გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
100210018002485765
#2/210 -18 წ.
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
12.07.2018 წელი. ქ. საჩხერე
საჩხერის რაიონული სასამართლო
სასამართლოს დასახელება
მოსამართლე: ივანე ყიფიანი
სხდომის მდივანი: გოგიტა ტალახაძე
მოსარჩელე: ს.ს.ი.პ. სოციალური მომსახურების სააგენტო საჩხერის განყოფილება
წარმომადგენელი: ნ---- მ------–---–ი
მოპასუხე: ჯ---–----- ფ---------ე
საპროცესო წარმომადგენელი : თ------- ტ-----–--ე
წარმომადგენელი ადვოკატი: ნ--- ლ------ე, ე-–---- ბ---------ე
დავის საგანი: მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვა
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. საჩხერის რაიონულ სასამართლოს 2018 წლის 08 ივნისს სარჩელით მომართა ს.ს.ი.პ. სოციალური მომსახურების სააგენტოს საჩხერის განყოფილებამ (შემდგომში სოციალური სამსახური) მოპასუხე - ჯ---–----- ფ---------ის (პ.ნ.5----------) მიმართ, მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვის თაობაზე.
სარჩელში მითითებულია, რომ მოსარჩელეს მიმართა თ----- ბ-------–---–მა (პ/ნ3----------) და ითხოვა მისი მაზლის შვილის არასრულწლოვანი ლ---- კ--–-----–--ის (პ/ნ3----------) მზრუნველად დანიშვნა. ლ---- კ--–-----–--ის დედა-ჯ---–----- ფ---------ე იმყოფება იტალიაში, არის შ.შ.მ. პირი, იმყოფება მძიმე მდგომარეობაში და მას არ შეუძლია განახორციელოს ზრუნვა თავისი შვილის მიმართ.
ლ---- კ--–-----–--ე სწავლობს იტალიაში, მამის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ჩამოვიდა საქართველოში და ამჯერად ვერ ახერხებს სასწავლებლად წასვლას, ვინაიდან საჭიროა კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა არასრულწლოვანის საზღვარგარეთ გასაყვანად. ბავშვის დედას ამ ეტაპზე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ აქვს საკუთარი თანხმობის გამოხატვის შესაძლებლობა, ხოლო მამა გარდაიცვალა მიმდინარე წლის 25 მარტს.
ლ---- კ--–-----–--ე ამჟამად ცხოვრობს ბიძასთან და ბიცოლასთან. ამ დროისათვის მის მიმართ ზრუნვას ახორციელებს ბიცოლა თ----- ბ-------–---–ი, რომელსაც სურვილი აქვს დაინიშნოს ლ---- კ--–-----–--ის მზრუნველად.
მოსარჩელე თვლის , იმისათვის რომ არ დაირღვეს ლ---- კ--–-----–--ის ინტერესები, არასრულწლოვან ლ---- კ--–-----–--ეს დაენიშნოს სახელმწიფო გასაცემელი და დროულად გაემგზავროს იტალიაში, რათა შეფერხება არ ჰქონდეს სწავლასთან დაკავშირებით დედას-ჯ---–----- ფ---------ეს უნდა შეეზღუდოს მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება არასრულწლოვანი ლ---- კ--–-----–--ის მიმართ.
ლ---- კ--–-----–--ისათვის მზრუნველის დანიშვნის საკითხს, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუშაობა ბავშვისა და მისი მზრუნველი კანდიდატის შეფასების მიზნით. იმისათვის, რომ განხორციელდეს ბავშვისათვის კანონიერი წარმომადგენლის-მზრუნველის განსაზღვრა დედის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე აუცილებელია ჯ---–----- ფ---------ეს შეეზღუდოს მშობლის წარმომადგენლობითი უფლება.
1.2. საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 14 ივნისის განჩინებით ჯ---–----- ფ---------ეს დაენიშნა საპროცესო წარმომადგენელი - თ------- ტ-----–--ე (მცხოვრების საჩხერე სოფელი ქ-------- პ/ნ 3----------).
საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 14 ივნისის განჩინებით ჯ---–----- ფ---------ეს საჩხერის რაიონულ სასამართლოში წარმოებულ სამოქალაქო საქმეზე №2/210-18წ. დაენიშნა დამცველი (წარმომადგენელი სამოქალაქო საქმეზე) სახელმწიფოს ხარჯზე.
საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 18 ივნისის განჩინებით ლ---- კ--–-----–--ეს დამატებით საჩხერის რაიონულ სასამართლოში წარმოებულ სამოქალაქო საქმეზე №2/210-18წ. ს.ს.ი.პ. ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს საჩხერის განყოფილებასთან ერთად ჩაერთო საქმეში და ლ---- კ--–-----–--ის საპროცესო წარმომადგენლად დაინიშნა თ----- ბ-------–---–ი (მცხოვრების ქ.საჩხერე, პ/ნ 3----------).
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე ჯ---–----- ფ---------ის საპროცესო წარმომადგენელმა თ------- ტ-----–--ემ სარჩელი ცნო და დაადასტურა ჯ---–----- ფ---------ის ჯანმრთელობის მდგომარეობა და ბავშვის ინტერესების დაცვის აუცილებლობა.
მოპასუხე ჯ---–----- ფ---------ის ადვოკატის განმარტებით საქმეში არსებული მასალებით ჯ---–----- ფ---------ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა მას აქვს შესაძლებლობის/ქმედუნარიანობა შეზღუდული 100 პროცენტით. მის ნებას იგი ვერ ადგენს, ამიტომ სარჩელს არ ცნობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით კი მას არ აქვს უფლება განახორციელოს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი საპროცესო მოქმედებები.
ადვოკატი მიუთითებს, რომ იგი ინტერნეტის საშუალებით დაუკავშირდა ჯ---–----- ფ---------ის დედამთილს-ბ-----–-- ხ---------ს, რომელთანაც ის ცხოვრობს. მისი დედამთილის თქმით, ჯ---–----- ფ---------ე ამ მდგომარეობაშია უკვე ერთი წელი. ჯ---–----- ფ---------ე იტალიაშია უკვე რამდენიმე წელია. ძირითადად უგონო მდგომარეობაში და სულ ძინავს. ჯ---–----- ფ---------ე კონტაქტში საერთოდ არ შემოვიდა, რის გამოც ადვოკატმა ვერ შეძლო ნების გამოვლენა. სასარჩელო მოთხოვნას ადვოკატი არ ეთანხმება
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ არსებობს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება(იხ.ოქმი)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. დადგენილია, რომ ლ---- კ--–-----–--ე დაბადებულია 2003 წლის 14 აგვისტოს მისი პირადი ნომერია 3----------. ლ---- კ--–-----–--ის დედაა ჯ---–----- ფ---------ე (პ/ნ.5----------), ხოლო მამაა აწ. გარდაცვლილი პ----- კ--–-----–--ე (პ/ნ.3----------). დადგენილია, რომ ლ---- კ--–-----–--ის მამა-პ----- კ--–-----–--ე გარდაიცვალა 2018 წლის 25 მარტს. დადგენილია, რომ თ----- ბ-------–---–ი არის ლ---- კ--–-----–--ის ბიცოლა(ბიძის მეუღლე).
დადგენილია, რომ ლ---- კ--–-----–--ის სახელზე იტალიის რესპუბლიკაში გაცემულია დროებითი ბინადრობის მოწმობა, რომელსაც ვადა აქვს 2018 წლის სექტემბრამდე. დადგენილია ასევე ის ფაქტი რომ ლ---- კ--–-----–--ე სწავლობს ლეონარდო და ვინჩისა და გალილეო გალილეის სახელობის სკოლაში ორწლიანი კურსის პირველ კლასში, იტალიის რესპუბლიკაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება(იხ.ოქმი)
- დაბადების მოწმობა (იხ. ს.ფ. 36)
- გარდაცვალების მოწმობა(იხ.ს.ფ.33)
- ქორწინების მოწმობა(ს.ფ.29)
- სოციალური სამსახურის დასკვნა(ს.ფ.38)
- დროებითი ბინადრობის ნებართვა (ს.ფ.42)
- ცნობა სასწავლებლიდან (ს.ფ.45)
3.2.2. დადგენილია, რომ თ----- ბ-------–---–მა 2018 წლის 01 მაისს მიმართა სოციალური მომსახურების სააგენტოს საჩხერის განყოფილებას ლ---- კ--–-----–--ისათვის მზრუნველის დანიშვნის მოთხოვნით. აღნიშნულზე თანხმობას აცხადებდა ასევე თვით ლ---- კ--–-----–--ეც. აღნიშნული განცხადებიდან გამომდინარე განხორციელდა ბავშვისა და ოჯახის შეფასება , გაიცა დასკვნა სოციალური მომსახურების სააგენტოს საჩხერის განყოფილების მიერ .
სოციალური მუშაკის მიერ შედგენილი დასკვნით იგი ვიზიტით იმყოფებოდა თამუნა ბ-------–---–ის და ლ---- კ--–-----–--ის საცხოვრებელ მისამართზე ქ.საჩხერეში მაჭავარიანის ქ.25-ში. მათი განმარტებით ლ---- კ--–-----–--ე საქართველოში დაბრუნდა 2018 წლის მარტის ბოლოს . მისი ჩამოსვლის მიზეზი მამის-პ----- კ--–-----–--ის დაკრძალვა იყო. ლ---- კ--–-----–--ემ სოციალურ მუშაკთან საუბრის დროს ისაუბრა მშობლების ჯანმრთელობის პრობლემებზე. ბავშვის და ბიცოლას ინფორმაციით, ლ----ს დედამ ვერ შეძლო ნების გამოხატვა მინდობილობის გაცემის მიზნით. ვინაიდან მისი ერთ-ერთი სამედიცინო დიაგნოზია ციტომეგალოვირუსული ენცეპალიტი (თავის ტვინის ანთება). სოციალური მუშაკის მიერ მოხდა დაკავშირება ჯ---–----- ფ---------ესთან, რომელიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო იმყოფება მწოლიარე, უგონო მდგომარეობაში და გასაუბრების დროს არ შემოდიოდა კონტაქტში. მასთან ვიდეოჩართვის დროს ჯ---–----- ფ---------ესთან იმყოფებოდნენ, მისი სრულწლოვანი შვილი და დედამთილი, რომლებიც მასზე ზრუნავენ. მათი ინფორმაციით ბოლო პერიოდში განსაკუთრებით დამძიმდა ჯ---–----- ფ---------ის მდგომარეობა და ძირითადად უგონო მდგომარეობაშია. ლ---- კ--–-----–--ემ დააფიქსირა თანხმობა მზრუნველად თ----- ბ-------–---–ის დანიშვნასთან დაკავშირებით.
ლ---- ბიოლოგიურ ოჯახთან ერთად ცხოვრობს იტალიაში ქალაქი ნორჩი. ბავშვს გააჩნია სამედიცინო მომსახურების ბარათი. გარდა იმისა , რომ ლ---- კ--–-----–--ე უნდა დაბრუნდეს იტალიაში ასევე უნდა დაენიშნოს ბავშვის სოციალური პაკეტი . ბავშვს ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით პრობლემები არ აქვს
ლ---- კ--–-----–--ის მამა პ----- კ--–-----–--ე გარდაცვლილია. მოპასუხე ჯ---–----- ფ---------ე არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, რომელსაც არ აქვს შესაძლებლობა გამოხატოს თავისი ნება. სამედიცინო დიაგნოზი ცხადყოფს აღნიშნულ გარემოებებს. ბავშვი თხუთმეტი წლისაა დედა ფაქტიურად გადახდისუუნაროა, მას 100 პროცენტით აქვს დაკარგული შრომის უნარი. დედაც და ბავშვიც საქართველოს მოქალაქეები არიან. ბავშვს ჭირდება კანონიერი წარმომადგენლის დანიშვნა, რომელიც განახორციელებს ზრუნვას ბავშვზე და უზრუნველყოფს მის მომავალს. აგრეთვე კანონიერი წარმომადგენლის დანიშვნა აუცილებელია ბავშვის სოციალური პაკეტის-მარჩენალგარდაცვლილის პენსიის დანისვნისა და აღების მიზნით. სოციალური მუშაკი საბოლოოდ დასკვნაში მიუთითებს, რომ სამართლებრივი და იურიდიული საკითხების მოგვარების მიზნით, აუცილებელია არასრულწლოვანს ჰყავდეს მზრუნველი, ვინაიდან ბავშვის მამა-პ----- კ--–-----–--ე არის გარდაცვლილი დედას არ შეუძლია მასზე დაკისრებული მოვალეობის შესრულება, მიზანშეწონილია ჯ---–----- ფ---------ეს შეეზღუდოს მშობლის წარმომადგენლობით უფლებამოსილება.
სასამართლოს სხდომაზე თავისი პოზიცია დააფიქსირა ლ---- კ--–-----–--ემაც და მიუთითა, რომ იგი თანახმაა დედას-ჯ---–----- ფ---------ეს შეეზღუდოს მშობლის წარმომადგენლობითი უფლება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება(იხ.ოქმი)
- განცხადება (ს.ფ.28)
- განცხადება(ს.ფ.31)
- დასკვნა (ს.ფ.38)
3.2.3. დადგენილია, რომ მოპასუხე ჯ---–----- ფ---------ე, ქალაქ ბარის სამედიცინო ექსპერტიზის ცენტრის დასკვნით წარმოდგენილი შეფასებით აქვს შესაძლებლობის /ქმედუნარიანობის შეზღუდვა შრომითი საქმიანობის უნარის სრული და მუდმივი შეზღუდვით :100 პროცენტი. სამედიცინო კომისიის დიაგნოზის მიხედვით ჯ---–----- ფ---------ე დაავადებულია ციტომეგალოვირუსუსლი ენცეპალიტით, ნაწლავის ჩხირით გამოწვეული სეფსისით, პირ -ხახის კანდიდოზი, პულმონარული ატიპიური მიკრობაქტერიოზი...შიდსი -შეძენილი იმუნური დეფიციტის სინდრომი. ჯ---–----- ფ---------ის ჯანმრთელობის მდგომარეობა ასევე დადასტურებულია ასევე ადვოკატის განმარტებით, სოციალური მუშაკის განმარტებით, რომლებსაც ჰქონდათ ჩართვა მოპასუხის ადგილსამყოფელზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. ოქმი).
- დასკვნა (ს.ფ.22-23)
3.2.4. საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 ივნისის განჩინებით ს.ს.ი.პ. სოციალური მომსახურების სააგენტოს საჩხერის განყოფილების შუამდგომლობა დროებითი განკარგულების გამოცემის თაობაზე დაკმაყოფილდა და მოცემულ დავაზე (საქმე№2/210-18) ჯ---–----- ფ---------ეს (პ/N 5----------) შეეზღუდა არასრულწლოვანი შვილის ლ---- კ--–-----–--ის (პ/ნ3----------) მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. მიღებული განკარგულება ძალაში შევიდა მისი გამოცემის დღიდან 2018 წლის 20 ივნისიდან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. ოქმი).
- დროებითი განკარგულება (ს.ფ.99-105)
სამოტივაციო ნაწილი:
4. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე, 1198-ე, 1200, 1205-ე, 1209-ე მუხლებით. ბავშვის უფლებათა კონვენციქა.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
5.1. ს.ს.ი.პ. სოციალური მომსახურების სააგენტოს საჩხერის განყოფილების სარჩელი ჯ---–----- ფ---------ის მიმართ უნდა დაკმაყოფილდეს და ჯ---–----- ფ---------ეს (პ/N 5----------) უნდა შეეზღუდოს არასრულწლოვანი შვილის ლ---- კ--–-----–--ის (პ/ნ3----------) მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის თანახმად - `შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში~. აქედან გამომდინარე სასამართლო თვლის, რომ ორივე ოჯახში ბავშვისათვის შესაფერისი პირობები არსებობს, ამიტომ მამასაც უნდა მიეცეს შესაძლებლობა გარკვეული ხნის განმავლობაში თავის საცხოვრებელ ადგილას იქონიოს ურთიერთობა შვილთან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის I ნაწილის თანახმად - `მშობლები უფლებამოსილნი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით~.ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად - `მშობლებს უფლება აქვთ, განსაზღვრონ, თუ ვისთან და სად უნდა იცხოვროს შვილმა~. ამავე მუხლის მეხუთე და მეექვსე ნაწილის თანახმად - მშობლებს ენიჭებათ უფლება და ეკისრებათ ვალდებულება, ჰქონდეთ ურთიერთობა თავიანთ შვილებთან, განსაზღვრონ თავიანთ შვილებთან მესამე პირთა ურთიერთობის უფლება.
მშობლები არასრულწლოვანი შვილების კანონიერი წარმომადგენლები არიან და განსაკუთრებულ რწმუნებულებათა გარეშე გამოდიან მათი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად მესამე პირებთან ურთიერთობაში, მათ შორის, სასამართლოში.
6.2. დადგენილია, რომ ლ---- კ--–-----–--ე დაბადებულია 2003 წლის 14 აგვისტოს მისი პირადი ნომერია 3----------. ლ---- კ--–-----–--ის დედაა ჯ---–----- ფ---------ე (პ/ნ.5----------),ხოლო მამაა აწ. გარდაცვლილი პ----- კ--–-----–--ე (პ/ნ.3----------). დადგენილია, რომ ლ---- კ--–-----–--ის მამა-პ----- კ--–-----–--ე გარდაიცვალა 2018 წლის 25 მარტს. დადგენილია, რომ თ----- ბ-------–---–ი არის ლ---- კ--–-----–--ის ბიცოლა(ბიძის მეუღლე).
დადგენილია, რომ ლ---- კ--–-----–--ის სახელზე იტალიის რესპუბლიკაში გაცემულია დროებითი ბინადრობის მოწმობა, რომელსაც ვადა აქვს 2018 წლის სექტემბრამდე. დადგენილია ასევე ის ფაქტი რომ ლ---- კ--–-----–--ე სწავლობს ლეონარდო და ვინჩისა და გალილეო გალილეის სახელობის სკოლაში ორწლიანი კურსის პირველ კლასში, იტალიის რესპუბლიკაში.
6.3. დადგენილია, რომ მოპასუხე ჯ---–----- ფ---------ე, ქალაქ ბარის სამედიცინო ექსპერტიზის ცენტრის დასკვნით წარმოდგენილი შეფასებით აქვს შესაძლებლობის /ქმედუნარიანობის შეზღუდვა შრომითი საქმიანობის უნარის სრული და მუდმივი შეზღუდვით :100 პროცენტი. სამედიცინო კომისიის დიაგნოზის მიხედვით ჯ---–----- ფ---------ე დაავადებულია ციტომეგალოვირუსუსლი ენცეპალიტით, ნაწლავის ჩხირით გამოწვეული სეფსისით, პირ -ხახის კანდიდოზი, პულმონარული ატიპიური მიკრობაქტერიოზი...შიდსი -შეძენილი იმუნური დეფიციტის სინდრომი. ჯ---–----- ფ---------ის ჯანმრთელობის მდგომარეობა ასევე დადასტურებულია ასევე ადვოკატის განმარტებით, სოციალური მუშაკის განმარტებით, რომლებსაც ჰქონდათ ჩართვა მოპასუხის ადგილსამყოფელზე.
6.4.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1199-ე მუხლის შესაბამისად მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1200-ე მუხლის შესაბამისად შვილების აღზრდის ყველა საკითხს მშობლები ურთიერთშეთანხმებით წყვეტენ. მშობელთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში სადავო საკითხს წყვეტს სასამართლო მშობლების მონაწილეობით. ამ შემთხვევაში მშობლის უფლება, იყოს ბავშვის წარმომადგენელი სასამართლო დავასთან მიმართებით, შეჩერებულია. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს ბავშვის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს ბავშვის ინტერესებს წარმოადგენს.
დადგენილია, რომ თ----- ბ-------–---–მა მიმართა 2018 წლის 01 მაისს მიმართა სოციალური მომსახურების სააგენტოს საჩხერის განყოფილებას ლ---- კ--–-----–--ისათვის მზრუნველის დანიშვნის მოთხოვნით. აღნიშნულზე თანხმობას აცხადებდა ასევე თვით ლ---- კ--–-----–--ეც. აღნიშნული განცხადებიდან გამომდინარე განხორციელდა ბავშვისა და ოჯახის შეფასება , გაიცა დასკვნა სოციალური მომსახურების სააგენტოს საჩხერის განყოფილების მიერ .
6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1205-ე მუხლის შესაბამისად მშობლის უფლებები და მოვალეობები შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.
სასამართლოს შეუძლია შეზღუდოს მშობლის ერთი ან რამდენიმე უფლება და მოვალეობა მშობლის სხვა უფლებებისა და მოვალეობებისაგან დამოუკიდებლად.
მეურვეობა ან მზრუნველობა დგინდება იმ ბავშვის მიმართ, რომლის ორივე მშობელს შეეზღუდა მშობლის უფლება ან მოვალეობა ამ კოდექსის შესაბამისად.
რამდენადაც ეს შესაძლებელია, მშობელს უნარჩუნდება ბავშვის რჩენის ვალდებულება, როცა მშობლის უფლება შეზღუდულია, ამ კოდექსით გათვალისწინებული საალიმენტო მოვალეობების შესაბამისად.
მოცემულ შემთხვევაში სახეზეა ბავშვის უფლება, რისთვისაც აუცილებელია საგანგებო და მყისიერი რეაგირება სასამართლოს მხრიდან. ბავშვის საუკეთესო ინტერესია _ უპირველესად მისი ისეთი უმნიშვნელოვანესი და უზენაესი უფლების დაცვა, როგორიცაა ბავშვის განვითარება (განათლება) და მისი თავისუფალი გადაადგილება.
სასამართლო სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას ითვალისწინებს, როგორც არასრულწლოვანი ბავშვის ასაკს, ასევე მშობლების სამართლებრივ მდგომარეობას, კერძოდ იმას, რომ ლ---- კ--–-----–--ეს მამა გარდაცვლილი ჰყავს, ხოლო დედა მძიმე ავადმყოფია და არ შეუძლია დამოუკიდებლად გადაადგილება . აღნიშნულ საკითხზე კანონით დადგენილი წესით ნების გამოხატვა. ლ---- კ--–-----–--ე ვერ ახერხებს გამგზავრებას იტალიის რესპუბლიკაში, ასევე სახელმწიფოსაგან ვერ იღებს სოციალურ შეღავათებს. დადგენილია ასევე, რომ თვით ლ---- კ--–-----–--ე და მისი საპროცესო წარმომადგენელიც მხარს უჭერს სარჩელის დაკმაყოფილებას
6.6. „ბავშვის უფლებათა კონვენციის” მე-2 და მე-3 მუხლების შესაბამისად მონაწილე სახელმწიფოები პატივს სცემენ და უზრუნველყოფენ მათი იურისდიქციის ფარგლებში მყოფი თითოეული ბავშვის ყველა უფლებას, რომელიც წინამდებარე კონვეციითაა გათვალისწინებული, ნებისმიერი სახის დისკრიმინაციის გარეშე, რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა მრწამსის, ეროვნული, ეთნიკური თუ სოციალური წარმოშობის, ქონებრივი მდგომარეობის, ბავშვის, მისი მშობლებისა და კანონიერი მეურვეების ჯანმრთელობისა და დაბადების მდგომარეობის ან სხვა რამ ვითარების განურჩევლად.
მონაწილე სახელმწიფოები ყოველგვარ აუცილებელ ზომას ღებულობენ დისკრიმინაციის ყველა იმ ფორმისა და სასჯელისაგან ბავშვის დაცვის უზრუნველსაყოფად, რომლებიც უკავშირდება ბავშვის, ბავშვის მშობლების, კანონიერი მეურვეების ან ოჯახის სხვა წევრთა სტატუსს, საქმიანობას, მათ მიერ გამოთქმულ შეხედულებებს და მათ გამჟღავნებულ მრწამსს.
ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.
მონაწილე სახელმწიფოები, ითვალისწინებენ რა ბავშვის მშობლის, ბავშვის მიმართ პასუხისმგებლობის მტვირთველი კანონიერი მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და მზრუნველობით, რომელიც აუცილებელია მისი კეთილდღეობისათვის და ამისათვის იღებენ ყველა საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომას.
მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ ბავშვისათვის ზრუნვაზე ან მის დაცვაზე პასუხისმგებელი დაწესებულებები, სამსახურები ან ორგანოები შეესაბამებოდნენ კომპეტენტური ორგანოების მიერ დაწესებულ ნორმებს, კერძოდ, უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის სფეროში მათი პერსონალის რიცხობრიობისა და ვარგისიანობის, აგრეთვე კომპეტენტური ზედამხედველობის თვალსაზრისით.
6.7. ,,ბავშვის უფლებათა კონვენციის’’ მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანხმად, მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ, რომ ყოველ ბავშვს აქვს სიცოცხლის ხელშეუხებელი უფლება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები შესაძლებლობისამებრ მაქსიმალურად უზრუნველყოფენ ბავშვის სიცოცხლის შენარჩუნებასა და ჯანსაღ განვითარებას.
,,ბავშვის უფლებათა კონვენციაზე’’ გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის მიერ 2013 წელს მიღებული ზოგადი კომენტარი #14-ის მე-13 პუნქტის მიხედვით ,,თითოეულმა მონაწილე სახელმწიფომ პატივი უნდა სცეს და განახორციელოს ბავშვის უფლება _ მისი საუკეთესო ინტერესები შეფასდეს და დაეთმოს უპირველესი ყურადღება _ და მას ეკისრება ვალდებულება, განახორციელოს ყველა საჭირო, საგანგებო და კონკრეტული ღონისძიება ამ უფლების სრული რეალიზაციისათვის.’’
ამავე კომენტარის 42-ე პუნქტის თანახმად, სახელმწიფოებმა უნდა შექმნან ისეთი გარემო, რომელშიც პატივისცემით მოეპყრობიან ადამიანის ღირსებას და უზრუნველყოფილი იქნება თითოეული ბავშვის ყოვლისმომცველი განვითარება. ბავშვის საუკეთესო ინტერესების შეფასებისა და განსაზღვრისას სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს მისი სიცოცხლის, სიცოცხლის შენარჩუნებისა და განვითარების ხელშეუვალი უფლების სრული პატივისცემა.
ზემოხსენებული კომენტარის 77-ე პუნქტის თანახმად, ბავშვის უფლება ისარგებლოს ჯანმრთელობის დაცვით და ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა არსებითია ბავშვის საუკეთესო ინტერესების შეფასებისათვის.
6.8. სასამართლო აგრეთვე მიუთითებს მშობლის პასუხისმგებლობის შესახებ ევრო საბჭოს წევრი სახელმწიფოების მინისტრთა კომიტეტის R (84) 4 რეკომენდაციის პირველ პრინციპზე რომლის თანახმად, მშობლის პასუხისმგებლობა არის ვალდებულებებისა და უფლებამოსილებების ერთობლიობა რომელიც მოწოდებულია უზრუნველყოს ბავშვის მორალური და მატერიალური კეთილდღეობა......
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დიდი პალატის 2010 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილებაში (საქმე N41615/07 Neulinder and Shuruk v. Switzerland აბზაცი 136) განმარტა, რომ „ბავშვის ინტერესი ორი ასპექტისაგან შედგება. ერთი მხრივ, ინტერესი მოგვიწოდებს რომ ბავშვის კავშირი ოჯახთან შენარჩუნებული იყოს გარდა იმ შემთხვევისა, როცა ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია. მეორე მხრივ, ცხადია ისიც, რომ ბავშვის ინტერესშია, რომ უზრუნველყოფილ იქნეს მისი განვითარება ჯანსაღ გარემოში და მშობელი არ შეიძლება აღიჭურვოს მე-8 მუხლით განსაზღვრული უფლებით იმ ღონისძიებათა განსახორციელებლად, რაც ზიანს მიაყენებს ბავშვის ჯანმრთელობასა და განვითარებას“.
ზემოაღნიშნული ნორმები ცხადყოფენ, რომ იმ ურთიერთობის მოწესრიგებისას, რომელიც ეხება არასრულწლოვან ბავშვს, უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. შესაბამისად, სასამართლომ კონკრეტული პროცესუალურ-სამართლებრივი საკითხის გადაწყვეტისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ბავშვის ინტერესს უნდა მიანიჭოს.
6.9. ამდენად სასამართლო თვლის, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით მოპასუხეს უნდა შეეზღუდოს მშობლის წარმომადგენლობითი უფლება.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად - `იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. . . .~.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ხოლო სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მხარეები განთავისუფლებულები არიან.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. დაკმაყოფილდეს მოსარჩელე -ს.ს.ი.პ. სოციალური მომსახურების სააგენტოს საჩხერის რაიონული განყოფილების სარჩელი.
2.ჯ---–----- ფ---------ეს (პ/N 5----------) შეეზღუდოს არასრულწლოვანი შვილის ლ---- კ--–-----–--ის (პ/ნ.3----------) მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება.
3.მოცემული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ გაუქმდეს მოცემულ საქმეზე მიღებული 2018 წლის 20 ივნისის საჩხერის რაიონული სასამართლოს განჩინებით გაცემული დროებითი განკარგულება.
4. მხარეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით საჩხერის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (ქ. საჩხერე, დ. აღმაშენებლის ქ. #3).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს საჩხერის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ივანე ყიფიანი