განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/-----18
(N0-----------)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
25 ივლისი, 2018 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე - ლელა ნოზაძე,სხდომის მდივანი - სოფიო ჩოხელი,ბრალდების მხარე:
პროკურორი - ლ---- ჟ----–---–---,დაცვის მხარე:
ბრალდებული - კ------- ა-----–ის ძე კ----–-–---–ი, დაბადებული1----–-–------------------ს, პირადი N0----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ.თბილისი, ზ--------------------–---------------------------------–----------------------------ში,კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტი და ამავე კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი,სხდომის სახე - ღია,ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მო ტ ი ვ ა ც ი ო
ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ 2013 წლიდან 2017 წლამდე კ------- კ----–-–---–ი და ც-–---- ს-----–---–ი იყვნენ მეუღლეები და ცხოვრობდნენ ერთად. თანაცხოვრების განმავლობაში კ------- კ----–-–---–ი სიტყვიერად და ფიზიკურად ძალადობდა ც-–---- ს-----–---–ზე. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2----–-–---------------- განაჩენით კ------- კ----–-–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 1-ე მუხლის პირველი ნაწილით, ასევე 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ განესაზღვრა 1(ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა. კ------- კ----–-–---–მა სასჯელის მოხდა დაასრულა და განთავისუფლდა 2018 წლის 29 მაისს.
განთავისუფლებისთანავე, 2018 წლის 30 მაისს, კ------- კ----–-–---–ი მივიდა ც-–---- ს-----–---–ის საცხოვრებელ ბინაში, ქ.თბილისი, მ----------------–--------------–-------------------------ში და დაემუქრა ც-–---- ს-----–---–ს სიცოცხლის მოსპობით, რაც ამ უკანასკნელმა რეალურად აღიქვა და გაუჩნდა მისის განხორციელების შიში. კ------- კ----–-–---–მა მომდევნო დღეებშიც განაგრძო მიქარა ყოფილი მეუღლის მიმართ. კერძოდ, 2018 წლის 4 ივნისს, კ------- კ----–-–---–ი მივიდა ც-–---- ს-----–---–ის სამუშაო ადგილზე, ქ. თბილისში მუ----–------------------------- მდებარე სამრეცხაოში და კვლავ დაემუქრა ყოფილ მეუღლეს სიცოცხლის მოსპობით, რაც ც-–---- ს-----–---–მა რეალურად აღიქვა და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2018 წლის 06 ივნისს, დაახლოებით 20:00 საათზე, კ------- კ----–-–---–ი სამსახურიდან დაბრუნებულ ც-–---- ს-----–---–ს დახვდა თავისი საცხოვრებელი ბინის კართან, კვლავ დაემუქრა მოკვლით და შემდეგ ხელი უბიძგა და მიაჯახა კედელზე, რის შედეგად ც-–---- ს-----–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი. რამდენიმე საათის შემდეგ, 07 ივნისის, დაახლოებით ღამის 01:10 საათზე, კ------- კ----–-–---–ი კვლავ მივიდა ქ. თბილისში, მ----------------–--------------–------------------------ ბინასთან, ც-–---- ს-----–---–ისგან მოითხოვდა ბინაში შეშვებას და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. ც-–---- ს-----–---–ს გაუჩნდა მუქარის განხორცილების საფუძვლიანი შიში და დახმარებისათვის მიმართა პოლიციის თანამშრომლებს, რომელთა ადგილზე მისვლისას კ------- კ----–-–---–ი კვლავ აგრძელებდა მუქარას ყოფილი მეუღლის მიმართ, რის გამოც იგი დაკავებული იქნა ბრალდებულის სახით.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ პუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება და ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან.
მხარეებმა წარდგენილი მტკიცებულებები გახადეს უდავოდ, რაც სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე.
სტრასბურგის სასამართლო მიიჩნევს, რომ ზოგიერთ საპროცესო უფლებაზე უარის თქმა არ შეიძლება ჩაითვალოს კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევად. სასამართლო შენიშნავს, რომ უფლებაზე უარის თქმა, კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე ეფექტიანი რომ იყოს, აუცილებელია განხორციელდეს აშკარა ფორმით და ასევე, უზრუნველყოფილი იყოს მინიმალური დაცვის გარანტიები. ამასთან დამატებით უფლებებზე უარის თქმა არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საჯარო ინტერესს.
მტკიცებულების შეფასების თავისუფლების პრინციპიდან გამომდინარე, რომლის თანახმად, არცერთ მტკიცებულებას არ გააჩნია წინასწარ დადგენილი ძალა, ბრალდებულის აღიარება შეიძლება შემაჯამებელ გადაწყვეტილებას დაედოს საფუძვლად მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ის დასტურდება საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების ერთობლიობით, რაც საკმარისია გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის დაკმაყოფილებისათვის. საკმარისად მიიჩნევა მხოლოდ ისეთი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელთა პირველწყაროს წარმოადგენს არა მხოლოდ ბრალდებულის აღიარება, არამედ ბრალდებულის ჩვენებისაგან დამოუკიდებელი სხვა მტკიცებულებითი ინფორმაციის წყაროები.
კ------- კ----–-–---–მა სასამართლო სხდომაზე ბრალად წარდგენილ ქმედების ყველა ეპიზოდში თავი ცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ დანაშაული ჩაიდინა პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებულ გარემოებებში.
სასამართლო თვლის, რომ ბრალდებულის აღიარება დანაშაულის ჩადენის შესახებ სრულად თავსებადია, არა მარტო დაზარალებულ ც-–---- ს-----–---–ის, ასევე მოწმეთა თ------ დ-----–---–ის, პ----- თ-------–---–ის გამოკითხვის ოქმებით, ბრალდებულ კ------- კ----–-–---–ის დაკავების ოქმით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმითა და თანდართული ფოტოსურათებით, ასევე სასამართლოს 2----–-–---------------- განაჩენით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან, რომელთა შეფასებით სასამართლოს მიაჩნია, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება, რომ კ------- კ----–-–---–მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი არაერთგზის დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით; მანვე ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორცილების საფუძვლიანი შიში არაერთგზის დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით;
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
კ------- კ----–-–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარა ჩადენილი დანაშაული, რაც შეეხება ნასამართლობას, ზემოაღნიშნულს სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად მხედველობაში არ იღებს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 267-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
კ------- კ----–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით; ამავე კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ დაენიშნოს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 3 (სამი) თვის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოდ, კ------- კ----–-–---–ს სასჯელის სახედ დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით;
მასვე, საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის თანახმად 1(ერთი) წლის ვადით შეეზღუდოს იარაღთან დაკავშირებული უფლებები;
კ------- კ----–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 07 ივნისიდან.
გაუქმდეს კ------- კ----–-–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა.
ნივთიერი მტკიცებულება: 1(ერთი) ცალი კომპიუტერული დისკი, რომელიც ერთვის საქმეს შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და მისი გასაჩივრება შეიძლება 1(ერთი) თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე :
/ლელა ნოზაძე/