განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 020100118002425313 (1/215-18)
განაჩენი
საქართველოს სახელით
01.08.2--- წელი ქ. ზუ------ი
ზუ------ის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ირაკლი აბშილავა
სხდომის მდივანი ნინო დიხამინჯია
ბრალდების მხარე: პროკურორი ან---------ა
დაცვის მხარე: ბრალდებული ონ---------–--–---, დაბადებული 01.06.2--- წ, საქართველოს მოქალაქე, პ/ნ 19---------, ნასამართლობის არმქონე, არასრული საშუალო განათლებით, უმუშევარი, მცხოვრები მისამართზე: ქ. ზუ------------------------ N2
ქმედების კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტი და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტი - ქურდობის, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა, რასაც შესაძლოა გამოეწვია მნიშვნელოვანი ზიანი, ჩადენილიწინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ
ადვოკატი მთ--------------ა
კანონიერი წარმომადგენელი თა----------–--–--ა
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი: არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ონ---------–--–---მ ჩაიდინა ქურდობის, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა, რასაც შესაძლოა გამოეწვია დაზარალებულისთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენება, ჩადენილი ჯგუფურად, რაც ბრალდების მხარის მტკიცებით გამოიხატა შემდეგში: 28.03.2--- წ ღამის საათებში ონ---------–--–--- და გო------------–-ა ცდილობდნენ ქ. ზუ------–-----------------9-ში მდებარე გი--------------ს კუთვნილი მშენებარე მაღაზიიდან მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაუფლებოდნენ სამშენებლო მასალას და ხელსაწყოებს, რითაც გი--------------ს შესაძლოა მისდგომოდა 250 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
2. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები
28.03.2--- წ ღამის საათებში ონ---------–--–--- და გო------------–-ა ქ. ზუ------–-----------------9-ში მდებარე მშენებარე შენობაში შეამჩნიეს პოლიციის თანამშრომლებმა. გო------------–-ა დააკავეს ადგილზე. დაკავების ოქმის მიხედვით მისი პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებულია დაზარალებულის კუთვნილი ნივთი - ე.წ. პრეფერატორი. ამ ფაქტთან დაკავშირებით გო------------–-ას მიმართ სისხლის სამართლის საქმე ცალკე წარმოებად მიმდინარეობს და უშუალოდ მის მოქმედებებთან დაკავშირებული ფაქტების არსებობა უნდა დადგინდეს მის მიმართ წარმოებულ საქმეში.
შენობაში შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ასევე ამოღებულია 3 ცალი ჩაქუჩი, ერთი ცალი ლურსმნის ამოსაღები ხელსაწყო და 20 ცალი ხრახნილი დაბოლოებით.
ამოღებული ნივთები დაზარალებულ გი--------------ს ეკუთვნის. მისი განმარტებით იგი აშენებს მაღაზიას, ამოღებულ ნივთებს მშენებლობის დროს იყენებენ და მათი საერთო ღირებულება დაახლოებით 250 ლარია. ამ ნივთების ღირებულების დასადგენად სხვა საპროცესო მოქმედებები არ ჩატარებულა.
ეს ნივთები 28.03.2--- წ ღამის საათებში შენობაში იყო, თუმცა მათი შენახვა კონკრეტულ ადგილებში, რასაც დაკითხული მოწმეები მიუთითებდნენ გამოძიებაში დაკითხვისას, მათ არ დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას და განმარტეს, რომ ამ საკითხზე ჩვენება საერთოდ არ მიუციათ. შესაბამისად არ დადასტურდა ვარაუდი, რომ ონ---------–--–--- სხვა პირთან ერთად აგროვებდა (სხვადასხვა ადგილიდან, სადაც შენახული იყო მოჰქონდა და ერთ ადგილას აწყობდა) ნივთებს წასაღებად. გამოძიების ამ ვერსიის დასადასტურებლად, შემთხვევის ადგილიდან არ არის დადგენილი ონ---------–--–---ს ან მისი თანმხლები სხვა პირის კუთვნილი იმგვარი ნივთების ან საგნების არსებობა, რაც მათ აუცილებლად დასჭირდებოდათ ამ ნივთების შენობიდან წასაღებად. ამოღებული ნივთები დათვალიერდა სასამართლო სხდომაზე და დადასტურდა, რომ მათი ერთად (შეგროვილად) შენობიდან გატანას გარკვეული მომზადება და დამატებითი მოქმედებების განხორციელება სჭირდებოდა, რაც ონ---------–--–---ს არ განუხორციელებია.
ამოღებულ ნივთებზე ონ---------–--–---ს გენეტიკური პროფილი არ აღმოჩნდა. სხვა გზით ამ ნივთებთან არასრულწლოვანი ბრალდებულის კონტაქტი არ არის დადგენილი, რაც გარკვეულწილად ეწინააღმდეგება მოწმის სახით დაკითხული პოლიციელის ჩვენებას, რომელიც აღწერდა, რომ დაინახა როგორ აგროვებდა 2 პირი ნივთებს ერთ ადგილას.
შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ. ზუ------–------------------9-ში. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით შენობა მთლიანად შემოსაზღვრულია რკინის ღობით, რაც არ დადასტურდა საქმის მასალებით. დადგენილია, რომ რკინის ღობე არსებობს სრულად სო------------ს მხარეს, ხოლო წე------–----------ე რკინის ღობე არ არის ტერიტორიის ბოლომდე. რკინის ღობის გარეშე დარჩენილია (ჩაჭრილია) ადგილი დაახლოებით 8 მეტრი (დაზარალებულ გი--------------ს განმარტებით მიფარებულია მავთულბადე), საიდანაც საჭიროების დროს შედიან სატვირთო ავტომანქანები და ზოგჯერ მუშების განმარტებით არ ხდებოდა მავთულბადის გამართვა და ტერიტორია რჩებოდა ღიად.
სწორედ ამ ადგილიდან შედის გამოკვლეულ ვიდეოფირზე დაფიქსირებული ორი პირი შენობაში, რომელთა იდენტიფიცირება შეუძლებელია. ეს ფირი გარკვეულ პერიოდში წყდება, იგი არ ასახავს ონ---------–--–---ს ბრალდების შესახებ დადგენილებაში აღწერილ დანაშაულებრივ ქმედებას და შეუძლებელია მისი პირდაპირ დაკავშირება სხვა გამოკვლეულ მტკიცებულებებთან.
ონ---------–--–--- და გო------------–-ა ცხოვრობენ ქ. ზუ------–------------------9-ში მდებარე მშენებარე შენობის მოპირდაპირე მხარეს (ე.წ. ტე----------–------–ი სადაც ცხოვრობენ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული ოჯახები), საიდანაც კარგად ჩანს შემთხვევის ადგილი. მოწმის სახით დაკითხულმა ონ---------–--–---ს მეზობლებმა აჩვენეს, რომ ბრალდებულები გავიდნენ სიგარეტის საყიდლად წე------–--------ს მიმართულებით მდებარე მაღაზიაში და მალევე მობრუნდნენ, გზად უნდა გამოევლოთ შემთხვევის ადგილი და შეამჩნიეს პოლიციის მანქანები, გაარკვიეს, რომ დაკავებული იყო გო------------–-ა და მას ონ---------–--–---სთან ერთად ედავებოდნენ ქურდობის მცდელობას.
3. ქმედების სამართლებრივი აღწერა
3.1. ქურდობის, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით (ტ.1. ს/ფ. 25-36), ბრალდებულ გო------------–-ას დაკავების და პირადი ჩხრეკის ოქმით (ტ.1. ს/ფ 5-13), მოწმეების ზუ--------------ას, ალ-----------------ს, კა-----------ას, და--------–----ას, გი--------------ს დაკითხვის ოქმით (ტ.2. ს/ფ 62-67) დადგენილია, რომ 28.03.2--- წ ქ. ზუ------–- სო-----------9-ში მდებარე შენობაში ამოღებულია შემდეგი ნივთები: ე.წ. პრეფერატორი, სამი ცალი ჩაქუჩი, ლურსმნის ამოსაღები ხელსაწყო და 20 ცალი ხრახნილი, რომელიც ეყარა ერთად. პირადი ჩხრეკისას ამოღებული პრეფერატორი წარედგინა საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირებს, მოთავსდა პოლიეთილენის პარკში და დაილუქა ლუქით 36/1. ლუქზე მიეთითა თარიღი, გაკეთდა ჩანაწერები, ხელმოწერები და გადაიტანეს ზუ------ის რაიონულ სამმართველოში. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული 3 ცალი ჩაქუჩი და ლურსმნის ამოსაღები ხელსაწყო შეიფუთა და დაილუქა ერთ პაკეტად ნომრით F--------0, დაისვა შესაბამისი თარიღი, გაუკეთდა წარწერა და ხელმოწერები. ამოღებული 20 ცალი ხრახნილი დაბოლოებით შეიფუთა და დაილუქა ერთ პაკეტად ნომრით FC-------- დაისვა შესაბამისი თარიღი, გაუკეთდა წარწერა და ხელმოწერები.
საქმეზე მოწმის სახით დაკითხულმა პირებმა კობ-------ამ, ბაკ------------ამ, ჯუა-–----------–---–-ამ, გო-----------–-----ამ, ჯი-–----------–---–-ამ, და----------–-----ამ) რომლებიც მშენებარე ობიექტზე მუშაობდნენ სასამართლო სხდომაზე აჩვენეს (ტ.2. ს/ფ 74-80, ტ.2. ს.ფ. 117-119), რომ ისინი პირველად გამოიკითხნენ სამმართველოს შენობაში, სადაც მათთვის არ უკითხავთ შენობიდან ამოღებული ნივთების განლაგების (შენახვის) ადგილი და მათ მიერ მიცემულ ჩვენებაში, რასაც გამოკითხვის ადგილზევე მოაწერეს ხელი ამგვარი ინფორმაცია არ იყო მითითებული. ყველა დასახელებულმა მოწმემ განმარტა, რომ ამოღებულ ნივთებს ისინი არ ინახავდნენ, მათ საკუთარი სამუშაო იარაღები ჰქონდათ, რაც ყოველდღიურად მოჰქონდათ ობიექტზე და სამუშაოს დასრულების შემდეგ თვითონვე მიჰქონდათ. აღნიშნულ ინფორმაციებს შორის სხვაობა მოწმეებმა იმით ახსნეს, რომ გამოკითხვიდან რამდენიმე დღეში მშენებარე ობიექტზე მუშაობისას მათთან მივიდა გამომძიებელი აუხსნა, რომ რაღაც ტექნიკური პრობლემა იყო და ხელახლა უნდა მოეწერათ ხელი ადრე მიცემულ ჩვენებაზე, რაც გააკეთეს, თუმცა ტექსტი არ წაუკითხავთ. აღნიშნულს უარყოფს გამომძიებელი გი----------- თავის ჩვენებაში (ტ.2, ს/ფ. 137-140).
დაზარალებულ გი--------------ს მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებით (ტ.2. ს/ფ 62) დადგინდა, რომ 28.03.2--- წ ღამის საათებში მის სახლში მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები, უთხრეს, რომ მის ობიექტზე ქ. ზუ------–- სო-----------9-ში დააფიქსირეს 2 ადამიანი და თხოვეს ენახა რამე ხომ არ იყო დაკარგული. შენობაში ძვირადღირებული არაფერი ინახებოდა, როცა მივიდნენ ჰკითხეს ერთად დაყრილი ნივთები იყო თუ არა მანამდეც ამავე მდგომარეობაში. მანამდე ერთად შეგროვილი ეს ნივთები არ უნახავს, თუმცა რაიმე კონკრეტულ ადგილას შენახული იყოო ვერ იტყვის. იქ რაც იყო ნივთები მისი იყო, სხვისი იქ არაფერი არ უნახავს. დაახლოებით ფასები ჰკითხეს და მისი შეფასებით საბოლოო ჯამში 250 ლარი გამოვიდა. სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას მან დააფიქსირა, რომ ბრალდებულების მიმართ არანაირი პრეტენზია არა აქვს.
საქმეში წარმოდგენილია ამოცნობის ოქმი 29.03.2--- წ (ტ.1, ს/ფ 60), სადაც მითითებულია, რომ დაზარალებულმა ამოიცნო პერფერატორი ვიზუალური დაკვირვებით, ზომით, ფორმით, ფერით, მასზე გამობმული ნაცრისფერი და თეთრი ფერის იზოლირებული მავთულით. ამ ამოცნობის პროცედურასთან დაკავშირებით გარკვეულწილად განსხვავებული ინფორმაცია მისცა მოწმემ/დაზარალებულმა გი--------------მ სასამართლოს ონ---------–--–---ს ბრალდების საქმეზე (ტ.2. ს/ფ 62) და გო------------–-ას ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე (ტ.2. ს/ფ 89).
ზუ------ის რაიონული სასამართლოს 24.04.2--- წ განჩინების (ტ.1. ს/ფ 199) საფუძველზე 26.04.2--- წ. ონ---------–--–---სგან აღებულია ნერწყვის ნიმუში, რაზეც შედგა ნიმუშის აღების ოქმი (ტ.1. ს/ფ. 203), ნიმუში მოთავსდა პოლიეთილენის სპეციალურ პაკეტში და დაილუქა ლუქით FCI-------, პაკეტზე მიეთითა თარიღი და დაფიქსირდა ხელმოწერები, რაც დაადასტურა ექსპერტმა ზუ--------------ამ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას (ტ.2, ს/ფ. 62).
ზუ------ის რაიონული სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელ გი-----------ს 26.04.2--- წ დადგენილებით (ტ. 1 ს/ფ 206), მომართვით (ტ.1. ს/ფ. 205) და მისი სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებით (ტ.2, ს/ფ 137) დადგენილია, რომ საქმეზე დაინიშნა ბიოლოგიურ-გენეტიკური (სეროლოგიური) ექსპერტიზა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, სადაც გადაიგზავნას ნივთმტკიცებები დალუქულად.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის #0-------- დასკვნით (ტ.2, ს/ფ ) და ექსპერტ შო---------–------ს მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებით (ტ.2, ს/ფ. 145) დადგენილია, რომ პაკეტები, რომელშიც ნივთმტკიცებები იყო მოთავსებული დაზიანებულია, თუმცა ექსპერტის შეფასებით იმგვარად, რომ ეს გავლენას ვერ მოახდენდა კვლევის შედეგზე. უშუალოდ დასკვნის ჩანაწერის მიხედვით ,,პაკეტი #1 - შავი ფერის პოლიეთილენის პარკი, .... პარკზეა დაზიანება..., პაკეტი #2 - გამჭვირვალე წებოვანი ლენტებით შეკრული შსს საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის სპეცდანიშნულების დაზიანებული პაკეტი, შტრიხკოდით: F--------0..., პაკეტი #3 - გამჭვირვალე წებოვანი ლენტებით შეკრული შსს საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის სპეცდანიშნულების პაკეტები, ერთ-ერთ პაკეტზეა შტრიხკოდი: FCI------- ... პაკეტი დაზიანებულია...".
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის #0-------- დასკვნით (ტ.2, ს/ფ ) და ექსპერტ შო---------–------ს მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებით (ტ.2, ს/ფ. 145) ასევე დადგენილია, რომ პაკეტში წარწერით ,,...ბეტონის დასატკეპნი მოწყობილობა პრეფერატორი..." მოთავსებული მეტალის კოსტრუქციის სახელურზე არსებული ბიომასალის (ობ. #1) გენეტიკური პროფილი და გო------------–-ას (ობ. #27, პაკეტი წარწერით ,,...გო------------–-ასგან აღებული ნერწყვის ნიმუში...") გენეტიკური პროფილი იდენტურია. კონსტრუქციაზე დამაგრებულ სადენზე ჩამრთველით (ობ. #2) გენოტიპირებისათვის საკმარისი ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა. პაკეტში წარწერით: ,,...3 (სამი) ცალი ხის ტარიანი ჩაქუჩი და ერთი ცალი ლურსმნის ამოსაღები მეტალის ხელსაწყო..." მოთავსებულ მეტალის საგანზე (ობ. #3) და ორ ცალ ჩაქუჩზე (ობ. #5,6) არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი და გო------------–-ას (ობ #27) გენეტიკური პროფილი იდენტურია. ამავე პაკეტში მოთავსებულ პრტყელ ჩაქუჩზე არსებული ბიომასალის (ობ. #4) შერეული გენეტიკური პროფილის მაჟორული (ძირითადი) წილი და გო------------–-ას (ობ. #27) გენეტიკური პროფილი იდენტურია. ობ. #4-ის პროფილში ონ---------–--–---ს (ობ. #28, პაკეტი წარწერით ,,... ნერწყვის ნიმუში აღებული ონ---------–--–---ს პირის ღრუდან...") გენეტიკური თანამონაწილეობა არ ვლინდება. პაკეტში წარწერით: ,,...ოცი ცალი ხრახნილი..." მოთავსებულ მეტალის სიგრძივი ფორმის ერთ-ერთ საგანზე არსებული ბიომასალის (ობ. #15) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის მამრობითი სქესის პირს და განსხვავდება გო------------–-ასა (ობ. #27) და ონ---------–--–---ს (ობ. #28) გენეტიკური პროფილებისგან. ამავე პაკეტში მოთავსებულ მეტალის სიგრძივი ფორმის ორ ცალ საგანზე (ობ. #13.22) არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილები შერეულია. ობ. #13-ის პროფილის მაჟორული (ძირითადი) წილი და ობ. #15-ის პროფილი იდენტურია. ობ. #13-ის პროფილში გო------------–-ას (ობ. #27) გენეტიკური თანამონაწილეობა გამორიცხული არ არის. ობ. #22-ის პროფილის ერთი წილი და გო------------–-ას (ობ. #27) გენეტიკური პროფილი იდენტურია. ობ. #13.22-ის პროფილში ონ---------–--–---ს (ობ. #28) გენეტიკური თანამონაწილეობა არ ვლინდება.
საქმეზე გამოკვლეულ ურთიერთშეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით ონ---------–--–---ს მიერ გი--------------ს მოძრავი ნივთების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი ან/და მათი დაუფლების მცდელობა არ დადასტურდა.
3.2. მნიშვნელოვანი ზიანი
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის მე-3 პუნქტის მიხედვით კოდექსის ამ თავში მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარს ზევით.
ამოღებული ნივთების ღირებულებად 250 ლარი ბრალდების მხარემ განსაზღვრა მხოლოდ დაზარალებულ გი--------------ს განმარტებით (ტ.2. ს/ფ 62). სხვა მტკიცებულება ამ საკითხზე საქმეში არ არის.
აღნიშნული ფაქტი არ არის საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლით გათვალისწინებული პრეიუდიციულად დადგენილი ფაქტი, რის გამოც ამ საკითხთან დაკავშირებული მტკიცება ბრალდების მხარემ უნდა აწარმოოს გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რაც მოცემულ შემთხვევაში არ განხორციელებულა.
3.3. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფი
მოწმის სახით დაკითხულმა პოლიციის თანამშრომლებმა კა-----------ამ და ალ-----------------მ (ტ.2, ს/ფ 62-67) სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას აჩვენეს, რომ ავტომანქანით პატრულირებისას დააფიქსირეს შემთხვევის ადგილას 2 პირი, რომელიც საეჭვოდ გადაადგილდებოდნენ (ნივთებს აგროვებდდნენ), შეუმჩნევლად მივიდნენ მათთან, ერთ-ერთს - გო------------–-ას ხელში ეჭირა პერფერატორი და თვითონვე განმარტა რომ იპარავდა, თუმცა ჩვენება არ მიუცია და საგამოძიებო მოქმედებების ოქმებზე ხელი არ მოუწერია, ხოლო მეორე, როგორც შემდეგ გაირკვა არასრულწლოვანი ონ---------–--–--- გვერდზე ედგა, მას რაიმე განმარტება არ მიუცია. სხვა ნივთები იმგვარად ეყარა, შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ ისინი წასაღებად იყო გამზადებული.
მოწმის სახით ჩვენება არ მიუცია ბრალდებულ გო------------–-ას (ტ.2, ს/ფ 128) და ონ---------–--–---ს (ტ.2. ს/ფ 62), თუმცა საბოლოო სიტყვაში ონ---------–--–---მ (ტ.2. ს/ფ 165) აღნიშნა, რომ მას დანაშაული არ ჩაუდენია.
04.04.2--- წ მომზადებული ამონაწერით სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან (ტ.1. ს/ფ 142) დადგენილია, რომ ონ---------–--–--- დედასთან ერთად რეგისტრირებულია შესაბამის ბაზაში მისამართზე ქ. ზუ------ი სო----------- ტე----------–------–ი და ოჯახი იღებს ყოველთვიურ შემწეობას 100 ლარის ოდენობით. ამავე ინფორმაციით გასულ პერიოდზე დეკლარაცია ოჯახს შევსებული აქვს 16.08.---- წ და შესაბამისი ქულა მიენიჭა 15.09.---- წ.
მიუხედავად ამგვარი ფინანსური მდგომარეობისა შსს საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტიდან მიღებული და საქმეში წარმოდგენილი ცნობებით (ტ.1. ს/ფ 79, 80) დასტურდება რომ ონ---------–--–--- ადრე არ არის შემჩნეული კანონსაწინააღმდეგო მოქმედებებში - არ არის ნასამართლევი ან/და ადმინისტრაციულად სახდელდადებული პირი.
დაცვის მხარის მოწმეები - თე----------------–-----ა და ნუ----–-----–-ა, რომლებიც მისი მეზობლები არიან სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას (ტ.2. ს/ფ. 158-161) დადებით პიროვნებად ახასიათებენ ონ---------–--–---ს, განმარტავენ რომ შემთხვევის დაფიქსირებამდე ცოტა ხნით ადრე ხედავდნენ ბრალდებულს, ჰქონდათ ინფორმაცია, რომ სიგარეტის საყიდლად გავიდა მეზობელთან, გო------------–-ასთან ერთად და სახლში დაბრუნებამდე შეექმნათ პრობლემა სამართალდამცავებთან - როგორც შემდეგ გაარკვიეს მას გო------------–-ასთან ერთად ედავებოდნენ მათივე საცხოვრებელთან ახლოს მშენებარე ობიექტიდან ქურდობის მცდელობას და თვალყურს ადევნებდნენ საგამოძიებო მოქმედებების მიმდინარეობას.
საქმეზე შეკრებილი და გამოკვლეული მტკიცებულებებით ამგვარი ჯგუფის არსებობის დამადასტურებელი ურთიერთშეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობა საქმეში არ არის. მხოლოდ პოლიციელის შეფასება (შთაბეჭდილება) და ამასთან დაკავშირებით მის მიერ მიცემული ჩვენება ვერ დაადასტურებს პირთა წინასწარი შეთანხმებით პირთა ჯგუფის არსებობას.
სასამართლო განმარტავს, რომ არასრულწლოვანი ონ---------–--–---ს სხვა პირთან ერთად მხოლოდ პასიურად ყოფნა შემთხვევის ადგილას, თუკი არ დადასტურდება მათი საერთო დანაშაულებრივი განზრახვა, წინასწარი შეთანხმება და არ განხორციელდება კონკრეტული ქმედებები დანაშაულის განსახორციელებლად ვერ მიიჩნევა მისი მხრიდან დანაშაულებრივი ჯგუფის წევრობად.
4. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილისა და სსსკ-ის მე-5 მუხლის თანახმად, ადამიანი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება კანონით დადგენილი წესით და კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, გონივრულ ეჭვს მიღმა ეს არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, განაჩენი კანონიერია, თუ გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. იმავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, განაჩენი დასაბუთებულია, თუ ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მეორე ნაწილისა და 33-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს - პროკურორს.
გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ბრალდების დადასტურების ვალდებულება პროკურორს ეკისრება არა მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციითა და საპროცესო კანონმდებლობით, არამედ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციითაც, რაც ასევე განმტკიცებულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით. კერძოდ, საყოველთაოდ აღიარებულია, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (in dubio pro reo - ეჭვის ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყვეტის პრინციპი) (იხ. გადაწყვეტილებები საქმეებზე: Barberа, Messeguй and Jabardo v. Spain; Lavents v. Latvia; Melich and Beck v. the Czech Republic).
განსახილველ შემთხვევაში სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი არ ყოფილა პირდაპირ, უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გადალახავდა საქმის ბედით დაუინტერესებელი ობიექტური პირის გონივრული ეჭვის სტანდარტს და გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა არასრულწლოვანი ბრალდებულის ონ---------–--–---ს მიერ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ქურდობის, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობის ჩადენას, რასაც შესაძლოა გამოეწვია დაზარალებულისთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენება, აქედან გამომდინარე, ბრალდებულის მიერ დანაშაულებრივი ქმედების ჩადენას, რის გამოც ბრალდებულის მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამართლებელი განაჩენი.
5. ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაჩენში ნივთიერი მტკიცებულების საკითხი შემდეგნაირად უნდა გადაწყდეს: ა) თუ დანაშაულის იარაღს ან საგანს ღირებულება არა აქვს, იგი ნადგურდება, ხოლო თუ მას აქვს რაიმე ღირებულება, ხდება მისი საპროცესო კონფისკაცია; ბ) თუ ბრუნვიდან ამოღებულ ნივთს აქვს რაიმე ღირებულება, იგი გადაეცემა შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს, ხოლო თუ მას ღირებულება არა აქვს, - ნადგურდება; გ) სხვა ნივთი, რომელსაც ღირებულება არა აქვს, დაინტერესებული პირის ან ადმინისტრაციული ორგანოს შუამდგომლობით მას გადაეცემა, ხოლო თუ ასეთი პირი ან ორგანო არ აღმოჩნდა, - ნადგურდება; დ) დანაშაულებრივი გზით მოპოვებული შემოსავალი/ქონება ხმარდება დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებას, ზიანის ანაზღაურების შემდეგ - საპროცესო ხარჯების ანაზღაურებას, ხოლო თუ ცნობილი არ არის პირი, რომელსაც ზიანი მიადგა,- გადაეცემა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტს; ე) დაზარალებულის, გამართლებულის ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, ბრალდებულისა და იმ პირის გარდა, რომელსაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს.
საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილია გო------------–-ას პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ბეტონის დასატკეპნი მოწყობილობა ე.წ. პერფერატორი), შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული სამი ცალი ჩაქუჩი, ლურსმნის ამოსაღები ხელსაწყო და 20 ცალი ხრახნილი, ონ---------–--–---ს ნერწყვის ნიმუში, ერთი ცალი DVD დისკი ვიდეოჩანაწერით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე-260-ე, 268-ე, 270-ე-272-ე, 275-ე-277-ე და 279-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ონ---------–--–--- საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" და მე-3 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.
2. ონ---------–--–---სთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება (მეთვალყურეობაში გადაცემა) გაუქმდეს.
3. ნივთმტკიცება ონ---------–--–---ს ნერწყვის ნიმუში განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში, სხვა ნივთები დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს.
4. გამართლებულ ონ---------–--–---ს განემარტოს ზიანის ანაზღაურების შესახებ უფლების თაობაზე.
5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
6. განაჩენი სააპელაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში ზუ------ის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: ირაკლი აბშილავა