განაჩენი

სისხლის სამართლის 27.07.2018
საქმის ნომერი
330100118002465598
თარიღი
27.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე#1--------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

27 ივლისი 2018 წელი ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლო

სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლე - ლაშა ჩხიკვაძე

სხდომის მდივანი - ნატო ზერეკიძე

 

სტაჟიორ-პროკურორი: ზ------ ყ---–--–---–-

ადვოკატი: რ----- ჩ-----–---

ს/ს საქმე №0-----------

 

ბრალდებული: გ------- ქ------–--ე

მამის სახელი: კ----–--

დაბადებული: 0---------–-

პირადი ნომერი: 0----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

ნასამართლობა: ნასამართლობის მქონე

რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------–-----–-------------–-------------

პასუხისგებაში მიცემის დრო: 1---------წ.

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილები

აღკვეთის ღონისძიება: გირაო

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე, ბრალდებულ გ------- ქ------–--ის მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

ბრალდების არსი: გ------- ქ------–--ეს ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე, განზრახი მძიმე დანაშაულისათვის და ცივი იარაღის ტარებისათვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება.

 

სასამართლოს დადგენილად მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–---------------ს განაჩენით საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–---------------–-ს განაჩენით საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–-----------ს განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლევ და პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფ გ------- ქ------–--ეს, 2018 წლის 01 მარტს, 21:10 საათიდან 21:25 საათამდე შუალედში, ქ. თბილისში, კ---------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, პირადი გასინჯვისას აღმოაჩნდა ე.წ. ,,სამართებელი“, რომელიც მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას.

 

ბრალის დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და ფაქტები წინასასამართლო სხდომაზე არ გამხდარა მხარეთა მიერ სადავოდ და შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, წარმოადგენს პრეიუდიციას, რაც სრულად დასტურდება მხარეებს შორის შეთანხმებული შემდეგი მტკიცებულებებით, კერძოდ: შეტყობინებით, ოქმით ზედაპირული შემოწმების შესახებ, ოქმით ნივთის ფაქტობრივი ფლობის შეზღუდვის შესახებ, გასაუბრების ოქმით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–---------------ს, 2----–-–---------------–-ს და 2----–-–-----------ს განაჩენებით, ნასამართლობის ცნობით, სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული ბიუროს ცნობით, ექსპერტიზის დასკვნით და ამოღებული ცივი იარაღით, მოწმეთა გამოკითხვის ოქმებით და საქმეში არსებულ სხვა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით.

 

ამდენად, სასამართლოს გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიაჩნია, რომ გ------- ქ------–--ემ ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე, განზრახი მძიმე დანაშაულისათვის და ცივი იარაღის ტარებისათვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება, ანუ დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით.

 

სასჯელის დანიშვნისას სასამართლო მხედველობაში იღებს ჩადენილი დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ხასიათს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ბრალდებულის პიროვნებას, მის პასუხისმგებლობის დამამძიმებელ და შემამსუბუქებელ გარემოებებს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა გარემოებებს, რომელიც გავლენას ახდენს სასჯელზე.

სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ჩადენილი დანაშაულის აღიარება და მონანიება, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა მის მიერ დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა პირობითი მსჯავრის დინების პერიოდში.

სასამართლოს მიაჩნია, რომ ჩადენილი ქმედების სიმძიმის, ბრალდებულის პიროვნების გათვალისწინებით, გ------- ქ------–--ეს საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ძირითადი სასჯელის სახედ უნდა შეეფარდოს ჯარიმა 2.000(ორიათასი) ლარის ოდენობით და თავისუფლების აღკვეთა 09(ცხრა) თვის ვადით, რაც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, დამნაშავის რესოციალიზაციას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და სამართლიანობის აღდგენას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 20-21-ე, 255-ე, 258-ე, 268-269-ე, 277-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

გ------- ქ------–--ე (პ№0----------) ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2.000(ორიათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის საფუძველზე, გაუქმდეს გ------- ქ------–--ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–-----------ს განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი და ბოლო განაჩენით დანიშნულ ძირითად სასჯელს - ჯარიმას 2.000(ორიათასი) ლარის ოდენობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–-----------ს განაჩენით გ------- ქ------–--ის მიმართ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან, ნაწილობრივ დაემატოს - 09(ცხრა) თვე თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, გ------- ქ------–--ეს განაჩენთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2.000(ორიათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ და თავისუფლების აღკვეთა 09(ცხრა) თვის ვადით.

 

სასჯელის მოხდის ვადის ათვლა გ------- ქ------–--ეს დაეწყოს 2018 წლის 27 ივლისიდან.

 

გ------- ქ------–--ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახე - გირაო გაუქმდეს.

გ------- ქ------–--ის სახელზე შეტანილი გირაოს თანხა 1.500(ათასხუთასი) ლარის ოდენობით, გირაოს პირობების დარღვევის გამო, გადარიცხული იქნას სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება - ცივი იარაღი - სამართებელი, რომელიც ინახება შ-------–-------–-----------------–---------- განყოფილებაში დალუქულ მდგომარეობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს მხარეების მიერ გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: ლაშა ჩხიკვაძე