გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/6689-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
31 ივლისი, 2018 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ქეთევან მამაცაშვილი
სხდომის მდივანი - ანა ბაჩიაშვილი
მოსარჩელე - შპს ''გ--–----------–-----'';
წარმომადგენლები - მ---------------ე, გ---–-------------–--–---–ი, ვ----–----------ი;
მოპასუხე - ქ. თ---–----------–----–--------------ა;
წარმომადგენელი - ნ---------------–---–ი;
დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე ქ. თ---–----------–----–---------------- მოსარჩელის შპს ''გ--–----------–-----ს'' სასარგებლოდ დაეკისროს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების მიზნით 10 000 ლარის გადახდა.
სარჩელი დამყარებული შემდეგ ფაქტებსა და გარემოებებზე:
2016 წლის 16 ოქტომბერს, ქ. თ---–----------–----–----------------ა და შპს ''გ--–----------–----ს'' შორის გაფორმდა ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ. შესყიდვის ობიექტს წარმოადგენდა ჯო--------–-----------ნ თბ--–-------------–------------------------დე არსებული გამწვანებული ტერიტორიების აღდგენა, მოვლა-პატრონობის მომსახურების შესყიდვა. ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენდა 444 115.49 ლარს ყველა გადასახადის ჩათვლით. ხელშეკრულების მე-3 მუხლის, 3.1. პუნქტის შესაბამისად, მომსახურება უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულების გაფორმებიდან 2017 წლის 01 მაისის ჩათვლით, ხოლო ნერგების მიწოდება-დარგვა შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად, 2016 წლის 15 ოქტომბრიდან 2016 წლის 1 დეკემბრამდე ეტპობრივად, რაც მოსარჩელის მიერ განხორციელდა. ხელშეკრულების მე-4 მუხლი ითვალისწინებს გაწეული მომსახურების ხარისხსა და გარანტიას, რომლის შესაბამისადაც მოსარჩელემ აიღო ვალდებულება, რომ გაწეული მომსახურების ხარისხი უპასუხებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს და დააკმაყოფილებს შემსყიდველის მოთხოვნებს, ასევე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ყველა დარგულ ნერგს 100%-იანი გახარებით მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე გადასცემს შემსყიდველ ორგანიზაციას. მოსარჩელის მხრიდან ეს ვალდებულებები შესრულდა, რის შესაბამისადაც მოპასუხესთან გაფორმდა შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტები. ხელშეკრულების მე-7 მუხლი ითვალისწინებს ანგარიშსწორებას ეტაპობრივად, ფაქტიურად გაწეული მომსახურების შესაბამისად მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის ვადაში, მოსარჩელემ განახორციელა ანგარიშსწორება 7.3. პუნქტის შესაბამისად, მაგრამ პირველი და მეორე ეტაპი, ხოლო მესამე ეტაპი - დარჩენილი თანხის 25%-ის ანაზღაურება უნდა უზრუნველეყო 2017 წლის 10 დეკემბრამდე, რაც არ განხორციელდა. ნაცვლად ანგარიშსწორებისა, 2017 წლის 11 დეკემბერს, 2017 წლის 28 დეკემბერს და 2018 წლის 2 თებერვალს მოპასუხემ გაუგზავნა მიწერილობა მოსარჩელეს, რომლითაც აცნობა, რომ 2017 წლის 30 ნოემბერს ობიექტზე ჩატარებული მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ გამხმარი პირაკანტების ჩანაცვლება ხელშეკრულების 4.2. პუნქტით გათვალისწინებულ პერიოდში არ შესრულებულა და რომ მოახდინონ ზემოაღნიშნული მცენარეების ჩანაცვლება. ხოლო ვალდებულების შესრულებამდე მათ მიმართ განხორციელდება ხელშეკრულებით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციები. აღნიშნული ვალდებულება არ გამომდინარეობს ხელშეკრულების პირობებიდან და მოპასუხე ცდილობს თავიდან აირიდოს დარჩენილი ანგარიშსწორების ვალდებულება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხემ სარჩელთან დაკავშირებით წარმოადგინა შესაგებელი, რომლითაც სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ხელშეკრულების მიზნებისათვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, თუ რის გამო გახმა მცენარეები, რადგანაც საგარანტიო პერიოდის განმავლობაში მოსარჩელის ვალდებულებაა გამხმარი მცენარეების ახლით ჩანაცვლება. შესაბამისად იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელე ფლობს ინფორმაციას მცენარეთა გახმობის თაობაზე, არ ანაცვლებს მათ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში და ამავდროულად ითხოვს მესამე ეტაპით განსაზღვრულ თანხას, რომელიც ხელშეკრულების პირობების შესაბამისად კომპანიას გადაერიცხებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი 2017 წლის 1 დეკემბრამდე უზრუნველყოფდა გამხმარი მცენარეების ახლით ჩანაცვლებას, ცალსახად მიუთითებს შპს ''გ--–----------–-----ს'' არაკეთილსინდისერ ზრახვებზე და უსაფუძვლოდ გამდიდრების სურვილზე, რადგანაც წინამდებარე სარჩელის დაკმაყოფილებით მხარეს მიეკუთვნება თანხა ვალდებულების შეუსრულებლობის პირობებში, რა შემთხვევაშიც სახეზე იქნება მოსარჩელის უსაფუძვლო გამდიდრება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხე მიიჩნევს, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. დადგენილია, რომ 2016 წლის 16 ოქტომბერს, ქ. თ---–----------–----–----------------ა და შპს ''გ--–----------–----ს'' შორის გაფორმდა ხელშეკრულება ''სახელმწიფო შესყიდვის'' შესახებ. შესყიდვის ობიექტს წარმოადგენდა ჯო--------–-----------ნ თბ--–-------------–------------------------დე არსებული გამწვანებული ტერიტორიების აღგენა, მოვლა-პატრონობის მომსახურების შესყიდვა. ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენდა - 444 115.49 ლარს ყველა გადასახადის ჩათვლით.
3.1.2. დადგენილია, რომ ხელშეკრულების მე-3 მუხლის 3.1. პუნქტის შესაბამისად, მომსახურება უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულების გაფორმებიდან 2017 წლის 1 მაისის ჩათვლით, ხოლო ნერგების მიწოდება-დარგვა შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად, 2016 წლის 15 ოქტომბრიდან 2016 წლის 01 დეკემბრამდე ეტაპობრივად, რაც მოსარჩელის მიერ განხორციელდა.
3.1.3. დადგენილია, რომ ხელშეკრულების მე-4 მუხლი ითვალისწინებს გაწეული მომსახურეობის ხარისხს და გარანტიას, რომლის შესაბამისადაც მოსარჩელემ აიღო ვალდებულება, რომ გაწეული მომსახურების ხარისხი უპასუხებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს და დააკმაყოფილებს შემსყიდველის მოთხოვნებს. მოსარჩელემ ასევე აიღო ვალდებულება, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ყველა დარგულ ნერგს 100%-იანი გახარებით მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე გადასცემს შემსყიდველ ორგანიზაციას.
მოსარჩელის მხრიდან ეს ვალდებულებები შესრულდა, რის შესაბამისადაც მოპასუხესთან გაფორმდა შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტები, კერძოდ:
2016 წლის 1 დეკემბრის N40 მიღება-ჩაბარების აქტით დგინდება, რომ მოპასუხემ ჩაიბარა 84759.12 ლარის ღირებულების სამუშაო დღგ-ს ჩათვლით.
2016 წლის 23 დეკემბრის N45 მიღება-ჩაბარების აქტით დგინდება, რომ მოპასუხემ ჩაიბარა 80221.96 ლარის ღირებულების სამუშაო დღგ-ს ჩათვლით.
2017 წლის 01 თებერვლის N1 მიღება-ჩაბარების აქტით დგინდება, რომ მოპასუხემ ჩაიბარა 1245.68 ლარის ღირებულების სამუშაო დღგ-ს ჩათვლით.
2017 წლის 01 მარტის N2 მიღება-ჩაბარების აქტით დგინდება, რომ მოპასუხემ ჩაიბარა 8730.94 ლარის ღირებულების სამუშაო დღგ-ს ჩათვლით.
2017 წლის 29 მარტის N5 მიღება-ჩაბარების აქტით დგინდება, რომ მოპასუხემ ჩაიბარა 30980.76 ლარის ღირებულების სამუშაო დღგ-ს ჩათვლით.
2017 წლის 01 მაისი N7 მიღება-ჩაბარების აქტით დგინდება, რომ მოპასუხემ ჩაიბარა 51931.74 ლარის ღირებულების სამუშაო დღგ-ს ჩათვლით.
3.1.4. დადგენილია, რომ 2017 წლის 10 ნოემბერს, მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმდა შეთანხმება, რომლითაც ზემოაღნიშნული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ღირებულება შემცირდა - 64 247.45 ლარით და განისაზღვრა 379 868.54 ლარით. შეთანხმების მიხედვით, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ობიექტზე - ჯო--------–-----------ნ თბ--–-------------–------------------------დე არსებული გამწვანებული ტერიტორიების აღდგენა მოვლა-პატრონობის მომსახურება დასრულდა - 2017 წლის 1 მაისს.
3.1.5. დადგენილია, რომ 2017 წლის 1 მაისამდე მოპასუხემ გამოაცხადა ტენდერი კა---------------–--–-ს მიმდებარედ გამწვანებული ტერიტორიების მოვლა -პატრონობის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის შესახებ (რომელიც მოიცავდა ჯო--------–-----------ნ თბ--–-------------–------------------------დე არსებული გამწვანებული ტერიტორიების აღდგენა მოვლა-პატრონობის მომსახურების შესყიდვას). მოსარჩელემ მიიღო მონაწილეობა აღნიშნულ ელექტრონულ ტენდერში, მაგრამ მოხდა მისი დისკვალიფიკაცია დაბალი ფასის გამო. ყველზე დაბალი ფასი დააფიქსირა შპს ''------------+''-მა, თუმცა საბოლოოდ ამ ფირმის დისკვალიფიკაციაც მოხდა და კა---------------–--–-ს მიმდებარე გამწვანებული ტერიტორიების მოვლა - პატრონობა დარჩა მომსახურების გარეშე (მათ შორის, ჯო--------–-----------ნ თბ--–-------------–------------------------დე არსებული გამწვანებული ტერიტორიების მოვლა-პატრონობა).
3.1.6. დადგენილია, რომ 2017 წლის 30 მაისს, დარჩა რა ჯო--------–-----------ნ თბ--–-------------–------------------------დე არსებული გამწვანებული ტერიტორიების მოვლა-პატრონობის მომსახურეობა მომსახურების გარეშე, რაშიც უპირველესად მოსარჩელეების მიერ დარგული პირაკანტების მორწყვა შედიოდა, მოსარჩელემ, მიმართა განცხადებით მოპასუხეს, რითაც აცნობა შექმნილი სიტუაციის შესახებ, რომ 2016 წლის ნოემბრის თვეში მათ მიერ დარგული პირაკანტების მოწყვა დარჩა მომსახურების გარეშე და აგროტექნიკური ღონისძიებების გაუტარებლობა და მოურწყველობა გამოიწვევდა მათ ხმობას. ითხოვა ფაქტების დადასტურების მიზნით შესაბამისი წარმომადგენლის გამოყოფა და ადგილზე მდგომარეობის შესწავლა, რასაც არანაირი რეაგირება მოპასუხის მხრიდან არ მოჰყოლია.
3.1.7. დადგენილია, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის ანგარიშსწორება ხორციელდებოდა ეტაპობრივად, ფაქტიურად გაწეული მომსახურების შესაბამისად მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის ვადაში. მოსარჩელის მიერ მე-3 ეტაპის სამუშაოების დასრულების შემდეგ, კერძოდ: სრულად გახარებული და ჩანაცვლებული ნერგების რაოდენობის შესაბამისად, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 2017 წლის 10 დეკემბრამდე დარჩენილი 25%-ის მიღების ვალდებულება წარმოეშვა, ანგარიშსწორების ნაცვლად მოპასუხემ 2017 წლის 11 დეკემბერს აცნობა მოსარჩელეს, რომ 2017 წლის 30 ნოემბერს ობიექტზე ჩატარებული მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ გამხმარი პირაკანტების ჩანაცვლება ხელშეკრულების 4.2. პუნქტით გათვალისწინებულ პერიოდში (2017 წლის 1 დეკემბრამდე) არ შესრულებულა და ითხოვა მცენარეების ჩანაცვლება ისე, რომ არ გადაუგზავნია მონიტორინგის შედეგები, არ უცნობებია დეტალურად თუ კონკრეტულად სად, რა რაოდენობით იყო ჩასანაცვლებები პირაკანტები, იმ პირობებში, როდესაც ხელშეკრულების 5.4. პუნქტის შესაბამისად, შემსყიდველი უფლებამოსილია ნებისმიერ ეტაპზე მიმართოს პრეტენდენტს და მოახდინოს მისი ნერგების შემოწმება სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ პირობებთან მათი შესაბამისობის დადგენის მიზნით. აღნიშნული შემოწმება განხორციელდება შემსყიდველის მიერ საამისოდ გამოყოფილი ინსპექტირების ჯგუფის მიერ და გაფორმდება დათვალიერების აქტი (დასურათებული).
3.1.8. დადგენილია, რომ მოპასუხეს მოსარჩელისათვის მესამე ეტაპით გათვალისწინებული ანაზღაურება 10670 ლარის ოდენობით, არ აუნაზღაურებია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი, შესაგებელი, მხარეთა ახსნა-განმარტებები;
- 11.10.2016 წლის ხელშეკრულება, მომსახურების ხარჯთაღრიცხვა -ს .ფ. 15-27;
- მიღება- ჩაბარების აქტები - ს.ფ. 28-56;
- დეფექტური აქტი -ს ფ. 57;
- ინსპექტირების აქტი - ს.ფ. 58;
- 27.05.2017 წლის მიღება-ჩაბარების აქტი -ს.ფ. 59;
- 10.11.2017 წლის შეთანხმება, დანართი - ს.ფ. 62-69;
- სატენდერო კომისიის კრების ოქმები - ს.ფ. 71-76;
- 30.05.2017 წლის წერილი -ს.ფ. 77.
3. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. საქმეში არსებული მტკიცებულებების შესწავლისა და შეფასების შედეგად სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოპასუხის მხრიდან მოსარჩელის სასარგებლოდ ანაზღაურებას ექვემდებარება მესამე ეტაპის შესაბამისად, მხარის მიერ შესრულებული სამუშაოების ღირებულების ანაზღაურება 10 000 ლარის ოდენობით, რამდენადაც, საქმის მასალებით უტყუარად დასტურდება მოსარჩელის მიერ 2016 წლის 11 ოქტომბრის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად და ჯეროვნად შესრულების ფაქტი.
სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოში სამოქალაქო საქმეებზე სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპების დაცვით, რაც ასახვას ჰპოვებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3-4-ე და 102.1 მუხლებში, რომელთა მიხედვითაც მოსარჩელე განსაზღვრავს თუ სარჩელში მითითებული სასარჩელო მოთხოვნა რომელ ფაქტობრივ გარემოებაზე დაამყაროს, ხოლო მხარეებს ევალებათ დაამტკიცონ სარჩელში და შესაგებელში მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით უდავოდ დადგენილია, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 2017 წლის 27 მაისში გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი. მოპასუხემ ჩაიბარა სრულად გახარებული და ჩანაცვლებული ნერგები, ამასთან, ანგარიშსწორება უნდა მომხდარიყო 2017 წლის 10 დეკემბრამდე დარჩენილი 25%-ის ოდენობით, რაც მოპასუხის მიერ არ განხორციელებულა. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ სახეზეა მხარეებს შორის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა და ამ ვალდებულების დარღვევა მოპასუხის მხრიდან, სასამართლო მიუთითებს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
დადგენილია, რომ ხელშეკრულების მე-4 მუხლი ითვალისწინებს გაწეული მომსახურეობის ხარისხს და გარანტიას, რომლის შესაბამისადაც მოსარჩელემ აიღო ვალდებულება, რომ გაწეული მომსახურების ხარისხი უპასუხებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს და დააკმაყოფილებს შემსყიდველის მოთხოვნებს. მოსარჩელემ ასევე აიღო ვალდებულება, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ყველა დარგულ ნერგს 100%-იანი გახარებით მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე გადასცემს შემსყიდველ ორგანიზაციას.
მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების 4.2 პუნქტის შესაბამისად, ''მიმწოდებელმა'' გარდა მიზანმიმართული მექანიკური დაზიანებისა და ქურდობის ფაქტისა უნდა უზრუნველყოს მცენარეების 100%-იანი გახარება და საჭიროების შემთხვევაში ჩანაცვლება პირველივე არასავეგეტაციო პერიოდში'', წინააღმდეგ შემთხვევაში გამოყენებულ იქნება ხელშეკრულების 8.3. პუნქტით გათვალისწინებული სანქციები.
ხელშეკრულების მე-4 მუხლის 4.1. პუნქტის შესაბამისად, მიმწოდებელი იღებს ვალდებულებას გაწეული მომსახურების ხარისხზე და გარანტიასაც ეთანხმება ხარისხთან დაკავშირებით. სწორედ შესყიდვის ობიექტის ხარისხის საგარანტიო ვადა განისაზღვრა მიღება-ჩაბარების დასრულებიდან 2 წლის ვადით და არა ზოგადად შესყიდვის ობიექტის საგარანტიო ვადით.
მოსარჩელის მხრიდან ეს ვალდებულებები შესრულდა, რის შესაბამისადაც მოპასუხესთან გაფორმდა შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტებიც (იხ.ს.ფ. 28-56), ამის საწინააღმდეგო რაიმე სახის მტკიცებულება საქმეზე არ მოიპოვება.
საქმის მასალებით უდავოდ დადგენილია, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 2017 წლის 27 მაისს გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტით მოპასუხემ ჩაიბარა სრულად გახარებული და ჩანაცვლებული ნერგები, ამდენად, სადავო გარემოება მასზედ, მომწოდებლის ანუ მოსარჩელის მიერ აღებული ვალდებულება გაწეული მომსახურების ხარისხზე 4.1. პუნქტი და მცენარეების 100%-იანი გახარებით ჩაბარების უზრუნველყოფაზე შესრულებულია, რაც დასტურდება აღნიშნული მიღება-ჩაბარების აქტი N9-ით, რომლითაც დგინდება, რომ გამწვანების საქალაქო სამსახურმა ჩაიბარა ხელშეკრულების შესაბამისი პარამეტრებით გაზაფხულზე გახარებული 2000 ძირი პირაკანტას ნერგი, რომლის ღირებულების 25% შეადგენს - 10 670 ლარს. ამავე აქტში მითითებულია, რომ ხელშეკრულების 4.2. პუნქტის შესაბამისად ჩანაცვლდა ''გ--–----------–-----ს'' მიერ 274 ძირი პირაკანტა, რის საფუძვლადაც მითითებულია 2017 წლის 1 მაისის ინსპექტირების აქტი. ამდენად, საქმის მასალებით უცილოდ დგინდება, რომ მოსარჩელემ უზრუნველყო 2016 წლის 11 ოქტომბრის ხელშეკრულების შესაბამისად მცენარეების 100%-იანი გახარება და საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი ფორმით მოთხოვნის შემთხვევაში, კერძოდ, ინსპექტირების აქტის შესაბამისად ჩანაცვლებაც.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტურის განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს ანუ დადასტურებადია პოზიტიური და არა ნეგატიური მოქმედება. შესაბამისად, მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს, რომ მის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულებულია, რაც საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადასტურებულია სრულად. რაც შეეხება მოპასუხეს, მან სარწმუნო მტკიცებულებებით ვერ დაადასტურა, რომ მოსარჩელის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის ფაქტი, რის გამოც სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხის შედავება ამ საფუძვლით, უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი, შესაგებელი, მხარეთა ახსნა-განმარტებები;
- მიღება- ჩაბარების აქტები - ს.ფ. 28-56;
- დეფექტური აქტი -ს.ფ. 57;
- ინსპექტირების აქტი - ს.ფ. 58;
- 27.05.2017 წლის მიღება-ჩაბარების აქტი -ს.ფ. 59;
- 30.05.2017 წლის წერილი -ს.ფ. 77.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს ''გ--–----------–-----ს'' სარჩელი ქ. თბ--–----------–---–---------------ს მიმართ, ფულადი ვადებულების შესრულების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 361-ე, 629-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. რაც ნიშნავს, რომ თუკი მოვალე გადააცილებს ვალდებულების შესრულების დროს ან შეასრულებს მას არაჯეროვნად (ვთქვათ, შეასრულებს მხოლოდ ნაწილს ან/და არასრულად), ეს განიხილება ვალდებულების დარღვევად.
სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.
მოცემულ შემთხვევაში, მხარეებს შორის წარმოშობილია ნარდობის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოპასუხის მიმართ კეთილსინდისიერად და ჯეროვნად იქნა შესრულებული მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები, კერძოდ, მის მიერ ჯეროვნად და კეთილსინდისიერად იქნა შესრულებული ხელშეკრულებით ნაკისრი სამუშაო. ამასთან, აღნიშნულის მიუხედავად, მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის არ არის ანაზღაურებული შესრულებული სამუშაოს ღირებულება, რომლის ოდენობაც სადავო არ გამხდარა მოპასუხის მხრიდან (იხ. გადაწყვეტილების 3.2.1. პუნქტი).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას.
დადგენილია, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის ანგარიშსწორება ხორციელდებოდა ეტაპობრივად, ფაქტიურად გაწეული მომსახურების შესაბამისად მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის ვადაში. მოსარჩელის მიერ მე-3 ეტაპის სამუშაოების დასრულების შემდეგ, კერძოდ: სრულად გახარებული და ჩანაცვლებული ნერგების რაოდენობის შესაბამისად, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 2017 წლის 10 დეკემბრამდე დარჩენილი 25%-ის მიღების ვალდებულება წარმოეშვა, ანგარიშსწორების ნაცვლად მოპასუხემ 2017 წლის 11 დეკემბერს აცნობა მოსარჩელეს, რომ 2017 წლის 30 ნოემბერს ობიექტზე ჩატარებული მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ გამხმარი პირაკანტების ჩანაცვლება ხელშეკრულების 4.2. პუნქტით გათვალისწინებულ პერიოდში (2017 წლის 1 დეკემბრამდე) არ შესრულებულა და ითხოვა მცენარეების ჩანაცვლება ისე, რომ არ გადაუგზავნია მონიტორინგის შედეგები, არ უცნობებია დეტალურად თუ კონკრეტულად სად, რა რაოდენობით იყო ჩასანაცვლებები პირაკანტები, იმ პირობებში, როდესაც ხელშეკრულების 5.4. პუნქტის შესაბამისად, შემსყიდველი უფლებამოსილია ნებისმიერ ეტაპზე მიმართოს პრეტენდენტს და მოახდინოს მისი ნერგების შემოწმება სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ პირობებთან მათი შესაბამისობის დადგენის მიზნით. აღნიშნული შემოწმება განხორციელდება შემსყიდველის მიერ საამისოდ გამოყოფილი ინსპექტირების ჯგუფის მიერ და გაფორმდება დათვალიერების აქტი (დასურათებული). ამის საწინააღმდეგოდ გადაწყვეტილების 3.2.1. პუნქტით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხის მხრიდან მოსარჩელის სასარგებლოდ ანაზღაურებას ექვემდებარება მის მიერ შესრულებული სამუშაოები, საერთო ღირებულებით 10 000 ლარი, რამდენადაც, სადავო გარემოება მასზედ, მოსარჩელის მიერ აღებული ვალდებულება გაწეული მომსახურების ხარისხზე 4.1. პუნქტი და მცენარეების 100%-იანი გახარებით ჩაბარების უზრუნველყოფაზე შესრულებულია, რაც ასევე დასტურდება 2017 წლის 27 მაისის მიღება-ჩაბარების აქტი N9-ით, კერძოდ, დადგენილია, რომ გამწვანების საქალაქო სამსახურმა ჩაიბარა ხელშეკრულების შესაბამისი პარამეტრებით გაზაფხულზე გახარებული 2000 ძირი პირაკანტას ნერგი, რომლის ღირებულების 25% შეადგენს - 10 670 ლარს. დგინდება, რომ მოსარჩელემ უზრუნველყო 2016 წლის 11 ოქტომბრის ხელშეკრულების შესაბამისად მცენარეების 100%-იანი გახარება და საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი ფორმით მოთხოვნის შემთხვევაში, კერძოდ, ინსპექტირების აქტის შესაბამისად ჩანაცვლებაც, ხოლო მოპასუხეს მოსარჩელისათვის მესამე ეტაპით გათვალისწინებული ანაზღაურება 10 670 ლარის ოდენობით, არ აუნაზღაურებია.
სასამართლო დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და ზ/აღნიშნული სამართლებრივი ნორმების შეფასების საფუძველზე მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურება 10 000 ლარის ოდენობით.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის გადახდა.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
8.1. სარჩელის უზრუნველყოფა გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. შპს ''გ--–----------–-----ს'' სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. მოპასუხე ქ. თ---–----------–----–---------------- მოსარჩელის შპს ''გ--–----------–-----ს''სასარგებლოდ დაეკისროს - 10 000 ლარის გადახდა.
3. მოპასუხე ქ. თ---–----------–----–---------------- მოსარჩელის შპს ''გ--–----------–-----ს'' სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის გადახდა.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში. სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ქეთევან მამაცაშვილი