გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N2/4----17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
10 ივლისი 2--- წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს
სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე თამარ ჩიხლაძე
სხდომის მდივანი ანი ნადარეიშვილი
მოსარჩელე - შპს „ჯ------–ი“
წარმომადგენელი - ა--------–---
მოპასუხეები - ააიპ G---------------------------, გ------- კ---------ე
დავის საგანი - თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხეებს ააიპ G----------------------------ს და გ------- კ---------ეს სოლიდარულად დაეკისროთ 3 598 ლარის გადახდა;
1.2. 2--- წლის 1------------------ გადაწყვეტილების აღსრულებამდე პირგასამტეხლოს სახით ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის გადასახდელი თანხის 1%, რომელიც 2--- წლის 3---------- მდგომარეობით შეადგენს 4065.74 ლარს.
მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი: 2--- წლის 29------------ს შპს "ჯ------–სა" და ააიპ "G---------------------------"-ს შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება 2 ერთეულ მობილურ ტელეფონზე - I-------- 6- g- s----------ზე, რომლის საფუძველზეც ააიპ "G---------------------------"-მა იკისრა ვალდებულება ნასყიდობის საფასურის გადახდა ეწარმოებინა ხელშეკრულებით დადგენილი პირობების შესაბამისად, რაც გულისხმობდა მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერიდან 7 სამუშაო დღეში ქონების ღირებულების - 3 598 ლარის გადახდას. მყიდველმა დაარღვია 2--- წლის 29------------ის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და ხელშეკრულების საფუძველზე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაეკისრა პირგასამტეხლო გადასახდელი თანხის 1%.
მოსარჩელის განმარტებით, 2--- წლის 21-----------ს გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება შპს "ჯ------–სა" და გ------- კ---------ეს შორის რომელმაც იკისრა ვალდებულება, რომ უზრუნველყოფდა 6 152.58 ლარის გადახდას სამთვიანი გრაფიკის შესაბამისად, თუმცა მოსარჩელის განმარტებით თავდებმა დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და მას თანხა არ გადაუხდია. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს ძირი თანხის 3 598 ლარის და პირგასამტეხლოს 4 065.74 ლარის გადახდა. მოპასუხეებს არაერთხელ ეცნობათ დავალიანების შესახებ და ვინაიდან მათი მხრიდან ვალდებულების შესრულებას ადგილი არ ჰქონია.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხეების პოზიცია შპს „ჯ------–ი“-ს სარჩელთან მიმართებით.
მოპასუხემ წარმოდგენილი სარჩელი ცნო ნაწილობრივ და ითხოვა პირგასამტეხლოს შემცირება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2--- წლის 14-------- გადაწყვეტილებით მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება და დაკმაყოფილდა შპს „ჯ------–ი“-ს სარჩელი. ააიპ "G---------------------------"-ის და გ------- კ---------ეს შპს "ჯ------–ის" სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ ძირი თანხის 3 598 ლარის გადახდა. ააიპ "G---------------------------"-ის და გ------- კ---------ეს შპს "ჯ------–ის" სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ პირგასამტეხ-ლოს 200 ლარის გადახდა; ააიპ "G---------------------------"-ის და გ------- კ---------ეს შპს "ჯ------–ის" სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 288 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში;
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
უდავოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები არ არსებობს.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. პირგასამტეხლოს ოდენობა 2--- წლის 1------------------ გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის გადასახდელი თანხის 1 %, რაც 2--- წლის 3---------- მდგომაროებით შეადგენს 4065.74 ლარს შეუსაბამოდ მაღალია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის თანახმად „თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება.“ თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.
მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება და სარჩელი დაკმაყოფილდა. პირგასამტეხლოს დარჩენილ ნაწილში სასამართლო მოთხოვნას არ თვლის იურიდიულად გამართლებულად და მსჯელობს არსებითად.
საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო თვლის რომ სს „ჯ------–ის”-ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე, 418-ე, 420-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის, ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეებს მიერ ხელშეკრულებით შეთანხმებული იქნა პირგასამტეხლო ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯერო-ვანი შესრულებისათვის. მსესხებლის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს უფლება აქვს მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდა.
სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად, პირგასამტეხლო, რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობად განსაზღვრა 200 ლარი და მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაეკისრა მოწინააღმდეგე მხარეს. შესაბამისად, დარჩენილ ნაწილში არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
სახელმწიფო ბაჟის საკითხი გადაწყვეტილია თბილისის საქალაქო სასამართლოს 2--- წლის 14-------- დაუსწრებელი გადაწყვეტილებით.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს „ჯ------–ი“-ს სარჩელი პირგასამტეხლოს 3865.74 ლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში (თბილისი, გრ. რობაქიძის 7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.
3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე თამარ ჩიხლაძე