გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/859-16
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
26.07.2018 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე - მალხაზ ჩუბინიძე
სხდომის მდივანი - გიორგი ესაძე
მოსარჩელე - სს ”პრ----------------ი’’
წარმომადგენელი - ლ---- გვ-------ე
მოპასუხე - შპს ,,გ----“; გოჩა გ------ა
ადვოკატი - შორენა ს------–--ე
მოპასუხე - დ----- გ--------ე; თ----- რ------ე; ზ--- ს--------ე; შ--–-ა ს--------ე; გიული კ-------ე
დავის საგანი - თანხის დაკისრება; იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია.
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. სს ,,პრ----------------სა და შპს ,,გ----“-ს შორის 2013 წლის 10 ოქტომბერს გაფორმებული №1.761 გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების შეწყვეტა.
1.2.მოპასუხეებზე მოსარჩელის სასარგებლოდ 137.550.26 ლარის სოლიდარულად გადასახდელად დაკისრება.
1.3. ვალის ნებაყოფლობით გადაუხდელობის შემთხვევაში განხორციელდეს იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონებების: მდებარე ქ. ქუთაისი, ი-------------------------- მესაკუთრე შ--–-ა ს--------ე (პ/ნ 6----------) ს/კ. 0-------------------
მდებარე ქ. ქუთაისი, ი-------------------------- მესაკუთრე შ--–-ა ს--------ე (პ/ნ 6----------) ს/კ. 0------------------;
მდებარე ქ. ქუთაისი, ლ------------------------ მესაკუთრე გ---- გ------ა (პ/ნ 6----------) ს/კ. 0------------------;
მდებარე ქ. ქუთაისი, ლ------------------------ მესაკუთრე გ---- გ------ა (პ/ნ 6----------) ს/კ. 0-------------------
მდებარე ქ. ქუთაისი, ლეონიძის ქ. N31 ა/ქ. ქუთაისი გ-------–---------------------- ს/კ. მესაკუთრე გ----–- კ-------ე (პ/ნ 6----------) ს/კ. 0------------------) -რეალიზაცია და ამოღებული თანხიდან მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილება.
1.4.ვალის ნებაყოფლობით გადაუხდელობის შემთხვევაში, განხორციელდეს გ---- გ------ას, ზ--- ს--------ის, დ----- გ--------ის და თ----- რ------ის საკუთრებაში არსებული უძრავ მოძრავი ქონების რეალიზაცია და ბანკის მოთხოვნის დაკმაყოფილება.
1.5.მოპასუხეებზე მოსარჩელის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების 4.126.50 ლარის გადასახდელად დაკისრება.
1.6.გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემა.
მოსარჩელის განმარტებით, 2013 წლის 10 ოქტომბერს სს ,,პრ----------------ს’’ და შპს ,,გ----“-ს შორის დადებული იქნა №1.761 გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება.
2014 წლის 14 მარტს გაფორმდა შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება № 1.6405 რომლის საფუძველზეც მან მიიღო კრედიტი 144.000.00 ლარის ოდენობით წლიური 13.75 % სარგებლის დარიცხვით, 36 თვის ვადით. ასევე გაფორმდა შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება №1.6406, რომლის საფუძველზე მიიღო 29.000 ლარი 36 თვის ვადით წლიური 13.75% დარიცხვით. გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება უზრუნველყოფილია იპოთეკის ხელშეკრულებებით, კერძოდ - იპოთეკით დაიტვირთა მოპასუხეთა საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებები: მდებარე ქ. ქუთაისი, ი-------------------------- მესაკუთრე შ--–-ა ს--------ე (პ/ნ 6----------) ს/კ. 0-------------------
მდებარე ქ. ქუთაისი, ი-------------------------- მესაკუთრე შ--–-ა ს--------ე (პ/ნ 6----------) ს/კ. 0------------------;
მდებარე ქ. ქუთაისი, ლ------------------------ მესაკუთრე გ---- გ------ა (პ/ნ 6----------) ს/კ. 0------------------;
მდებარე ქ. ქუთაისი, ლ------------------------ მესაკუთრე გ---- გ------ა (პ/ნ 6----------) ს/კ. 0-------------------
მდებარე ქ. ქუთაისი, ლეონიძის ქ. N31 ა/ქ. ქუთაისი გ-------–---------------------- ს/კ. მესაკუთრე გ----–- კ-------ე (პ/ნ 6----------) ს/კ. 0------------------).
სესხი ასევე უზრუნველყოფილია გ---- გ------ას, ზ--- ს--------ის, დ----- გ--------ის და თ----- რ------ის სოლიდარული ვალდებულებით.
მოპასუხეებს დავალიანების სრულად დაფარვისათვის გადასახდელი აქვთ 137.550.26 ლარი; საიდანაც 92.991.69 ლარი შეადგენს კაპიტალს, 42.345.18 ლარი წარმოადგენს პროცენტს ვადის ბოლომდე, ხოლო 2213.39 ლარი კი შეადგენს ჯარიმას. მოპასუხეებს გაეგზავნათ შეტყობინებები დავალიანების დროულად დაფარვის მოთხოვნით. სესხი ვადაგადაცილებაშია 15.02.2016 წლიდან.
2. მოპასუხეთა პოზიცია:
2.1. მოპასუხეებმა: შპს ,,გ----“; გ---- გ------ამ, ადვოკატი- შ------ა ს------–--ე, დ----- გ--------ემ, თ----- რ------ემ, ზ--- ს--------ემ, შ--–-ა ს--------ემ, გ----–- კ-------ემ მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი სრულად ცნეს.
3.2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1 დადგენილია, რომ 2013 წლის 10 ოქტომბერს სს ,,პრ----------------ს’’ და შპს ,,გ----“-ს შორის დადებული იქნა №1.761 გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება. 2014 წლის 14 მარტს გაფორმდა შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება № 1.6405 რომლის საფუძველზეც მან მიიღო კრედიტი 144.000.00 ლარის ოდენობით წლიური 13.75 % სარგებლის დარიცხვით, 36 თვის ვადით.
ასევე გაფორმდა შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება №1.6406, რომლის საფუძველზე მიიღო 29.000 ლარი 36 თვის ვადით წლიური 13.75% დარიცხვით.
მტკიცებულება:
- 2013 წლის 10.10. გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება №1.761.
- 2014 წლის 14 მარტის შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება № 1.6405.
- 2014 წლის 14 მარტის კრედიტის დაფარვის გრაფიკი.
3.1.2. გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება უზრუნველყოფილია იპოთეკის ხელშეკრულებებით, კერძოდ - იპოთეკით დაიტვირთა მოპასუხეთა საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებები: მდებარე ქ. ქუთაისი, ი-------------------------- მესაკუთრე შ--–-ა ს--------ე (პ/ნ 6----------) ს/კ. 0-------------------
მდებარე ქ. ქუთაისი, ი-------------------------- მესაკუთრე შ--–-ა ს--------ე (პ/ნ 6----------) ს/კ. 0------------------;
მდებარე ქ. ქუთაისი, ლ------------------------ მესაკუთრე გ---- გ------ა (პ/ნ 6----------) ს/კ. 0------------------;
მდებარე ქ. ქუთაისი, ლ------------------------ მესაკუთრე გ---- გ------ა (პ/ნ 6----------) ს/კ. 0-------------------
მდებარე ქ. ქუთაისი, ლეონიძის ქ. N31 ა/ქ. ქუთაისი გ-------–---------------------- ს/კ. მესაკუთრე გ----–- კ-------ე (პ/ნ 6----------) ს/კ. 0------------------).
სესხი ასევე უზრუნველყოფილია გ---- გ------ას, ზ--- ს--------ის, დ----- გ--------ის და თ----- რ------ის სოლიდარული ვალდებულებით.
მტკიცებულება:
- 2013 წლის 10 ოქტომბრის იპოთეკის ხელშეკრულებები.
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.
3.1.3. სესხის უზრუნველყოფის მიზნით, სს ,,პრ----------------სა’’ და გ---- გ------ას, ზ--- ს--------ეს, დ----- გ--------ეს და თ----- რ------ეს შორის 2013 წლის 10 ოქტომბერს გაფორმდა სოლიდარული ვალდებულების ხელშეკრულება.
მტკიცებულება:
2013 წლის 10 ოქტომბრის ხელშეკრულება სოლიდარული ვალდებულების შესახებ.
3.1.4. მოპასუხეების დავალიანება შეადგენს - 137.550.26 ლარს; საიდანაც 92.991.69 ლარი შეადგენს კაპიტალს, 42.345.18 ლარი წარმოადგენს პროცენტს ვადის ბოლომდე, ხოლო 2213.39 ლარი კი შეადგენს ჯარიმას. მოპასუხეებს გაეგზავნათ შეტყობინებები დავალიანების დროულად დაფარვის მოთხოვნით. სესხი ვადაგადაცილებაშია 15.02.2016 წლიდან.
მტკიცებულება:
- ცნობა დავალიანების შესახებ.
3.1.5. მოპასუხე მხარეებს გაეგზავნათ გაფრთხილების წერილები ვალდებულების შესრულების მიზნით.
მტკიცებულება:
- გაფრთხილების წერილები.
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები.
3.2.1. მოპასუხეებმა მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი სრულად ცნეს.
3.2.2.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3.2 მუხლით მოპასუხე უფლებამოსილია ცნოს სარჩელი. ამავე საპროცესო კოდექსის 208.3 მუხლით თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება სასამართლოში მიმდინარეობს შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპების დაცვით, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა, რაც სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველია წარმოადგენს მოსარჩელის მხრიდან მისთვის მინიჭებული საპროცესო სამართლებრივი უფლების რეალიზაციას, რის გამოც სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი 137.550.26 (ას ოცდაჩვიდმეტი ათას ხუთას ორმოცდაათი მთელი და ოცდაექვსი მეასედი) ლარის ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს მოპასუხეების მიერ სარჩელის ცნობის გამო.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე დადასტურებულია მოპასუხეების ვალდებულებები მოსარჩელის წინაშე, რაც მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების საფუძველია.
5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208.3 მუხლით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 361-ე, 411-ე, 427-ე, 868-ე, 891-ე, 895-ე, 898-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
მოცემულ შემთხვევაში მხარეებს შორის სასესხო ურთიერთობის საფუძველი გახდა 2013 წლის 10 ოქტომბერს სს ,,პრ----------------ს’’ და შპს ,,გ----“-ს შორის დადებული №1.761 გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება.
ასევე იმავე მხარეებს შორის 2014 წლის 14 მარტს გაფორმდა შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება № 1.6405, რომლის საფუძველზეც შპს ,,გ----“-მ მიიღო კრედიტი 144.000.00 ლარის ოდენობით წლიური 13.75 % სარგებლის დარიცხვით, 36 თვის ვადით.
ასევე გაფორმდა შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება №1.6406, რომლის საფუძველზე მიიღო 29.000 ლარი 36 თვის ვადით წლიური 13.75% დარიცხვით.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა).
6.3. ამავე კოდექსის 301-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე მუხლის 11 ნაწილის თანახმად, მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით მოპასუხეებთან გაფორმებულ იქნა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც იპოთეკით დაიტვირთა მათ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქ. ქუთაისი, ი-------------------------- მესაკუთრე შ--–-ა ს--------ე (პ/ნ 6----------) ს/კ. 0-------------------
მდებარე ქ. ქუთაისი, ი-------------------------- მესაკუთრე შ--–-ა ს--------ე (პ/ნ 6----------) ს/კ. 0------------------;
მდებარე ქ. ქუთაისი, ლ------------------------ მესაკუთრე გ---- გ------ა (პ/ნ 6----------) ს/კ. 0------------------;
მდებარე ქ. ქუთაისი, ლ------------------------ მესაკუთრე გ---- გ------ა (პ/ნ 6----------) ს/კ. 0-------------------
მდებარე ქ. ქუთაისი, ლეონიძის ქ. N31 ა/ქ. ქუთაისი გ-------–---------------------- ს/კ. მესაკუთრე გ----–- კ-------ე (პ/ნ 6----------) ს/კ. 0------------------
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ამავე კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
დადგენილია, რომ სესხის უზრუნველყოფის მიზნით, სს ,,პრ----------------სა’’ და გ---- გ------ას, ზ--- ს--------ის, დ----- გ--------ის და თ----- რ------ეს შორის 2013 წლის 10 ოქტომბერს გაფორმდა სოლიდარული ვალდებულების ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც იკისრეს სოლიდარული პასუხისმგებლობა ძირითად მოვალესთან ერთად.
6.5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3.2 მუხლით მოპასუხე უფლებამოსილია ცნოს სარჩელი. ამავე საპროცესო კოდექსის 208.3 მუხლით თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება სასამართლოში მიმდინარეობს შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპების დაცვით, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა, რაც სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველია წარმოადგენს მოსარჩელის მხრიდან მისთვის მინიჭებული საპროცესო სამართლებრივი უფლების რეალიზაციას, რის გამოც სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეების მიერ სასარჩელო მოთხოვნის ცნობის გამო, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს 137.550.26 ლარის დაკისრების ნაწილში, რადგან კონკრეტულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხეებმა არ შეასრულეს ვალდებულება.
6... საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11ნაწილით - ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევაზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები. აღსრულება არ შეჩერდება ამავე დავის საგანზე მესამე პირის სარჩელის საფუძველზედაც.
6.7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, მხარე თვითონ განსაზღვრავს, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მის მოთხოვნას და რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები, ხოლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე სასამართლო თვლის, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო პროცესის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
ამავე კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
განსახილველ შემთხვევაში მოპასუხეებმა მოსამზადებელ სხდომაზე მთლიანად ცნეს სარჩელი, შესაბამისად სს ,,პრ----------------ს’’ უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა 4.126.50 ლარი.
8. უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.
8.1. უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 208-ე, 243-244-ე, 247-248-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. დაკმაყოფილდეს სს ,,პრ----------------ი” -ს სარჩელი.
2. შეწყდეს სს ,,პრ----------------ი“-ს და შპს ,,გ----“-ს შორის 2013 წლის 10 ოქტომბერს გაფორმებული №1.761 გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება.
3. დაეკისროს მოპასუხეებს სოლიდარულად მოსარჩელის სასარგებლოდ - 137.550.26 (ას ოცდაჩვიდმეტი ათას ხუთას ორმოცდაათი მთელი და ოცდაექვსი მეასედი) ლარის გადახდა.
4. ვალის ნებაყოფლობით გადაუხდელობის შემთხვევაში, განხორციელდეს იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაცია მდებარე: ქ. ქუთაისი, ი-------------------------- მესაკუთრე შ--–-ა ს--------ე (პ/ნ 6----------) ს/კ. 0-------------------
მდებარე ქ. ქუთაისი, ი-------------------------- მესაკუთრე შ--–-ა ს--------ე (პ/ნ 6----------) ს/კ. 0------------------;
მდებარე ქ. ქუთაისი, ლ------------------------ მესაკუთრე გ---- გ------ა (პ/ნ 6----------) ს/კ. 0------------------;
მდებარე ქ. ქუთაისი, ლ------------------------ მესაკუთრე გ---- გ------ა (პ/ნ 6----------) ს/კ. 0-------------------
მდებარე ქ. ქუთაისი, ლეონიძის ქ. N31 ა/ქ. ქუთაისი გ-------–---------------------- ს/კ. მესაკუთრე გ----–- კ-------ე (პ/ნ 6----------) ს/კ. 0------------------).
5. ვალის ნებაყოფლობით გადაუხდელობის შემთხვევაში, განხორციელდეს გ---- გ------ას, ზ--- ს--------ის, დ----- გ--------ეს და თ----- რ------ის საკუთრებაში არსებული უძრავ მოძრავი ქონების რეალიზაცია და ბანკის მოთხოვნის დაკმაყოფილება.
4. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად და გაიცეს სააღსრულებო ფურცელი.
5. სს ,,პრ----------------ი”-ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ 2016 წლის 06 მაისს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა 4.126.50 ლარი, რომელიც ამოირიცხოს შემდეგი ანგარიშიდან ბიუჯეტის შემოსულობების ერთიან ანგარიში TBCBGE22, სახელმწიფო ხაზ--- ბანკის კოდი TRESGE22, საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი 300183150;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით;
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მალხაზ ჩუბინიძე