განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
ახალციხის რაიონული სასამართლო
საქმე #2542573-1/291-18წ. 01 აგვისტო, 2018 წელი ქ.ახალციხე
მოსამართლე - გიორგი ლონდარიძე
სხდომის მდივანი - ქეთევან ინასარიძე
სხდომის სახე - ღია
ბრალდების მხარე - პროკურორი - გი-----------–---–---–ი
დაცვის მხარე - ბრალდებული - იო---------ე- საქართველოს მოქალაქე, დაბადებული 1--------- წელს, პ/ნ 0---------- მცხ. ად-----ს რაიონი სოფელი ი---------,ადვოკატი - და--------------–---–ი
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა და 111 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
1.1. 2018 წლის 09 ივნისს, დაახლოებით 22:00 საათზე, ად-----ს რაიონის სოფელ იჯ------–ი მდებარე საცხოვრებელ სახლში, იო---------ე საყოფაცხოვრებო უთანხმოების ნიადაგზე დაემუქრა მეუღლეს ნი------------ეს, სიცოცხლის მოსპობითა და ჯამრთელობის დაზიანებით, რაც ნი------------ემ აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
1.2. 2015 წელს გი------------ე გასამართლებულ იქნა სსკ–ს 126–ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით. ოჯახური ძალადობისთვის ნასამართლევმა იო---------ემ 2018 წლის 08 ივნისს, დაახლოებით 17:00 საათზე, ად-----ს რაიონის სოფელ იჯ------–ი მდებარე საცხოვრებელ სახლში, საყოფაცხოვრებო უთანხმოების ნიადაგზე, მეუღლეს ნი------------ეს, მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ რამდენჯერმე მოითრია თმიდან ასევე დაარტყა ხელი სახის არეში, რის გამოც დაზარალებულს მიადგა ჯამრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება და განიცადა ფიზიკური ტკივილი. ამასთან თანაცხოვრების მანძილზე და განსაკუთრებით ბოლო სამი წლის განმავლობაში იო---------ე სისტემატიურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ამცირებდა ნი-------------ს, რის გამოც ნი------------ე განიცდიდა ტანჯვას.
ქმედების სამართლებრივი აღწერა
ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, და დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117–ე,118–ე,119–ე ან 120–ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი ჩადენილი არაერთგზის.
სამართლებრივი შეფასება
ბრალდებულმა იო---------ემ აღიარა მის მიმართ ბრალად წარდგენილი ინკრიმინირებული ქმედება.
სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები დასტურდება ასევე საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს, დადგენილება ნი------------ის დაზარალებულად ცნობის შესახებ, ნი------------ის მოწმის და დაზარალებულის სახით მიცემული ჩვენებები, ნი------------ის მიმართ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, ნი------------ის საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების ოქმი და ხელწერილი, მა-------------ს, მე----------ს, აბ----–-------------ის, ფრ-------------ს და ნა-------------ის ჩვენებები, იო---------ის ნასამართლეობის ცნობა, ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, იო---------ს 0--------- წლის განაჩენი, როგორც უდაო სახის მტკიცებულებანი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდება სავსებით დასაბუთებულია, წარმოდგენილი ფაქტები და გარემოებები მხარეთა შეთანხმების თანახმად, უნდა იქნეს მიღებული მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე - როგორც პრეიუდიცია.
სასამართლოს დასკვნა იო---------ის მიერ აღნიშნული დანაშაულების ჩადენის თაობაზე, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც იძლევა ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, აგრეთვე 111 151-ე მუხლის პირველი ნაწილით
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები
იო---------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ქმედების გულწრფელი მონანიება. ხოლო დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება
სასამართლო სასჯელის გამოყენების დასაბუთებისას ხელმძღვანელობს საქართველოს სისხლის სამართლის 53-ე მუხლით. რომლის მე-3 ნაწილი ადგენს, რომ სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ბრალად წარდგენილ ქმედებას, შეურიგდა დაზარალებულებს, რომელთაც ბრალდებულის მიმართ რაიმე სახის პრეტენზია არ გააჩნიათ. განაგრძობენ ოჯახურ თანაცხოვრებას.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, იო---------ე უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი თავისუფლების აღკვეთა რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 73-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. იო---------ე (პ/№0----------) ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ე’’ ქ/პ გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით.
იო---------ე (პ/№0----------) ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111.151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 თვის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის გამოყენებით საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მეორე ნაწილით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს 111.151-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, იო---------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით.
სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე მის მიმართ ახალციხის რაიონული სასამართლო 2015 წლის 1 ოქტომბრის N----------------წ. განაჩენით შეფარდებული და ახალციხის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 4 მარტის განჩინებით შეცვლილი სასჯელი ჯარიმა 1875 ლარი დაემატოს, ამ განაჩენით შეფარდებული სასჯელს და საბოლოოდ იო---------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით და ჯარიმა 1875 ლარი.
2. იო---------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან 2018 წლის 10 ივნისიდან.
3. იო---------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთი ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.
4. საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება მინის ნატეხები, რომელიც ინახება შსს ად-----ს რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
4. განემარტოს მსჯავრდებულს, რომ უფლება აქვს აღძრას შუამდგომლობა შეწყალების თაობაზე.
5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე გიორგი ლონდარიძე