გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N050210016001612061
N2/720-16
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
29.06.2018 წ. ქ. ოზურგეთი
შესავალი ნაწილი
ოზურგეთის რაიონული სასამართლო
მოსამართლე გიორგი ზვიადაძე
სხდომის მდივანი მაკა გუჯაბიძე
მოსარჩელე - ნ-----–--–---–აძე, ე-–------–----ოვა
მოსარჩელის წარმომადგენელი - კ--------–-შვილი
მოპასუხე - პ-----------------იანი
მოპასუხის წარმომადგენელი - კ-----------–--რიძე, დ---------ნაძე
დავის საგანი: თანხის დაკისრება;
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1 დაეკისროს მოპასუხე პეტრე პეტროსიანს მოსარჩელეების სასარგებლოდ გადახდილი თანხა 3500 (სამიათას ხუთასი) აშშ დოლარი, მასვე დაეკისროს 6485 ლარი ქონების ღირებულების გაზრდა.
დაეკისროს მოპასუხე სახელმწიფო ბაჟი მოსარჩელლების სასარგებლოდ.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ნ-----–--–---–აძე და ე-–------–----ოვა ფაქტობრივი ფლობით დაეუფლნენ ქ. ოზურგეთში, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე პეტრე პეტროსიანის საკუთრებაში არსებულ ბინას.
3.2. სადაო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მოსარჩელე მხარის განმარტებით მოსარჩელეებსა და მოპასუხეს შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, მხარემ გადაიხადა ბინის საფასური, მაგრამ ვინაიდან ხელშეკრულება დაიდო კანონის მოთხოვნათა ფორმალური დარღვევით ითხოვს გავრცელდეს ბათილი გარიგებისათვის დადგენილი წესები და მხარეს დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი თანხა და საცხოვრებლის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად გაწეული ხარჯები.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 319-ე, 361-ე მუხლები
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ,,ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.''
6.2.სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ,,კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. ''
6.3.სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად ,,ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.''
6.4. სამოქალაქო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ,,ბათილია კანონით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული აუცილებელი ფორმის დაუცველად დადებული გარიგება, ასევე ნებართვის გარეშე დადებული გარიგება, თუ ამ გარიგებისთვის საჭიროა ნებართვა.''
6.5. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ,,თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.''
ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად ,,ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.''
ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად ,,საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.''
მოცემულ შემთხვევაში მოწმეთა ჩვენებებით დადგინდა, რომ სარემონტო სამუშაოები, რომლებიც იქნა წარმოებული აუცილებელი იყო ბინის ფუნქციონირებისათვის, აღნიშნული ასევე დასტუდება თავად მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი დასკვნით, კერძოდ სამუშაოთა ხასიათი მიმართულია ბინის დანიშნულებისამებრ გამოსაყენებლად. ასევე დადგენლია, რომ ბინას იყენებდა მოსარჩელე მხარე. ამდენად მოთხოვნა ღირებულების ნაწილის გაზრდაში არის უსაფუძვლო.
სამოქალაქო კოდექსის მეხუთე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ,,კანონში პირდაპირ გაუთვალისწინებელი ურთიერთობის მოსაწესრიგებლად გამოიყენება ყველაზე უფრო მსგავსი ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლის ნორმა (კანონის ანალოგია).''
მოცემულ შემთხვევაში მხოლოდ მოწმის ჩვენების საფუძველზე თანხის დაკისრება სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლის მიხედვით გათვალისწინებული არ არის. კანონის ანლოგიით სასამართლო თვლის, რომ მხოლოდ ერთი მოწმის ჩვენება, ისიც თანხის მხოლოდ ნაწილის გადაცემის საკითხში, ვერ გახდება პირველი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ,,იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.''
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-244-ე, 247-249-ე, 364-365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით
გადაწყვიტა
1. მოსარჩელის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია მოსარჩელის მიერ.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე გიორგი ზვიადაძე