განაჩენი

სისხლის სამართლის 03.08.2018
საქმის ნომერი
130100118002510896
დავის ტიპი
126 (1) 1
თარიღი
03.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N1-114 ( 130100118002510896)

განაჩენი

საქართველოს სახელით

03 აგვისტო, 2018 წელი ქ. ხაშური

ხაშურის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე ზაზა რამიშვილი

სხდომის მდივანი თეა გობეჯიშვილი

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ბაჩანა ქარქუზაშვილი

დაცვის მხარე:

ბრალდებული - ი----------–--–---–-, დაბადებული 1981 წლის 04 ივლისს, პირადი ნომერი 4----------- საქართველოს მოქალაქე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები ქ-----–-- მუნიციპალიტეტის სოფელ ა---–-------–ში

ადვოკატი - ქეთევან გაგოევი

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილი, 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილი

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

1. სასამართლომ დაადგინა:

1.1. 2018 წლის 26 მაისს, ქ-----–-- მუნიციპალიტეტის სოფელ ა---–-------–ში ი----- გ---–--–---–მა მეუღლეს - ს---------------ძეს მოქაჩა თმა და სხეულის სხვადასხვა არეში ხელის დარტყმით მიაყენა ფიზიკური ტკივილი, რასაც ერთვოდა მის (ს---------------ძის) მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფა.

1.2. 2018 წლის 26 მაისს, ქ-----–-- მუნიციპალიტეტის სოფელ ა---–-------–ში ი----------–--–---–- ნაჯახის დემონსტრირებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეზობელს - თ-----------ძეს.

 

მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

2.1 სასამართლოს დასკვნა ი----------–--–---–-ს მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულებისა და მოწმეთა გამოკითხვისას მიღებულ ინფორმაციას, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს;

2.2 სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. ამავე კოდექსის 220-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით ამტკიცებს ასევე, იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან. მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულ ი----------–--–---–-ს სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე;

2.3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“,სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში;

2.4. აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 1.1. და 1.2. პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია ი----------–--–---–-ს მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა, კერძოდ, საქმეში არსებული აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, სასამართლო ცალსახად ადგენს, რომ ი----- გ---–--–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე, და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; მანვე ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ბრალდებულის პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებას, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ. ი----------–--–---–-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, შერიგებულია დაზარალებულებთან.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, სისხლის სამართლის კიოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს;

52. ამასთან, სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი შესატყვისი და პროპორციული უნდა იყოს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, გაცნობიერებულ უნდა იქნეს დანაშაულის საფრთხე და, აგრეთვე, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება. მსჯავრდებული პირის მიმართ დანიშნული სასჯელი უნდა გახდეს მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის საფუძველი და დამაფიქრებელი მისთვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი და შეამციროს მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი;

5.3 მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებებს, რომ ბრალდებულმა იოსებ გ---–--–---–მა აღიარა ჩადენილი დანაშაული, სადავოდ არ გაუხდია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო თვლის, რომ ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ი----- გ---–--–---–ს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 272-274-ე, 277-ე მუხლების შესაბამისად,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ი----------–--–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით შეეფარდოს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით. სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით შეეფარდოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, სასჯელთა შთანთქმის წესის გამოყენებით შეეფარდოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი.

2. კონტროლი და დახმარება პირობით მსჯავრდებულ ი----------–--–---–-ს მიმართ დაევალოს პრობაციის ბიუროს მისი (მსჯავრდებულის) საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

3. გაუქმდეს ი----------–--–---–-ს მიმართ ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 29 მაისის განაჩენით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა და დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს პატიმრობიდან, სასამართლოს სხდომის დარბაზიდან.

4. ი----- გ---–--–---–ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებისა და პატიმრობაში ყოფნის დრო: 2018 წლის 26 მაისიდან 2018 წლის 03 აგვისტოს ჩათვლით.

5. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

6. განაჩენის გასაჩივრება შეიძლება სააპელაციო წესით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ხაშურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: ზაზა რამიშვილი