გადაწყვეტილება

სამოქალაქო 18.06.2018
საქმის ნომერი
020210017001945814
კატეგორია
დავის ტიპი
სამოქალქო, სესხი
თარიღი
18.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 020210017001945814 (2/861-17)

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

18.06.2018 წ. ქ. ზუგდიდი

შესავალი ნაწილი

ზუგდიდის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ირაკლი აბშილავა

სხდომის მდივანი ნინო დიხამინჯია

მოსარჩელე შპს ,,კ------"’’

წარმომადგენელი კა----------------ა

მოპასუხე ე------–---------ა

დავის საგანი: სესხის დაფარვა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

ე------–---------ასთვის სესხის ძირის 4000 აშშ დოლარის, პროცენტი 1200 აშშ დოლარის დაკისრება.

 

მოსარჩელე ითხოვს ასევე საპროცესო ხარჯების საკითხის გადაწყვეტას.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

წერილობით შესაგებელში მოპასუხე ცნობს სარჩელს.

 

სასამართლო სხდომაზე მოპასუხემ აღიარა სესხის მიღება და განმარტა, რომ თანახმაა რომ სესხის დაფარვა განხორციელდეს ავტომანქანის რეალიზაციით, რადგან სხვაგვარად ამ თანხის გადახდა არ შეუძლია.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

მოპასუხესთან 14.07.2--- წ დაიდო ხელშეკრულება, რომლითაც მასზე გაიცა 4000 აშშ დოლარი.

 

სესხი სარგებლიანია. სარგებელი შეადგენს 1200 ლარს.

 

სესხის თანხა მიიღო მოპასუხემ.

 

სესხის ძირითადი თანხა და სარგებელი არ არის დაბრუნებული.

 

ხელშეკრულება ითვალისწინებდა სესხის უზრუნველყოფას მოსარჩელის კუთვნილი ავტომანქანის - H---- C--V , სახ. # G-- 3-- გირავნობით.

 

გირავნობის საგანი მოგირავნეს არ გადაცემია.

 

გირავნობა არ დარეგისტრირებულა საჯარო რეესტრში ან მომსახურების სააგენტოში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- სარჩელი, შესაგებელი

- მხარეთა განმარტებები, სხდომის ოქმი

- ხელშეკრულება

- გასავლის ორდერი

- ცნობა დავალიანების შესახებ

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს,5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

სასამართლომ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე, 103-ე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 254-ე, 255-ე, 257-ე, 258-ე, 316-ე, 317-ე, 3---ე, 623-ე, მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 254-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით: 1. მოვალის ან მესამე პირის მოძრავი ნივთი ან/და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომლის სხვა პირთათვის გადაცემა დასაშვებია, შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც ფულადი, ისე არაფულადი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად, ისე, რომ კ------ტორი (მოგირავნე) იძენს უფლებას, დაიკმაყოფილოს მოთხოვნა დაგირავებული ქონების (გირავნობის საგნის) რეალიზაციით ან მხარეთა შეთანხმებით – მისი საკუთრებაში მიღებით მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში. 2. მოგირავნეს გირავნობის საგნიდან აქვს თავისი მოთხოვნის უპირატესი დაკმაყოფილების უფლება სხვა კ------ტორებთან შე--არებით.

 

იმავე კოდექსის 255-ე მუხლით გირავნობის სახეებია: ა) მფლობელობითი გირავნობა და ბ) რეგისტრირებული გირავნობა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 257-ე მუხლით: 1. მოძრავ ნივთზე მფლობელობითი გირავნობა წარმოიშობა მხარეთა შეთანხმებისა და ნივთის მოგირავნის ან მოგირავნის მიერ განსაზღვრული მესამე პირის მფლობელობაში გადაცემის გზით. 2. თუ ნივთი უკვე იმყოფება მოგირავნის ან მოგირავნის მიერ შესაბამისად უფლებამოსილი პირის მფლობელობაში, გირავნობის წარმოშობისათვის საკმარისია მხარეთა შეთანხმება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 258-ე მუხლის 1-ლი ნაწილით რეგისტრირებული გირავნობის წარმოშობისათვის აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და ამ გარიგებით განსაზღვრული გირავნობის უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში (გარდა ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა). ამ შემთხვევაში მოძრავი ნივთის მოგირავნის მფლობელობაში გადაცემა სავალდებულო არ არის, ხოლო მე-4 ნაწილით„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ სატრანსპორტო საშუალებასა და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე რეგისტრირებული გირავნობის წარმოშობისათვის აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და ამ გარიგებით განსაზღვრული გირავნობის უფლების რეგისტრაცია საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში. ამასთანავე, გარიგების ნამდვილობისათვის არ მოითხოვება გარიგების ან გარიგების მონაწილე მხარეთა ხელმოწერების ნამდვილობის დამოწმება, თუ: ა) გარიგების მონაწილე მხარეები გარიგებას ხელს აწერენ მარეგისტრირებელ ორგანოში უფლებამოსილი პირის თანდასწრებით; ბ) მოგირავნესა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს შორის დადებულია ხელშეკრულება ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის გამოყენებით სატრანსპორტო საშუალებაზე გირავნობის რეგისტრაციის შესახებ.

 

არცერთი ზემოთაღნიშნული წესით გირავნობის უფლება მოსარჩელის სასარგებლოდ არ წარმოშობილა, რის გამოც მათ შორის დადებული ხელშეკრულება სესხის ხელშეკრულებაა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის საფუძველზე სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ამავე კოდექსის 625-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება.

 

დადგენილია, რომ ასეთი ხელშეკრულებები (სესხის) მხარეებს შორის არსებობს. შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის საფუძველზე ვალდებულების ძალით კ------ტორი (მოსარჩელე) უფლებამოსილია მოვალეს (მოპასუხეებს) მოსთხოვოს ხელშეკრულების პირობების შესრულება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3---ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და დათქმულ ადგილას.

 

სხდომაზე გამოცხადებულმა მოპასუხემ სასამართლო სხდომაზე ფაქტიურად აღიარა დავალიანების არსებობა და ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა. მას არ წარმოუდგენია რაიმე დასაბუთებული პრეტენზია სესხის ძირისა და სარგებლის ოდენობის გაანგარიშებასთან დაკავშირებით, ან რაიმე მტკიცებულება სარჩელის ამ ნაწილის საფუძვლიანობის საწინააღმდეგოდ.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე-103-ე მუხლების თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზე--აც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მხარეები თვითონ არიან ვალდებულნი წარუდგინონ მტკიცებულებები სასამართლოს. მოპასუხის მხრიდან ამგვარი მტკიცების არ არსებობის პირობებში მოპასუხე ვალდებულია დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხის დარჩენილი ნაწილი და პირგასამტეხლო ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

მოსარჩელეს დავის განხილვისთვის სახ. ბიუჯეტის შესაბამის ანგარიშზე შეტანილი აქვს სახ. ბაჟი 380 ლარი, ადვოკატის ჰონორარი 200 ლარი რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის დანაწესების გათვალისწინებით მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-244-ე, 247-249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. ე------–---------ას შპს ,,კ------ს" სასარგებლოდ დაეკისროს:

- სესხის ძირი 4000 აშშ დოლარი

-სარგებელი 1200 აშშ დოლარი

-ბაჟი 380 ლარი

-ადვოკატის ჰონორარი 200 ლარი

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

მოსამართლე ირაკლი აბშილავა