განაჩენი

სისხლის სამართლის 27.07.2018
საქმის ნომერი
330100116001648406
თარიღი
27.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1--------

(#------------)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

27 ივლისი, 2018 წელი თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ნათია გუდაძემ

ნინო ვარაზაშვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლების _ ლ-–----–--ის, ი-----–------–----–---ს, დ-------------ის,ბრალდებულ _ კა--------–-----ის,ადვოკატ _ ო--------------ს მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე, ბრალდებულ კა------------------–-----ის (დაბადებული 1----–-–-------------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------, ნასამართლობის არმქონე, უმაღლესი განათლების მქონე, დაოჯახებული, რეგისტრირებული: თ---–--–----------------------------------–--------------------------------ში, ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–--–------–--–---–---------------------------------------------ში) მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდების გამო,ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლო სხდომაზე, იმ მტკიცებულებათა გაანალიზების შემდეგ, რაც მხარეთა მიერ გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული და მხარეები შეთანხმდნენ მასზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა კა--------–-----ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, კერძოდ:

მხარეთა მიერ, სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებები სადაო არ გამხდარა.

მოწმეების: მ-----–-------ის, ე-–------------ის, ვ---------------–---–ის, ნ--------------ის, მ-------–--–--------ის, ო----------------–---–ის, ქ----------------ის, ნ---------------ის, ნ--------–-–---–ის, ნ--------–-----ის, ო-----–-–--ას, დაზარალებულის წარმომადგენელ თ-------------------–---–ის, ბრალდებულ კა--------–-----ის გამოკითხვის ოქმებით; შედარების აქტებით; სალაროს შემოსავლის ორდერებით; დათვალიერების ოქმებით; რევიზიის აქტებით და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია ის გარემოება, რომ კა--------–-----ემ ჩაიდინა სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, როცა ეს ნივთი იმყოფებოდა მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:

შპს „ი----–---------–ის“ დირექტორის ბრძანებით, კა--------–-----ე დაინიშნა ამავე კომპანიის ვაიზერის თანამდებობაზე, რომელსაც ევალებოდა დისტრიბუტორების ზედამხედველობა, მათი მუშაობის და მაღაზიების კონსიგნაციების კონტროლი.

კა--------–-----ემ განიზრახა შპს „ი----–---------–ის“ ფულადი თანხის მითვისება. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, სხვადასხვა ობიექტებიდან ნაღდი ანგარიშსწორებით აიღო კონსიგნაციით მიწოდებული პროდუქციის რეალიზაციიდან მიღებული ფულადი თანხა, რაც იმყოფებოდა მის მართლზომიერ მფლობელობაში, არ შეიტანა საზოგადოების ანგარიშზე, მიითვისა და განკარგა პირადი საჭიროებისამებრ.

2016 წლის 10 ოქტომბრის შპს „ი----–---------–ის“ თემატური შემოწმების თანახმად, კა--------–-----ის მიერ მითვისებულმა თანხამ შეადგინა 7 496 ლარი, რითაც დაზარალებულ კომპანიას მიაყენა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

სასამართლო თვლის, რომ საქმეში გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა საკმარისია კა--------–-----ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის.

გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი, არის კანონის საპასუხო სანქცია ჩადენილ დანაშაულთან მიმართებით. შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო მხედველობაში იღებს ჩადენილი დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, დანაშაულის ჩადენის შემდეგ მის ქცევას, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს, რომლებიც გავლენას ახდენს სასჯელზე, აგრეთვე იმ გარემოებას, რამდენად სამართლიანი, შესატყვისი და პროპორციული იქნება დანიშნული სასჯელი ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს კა--------–-----ის რესოციალიზაციისთვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის ითვალისწინებს ბრალდებულის პიროვნებას, მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს, კერძოდ იმას, რომ იგი გულწრფელად აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, წარსულში ნასამართლევი არ არის, გამოთქვამს მზაობას დაზარალებულს აუნაზღაუროს მიყენებული ზიანი, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება მას არ გააჩნია.

კა--------–-----ის მიმართ ბრალად შერაცხული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედება, კერძოდ, სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, თუ ეს ნივთი იმყოფებოდა მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს ჯარიმას, ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას ვადით სამ წლამდე.

გამომდინარე იქიდან, რომ კა--------–-----ე აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, წარსულში ნასამართლევი არ არის, სხდომაზე მისივე განმარტებით, იგი კარგად აცნობიერებს მისი ქმედების მართლსაწინააღმდეგო ხასიათს, გულწრფელად ნანობს ჩადენილს და გამოთქვამს მზაობას დაზარალებულს აუნაზღაუროს მიყენებული ზიანი, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, კა--------–-----ეს ძირითადი სასჯელის სახით დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული არასაპატიმრო სასჯელი - ჯარიმა, რაც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების მიღწევას. დანიშნული ჯარიმის ოდენობა კი, უნდა განისაზღვროს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, ბრალდებულის პიროვნებისა და მისი მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

კა--------–-----ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.

კა--------–-----ეს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 43-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით, 06 (ექვსი) თვის ვადით ჩამოერთვას თანამდებობის დაკავების უფლება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2016 წლის 11 ნოემბრის განჩინებით, კა--------–-----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ვალდებულებები: საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობისა და პასპორტის გამოძიების ორგანოსთვის ჩაბარების თაობაზე, გაუქმდეს.

კა--------–-----ის მიმართ ძირითადი სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმის გადახდაზე კონტროლი და აღსრულება დაევალოს აღსრულების ეროვნულ ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: ნათია გუდაძე