გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 19.07.2018
საქმის ნომერი
831310218002445899
კატეგორია
დავის ტიპი
საპენსიო, შეღავათები და დახმარებები
თარიღი
19.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 831310218002445899

საქმე №3/5-2018

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

19 ივლისი, 2018 წელი ქ. ბაღდათი

ბაღდათის მაგისტრატი სასამართლო

მოსამართლე მანანა ნიკაჭაძე

სხდომის მდივანი ირმა ჭუმბაძე

მოსარჩელე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბაღდათის რაიონული

განყოფილება

წარმომადგენელი - მ------ მშ---–----ე

წარმომადგენელი - ვ----–-- ჭრ--–-–---–ი

მოპასუხე - ი-----–- ენ----–--ე

დავის საგანი: - უკანონოდ მიღებული ფულადი სოციალური დახმარებისა და ზედმეტად მიღებული პენსიის დაბრუნება სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. დაეკისროს მოპასუხე ი-----–- ენ----–--ეს უკანონოდ მიღებული ფულადი სოციალური დახმარების (საარსებო შემწეობის) 120 (ასოცი) ლარისა და ზედმეტად მიღებული საპენსიო პაკეტის თანხის 630.26 (ექვსასოცდაათი ლარი და ოცდაექვსი თეთრი) ლარის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ანაზღაურება.

 

მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, ი-----–- ენ----–--ის ოჯახი სოციალურად დაუცველთა ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში დარეგისტრირებული იყო 2006 წლის სექტემბრიდან როგორც სოციალური დახმარების (საარსებო შემწეობა) მიმღები. სოციალური მომსახურების სააგენტოს ბაღდათის რაიონული განყოფილებისათვის სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 01 მარტის N 04/12019 წერილით ცნობილი გახდა ქ. ბაღდათში შ------ პირველი შესახვევი #6-ში მცხოვრები ი-----–- ენ----–--ის ოჯახის წევრის მ-----–- ენ----–--ის გარდაცვალების შესახებ. 2018 წლის 28 მარტს N 04-06-07/438 წერილით და 2018 წლის 28 მარტს N 04-06-07/611 წერილით მოპასუხე ი-----–- ენ----–--ის ოჯახს გაეგზავნა შეტყობინებები აღედგინა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უკანონოდ მიღებული საარსებო შემწეობა 120 ლარი. ბაღდათის რაიონულ განყოფილებას 2018 წლის 01 მაისს #816 განცხადებით მომართა ი-----–- ენ----–--ემ, სადაც მან აღიარა ზედმეტად აღებული სოციალური დახმარების 120 (ასოცი) ლარის შესახებ და აღნიშა თანხის უკან დაბრუნების მატერიალური საშუალება არ გააჩნია.

 

ი-----–- ენ----–--ის დედა მ-----–- ენ----–--ე (პირადი N-----------) ღებულობდა საპენსიო პაკეტს. მ-----–- ენ----–--ე გარდაიცვალა 2017 წლის მარტის თვეში. სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 01 მარტის N04/12019 წერილის საფუძველზე ბაღდათის რაიონული განყოფილების მიერ 2018 წლის 01 მარტს მიღებული იქნა გადაწყვეტილება N2018/2 გარდაცვალების გამო მ-----–- ენ----–--ის საპენსიო პაკეტის შეწყვეტის თაობაზე. მ-----–- ენ----–--ის ანგარიშზე გარდაცვალების შემდგომ 2017 წლის აპრილიდან 2018 წლის იანვრის თვის ჩათვლით ჩარიცხულია 1800 ლარი, აღნიშნული თანხიდან ბანკმა სახელმწიფო ბიუჯეტში დააბრუნა 1169,74, მოპასუხეს დასაბრუნებელი დარჩა 630.26 ლარი. რომლის შესახებ 2018 წლის 29 მარტს გაეგზავნა N04-06-07/440 შეტყობინება, ზედმეტად აღებული საპენსიო თანხის სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნების შესახებ. ბაღდათის რაიონულ განყოფილებას მოპასუხე ი-----–- ენ----–--ემ 2018 წლის 01 მაისს N816 განცხადებით მომართა სადაც მან აღიარა, რომ გააჩნია ფულადი დავალიანება მაგრამ თანხის უკან დაბრუნების საშუალება არ გააჩნია.

 

მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე ი-----–- ენ----–--ეს სარჩელი თანდართულ მასალებთან ერთად გაეგზავნა და ბაღდათის რაიონული სამმართველოს საშუალებით ჩაბარდა პირადად, თუმცა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ათი დღის ვადაში შესაგებელი არ წარმოუდგენია. მოპასუხე ასევე არ გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე. შესაბამისად მისი პოზიცია სარჩელთან დაკავშირებით სასამართლოსათვის უცნობია.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები.

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მოპასუხე ი-----–- ენ----–--ის ოჯახი დარეგისტრირებული იყო სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებდა საარსებო შემწეობის თანხას 2006 წლის სექტემბრიდან;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- გადაწყვეტილება

- მხარის ახსნა-განმარტებები (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი),3.1.2. სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 01 მარტის #04/12019 წერილით ამავე სააგენტოს ბაღდათის განყოფილებისათვის ცნობილი გახდა ი-----–- ენ----–--ის ოჯახის წევრიც გარდაიცვალა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- 2018 წლის 01 მარტის #04/12019 წერილი.

- მხარის ახსნა-განმარტებები.

 

3.1.3. მოპასუხე ი-----–- ენ----–--ეს სმს ბაღდათის რაიონული განყოფილების მიერ გაეგზავნა წერილობითი შეტყობინებები საარსებო შემწეობის შეწყვეტისა და უკანონოდ მიღებული საარსებო შემწეობის თანხის 120 ლარის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უკან დაბრუნების შესახებ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- 2018 წლის 28 მარტის #04/06/07/438 წერილი.

- 2018 წლის 01 მაისის #04/06/07/611 წერილი.

- მხარის ახსნა-განმარტებები.

 

3.1.4. ი-----–- ენ----–--ემ 2018 წლის 01 მაისს #816 განცხადებით მომართა ი-----–- ენ----–--ემ, სადაც მან აღიარა ზედმეტად აღებული სოციალური დახმარების 120 (ასოცი) ლარის შესახებ და აღნიშა თანხის უკან დაბრუნების მატერიალური საშუალება არ გააჩნია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- 2018 წლის 01 მაისს #816 განცხადება

- მხარის ახსნა-განმარტებები

 

3.1.5. მ-----–- ენ----–--ეს 2011 წლის 23 თებერვალს დაენიშნა სახელმწიფო გასაცემელი ასაკით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- ბაღდათის რაიონული განყოფილების 2011 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილება.

- მხარის ახსნა-განმარტებები.

 

3.1.6. სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 01 მარტის 04/12019 წერილის საფუძველზე ბაღდათის რაიონული განყოფილების მიერ 2018 წლის 01 მარტს მიღებული იქნა გადაწყვეტილება გარდაცვალების გამო მ-----–- ენ----–--ის საპენსიო პაკეტის შეწყვეტის შესახებ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- ბაღდათის რაიონული განყოფილების 2018 წლის 01 მარტის 04/12019 წერილი.

- ბაღდათის რაიონული განყოფილების 2018 წლის 01 მარტის 2018/2 წერილი.

- მხარის ახსნა-განმარტებები.

 

3.1.7. მ-----–- ენ----–--ის გარდაცვალების შემდგომ 2017 წლის აპრილიდან 2018 წლის იანვრის თვის ჩათვლით ჩაერიცხა 1800 ლარი. აღნიშნული თანხიდან ბანკმა სახელმწიფო ბიუჯეტში დააბრუნა 1169,74.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- მხარის ახსნა-განმარტებები.

 

3.1.8. მოპასუხეს გაეგზავნა 2018 წლის 29 მარტს #04-06-07/440 შეტყობინება, ზედმეტად აღებული საპენსიო თანხის სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნების შესახებ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- ბაღდათის რაიონული განყოფილების 2018 წლის 29 მარტს #04-06-07/440 შეტყობინება.

- მხარის ახსნა-განმარტებები.

 

3.1.9. 2018 წლის 01 მაისს #816 განცხადებით მომართა ი-----–- ენ----–--ემ, სადაც მან აღიარა ზედმეტად ღებული თანხის შესახებ და აღნიშა რომ თანხის უკან დაბრუნების მატერიალური საშუალება არ გააჩნია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- 2018 წლის 01 მაისს #816 განცხადება

- მხარის ახსნა-განმარტებები

 

3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებებს მხარე სადაოდ არ ხდის.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

- ,,ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილება;

- საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილება;

- ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ’’ საქართველოს კანონი,- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი,- საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი,- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. ,,ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილების მე-6 მუხლის (ოჯახის უფლება-მოვალეობანი) პირველი ნაწილის ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტების თანხმად განაცხადის შევსება და სააგენტოში ჩაბარება ადასტურებს, რომ ოჯახი თანახმაა: რომ სააგენტომ ნებისმიერი წყაროდან მოიპოვოს საჭირო ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება ოჯახის ან მისი ცალკეული წევრ(ებ)ის იდენტიფიკაციას, ფინანსურ და ქონებრივ მდგომარეობას, პერსონალურ და სხვა მონაცემებს, რაც უკავშირდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციას; ოჯახის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის, დემოგრაფიული (ოჯახის წევრთა რაოდენობის გაზრდა ან შემცირება) ან სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეცვლის შესახებ აცნობოს სააგენტოს ამ ცვლილებიდან ერთი თვის ვადაში;

 

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილების მე-6 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად საარსებო შემწეობის ოდენობა ერთსულიანი ოჯახისათვის არის 60 (სამოცი) ლარი, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ორ და მეტსულიანი ოჯახების შემთხვევაში ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ერთსულიანი ოჯახისათვის დადგენილი საარსებო შემწეობის ოდენობას მეორე და ოჯახის ყოველ მომდევნო თითოეულ წევრზე ემატება 48 ლარი.

ამავე დებულების მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების თანახმად სააგენტო უფლებამოსილია: ა) სისტემატურად შეამოწმოს საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახი (ოჯახის გაერთიანების ან გაყოფის, ოჯახის წევრთა სოციალური სტატუსის, დასაქმების, რაოდენობის და/ან ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის სხვა არსებითი ცვლილებების გამოსავლენად); ბ) არსებული/გამოვლენილი ფაქტების გათვალისწინებით მიიღოს გადაწყვეტილება შემწეობის დანიშვნის, დანიშვნაზე უარის თქმის, შეჩერების, შეწყვეტის, ზედმეტად გაცემული შემწეობის დაქვითვის (უკან დაბრუნების) ან/და შემწეობის ოდენობის გადაანგარიშების შესახებ;

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილების მე-10 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახი ვალდებულია: დაუყოვნებლივ აცნობოს სააგენტოს ოჯახის წევრთა შემადგენლობაში მომხდარი ცვლილებები (წევრის გარდაცვალება, დაბადება, ქორწინება, საზღვარგარეთ სამ თვეზე მეტი ვადით წასვლა და სხვ.);

ამავე დებულების მე-11 მუხლის მე-16 პუნქტის თანახმად, ზედმეტად დარიცხული საარსებო შემწეობის დაქვითვა (უკან დაბრუნება) შესაძლებელია სააგენტოს გადაწყვეტილებით ოჯახისათვის დანიშნული საარსებო შემწეობიდან.

 

დასახელებულ ნორმათა ანალიზი ცხადყოფს, რომ სოციალური მომსახურეობის სააგენტოს ბაღდათის განყოფილება ვალდებულია აცნობოს სააგენტოს იმ გარემოების დადგომის შესახებ, რომელსაც თან სდევს ფულადი დახმარების გაცემის შეწყვეტა, ამ გარემოების წარმოშობიდან არა უგვიანეს ერთი თვის ვადაში; ასევე სააგენტო უფლებამოსილია ზედმეტად დარიცხული დახმარების დაქვითვა (უკან დაბრუნება) განახორციელოს ოჯახისათვის საარსებო შემწეობიდან.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ი-----–- ენ----–--ის ოჯახი იყო რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში. ასევე დადგენილია რომ ი-----–- ენ----–--ის ოჯახის წევრი მ-----–- ენ----–--ე (პ/ნ 0----------) გარდაიცვალა 2017 წლის მარტის თვეში, რის შესახებაც ოჯახი ვალდებული იყო აღნიშნულის შესახებ ეცნობებინა სააგენტოსათვის ამ გარემოების წარმოშობიდან არა უგვიანეს ერთი თვისა.

 

ამდენად დადგენილია, რომ ბენეფიციარის ი-----–- ენ----–--ის ოჯახზე თანხის ჩარიცხვა განხორციელდა სათანადო სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, რადგან აღარ არსებობდა უფლებამოსილი ორგანოს იმ ვალდებულების წარმოშობის საფუძველი, რომლის ძალითაც იგი ახდენდა მოპასუხის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვას. აქედან გამომდინარე, მოსარჩელეს უფლება აქვს უსაფუძვლო გამდიდრების მარეგულირებელ ნორმებზე დაყრდნობით მოითხვოს მოპასუხისათვის უსაფუძვლოდ ჩარიცხული თანხების უკან დაბრუნება.

 

6.2. ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ’’ საქართველოს კანონი არეგულირებს სახელმწიფო პენსიაზე (შემდგომში – პენსია) უფლების წარმოშობის საფუძვლებს, განსაზღვრავს პენსიის ოდენობას, მისი ადმინისტრირების ორგანოს, ადგენს პენსიის დანიშვნის, გაცემის, მისი შეჩერების, განახლებისა და შეწყვეტის წესსა და პირობებს, არეგულირებს პენსიის მიღებასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს.

 

ამ კანონის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, პენსიის გაცემა შეწყდება: პენსიონერის გარდაცვალებისას – აღნიშნული საფუძვლის წარმოშობის თვის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან;

 

დადგენილია, რომ მოპასუხე ი-----–- ენ----–--ის დედა მ-----–- ენ----–--ე ღებულობდა საპენსიო პაკეტს, მ-----–- ენ----–--ე გარდაიცვალა 2017 წლის მარტში, რომლის შემდგომაც მოპასუხემ კვლავ აიღო გარდაცვლილის პენსიის თანხა.

 

6.3. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გარდა ადმინისტრაციული კანონმდებლობისა, გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმები, რომელიც ასევე არეგულირებს მოცემულ ურთიერთობას. სასამართლო განმარტავს, რომ განსახილევლ შემთხვევაში გამოყენებულ უნდა იქნას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ის ნორმები, რომლებიც არეგულირებს უსაფუძვლო გამდიდრებას, რომელთა თანახმადაც პირის მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის სახეზე უნდა იყოს გარკვეული კუმულატიური წინაპირობები, კერძოდ: ა) მოპასუხე უნდა გამდიდრდეს; ბ) მოპასუხის გამდიდრება უნდა გამოიწვიოს მოსარჩელის ქმედებამ, - ქმედებასა და შედეგს შორის უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი; გ) მოპასუხის გამდიდრება, როგორც შედეგი, უნდა იყოს უკანონო, ანუ მას არ უნდა ჰქონდეს კანონისმიერი შესაძლებლობა კომპენსაციის გარეშე მიითვისოს აღნიშნული ქონება. რომელიმე ამ პირობის არარსებობა გამორიცხავს უსაფუძვლო გამდიდრების საფუძველზე პირის მოთხოვნის დაკმაყოფილებას, ამიტომ ცალ-ცალკე და ერთობლივად უნდა დადგინდეს თითოეული მათგანის არსებობა.

 

განსახილველ შემთხვევაში სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მოპასუხემ მოსარჩელისაგან მიიღო კონკრეტული ოდენობის თანხა, რასაც ცხადია მოჰყვებოდა მისი გამდიდრება, რაც, როგორც აღინიშნა, გამოწვეული იყო მოსარჩელის ქმედებით. ამასთან, საყურადღებოა ისიც, რომ თანხის გადარიცხვა ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე განხორციელდა, შესაბამისად, მოპასუხის გამდიდრება და მიზეზობრივი კავშირის არსებობა მოსარჩელის ქმედებასა და მოპასუხის გამდიდრებას შორის უდავოდ სახეზეა. ასევე, არ იკვეთება გამდიდრების ანაზღაურების გარეშე მითვისების შესაძლებლობის კანონისმიერი თუ სახელშეკრულებო საფუძვლები. ამდენად, სავსებით შესაძლებელია სადავო ურთიერთობის მოსაწესრიგებლად ზიანის ანაზღაურების მარეგულირებელი ნორმების გამოყენება, კერძოდ კი, სამოქალაქო კოდექსის 317-ე და 394-ე მუხლებით. მოპასუხემ მოსარჩელისგან ყოველგვარი საფუძვლის გარეშე მიიღო თანხა, რითაც ზიანი მიადგა სახელმწიფო ბიუჯეტს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის და 979-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში, უკან დაბრუნების მოთხოვნა ვრცელდება შეძენილზე, მიღებულ სარგებელზე, ასევე სხვა ყველაფერზე, რაც მიმღებმა შეიძინა მიღებული საგნის განადგურების, დაზიანების ან ჩამორთმევის სანაცვლო ანაზღაურების სახით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის მოთხოვნათა თანახმად, თუ მხარის მიერ მოხდა ისეთი გარემოების არსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებს, სასამართლო უფლებამოსილია აღნიშნული აღიარება მიიჩნიოს საკმარის მტკიცებულებად და იგი საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.

 

დადგენილია, რომ ი-----–- ენ----–--ემ 2018 წლის 01 მაისს #816 განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბაღდათის რაიონული განყოფილებას, სადაც მან აღიარა ზედმეტად მიღებული თანხის შესახებ.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სოციალური მომსახურების სააგენტოს სარჩელი საფუძვლიანია, იგი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო

აღნიშნულის გათვალისწინებით მხარები სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ მოთხოვნაზე გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

7.2. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელე სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ,,უ’’ ქვეპუნქტის თანახმად გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თანახმად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილისა, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. შესაბამისად, მოპასუხე ი-----–- ენ----–--ეს უნდა გადახდეს სახელმწიფო ბაჟის თანხა 50 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-9, მე-12, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბაღდათის რაიონული განყოფილების უფროსის ე---–---- ლო----ს სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. მოპასუხე ი-----–- ენ----–--ეს დაეკისროს უკანონოდ მიღებული ფულადი სოციალური დახმარების - 120 (ასოცი) ლარის ანაზღაურება სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თანხის შეტანა მოხდეს შემდეგ ანგარიშებზე: ბანკის კოდი - TRESGE22, ანგარიშის ნომერი - GE 24NB0330100200165022, სახელმწიფო შემოსულობების სახაზინო კოდი - 302003460.

 

3. მოპასუხე ი-----–- ენ----–--ეს დაეკისროს უკანონოდ მიღებული საპენსიო პაკეტის - 630.26 ლარის ანაზღაურება სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თანხის შეტანა მოხდეს შემდეგ ანგარიშებზე: ბანკის კოდი - TRESGE22, ანგარიშის ნომერი - GE 24NB0330100200165022, სახელმწიფო შემოსულობების სახაზინო კოდი - 302003460.

 

4. მოპასუხე ი-----–- ენ----–--ეს გადახდეს სახელმწიფო ბაჟი 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. ქ.ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32) ბაღდათის მაგისტრატი სასამართლოს მეშვეობით (მის. ქ. ბაღდათი, ვაჟა-ფშაველას ქუჩა №7) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში.

 

მანანა ნიკაჭაძე

მოსამართლე