განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/3----18
(N0-----------)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
26 ივლისი, 2018 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე - ლელა ნოზაძე,სხდომის მდივანი - სოფიო ჩოხელი,ბრალდების მხარე:
პროკურორი - ი-----–- ქ--------,დაცვის მხარე:
ბრალდებული - დ----- თ-----ის ძე ა-–---–---–ი, დაბადებული 19---–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები ქ. თბილისი, თ---–-----–------------------ში,ადვოკატი - ნ----- პ---------,თარჯიმანი - ი---- ე-------,კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი (ორი ეპიზოდი);
სხდომის სახე - ღია,ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მო ტ ი ვ ა ც ი ო
ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ დადგენილად ცნო: 2018 წლის 18 მაისს, დღის პირველ ნახევარში, ქ.თბილისში, თ---–-----–------------------ში, ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფმა დ----- ა-–---–---–მა, მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ნ---- ჯ-------ს გაშლილი ხელი ჩაარტყა თავის არეში, რის გამოც დაზარალებულმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. იმავე დღეს 17:00 საათზე დ----- ა-–---–---–მა თმაში მოქაჩა ნ---- ჯ-------ს და თავი რამდენიმეჯერ მიარტყმევინა რკინის ჭიშკარზე, რის შედეგად ნ---- ჯ-------მ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
2018 წლის 05 ივნისს, დაახლოებით 17:30 საათზე, ქ. თბილისში თ---–-----–---------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფმა დ----- ა-–---–---–მა, მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ნ---- ჯ-------ს გაშლილი ხელი გაარტყა მარჯვენა ლოყაში, ამავდროულად თამაში მოკიდა ხელი, ძლიერად მოქაჩა და იქვე არსებულ რკინის კარზე მიაჯახა, რა დროსაც ნ---- ჯ-------მ კარებს მიარტყა მარჯვენა ბეჭის არე, მარჯვენა ხელის იდაყვის არეში კი მიიღო დაზიანება. აღნიშნულის შედეგად მან განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. ამავე დღეს დაახლოებით, 20 წუთის შემდეგ, ქ.თბილისში თ---–-----–------------------თან, დ----- ა-–---–---–მა მას გაშლილი ხელი ორჯერ ძლიერ ჩაარტყა თავში, რის შედეგად ნ---- ჯ-------მ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ პუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება და ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან.
მხარეებმა წარდგენილი მტკიცებულებები გახადეს უდავოდ, რაც სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე.
სტრასბურგის სასამართლო მიიჩნევს, რომ ზოგიერთ საპროცესო უფლებაზე უარის თქმა არ შეიძლება ჩაითვალოს კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევად. სასამართლო შენიშნავს, რომ უფლებაზე უარის თქმა, კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე ეფექტიანი რომ იყოს, აუცილებელია განხორციელდეს აშკარა ფორმით და ასევე, უზრუნველყოფილი იყოს მინიმალური დაცვის გარანტიები. ამასთან დამატებით უფლებებზე უარის თქმა არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საჯარო ინტერესს.
მტკიცებულების შეფასების თავისუფლების პრინციპიდან გამომდინარე, რომლის თანახმად, არცერთ მტკიცებულებას არ გააჩნია წინასწარ დადგენილი ძალა, ბრალდებულის აღიარება შეიძლება შემაჯამებელ გადაწყვეტილებას დაედოს საფუძვლად მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ის დასტურდება საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების ერთობლიობით, რაც საკმარისია გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის დაკმაყოფილებისათვის. საკმარისად მიიჩნევა მხოლოდ ისეთი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელთა პირველწყაროს წარმოადგენს არა მხოლოდ ბრალდებულის აღიარება, არამედ ბრალდებულის ჩვენებისაგან დამოუკიდებელი სხვა მტკიცებულებითი ინფორმაციის წყაროები.
დ----- ა-–---–---–მა სასამართლო სხდომაზე თავი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და დაეთანხმა მხარეთა მიერ უდავოდ გამხდარი მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებს.
სასამართლო თვლის, რომ ბრალდებულის აღიარება დანაშაულის ჩადენის შესახებ სრულად თავსებადია, როგორც დაზარალებულ ნ---- ჯ-------ს გამოკითხვის ოქმით, ასევე მოწმეთა დ------ ფ-----ის, ივანე ბ-------–---–ის, დ-------- მ-----–---–ის, მ--–---- ფ-–-----–---–ის და ლ---- გ-----ის გამოკითხვის ოქმებით, დ----- ა-–---–---–ის დაკავების ოქმით, ბრალდებულ დ----- ა-–---–---–ის გამოკითხვის ოქმით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან, რომელთა შეფასებით, შეკრებილ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ დ----- ა-–---–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი);
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
დ----- ა-–---–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, ხოლო პასუხისმგებლობას უმძიმებს მის მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერი და ის ფაქტი, რომ დანაშაული ჩაიდინა ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 267-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
დ----- ა-–---–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ დაენიშნოს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (პირველი ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად; მასვე, საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის თანახმად, 1(ერთი) წლის ვადით შეეზღუდოს იარაღთან დაკავშირებული უფლებები;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (მეორე ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად; მასვე, საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის თანახმად, 1(ერთი) წლის ვადით შეეზღუდოს იარაღთან დაკავშირებული უფლებები;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დ----- ა-–---–---–ს საბოლოოდ, სასჯელის სახედ დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1(ერთი) წელი; მასვე, საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის თანახმად, 1(ერთი) წლის ვადით შეეზღუდოს იარაღთან დაკავშირებული უფლებები;
გაუქმდეს დ----- ა-–---–---–ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა და მსჯავრდებული დაუყოვნებლივ გათავისუფლეს პატიმრობიდან სასამართლო სხდომის დარბაზში.
დ----- ა-–---–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 06 ივნისიდან - 2018 წლის 26 ივლისის ჩათვლით პერიოდი;
საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის შესაბამისად, მსჯავრდებულ დ----- ა-–---–---–ის ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს (პრობაციის ბიუროს) - მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და მისი გასაჩივრება შეიძლება 1(ერთი) თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე :
/ლელა ნოზაძე/