განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100118002244741
საქმეN1-5/18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
30.07. 2018 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლო
სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ვიოლეტა ფორჩხიძე
სხდომის მდივანი - ხატია დევაძე
ბრალდების მხარე
პროკურორი - ად--–----–--------ა
დაცვის მხარე
1. ბრალდებული: გე-------------–--ი (დასწრების გარეშე)
მამის სახელი: ალ----
დაბადებული: 1--02.1979 წელი
პირადი ნომერი: 6---------7
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება:ს-–----–--
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლობა: მქონე
რეგისტრაციის/ფაქტობრივი მისამართი: ქ. ბათუმი, ან-------------–--–----------------
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით.
ბრალდებულის დამცველი - მე-----------ე
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე N171211217004
1.აღწერილობით სამოტივაციო ნაწილი
სასამართლომ დაადგინა:
1.1. სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით ნასამართლევმა გე-------------–--მა ნასამართლობის გაქარწყლებამდე გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეიძინა და ინახავდა, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, საერთო წონით 0,008 გრამ ნარკოტიკულ საშუალება ბუპრენორფინის შემცველ ერთ აბს, რაც 2017 წლის 22 დეკემბერს, გე-------------–--ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად იქნა ამოღებული.
1.2. სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით ნასამართლევმა გე-------------–--მა ნასამართლობის გაქარწყლებამდე ექიმის დანიშნულების გარეშე უკნონოდ მოიხმარა ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინი, რაც დაუდგინდა ნარკოლოგიური შემოწმების ექსპერტიზის შედეგად 2017 წლის 22 დეკემბერს.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ნარკოტიკული საშუალებისუკანონოდ შეძენა, შენახვა, იმის მიერ ვისაც წინათ
ჩადენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის
XXXIII თავით გათვალისწინებული დანაშაული;
ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ მოხმარება,ასეთი ქმედებისათვის ნასამართლევი პირის მიერ;
2.1. რე------------ის ინფორმაციული პატაკით 21.12.2017წ, დადგენილია, რომ ქ. ბათუმში, ან----ს პირველი შესახვევი N4-----ში, გე-------------–--ი, რომელიც არის ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ მომხმარებელი, თავის საცხოვრებელ სახლში უნდა ინახავდეს ნარკოტიკულ საშუალებას. ( ი.ხ ს/ფ - 2)
2.2. მოწმის სახით დაკითხვისას რე------------ემ განაცხადა, რომ 2017 წლის 21 დეკემბერს მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, მასზედ რომ ბათუმში ან----ს პირველი შესახვევი #4-----ში მცხოვრები გენადი კარტაშევი უნდა ინახავდეს ნარკოტიკულ საშუალებას მის სახლში და ასევე ის უნდა იმყოფებოდეს ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ; პატაკით მოახსენა ხელმძღვანელობას და დაიკითხა მოწმის სახით; (იხ ოქმი 02.52018წ 15:29:37სთ-15:32:50სთ)
2.3. მოწმე პა-------------ემ განაცხადა, რომ გამომძიებელმა ავ--------–-------–---–მა გამოკითხა გე-------------–--ის საცხოვრებელი ადგილის თაობაზე ინფორმაცია, მისი სამოქმედო ტერიტორიაა და დაუდასტურა, რომ გე-------------–--ი ცხოვრობს ბათუმის ან----ს პირველი შესახვევი #4------–-----; ამ მისამართზე ცხოვრობს მისი დედა, და მეუღლე და ასევე ჩაწერილია ორი პირი; (იხ სასამართლოს სხდომის ოქმი 15.05.2018წელი 16:27:54სთ-16:30:36სთ)
2.4. მოწმე ჯარ-------–--ემ განმარტა, რომ სასამართლოს განჩინების საფუძველზე 22 დეკემბერს გამომძიებელ ავ--------–-------–---–თან, ჯა---–------–---–თან, ალ---------------------ესთან და ჯა------–------სთან ერთად გავიდა გე-------------–--ის საცხოვრებელ სახლში სადაც ასევე მივიდნენ ექსპერტები და გამომძიებელმა გე-------------–--ს განუმარტა, რომ განჩინების საფუძველზე უნდა მომხდარიყო საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა; ასევე აცნობა ვიდეოგადაღებასთან დაკავშირებით; გე-------------–--მა თანხმობა განაცხადა ჩხრეკაზეც და საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობის გადაღებაზეც; გამომძიებლის მიმართვის საფუძველზე - თუ ინახავდა ნარკოტიკულ საშუალებას, ან რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთს, - მან თავად მიუთითა სამზარეულო ოთახში არსებულ ხის პატარა სკამზე, სადაც მისივე განმარტებით ის ინახავდა ნარკოტიკულ საშუალებას; მისივე მითითების თანახმად სკამის ფეხთან მოთავსებული სამალავიდან ამოღებული იქნა ერთი ცალი კონვალუტის მონაჭერი - ერთი აბი; გაგრძელდა ჩხრეკა, რის შედეგადაც ამოიღეს პისტოლეტის მსგავსი საგანი და ერთჯერადი შპრიცები, ასევე რამდენიმე ცალი ე.წ. „პეპელა“; ამ საგამოძიებო მოქმედებას ესწრებოდნენ ასევე ექსპერტები; მათ ამოღებული ნივთები დაასურათეს და დალუქეს; გე-------------–--ი გადაიყვანეს სამმართველოში და შემდეგ ნარკოლოგიური შემოწმების ჩატარების მიზნით; მას შემოწმებისას დაუდგინა ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი; ჩხრეკის დროს როგორც ახსოვს სახლში იმყოფებოდა ბრალდებულის დედა და მეუღლე; (იხ სასამართლოს სხდომის ოქმი 24.05.2018წელი 14:29:06-14:34:43სთ)
2.5. მოწმის სახით დაკითხვისას ჯა------–------მ ანალოგიური განმარტება მისცა და დაადასტურა იგივე სახით გარემოებები; (იხ სასამართლოს სხდომის ოქმი 15.05.2018წელი 16:17:51სთ-16:24:51სთ);
2.6. იგივე გარემოებები დაადასტურა და ანალოგიური ჩვენება მისცა საქმის განხილვისას მოწმე ჯა---–------–---–მა (იხ სასამართლოს სხდომის ოქმი 19.07.2018წელი);
2.7. მოწმის სახით დაკითხვისას რო-–-----------ემ და მა--------------ემ განმარტეს., რომ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს შემოვიდა შეტყობინება და შეტყობინების საფუძველზე ან----ს პირველ შესახვევში ბინა 4-----ში გავიდნენ ; იქ დახვდათ გამომძიებელი, მან განაცხადა, რომ ჩხრეკა უნდა ჩატარებულიყო გე-------------–--ის საცხოვრებელ სახლში; გამომძიებელმა ასევე ბრალდებულს განუმარტა ჩასატარებელი საგამოძიებო მოქმედების შესახებ და მისცა წინადადება, თუკი ჰქონდა რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი, წარმოედგინა; გე-------------–--მა თავად აღიარა, რომ სამზარეულოში პატარა ზომის სკამში ინახავდა ნარკოტიკულ ნივთიერებას და ის ნებაყოფლობით წარმოადგინა; სკამის შიდა გულში გაკეთებული იყო სამალავი; იქ აღმოჩნდა ერთი კონვალუტა ერთი ბუდით;
ამის შემდეგ გაგრძელდა ჩხრეკა; ბრალდებულის საძინებელ ოთახში ამოღებული იქნა პისტოლეტის მსგავსი საგანი, ისიც დასურათდა და დაილუქა; ასევე ამოღებული იქნა ოთხი ცალი შპრიცი ე.წ. „პეპელათი“ და დაილუქა; ამოიღეს ხის სკამიც; (იხ სასამართლოს სხდომის ოქმი 24.05.2018წელი 14:36:42სთ-14:39:19სთ; 14:41:26სთ-14:46:44სთ);
2.8. დისტანციური წესით მოწმის სახით დაკითხვისას ექსპერტმა კა--------------ამ დაადასტურა იგივე გარემოებები და მისცა ანალოგიური ჩვენება; (იხ სასამართლოს სხდომის ოქმი; 20.07.2018წ; 12:42:01სთ-12-58:02სთ)
2.9. მოწმის სახით დაკითხვისას ავ--------–-------–---–მა განმარტა, რომ ის იყო საქმის ძირითადი გამომძიებელი, ყველა საგამოძიებო მოქმედება ჩატარებულია მის მიერ, ადასტურებს ყველა საგამოძიებო მოქმედების ავთენტურობას, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა, ბრალდებული დაკავება, ბრალის წარდგენა, მოპოვებული იქნა ყველა ინფორმაცია რაც საჭირო იყო საქმის საწარმოებლად, მან დანიშნა ექსპერტიზა და დაკითხა მოწმეები, გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა ოპერატიული ინფორმაცია; გე-------------–--ს რაიმე სახის წინააღმდეგობის გაწევას ადგილი არ ჰქონია, პირადად მან წარმოადგინა ნარკოტიკული საშუალება; საგამოძიებო მოქმედების გადაღება ხდებოდა ალ---------------------ის მიერ; ბრალდებულს ამის თაობაზე განემარტა (იხ სასამართლოს სხდომის ოქმი 15.05.2018წელი 16:32:39სთ-16:37:22სთ)
2.10. მოწმე ალ---------------------ემ განაცხადა, რომ 2017 წლის 22 დეკემბერს გავიდა სხვა თანამშრომლებთან ერთად უნდა ეწარმოებინათ საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა; საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობა გადაიღო მის კუთვნილი მობილური ტელეფონით, ეს ინფორმაცია ჩაწერა და გადასცა გამომძიებელს, ტექნიკურად ანდროიდის სიტემაა; გადაღებული იქნა ვიდეოკამერით ანდროიდის მეხსიერებაში USB კაბელით კომპიუტერში გადმოიტანა და კომპიუტერიდან ჩაწერა დისკზე და მიაწოდა გამომძიებელს; გადაღება დაიწყო უშუალოდ ჩხრეკის დროს; (იხ სასამართლოს სხდომის ოქმი 21.06.2018წელი13:23:26სთ-13:33:03სთ);
2.11 ნარკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით N9------, 22.12.2017 დადგენილია, რომ გე-------------–--ი, ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგად იმყოფებოდა ნარკოტიკული საშუალება - ბუპრენორფინის, ტეტრაჰიდროკანაბინოლის (მარიხუანა) ზემოქმედების ქვეშ (იხ დასკვნა ს.ფ. 45);
2.12. მოწმის სახით დაკითხვისას ექსპერტმა რუ-----------–--–მა დაადასტურა მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნა და განმარტა, რომ გე-------------–--ი პოლიციის თანამშრომლების მიერ წარმოდგენილი იქნა ექსპერტიზის ბიუროში 2017 წლის 22 დეკემბერს, რა დროსაც მას ლაბორტორიული გამოკვლევის შედეგად დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალება - ბუპრენორფინის, ტეტრაჰიდროკანაბინოლის (მარიხუანა) მოხმარების ფაქტი. (იხ სასამართლოს სხდომის ოქმი: 24.05.2018წ; 14:26:18-14:27:02სთ);
2.13. ქიმიური ექსპერტიზის Nქ---- დასკვნით, 22.12.2017 წ დადგენილია, რომ სს N171211217004 საქმეზე წარდგენილი, გე-------------–--ის საცხოვრებელი სახლიდან ამოღებული:
სამარკო აღნიშნის ,,Suboxone…8mg/2mg.. buprenorphine/naloxone…Lot 712813…EXP …2020..ის მქონე კონვალუტის 1 (ერთი) ცალ მონაჭერში მოთავსებული, ლოგო N8-ის მქონე 1 (ერთი) ცალი, მთელი ტაბლეტი, წონით 0,4 გრამი შეიცავს 0,008 გრამ ნარკოტიკულ საშუალება - ბუპრენორფინს;
პოლიმერული მილით, სამაგრით და საინექციო ნემსით, ე.წ ,,პეპელათი’’აღჭურვილ 2,0 მლ მოცულობის ერთჯერადი მოხმარების შპრიცში და 3 (სამ) ცალ ე.წ ,,პეპელაში’’, რომლებიც აღჭურვილია პოლიმერული მილით, სამაგრით და საინექციო ნემსით, ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპულად აქტიური ნივთიერებების რაიმე კვლები არ აღმოჩნდა. ( ი.ხ ს/ფ 49-53);
2.14. მოწმის სახით დაკითხვისას მე---------–--ემ განაცხადა, რომ გამომძიებლის დადგენილების და წარმოდგენილი საკვლევი ობიექტების ანალიზის შემდეგ გაცემული იქნა დასკვნა ქ----; ორ ერთჯერად პაკეტში იყო წარმოდგენილი საკვლევი ობიექტები; პირველში აღმოჩნდა დაურღვეველი შემოგარსვის კონვალუტის ჩამონაწერი ერთი ცალი ბუდით; ერთი ცალი ორ მლ შპრიცი, პეპელათი და საინექციო მილით, ასევე ამავე შენაფუთში იდო სამი ცალი ე.წ. „პეპელა“
ობიექტები დათვალიერდა ჯერ ვიზუალურად და შემდეგ ტექნიკური საშუალებების გამოყენებით; ამის შემდეგ ჩატარდა ქიმიური ანალიზი და ბოლოს უფრო ღრმა კვლევა თხელფენოვანი ქრომოტოგრაფია, მოლეკულურ დონეზე დადგინა, რომ წარმოდგენილი სამარკო აღნიშვნის მქონე კონვალუტის ერთ ცალ მონაჭერში მოთავსებული ტაბლეტი შეიცავს 0.008 გრამ ბუპრენორფინს; საინექციო ნემსით და პეპელაში ნარკოტიკული საშუალებების რაიმე კვლები არ აღმოჩნდა; (იხ.სასამართლოს სხდომის ოქმი 24.05.2018წელი 14:15:36სთ-14:23:18სთ);
2.15. სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით დათვალიერებული იქნა საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი ხის პატარა სკამი, რომელშიც მოწყობილ სამალავში ინახებოდა ნარკოტიკული საშუალება; ასევე დათვალიერებული იქნა საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული სხვა ნივთები: ნარკოტიკული საშუალება, შპრიცები; (იხ ოქმი 21.06.2018წ 13:35:00სთ; ოქმი 30.07.2018წ);
2.16. ბრალდებულის დაკავების ოქმით დადგენილია, რომ საქართველოს შსს ბათუმის საქალაქო სამმართველოს გამომძიებლის ავ--------–-------–---–ის, გამომძიებლების ჯა------–-----ის და ჯა---–------–---–ის მონაწილეობით 2017 წლის 22 დეკემბერს, 12:23 საათზე დაკავებული იქნა გენადი ალ----ს ძე კარტაშევი, რომელიც იმყოფებოდა ქ. ბათუმში, ან----ს შესახვევი ქN------ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში. დაკავება განხორციელდა გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე.
2.17. საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმით, 22.12.2017 წ დადგენილია , რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 21 დეკემბრის განჩინების საფუძველზე, ბათუმის საქალაქო სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებლის ავ--------–-------–---–ის მიერ, ჯა------–-----ის (უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი), ჯა---–------–---–ის (უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი)ალ---------------------ის (გამომძიებელი), ჯარ-------–--ის (გამომძიებელი), რო-–-----------ის (ექსპერტი), კა--------------ას (ექსპერტი), მა--------------ის (ექსპერტი) მონაწილეობით, ქ.ბათუმი, ან----ს პირველი შესახვევი N------ში მდებარე გე-------------–--ის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული იქნა ჩხრეკა.
ჩხრეკა მიმდინარეობდა მშვიდ და წყნარ გარემოში, ყოველგვარი წინააღმდეგობის გაწევის გარეშე, წვიმიან ამინდში.
გე-------------–--ის მითითებით, ჩხრეკის შედეგად საცხოვრებელი სახლის სამზარეულო ოთახში მდებარე მაგიდის ქვეშ მდებარე ხის საჯდომი ჯორკოდან, სპეციალურ სამალავიდან, ამოღებული იქნა ქარხნული წესით დამზადებული ერთი ცალი ტაბლეტი, რომელიც კონვალუტაში იყო მოთავსებული წარწერით ,,suboxone’’, რაც ექსპერტების მიერ დასურათდა და დალუქული იქნა შსს სპეციალური პოლიეთილენის პარკში. ასევე, ექსპერტების მიერ დასურათდა ხის საჯდომი ჯორკო და დალუქული იქნა შსს სპეციალური პოლიეთილენის პარკში, რაზედაც გაკეთა შესაბამისი ხელმოწერები. გე-------------–--ის საძინებელ ოთახში მდებარე კარადის უჯრიდან ამოღებული იქნა პისტოლეტის მაგვარი საგანი წარწერით ELITEII ნომრით 16B34684, რაც ექსპერტების მიერ დასურათდა და დალუქული იქნა შსს სპეციალური პოლიეთილენის პარკში, რაზედაც გაკეთა შესაბამისი ხელმოწერები. იმავე ოთახის კარადი უჯრიდან ამოღებული იქნა ერთჯერადი შპრიცი, ოთხი ცალი თავისი გამჭვირვალე მილით, რაშიც მოჩანდა სითხე, რაც ექსპერტების მიერ დასურათდა და დალუქული იქნა შსს სპეციალური პოლიეთილენის პარკში, რაზედაც გაკეთა შესაბამისი ხელმოწერები.
საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა დაიწყო 2017 წლის 22 დეკემბერს 10:40 საათზე და დასრულდა 2017 წლის 22 დეკემბერს 12:20 საათზე ( ი.ხ ს/ფ 28-40).
2.18. ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნით #1---- 23.12.2017წ დადგენილია, რომ გე-------------–--ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული იარაღი არის ქარხნული წესით დამზადებული 4.5 მმ კალიბრის „BERETTA ELITE II “ მოდელის პნევმატური პისტოლეტი; იგი არ მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის; (იხ დასკვნა; ს.ფ. 58-59)
2.19. სასამართლო საქმის განხილვით დადასტურებულად მიიჩნევს ბრალდებულის მიმართ წარდგენილ ბრალს და განმარტავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 23-ე მუხლის მტკიცებულებააა – კანონით დადგენილი წესით სასამართლოში წარდგენილი ინფორმაცია, ამ ინფორმაციის შემცველი საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება ან სხვა ობიექტი, რომლის საფუძველზედაც მხარეები სასამართლოში ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს, სამართლებრივად აფასებენ მათ, ასრულებენ მოვალეობებს, იცავენ თავიანთ უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს, ხოლო სასამართლო ადგენს, არსებობს თუ არა ფაქტი ან ქმედება, რომლის გამოც ხორციელდება სისხლის სამართლის პროცესი, ჩაიდინა თუ არა ეს ქმედება გარკვეულმა პირმა, დამნაშავეა თუ არა იგი, აგრეთვე გარემოებებს, რომლებიც გავლენას ახდენს ბრალდებულის პასუხისმგებლობის ხასიათსა და ხარისხზე, ახასიათებს მის პიროვნებას. დოკუმენტი მტკიცებულებაა, თუ ის შეიცავს სისხლის სამართლის საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების დასადგენად საჭირო ცნობას. დოკუმენტად ითვლება ნებისმიერი წყარო, რომელშიც ინფორმაცია აღბეჭდილია სიტყვიერ-ნიშნობრივი ფორმით ან/და ფოტო-, კინო-, ვიდეო, ბგერისა თუ სხვა ჩანაწერის სახით ან სხვა ტექნიკური საშუალების გამოყენებით.
ხოლო მოწმის ჩვენება – მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
2.20. კონკრეტულ შემთხვევაში საქმის განხილვა მიმდინარეობდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმათა სრული დაცვით, თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებზე დაყრდნობით, რაც ნიშნავს იმას, რომ პროცესის შედეგი დამოკიდებული იყო მხოლოდ იმაზე, თუ როგორ დაასაბუთებდნენ მხარეები თავიანთ პოზიციას და რა მტკიცებულებებით დაადასტურებდნენ მათ.
2.21. სასამართლოს მიაჩნია, რომ დაცვის მხარის პოზიცია ბრალდებულის გე-------------–--ის უდანაშაულობის შესახებ მტკიცებულებით საფუძველს მოკლებულია და იგი არ გამომდინარეობს საქმის ირგვლივ შეკრებილი მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზიდან. კერძოდ, დაცვის მხარე მიუთითებს, რომ გე-------------–--ის მიმართ საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა კანონდარღვევით და საგამოძიებო მოქმედების ამსახველი ოქმები დაუშვებელი მტკიცებულებაა, რასაც სასამართლო ვერ გაიზიარებს, რადგან, საგამოძიებო მოქმედების ამსახველი ოქმები ზუსტად და თანმიმდევრულად ასახავს საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობას; მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული ვიდეომასალით ნათლადაა აღწერილი საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობა, გადაღების თაობაზე ინფორმირებული იყო ბრალდებული, რასაც დაეთანხმა, მიუხედავად იმისა, რომ ჩანაწერის ნაწილის დათვალიერება ხარვეზის გამო ვერ მოხერხდა, - დათვალიერებული და გამოკვლეული ნაწილით დასტურდება, რომ ბრალდებული თავად მიუთითებს საგამოძიებო მოქმედების ჩამტარებელ პირებს ხის სკამზე, სადაც, როგორც დადგენილია, აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალება; დადასტურებულია, რომ გე-------------–--ი საცხოვრებელ სახლში ინახავდა ნარკოტიკულ საშუალებას; საგულისხმოა, რომ საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას რაიმე სახის შენიშვნა არ დაფიქსირებულა; სახეზე იყო საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის სამართლებრივი საფუძველი: სასამართლოს განჩინება და თავად ბრალდებულის თანხმობა;
ასევე დადგენილია, რომ გე-------------–--ს ნარკოლოგიური შემოწმებით დაუდგინა ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი;
2.22. სასამართლოს დასკვნა გე-------------–--ის მიერ დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის თაობაზე, გარდა საგამოძიებო მოქმედების ჩამტარებელ პირთა მამხილებელი და თანმიმდევრული ჩვენებებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: საგამოძიებო მოქმედებების (საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმი, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა, ნარკოლოგიური გამოკვლევის დასკვნა, განაჩენები და სხვა ინფორმაციათა ერთობლიობა; საქმის განხილვისას გე-------------–--ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებული - კონვალუტის 1 (ერთი) ცალ მონაჭერში მოთავსებული, ლოგო N8-ის მქონე 1 (ერთი) ცალი, მთელი ტაბლეტი, წონით 0,4 გრამი შეიცავს 0,008 გრამ ნარკოტიკულ საშუალება - ბუპრენორფინს; ასევე ის იმყოფებოდა ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ;
2.23. საქართველოს კანონი „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“
აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების ბრუნვასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, ადგენს სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა ლეგალური ბრუნვის და მათი უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო პოლიტიკის სამართლებრივ საფუძვლებს და ნარკოლოგიური დახმარების პრინციპებს.
ნარკოტიკული საშუალებაა ბუნებრივი ან სინთეზური წარმოშობის ნივთიერება, ამ ნივთიერების შემცველი მცენარე ან პრეპარატი, რომელიც გაეროს შესაბამისი კონვენციების საფუძველზე შეტანილია საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნარკოტიკულ საშუალებათა I და II სიაში;
ამავე კანონის მე-3 მუხლის ჰ11 ნაწილის თანახმად, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების შენახვა არის ნებისმიერი გამიზნული ქმედება, რომელიც დაკავშირებულია სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების ფაქტობრივ ფლობასთან შენობაში, სამალავში ან სხვაგვარად, თუ ეს ქმედება დაკავშირებული არ არის მის გადატანასთან, მიუხედავად შენახვის ხანგრძლივობისა; ხოლო ჰ13 ნაწილის მიხედვით, მისი შეძენა არის სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების დაუფლება;
ამავე კანონის მე-4 მუხლის თანახმად სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებები, მათზე დამოკიდებულების ჩამოყალიბების მაღალი პოტენციალის, მათი გავრცელების, ზემოქმედების ხანგრძლივობის, სოციალური მნიშვნელობისა და ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობისათვის საშიშროების მიხედვით, შეტანილია საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა I, II, III და IV სიაში:
მოცემულ შემთხვევაში ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინი შეტანილია საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა II სიაში;
ამავე კანონის მე-6 მუხლის თანახმად უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებულ I, II და III სიაში შეტანილ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობები განისაზღვრება ამ კანონის №2 დანართით და მისი განუყოფელი ნაწილია;
დანართი #2-ის თანახმად, საქმეში წარმოდგენილი და გამოკვლეული ქიმიური ექსპერტიზის Nქ---- დასკვნით დადგენილია, რომ ამოღებული ნარკოტიკული საშუალებება არის ბუპრენორფინი;
ნარკოტიკული საშუალება ”ბუპრენორფინი” შეტანილია ბრუნვისათვის შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებების სია №2-ში, შეტანილია ბრუნვისათვის შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებების სიაში, რაც მიუთითებს მასზე, რომ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნარკოტიკული საშუალებებია და მისი შეძენა, შენახვა და მოხმარება საჭიროებს სპეციალურ ნებართვას.
ასეთი ნებართვა ბრალდებულ გე-------------–--ს არ ჰქონია.
2.24 ნარკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ გე-------------–--ი იმყოფებოდა ნარკოტიკული საშუალება - ბუპრენორფინის ზემოქმედების ქვეშ.
2.25. ”ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ჰ25 ნაწილის თანახმად უკანონო მომხმარებელია - პირი, რომელიც ექიმის დანიშნულების გარეშე მოიხმარს I, II ან III სიაში შეტანილ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებას, მაგრამ არა აქვს ჩამოყალიბებული მასზე დამოკიდებულება.
2.26. ნარკოტიკული საშუალებები - ,,ბუპრენორფინი’’ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნარკოტიკული საშუალებაა და მისი მოხმარება საჭიროებს ექიმის სპეციალურ ნებართვას.
2.27. გე-------------–--ს ექიმის სპეციალური ნებართვა ნარკოტიკული საშუალების ,,ბუპრენორფინის’’ მოხმარებისათვის არ აქვს.
2.28. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში გე-------------–--ი ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ მოხმარებისთვის მსჯავრდებული იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 04 აგვისტოს განაჩენით, ხოლო განმეორებით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ მოხმარება დაუდგინდა 2017 წლის 22 დეკემბერს.
2.29. ბრალდებული გე-------------–--ი 2017 წლის 22 დეკემბერს ითვლებოდა ნასამართლევად - ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ მოხმარებისათვის.
2.30. საქმეში წარმოდგენილი ცნობით ნასამართლობის თაობაზე დადგენილია, რომ გე-------------–--ი წარსულში ნასამართლევია საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის, და ნასამართლობა გაქარწყლებული არ არის, - შესაბამისად ქმედება დაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით.
2.31. ამდენად, სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, შინაგანი რწმენით შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი დამოკიდებულებისა და უტყუარობის თვალსაზრისით, და მივიდა დასკვნამდე, რომ აღნიშნულ ერთმანეთთან შეჯერებულ, ეჭვისგამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით დადასტურებულია, რომ ბრალდებულმა გე-------------–--მა ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა, იმის მიერ ვისაც წინათ ჩადენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII თავით გათვალისწინებული დანაშაული და ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ მოხმარება, ასეთი ქმედებისათვის ნასამართლევი პირის მიერ;
3. სამართლებრივი შეფასება
3.1. დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტი მოითხოვს, რომ მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ეჭვი გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. მტკიცებულებების ამგვარი ტესტით შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი, სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს პირის ქმედებას და დაეკისროს პასუხისმგებლობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს № 1/1/548 გადაწყვეტილება).
საქართველოს სისხლის სამართლოს საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანხმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
3.2. ზემოთაღნიშნული სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე, სასამართლო საქმის განხილვისას მოკვლეული მტკიცებულებების შესწავლით მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზე არის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა წარდგენილი ბრალდებით გე-------------–--ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, კერძოდ, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილია გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა გე-------------–--ის ბრალეულობაში, რის გამოც იგი დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ”ე” ქ/პუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებულ ბრალდებებში.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოება არ გამოვლენილა;
5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ბრალდებულის პიროვნებას;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს ასევე სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას; მოცემულ შემთხვევაში აშკარაა როგორც კერძო, ისე ზოგადი პრევენციის მიზნების შესრულების საჭიროება სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენების მიზნით ;
ბრალდებული წარსულში გასამართლებულია რა სხვადასხვა სახის განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის (მათ შორის ნარკოტიკული დანაშაულისთვის), ის სასჯელს იხდიდა თავისუფლების აღკვეთის სახითაც. აქედან გამომდინარე მის მიმართ განსაზღვრული სასჯელი არ უნდა იყოს მსუბუქი;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
სასამართლომ საქმეში Olsson v. Sweden განავითარა დაადგინა: „... აუცილებლობის ცნება გულისხმობს, რომ შეზღუდვა უნდა წარმოადგენდეს მწვავე სოციალურ საჭიროებას და განსაკუთრებით კი, პროპორციული უნდა იყოს დასახულ კანონიერ მიზანთან“.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Dudgeon v. the United Kingdom იმსჯელა შემწყნარებლობისა და ფართო აზროვნების შესახებ, როგორც დემოკრატიული საზოგადოების ორ ნიშან-თვისებაზე. მე-8 მუხლის კონტექსტში სასამართლომ ხაზი გაუსვა დემოკრატიულ საზოგადოებაში კანონის უზენაესობის მნიშვნელობას.
საქმეში Soering v. the United Kingdom სასამართლომ განაცხადა: „ის, რაც კონვენციას მუდმივად გასდევს, არის სამართლიანი ბალანსის ძიება საზოგადოების ზოგადი ინტერესის მოთხოვნებსა და ინდივიდის ფუნდამენტური უფლებების დაცვის მოთხოვნებს შორის.“
იმის დადგენა კი რამდენად არის საჭიროება თავისუფლების შეზღუდვის და ასევე პროპორციული ჩადენილ ქმედებასთან, როგორც თავად ბრალდებულის პიროვნების, ისე საქმის ყველა სხვა ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, - სახელმწიფოს სახელით განაჩენის დადგენისას სასამართლოს ეკისრება;
ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, გე-------------–--ს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას;
ამდენად, გე-------------–--ის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით ჯარიმა, ხოლო საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთის სახით, რაც ზ/მითითებული გარემოებების მხედველობაში მიღებით გამართლებულია და ის სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას;
საბოლოო სასჯელის ზომის განსაზღვრისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული, რომ გე-------------–--ი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 04 აგვისტოს განაჩენით მსჯავრდებულია სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრული აქვს 02 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად ჩათვლილი აქვს პირობითად 02 წლის გამოსაცდელი ვადით და ჯარიმა 2000 ლარი; დაშაულებრივი ქმედების ჩადენის მომენტისთვის ის აღრიცხვაზე იმყოფებოდა აჭარის პრობაციის ბიუროში. (იხ. აჭარის პრობაციის ბიუროს მომართვა).
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, სასამართლო, განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს.
სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი;
ასევე, გე-------------–--ს საქართველოს კანონის „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ თანახმად, ბრალდებულს უნდა ჩამოერთვას კანონით გათვალისწინებული უფლებები, ამავე კანონით დადგენილი ვადით;
6. ნივთმტკიცების საკითხი
მოცემულ საქმეზე ნივთიერ მტკიცებულებას წარმოადგენს _ გე-------------–--ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული ნარკოტიკული საშუალება - 0,008 გრამი ბუპრენორფინი, ერთჯერადი მოხმარების შპრიცი, 3 (სამი) ცალი ე.წ ,,პეპელა’’, რომელიც დალუქულ მდგომარეობაში ინახება საქართველოს შსს ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;
ნივთიერი მტკიცებულება - გე-------------–--ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული - ქარხნული წესით დამზადებული 4.5 მმ კალიბრის „BERETTA ELITE II “ მოდელის პნევმატური პისტოლეტი, რომელიც ერთ პაკეტად დალუქულ მდგომარეობაში ინახება საქართველოს შსს ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან კანონით დადგენილი წესით;
ნივთიერი მტკიცებულება - გე-------------–--ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს გადაღებული ვიდეოჩანაწერი სამ ცალ DVD დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, უნდა დაერთოს ამავე საქმეს საქმის შენახვის ვადით.
ნივთიერი მტკიცებულება - გე-------------–--ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული ხის პატარა სკამი(ე.წ. ,,ჯორკო’’), რომელიც დალუქულ მდგომარეობაში ინახება საქართველოს შსს ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან კანონით დადგენილი წესით;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 81-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით და საქართველოს კანონით ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ" და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბრალდებული გე-------------–--ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით და:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით გე-------------–--ს, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 04 აგვისტოს განაჩენით დანიშნული სასჯელი (პირობითი მსჯავრი 2 წელი, ჯარიმა 2000 ლარი);
საქართველო სსკ -ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა სრულად შთანთქოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 04 აგვისტოს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით ბრალდებულ გე-------------–--ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით.
გე-------------–--ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება ჩამოერთვას 10 წლის ვადით.
მსჯავრდებულ გე-------------–--ის მიმართ უფლებების შეზღუდვის ვადის ათვლა დაიწყოს თავისუფლების აღკვეთით დანიშნული სასჯელის მოხდის შემდეგ;
მსჯავრდებულ გე-------------–--ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გაუქმდეს.
მსჯავრდებულ გე-------------–--ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2017 წლის 22 დეკემბრიდან.
ნივთიერი მტკიცებულება - გე-------------–--ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული ნარკოტიკული საშუალება - 0,008 გრამი ბუპრენორფინი, ერთჯერადი მოხმარების შპრიცი, 3 (სამი) ცალი ე.წ ,,პეპელა’’, რომელიც დალუქულ მდგომარეობაში ინახება საქართველოს შსს ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;
ნივთიერი მტკიცებულება - გე-------------–--ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული - ქარხნული წესით დამზადებული 4.5 მმ კალიბრის „BERETTA ELITE II “ მოდელის პნევმატური პისტოლეტი, რომელიც ერთ პაკეტად დალუქულ მდგომარეობაში ინახება საქართველოს შსს ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან კანონით დადგენილი წესით;
ნივთიერი მტკიცებულება - გე-------------–--ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს გადაღებული ვიდეოჩანაწერი სამ ცალ DVD დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაერთოს ამავე საქმეს საქმის შენახვის ვადით.
ნივთიერი მტკიცებულება - გე-------------–--ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული ხის პატარა სკამი(ე.წ. ,,ჯორკო’’), რომელიც დალუქულ მდგომარეობაში ინახება საქართველოს შსს ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან კანონით დადგენილი წესით;
განაჩენი რეაგირებისათვის და აღსასრულებლად გადაეგზავნოს შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას და საქართველოს შსს ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს;
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი მხარეთა მიერ შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე