გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/17-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
28 ივნისი, 2018 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე - გოჩა დიდავა
სხდომის მდივანი - ქეთევან კირიაკიდი
მოსარჩელე - სს ,,თ----------ი“;
წარმომადგენელი - ლ--–- ბ-----–--ე;
მოპასუხე - გ--–--------–---–ი;
დავის საგანი - თანხის დაკისრება;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. სასარჩელო მოთხოვნა (დაზუსტებული):
მოსარჩელე მოითხოვს გ--–--------–---–ის სს ,,თ----------ის’’ სასარგებლოდ დაეკისროს:
1.1. 2015 წლის 11 მარტის საბანკო კრედიტის N1------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 4870.38 ლარის გადახდა (საიდანაც ძირი თანხაა - 4328.54 ლარი, პროცენტი - 245.22 ლარი, ჯარიმა - 286.27 ლარი და დაზღვევა - 10.35 ლარი).
1.2. 2016 წლის 14 ნოემბრიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან) საბანკო კრედიტის N1------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 4328.54 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, წლიური 16.95% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს - 61.14 ლარს.
1.3. 2016 წლის 14 ნოემბრიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან) საბანკო კრედიტის N1------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 4328.54 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, ყოველდღიური პირგასამტეხლოს 0.5%-ის გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს აღსრულებამდე - 2.1 ლარს, მაგრამ ჯამში არაუმეტეს 1000 ლარისა.
1.4. 2015 წლის 11 მაისის საბანკო კრედიტის N1------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 6845.24 ლარის გადახდა (საიდანაც ძირი თანხაა - 6240.48 ლარი, პროცენტი - 323.3 ლარი, ჯარიმა - 266.36 ლარი და დაზღვევა - 15.10 ლარი).
1.5. 2016 წლის 14 ნოემბრიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან) საბანკო კრედიტის N1------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 6240.48 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, წლიური 15.5% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს - 80.60 ლარს.
1.6. 2016 წლის 14 ნოემბრიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან) საბანკო კრედიტის N1------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 6240.48 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, ყოველდღიური პირგასამტეხლოს 0.5%-ის გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს აღსრულებამდე - 31.20 ლარს, მაგრამ ჯამში არაუმეტეს 1000 ლარისა.
1.7. 2015 წლის 30 სექტემბრის საბანკო კრედიტის N1------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 1235.42 ლარის გადახდა (საიდანაც ძირი თანხაა - 1083.91 ლარი, პროცენტი - 56.15 ლარი, ჯარიმა - 92.83 ლარი და დაზღვევა - 2.53 ლარი).
1.8. 2016 წლის 14 ნოემბრიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან) საბანკო კრედიტის N1------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 1083.91 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, წლიური 15.5% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს - 14 ლარს.
1.9. 2016 წლის 14 ნოემბრიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან) საბანკო კრედიტის N1------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 1083.91 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, ყოველდღიური პირგასამტეხლოს 0.5%-ის გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს აღსრულებამდე - 5.41 ლარს, მაგრამ ჯამში არაუმეტეს 400 ლარისა.
1.10. 2013 წლის 06 ივნისის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 1021.50 ლარის გადახდა, საიდანაც საპროცენტო სარგებელია 700.68 ლარი და ჯარიმა - 320.82 ლარი.
1.11. 2016 წლის 14 ნოემბრიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან) 2013 წლის 06 ივნისის საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 4922.68 ლარზე, 2017 წლის 28 თებერვლამდე, წლიური 36% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს - 147.68 ლარს.
1.12. 2016 წლის 14 ნოემბრიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან) 2013 წლის 06 ივნისის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 4922.68 ლარზე, 2017 წლის 28 თებერვლამდე, ყოველდღიური პირგასამტეხლოს 0.5%-ის გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს - 24.61 ლარს, მაგრამ არაუმეტეს 400 ლარისა.
1.13. დაეკისროს გ--–--------–---–ს სს ,,თ----------ის“ მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 651.37 ლარის, სარჩელის უზრუნველყოფის 50 ლარის, აკრძალვის რეგისტრაციის 20 ლარისა და საადვოკატო მომსახურების ხარჯის 500 ლარის გადახდა.
მოსარჩელის განმარტებით, სს „თ----------სა“ და გ--–--------–---–ს შორის 2015 წლის 11 მარტს დაიდო საბანკო კრედიტის N1------------- ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ბანკსა და მსესხებელს შორის წარმოიშვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. მსესხებელზე გაიცა კრედიტი 7000 ლარის ოდენობით. ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 1100 დღე, წლიური საპროცენტო სარგებელი 16.95%. ხელშეკრულების დარღვევისთვის გათვალისწინებული იყო ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი და ამას დამატებული 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. გადახდა უნდა განხორციელებულიყო ყოველთვიურად, სულ 36 გადახდა ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იყო მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა სესხის ხელშეკრულებით განსაზღვრული თანხის ფარგლებში, სესხის ხელშეკრულების მოქმედების ვადით GPIH-ში.
გ--–--------–---–მა საბანკო კრედიტის N1------------- ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები დაარღვია 2016 წლის 15 აგვისტოდან. მას შემდეგ არაერთი გაფრთხილების მიუხედავად არ ასრულებს თანხის გადახდის ვალდებულებას, რის გამოც კრედიტორი უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს მსესხებლისათვის არსებული დავალიანების გადახდევინება.
2016 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით გ--–--------–---–ს საბანკო კრედიტის N1------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება 4870.38 ლარი, საიდანაც ძირი თანხაა - 4328.54 ლარი, პროცენტი - 245.22 ლარი, ჯარიმა - 286.27 ლარი და დაზღვევა - 10.35 ლარი.
სს „თ----------სა“ და გ--–--------–---–ს შორის 2015 წლის 11 მაისის დაიდო საბანკო კრედიტის N1------------- ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ბანკსა და მსესხებელს შორის წარმოიშვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. მსესხებელზე გაიცა კრედიტი 8100 ლარის ოდენობით. ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 1465 დღე, წლიური საპროცენტო სარგებელი 15.5%. ხელშეკრულების დარღვევისთვის გათვალისწინებული იყო ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი და ამას დამატებული დავალიანების 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. გადახდა უნდა განხორციელებულიყო ყოველთვიურად, სულ 48 გადახდა ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იყო მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა სესხის ხელშეკრულებით განსაზღვრული თანხის ფარგლებში, სესხის ხელშეკრულების მოქმედების ვადით GPIH-ში.
გ--–--------–---–მა საბანკო კრედიტის N1------------- ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებები დაარღვია 2016 წლის 15 აგვისტოდან. მას შემდეგ არაერთი გაფრთხილების მიუხედავად არ ასრულებს თანხის გადახდის ვალდებულებას, რის გამოც კრედიტორი უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს მსესხებლისათვის არსებული დავალიანების გადახდევინება.
2016 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით გ--–--------–---–ს საბანკო კრედიტის N1------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება 6845.24 ლარი, საიდანაც ძირი თანხაა - 6240.48 ლარი, პროცენტი - 323.3 ლარი, ჯარიმა - 266.36 ლარი და დაზღვევა - 15.10 ლარი.
სს „თ----------სა“ და გ--–--------–---–ს შორის 2015 წლის 30 სექტემბერს დაიდო საბანკო კრედიტის N1------------- ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ბანკსა და მსესხებელს შორის წარმოიშვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. მსესხებელზე გაიცა კრედიტი 1300 ლარის ოდენობით. ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 1446 დღე, წლიური საპროცენტო სარგებელი 15.5%. ხელშეკრულების დარღვევისთვის გათვალისწინებული იყო ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი და ამას დამატებული დავალიანების 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. გადახდა უნდა განხორციელებულიყო ყოველთვიურად, სულ 48 გადახდა ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იყო მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა სესხის ხელშეკრულებით განსაზღვრული თანხის ფარგლებში, სესხის ხელშეკრულების მოქმედების ვადით GPIH-ში.
გ--–--------–---–მა საბანკო კრედიტის N1------------- ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები დაარღვია 2016 წლის 15 აგვისტოდან. მას შემდეგ არაერთი გაფრთხილების მიუხედავად არ ასრულებს თანხის გადახდის ვალდებულებას, რის გამოც კრედიტორი უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს მსესხებლისათვის არსებული დავალიანების გადახდევინება.
2016 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით გ--–--------–---–ს საბანკო კრედიტის N1------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება 1235.42 ლარი, საიდანაც ძირი თანხაა - 1083.91 ლარი, პროცენტი - 56.15 ლარი, ჯარიმა - 92.83 ლარი და დაზღვევა - 2.53 ლარი.
2013 წლის 06 ივნისს სს „თ----------სა“ და გ--–--------–---–ს შორის დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ბანკსა და მსესხებელს შორის წარმოიშვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. მსესხებელზე გაიცა საკრედიტო ბარათი 1500 ლარიანი საკრედიტო ლიმიტით. წლიური სარგებელი განისაზღვრა 36%-ით. საკრედიტო ლიმიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო აუცილებელი მინიმალური თანხით, ათვისებული საკრედიტო ლიმიტის 10% და წინა პერიოდში დარიცხული პროცენტი და პირგასამტეხლო (ასეთების არსებობის შემთხვევაში) უნდა დაიფაროს დაანგარიშების თარიღიდან მაქსიმუმ 25-ე დღეს.
გ--–--------–---–მა საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები დაარღვია 2016 წლის ივნისში და შემდეგ არაერთი გაფრთხილების მიუხედავად მოპასუხე არ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს, რის გამოც კრედიტორი უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს მსესხებლისათვის არსებული დავალიანების დაკისრება.
2016 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, 2013 წლის 06 ივნისის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე გ--–--------–---–ს ერიცხებოდა დავალიანება 5944.18 ლარი, საიდანაც სესხის ძირი თანხა იყო 4992.68 ლარი, პროცენტი 700,68 ლარი და ჯარიმა 320.82 ლარი. მსესხებელმა დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის შემდეგ განახორციელა გადახდები, საერთო ჯამში 4922.68 ლარის ოდენობით. ბანკმა მოპასუხის მიერ გადახდილი თანხა 4992.68 ლარი სრულად მიმართა სესხის ძირი თანხის შესამცირებლად და მსესხებლის დავალიანება შეადგენს მხოლოდ საპროცენტო სარგებელს და ჯარიმას.
გ--–--------–---–ს საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება - 1021.50 ლარი, საიდანაც საპროცენტო სარგებელია 700.68 ლარი და ჯარიმა - 320.82 ლარი.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით ნაწილობრივ ცნო სარჩელი, ხოლო ჯარიმასთან დაკავშირებით განმარტა, რომ ის შეუსაბამოდ მაღალი იყო. 2018 წლის 14 ივნისს გამართულ სასამართლო სხდომაზე, მას შემდეგ რაც მოსარჩელე სს ,,თ----------მა“ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა, მოპასუხემ განმარტა, რომ მართალია დავალიანება აქვს ბანკის მიმართ, მაგრამ ითხოვს მისცენ შესაძლებლობა გადაიხადოს თანხა. იგი უარს არ აცხადებს გადახდაზე, უნდა თანხის განაწილვადება, წინააღმდეგ შემთხვევაში მოხდეს მისი ბინის რეალიზაცია, სხვა გამოსავალი არ აქვს.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. სს „თ----------სა“ და გ--–--------–---–ს შორის 2015 წლის 11 მარტს დაიდო საბანკო კრედიტის N1------------- ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ბანკსა და მსესხებელს შორის წარმოიშვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. მსესხებელზე გაიცა კრედიტი 7000 ლარის ოდენობით. ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 1100 დღე, წლიური საპროცენტო სარგებელი 16.95%. ხელშეკრულების დარღვევისთვის გათვალისწინებული იყო ფიქსირებული პირგასამტეხლო ვალდებულების ყოველი დარღვევისათვის 20 ლარი და ამას დამატებული დარიცხული დავალიანების 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. გადახდა უნდა განხორციელებულიყო ყოველთვიურად, სულ 36 გადახდა ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იყო მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა სესხის ხელშეკრულებით განსაზღვრული თანხის ფარგლებში, სესხის ხელშეკრულების მოქმედების ვადით GPIH-ში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2015 წლის 11 მარტის საბანკო კრედიტის N1------------- ხელშეკრულება (იხ. ს.ფ. 24-35);
3.1.2. სს „თ----------სა“ და გ--–--------–---–ს შორის 2015 წლის 11 მაისის დაიდო საბანკო კრედიტის N1------------- ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ბანკსა და მსესხებელს შორის წარმოიშვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. მსესხებელზე გაიცა კრედიტი 8100 ლარის ოდენობით. ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 1465 დღე, წლიური საპროცენტო სარგებელი 15.5%. ხელშეკრულების დარღვევისთვის გათვალისწინებული იყო ფიქსირებული პირგასამტეხლო ვალდებულების ყოველი დარღვევისათვის 20 ლარი და ამას დამატებული დარიცხული დავალიანების 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. გადახდა უნდა განხორციელებულიყო ყოველთვიურად, სულ 48 გადახდა ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იყო მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა სესხის ხელშეკრულებით განსაზღვრული თანხის ფარგლებში, სესხის ხელშეკრულების მოქმედების ვადით GPIH-ში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2015 წლის 11 მაისის საბანკო კრედიტის N1------------- ხელშეკრულება (იხ. ს.ფ. 38-49);
3.1.3. სს „თ----------სა“ და გ--–--------–---–ს შორის 2015 წლის 30 სექტემბერს დაიდო საბანკო კრედიტის N1------------- ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ბანკსა და მსესხებელს შორის წარმოიშვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. მსესხებელზე გაიცა კრედიტი 1300 ლარის ოდენობით. ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 1446 დღე, წლიური საპროცენტო სარგებელი 15.5%. ხელშეკრულების დარღვევისთვის გათვალისწინებული იყო ფიქსირებული პირგასამტეხლო ვალდებულების ყოველი დარღვევისათვის 20 ლარი და ამას დამატებული დარიცხული დავალიანების 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. გადახდა უნდა განხორციელებულიყო ყოველთვიურად, სულ 48 გადახდა ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იყო მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა სესხის ხელშეკრულებით განსაზღვრული თანხის ფარგლებში, სესხის ხელშეკრულების მოქმედების ვადით GPIH-ში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2015 წლის 30 სექტემბრის საბანკო კრედიტის N1------------- ხელშეკრულება (იხ. ს.ფ. 52-63);
3.1.4. 2013 წლის 06 ივნისს სს „თ----------სა“ და გ--–--------–---–ს შორის დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ბანკსა და მსესხებელს შორის წარმოიშვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. მსესხებელზე გაიცა საკრედიტო ბარათი 1500 ლარიანი საკრედიტო ლიმიტით. წლიური სარგებელი განისაზღვრა 36%-ით. საკრედიტო ლიმიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო აუცილებელი მინიმალური თანხით, ათვისებული საკრედიტო ლიმიტის 10% და წინა პერიოდში დარიცხული პროცენტი და პირგასამტეხლო (ასეთების არსებობის შემთხვევაში) უნდა დაიფაროს დაანგარიშების თარიღიდან მაქსიმუმ 25-ე დღეს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2013 წლის 06 ივნისის საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულება (იხ. ს.ფ. 67-70);
3.2. სასამართლოს მიერ დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. გ--–--------–---–მა საბანკო კრედიტის N1------------- ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები დაარღვია 2016 წლის 15 აგვისტოდან. მას შემდეგ არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, არ ასრულებს თანხის გადახდის ვალდებულებას.
2016 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით გ--–--------–---–ს საბანკო კრედიტის N1------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება 4870.38 ლარი, საიდანაც ძირი თანხაა - 4328.54 ლარი, პროცენტი - 245.22 ლარი, ჯარიმა - 286.27 ლარი და დაზღვევა - 10.35 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სს ,,თ----------ი“-ს მიერ გაცემული ცნობა დავალიანების შესახებ (იხ. ს.ფ. 82)
- გადახდების ისტორია (იხ. ს.ფ. 71-81);
- დაზუსტებული მოთხოვნა (იხ. ს.ფ. 153-158).
3.2.2. გ--–--------–---–მა საბანკო კრედიტის N1------------- ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები დაარღვია 2016 წლის 15 აგვისტოდან. მას შემდეგ არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, არ ასრულებს თანხის გადახდის ვალდებულებას.
2016 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით გ--–--------–---–ს საბანკო კრედიტის N1------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება 6845.24 ლარი, საიდანაც ძირი თანხაა - 6240.48 ლარი, პროცენტი - 323.30 ლარი, ჯარიმა - 266.36 ლარი და დაზღვევა - 15.10 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სს ,,თ----------ი“-ს მიერ გაცემული ცნობა დავალიანების შესახებ (იხ. ს.ფ. 82)
- გადახდების ისტორია (იხ. ს.ფ. 71-81);
- დაზუსტებული მოთხოვნა (იხ. ს.ფ. 153-158).
3.2.3. გ--–--------–---–მა საბანკო კრედიტის N1------------- ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები დაარღვია 2016 წლის 15 აგვისტოდან. მას შემდეგ არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, არ ასრულებს თანხის გადახდის ვალდებულებას.
2016 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით გ--–--------–---–ს საბანკო კრედიტის N1------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება 1235.42 ლარი, საიდანაც ძირი თანხაა - 1083.91 ლარი, პროცენტი - 56.15 ლარი, ჯარიმა - 92.83 ლარი და დაზღვევა - 2.53 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სს ,,თ----------ი“-ს მიერ გაცემული ცნობა დავალიანების შესახებ (იხ. ს.ფ. 82)
- გადახდების ისტორია (იხ. ს.ფ. 71-81);
- დაზუსტებული მოთხოვნა (იხ. ს.ფ. 153-158).
3.2.4. გ--–--------–---–მა საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები დაარღვია 2016 წლის ივნისში და მას შემდეგ არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, მოპასუხე არ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს.
2016 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით გ--–--------–---–ს საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება - 1021.50 ლარის გადახდა, საიდანაც საპროცენტო სარგებელია 700.68 ლარი და ჯარიმა - 320.82 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სს ,,თ----------ი“-ს მიერ გაცემული ცნობა დავალიანების შესახებ (იხ. ს.ფ. 82)
- გადახდების ისტორია (იხ. ს.ფ. 71-81);
- დაზუსტებული მოთხოვნა (იხ. ს.ფ. 153-158).
3.2.5. დადგენილია, რომ მოპასუხე გ--–--------–---–მა ნაწილობრივ ცნო სარჩელი, მას არ აქვს თანხის გადახდის არანაირი საშუალება თუ არ მისცემენ განწილვადების უფლებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. 2018 წლის 14 ივნისის სასამართლო სხდომის ოქმი).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ფორმალური და ფაქტობრივი საფუძვლები.
5. კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე-317-ე, 327-ე, 361-ე, 623-625-ე, 411-ე, 417-ე-418-ე, 420-ე, 867-ე-873-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 105-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხის და რაოდენობის ნივთი.
ამავე კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით. ამავე კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებული იქნეს პროცენტი.
სახელშეკრულებო ურთიერთობის არსი მდგომარეობს მხარეთა წინასწარ განსაზღვრული უფლება-მოვალეობების არსებობაში. ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების დარღვევა წარმოადგენს მისი შესრულების იძულებით დავალდებულების მექანიზმის ამოქმედების პირობას. განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულების დადებით ბანკსა და მსესხებელს შორის წარმოიშვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. დადგენილია, რომ მოპასუხის მხრიდან არაჯეროვნად იქნა შესრულებული ვალდებულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ. განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის სახეზეა სახელშეკრულებო ურთიერთობა. ამასთან, მხარეები - ერთის მხრივ, მოსარჩელე სს ''თ----------ი'', ხოლო მეორეს მხრივ, მოპასუხე გ--–--------–---–ი, შეთანხმებულნი არიან საკრედიტო ხელშეკრულების ყველა არსებით პირობაზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361.2 მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლით, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.
სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი. განსახილველ შემთხვევაში, კრედიტის დაბრუნება გათვალისწინებული იყო ნაწილ-ნაწილ (გრაფიკით), რომლის დაფარვის ვადა მსესხებლის მიერ დაირღვა და გაფრთხილების მიუხედავად, გადახდა არ მომხდარა, რის გამოც მოსარჩელე უფლებამოსილი იყო მოეთხოვა დავალიანების დაფარვა.
მხარეები სადავოდ არ ხდიან და სასამართლოსაც დადგენილად მიაჩნია ის გარემოება, რომ სს ''თ----------ის'' მიერ სრულად იქნა შესრულებული აღნიშნული საკრედიტო ხელშეკრულებით მის მიერ ნაკისრი ვალდებულება და მოპასუხეზე გაიცა კრედიტი, ხოლო მოვალის მიერ კრედიტორის წინაშე ვალდებულებები შესრულებული არ არის.
დადგენილია, რომ მოპასუხე გ--–--------–---–ის მიერ დარღვეულ იქნა სესხის გადახდის გრაფიკით დადგენილი პირობები და 2016 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით გ--–--------–---–ს საბანკო კრედიტის N1------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება 4870.38 ლარი, საიდანაც ძირი თანხაა - 4328.54 ლარი, პროცენტი - 245.22 ლარი, ჯარიმა - 286.27 ლარი და დაზღვევა - 10.35 ლარი. 2016 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით გ--–--------–---–ს საბანკო კრედიტის N1------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება 6845.24 ლარი, საიდანაც ძირი თანხაა - 6240.48 ლარი, პროცენტი - 323.3 ლარი, ჯარიმა - 266.36 ლარი და დაზღვევა - 15.10 ლარი. 2016 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით გ--–--------–---–ს საბანკო კრედიტის N1------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება 1235.42 ლარი, საიდანაც ძირი თანხაა - 1083.91 ლარი, პროცენტი - 56.15 ლარი, ჯარიმა - 92.83 ლარი და დაზღვევა - 2.53 ლარი. 2016 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით გ--–--------–---–ს საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება - 1021.50 ლარი, საიდანაც საპროცენტო სარგებელია 700.68 ლარი და ჯარიმა - 320.82 ლარი.
6.2. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოპასუხე გ--–--------–---–ის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება სრულდებოდა არაჯეროვნად.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.
ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო.
ამავე კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.
ამ ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ გ--–--------–---–ს წარმოეშვა სახელშეკრულებო ვალდებულება - შეთანხმებულ ვადაში დაეფარა საბანკო კრედიტის ძირითადი თანხა პროცენტთან ერთად, რომელიც მან არაჯეროვნად შეასრულა. მოცემულ შემთხვევაში, ვალდებულების ჯეროვანი შეუსრულებლობით მოსარჩელემ დაკარგა ის პროცენტი, რომელიც მოპასუხეს უნდა გადაეხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის დამთავრებამდე. ვალდებულების დროულად შეუსრულებლობისათვის კი, ხელშეკრულებით, დადგენილი იყო პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებაც. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 419-ე მუხლი სასამართლოს აძლევს უფლებას - შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. მოცემულ შემთხვევაში, კრედიტის ძირითადი თანხის ოდენობის და მისი დაფარვის ვადაგადაცილების დროის გათვალისწინებით. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლო არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს გონივრულად, რის გამოც იგი უნდა შემცირდეს. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფიქსირებული პირგასამტეხლო გრაფიკის ყოველი დარღვევისას და პირგასამტეხლო ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის, რომელიც შეადგენს 0,5%-ს, კაბალურ მდგომარეობაში აყენებს მსესხებელს, რადგან მოთხოვნილია ორი პირგასამტეხლო სხვადასხვა საფუძვლით. სასამართლო მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლო გაანგარიშებული უნდა იქნეს მხოლოდ ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის, რომლის გონივრული ოდენობა იქნება 0.01%.
სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება, შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. პირგასამტეხლოს დაკისრებით უნდა მოხდეს კრედიტორის დანაკარგების კომპენსირება და არა მისი გამდიდრება. შესაბამისად ამ ნაწილში სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და მოთხოვნილი პირგასამტეხლო შემცირდეს 0.01%-მდე. შესაბამისად, N1------------- საბანკო კრედიტზე ჯარიმა უნდა შემცირდეს 38 ლარამდე, N1------------- საბანკო კრედიტზე - 55 ლარამდე, N1------------- საბანკო კრედიტზე - 9 ლარამდე, ხოლო საკრედიტო ბარათის დავალიანებაზე - 58 ლარამდე.
6.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
6.4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით.
მოცემული ნორმა შეიცავს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის (მოვალეობების) განაწილების ზოგად წესს. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ - გარემოებები, რომელზეც იგი ამყარებს თავის შესაგებელს. მტკიცების ვალდებულება (ტვირთი) მხარეთა შორის ნაწილდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით დადგენილი ზოგადი წესისა და მატერიალური კოდექსის ნორმებში არსებული კერძო (სპეციალური) წესების საფუძველზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელემ სარჩელის აღძვრისათვის გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი 978.56 ლარი. ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელემ შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა, შესაბამისად, მის მიერ გადახდილი ბაჟი 293.91 ლარი უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ხოლო სარჩელის არდაკმაყოფილებულ ნაწილში სახელმწიფო ბაჟი 60.18 ლარი დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად.
აღნიშნულიდან გამომდინარე მოპასუხე გ--–--------–---–ს მოსარჩელე სს ,,თ----------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს ბანკის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 624.47 ლარის, სარჩელის უზრუნველყოფის - 150 ლარის, აკრძალვის რეგისტრაციის საფასურის - 20 ლარის და საადვოკატო მომსახურების ხარჯის 500 ლარის გადახდა.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა დარჩეს უცვლ--–-დ.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სს ,,თ----------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. მოპასუხე გ--–--------–---–ს მოსარჩელე „თ----------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს:
2.1. 2015 წლის 11 მარტის საბანკო კრედიტის N1------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 4622.11 ლარის გადახდა (საიდანაც ძირი თანხაა - 4328.54 ლარი, პროცენტი - 245.22 ლარი, ჯარიმა - 38 ლარი და დაზღვევა - 10.35 ლარი).
2.2. 2016 წლის 14 ნოემბრიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან) საბანკო კრედიტის N1------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 4328.54 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, წლიური 16.95% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს - 61.14 ლარს.
2.3. 2016 წლის 14 ნოემბრიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან) საბანკო კრედიტის N1------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 4328.54 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, ყოველდღიური პირგასამტეხლოს 0.01%-ის გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს აღსრულებამდე - 0,43 ლარს, მაგრამ ჯამში არაუმეტეს 500 ლარისა.
2.4 2015 წლის 11 მაისის საბანკო კრედიტის N1------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 6633.88 ლარის გადახდა (საიდანაც ძირი თანხაა - 6240.48 ლარი, პროცენტი - 323.3 ლარი, ჯარიმა - 55 ლარი და დაზღვევა - 15.10 ლარი).
2.5. 2016 წლის 14 ნოემბრიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან) საბანკო კრედიტის N1------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 6240.48 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, წლიური 15.5% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს - 80.60 ლარს.
2.6. 2016 წლის 14 ნოემბრიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან) საბანკო კრედიტის N1------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 6240.48 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, ყოველდღიური პირგასამტეხლოს 0.01%-ის გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს აღსრულებამდე - 0.62 ლარს, მაგრამ ჯამში არაუმეტეს 500 ლარისა.
2.7. 2015 წლის 30 სექტემბრის საბანკო კრედიტის N1------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 1151.59 ლარის გადახდა (საიდანაც ძირი თანხაა - 1083.91 ლარი, პროცენტი - 56.15 ლარი, ჯარიმა - 9 ლარი და დაზღვევა - 2.53 ლარი).
2.8. 2016 წლის 14 ნოემბრიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან) საბანკო კრედიტის N1------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 1083.91 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, წლიური 15.5% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს - 14 ლარს.
2.9. 2016 წლის 14 ნოემბრიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან) საბანკო კრედიტის N1------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 1083.91 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, ყოველდღიური პირგასამტეხლოს 0.01%-ის გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს - 0.10 ლარს, მაგრამ ჯამში არაუმეტეს 200 ლარისა.
2.10. 2013 წლის 06 ივნისის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 758.68 ლარის გადახდა, საიდანაც საპროცენტო სარგებელია 700.68 ლარი და ჯარიმა - 58 ლარი.
2.11. 2016 წლის 14 ნოემბრიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან) 2013 წლის 06 ივნისის საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 4922.68 ლარზე, 2017 წლის 28 თებერვლამდე, წლიური 36% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს - 147.68 ლარს.
2.12. 2016 წლის 14 ნოემბრიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან) 2013 წლის 06 ივნისის საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 4922.68 ლარზე, 2017 წლის 28 თებერვლამდე, ყოველდღიური პირგასამტეხლოს 0.01%-ის გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს - 0.49 ლარს, მაგრამ არაუმეტეს 400 ლარისა.
3. მოპასუხე გ--–--------–---–ს მოსარჩელე სს ,,თ----------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს ბანკის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 624.47 ლარის, სარჩელის უზრუნველყოფის - 150 ლარის, აკრძალვის რეგისტრაციის საფასურის - 20 ლარის და საადვოკატო მომსახურების ხარჯის - 500 ლარის გადახდა.
4. დაუბრუნდეს მოსარჩელე სს ,,თ----------ს“ მის მიერ 2016 წლის 27 დეკემბერს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 978.56 ლარიდან, ნაწილი 293.91 ლარი, რომელიც ამოირიცხოს შემდეგი ანგარიშებიდან: გადამხდელის ბანკი სს ,,თ----------ი“ კოდი TBCBGE22, სახელმწიფო ხაზინა ბანკის კოდი TRESGE22, საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი 3--------.
5. მოსარჩელის მიერ გადახდილი ბაჟიდან 60.18 ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
6. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება დარჩეს უცვლელი.
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით.
8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე გოჩა დიდავა