გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 120310018002455413-3/076-18წ.
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
06.08.2018 ქ. ა---––--ე
შესავალი ნაწილი
ა---––--ის რაიონული სასამართლო
მოსამართლე გია ბერაია
სხდომის მდივანი ბელა მერაბიშვილი
მოსარჩელე - თ--------–-----ე
წარმომადგენელი - ი--------------–---–ი
მოპასუხე- სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო
წარმომადგენელი - მა-----------ე
მესამე პირი - ა---––--ის მუნიციპალიტეტის მერია,წარმომადგენელი - დ---------------ე,მესამე პირი- საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
დავის საგანი: ნასყიდობის ხელშეკრულების დადებულად აღიარება და უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. დადებულად იქნეს აღიარებული 2001 წლის 09 ივნისს ერთის მხრივ საქართველოს ქონების მართვის ა---––--ის რაიონული სამმართველოს 2000 წლის 02 ივნისის N6- ბრძანებულობით დანიშნული ა---––--ის მ----------–----------------ს ლიკვიდატორს და მეორე მხრივ თ--------–-----ეს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საგანს წარმოადგენს, ა---––--ის მ----------–----------------ს ტრანსპორტის გასატარებელი ჯიხური ერთ სართულზე, სამეურნეო ფართი 30 კვმ. და ვეტსანიტარული გამტარი შენობა 2016 კვმ. ფართით. ზემოაღნიშნული ქონების უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობილი იქნეს თ--------–-----ე.
მოსარჩელემ თავის მოთხოვნა დაამყარა შემდეგ გარემოებებს:
ა---––--ის რაიონის გამგეობის მიერ 2000 წლის 30 მაისს გამოცემულ იქნა დადგენილება, რომლის საფუძველზეც ლიკვიდაციას დაექვემდებარა სახელმწიფო ქონების მონაწილეობით (50%-ზე მეტი) შექმნილი არარეგისტრირებული საწარმოები, მათ შორის ახ--––----------------–-----------------
2000 წლის 20 ივნისს სახელმწიფო ქონების მართვის ა---––--ის რაიონული სამმართველოს მიერ გამოცემულ იქნა ბრძანება N 6-, რომლის საფუძველზეც სალიკვიდაციო საწარმოების მიხედვით დანიშნულ იქნენ ლიკვიდატრები, ხოლო ა---––--ის მ----------–----------------ს ლიკვიდატორად დანიშნულ იქნა გ------ი დია------.
საქართველოს ქონების მართვის ა---––--ის რაიონული სამმართველოს 2000 წლის 02 ივნისის N 6- ბრძანებულებით დანიშნული ა---––--ის მ----------–----------------ს ლიკვიდატორს, გ------------------ა და თ--------–-----ეს შორის 2001 წლის 09 ივნისს შედგენილ იქნა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის საფუძველზეც მყიდველს საკუთრებაში გადაეცა ა---––--ის მ----------–----------------ს ტრანსპორტის გასატარებელი ჯიხური ერთ სართულზე, სამეურნეო ფართი 30 კვ. მ. და ვეტსანიტარული გამტარი შენობა 216 კვ. მ ფართით.
ნასყიდობის ხელშეკრულების საგნის ფასი განისაზღვრება 820 ლარის ოდენობით, რაც თ--------–-----ეს მიერ სრულად იქნა გადახდილი, ასევე მხარეთა შორის გაფორმებულ იქნა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლითაც დასტურდება, რომ გამყიდველმა გადასცა ნივთი, ხოლო მყიდველმა თ--------–-----ემ მიიღო იგი.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. სსიპ. სახელმწიფო ქონების სააგენტომ სარჩელი არ ცნო და ითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
3. მესამე პირის პოზიცია
მესამე პირებისგან სასამართლოში შესაგებელი არ შემოსულა.
4. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
4.1. ა---––--ის რაიონის გამგეობის მიერ 2000 წლის 30 მაისს გამოცემულ იქნა დადგენილება N3---- რომლის საფუძველზეც ლიკვიდაციას დაექვემდებარა სახელმწიფო ქონების მონაწილეობით (საწესდებო კაპიტალში 50%-ზე მეტი) შექმნილი არარეგისტრრებული საწარმოები, მათ შორის ახ--––----------------–-----------------
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ა---––--ის რაიონის გამგეობის მიერ 2000 წლის 30 მაისის დადგენილება(იხ.სფ.13)
4.2. 2000 წლის 20 ივნისს სახელმწიფო ქონების მართვის ა---––--ის რაიონული სამმართველოს მიერ გამოცემულ იქნა ბრძანება N 6-, რომლის საფუძველზეც სალიკვიდაციო საწარმოების მიხედვით დანიშნულ იქნენ ლიკვიდატრები, ხოლო ა---––--ის მ----------–----------------ს ლიკვიდატორად დანიშნულ იქნა გ------ი დია------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2000 წლის 20 ივნისის სახელმწიფო ქონების მართვის ა---––--ის რაიონული სამმართველოს ბრძანება N 6-(იხ.სფ.14).
4.3. საქართველოს ქონების მართვის ა---––--ის რაიონული სამმართველოს 2000 წლის 02 ივნისის N 6- ბრძანებულებით დანიშნული ა---––--ის მ----------–----------------ს ლიკვიდატორს, გ------------------ა და თ--------–-----ეს შორის 2001 წლის 09 ივნისს შედგენილ იქნა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის საფუძველზეც გამყიდველმა საქართველოს ქონების მართვის ა---––--ის რაიონული სამმართველოს 2000 წლის 02 ივნისის N 6- ბრძანებულებით დანიშნული ა---––--ის მ----------–----------------ს ლიკვიდატორმა, გ------ დია------მ მყიდველს თ--------–-----ეს საკუთრებაში გადაცა ა---––--ის მ----------–----------------ს ტრანსპორტის გასატარებელი ჯიხური ერთ სართულზე, სამეურნეო ფართი 30 კვ. მ. და ვეტსანიტარული გამტარი შენობა 216 კვ. მ ფართით. ტრანსფორტის გასატარებელი ჯიხურის ღირებულებაა 120.00 ლარი, ხოლო ვეტსანიტარული გამტარი შენობის 700 ლარი. მიღება_ჩაბარების აქტი დამოწმებულია ნოტარიუსის მიერ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მიღება-ჩაბარების აქტი (იხ.სფ.15).
4.4. მოწმე გ-----------------ს ჩვენებით დადგენილია, რომ მან, როგორც ლიკვიდატორმა ნამდვილად გაყიდა უძრავი ქონება და თ--------–-----ემ შეიძინა ა---––--ის მ----------–----------------ს ტრანსპორტის გასატარებელი ჯიხური ერთ სართულზე, სამეურნეო ფართი 30 კვ. მ. და ვეტსანიტარული გამტარი შენობა 216 კვ.მ. ფართით, რომელშიც თ--------–-----ის მიერ თანხა გადახდილი იქნა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-მოწმე გ------ დ--------- ჩვენება(იხ.სას.სხ.ოქმის CD. დისკი).
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს მიაჩნია, რომ თ--------–-----ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსი;
7. სამართლებრივი შეფასება.
საქართველოს კონსტიტუციის 42.1. მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავისი დარღვეული, შეზღუდული, წართმეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა-აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას აქტის არარად აღიარების, უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის კანონიერი ინტერესი.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
დადგენილია, რომ ა---––--ის რაიონის გამგეობის მიერ 2000 წლის 30 მაისს გამოცემული N3/4-დადგენილების საფუძველზეც ლიკვიდაციას დაექვემდებარა სახელმწიფო ქონების მონაწილეობით (საწსდებო კაპიტალში 50%-ზე მეტი) შექმნილი არარეგისტრრებული საწარმოები, მათ შორის ახ--––----------------–-----------------
- 2000 წლის 20 ივნისს სახელმწიფო ქონების მართვის ა---––--ის რაიონული სამმართველოს მიერ გამოცემულ იქნა ბრძანება N 6-, რომლის საფუძველზეც სალიკვიდაციო საწარმოების მიხედვით დანიშნულ იქნენ ლიკვიდატრები, ხოლო ა---––--ის მ----------–----------------ს ლიკვიდატორად დანიშნულ იქნა გ------ი დია------.
- მოწმე გ-----------------ს ჩვენებით დადგენილია, რომ მან, როგორც ლიკვიდატორმა ნამდვილად გაყიდა უძრავი ქონება და თ--------–-----ემ შეიძინა ა---––--ის მ----------–----------------ს ტრანსპორტის გასატარებელი ჯიხური ერთ სართულზე, სამეურნეო ფართი 30 კვ. მ. და ვეტსანიტარული გამტარი შენობა 216 კვ.მ. ფართით, რომელშიც თ--------–-----ის მიერ თანხა გადახდილი იქნა.
- საქართველოს ქონების მართვის ა---––--ის რაიონული სამმართველოს 2000 წლის 02 ივნისის N 6- ბრძანებულებით დანიშნული ა---––--ის მ----------–----------------ს ლიკვიდატორს, გ------------------ა და თ--------–-----ეს შორის 2001 წლის 09 ივნისს შედგენილ იქნა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის საფუძველზეც გამყიდველმა საქართველოს ქონების მართვის ა---––--ის რაიონული სამმართველოს 2000 წლის 02 ივნისის N 6- ბრძანებულებით დანიშნული ა---––--ის მ----------–----------------ს ლიკვიდატორმა, გ------ დია------მ მყიდველს თ--------–-----ეს საკუთრებაში გადასცა ა---––--ის მ----------–----------------ს ტრანსპორტის გასატარებელი ჯიხური ერთ სართულზე, სამეურნეო ფართი 30 კვ. მ. და ვეტსანიტარული გამტარი შენობა 216 კვ. მ ფართით. ტრანსფორტის გასატარებელი ჯიხურის ღირებულებაა 120.00 ლარი, ხოლო ვეტსანიტარული გამტარი შენობის 700 ლარი. მიღება_ჩაბარების აქტი დამოწმებულია ნოტარიუსის მიერ, თანხა თ--------–-----ის მიერ გადახდილი იქნა.
რაც შეეხება მოპასუხე სსიპ. ქონების ეროვნული სააგენტოს შესაგებელში მითითებას, რომ საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1999 წლის 25 ოქტომბრის N1-3/750 ბრძანებით დამტკიცებული ,,სახელმწიფო ქონების მონაწილეობით (საწესდებო კაპიტალის 50 %-ზე მეტი) შექმნილი საწარმოების ლიკვიდაციის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე", რომ ლიკვიდატორი ვალდებული იყო საწარმოს ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან ორი თვის ვადაში შესათანხმებლად წარედგინა საწარმოს ლიკვიდაცის გეგმა და განსახილველ შემთხვევაში არ მოიპოვება მტკიცებულება, რითაც დადასტურდებოდა ლიკვიდატორის მიერ კანონქვემდებარე აქტით გაწერილი უფლება-მოვალეობათა შესრულება სასამართლო აღნიშნულს ვერ გაიზიარებს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად, რადგან ამავე დებულების მეორე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად საწარმოს (საზოგადოების) ლიკვიდაციას ახორციელებს ლიკვიდატორი, ა---––--ის რაიონის გამგეობის მიერ 2000 წლის 30 მაისს გამოცემული N3/4- დადგენილების საფუძველზეც ლიკვიდაციას დაექვემდებარა სახელმწიფო ქონების მონაწილეობით (საწსდებო კაპიტალში 50%-ზე მეტი) შექმნილი არარეგისტრრებული საწარმოები, მათ შორის ა---––--ის მეფრინველეობის ფაბრიკა, ხოლო 2000 წლის 20 ივნისს სახელმწიფო ქონების მართვის ა---––--ის რაიონული სამმართველოს მიერ გამოცემულ იქნა ბრძანება N6-, რომლის საფუძველზეც ა---––--ის მ----------–----------------ს ლიკვიდატორად დანიშნულ იქნა გ------ი დია------, რომელსაც უფლება ჰქონდა მოეხდინა საწარმოს ლიკვიდაცია.
მოქმედი სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის თანახმად უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.
მოქმედი ამავე კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.
მოქმედი ამავე კოდექსის 328-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად თუ კანონით ხელშეკრულების ნამდვილობისათვის დადგენილია განსაზღვრული ფორმა, ან მხარეებმა ხელშეკრულებისათვის გაითვალისწინეს ასეთი ფორმა, მაშინ ხელშეკრულება ძალაში შედის მხოლოდ ამ ფორმის შესახებ მოთხოვნის შესრულების შემდეგ. თუ მხარეები შეთანხმდნენ წერილობით ფორმაზე, ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს მხარეთა მიერ ხელმოწერილი ერთი დოკუმენტის შედგენით; ფორმის უზრუნველსაყოფად ასევე საკმარისია სატელეგრაფო შეტყობინება, ტელეასლი ან წერილების ურთიერთგაცვლა.
სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად (2001 წელს მოქმედი რედაქცია) ÖÞÒÀÅÉ ÍÉÅÈÉÓ ÛÄÓÀÞÄÍÀà ÀÖÝÉËÄÁÄËÉ იყო ÓÀÍÏÔÀÒÏ ßÄÓÉÈ ÃÀÌÏßÌÄÁÖËÉ ÓÀÁÖÈÉ ÃÀ ÛÄÌÞÄÍÉÓ ÒÄÂÉÓÔÒÀÝÉÀ ÓÀãÀÒÏ ÒÄÄÓÔÒÛÉ. ÒÄÂÉÓÔÒÀÝÉÉÓÀÈÅÉÓ ÂÀÍÝáÀÃÄÁÉÓ ÛÄÔÀÍÀ ÛÄÖÞËÉÀ ÒÏÂÏÒÝ ÂÀÌÓáÅÉÓÄÁÄËÓ, ÉÓÄ ÛÄÌÞÄÍÓ.
ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად საბუთში ზუსტად უნდა აღინიშნოს უძრავი ნივთის შეძენის საფუძველი. თუ ერთე-ერთი მხარე მონაწილეობს წარმომადგენლის მეშვეობით, მაშინ საბუთში ზუსტად უნდა აღინიშნოს ამის შესახებ.
მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი მიღების ჩაბარების აქტის სახით, რომელიც დამოწმებულია ნოტარიულად სახეზეა ნასყიდობის ხელშეკრულება დამოწმებული ნოტარიულად, რადგან მხარეები შეთანხმდნენ აღნიშნულ ფორმაზე, იგი აკმაყოფილებს როგორც მოქმედი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, ასევე 2001 წელს მოქმედი, 183-ე, 327-ე მუხლის და 328-ე მუხლის მოთხოვნებს, შესაბამისად მიღება-ჩაბარების აქტის სახით სახეზე ნოტარიულად გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება, რომელშიც გამოხატულია მხარეთა ნება, ამასთან ქვითრით დადგენილია, რომ თ--------–-----ის მიერ თანხა სრულადაა გადახდილი, რის გამოც აღიარებული უნდა იქნას 2001 წლის 09 ივნისს საქართველოს ქონების მართვის ა---––--ის რაიონული სამმართველოს 2000 წლის 02 ივნისის N6- ბრძანებულობით დანიშნული ა---––--ის მ----------–----------------ს ლიკვიდატორს გ------------------ა და მეორე მხრივ თ--------–-----ეს შორის დადებული მიღება-ჩაბარების აქტი ნასყიდობის ხელშეკრულებად. რომლის საფუძველზე ა---––--ის მ----------–----------------ს ტრანსპორტის გასატარებელი ჯიხური ერთ სართულზე, სამეურნეო ფართი 30 კვმ. და ვეტსანიტარული გამტარი შენობა 216 კვმ. ფართით, 820 ლარად შეიძინა თ--------–-----ემ, რადგან სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი საფუძველი და მოსარჩელის კანონიერი ინტერესი. რაც შეეხება მესაკუთრედ ცნობას, ეს არის თანმდევი შედეგი და უკავშირდება ნასყიდობის ხელშეკრულების საჯარო რეესტრში რეგისტრაციას, ვინაიდან სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის თანახმად უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.
8. საპროცესო ხარჯები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტის თანახმად სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა.
რადგან სარჩელო მოთხოვნა ეხება სამართლებრივი ურთიერთობის აღიარებას და ის საფუძველი, რომელმაც გამოიწვია სასარჩელო მოთხოვნა არ არის დამდგარი სსიპ. ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ქმედებით", ამიტომ მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 300 ლარი უნდა დარჩეს ბიუჯეტში, რადგან სარჩელში მოსარჩელის მიერ სადავო ქონება შეფასებულია 10000 ლარად..
სარეზოლუციო ნაწილი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, 22-23-ე, 32-33-ე, მუხლებით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8 მუხლით, 243-24--ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. თ---------–------- სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. აღიარებული იქნას 2001 წლის 09 ივნისს საქართველოს ქონების მართვის ა---––--ის რაიონული სამმართველოს 2000 წლის 02 ივნისის N6- ბრძანებულობით დანიშნული ა---––--ის მ----------–----------------ს ლიკვიდატორს გ------------------ა და მეორე მხრივ თ--------–-----ეს შორის დადებული მიღება-ჩაბარების აქტი ნასყიდობის ხელშეკრულებად.
3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ.№7ა) ა---––--ის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (ქ. ა---––--ე, მებაღიშვილის ქ. N62)
მოსამართლე: გია ბერაია