განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/9---18
№------------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
30 ივლისი 2018 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა
სხდომის მდივნების - თამთა გაჩეჩილაძის, ეკატერინა მანჯგალაძის,პროკურორ - ი----- ჩ------,ადვოკატების - მ---–---- ჩ-----–-----, მ--------- კ-–----–---–--, ა-----– დ---–-–---–--, ი-–-- გ----------,ბრალდებულების - მ----- პ-–---ის, ა-–------------ის,თარჯიმნების - ე-–--- თ------ის, ვ-----–- მ----------ის
მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე 1. მ----- პ-–---ის, დაბადებულის 1--- წლის 2------ს, პირადი №-----------, საქართველოს მოქალაქის, ნასამართლობის არმქონის, არასრული საშუალო განათლების მქონის, დაოჯახებულის, თბილისი, ს------–-----------–-------------–---------ში მცხოვრების, ამჟამად პატიმრობაში მყოფის მიმართ, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, ასევე საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალის გამო; 2. ა-–------------ის, დაბადებულის 1--- წლის 1-------ს, პირადი №-----------, საქართველოს მოქალაქის, ნასამართლობის არმქონის, საშუალო განათლების მქონის, დაოჯახებულის, თბილისი, ფ-------–აში ფ-------–ის დ-----–-------------ში მცხოვრების, ამჟამად პატიმრობაში მყოფის მიმართ, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, ასევე საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით წარდგენილი ბრალის გამო.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ----- პ-–---მა და ა-–------------მა ჩაიდინეს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება, ა-–------------მა ასევე ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარება, ჩადენილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ, რაც გამოიხატა შემდეგში: ა-–------------მა მ----- პ-–---თან წინასწარი შეთანხმებით, გასაღების მიზნით შეიძინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 1,1181 გრამი ნარკოტიკული საშუალება ჰერიონის შემცველი ნივთიერება, საიდანაც ნაწილს 14 ცალად დაფასოებულ, დიდი ოდენობით - 0,2563 გრამი ნარკოტიკული საშუალება ჰერიონის შემცველი ნივთიერებას უკანონოდ ინახავდა პირადად ა-–------------ი, ხოლო 6 ცალად დაფასოებულ 0,1062 გრამ ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინის შემცველ ნივთიერებას უკანონოდ ინახავდა პირადად მ----- პ-–---ი, ნაწილს კი 43 ცალად დაფასოებულ 0,6526 გრამ ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინის შემცველ ნივთიერებას ა-–------------ი და მ----- პ-–---ი უკანონოდ ინახავდნენ თბილისში, სოფელ ფ-------–ა, ა----ის ქ. N3-ში მდებარე დამხმარე ნაგებობაში, ხოლო 2018 წლის 24 იანვარს ნარკოტიკული საშუალება ჰერონის შემცველი ნივთიერების დარჩენილი ნაწილი, კერძოდ 0,035 გრამი 100 ლარად უკანონოდ გაასაღეს შ---–--------–---------------–----------–-–-------------------ის გამომძიებელ დ----- ნ------ეზე, 0,038 გრამი ასევე 100 ლარად შ---–--------–---------------–----------–-–-------------------ის გამომძიებელ გ------- გ-------აზე, ხოლო 0,03 გრამი ასევე 100 ლარად უკანონოდ გაასაღეს შ---–--------–---------------–----------–-–-------------------ის გამომძიებელ ლ-–- გ--------ეზე.
2018 წლის 24 იანვარს შ---–--------–---------------–----------–-–-------------------ის თანამშრომლების მიერ თბილისში, სოფელ ფ-------–ა, ა----ის ქ. N3-ის მიმდებარე ტერიტორიაზე პირადი ჩხრეკა ჩაუტარდა ა-–------------ს, ხოლო თბილისში, სოფელ ფ-------–ა, ა----ის ქ. N3-ში მდებარე დამხმარე ნაგებობაში პირადი ჩხრეკა ჩაუტარდა მ----- პ-–---ს, რა დროსაც ამოღებული იქნა მითითებული ნარკოტიკული საშუალებები. ასევე 2018 წლის 24 იანვარს ჩატარდა თბილისში, სოფელ ფ-------–ა, ა----ის ქ. N3-ში მდებარე დამხმარე ნაგებობის ჩხრეკა, ხოლო ა-–------------ისა და მ----- პ-–---ის მიერ გასაღებული ნარკოტიკული საშუალებები ამოღებული იქნა გ------- გ-------ას, ლ-–- გ--------ისა და დ----- ნ------ისაგან.
თბილსის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 8 თებერვლის დადგენილებით ა-–------------ი ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით და დაეკისრა ჯარიმა 500 ლარის ოდენობით. 2018 წლის 24 იანვარს ნარკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით ა-–------------ს დაუდგინდა ,,ოპიუმის ჯგუფის“ ნარკოტიკული საშუალების უკანონოს მოხმარების ფაქტი.
იმ მტკიცებულებათა გაანალიზების შემდეგ, რაც მხარეთა უშუალო მონაწილეობით იქნა გამოკვლეული, ასევე უდავოდ ცნობილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ადგილი აქვს გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, ბრალდებულების - მ----- პ-–---ისა და ა-–------------ის დამნაშავედ ცნობისა და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, კერძოდ:
სასამართლო სხდომაზე მოწმე ლ-–- გ-----------–---–მა განმარტა, რომ ის არის შ------–--------–---------------–----------–-–-----------------------------------------------------------–-------------------–-------------------------–ოს დეტექტივ გამომძიებელი. მოცემულ საქმესთან დაკავშირებით ხელმძღვანელობისგან დაეწერა პატაკი, რომლის თანახმადაც ფ-------–აში ა----ის ქუჩაზე მიტოვებული შენობიდან 50 ლარად ხდებოდა ნარკოტიკების რეალიზაცია, ლ-–- გ-----------–---–მა დაკითხა პატაკის ავტორი და დაიწყო გამოძება. გამოტანილი იქნა ფულადი თანხა, რომელიც მან გაგზავნა ექსპერტთან სპეციალური წესით დასამუშავებლად და ც-----ს ნიშნის დასასმელად, რის შემდეგაც სამ თანამშრომელს გადასცა 100-100 ლარი. შემთხვევის ადგილას თავად მივიდა მოგვიანებით, გაჩხრიკა ა-–------------ის ბინა, თუმცა რაიმე კანონსაწინააღმდეგო არ ამოურიათ.
სასამართლო სხდომაზე მოწმე გ------- გ-------ამ განმარტა, რომ ის არის შ---–--------–---------------–----------–-–-------------------ის განყოფილების უფროსის მოადგილედ. 2018 წლის 23 იანვარს მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც 24 იანვარს ფ-------–აში ა----ის ქუჩაზე უნდა მომხდარიყო ნარკოტიკული ნივთიერებების რეალიზაცია. შესაბამისად შედგა საგამოძიებო ჯგუფი, გამოიყო თანხა, რომელიც დამუშავდა სპეციალური ხსნარით და 24 იანვარს საგამოძიებო ჯგუფები მივიდნენ სოფელ ფ-------–აში, ა----ის ქუჩა N3-ში, მიტოვებულ საპირფარეშოში. გ------- გ-------ამ შეიძინა ნარკოტიკული ნივთიერება და გადაიხადა 100 ლარი, პატარა შენობაში, სადაც გამსაღებლის მხოლოდ თითები ჩანდა, საიდანაც გამოაწოდეს 2 ცალი დაფასოებული ჩეკი. გამყიდველთან კონტაქტი არ ჰქონია, ნაყიდი 2 ჩეკი გადასცა იქვე მყოფ გამომძიებელ ზ------ ც--–--ეს, მის გარდა ნარკოტიკული საშუალება შეიძინეს ლ-–- გ--------ემ და დ----- ნ------ემ, აღნიშნულის შემდეგ ტერიტორიაზე - ფარდულში შევიდნენ სპეცრაზმის წევრები, რა დროსაც ა-–------------მა სცადა გაქცევა, თუმცა დააკავეს, მ----- პ-–---ი კი დააკავეს უშუალოდ შენობაში.
სასამართლო სხდომაზე მოწმე დ----- ნ------ემ განმარტა, რომ მუშაობს შ---–--------–--------------–----------–-–-----------------ტში. 2018 წლის 23 იანვარს გ------- გ-------ამ მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომ 24 იანვარს ფ-------–აში ა----ის ქუჩაზე უნდა მომხდარიყო ნარკოტიკული ნივთიერებების რეალიზაცია, ერთი შეკვრა 50 ლარად. დ----- ნ------ემ, გ------- გ-------ამ და ლ-–- გ--------ემ გამოთქვეს სურვილი, რომ მონაწილეობას მიიღებდნენ საკონტროლო შესყიდვაში და ნარკოტიკულ საშუალებას შეიძენდნენ შსს-დან სპეციალურად გამოყოფილი თანხით, შესაბამისად 2018 წლის 24 იანვარს გადაეცათ სპეციალური ხსნარით დამუშავებული თანხა, მივიდნენ შემთხვევის ადგილას - ფ-------–აში, ა----ის ქუჩა N3-ში მდებარე მიტოვებული სახლის საპირფარეშოში, რომელსაც ჰქონდა პატარა სარკმელი, საიდანაც ხდებოდა ნარკოტიკული ნივთიერებების გაყიდვა. დ----- ნ------ემ მოითხოვა ორი შეკვრა და მიაწოდა 5 ცალი 20 ლარიანი კუპიურა. მოწმემ განმარტა, რომ სარკმელი იყო პატარა ზომის, ამიტომ არავინ დაუნახავს, დაბრუნდა ავტომანქანაში და გამომძიებელმა ამოიღო შეძენილი ნივთიერება. ერთი პიროვნება გაქცევას ცდილობდა, სპეცრაზმის წევრები დაედევნენ.
სასამართლო სხდომაზე მოწმე ლ-–- გ--------ემ განმარტა, რომ ის არის შს--–--------–--------------–---------–-–-ის დეტექტივი. 2018 წლის 23 იანვარს გ------- გ-------ამ მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომ 24 იანვარს ფ-------–აში ა----ის ქუჩაზე უნდა მომხდარიყო ნარკოტიკული ნივთიერებების რეალიზაცია, ერთი შეკვრა ნარკოტიკული ნივთიერება ღირდა 50 ლარი. დაიწყო გამოძიება, დ----- ნ------ემ, გ------- გ-------ამ და ლ-–- გ--------ემ გამოთქვეს სურვილი მონაწილეობა მიეღოთ საკონტროლო შესყიდვაში და შსს-დან გამოყოფილი სპეციალური ხსნარით დამუშავებული თანხით შეეძინათ ნარკოტიკულ საშუალება. ფ-------–აში, ა----ის ქუჩა N3-ში მდებარე მიტოვებული სახლის საპირფარეშოს ჰქონდა პატარა სარკმელი, სადაც მან მიაწოდა 100 ლარი, იქიდან კი გამოაწოდეს 2 ცალი დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება. სარკმელი პატარა იყო, ამიტომ ვერ ხედავდა ვინ იყო შენობაში. მოწმემ განმარტა, რომ პირველად შეიძინა გ------- გ-------ამ, შემდეგ დ----- ნ------ემ და ბოლოს კი თავად. შეძენილი ნარკოტიკული საშუალების ამოღების და დალუქვის შემდეგ ადგილზე შევიდნენ სპეცრაზმის წევრები და ჩატარდა ღონისძიება, შედეგად დააკავეს 2 პიროვნება, ერთი შენობაში, ხოლო მეორე გარეთ, რადგან გაქცევას ცდილობდა.
სასამართლო სხდომაზე მოწმე გ--- დ--------–---–მა განმარტა, რომ ის არის ც--------–--------------–--------------------ის დეტექტივ-გამომძიებელი. 2018 წლის 23 იანვარს გამოძება დაიწყო სისხლის სამართლის საქმეზე განყოფილებაში შესული ინფორმაციის საფუძველზე, რომლის თანახმადაც 2018 წლის 24 იანვარს დილის საათებში სოფელ ფ-------–აში, მიტოვებულ საპირფარეშოში უნდა მომხდარიყო ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაცია, 50 ლარად. საგამოძიებო ორგანოში გამოიყო ფულადი თანხა, რაც სპეციალური ხსნარით დამუშავდა ექსპერტების მიერ და დატანილი იქნა უხილავი წარწერა - ,,ც----“. შეიქმნა საგამოძიებო ჯგუფები, დ----- ნ------ემ, გ------- გ-------ამ და ლ-–- გ--------ემ თანხმობა გამოთქვეს მონაწილეობა მიეღოთ საკონტროლო შესყიდვაში. შესაბამისად 24 იანვარს მათ შეიძინეს ნარკოტიკული საშუალება, რა დროსაც გ--- დ--------–---–ი ჯგუფის წევრებთან - ი-----–- რ-----–---–თან და ა-–---------- ლ----ესთან ერთად იმყოფებოდა სოფელ ფ-------–აში და აკვირდებოდა მოვლენების განვითარებას. ადგილზე იმყოფებოდა არაერთი თანამშრომელი, რადგან მათთვის უცნობი იყო, რამდენი ადამიანი შეიკრიბებოდა ნარკოტიკის რეალიზაციისათვის, გარდა ამისა შემთხვევის ადგილი - ძველი საპირფარეშო, მდებარეობს მჭიდროდ დასახლებულ უბანში. განაწილდნენ პერიმეტრზე, პირველად შევიდა სპეცრაზმი, გ--- დ--------–---–ი ჯგუფის წევრებთან ერთად უკანა მხრიდან აზღვევდა. საპირფარეშოდან გამოსულმა ერთმა ადამიანმა პოლიციელების დანახვაზე სცადა გაქცევა, რის შემდეგაც სხვა პიროვნებამაც სცადა გაქცევა, სპეცრაზმის წევრებმა დააკავეს ა-–------------ი და მ----- პ-–---ი. მ----- პ-–---მა არ იცოდა ქართული წერა-კითხვა, თუმცა თარჯიმანი ყავდათ, 1 საათზე მეტ ხანს ელოდებოდნენ გარეშე პირს, რის შემდეგაც დაიწყეს პირადი ჩხრეკა, ჩხრეკას აწარმოებდნენ ა-–---------- ლ----ე და გ--- დ--------–---–ი, ი-----–- რ-----–---–ი კი დადგენილებებს და ოქმებს ავსებდა. მონაწილეობა მიიღო ასევე საპირფარეშოს ჩხრეკაში.
იგივე ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმე ა-–---------- ლ----ემ და დამატებით განმარტა, რომ საპირფარეშოდან გამოვარდა და გაქცევა სცადა, თუმცა სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა და პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს, რის შემდეგაც შევიდნენ საპირფარეშოში, სადაც ასევე ერთი პიროვნება - მ----- პ-–---ი იმყოფებოდა, ეს უკანასკნელი სამართალდამცავებს უწევდა წინააღმდეგობას. ჩხრეკისას მ----- პ-–---ისგან ამოიღეს 6 ცალად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება, ასევე სკამზე ელაგა 43 ცალად დაფასოებული მოთეთრო ფერის ფხვნილი.
იგივე ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა სასამართლო სხდომაზე ასევე დეტექტივ-გამომძიებელმა ი-----–- რ-----–---–მა და დამატებით განმარტა, რომ შენობიდან გაიქცა - ა-–------------ი, მ----- პ-–---ი კი სპეცდანიშნულების რაზმს წინააღმდეგობას უწევდა ნაგებობაში დაკავებისას, რაც აღმოფხვრილი იქნა სპეცდანიშნულების მიერ პროპორციული ძალით - მას დაადეს პლასტმასის ბორკილები. ი-----–- რ-----–---–მა მონაწილეობა მიიღო მ----- პ-–---ის და შენობა-ნაგებობის ჩხრეკაში, პირად ჩხრეკაში ასევე მონაწილეობდნენ თანამშრომლები - გ--- დ--------–---–ი და ა-–---- ლ----ე, თარჯიმანი, გარეშე პირი და ექსპერტები, ნაგებობის ჩხრეკისას ასევე მონაწილეობდა მუნიციპალიტეტის თანამშრომელი. პირადი ჩხრეკისას მიმდინარეობდა ვიდეოგადაღება, მაგრამ ვიდეოგადაღება შეწყდა, რადგან აპარატს დაუჯდა ელემენტი, თუმცა ჩხრეკა დასურათდა. მ----- პ-–---ის ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა 6 ცალად დაფასოებული ნივთიერება, რომელიც შემდგომ გაირკვა -ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი, ასევე ამოღებული იქნა ფული, რომელზეც მოხდა ულტრაიისფერი დანათება და მასზე აღმოჩნდა ც-----ს ინიციალი, ნაგებობის ჩხრეკისას ასევე ამოღებული იქნა 43 ცალად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება და ტელეფონი.
სასამართლო სხდომაზე მოწმე ნ----- მ------–---–მა განმარტა, რომ ის არის შ-----------------------------------------–---------------------------ის ექსპერტი. 2018 წლის 24 იანვარს ფ-------–აში ა----ის ქუჩა N3-ში მონაწილეობა მიიღო მოქალაქე მ----- პ-–---ის ჩხრეკაში. შემთხვევის ადგილას მისვლისას გარკვეული პერიოდი დაიცადეს, რათა მისულიყო გარეშე პირი, რადგან გასაჩხრეკმა პირმა არ იცოდა წერა-კითხვა. საბოლოოდ ჩხრეკაში ნ----- მ------–---–ისა და მისი მეწყვილის გარდა მონაწილეობდა პოლიციის 3 თანამშრომელი, გარეშე პირი და თარჯიმანი. ჩხრეკისას მიმდინარეობდა ვიდეო გადაღება, მ----- პ-–---ის უკანა ჯიბიდან ამოღებული იქნა 4 ცალი 50 ლარიანი, ხოლო წინა მარჯვენა ჯიბიდან 2 ცალი 20 ლარიანი კუპიურა, 20 ლარიან კუპიურებზე ულტრაიისფერი დანათებით იკითხებოდა წარწერა - ც----, ასევე ქურთუკის წინა მარცხენა გარე ჯიბიდან ამოღებული იქნა 6 ცალად დაფასოებული ნივთიერება, ხოლო წინა მარჯვენა ჯიბიდან ამოღებული იქნა 1 ცალი მობილური ტელეფონი. ამოღებული ნივთები დაილუქა და გაკეთდა შესაბამისი ხელმოწერები. მოგვიანებით გაჩხრიკეს შენობა-ნაგებობა, რასაც ასევე ესწრებოდა მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი, ჩხრეკისას ამოღებული იქნა 43 ცალად დაფასოებული ნივთიერება, ასევე მობილური ტელეფონი.
სასამართლო სხდომაზე მოწმე ჯ------ კ--–--ემ განმარტა, რომ ის არის კ----------------------------–--------------–--ის უფროსი. 2018 წლის იანვარში მუშაობდა ც--------–---------------–----------–-–--–ი გამომძიებლის თანამდებობაზე. 2018 წლის 22 იანვარს განყოფილებაში შევიდა ოპერატიული ინფორმაცია, რომ ფ-------–აში ა----ის ქუჩაზე დაუდგენელი პირები ფარდულიდან ახორციელებდნენ ნარკოტიკის რეალიზაციას. დაიგეგმა ღონისძიებები, კერძოდ ჩატარდა საკონტროლო შესყიდვა, რის შემდეგაც მოხდა ნარკოტიკების ამოღება, დააკავეს ნარკოტიკების რეალიზატორები: ერთი პირი ადგილზე, ხოლო ა-–------------ი მიმდებარე ტერიტორიაზე, რადგან ის გაიქცა, თუმცა სპეცრაზმმა მალევე დააკავა. ჯ------ კ--–--ემ ა-–------------ს პირადი ჩხრეკა ჩაუტარა თანამშრომლებთან - დ----- ლ-------თან და დ------- მ-–---–---თან, ასევე ექსპერტ კრიმინალისტებთან და თარჯიმანთან ერთად. პირადი ჩხრეკისას ამოღებული იქნა ფულადი თანხა, დაფასოებული ნივთიერებები და შავი იარაღის მაგვარი საგანი. ჩხრეკის მიმდინარეობა გადაღება და დასურათდა ხდებოდა ექსპერტების მიერ, ასევე სკანერის საშუალებით ამოღებული ფულადი თანხის ცალკეულ კუპიურებზე ამოკითხული იქნა სპეციალური წარწერა - „ც----“. დაკავებულის ადვოკატები ესწრებოდნენ მიმდინარე პროცესებს და მათ შენიშვნა არ გამოუთქვამთ.
იგივე ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა სასამართლო სხდომაზე შ---–--------–---------------–----------–-–-------------------ის თანამშრომელმა დ----- ლ-------მა და დამატებით განმარტა, რომ საკონტროლო შესყიდვის შემდგომ, როდესაც ეზოში შევიდა ოპერატიული ჯგუფები, ერთმა პიროვნებამ, რომელიც შემდგომ ა-–------------ი აღმოჩნდა, სცადა გაქცევა, თუმცა სპეცრაზმის წევრებმა დააკავეს. მას ხელში იარაღის მსგავსი ნივთი ეჭირა, რაც პირადი ჩხრეკისას ამოღებული იქნა და აღმოჩნდა გაზის პისტოლეტი. ასევე ამოღებული იქნა მოლურჯო პარკით დაფასოებული 13-14 ცალი ფხვნილისებური მასა, ფულადი თანხა - 2000 ლარამდე, ულტრაიისფერი სხივით დამუშავებისას რამდენიმე კუპიურაზე გამოჩნდა წარწერა - ც----.
სასამართლო სხდომაზე მოწმე დ------- მ-–---–---მა განმარტა, რომ ის არის დეტექტივ-გამომძიებელი და მონაწილეობა მიიღო ა-–------------ის პირად ჩხრეკაში, რა დროსაც ამოღებული იქნა ფული, ნარკოტიკი და იარაღი. ჩხრეკის პროცესს ბრალდებულის ადვოკატიც ესწრებოდა.
სასამართლო სხდომაზე მოწმე მ------ ჯ--–------იამ განმარტა, რომ ის არის ექსპერტი და 2018 წლის 24 იანვარს მონაწილეობა მიიღო ფ-------–აში, ა----ის ქუჩაზე, ა-–------------ის და მ----- პ-–---ის პირად ჩხრეკაში, კერძოდ იღებდა ფოტოსურათებს. ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა ერთი ცალი პისტოლეტი, მჭიდითა და სამი ცალი ვაზნით, ფულადი თანხა და დაფასოებული მოთეთრო ფერის ფხვნილები. ჩხრეკის მიმდინარეობისას დაკავებულს პლასტმასის ხელბორკილი მოხსნილი ქონდა, ჩხრეკაში მონაწილეობდა მეწყვილე რ----- გ-------ი, ადვოკატი და თარჯიმანი. თითოეული ნივთი დალუქვამდე დასურათდა და მოთავსდა შესაბამის პაკეტში. ფულად თანხა შეამოწმეს ულტრაიისფერი ნათებით და მასზე იკითხებოდა წარწერა - ც----.
სასამართლო სხდომაზე მოწმე რ----- გ-------მა განმარტა, რომ ის არის ექსპერტ კრიმინალისტი და მეწყვილე მ------ ჯ--–------იასთან ერთად მონაწილეობა მიიღო ა-–------------ის პირად ჩხრეკაში, რა დროსაც მიმდინარეობდა ფოტო-ვიდეო გადაღება. ადგილზე მისვლისას ა-–------------ი იყო დაკავებული. ამოღებული იქნა პისტოლეტის მაგვარი საგანი მჭიდით და ვაზნებით, ასევე ფულადი თანხა და დაფასოებული მოთეთრო ფხვნილი. ზოგიერთ ფულად თანხაზე ულტრაიისფერი დანათებით იკითხებოდა წარწერა - ც----.
სასამართლო სხდომაზე მოწმე ა-–-- ი----------ვმა განმარტა, რომ ა-–------------ის საქმეზე იყო თარჯიმანი. ის უთარგმნიდა აზერბაიჯანულ ენაზე. მან შესაბამის ოქმს მოაწერა ხელი და არანაირი შენიშვნა არ ჰქონია.
სასამართლო სხდომაზე მოწმე გ------ ც--–--ემ განმარტა, რომ ის არის შ---–--------–---------------–----------–-–-------------------ის დეტექტივის თანაშემწე გამომძიებელი. 2018 წლის 23 იანვარს ც--------–---------------–----------–-–-------------------ში შესული ინფორმაციის თანახმად აღიძრა სისხლის სამართლის საქმე და დაიგეგმა სხვადასხვა ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები. გ------ ც--–--ემ სოფელ ფ-------–აში ა----ის ქუჩაზე, გ------- გ-------ასაგან ამოიღო მის მიერ 100 ლარად შეძენილი 2 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება. საკონტროლო შესყიდვის შემდეგ შემთხვევის ადგილზე მოქმედება დაიწყო სპეცდანიშნულების რაზმმა და დაკავეს 2 პიროვნება.
სასამართლო სხდომაზე მოწმე დ----- ა---–--ემ განმარტა, რომ ის არის შ------–--------–---------------–----------–-–-----------------------------------------------------------–-------------------–-------------------------–ოს დეტექტივ გამომძიებელი. 2018 წლის 23 იანვარს ც--------–---------------–----------–-–-------------------ში შევიდა ინფორმაცია, რომ ფ-------–აში ა----ის ქუჩაზე ერთ-ერთ შენობაში ხდებოდა ნარკოტიკის რეალიზაცია, გ------- გ-------ა, ლ-–- გ--------ემ და დ----- ნ------ემ მონაწილეობა მიიღეს საკონტროლო შესყიდვაში და შეიძინეს ნარკოტიკული საშუალება. დ----- ა---–--ემ გამოკითხა დ----- ნ------ე და ამოიღო მის მიერ 100 ლარად შეძენილი და წარდგენილი ნარკოტიკული საშუალება. მოწმემ განმარტა, რომ შესყიდვა ხდებოდა შენობის სარკმლიდან, სადაც გამომძიებელმა გამსაღებლებს მიაწოდეს ფული, იქიდან კი მიაწოდეს ნარკოტიკული საშუალება. გადახდილი თანხის კუპიურებზე დატანილი იყო შსს ც-----ს მონიშვნა. მოწმემ დაადასტურა, რომ სპეც. ოპერაციისას ერთი პიროვნება შენობიდან გაიქცა.
სასამართლო სხდომაზე მოწმე დ----- ნ--------ემ განმარტა, რომ ის არის შ---–--------–---------------–----------–-–--------------------–------------------ვის სამმართველოს გამომძიებელი. მოცემულ საქმესთან დაკავშირებით 2018 წლის 24 იანვარს საკონტროლო შესყიდვის შემდეგ გამოკითხა მონაწილე პირი - თანამშრომელ ლ-–- გ--------ე და ამოიღო მის მიერ შეძენილი 2 ცალად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება. ფარდულს, საიდანაც ხდებოდა ნარკოტიკის გასაღება ამოჭრილი ჰქონდა პატარა ადგილი, ამიტომ თავად ვერ ხედავდა იმ პირებს, ვინც ასაღებდა ნარკოტიკს, ცოტა მოშორებით იდგა და ხედავდა როგორ შეიძინეს თანამშრომელმა ნარკოტიკი საკონტროლო შესყიდვის ფარგლებში. მათ გარდა იყო გამომძიებლების ორი ჯგუფი, რომლებმაც ასევე შეიძინეს ნარკოტიკი, ერთმანეთთან კონტაქტი ქონდათ რაციით. ნარკოტიკის ამოღების შემდეგ სპეცრაზმმა დააკავა ბრალდებულები - ა-–------------ი და მ----- პ-–---ი.
სასამართლო სხდომაზე მოწმე გ------- ზ--------–-–---–მა განმარტა, რომ ის არის შ---------------–--ის უფროსი. 2018 წლის 23 იანვარს განყოფილებაში დაიწყო გამოძიება, კერძოდ დაუდგენელი პირების მიმართ მიიღეს ინფორმაცია, რომ ფ-------–აში რეალიზაციას უკეთებდნენ ნარკოტიკებს. 24 იანვარს განყოფილების სამმა თანამშრომლებმა სპეციალურად გამოყოფილი თანხების საშუალებით საკონტროლო შესყიდვისას შეიძინეს ორ პაკეტად დაფასოებული ნარკოტიკი, რის შემდეგაც გასაღების ადგილას - მიტოვებული სახლის გვერდით ფარდულში შევიდა სპეცრაზმი, რა დროსაც ფარდულიდან გამოიქცა პიროვნება, თუმცა სპეცრაზმის წევრებმა დააკავეს, ასევე დააკავეს ფარდულში მყოფი მეორე პიროვნება. დაკავებულებს პირადი ჩხრეკისას აღმოაჩნდათ ფული, რომლის გარკვეულ ნაწილზეც იყო წარწერა ც-----ს, ასევე ა-–------------ს გაქცევისას ხელში ეჭირა იარაღი, რომელიც შემდგომ როგორც აღმოჩნდა არ იყო საბრძოლო.
სასამართლო სხდომაზე მოწმე ი-----------ამ განმარტა, რომ ის არის ს----------–----–---------------------------–--------------------------------------------------–---- მთავარი ექსპერტი. მოწმემ დაადასტურა მის მიერ მთავარმა ექსპერტ პ------ წ--–---–--ესთან ერთად 2018 წლის 30 იანვარს გაცემული დასკვნა, რომლის თანახმადაც - 1. ექსპერტიზაზე წარმოდგენილი გ------- გ-------ასგან ამოღებული პოლიეთილენის ნაჭრებში ორ ცალად დაფასოებული ერთნაირი ფიზიკური მახასიათებლის მქონე მოყავისფრო ფხვნილისებური ნივთიერება, საერთო წონით - 0,07 გრამი, წარმოადგენს კუსტარულად მიღებულ ნარკოტიკულ საშუალებას ჰეროინის შემცველ ნივთიერებას, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის საერთოო რაოდენობაა - 0,038გრამი; 2. ექსპერტიზაზე წარმოდგენილი დ----- ნ------ისგან ამოღებული პოლიეთილენის ნაჭრებში ორ ცალად დაფასოებული ერთნაირი ფიზიკური მახასიათებლის მქონე მოყავისფრო ფხვნილისებური ნივთიერება, საერთო წონით - 0,06 გრამი, წარმოადგენს კუსტარულად მიღებულ ნარკოტიკულ საშუალებას ჰეროინის შემცველ ნივთიერებას, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის საერთოო რაოდენობაა - 0,035; 3. ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ლ-–- გ--------ისგან ამოღებული პოლიეთილენის ნაჭრებში ორ ცალად დაფასოებული ერთნაირი ფიზიკური მახასიათებლის მქონე მოყავისფრო ფხვნილისებური ნივთიერება, საერთო წონით-0,06 გრამი, წარმოადგენს კუსტარულად მიღებულ ნარკოტიკულ საშუალებას ჰეროინის შემცველ ნივთიერებას, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის საერთოო რაოდენობაა - 0,03გრამი; 4. ექსპერტიზაზე წარმოდგენილი პოლიეთილენის ნაჭრებში ორმოცდაორი (42) ცალად დაფასოებული ერთნაირი ფიზიკური მახასიათებლის მქონე მოყავისფრო ფხვნილისებური ნივთიერება, საერთო წონით 1,18 გრამი, წარმოადგენს კუსტარულად მიღებულ ნარკოტიკულ საშუალებას ჰეროინის შემცველ ნივთიერებას, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის საერთოო რაოდენობაა - 0,649გრამი; 5. ექსპერტიზაზე წარმოდგენილი შავი ფერის პოლიეთილენის ნაჭრებში ერთი ცალად დაფასოებული მოშაო ფერის ფხვნილისებური ნივთიერება, წონით - 0,055 გრამი, წარმოადგენს კუსტარულად მიღებულ ნარკოტიკულ საშუალებას ჰეროინის შემცველ ნივთიერებას, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის საერთოო რაოდენობაა - 0,0036 გრამი; 6. ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის საერთო რაოდენობაა - 0,7556გრამი;
იგივე დასკვნა დაადასტურა მოწმე პ------ წ--–---–--ემ და განმარტა, რომ ის არის შ----------------------------–------------------------------------------------------------------------–------–-------------------–-------------ი ექსპერტი.
მოწმემ პ------ წ--–---–--ემ ასევე დაადასტურა 2018 წლის 25 იანვარს ნ---- ნ----–---–თან ერთად ჩატარებული ექსპერტიზა და გაცემული N-------------- დასკვნა, რომლის თანახმადაც:
1. ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ა-–------------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული თერმულად დამუშავებულ ვარდისფერ და ყვითელ, გამჭირვალე პოლიეთილენის ნაჭრებში 14 (თოთხმეტ) ცალად დაფასოებული, მოყავისფრო ნივთიერებები, წარმოადგენს ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის შემცველ ნარევს, საერთო წონით - 0,461 გრამი, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის საერთო წონაა - 0,2563გრამი; 2. ექსპერტიზაზე წარმოდგენილი მ----- პ-–---ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული თერმულად დამუშავებულ ყვითელ, გამჭირვალე პოლიეთილენის ნაჭრებში 6 (ექვს) ცალად დაფასოებული, მოყავისფრო ნივთიერებები, წარმოადგენს ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის შემცველ ნარევს, საერთო წონით - 0,191გრამი, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის საერთო წონა - 0,1062.
ასევე დაადასტურა 2018 წლის 23 თებერვალს ნ---- ნ----–---–თან ერთად ჩატარებული ექპერტიზის N-------------- დასკვნის შედეგები, რომლის თანახმადაც: ექსპერტიზაზე წარმოდგენილი დ----- ნ------ისგან ამოღებული ნარკოტიკული საშუალება (ობ.N4), გ------- გ-------ასგან ამოღებული ნარკოტიკული საშუალება (ობ.N3), ლ-–- გ--------ისგან ამოღებული ნარკოტიკული საშუალება (ობ.N5) და დამხმარე ნაგებობის ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული საშუალების ერთი წონაკი (ობ.N6) მსგავსია მ----- პ-–---ის და ა-–------------ის (ობ. N1-2) პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული საშუალებების, გარეგნული ნიშნებით, ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის პროცენტული შემცველობით და არანარკოტიკული კომპონენტების სახეობის მიხედვით და განსხვავდება დამხმარე ნაგებობის ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული საშუალების მეორე წონაკისგან (ობ.N7).
სასამართლო სხდომაზე მოწმე ი-------–-------ამ განმარტა, რომ 2018 წლის 13 თებერვლის მდგომარეობით, როდესაც მან გასცა დასკვნა მუშაობდა ლ----------------–--------–-----------------–---------------------------------–----------------------------------------–ი, ექსპერტის თანამდებობაზე. მოწმემ დაადასტურა მის მიერ 2018 წლის 13 თებერვალს გაცემული დასკვნა, რომლის თანახმადაც გენეტიკური კვლევებისა და სტატისტიკური ანალიზის საფუძველზე დადგინდა:
- პაკეტში, წარწერით: „...პოლიეთილენის ნაჭერში მოთავსებული 43 ც (ორმოცდასამი) წონაკად დაფასოებული ნივთიერება, ნაგებობაში ხის სკამის ზედაპირიდან...“ მოთავსებულ წონაკზე (ობ. N1-4) პოლიეთილენის ფრაგმენტზე (ობ.N5) არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის მ----- ფ-–---ს (ობ.N9, პაკეტი, წარწერით: „... ნერწყვის ნიმუში ... მ----- ზ--–-----ის-ძე ფ-–---ი...“);
- პაკეტში, წარწერით: „...ლ-–- გ--------ისაგან ამოღებული ორ ცალად დაფასოებული ფხვნილესებური ნივთიერება...“ მოთავსებულ ორ ცალ წონაკზე (ობ.N6) გენეტიკური იდენტიფიკაციისათვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის, მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა;
- პაკეტში, წარწერით: „...დ. ნ------ისაგან ამოღებული ფხვნილესებური ნივთიერება 2 - შეკვრად...“ მოთავსებულ ორ ცალ წონაკზე (ობ.N7) არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი შერეულია. ობ.N-7-ის პროფილში მ----- ფ-–---ის (ობ.N9) და ა-–------------ის (ობ. N10, პაკეტი, წარწერით: „...ნერწყვის ნიმუში ... ზ-------ის-ძე ბ---------ი...“) გენეტიკური თანამონაწილეობა არ ვლინდება;
- პაკეტში, წარწერით: „...გ. გ-------ასგან ფხვნილესებური ნივთიერება...“ მოთავსებულ ორ ცალ წონაკზე არსებული ბიომასალის შერეული გენეტიკური პროფილი იდენტიფიკაციისათვის არაინფორმატიულია.
მოწმემ განმარტა, რომ ბიოლოგიური მასალა შეიძლება დარჩეს საგანზე მაშინ, როდესაც ხდება პირის უშუალო კონტაქტის შედეგად ან პირის ბიოლოგიური მასალის კონტაქტის შედეგად. ბიოლოგიურ მასალაში იგულისხმება ნერწყვი სისხლი და სხვა.
სასამართლო სხდომაზე მოწმე ნ----- მ----ამ განმარტა, რომ ის არის ს----------–----–--------------------------–--------------------------------------ი ექსპერტი. მოწმემ დაადასტურა მის მიერ 2018 წლის 30 იანვარს გაცემული დასკვნა, რომლის თანახმადაც: - მ----- პ-–---ის მარჯვენა და მარცხენა ხელიდან ბამბის ტამპონების საშუალებით აღებულ ანაწმენდებზე არსებული მოყვითალო ფერის ლუმინესცენციის მქონე ნივთიერების კვალი და ნიმუშად წარმოდგენილი ბამბის ტამპონზე არსებული მოყვითალო ფერის ლუმინესცენციის მქონე ნივთიერება ხასიათდებიან ერთნაირი ქიმიური შემადგენლობით.
- მ----- პ-–---ის პირადი ჩხრეკისას ამოღებულ 2 ცალ 20 ლარიან კუპიურაზე, შემდეგი ნომრებით A---------, A---------, არსებული მოყვითალო ფერის ლუმინესცენციის მქონე ნივთიერების დანაშრევი და ნიმუშად წარმოდგენილი მოყვითალო ფერის ლუმინესცენციის მქონე ნივთიერება ხასიათდებიან ერთნაირი ქიმიური შემადგენლობით.
- ა-–------------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული 1 ცალი 100 ლარიან კუპიურაზე, შემდეგი ნომრით G-------- და 8 ცალი 20 ლარიან კუპიურაზე, შემდეგი ნომრებით: A---------, A---------, A---------, A---------, A---------, A---------, A---------, A---------, E--------, E--------; არსებული მოყვითალო ფერის ლუმინესცენციის მქონე ნივთიერების დანაშრევი და ნიმუშად წარმოდგენილი მოყვითალო ფერის ლუმინესცენციის მქონე ნივთიერება ხასიათდებიან ერთნაირი ქიმიური შემადგენლობით.
- ლარის კუპიურაზე: 1 ცალ 100 ლარიან კუპიურაზე: G--------, 8 ვალ 20 ლარიან კუპიურაზე: A---------, A---------, A---------, A---------, A---------, A---------, A---------, A---------, E--------, E-------- და 2 ცალ 20 ლარიან კუპიურაზე: A---------, A--------- აღნიშნული ცისფერი ლუმინესცენციის მქონე წარწერა „ც----“ და ნიმუშის სახით წარმოდგენილი ცისფერი ლუმინესცენციის მქონე წარწერა: „ც----“, შესრულებულია ერთნაირი ქიმიური შემადგენლობის მქონე ფანქრით.
- ა-–------------ის მარჯვენა და მარცხენა ხელიდან ბამბის ტამპონების საშუალებით აღებულ ანაწმენდებზე ნიმუშის მსგავსი მოყვითალო ფერის ლუმინესცენციის მქონე ნივთიერების კვალი არ აღმოჩნდა.
- ლარის კუპიურების ზედაპირზე არსებული მოყვითალო ფერის ლუმინესცენციის მქონე ნივთიერების დანაშრევი, მ----- პ-–---ის მარჯვენა და მარცხენა ხელიდან ბამბის ტამპონის საშუალებით აღებულ ანაწმენდზე არსებული მოყვითალო ფერის ლუმინესცენციის მქონე ნივთიერების კვალი და ნიმუშად წარმოდგენილი ბამბის ტამპონზე არსებული მოყვითალო ფერის ლუმინესცენციის მქონე ნივთიერება ხასიათდებიან ერთნაირი ქიმიური შემადგენლობით.
სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა ა-–------------მა არ აღიარა ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა და მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ მას პოლიციის თანამშრომლებმა ნარკოტიკული საშუალება ჩაუდეს და არ აძლევდნენ ადვოკატთან კონტაქტის საშუალებას, რის გამოც არ იცოდა როგორ მოქცეულიყო და ამიტომ ჩხრეკის ოქმსაც მოაწერა ხელი, მიუხედავად იმისა, რომ არ ეთანხმებოდა ოქმში არსებულ ინფორმაციას. კერძოდ განმარტა, რომ დაახლოვებით 12 საათზე იმყოფებოდა გასვენებაში, როდესაც ბავშვმა უთხრა, რომ მისი მეგობარი მ----- პ-–---ი იყო იმ სახლში, სადაც მოგვიანებით დააკავეს. მ----- პ-–---ს არ ჰქონია ნარკოტიკებთან შეხება და არ იცის იცოდა თუ არა, რომ ა-–------------ი ნარკოტიკის მომხმარებელი იყო. ბრალდებულმა განმარტა, რომ მ----- პ-–---ი ფარდულში დაახლოვებით 300 მეტრში ცხოვრობს და თავად ფარდულში სხვა დროს არ ყოფილა. მ----- პ-–---ს ჰკითხა ჰქონდა თუ არა ,,ანაშა“ (მარიხუანა), რადგან იცოდა, რომ ის ეწეოდა.
სასამართლო სხდომაზე ასევე გამოკვლეული იქნა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, კერძოდ:
2018 წლის 23 იანვრის შ---–--------–---------------–----------–-–-----------------------------------------------------------–-------------------–-------------------------–--------------------------------------–-------------------–---------------–------------------–----–----–-------–--–---–-------------------–-------------------–-------------–--ის უფროსის მოადგილე გ------- გ-------ას პატაკით დადგენილია, რომ მის მიერ მიღებული ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, თბილისში, სოფელ ფ-------–აში, ა----ის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე მიტოვებული საპირფარეშოში 2018 წლის 24 იანვარს დილი საათებიდან დღის განმავლობაში უნდა მოხდეს ნარკოტიკული საშუალება ჰერიონის 1 ცალი წონაკის 50 ლარად გასაღება ნებისმიერ პირებზე.
2018 წლის 23 იანვრის ლ-–- გ-----------–---–ის მიერ შედგენილი ფულის დათვალიერების შესახე ოქმით დადგენილია, რომ დათვალიერდა ა-–---------- ასიტაშვილის მიერ წარდგენილი ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად გამოყოფილი ფულადი თანხა 300 ლარი, შემდეგი სახის კუპიურებით: 10 ცალი ოც ლარიანი კუპიურა ნომრებით: A---------, A---------, A---------, A---------,A---------, A---------, A---------, A---------, E--------, E--------, 1 ცალი 100 ლარიანი კუპიურა ნომრით: G--------.
N--------- ოქმით დადგენილია, რომ აღნიშნულ კუპიურებზე სპეც. ფანქრით დატანილი იქნა ფარული აღნიშვნა - წარწერით ,,ც----“. დამუშავდა სპეც. ქიმიური ნივთიერებებით, რომელიც ვიზუალურად უხილავია, ხოლო ულტრაიისფერი სხივებში აქვს ნათება, ამასთან დამუშავებული კუპიურები, გამოყენებული ბამბის ტამპონი, სუფთა ბამბის ტამპონი და სუფთ ფურცელზე დატანილი ფარული აღნიშვნები ცალ-ცალკე მოთავსდა და დაილუქა.
2018 წლის 24 იანვრის ფულადი თანხის გადაცემის შესახებ ოქმებით დადგენილია, რომ დეტექტივ-გამომძიებელმა ლ-–- გ-----------–---–მა გ------- გ-------ას, ლ-–- გ--------ეს და დ----- ნ------ეს ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების მიზნით გადასცა 100-100 ლარი.
2018 წლის 24 იანვრის ამოღების ოქმით დადგენილია, რომ თბილისში, ფ-------–აში, ა----ის ქ. N2-ის მიმდებარე ტერიტორიაზე დ----- ნ------ისაგან ამოღებული იქნა მის მიერ შეძენილი და ნებაყოფლობით წარდგენილი პოლიეთილენის მოყვითალო ფერის პოლიეთილენის პაკეტის თავმომწვარ ნაჭერში 2 ცალად შეხვეული ფხვნილისებური ნივთიერება.
2018 წლის 24 იანვრის ამოღების ოქმით დადგენილია, რომ თბილისში, ფ-------–აში, ა----ის ქ. N2-ის მიმდებარე ტერიტორიაზე გ------- გ-------ასაგან ამოღებული იქნა მის მიერ შეძენილი და ნებაყოფლობით წარდგენილი პოლიეთილენის მოყვითალო და მოლურჯო ფერის თავმოკრული, 2 ცალად პოლიეთილენის პაკეტის ნაჭერში დაფასოებული ფხვნილისებური ნივთიერება.
2018 წლის 24 იანვრის ამოღების ოქმით დადგენილია, რომ თბილისში, ფ-------–აში, ა----ის ქ. N2-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ლ-–- გ--------ისაგან ამოღებული იქნა მის მიერ შეძენილი და წარდგენილი მოყვითალო ფერის პოლიეთილენის ნაჭრებში 2 ცალად დაფასოებული ფხვნილისებური ნივთიერება.
2018 წლის 24 იანვრის ა-–-------------ის პირადი ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ თბილისში, ს. ფ-------–აში, ა----ის ქ. N3-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ა-–------------ისაგან ჯინსის შარვლის უკანა მარჯვენა ჯიბიდან ამოღებული იქნა შავი ფერის პისტოლეტის ტიპის საგანი, მასში მოთავსებული მჭიდითა და 3 ცალი ვაზნით, შარვლის წინა მარცხენა ჯიბიდან და ქურთუკის მარცხენა წინა ჯიბიდან ამოღებული იქნა ფულადი თანხა, ხოლო შარვლის უკანა მარჯვენა ჯიბიდან ამოღებული იქნა ლურჯი ფერის პაკეტში გახვეული 14 ცალი წონაკი ფხვნილისებური ნივთიერებებით. თანხის დალუქვამდე დათვალიერებული იქნა ულტრაიისფერი შუქით, რა დროსაც 8 ცალ 20 ლარიან კუპიურაზე გამოისახა წარწერა - ,,ც----“. პირადი ჩხრეკის ოქმი ბრალდებულს ეთარგმნა მისთვის გასაგებ აზერბაიჯანულ ენაზე და მის მიერ იქნა ხელმოწერილი.
2018 წლის 24 იანვრის მ----- პ-–---ის პირადი ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ თბილისში, ს. ფ-------–აში, ა----ის ქ. N3-ში განთავსებულ დამხმარე შენობაში მ----- პ-–---ისაგან ამოღებული იქნა პოლიეთილენის ლურჯი ფერის ნაჭერში მოთავსებული მოყვითალო ფერის პოლიეთილენის მცირე ზომის 6 ცალ ნაჭერში მოთავსებული ფხვნილისებური ნივთიერება, ასევე ამოღებული იქნა ფულად თანხა 200 ლარის ოდენობით და მობილური ტელეფონი. ამოღებული თანხაზე მოხდა ულტრაიისფერი განათების დანათება, რა დროსაც 2 ცალ 20 ლარიან კუპიურაზე გამოისახა წარწერა - ც----. პირადი ჩხრეკის ოქმზე გარეშე პირის მინაწერის თანახმად მ----- პ-–---ს ოქმის შინაარსი ეთარგმნა თარჯიმნის მიერ. ასევე შენიშვნის თანახმად, ვინაიდან მ----- პ-–---მა არ იცის წერა-კითხვა ოქმს ხელს აწერს გარეშე პირი მამედ ისკანდაროვი, რომელსაც ენდობა.
2018 წლის 24 იანვრის დამხმარე ნაგებობის ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ თბილისში, ს. ფ-------–აში, ა----ის ქ. N3-ში განთავსებულ დამხმარე შენობიდან ხის სკამის ზედაპირიდან ამოღებული იქნა პოლიეთილენის ნაჭერში მოთავსებული 43 ცალ შეკვრა - წონაკად დაფასოებული ფხვნილისებური ნივთიერებით. გარეშე პირისა და თარჯიმნის მიერ შესრულებული შენიშვნის თანახმად ჩხრეკის ოქმი მ----- პ-–---ს ეთარგმნა თარჯიმნის მიერ.
2017 წლის 8 თებერვლის თბილისის საქალაქო სასამართლოს დადგენილების თანახმად ა-–------------ი ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისწინებული გადაცდომის ჩადენისათვის.
2018 წლის 24 იანვრის სა---------------------–----------------------------------–ოს N----- დასკვნის თანახმად ა-–------------ი კლინიკურად არ იმყოფება ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ, ლაბორატორიული გამოკვლევისას დაუდგინდა შედეგი: ნარკოტიკული საშუალება - ოპიუმის ჯგუფი.
2018 წლის 24 იანვრის სა---------------------–----------------------------------–ოს N----- დასკვნის თანახმად მ----- პ-–---ი კლინიკურად არ იმყოფება ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ, ლაბორატორიული გამოკვლევისას დაუდგინდა შედეგი: ნარკოტიკული საშუალება - ოპიუმის ჯგუფი (მორფინი) და ფსიქოტროპული ნივთიერება -ბენზოდიაზეპინების ჯგუფი.
სასამართლო სხდომაზე ასევე გამოკვლეული იქნა პირადი ჩხრეკის ამსახველი ვიდეო მასალა, რომლის შინაარსიც სრულ შესაბამისობაშია საქმეზე არსებულ მოწმეთა ჩვენებებთან.
სასამართლო განმარტავს, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა, ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი იურიდიული კვალიფიკაციის მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას.
საქართველოს სსსკ-ის კოდექსის 82-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილია ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა, რომ მ----- პ-–---მა და ა-–------------მა ჩაიდინეს ბრალად შერაცხული ქმედებები, კერძოდ:
მოწმე გ------- გ-------ამ დაადასტურა, რომ 2018 წლის 23 იანვარს მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც 2018 წლის 24 იანვარს თბილისში, სოფელ ფ-------–ის ა----ის ქუჩაზე უნდა მომხდარიყო ნარკოტიკული ნივთიერებების რეალიზაცია.
მოწმეებმა გ------- გ-------ამ, დ----- ნ------ემ და ლ-–- გ--------ემ დაადასტურეს, რომ 2018 წლის 24 იანვარს ნებაყოფლობით მიიღეს მონაწილეობა საკონტროლო შესყიდვაში, კერძოდ სპეციალური ხსნარით დამუშავებული თანხით ფ-------–აში, ა----ის ქუჩა N3-ში მდებარე მიტოვებული სახლის საპირფარეშოს პატარა სარკმლიდან 100-100 ლარად შეიძინეს 2-2 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება.
თავის მხრივ გ------ ც--–--ემ დაადასტურა, რომ საკონტროლო შესყიდვის დასრულებისთანავე გ------- გ-------ასაგან ამოიღო მის მიერ 100 ლარად შეძენილი 2 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება, დ----- ა---–--ემ დაადასტურა, რომ დ----- ნ------ისაგან ამოიღო მის მიერ 100 ლარად შეძენილი და წარდგენილი ნარკოტიკული საშუალება, ხოლო დ----- ნ--------ემ დაადასტურა, რომ თანამშრომელ ლ-–- გ--------ისაგნ ამოიღო მის მიერ შეძენილი 2 ცალად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება.
სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა გამომძიებლებმა დაადასტურეს, რომ თუმცა უშუალოდ ვერ ხედავდნენ ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელ პირებს, იმის გამო, რომ შენობას ქონდა მცირე ზომის ფანჯარა, მაგრამ საკონტროლო შესყიდვის შემდეგ შევიდნენ უშუალოდ შემთხვევის ადგილას - საპირფარეშოში სადაც ხდებოდა რეალიზაცია და სადაც განხორციელდა საკონტროლო შესყიდვა, რა დროსაც ა-–------------მა სცადა გაქცევა, თუმცა ის სპეცრაზმის წევრებმა მალევე დააკავეს, უშუალოდ შენობაში დააკავეს მ----- ბ---------ი, შესაბამისად დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილზე, სადაც ჩხრეკის შედეგად თბილისში, ს. ფ-------–აში, ა----ის ქ. N3-ში განთავსებულ დამხმარე შენობაში იმყოფებოდა მხოლოდ ა-–------------ი და მ----- პ-–---ი.
2018 წლის 24 იანვრის დამხმარე ნაგებობის ჩხრეკის ოქმით ასევე დადგენილია, რომ თბილისში, ს. ფ-------–აში, ა----ის ქ. N3-ში განთავსებულ დამხმარე შენობიდან, სიდანაც გაიქცა ა-–------------ი და სადაც დააკავეს მ----- ბ---------ი ხის სკამის ზედაპირიდან ამოღებული იქნა პოლიეთილენის ნაჭერში მოთავსებული 43 ცალ შეკვრა - წონაკად დაფასოებული ფხვნილისებური ნივთიერებით. მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ გარეშე პირისა და თარჯიმნის მიერ შესრულებული შენიშვნის თანახმად ჩხრეკის ოქმი მ----- პ-–---ს ეთარგმნა თარჯიმნის მიერ.
ასევე 2018 წლის 24 იანვრის ა-–-------------ის პირადი ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ ა-–------------ისაგან შარვლის წინა მარცხენა ჯიბიდან და ქურთუკის მარცხენა წინა ჯიბიდან ამოღებული იქნა ფულადი თანხა, ხოლო შარვლის უკანა მარჯვენა ჯიბიდან ამოღებული იქნა ლურჯი ფერის პაკეტში გახვეული 14 ცალი წონაკი ფხვნილისებური ნივთიერებები. თანხის დალუქვამდე დათვალიერებული იქნა ულტრაიისფერი შუქით, რა დროსაც 8 ცალ 20 ლარიან კუპიურაზე გამოისახა წარწერა - ,,ც----“. პირადი ჩხრეკის ოქმი ბრალდებულს ეთარგმნა მისთვის გასაგებ აზერბაიჯანულ ენაზე და მის მიერ იქნა ხელმოწერილი.
2018 წლის 24 იანვრის მ----- პ-–---ის პირადი ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ მ----- პ-–---ისაგან ამოღებული იქნა პოლიეთილენის ლურჯი ფერის ნაჭერში მოთავსებული მოყვითალო ფერის პოლიეთილენის მცირე ზომის 6 ცალ ნაჭერში მოთავსებული ფხვნილისებური ნივთიერება, ასევე ამოღებული იქნა ფულადი თანხა 200 ლარის ოდენობით და მობილური ტელეფონი. ამოღებული თანხაზე მოხდა ულტრაიისფერი განათების დანათება, რა დროსაც 2 ცალ 20 ლარიან კუპიურაზე გამოისახა წარწერა - ც----. პირადი ჩხრეკის ოქმზე გარეშე პირის მინაწერის თანახმად მ----- პ-–---ს ოქმის შინაარსი ეთარგმნა თარჯიმნის მიერ. ასევე შენიშვნის თანახმად, ვინაიდან მ----- პ-–---მა არ იცის წერა-კითხვა ოქმს ხელს აწერს გარეშე პირი მამედ ისკანდაროვი, რომელსაც ენდობა.
ექსპერტებმა ი-----------ამ და პ------ წ--–---–--ემ დაადასტურეს მათ მიერ გაცემული დასკვნა, რომლის თანახმადაც - საერთო ჯამში ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის საერთო რაოდენობა შეადგენდა 0.7556 გრამს, კერძოდ:
1. გ------- გ-------ასგან ამოღებული ნივთიერება წარმოადგენდა კუსტარულად დამზადებულ ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინის შემცველ ნივთიერებას, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის საერთო რაოდენობა შეადგენდა 0.038 გრამს; 2. დ----- ნ------ისგან ამოღებული ნივთიერება საერთო წონით 0.06 გრამი წარმოადგენს კუსტარულად მიღებულ ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინის შემცველ ნივთიერებას, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის საერთო რაოდენობა შეადგენდა 0.035 გრამს; 3. ლ-–- გ--------ისგან ნივთიერება წარმოადგენს კუსტარულად მიღებულ ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინის შემცველ ნივთიერებას, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის საერთო რაოდენობა შეადგენდა 0.03 გრამს;
4. 42 ცალად დაფასოებული ერთნაირი ფიზიკური მახასიათებლების მქონე მოყავისფრო ფხვნილისებრი ნივთიერება საერთო წონით 1.18 გრამი წარმოადგენდა კუსტარულად მიღებულ ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინის შემცველ ნივთიერებას, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის საერთო რაოდენობა შეადგენდა 0.649 გრამს; 5. 1 ცალად დაფასოებული მოშავო ფერის ფხვნილისებრი ნივთიერება საერთო წონით 0.055 გრამი, წარმოადგენდა ასევე კუსტარულად მიღებულ ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის შემცველ ნივთიერებას რომელშიც ჰეროინის რაოდენობა შეადგენდა 0.0036 გრამს.
ექსპერტმა ი-------–-------ამ თავის მხრივ დაადასტურა მის მეირ გაცემული დასკვნა, რომლის თანახმადაც: პაკეტში, წარწერით: „...პოლიეთილენის ნაჭერში მოთავსებული 43 ც (ორმოცდასამი) წონაკად დაფასოებული ნივთიერება, ნაგებობაში ხის სკამის ზედაპირიდან...“ მოთავსებულ წონაკზე (ობ. N1-4) პოლიეთილენის ფრაგმენტზე (ობ.N5) არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის მ----- ფ-–---ს;
სხვა პაკეტებზე მ----- პ-–---ის და ა-–------------ის გენეტიკური თანამონაწილეობა არ გამოვლენილა, ნაწილზე კი ბიომასალის შერეული გენეტიკური პროფილი იდენტიფიკაციისათვის არაინფორმატიულია, რასთან დაკავშირებითაც ექსპერტმა ი-------–-------ამ განმარტა, რომ ბიოლოგიური მასალა შეიძლება დარჩეს საგანზე მაშინ, როდესაც ხდება პირის უშუალო კონტაქტის შედეგად ან პირის ბიოლოგიური მასალის კონტაქტის შედეგად, რა განაპირობებს გადასვლას და მასზე მასალის დარჩენას დამოკიდებული კონტაქტის ხანგრძლივობაზე, ნივთის ზედაპირზე, ბიოლოგიური მასალის სახეობაზე და სხვა.
შესაბამისად სასამართლო განმარტავს, რომ მხოლოდ ის ფაქტი, რომ ამოღებულ ნივთებზე ვერ მოხდა ა-–------------ის გენეტიკური პროფილის აღმოჩენა არ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ მას დანაშაული არ ჩაუდენია - არ შეუძენია და გაუსაღებია ნარკოტიკული საშუალება.
გარდა ამისა 2018 წლის 25 იანვარის ექსპერტიზის N-------------- დასკვნის თანახმად: 1. ა-–------------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული 14 (თოთხმეტ) ცალად დაფასოებული, მოყავისფრო ნივთიერებები, წარმოადგენს ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის შემცველ ნარევს, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის საერთო წონაა - 0,2563გრამი, ხოლო მ----- პ-–---ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული 6 (ექვს) ცალად დაფასოებული, მოყავისფრო ნივთიერებები, წარმოადგენს ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის შემცველ ნარევს, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის საერთო წონა - 0,1062.
2018 წლის 23 თებერვალის ექპერტიზის N-------------- დასკვნით კი დ----- ნ------ისგან, გ------- გ-------ასგან და ლ-–- გ--------ისგან ამოღებული ნარკოტიკული საშუალება და დამხმარე ნაგებობის ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული საშუალების ერთი წონაკი მსგავსია მ----- პ-–---ის და ა-–------------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული საშუალებების, გარეგნული ნიშნებით, ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის პროცენტული შემცველობით და არანარკოტიკული კომპონენტების სახეობის მიხედვით და განსხვავდება დამხმარე ნაგებობის ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული საშუალების მეორე წონაკისგან.
სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა და მითუფრო გასაღება. დანაშაულის ობიექტია საზოგადოების ჯანმრთელობა და ნარკოტიკული საშუალების ბრუნვის კანონით განსაზღვრული წესი. ამ წესს არეგულირებს ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოტიკული დახმარების შესახებ” საქართველოს კანონი. რაც შეეხება თავად დანაშაულის სპეციფიკას და ხასიათს - ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვას და მის გასაღებას, როგორც წესი ასეთი ქმედებების განხორციელება ხდება შენიღბულად, სხვებისაგან დაფარულად და არა მოწმეთა თანდასწრებით და საჯაროდ, რომ ვინმე აპირებს აღნიშნულს.
დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება პირის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში და გასაღებაში. სამართლებრივი განმარტებიდან გამომდინარე უკანონო შეძენა გულისხმობს პირის მიერ ნარკოტიკული საშუალების შეძენას ნებისმიერ საშუალებით, ეს იქნება ყიდვა, ჩუქება, პოვნა თუ სხვა ხერხი, აღნიშნულის შემდეგ კი შენახვას, ბრუნვის კანონით დადგენილი წესის დარღვევით და სათანადო ნებართვის გარეშე, რაც შეეხება ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღებას, აღნიშნული გულისხმობს სხვა პირისათვის გადაცემას ასევე ნებისმიერ საშუალებით - მიყიდვა, ჩუქება და სხვა.
,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, ბრუნვისათვის შეზღუდულ ნარკოტიკული საშუალებას მიეკუთვნება ჰეროინი, იგივე კანონით განსაზღვრულია უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების ნუსხა, რომლის თანახმადაც ნარკოტიკული საშუალება ჰერიონი 0,2 გრამამდე ოდენობით ითვლება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საწყის ოდენობად, 0,2-1 გრამი (მითითებული ოდენობის ჩათვლით) ითვლება დიდ ოდენობად, ხოლო 1 გრამზე მეტი ოდენობა ითვლება განსაკუთრებით დიდი ოდენობად, შესაბამისად, დგინდება, რომ ბრალდებულების მიერ უკანონოდ შეძენილი და შენახული ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის შემცველ ნივთიერება 1,1181 გრამის ოდენობით მიეკუთვნება განსაკუთრებით დიდი ოდენობას, ხოლო დ----- ნ------ის, გ------- გ-------ასა და ლ-–- გ--------ისათვის 100-100 ლარად გადაცემული (გასაღებული) ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის შემცველ ნივთიერებას, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის საერთოო რაოდენობაა - 0,103 გრამი (0,038+0,035+0,03) წარმოადგენს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საწყის ოდენობას.
შესაბამისად სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულმა ა-–------------ის ჩვენებას იმასთან დაკავშირებით, რომ შემთხვევის ადგილას აღმოჩნდა შემთხვევით, მას პოლიციის თანამშრომლებმა ნარკოტიკული საშუალება ჩაუდეს და არ აძლევდნენ ადვოკატთან კონტაქტის საშუალებას, რის გამოც არ იცოდა როგორ მოქცეულიყო და ხელი მოაწერა ჩხრეკის ოქმს, მიუხედავად იმისა, რომ არ ეთანხმებოდა ოქმში ასახულ ინფორმაციას. სასამართლო განმარტავს, რომ ბრალდებულის აღნიშნული ჩვენება არ გამომდინარეობს სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული არცერთი მტკიცებულებიდან და მიზნად ისახავს პასუხისმგებლობის თავიდან აცილებას, რადგან ა-–------------ი დაკავებული იქნა სწორედ შემთხვევის ადგილას, ამასთან პირადი ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ ბრალდებულის მიერ ხელმოწერილი პირადი ჩხრეკის ოქმი მას ეთარგმნა მისთვის გასაგებ აზერბაიჯანულ ენაზე, მის მიერ არ იქნა შეტანილი არანაირი შენიშვნა, რითიც დაადასტურებდა და შექმნიდა საფუძვლიან ვარაუდს მის მიმართ დარღვეული რაიმე უფლების შესახებ.
ამასთან დაკავშირებით დაცვის მხარე ყურადღებას ამახვილებს ასევე იმ გარემოებაზე, რომ ბრალდებულ ა-–------------ს ჩხრეკისას ნარკოტიკული საშუალება ჩაუდეს, ხოლო ადვოკატს არ მისცეს საშუალება განეხორციელებინა თვისი ვალდებულება, თუმცა მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ადვოკატმა ხელი მოაწერა შესაბამის ოქმს, რითიც დაადასტურა მასში ასახული ინფორმაციის სისწორე, მათ შორის ის გარემოება, რომ ბრალდებულს მისთვის გასაგებ ენაზე ეთარგმნა პირადი ჩხრეკის ოქმი, რაც როგოც აღინიშნა ამ უკანასკნელის მიერ ასევე ხელმოწერით იქნა დადასტურებული.
სასამართლოსათვის გაუგებარია უფლებადამცველი ადვოკატის მოქმედება - ხელის მოწერა ოქმზე, რომლის შინაარსსაც არ ეთანხმება, რომელზეც მისივე განმარტებით არ აძლევენ საშუალებას დააფიქსიროს საპროცესო დარღვევის შესახებ, რომელიც თან ახლდა საგამოძიებო მოქმედებას. ასეთი დარღვევების არსებობის შემთხვევაში გაუგებარია რატომ არ მიმართა ადვოკატმა შესაბამის ორგანოს, რათა დაეცვა საკუთარი და მისი დაცვის ქვეშ მყოფის ინტერესი სრულყოფილად, რატომ არ იმოქმედა ბრალდებულისათვის დარღვეული უფლებების აღსადგენად. ცხადია აღნიშნული ადასტურებს იმ ფაქტს, რომ დაცვის მხარე აღნიშნულ განმარტებებში არ არის გულწრფელი და ცდილობს სასამართლო დაარწმუნოს თითქოსდა ა-–------------ს დაერღვა უფლებები და ის უდანაშაულოა.
ამასთან დადგენილია, რომ ა-–------------ისაგან ამოღებულ იქნა სწორედ საკონტროლო შესყიდვისათვის ექსპერტის მიერ წინასწარ სპეციალურად დამუშავებული კუპიურები, რაც თავის მხრივ ადასტურებს, ა-–------------ის ნარკოტიკული საშუალების გასაღებაში მონაწილეობას და შესაბამისად ამოღებული ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვას, კერძოდ თანხის დალუქვამდე დათვალიერებული იქნა ულტრაიისფერი შუქით, რა დროსაც 8 ცალ 20 ლარიან კუპიურაზე გამოისახა წარწერა - ,,ც----“.
ამასთან 2018 წლის 30 იანვრის დასკვნის თანახმადაც: ა-–------------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული 1 ცალი 100 ლარიან კუპიურაზე, შემდეგი ნომრით G-------- და 8 ცალი 20 ლარიან კუპიურაზე, შემდეგი ნომრებით: A---------, A---------, A---------, A---------, A---------, A---------, A---------, A---------, E--------, E--------; არსებული მოყვითალო ფერის ლუმინესცენციის მქონე ნივთიერების დანაშრევი და ნიმუშად წარმოდგენილი მოყვითალო ფერის ლუმინესცენციის მქონე ნივთიერება ხასიათდებიან ერთნაირი ქიმიური შემადგენლობით. 100 ლარიან კუპიურაზე: G--------, 8 ვალ 20 ლარიან კუპიურაზე: A---------, A---------, A---------, A---------, A---------, A---------, A---------, A---------, E--------, E-------- და 2 ცალ 20 ლარიან კუპიურაზე: A---------, A--------- აღნიშნული ცისფერი ლუმინესცენციის მქონე წარწერა „ც----“ და ნიმუშის სახით წარმოდგენილი ცისფერი ლუმინესცენციის მქონე წარწერა: „ც----“, შესრულებულია ერთნაირი ქიმიური შემადგენლობის მქონე ფანქრით.
ამასთან, 2018 წლის 23 იანვრის ლ-–- გ-----------–---–ის მიერ შედგენილი ფულის დათვალიერების შესახებ ოქმით დადგენილია, რომ დათვალიერდა ა-–---------- ასიტაშვილის მიერ წარდგენილი ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად გამოყოფილი ფულადი თანხა 300 ლარი, შემდეგი სახის კუპიურებით: 10 ცალი ოც ლარიანი კუპიურა ნომრებით: A---------, A---------, A---------, A---------,A---------, A---------, A---------, A---------, E--------, E--------, 1 ცალი 100 ლარიანი კუპიურა ნომრით: G--------.
N--------- ოქმით დადგენილია, რომ აღნიშნულ კუპიურებზე სპეც. ფანქრით დატანილი იქნა ფარული აღნიშვნა - წარწერით ,,ც----“. დამუშავდა სპეც. ქიმიური ნივთიერებებით, რომელიც ვიზუალურად უხილავია, ხოლო ულტრაიისფერი სხივებში აქვს ნათება, ამასთან დამუშავებული კუპიურები, გამოყენებული ბამბის ტამპონი, სუფთა ბამბის ტამპონი და სუფთ ფურცელზე დატანილი ფარული აღნიშვნები ცალ-ცალკე მოთავსდა და დაილუქა.
სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის განმარტებას, რომ ა-–------------ისაგან ამოღებული ფულადი თანხა წარწერით - ც----, ბრალდებულს გადასცა მ----- პ-–---მა ვითომდა დედისათვის გადასაცემად.
სასამართლო ასევე ვერ მიიღებს გამამართლებელი განაჩენის დადგენის საფუძვლად დაცვის მხარის განმარტებას - ჩხრეკის ოქმში დაშვებული უზუსტობის შესახებ, საუბარია იმ ფაქტზე, რომ ჩხრეკის ოქმის თანახმად ა-–------------ისაგან შარვლის უკანა მარჯვენა ჯიბიდან ამოიღეს ლურჯი ფერის პაკეტში გახვეული 14 ცალი წონაკი ფხვნილისებური ნივთიერებებით, მაშინ, როცა სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ვიდეო ჩანაწერზე აშკარად ჩანს ნარკოტიკული საშუალების ამოღების ადგილი - შარვლის უკანა მარცხენა ჯიბე. ცხადია, აღნიშნული წარმოადგენს უზუსტობას და ეჭვის დონეზეც კი არ ადასტურებს ნარკოტიკული საშუალების ჩადების ფაქტს.
სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს ბრალდებულ მ----- პ-–---ის დამცველი ადვოკატების განმარტებას, შემთხვევის ადგილის ჩხრეკისას ამოღებული პოლიეთილენის ნაჭერში მოთავსებულ 43 ცალი წონაკად დაფასოებული ნივთიერებაზე აღმოჩენილ მ----- პ-–---ის ბიომასალის შესახებ, თითქოსდა მასზე ბრალდებულის გენეტიკური მასალა გადავიდა მაშინ, როცა საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობისას ბრალდებულმა მ----- პ-–---მა წონაკები გადაყარა ძირს, რადგან 2018 წლის 24 იანვრის დამხმარე ნაგებობის ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ თბილისში, ს. ფ-------–აში, ა----ის ქ. N3-ში განთავსებულ დამხმარე შენობიდან ხის სკამის ზედაპირიდან ამოღებული იქნა პოლიეთილენის ნაჭერში მოთავსებული 43 ცალ შეკვრა - წონაკად დაფასოებული ფხვნილისებური ნივთიერებით. გარეშე პირისა და თარჯიმნის მიერ შესრულებული შენიშვნის თანახმად ჩხრეკის ოქმი მ----- პ-–---ს ეთარგმნა თარჯიმნის მიერ და ბრალდებულმა მასზე მოაწერა ხელი, რითიც დაადასტურა ოქმის შინაარსი.
გარდა ამისა 2018 წლის 24 იანვრის მ----- პ-–---ის პირადი ჩხრეკის ოქმით დადგენი-–--, რომ მ----- პ-–---ისაგან ამოღებული იქნა პოლიეთილენის ლურჯი ფერის ნაჭერში მოთავსებული მოყვითალო ფერის პოლიეთილენის მცირე ზომის 6 ცალ ნაჭერში მოთავსებული ფხვნილისებური ნივთიერება, ასევე ამოღებული იქნა ფულად თანხა 200 ლარის ოდენობით, ამასთან 2 ცალ 20 ლარიან კუპიურაზე ულტრაიისფერი განათების დანათების გამოისახა წარწერა - ც----. პირადი ჩხრეკის ოქმზე გარეშე პირის მინაწერის თანახმად მ----- პ-–---ს ოქმის შინაარსი ეთარგმნა თარჯიმნის მიერ. ასევე შენიშვნის თანახმად, ვინაიდან მ----- პ-–---მა არ იცის წერა-კითხვა ოქმს ხელს აწერს გარეშე პირი მამედ ისკანდაროვი, რომელსაც ენდობა.
რაც შეეხება ა-–------------ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით წარდგენილს ბრალდებას, 2017 წლის 8 თებერვლის თბილისის საქალაქო სასამართლოს დადგენილების თანახმად ა-–------------ი ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისწინებული გადაცდომის ჩადენისათვის, ხოლო 2018 წლის 24 იანვრის სა---------------------–----------------------------------–ოს N----- დასკვნის თანახმად ა-–------------ი კლინიკურად არ იმყოფება ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ, თუმცა ლაბორატორიული გამოკვლევისას დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალება - ოპიუმის ჯგუფის მოხმარების ფაქტი.
შესაბამისად სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებებს ბრალდებულების - მ----- პ-–---ის და ა-–------------ის უდანაშაულობის შესახებ, რომ მათ არ ჩაუდენიათ ბრალად შერაცხული ქმედებები და საქმეში არ არის წარმოდგენილი გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომ ბრალდება ემყარება მხოლოდდამხოლოდ დაინტერესებული პირების - გამომძიებლების ჩვენებებს, რადგან აღნიშნული გარდა მოწმეთა ჩვენებებისა ასევე დადასტურებულია სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებით - ამოღების ოქმებით, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებით, ექსპერტის დასკვნით, საკონტროლო შესყიდვის პროცესში გამოსაყენებელი სპეციალურად დანიშნული ფულადი კუპიურებით და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული - საგამოძიებო მოქმედების ფარგლებში განხორციელებული ვიდეო ჩაწერით, რომელთა შინაარსიც შესაბამისობაშია გამომძიებლების მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემულ ჩვენებებთან.
დაცვის მხარე საუბრობს ზოგადად ვერსიებზე, რომელიც მიმართულია პასუხისმგებლობის თავიდან არიდებისაკენ, რომ გამომძიებლებმა ბრალდებულებს ნარკოტიკული საშუალება ჩაუდეს და მათ არანაირი დანაშაული არ ჩაუდენიათ, თუმცა სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებით ყოველგვარ ეჭვის გარეშე დადასტურდა ბრალდებულების მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტები.
სასამართლო განმარტავს, რომ როგორც წესი, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულების გაბათილება შესაძლებელია სხვა კონტრმტკიცებულებით, რაც დაცვის მხარის მიერ არ წარმოდგენილა და ეს არ და ვერ აიხსნება მხოლოდ იმაზე მითითებით, რომ მტკიცების ტვირთი ეკისრება მხოლოდ ბრალდების მხარეს და დაცვის მხარეს ამ პრინციპიდან გამომდინარე, არ აქვს თავისი არგუმენტების წარმოდგენის უფლება, რაც ცხადია შეჯიბრებითობის პირობებში სწორედ მის ინტერესშია. დაცვის მხარეს ბრალდების ამ ნაწილში რაიმე კონტრარგუმენტი, ან მტკიცებულება არ წარმოუდგენია, საუბრობს ზოგადად ვერსიაზე, რაც არ არის გამყარებული რაიმე მტკიცებულებით.
დამატებით, მხედველობაშია მისაღები ის გარემოებაც, რომ შესაბამისი ლაბორატორიული კვლევის შედეგად ა-–------------ს დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალება - ოპიუმის ჯგუფის მოხმარების ფაქტი, ხოლო მ----- პ-–---ს ნარკოტიკული საშუალება - ოპიუმის ჯგუფისა (მორფინი) და ფსიქოტროპული ნივთიერება -ბენზოდიაზეპინების ჯგუფის მოხმარების ფაქტი.
სასამართლო ასევე, ყურადღებას ამახვილებს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლით წარდგენილი ბრალდების მაკვალიფიცირებელ ნიშნებზე, როგორიცაა ქმედება ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ. საქართველოს სსკ-ის 27-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად დანაშაული ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებითაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წელის 20 მაისი №618აპ-15 გადაწყვეტილების თანახმად საკასაციო პალატა განმარტავს, რომ წინასწარ შეკავშირებაში არ იგულისხმება დანაშაულებრივ ქმედებამდე დროის ხანგრძლივი მონაკვეთის არსებობა, მთავარია, რომ შეთანხმება მოხდეს დანაშაულის ობიექტური შემადგენლობის განხორციელების დაწყების მომენტამდე. ამასთან, აუცილებელია საქმეში არსებობდეს შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებს ასეთი შეთანხმების არსებობაზე, რაც შესაძლებელია, ჯგუფის წევრებს შორის როგორც სიტყვიერ-წერილობით, ისე არავერბალურ კომუნიკაციაშიც - ჟესტებსა და მიმიკებში - გამოიხატოს.
გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დადგენილია ის ფაქტი, რომ ბრალდებულები ერთობლივად ასაღებდნენ ნარკოტიკულ საშუალებას, ამასთან ინაწილებდნენ მიღებულ თანხებს, რაც დადასტურდა მათი პირადი ჩხრეკისას ამოღებული თანხით, მათ შორის საკონტროლო შესყიდვის პირობებში გადაცემული დანომრილი კუპიურებით, რაც ადასტურებს მათ წინასწარ შეკავშირებას და ერთიან განზრახვას, მათთვის ცნობილი იყო ქმედების მიზანი - დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა და შემდგომ გასაღება.
ამდენად, სასამართლოს გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიაჩნია, რომ მ----- პ-–---მა და ა-–------------მა ჩაიდინეს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა ანუ დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 8-20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას, ასევე წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება, ანუ დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-14 წლამდე ვადით, ასევე ა-–------------მა ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარება, ჩადენილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ, ანუ დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით, რაც სასჯელის სახედ ითვალისწინებს ჯარიმას, ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით 120-180 საათამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთას 1 წლამდე ვადით.
სასჯელის დანიშვნისას სასამართლო მხედველობაში იღებს ჩადენილი დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ბრალდებულების პიროვნებას, მათი პასუხისმგებლობის დამამძიმებელ და შემამსუბუქებელ გარემოებებს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა გარემოებებს, რომელიც გავლენას ახდენს სასჯელზე. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია, ხოლო პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა მის მიერ დანაშაულის აღიარება და მონანიება.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალად შერაცხული და სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეული მართლსაწინააღმდეგო ქმედება მაღალი ხარისხის საზოგადოებრივად საშიშ დანაშაულთა კატეგორიას მიეკუთვნება, რაც განსაკუთრებულ და მკაცრ მიდგომებს საჭიროებს სახელმწიფოს მხრიდან, მათ შორის სასჯელთან მიმართებაშიც. შესაბამისად, დანაშაულის სიმძიმის და ბრალდებულის პიროვნებების გათვალისწინებით ბრალდებულებს სასჯელის ზომად დანაშაულთა ერთობლიობით უნდა შეეფარდოს თავისუფლების აღკვეთა 14 წლის ვადით. მათვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად, როგორც ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელ პირებს 5, 15 და 20 წლის ვადით უნდა ჩამოერთვას იმავე კანონით გათვალისწინებული უფლებები, რაც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, დამნაშავის რესოციალიზაციას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და სამართლიანობის აღდგენას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 20-ე, 255-ე, 258-260-ე, 268-269-270-ე, 271-274-ე, 277-ე 279-ე, 292-293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა-–------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, ასევე საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, ასევე საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტისა და მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 14 (თოთხმეტი) წლის ვადით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით, საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლის საფუძველზე ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით ა-–------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 14 (თოთხმეტი) წლის ვადით;
2. მ----- პ-–---ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, ასევე საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის და მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 14 (თოთხმეტი) წლის ვადით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით მ----- პ-–---ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 14 (თოთხმეტი) წლის ვადით;
3. ა-–------------ის და მ----- პ-–---ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს;
4. ა-–------------ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 24 იანვრიდან;
5. მ----- პ-–---ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 24 იანვრიდან;
6. ა-–------------ს და მ----- პ-–---ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვათ - სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 15 (თხუთმეტი) წლის ვადით ჩამოერთვათ - საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება ჩამოერთვათ 20 (ოცი) წლის ვადით;
7. ნარკოტიკული საშუალებები, მ----- პ-–---ის და ა-–------------ის ნერწყვის და ხელის ანაწმენდის ნიმუშები, რომელიც ინახება საქართველოს შ---–--------–---------------–----------–-–--------------------------------------–-------------------–------------------------–--–ი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს; მ----- პ-–---ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ფულადი თანხიდან 240 ლარიდან და ა-–------------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ფულადი თანხიდან 1755 ლარიდან, ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად გამოყოფილი ფულადი თანხა 300 ლარის ოდენობით (10 ცალი 20 ლარიანი კუპიურა შემდეგი ნომრებით - A---------, A---------, A---------, A---------, A---------, A---------, A---------, A---------, E--------, E--------; 1 ცალი 100 ლარიანი კუპიურა ნომრით - G--------), რომელიც ინახება საქართველოს შ---–--------–---------------–----------–-–--------------------------------------–-------------------–------------------------–--–ი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს საქართველოს შ---–--------–---------------–----------–-–--------------------------------------–-------------------–------------------------–ოს, ხოლო პირადი ჩხრეკისას ამოღებული დანარჩენი თანხა დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელებს, 4 ცალი დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით;
8. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე. მისი გასაჩივრება შეიძლება ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილი