განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №270100118002566045 (1/50-18)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
29 ივლისი, 2018 წელი ქ. ზუგდიდი
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს
მაგისტრატი სასამართლო წალენჯიხის მუნიციპალიტეტში
მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ
ანა კვირტიას მდივნობით
პროკურორ - ილ-----------ას,ბრალდებულ - ბე-------------ას და
ადვოკატ - ზვ-----------–--ას
მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორის ილ-----------ას შუამდგომლობა
ბრალდებულ ბე-------------ას მიმართ
დაბადების თარიღი: 20-------6 წელი,პირადი ნომერი: 19--------3,საქართველოს მოქალაქე,განქორწინებული,მისამართი: ქ. ზუ-------------–-------–ის ქ. №14,სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
დადგენილია, რომ ბე-------------ამ ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 13 ივლისს, დაახლოებით 21:00 საათზე, ქ. ჯვ---ში, ან--------------––--------ლის ქუჩა N1---ის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩერებული სე----------–--ის კუთვნილი ავტომანქანიდან, ბე-------------ა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა დი-----------------–--ის კუთვნილ „Ca--n“-ის ფირმის ფოტოაპარატს თავისი ქეისით, მეხსიერების ბარათით და სპეც აკუმულიატორით, სე----------–--ის კუთვნილ „SA----G“-ის ფირმის მობილურ ტელეფონს და მა---------–--ის კუთვნილ საფულეს, ფულადი თანხით 1050 რუსული რუბლის ოდენობით (40,35 ლარის ექვივალენტი), მართვის მოწმობას და მის საკრედიტო ბარათს, რის შედეგადაც დი-----------------–--ს მიადგა 1300 (ათას სამასი) ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი, სე----------–--ს მიადგა 500 (ხუთასი) ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი, ხოლო მა---------–--ს მიადგა 40,35 ლარის ქონებრივი ზიანი.
2018 წლის 29 ივლისს გაფორმდა საპროცესო შეთანხმება ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორის ილ-----------ას, ბრალდებულ ბე-------------ასა და ადვოკატ ზვ-----------–--ას შორის.
საპროცესო შეთანხმების დამტკიცებისას სასამართლო სხდომაზე დარწმუნდა, რომ ბრალდებული ბე-------------ა აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც ედება ბრალი, სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს, რომლის ჩადენასაც აღიარებს, მისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ.
ბრალდებული ბე-------------ა აცნობიერებს, რომ თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია მომავალში მის წინააღმდეგ ნებისმიერი ინფორმაციის გამოყენება, რომელსაც ის მიაწვდის სასამართლოს საპროცესო შეთანხმების განხილვისას.
ბრალდებული აცნობიერებს, რომ მას აქვს შემდეგი უფლებები: დაცვის უფლება, უფლება უარი განაცხადოს საპროცესო შეთანხმებაზე ბრალის აღიარების შესახებ, უფლება სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის თაობაზე, ასევე სასამართლო დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმება არ არის შედეგი ბრალდებულის იძულების, დაშინების, თუ ისეთი დაპირებისა, რომელიც სცილდება საპროცესო შეთანხმების ფარგლებს.
ბრალდებული ბე-------------ა ეთანხმება ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს.
ბრალდებულსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმების ყველა პირობა ასახულია საპროცესო შეთანხმებაში.
ბრალდებული და მისი ადვოკატი სრულად იცნობენ საქმის მასალებს.
სასამართლო დარწმუნდა, რომ ბრალდებულის მიმართ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის მხრიდან არ ყოფილა წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, განემარტა ბრალდებულს, რომ მის მიერ წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე საჩივრის შეტანა ხელს არ შეუშლის კანონის დაცვით დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას.
პროკურორი ილ-----------ა შუამდგომლობს ბე-------------ას მიმართ სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე, ის ითხოვს:
ბრალდებული ბე-------------ა ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით იმავე, 3 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით.
ბე-------------ას სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის გამოყენებით, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად დაეკისროს ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:
-ამოღებული „Ca--n“-ის ფირმის ფოტოაპარატი თავისი ქეისით, მეხსიერების ბარათით და სპეც. აკუმულიატორით - დაუბრუნდეს დაზარალებულ დი-----------------–--ს;
-შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ცხვირსახოცი, ანაწმენდის ნიმუშები, ხელის ანაბეჭდის ნიმუშები და სუნის ნიმუშები, ბე-------------ასგან აღებული სუნის ნიმუში, ნერწყვის ნიმუში და ხელის კვალის ნიმუში, ჰამლეტ ლაშხიასგან აღებული სუნის ნიმუში, ნერწყვის ნიმუში და ხელის კვალის ნიმუში, ასევე, დი-----------------–--ისგან, სვეტლანა ხვოსტანცევასგან, მა---------–--ისგან და სე----------–--ისგან აღებული ხელის კვალის ნიმუშები - განადგურდეს.
ბე-------------ა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი ზვ-----------–--ა დაეთანხმნენ ბრალდებულის მიმართ ზემოთაღნიშნული სასჯელის გამოყენებას.
ბესიკი თორდიას ბრალეულობა დადასტურებულია საქმეში არსებული შემდეგი მტკიცებულებებით:
-დი-----------------–--ის გამოკითხვის ოქმი;
-მა---------–--ის გამოკითხვის ოქმი;
-სე----------–--ის გამოკითხვის ოქმი;
-ბე-------------ას გამოკითხვის ოქმი;
-ბე-------------ას საცხოვრებელი სახლის ცხრეკის ოქმი, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულება - ,,Ca--n“-ის ფირმის ფოტოაპარატი თავისი ქეისით, მეხსიერების ბარათით და სპეც. აკუმლატორით.
სასამართლომ განიხილა რა საქმეში არსებული მასალები, გაეცნო და გაანალიზა ბრალის დასადასტურებლად წარმოდგენილი მტკიცებულებანი, მიაჩნია, რომ საპროცესო შეთანხმება უნდა დამტკიცდეს, მოთხოვნილი სასჯელი კანონიერი და სამართლიანია და მივიდა შემდეგ დასკვნამდე:
გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულია, რომ ბე-------------ამ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, რისთვისაც მას უნდა დაედოს მსჯავრი.
ბე-------------ას მიმართ საპროცესო შეთანხმების დამტკიცების დროს მხედველობაშია მიღებული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებანი, ქმედების განხორციელების სახე და ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება, მისი წარსული ცხოვრება, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ მხარეებს შორის დადებულია საპროცესო შეთანხმება, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად.
საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის თანახმად, ამ კოდექსის 63-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას სასამართლო ადგენს გამოსაცდელ ვადას, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული და უნდა შეასრულოს მისთვის დაკისრებული მოვალეობა.
ბე-------------ას მიმართ მიზანშეწონილია საქართველოს სსკ-ს 42-ე მუხლის შესაბამისად, დამატებითი სასჯელის სახით - ჯარიმის გამოყენება.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ევროპული სასამართლოს მიდგომას საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტთან მიმართებაში:
საქმეზე ნაცვლიშვილი და ტოგონიძე საქართველოს წინააღმდეგ ევროპულმა სასამართლომ მიუთითა, რომ საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის შესაბამისია (იხ. ბაბარ აჰმადი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, mutatis mutandis, Badar Ahmad and Others v. tne United Kinngdom ).
ევროპული სისხლისსამართლებრივი სისტემისათვის დამახასიათებელია, რომ ბრალდებულმა მიიღოს უფრო მსუბუქი სასჯელი ან გათავისუფლდეს სასჯელისაგან დანაშაულის აღიარების ან გამოძიებასთან თანამშრომლობის გამო (იხ. სლავჩო კოსტოვი ბულგარეთის წინააღმდეგ, რუსიცკი პოლონეთის წინააღმდეგ, Slavcho Kostov v. Bulgaria , Ruciński v. Poland).
საპროცესო შეთანხმების საფუძველზე შეიძლება განხორციელდეს სწრაფი მართლმსაჯულება და ზოგიერთ საპროცესო უფლებაზე უარის თქმით ხდება სისხლის სამართალწარმოების შემცირება (იხ. სკოპოლა იტალიის წინააღმდეგ, Scoppola v. Italy).
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე, 209-ე, 210-ე, 212-213-ე, 214-215-ე, 216-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორის ილ-----------ას შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
დამტკიცდეს საპროცესო შეთანხმება ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ ილ-----------ას, ბრალდებულ ბე-------------ასა და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატ - ზვ-----------–--ას შორის;
ბრალდებული ბე-------------ა ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით იმავე, 3 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით;
ბე-------------ას სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის გამოყენებით, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად დაეკისროს ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით;
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:
-ამოღებული „Ca--n“-ის ფირმის ფოტოაპარატი თავისი ქეისით, მეხსიერების ბარათით და სპეც. აკუმულიატორით - დაუბრუნდეს დაზარალებულ დი-----------------–--ს;
-შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ცხვირსახოცი, ანაწმენდის ნიმუშები, ხელის ანაბეჭდის ნიმუშები და სუნის ნიმუშები, ბე-------------ასგან აღებული სუნის ნიმუში, ნერწყვის ნიმუში და ხელის კვალის ნიმუში, ჰამლეტ ლაშხიასგან აღებული სუნის ნიმუში, ნერწყვის ნიმუში და ხელის კვალის ნიმუში, ასევე, დი-----------------–--ისგან, სვეტლანა ხვოსტანცევასგან, მა---------–--ისგან და სე----------–--ისგან აღებული ხელის კვალის ნიმუშები - განადგურდეს;
ბე-------------ას ძირითადი სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს დაკავების პერიოდი, 2018 წლის 28 ივლისიდან 2018 წლის 29 ივლისის ჩათვლით;
ბე-------------ას მიმართ გამოყენებული საპროცესო იძულებითი ღონისძიება - დაკავება გაუქმდეს და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან;
ბე-------------ას ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება პირობითი მსჯავრის პერიოდში დაევალოს პრობაციის სამსახურს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;
განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდეს გამოცხადებისთანავე;
განაჩენი საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება, გარდა საქართველოს სსსკ-ის 215-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა, მსჯავრდებულს განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში (თუ საპროცესო შეთანხმება დაიდო მოტყუებით, ბრალდებულს შეეზღუდა დაცვის უფლება, საპროცესო შეთანხმება დაიდო იძულებით, ძალადობით, მუქარით ან დაშინებით, საქმის განმხილველმა მოსამართლემ უგულებელყო XXI თავით გათვალისწინებული არსებითი მოთხოვნები), ხოლო პროკურორს ერთი თვის ვადაში შესაბამისი გარემოებების დადგენიდან (მსჯავრდებულმა დაარღვია საპროცესო შეთანხმებაში არსებული პირობა) უფლება აქვთ ზემდგომ სასამართლოში წარადგინონ საჩივ---ი, საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის გაუქმების თაობაზე;
განაჩენის გადასინჯვა დასაშვებია საერთო წესით, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო.
მოსამართლე მანუჩარ ცაცუა