გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/4----18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
28 ივნისი, 2--- წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასა--რთლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსა--რთლე თა--რ ჩიხლაძე
სხდომის მდივანი ანი ნადარეიშვილი
მოსარჩელე - ნ-----–---- ძ------–---–ი
წარმომადგენელი - ქეთ--------------–---–-
მოპასუხე - მ----- მ------–-–---–ი
წარმომადგენელი - რუ----------–---ი, გ-------------------–---–-
დავის საგანი - მინდობილობის გაუქმება, ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა, მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. 2--- წლის 1------------ს გაცემული N--------- მინდობილობის გაუქმება უძრავი ქონების განკარგვის ნაწილში (სარჩელის დაზუსტება);
1.2. 2--- წლის 1-----------ის ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა და შესაბამისი რეგისტრაციის გაუქმება საჯარო რეესტრში;
1.3. ნ-----–---- ძ------–---–ი ცნობილ იქნეს უძრავი ქონების მდებარე: თბილისი, დ------–---–-- (შ-------) ქ-----------საკადასტრო კოდით N 0--1--0--0---0--) ნაწილის კერძოდ, შენობა 1-ში ოთახი 3 - ის და ოთახი 6 - ის მესაკუთრედ.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: მოსარჩელის განმარტებით, მ----- მ------–-–---–მა ისარგებლა რა მამკვიდრებლის ნ--- ძ------–---–ის ავადმყოფობით და მოხუცებულობით, გამოიყენა მისი ნდობა და გადაიყვანა თავის საცხოვრებელ ბინაში, უთხრა, რომ ესაჭიროებოდა მინდობილობა ნ--- ძ------–---–ის სახელზე რიცხული პენსიის ასაღებად და ამ მიზნით პლასტიკური ბარათის დასამზადებლად. ამის შემდეგ დაინტერესებულმა პირმა მ----- მ------–-–---–მა 2--- წლის 1------------ს ნოტარიუსი ე---------- კიც მიიყვანა თავის საცხოვრებელ მისა--რთზე, რომელიც წინასწარ შედგენილ მინდობილბოაზე მოაწერინა ხელი ნ--- ძ------–---–ს, სანოტარო აქტში ნოტარიუსი აღნიშნავს, რომ ნ--- ძ------–---–მა თავად წაიკითხა მინდობილობა, რაც წარმოუდგენელია, რადგან 79 წლის მძიმე ავადმყოფ ნ--- ძ------–---–ს არ შეეძლო ისეთი წვრილი შრიფტით დაწერილი ტექსტის წაკითხვა, როგორითაც შედგენილია მინდობილობა. უძრავი ქონების გაჩუქების ნაწილში მინდობილობა არ გამოხატავს ნ--- ძ------–---–ის ნებას, ასეთი ნების არსებობის შემთხვევაში ნ--- ძ------–---–ი პირდაპირ გაუფორმებდა ჩუქების ხელშეკრულებას მ----- მ------–-–---–ს და არ გააფორმებდა ბუნდოვან მინდობილობას, რომელიც შეიცავს უძრავი ქონების განკარგვას და საბანკო მომსახურებას, სავარაუდოდ ნ--- ძ------–---–ის ნებას წარმოადგენდა მხოლოდ მის სახელზე დარიცხული საპენსიო თანხის მიღება, ამიტომაც მოაწერა ხელი.
მამკვიდრებლის, ნ--- ძ------–---–ის გარდაცვალებით 2--- წლის 2------------- გაიხსნა სამკვიდრო უძრავ ქონებაზე მდებარე: თბილისი, დ------–---–-- (შ-------------- 27- ნ-----–---- ძ------–---–ი წარმოადგენს ნ--- ძ------–---–ის შვილიშვილს, ვინაიდან გარდაცვლილია მისი მა-- ნ-------- ძ------–---–ი. აგრეთვე, კანონისმიერი მემკვიდრეა ს------- ძ------–---–ი, რადგან გარდაცვლილია მისი მა-- ზ---- ძ------–---–ი. მემკვი-დრეებისათვის ანდერძის შინაარსი ცნობილი გახდა 2--- წლის 1------------–-. ანდერძის თანახმად ს------- ძ------–---–ს ეანდერძა ქ. თბილისში დ------–---–-- (შ-------) ქუჩა 2----–- შენობა 1--=ის პ------– სართულზე N---------- (22 კვ.მ) და მის წინ მდებარე შემინული აივანი ნომერი 4 (10 კვ.მ). ნ-----–---- ძ------–---–ს ეანდერძა იგივე შენობის პ------– სართულზე ნო--------------- და მის წინ მდებარე შემინული აივანი ნო-------. (12 კვ.მ) სააბაზანო - ტუალეტი (8.4 კვ.მ) ნო------- და დერეფანი (47.8 კვ.მ) ნო-------, ასევე შენობა ნო------- - ის პ------– სართულზე ფართობით 20.6 კვ.მ და მიწის ნაკვეთ 545 კვ.მ ეანდერძა საერთო საკუთრებაში.
მოსარჩელის განმარტებით, ანდერძის მოწმეები იყვნენ მოპასუხე მ----- მ------–-–---–ი და მა----------–-----ი. ანდერძით მიღებული სამკვიდრო, ს------- ძ------–---–მა დაირეგისტრირა საკუთრებაში. ანდერძის შესაბამისად, მის მიმართ მოსარჩელე ნ-----–---- ძ------–---–ს პრეტენზია არ გააჩნია, რადგან ს------- ძ------–---–მა დაირე-გისტრირა ქონების ის ნაწილი, რომელიც ანდერძით მისთვის იყო განსაზღვრული. ნ-----–---- ძ------–---–ისათვის ვერ მოხდა მისთვის ნაადრევი ქონების მთლიანად გადაფორმება რადგან ნო------- და ნო------- ოთახები საკუთრებაში რეგისტრირებული აღმოჩნდა მ----- მ------–-–---–ზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, ნ-----–---- ძ------–---–მა საკუთრებაში დაირეგისტრირა მხოლოდ საერთო საკუთრების ფართები.
საჯარო რეესტრის სამსახურიდან მიღებული დოკუმენტებით დგინდება, რომ მ----- მ------–-–---–მა, რომელიც არის ნ--- ძ------–---–ის დის შვილი და 2--- წლის 2-----–--ს გაფორმებული ანდერძის მოწმე, 2--- წლის 1---------ერს ჩუქების ხელშეკ-რულების საფუძველზე, რომელიც გაფორმებული აქვს საკუთარ თავთან 2--- წლის 1------------ს დაირეგისტრირა #-- და #-- ოთახი.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე მ----- მ------–-–---–მა წარმოდგენილი შესაგებელით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელე უკვე დიდი ხანია არ იმყოფება საქართველოში, ნ--- ძ------–---–ს კი თვითონ უვლიდა და შესაბამისად, ნ. ძ------–---–მა მისივე სიცო-ცხლეში გადაწყვიტა ეჩუქებინა მისთვის უძრავი ქონება.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2--- წლის 2-----–--ს ნოტარიუს თა--რ ჯი---------–-ს მიერ დამოწმდა ნ--- ძ------–---–ის ანდერძი, მოწმეების მა----------–-----ისა და მ----- მ------–-–---–ის თანდასწრებით. ანდერძის თანახმად უძრავი ქონებიდან მდებარე: თბილისი, რ. დ------–---–-- ქუჩა N 2----–- (ყ------–--–-------------) შენობა N 1---- სართულზე N-- ოთახს, 21.3 კვ.მ ფართით და მის წინ მდებარე შემინული აივანი N- ზომით 12.0 კვ.მ ეანდერძა ნ-----–---- ძ------–---–ს.
სასა--რთლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ანდერძის დამოწმება (ს.ფ 29-32)
3.1.2. 2--- წლის 1------------ს ნოტარიუს ე---------- კიცის მიერ დამოწმებული რწმუნებულება/მინდობილობის საფუძველზე ნ--- ძ------–---–მა მ----- მ------–-–---–ს მიანიჭა უფლებამოსილება შემდეგი უფლებებით: „მართოს და განკარგოს მისი კუთვნილი უძრავი ქონების მდებარე: თბილისი, დ------–---–-- (შ-------) N---- ს/კ N0--1--0--0---0-- - ნაწილი, კერძოდ, მთლიანი ფართიდან შენობა N - ი ოთახი N- და ოთახი N- კერძოდ, გაყიდოს, გაცვალოს, გააჩუქოს, გადაიფორმოს თავის საკუთრებაში, დადოს სათანადო ხელშეკრულება, მათ შორის საკუთარ თავთან“.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- რწმუნებულება/მინდობილობა (ს.ფ 35-36)
3.1.3. 2--- წლის 1------------ს მ----- მ------–-–---–მა, როგორც ნ--- ძ------–---–ის წარმომადგენელმა საკუთარ თავთან დადო უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება, უძრავ ქონებაზე მდებარე: თბილისი, დ------–---–-- ქუჩა N--, ოთახი შესასვლელით შენობა N--ში, ოთახი N- და N- ფართით 33.9 კვ.მ
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება (ს.ფ 33 - 34)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 2--- წლის 1------------- მინდობილობა დადებული კანონის შესაბამისად.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, რათა დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პ------–ი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილო-ბითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის პოზიციას იმის შესახებ, რომ ვინაიდან ნ--- ძ------–---–ი ხანდაზმული იყო ვერ შეძლებდა მინდობილობის ტექსტის წაკითხვას, ასევე სავარაუდოდ მას არ უნდოდა უძრავი ქონების გაჩუქება. საქმეში არ ღის წარმოდგენილი რაიმე სახის მტკიცებულება მითითებული ფაქტების დასტურად. შესაბამისად, სასამართლო მიაჩნია, რომ ნ--- ძ------–---–ს შეეძლო აღექვა მოვლენათა განვითარება და მისი ქმედების შინაარსი დადასტურებულია გაცემული მინდობილობით.
3.2.2. 2--- წლის 1------------ს მ----- მ------–-–---–ის მიერ გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულება ნამდვილია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, რათა დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა, მოსარჩელის განმარტებით მხარეს არ ჰქონდა ჩუქების ხელშეკრულების საკუთარ თავთან დადების უფლება. საქმეში არსებული მასალებით, კერძოდ, 2--- წლის 1-----------ის მინდობილობით მხარეს პირდაპირ მიენიჭა საკუთარ თავთან ხელშეკრუ-ლების დადების უფლება.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა ნ-----–---- ძ------–---–ის სარჩელი, შეისწავლა არსებული მასალები და მიიჩნია, რომ საქმეზე დადგენილი გარემოებები არ შეესაბამება მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს. შესაბამისად, სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 103-ე, 114-ე, 524–ე, 529-ე, 526-ე მუხლებით;
6. სამართლებრივი შეფასება;
6.1. სამოქალაქო კოდექსის 103-ე მუხლის თანახმად, გარიგება შეიძლება დაიდოს წარმომადგენლის მეშვეობითაც. წარმომადგენლის უფლებამოსილება ან კანონიდან გამომდინარეობს ანდა წარმოიშობა დავალების (მინდობილობის) საფუძველზე. ეს წესი არ გამოიყენება მაშინ, როცა, გარიგების ხასიათიდან გამომდინარე, იგი უშუალოდ უნდა დადოს პირმა, ან როცა კანონით აკრძალულია გარიგების დადება წარმომადგენლის მეშვეობით.
სამოქალაქო კოდექსის 114-ე მუხლის თანახმად, თუ თანხმობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, წარმომადგენელს არ შეუძლია წარმოდგენილი პირის სახელით საკუთარ თავთან თავისი სახელით, ან, როგორც მესამე პირის წარმომადგენელმა, დადოს გარიგება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა გარიგება უკვე არსებობს რაიმე ვალდებულების შესასრულებლად.
სასამართლო განმარტავს, რომ მითითებულ ნორმაში დადგენილი აკრძალვა არსებობს მხოლოდ მარწმუნებლის დაცვისათვის, რათა სახეზე არ იყოს ინტერესთა კონფლიქტი. თუმცა განსახილველ შემთხვევაში სახეზეა გაცემული მინდობილობა, სადაც წარმომა-დგენელს პირდაპირ ენიჭება საკუთარ თავთან გარიგების დადების უფლება, რომელიც იმავე დღესვეა გამოყენებული. ვინაიდან დადგენილია, მინდობილობის კანონიერება და მისი გამცემის ნება მიჩეულია ნამდვილად არ არსებობს შემდგომ დადებულ გარიგებაში და მის ნამდვილობაში ეჭვის შეტანის საფუძველი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახამად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.
აღნიშნული ნორმის ანალიზით, ნების გამოვლენა ნამდვილად არ ჩაითვლება, თუკი უტყუარად დადგინდა ფაქტი ნების ცნობიერების დაკარგვის ან დროებითი ფსიქიკური მოშლის დროს გამოვლენის თაობაზე. როგორც უკვე აღინიშნა მოსარჩელე მხარე ასეთ გარემოებად მიუთითებს მამკვიდრებელის მძიმე ავადმყოფობას, რასაც ადასტურებს მხოლოდ საკუთარი მოსაზრებით.
სამოქალაქო კოდექსის 524-ე მუხლის თანახმად, ჩუქების ხელშეკრულებით მჩუქებელი უსასყიდლოდ გადასცემს დასაჩუქრებულს ქონებას საკუთრებად მისი თანხმობით. აღნიშნული გულისხმობს, რომ შემძენის ხელში გადადის ამ ნივთის ფლობის, სარგებლობის და განკარგვის უფლებამოსილებაც, რომელიც გასხვისებისთანავე უწყდება თავად გამჩუქებელს. ჩუქების უსასყიდლობა ნიშნავს იმას, რომ მჩუქებელს არა აქვს უფლება მოითხოვოს დასაჩუქრებულისაგან შემხვედრი დაკმაყოფილება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმები, რომლებიც აწესრიგებს ჩუქების ხელშეკრულებას და არ აწესებს დასაჩუქრებულისათვის რაიმე დამატებით მოვალეობას. ჩუქება, როგორც უსასყიდლო ხელშეკრულება, არ უნდა შეიცავდეს ისეთ პირობას, რომელიც დასაჩუქრებულის მხრიდან ქონებრივი ვალდებულების შესრულებასთან იქნება დაკავშირებული. ასეთ შემთხვევაში ჩუქება უსასყიდლო ხასიათს კარგავს.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2003 წლის 01 აპრილის გადაწყვეტილებას საქმეზე #2/155 ”საქართველოს მოქალაქე აკაკი საღირაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”), რომელშიც აღნიშნულია, რომ ”საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 529-ე მუხლის სადავო ნორმა ნაჩუქრობის შინაარსის ერთერთ გამოვლინებას წარმოადგენს. მჩუქებლის უფლება, უკან დაიბრუნოს გაჩუქებული ქონება, ჩუქების ურთიერთობის მაღალი ზნეობრივი ხასიათითაა განპირობებული. ნაჩუქრობა ისტორიულად ჩამოყალიბდა, როგორც ზნეობრივ საძირკველზე დაფუძნებული ურთიერთობა. ნაჩუქრობა წარმოადგენს სამართლისა და ზნეობის ურთიერთკავშირის იდეალურ გამოვლინებას. აქ ის შემთხვევა გვაქვს, როდესაც ეთიკურ–ზნეობრივი იმპერატივებითაა დატვირთული მთელი ურთიერთობა, მისი წარმოშობიდან გაუქმების მომენტის ჩათვლით. ამიტომაცაა, რომ მჩუქებლის მიერ ქონებრივი სიკეთის უსასყიდლოდ გაცემა პირდაპირ ენასკვება დასაჩუქრებულის მხრიდან მართალია არა სამაგიერო, მაგრამ ზნეობრივად ქცევის ვალდებულებას. ზნეობრივად სავალდებულო მოქმედების შესრულება კი არ შეიძლება განვიხილოთ თავისუფლების შეზღუდვად. სწორედ ასეთი ვალდებულება უნდა დაუპირისპირდეს მჩუქებლის მიერ გაღებულ ქონებრივ სიკეთეს. ნაჩუქრობის ეს იდეალურ-სამართლებრივი ნიშანთვისება აუცილებლად გასათვალისწინებელია 529-ე მუხლის კონსტიტუციურობის შეფასებისას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, რაც მოსარჩელემ ვერ შეძლო ზემოაღნიშნული სამართლებრივი საფუძვლებით.
შესაბამისად სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ-----–---- ძ------–---–ის სარჩელი მინდო-ბილობის ნაწილობრივ გაუქმების, ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობის თაობაზე დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
7.1 საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადებით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 150 ლარის ოდენობით უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც გასაჩივრდება ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სარჩელი არ დაკმაყოფილდა უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2--- წლის 1-----------–-- განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც მოპასუხე მ----- მ------–-–---–ს (პნ 0----------) აეკრძალა უძრავი ქონების მდებარე: თბილისი, დ------–---–-- (შ-------) N---- საკადასტრო კოდით N 0--1--0--0---0-- მის საკუთრებაში არსებული წილიდან შენობა N 1 - ში მდებარე ოთახი N-- და ოთახი N-- -ის გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა;
სარეზოლუციო ნაწილი
სასა--რთლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 55-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 259-ე, 2591-ე, 364-ე, 365-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1. ნ-----–---- ძ------–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2--- წლის 1-----------–-- განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც მოპასუხე მ----- მ------–-–---–ს (პნ 0----------) აეკრძალა უძრავი ქონების მდებარე: თბილისი, დ------–---–-- (შ-------) N--, საკადასტრო კოდით N 0--1--0--0---0-- მის საკუთრებაში არსებული წილიდან შენობა N--ში მდებარე ოთახი N- და ოთახი N- -ის გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე თამარ ჩიხლაძე