განაჩენი

სისხლის სამართლის 07.08.2018
საქმის ნომერი
180100118002501385
დავის ტიპი
126 2 ა
თარიღი
07.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N1/139-18

(გამოძიების N026050518001 )

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

მცხეთის რაიონული სასამართლო

03 აგვისტო , 2018 წელი ქ. მცხეთა

 

მოსამართლე ვაჟა ფუხაშვილი

სხდომის მდივანი დი--- რთველი-შვილი,ბრალდების მხარე -

პროკურორი -ნაზი მირი---შვილი,დაცვის მხარე -

ბრალდებული არ---- ავ-------–---–-, დაბადებული 19-- წლის 22 აპ----–-- საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი 44---------, ნასამართლობის არმქონე, დაოჯახებული, , რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ყა------- რაიონი,, სოფელი გო----–---;

კვა-–-ფიკ-ცი- - საქართველოს სსკ-ის 1261 -ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტები და 126-ე მუხლის პირველი ნაწილი,ადვოკ-ტი - მა----- პა---–---–-

 

სხდომის სახე - ღი-,გამოარკვი-:

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

სასამართლომ დაადგინა:

15 წლის 04 დეკემბერს, ლა-–- გო--–---–- და ლი- გო--–---–- იმყოფებოდნენ

1.1 2018 წლის 05 მაისს, შუადღეს, ყა------- რაიონი, სოფელი გო----–---–- საცხოვრებელ სახლში მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა არ---- ავ-------–---–-- მეუღლეს, გრ----– ავ-------–---–- მი-ყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რა დროსაც გრ----– ავ-------–---–- გამოესარჩლა და ნა----- ი-რ----–-------, რომელმაც სთხოვა არ---- ავ-------–---–- შეეწყვიტა მეუღლის შეურაცხყოფა. აღნიშნულით განაწყენებულმა არ---- ავ-------–---–-- მარჯვენა ხელში წაავლო ხელი ნა----- ი-------–-------, ამოუტრი-ლა ხელი და თავში ჩაარტყა მუშტი, აღნიშნული ფაქტის შემსწრე არასრულწლოვანმა შვილმა ნა---- ავ-------–---–-- სცადა ოთახიდან გაქცევა, მაგრამ მამამ, არ---- ავ-------–---–-- მას თმებში მოკიდა ხელი, შეათრი- ოთახში და მოსთხოვა არ გასულიყო გარეთ. შემდეგ არ---- ავ-------–---–-- ამოაბრუნა მაგიდა, რომელსაც მოაძრო ფიცარი და არასრულწლოვანი შვილის ნა---- ავ-------–---–-ს თანდასწრებით წინასწარი შეცნობით ორსულ მეუღლეს გრ----– ავ-------–---–- თავში ჩაარტყა, რომელმაც ძალადობის შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი.

არ---- ავ-------–---–-- ჩაიდინა დანაშაული, გათვა-–-სწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 -ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.

2.2 საქმის სასამართლო განხილვის დროს ბრალდებულმა არ---- ავ-------–---–-- თავი დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ სრულად ეთანხმება ბრალდების ფაბულას ბრალად შერაცხული დანაშაულის მის მიერ ჩადენის თაობაზე.

2.3 სასამართლოს დასკვნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 -ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვა-–-სწინებული დანაშაულების არ---- ავ-------–---–-ს მიერ ჩადენის თაობაზე, გარდა ზემოაღნიშნულისა, აგრეთვე ბრალდებულ არ---- ავ-------–---–-ს აღი-რებითი ჩვენებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ, ურთიერთთავსებად შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულების გრ----– ავ-------–---–-ს და ნა----- ი-რ----–-------ს ჩვენებებს, არასრულწლოვანი დაზარალებულის ნა---- ავ-------–---–-ს ჩვენებას, მოწმეების გი------ ელ--–---–--, ეკ- ჩა--–--–---–--, გუ-–----- ტა-----–---–-- ჩვენებებს, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს თანდართული ფოტოცხრილით, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ---- ავ-------–---–-ს მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენას.

2.4 ამდენად, სასამართლომ თითოეული მტკიცებულება შეაფასა რა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და სანდოობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე გამოკვლეული ყველა მტკიცებულება ერთობლიობით - დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მიაჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლევის გარეშე, პრეიუდიციად მიღებული მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უტყუარად დადასტურდა, რომ არ---- ავ-------–---–-- ჩაიდინა ოჯახის მეორე წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც შედეგად არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ორსული ქალის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწერებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ. ანუ ჩაიდინა დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 -ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

სასჯელის განსაზღვრა:

3.1 სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლო მხედველობაში იღებს ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს. ამ ფონზე სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს.

3.2 ბრალდებულ არ---- ავ-------–---–- პასუხისმგებლობას უმსუბუქებს ის გარემოებანი, რომ გულწრფელად აღიარა ბრალად შერაცხული დანაშაული, არის მრავალშვილიანი მამა -კმაყოფაზე ჰყავს ოთხი მცირეწლოვანი შვილი, ამასთან დაზარალებულებს ბრალდებულ არ---- ავ-------–---–-ს მიმართ პრეტენზია აღარ გააჩნიათ და ითხოვენ მის მიმართ კანონით გათვალისწინებული შეღავათების გავრცელებას. არ---- ავ-------–---–- პასუხისმგებლობას უმძიმებს ის გარემოება, რომ დანაშაული ჩაიდინა მთვრალ მდგომარეობაში.

ზემოხსენებული შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია არ---- ავ-------–---–-ს მიმართ გავრცელდეს საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათი.

სარეზოლუციო ნაწილი

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13, 258-ე-259-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე და 281-ე და 283-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

4.1 არ---- ავ-------–---–- ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 -ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით. ამასთან,არ---- ავ-------–---–- საქართველოს სისხლის სამართლის 1261 -ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 4 (ოთხი) თვის ვადით, საიდანაც დანიშნული სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) თვის ვადით საქართველოს სისხლის სამართლის 50-ე მუხლიოს მე-5 ნაწილის გამოყენებით განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) თვის ვადით ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად.

არ---- ავ-------–---–- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების 08 (რვა) თვის ვადით, საიდანაც დანიშნული სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) თვის ვადით საქართველოს სისხლის სამართლის 50-ე მუხლიოს მე-5 ნაწილის გამოყენებით განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) თვის ვადით ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად.

საქართველოს სისხლოის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის გამოყენებით მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით არ---- ავ-------–---–- სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 4 (ოთხი) თვის ვადით, საიდანაც დანიშნული სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) თვის ვადით საქართველოს სისხლის სამართლის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით არ---- ავ-------–---–- განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) თვის ვადით ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად, გამოსაცდელ ვადად კი დაუდგინდეს ორი წელი.

4.2 სასჯელის მოხდის ათვლა არ---- ავ-------–---–- დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 05 მაისის 17 საათი და 25 წუთიდან.

 

4.3 პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ არ---- ავ-------–---–-ს ყოფა-ქცევაზე კონტროლი და დახმარება პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის განმავლობაში დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

4.4 გაუქმდეს არ---- ავ-------–---–-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა.

4.5 საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მტკიცებულება: გრ----– ავ-------–---–-ს სამედიცინო ისტორია დართოს სისხლის სამართლის მოცემულ საქმეს მისი შენახვის ვადით.

 

4.6 განაჩენი კანონიერ ძალაშია მისი გამოცხადებისთანავე.

4.7 განაჩენის გასაჩივრება შესაძლებელია ერთი თვის განმავლობაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი გ. რობაქიძის 7ა) საააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, მცხეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ვ. ფუხაშვილი