გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N2/221-18
160210118002326376
დამატებითი გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
29 ივნისი, 2018 წელი ქ. ბოლნისი
ბოლნისის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ნინო თარაშვილი
მოსარჩელე - სს ,,თი---ი ბანკი”
წარმომადგენელი - შპს ,,ტ-----'' თა------------ე
მოპასუხე - გ-----------------–---
წარმომადგენელი - ნაი---------ძე
დავის საგანი - თანხის დაკისრება
სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საპროცესო ხარჯებთან დაკავშირებით დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
2018 წლის 27 თებერვალს ბოლნისის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მომართა სს "თი---ი ბანკის" წარმომადგენელმა თა------------ემ მოპასუხე გიორგი უგრეხელძის მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნით. სარჩელი მიღებულ იქნა წარმოებაში.
ბოლნისის რაიონულ სასამართლოს 2018 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილებით სს "თი---ი ბანკის" სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და 1.1. მოპასუხე გ-----------------–---ს სს ,,თი---ი ბანკის” სასარგებლოდ დაეკისრა 2017 წლის 2 მარტის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 2061.62 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 1469.91 ლარი, სარგებელი - 146.85 ლარი, ჯარიმა - 444.87 ლარი. 1.2. მოპასუხე გ-----------------–---ს სს ,,თი---ი ბანკის” სასარგებლოდ დაეკისრა 2017 წლის 2 მარტის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითად თანხაზე - 1469.91 ლარზე, 2018 წლის 22 მაისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს ხელშეკრულების მოქმედების ვადისა წლიური 10% სარგებლის გადახდა. 2. მოპასუხე გ-----------------–---ს სს ,,თი---ი ბანკის” სასარგებლოდ დაეკისრა სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 52.91 ლარის, სარჩელის უზრუნველყოფაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ - 50 ლარის და იურიდიული მომსახურების საფასურის სანაცვლოდ - 152 ლარის გადახდა. 3. სს ,,თი---ი ბანკს” დაუბრუნდა მის მიერ 19/02/2018 წელს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი - 195.14 ლარიდან - 131.63 ლარი, რაც გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე: სახელმწიფო ხაზინა, კოდი – TRESGE22, საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი 300093150, საგადახდო დავალება №49, დანარჩენი თანხა ჩაითვალა ბიუჯეტში გადახდილად. 4. ძალაში დარჩა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 27 თებერვლის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.
ბოლნისის რაიონულ სასამართლოს 2018 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილებით არ იქნა გადაწყვეტილი მოსარჩელე მხარის მიერ გაწეული ხარჯის, კეძოდ, უძრავი ქონების გასხვისების აკრძალვის რეგისტრაციის საფასურის საკითხი.
სასამართლომ განიხილა დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი და მიაჩნია, რომ სასამართლო ხარჯების საკითხის გადასაწყვეტად გამოტანილ უნდა იქნეს დამატებითი გადაწყვეტილება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის ''გ'' ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარეთა თხოვნით გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, თუ სასამართლოს არ გადაუწყვეტია სასამართლო ხარჯების საკითხი.
ამავე მუხლის მე-31 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილის ''გ'' ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკითხი განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე. სასამართლოს შეუძლია დაადგინოს ზეპირი განხილვაც, თუ ეს საჭიროა და ხელს უწყობს საქმის გარემოებების გარკვევას. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანა განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი ნაწილის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. ამავე მუხლის მე-2 სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯების გაანგარიშების წესი და მათი ოდენობა განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
მოსარჩელის წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე წარმოადგინა განცხადება მოთხოვნის დაზუსტების შესახებ, სადაც მიუთითა, რომ ითხოვს საჯარო რეესტრში აკრძალვის რეგისტრაციის საფასურის - 20 ლარის მოპასუხისათვის დაკისრებას, მოსარჩელე სს "თი---ი ბანკის" სასარგებლოდ.
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე, 55-ე, 261-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. გამოტანილი იქნეს დამატებითი გადაწყვეტილება და მოპასუხე გ-----------------–---ს მოსარჩელე სს "თი---ი ბანკის" სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ საჯარო რეესტრში აკრძალვის რეგისტრაციის საფასურის - 20 ლარის გადახდა.
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით, მხარეთათვის დამატებითი გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში.
მოსამართლე ნინო თარაშვილი