გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
210210017002174556
საქმე № 2/881-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
30.07.2018 წ. ქ.სიღნაღი
შესავალი ნაწილი
სიღნაღის რაიონული სასამართლო
მოსამართლე მერაბ ღვინიაშვილი
სხდომის მდივანი ნანა გოშნიაშვილი
მოსარჩელე - სს ,,ტე-------ი”;
წარმოამდგენელი - ან---------ე.
მოპასუხეები - ვა–--------–---–---–ი; კა----------------–---–ი;
ვა–--------–---–---–ის წარმომადგენელი-რო-–-----------–---–ი
დავის საგანი - თანხის დაკისრება და იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია.
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
მოპასუხეებს ვა–--------–---–---–ს და კა----------------–---–ს მოსარჩელე - სს ,,ტ-----------”-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 12522.66 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 8009.97 აშშ დოლარი, სარგებელი 4512.69 აშშ დოლარი.
დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოთ მიექცეს იპოთეკით დათვირთული შემდეგი უძრავი ქონება: სიღნაღის რაიონი ქ--–----–------- დაზუსტებული ფართი 894 კვ.მ. , შენობა ნაგებობა №1 188 კვ.მ (განაშენიანების ფართი), ს/კ 5-.0-.5-.1--. თუ ვერ მოხერხდება იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია და/ან რეალიზაციით მიღებული თანხა სრულად არ დაფარავს დაკისრებულ დავალიანებას, თანხის ამოღება განხორციელდეს მოპასუხე ვა–--------–---–---–ის საკუთრებაში არსებული სხვა ქონებიდან.
მოსარჩელეს მოთხოვნა ემყარება შემდეგ ფაქტებსა და გარემოებებს:
2012 წლის 13 დეკემბერს სს ,,ტ----------”(ყოფილი სს ,,კ-----------------------“) და ვა–--------–---–---–ს შორის გაფორმდა გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელს გაეხსნა საკრედიტო ხაზი 15 000 (თხუთმეტი ათასი) აშშ დოლარზე, მოქმედების ვადა 4 წელი, საპროცენტო განაკვეთი 36%; პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ვადაგადაცილებული თანხის 0,5%.
ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად 2012 წლის 13 დეკემბერს ბანკსა და მოპასუხეებს შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება და იპოთეკით დაიტვირთა კა----------------–---–ის საკუთრებაში არსებული შემდეგი უძრავი ქონება: სიღნაღის რაიონი ქ--–----–------- ქუჩა ს-----–---–---------------- დაზუსტებული ფართობი 894.00 კვ.მ. შენობა-ნაგებობა - №1 888 კვ.მ. (განაშენიანების ფართი) მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი - 5-.0-.5-.1--.
გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების ფარგელბში 2013 წლის 18 დეკემბერს ვა–--------–---–---–სა და სს ,,კ-----------------------’’ შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება კრედიტის თანხა 15 000 აშშ დოლარი, საბანკო კრედიტის დაფარვის ვადა 1 წელი, საპროცენტო განაკვეთი 18%, პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ვადაგადაცილებული თანხის 0,5%. ხელშეკრულებით შეთანხმებული გრაფიკის შესაბამისად მსესხებელს კრედიტის თანხა უნდა დაებრუნებინა სამ ნაწილად, კერძოდ პირველი გადახდა უნდა განეხორციელებინა 2014 წლის 20 ოქტომბერს 5837.36 აშშ დოლარის ოდენობით, მეორე გადახდა - 2014 წლის 20 ოქტომბერს 5837.36 აშშ დოლარის ოდენობით, ხოლო მესამე გადახდა 2014 წლის 18 დეკემბერს 5 837.35 აშშ დოლარის ოდენობით.
მოპასუხის მიერ დარღვეულ იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. 2017 წლის 15 ნოემბრის მდგომარეობით დავალიანება შეადგენს 12522.66 აშშ დოლარს, საიდანაც ძირი თანხაა 8 009.97 აშშ დოლარი, სარგებელი 4 512.69 დოლარი.
2. მოპასუხეთა პოზიცია
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ არ არსებობს ბანკსა და ვა–--------–---–---–ს შორის დადებული ხელსეკრულება.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2012 წლის 13 დეკემბერს სს ,,ტ----------”(ყოფილი სს ,,კ-----------------------“) და ვა–--------–---–---–ს შორის გაფორმდა გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელს გაეხსნა საკრედიტო ხაზი 15 000 (თხუთმეტი ათასი) აშშ დოლარზე, მოქმედების ვადა მაქსიმუმ 4 წელი, საპროცენტო განაკვეთი 36%; პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ვადაგადაცილებული თანხის 0,5%.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2012 წლის 13 დეკემბერს სს ,,ტ----------”(ყოფილი სს ,,კ-----------------------“) და ვა–--------–---–---–ს შორის გაფორმებული გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება (ს/ფ 15-18)
3.1.2. ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად 2012 წლის 13 დეკემბერს ბანკსა და მოპასუხეებს შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება და იპოთეკით დაიტვირთა კა----------------–---–ის საკუთრებაში არსებული შემდეგი უძრავი ქონება: სიღნაღის რაიონი ქ--–----–------- ქუჩა ს-----–---–---------------- დაზუსტებული ფართობი 894.00 კვ.მ. შენობა-ნაგებობა - №1 888 კვ.მ. (განაშენიანების ფართი) მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი - 5-.0-.5-.1--;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2012 წლის 13 დეკემბერს ბანკსა და მოპასუხეებს შორის გაფორმებული იპოთეკის ხელშეკრულება(ს.ფ 21-25)
3.1.3. გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების ფარგელბში 2013 წლის 18 დეკემბერს ვა–--------–---–---–სა და სს ,,კ-----------------------’’ შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება კრედიტის თანხა 15 000 აშშ დოლარი, საბანკო კრედიტის დაფარვის ვადა 1 წელი, საპროცენტო განაკვეთი 18%, პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ვადაგადაცილებული თანხის 0,5%. ხელშეკრულებით შეთანხმებული გრაფიკის შესაბამისად მსესხებელს კრედიტის თანხა უნდა დაებრუნებინა სამ ნაწილად, კერძოდ პირველი გადახდა უნდა განეხორციელებინა 2014 წლის 20 ოქტომბერს 5837.36 აშშ დოლარის ოდენობით, მეორე გადახდა - 2014 წლის 20 ოქტომბერს 5837.36 აშშ დოლარის ოდენობით, ხოლო მესამე გადახდა 2014 წლის 18 დეკემბერს 5 837.35 აშშ დოლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილება(საქმე #2/515-15(ს/ფ 26-35)
3.1.4. მოპასუხის მიერ დარღვეულ იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. 2017 წლის 15 ნოემბერის მდგომარეობით დავალიანება შეადგენს 12 522.66 აშშ დოლარს, საიდანაც ძირი თანხაა 8 009.97 აშშ დოლარი, სარგებელი 4 512.69 აშშ დოლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-ცნობა დავალიანების შესახებ(ს/ფ 39)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის შესაბამისად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ხოლო 327-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, კი, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. ამდენად, ხელშეკრულების დადების უმთავრეს წინაპირობას წარმოადგენს მხარეთა ნება, კერძოდ, მხარეები თავად იღებენ გადაწყვეტილებას ხელშეკრულების დადების თაობაზე და თავად განსაზღვრავენ მის პირობებს. იმ შემთხვევაში, თუ მხარეებს შორის ვერ ხორციელდება შეთანხმება ხელშეკრულების პირობების თაობაზე ხელშეკრულება არ შეიძლება მიჩნეულ იქნას დადებულად. ამდენად, ხელშეკრულების დადების ძირითად პირობას წარმოადგენს მხარეთა ნების თანხვედრა. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობა აღიარებული იქნა სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილებით(საქმე #2/515-15).
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 286-ე, 301-ე, 327-ე, 317-ე, 867-ე, 316-ე, 361-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებით. 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით, კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. ხოლო 623-ე მუხლის მიხედვით, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. 625-ე მუხლის თანახმად, კი, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეებს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა სესხის ხელშეკრულების საფუძველზე. მოპასუხემ არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოთხოვნა მოპასუხეებზე მითითებული თანხის გადახდის ვალდებულების დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
6.2. სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით . ამავე კოდექსის 301 -ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2012 წლის 13 დეკემბერს ბანკსა და მოპასუხეებს შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება და იპოთეკით დაიტვირთა კა----------------–---–ის საკუთრებაში არსებული შემდეგი უძრავი ქონება: სიღნაღის რაიონი ქ--–----–------- ქუჩა ს-------–---–---------------. სოფელი კ--–------, დაზუსტებული ფართობი 894.00 კვ.მ. შენობა-ნაგებობა - №1 888 კვ.მ. (განაშენიანების ფართი) მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი - 5-.0-.5-.1--; ვინაიდან მოვალემ სს ,,ტ-----------’’-ს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა ბანკი უფლებამოსილია მოითხოვოს იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია, რაც ქონების რეალიზაციის ნაწილში სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველს წარმოადგენს.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გაადწყვეტილებით დაკმაყოფილდა, ხოლო მოპასუხეს _ სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს ეთქვა უარი.
აღნიშნულ შემთხვევაში სარჩელი დაკმაყოფილდა რის გამოც მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ მისთვის თანხის გადახდა სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში 995.51 ლარის ოდენობით.
8. უზრუნველყოფის ღონისძიება
სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 53-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მოსარჩელე სს ,,ტ----------''-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს.
1.1. მოპასუხე ვა–--------–---–---–ს მოსარჩელე - სს ,,ტ-----------”-ს სასარგებლოდ დაეკისროს 12 522.66 (თორმეტი ათას ხუთას ოცდაორი ლარი და 66 ცენტი) აშშ დოლარის ოდენობით თანხის გადახდა.
1.2. დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოთ მიექცეს კა----------------–---–ის საკუთრებაში არსებული შემდეგი უძრავი ქონება: სიღნაღის რაიონი ქ--–----–------- ქუჩა ს-----–---–------------------, დაზუსტებული ფართობი 894.00 კვ.მ. შენობა-ნაგებობა - №1 888 კვ.მ. (განაშენიანების ფართი) მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი - 5-.0-.5-.1--;
თუ ვერ მოხერხდება იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია და/ან რეალიზაციით მიღებული თანხა სრულად არ დაფარავს დაკისრებულ დავალიანებას, თანხის ამოღება განხორციელდეს მოპასუხის საკუთრებაში არსებული სხვა ქონებიდან.
2. მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროთ 995.51 (ცხრაას ოთხმოცდათხუთმეტი და 51) ლარის გადახდა.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით სიღნაღის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სიღნაღის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძლება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მერაბ ღვინიაშვილი