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალოს, ამ გადაწყვეტილებაში მითითებული, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (გადაწყვეტილება), მოსარჩელეთა განცხადებაზე, ხე-–--------ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2010 წლის 3 დეკემბრის გადაწყვეტილების კანონიერების გადასინჯვასთან დაკავშირებით.
2. მოპასუხე მხარეს დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ, მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი, 100 ლარი.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით მისი ასლის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში /მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32/, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით /მისამართი: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქუჩა №30/.
მოსამართლე: ჯუმბერ ბეჟანიძე