გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/23513 - 15
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
9 აგვისტო, 2018 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ეკა ზარნაძე
სხდომის მდივანი ინგა ყაველაშვილი
მოსარჩელე ს--------------------
წარმომადგენელი ლ--–----------–---–ი
მოპასუხე თ---------------------------
მესამე პირი ს--------–-----–---–ი (არასრულწლოვანი)
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო (მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო)
წარმომადგენელი რ----------------–---–ი
დავის საგანი ალიმენტის გადახდის დაკისრება, არასრულწლოვანის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა, შვილთან ურთიერთობის უფლების შეზღუდვა და არასრულწლოვანთან ურთიერთობის წესის განსაზღვრა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. განისაზღვროს არასრულწლოვანი გ------- ს---–-----–---–-- (დაბადებული 2012 წლის 3-------) საცხოვრებელ ადგილად დედის, ს---------------------, საცხოვრებელი ადგილი;
1.2. განესაზღვროს თ--------------------------- არასრულწლოვან გ------- ს---–-----–---–---- (დაბადებული 2012 წლის 3-------) ურთიერთობისათვის დროის მონაკვეთი ყოველი წლის იანვრის, აპრილის, ივლისის და ოქტომბრის თვის ბოლო კვირა დღე 12:00 საათიდან 18:00 საათამდე, მოსარჩელე ს--------------------- დედის ნ-----------–---–ის საცხოვრებელი სახლიდან, მდებარე მისამართზე, თბილისი, თ------–---–-------------------------------------, წაყვანისა და უკან დაბრუნების უფლებით;
1.3. განესაზღვროს მოსარჩელე ს--------------------- არასრულწლოვან ს--------–-----–---–თან (დაბადებული 2004 წლის 1-------------ს) ურთიერთობისათვის სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის მომდევნო პირველი კვირის შაბათ დღეს მოსარჩელის დედის ნ-----------–---–ის საცხოვრებელ სახლში (მდებარე, თბილისი, თ------–---–-------------------------------------) 1 საათიანი შეხვედრა 12:00 საათიდან 13:00 საათამდე, პირველი შეხვედრიდან ყოველი კვირის შაბათი დღეს ს--------------------- დედის ზემოაღნიშნულ საცხოვრებელ მისამართზე 1 საათიანი შეხვედრა ორი თვის განმავლობაში ყოველი კვირის შაბათი დღე ამავე საცხოვრებელ სახლში 12:00 საათიდან 18:00 საათამდე, 4 თვიანი გრაფიკის ამოწურვის შემდგომ ყოველი კვირის შაბათ და კვირა დღეს მოსარჩელის დედის მითითებულ მისამართზე შეხვედრა 12:00 საათიდან 18:00 საათამდე 1 თვის განმავლობაში, რომლის ამოწურვის შემდგომ ს--------–-----–---–ის საცხოვრებელ ადგილად განისაზღვროს დედის, ს--------------------- საცხოვრებელი ადგილი;
1.4. დაეკისროს მოპასუხე თ--------------------------- 2004 წლის 1-------------ს დაბადებული ს--------–-----–---–ის ალიმენტის სახით 300 (სამასი) ლარის გადახდა ყოველთვიურად არასრულწლოვანის საცხოვრებელ ადგილად დედის ს--------------------- საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის მომენტიდან;
1.5. დაეკისროს მოპასუხე თ--------------------------- 2012 წლის 3------- დაბადებული გ------- ს---–-----–---–-- ალიმენტის სახით სარჩელის აღძვრიდან (2015 წლის 16 ნოემბრიდან) ყოველთვიურად 300 (სამასი) ლარის გადახდა.
მოსარჩელე ს-------------------- და მოპასუხე თ--------------------------- 2002 წლიდან იმყოფებოდნენ ფაქტობრივ ქორწინებაში. მათ შორის ქორწინება დარეგისტრირდა 2014 წლის 2----------. თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი: 2004 წლის 1-------------ს დაბადებული ს--------–-----–---–ი და 2012 წლის 3------- დაბადებული გ------- ს---–-----–---–-. მხარეები დაძაბული ურთიერთობის გამო 2015 წლიდან ცხოვრობენ ცალ-ცალკე. არასრულწლოვანი ს--------–-----–---–ი მამამ წაიყვანა 2015 წლის დეკემბრის თვის დასაწყისიდან და მას შემდეგ, არასრულწლოვანი ცხოვრობს მოპასუხესთან. ეს უკანასკნელი ახდენს ფსიქოლოგიურ ზეწოლას ბავშვზე და არ აძლევს საშუალებას ბავშვს ჰქონდეს დედასთან ურთიერთობა და ცხოვრობდეს ძმასთან და დედასთან ერთად. არასრულწლოვანი გ------- ს---–-----–---–- ცხოვრობს მოსარჩელესთან ს------- ს-–--------------, ერთად. მოპასუხე არასდროს გამოირჩეოდა ბავშვზე მზრუნველობით, მათ შორის არც ფინანსური კუთხით. არასრულწლოვანი ს--------–-----–---–ი უარს აცხადებს დედასთან ურთიერთობაზე, მაშინ, როცა, ბავშვს არანაირი პერსონალური კონფლიქტი დედასთან არ გააჩნია. ფაქტია, ზეწოლა და ძალადობა ხდება მოპასუხესთან მცხოვრებ ს--------–-----–---–ზე. იგი უარყოფითად არის განწყობილი დედის მიმართ. არასრულწლოვანი იმყოფება გარდატეხის ასაკში, რაც ბავშვისთვის საკმაოდ სენსიტიური მდგომარეობაა და ამ ასაკში რთულია მან მშობლის მიმართ შეიცვალოს უკვე ჩამოყალიბებული დამოკიდებულება, განწყობა, რომლის შექმნაშიც მამამ გადამწყვეტი როლი ითამაშა. ბავშვს მიეწოდება არასწორი ინფორმაციები დედის და მათ შორის დედის პირადი ცხოვრების შესახებ, რაც ბავშვისთვის მორალურ ზიანის გამომწვევია. თუმცა ამის მიუხედავად, როგორც კი მოპასუხე უარს ეუბნება ს---- ფინანსური საჭიროებების დაკმაყოფილებაზე, არასრულწლოვანი უკავშირდება მოსარჩელის მშობლებს და მათგან ითხოვს საჭირო და ზოგჯერ სოლიდური ხარჯების გადარიცხვას.
ს----- და დედას შორის ურთიერთობის აღდგენა უნდა მოხდეს ეტაპობრივად. თავდაპირველად უნდა განისაზღვროს კვირაში რამდენიმე საათი ურთიერთობისათვის და დედა-შვილს შორის ეს ურთიერთობა უნდა შედგეს მოსარჩელის დედის, ნ-----------–---–ის საცხოვრებელ მისამართზე, თბილისი, თ------–---–-------------------------------------. ეს დრო უნდა გაიზარდოს ეტაპობრივად. საბოლოოდ, დედა-შვილს ჩამოყალიბებული ურთიერთობის ხასიათის გათვალისწინებით, ხუთი თვის შემდგომ არასრულწლოვანის საცხოვრებელი ადგილი უნდა განისაზღვროს დედის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ არასრულწლოვან ს--------–-----–---–ს ამ ეტაპზე აქვს სტაბილური და ნორმალური ურთიერთობა მოსარჩელის მშობლებთან. იგი ბებიას, ნ-----------–---–ს ნახულობს ყოველკვირეულად და გარკვეულ დღეებს (შაბათ-კვირას) მამის თანხმობით ატარებს ბებიის ოჯახში. ეს უკანასკნელი მაქსიმალურად უზრუნველყოფს ბავშვის საჭიროებებს, ყიდულობს მისთვის აუცილებელ ნივთებს, სამოსს, ფეხსაცმელს. ბებიასა და შვილიშვილს შორის ამ ეტაპზე ჩამოყალიბებულია თბილი, ჯანსაღი და ნორმალური ურთიერთობა, რომლის ინიციატორიც თავად ბავშვი იყო.
არასრულწლოვანი გ------- ს---–-----–---–- ცხოვრობს დედასთან, ს------- ს-–--------------. საქმის განხილვის მიმდინარეობისას, დროებითი განკარგულების შესახებ განჩინებით არასრულწლოვან გ-------- ჰქონდა მამასთან ურთიერთობა, რამაც უარყოფითი გავლენა იქონია ბავშვი და მოახდინა აშკარა ფსიქოლოგიური ზეწოლა მასზე. გართულებული იყო თავად არასრულწლოვანი ბავშვის გადაცემა მეორე მშობლისათვის. მამასთან ვიზიტის შემდეგ, ბავშვი განერვიულებული, აგრესიული, დათრგუნული ბრუნდებოდა. მის ნეგატიური განწყობა შესამჩნევი იყო რამდენიმე დღის განმავლობაში. ბავშვი აფუჭებდა ნივთებს, სათამაშოებს, ჭირვეულობდა უმიზეზოდ. არასრულწლოვანი გ------- ს---–-----–---–-- ფსიქოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მიზანშეწონილად მიიჩნია ბავშვისთვის ფსიქოლოგის კონსულტაცია, რაც ჩატარდა ,,ფ------–-----------------------–----------------–-“. ფსიქოდიაგნოსტიკური კვლევისას დადგინდა, რომ ბავშვი ადვილი შესაძლებელია გახდეს მამისა და უფროსი ძმის მხრიდან მანიპულირების ობიექტი, რაც შემდგომ საგრძნობლად დააზიანებს მის ფსიქოემოციურ განვითარებას. მოსარჩელის შუამდგომლობის საფუძველზე გაუქმდა დროებითი განკარგულება, რომლითაც მოპასუხე მხარეს დადგენილი ჰქონდა არასრულწლოვან გ------- ს---–-----–---–---- ურთიერთობისათვის დროის მონაკვეთი. სწორედ აღნიშნული გარემოებებისა და იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხესთან შეუზღუდავი ურთიერთობა არასრულწლოვან გ-------- ზრდა-განვითარებაზე მოახდენს უარყოფით გავლენას, ჩამოუყალიბებს მას არასწორ ხედვებს და შესაძლოა შეიცვალოს ასევე დედის მიმართაც, მიზანშეწონილი იქნება სასამართლომ დაადგინოს კონკრეტული დროის მონაკვეთი, რა დროსაც მოპასუხეს შეეძლება ინახულოს არასრულწლოვანი შვილი. აღნიშნული უპირველესად გამომდინარეობს ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან, იზრდებოდეს მშვიდ, დაცულ და ჰარმონიულ გარემოში, რათა ჩამოყალიბდეს საზოგადოების სრულფასოვან წევრად.
მოპასუხე მხარე შესაგებელში მიუთითებს, რომ აქვს გარკვეული შემოსავალი, რითაც უზრუნველყოფს არასრულწლოვანი ს--------–-----–---–ის აღზრდა-განვითარების ხარჯებს, თუმცა მოგვიანებით, სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ მას შემოსავალი არ გააჩნია. როგორც უკვე აღინიშნა, არასრულწლოვანი ს--------–-----–---–ის საჭიროებებს გარკვეულწილად უზრუნველყოფს მოსარჩელე მხარე და მისი მშობლები. არასრულწლოვანი დადის წყალბურთზე, კიბერნეტიკის შემსწავლელ კურსზე და ასევე, დამატებით ემზადება მათემატიკაში. წყალბურთის აკადემაში ყოველთვიური გადასახადი შეადგენს 130 (ას ოცდაათი) ლარს, კიბერნეტიკის კურსი - თვეში 80 (ოთხმოცი) ლარს, ხოლო მათემატიკაში მომზადების საფასური - 80 (ოთხმოცი) ლარს. ამჟამად, ს--------–-----–---–ი სწავლობს საჯარო სკოლაში. მოსარჩელეს მეტნაკლებად აქვს კავშირი ს---- პედაგოგებთან და იღებს გარკვეულ ინფორმაციას ბავშვის სწავლის პროცესთან დაკავშირებით. უშუალოდ, მოსარჩელე მხარეს ბავშვთან ურთიერთობა არ აქვს. არასრულწლოვანი გ------- ს---–-----–---–- ამ ეტაპზე ირიცხება საბავშვო ბაღში ,,პ------–---------“. იგი ემზადება სკოლაში მისასვლელად. გ------- ს---–-----–---–- დარეგისტრირებულია საჯარო სკოლაში. არასრულწლოვანი ბავშვების საჭიროებებიდან გამომდინარე, მამა ვალდებულია გაიღოს ორივე ბავშვის აღზრდა-განვითარებისათვის აუცილებელი ფულადი სახსრები. ამასთან, ს--------–-----–---–ის ალიმენტის გადახდა მოპასუხე მხარეს უნდა დაეკისროს არასრულწლოვანის საცხოვრებელ ადგილად დედის - ს--------------------- საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის მომენტიდან.
(სარჩელი, განჩინება სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების შესახებ 30.07.2018 წელი, 2018 წლის 03 აგვისტოს სასამართლო სხდომის ოქმი).
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე მოთხოვნას ეთანხმება;
2.2. მოპასუხე მოთხოვნას არ ეთანხმება ;
2.3. მოპასუხე მოთხოვნას არ ეთანხმება ;
2.4. მოპასუხე მოთხოვნას არ ეთანხმება ;
2.5. მოპასუხე მოთხოვნას არ ეთანხმება .
არასრულწლოვანი ს--------–-----–---–ი თავისი ნებით წამოვიდა ს----------–------იას საცხოვრებელი სახლიდან და 2015 წლის დეკემბრის თვიდან ცხოვრობს მამასთან, თ---------------–-----–---–თან. მას არ სურს დედასთან ცხოვრება. ს--------–-----–---–ის რჩენა-აღზრდის და მისი განვითარებისათვის საჭირო ხარჯების გაღებას უზრუნველყოფს მოპასუხე მხარე. მშობლები თანაბრად არიან ვალდებულნი აღზარდონ შვილები. მოპასუხე 2002 წლიდან ეწეოდა ერთიან მეურნეობას მოსარჩელესთან ერთად და იღებდა მონაწილეობას შვილების აღზრდასა და განვითარებაში.
მოპასუხე შესაგებელში (წარმოდგენის თარიღი 23.12.2015 წელი) მიუთითებს, რომ არის დასაქმებული, ავტომანქანის მეშვეობით საზღაურის სანაცვლოდ ახორციელებს მგზავრების გადაყვანას ქალაქის მასშტაბით და აქვს შემოსავალი, რითაც უზრუნველყოფს ს--------–-----–---–ის რჩენის ხარჯებს. მცდარია მოსაზრება იმის შესახებ, რომ მოპასუხე არ უმუშავია და არ მიუღია მონაწილეობა ბავშვების აღზრდაში. მოპასუხე თავის თავზე იღებს სრულად უზრუნველყოფს მასთან მცხოვრები არასრულწლოვანი ს--------–-----–---–ის აღზრდის და განვითარების ხარჯები, თუმცა ამავდროულად, იგი ვერ შესძლებს ალიმენტის გადახდას. არ ეთანხმება მოთხოვნას ს--------–-----–---–ის საცხოვრებელ ადგილად დედის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრას, ვინაიდან ბავშვი ნებაყოფლობით ცხოვრობს მამასთან, მას არ სურს ურთიერთობა ჰქონდეს დედასთან, ს------- ს-–--------------.
(შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმი).
2018 წლის 03 აგვისტოს სასამართლოს მთავარი სხდომაზე საქმის არსებითი განხილვის მიმდინარეობისას (15:24 სთ-ზე) მოპასუხე თ---------------–-----–---–მა სასამართლოს ნებართვის გარეშე დატოვა სხდომათა დარბაზი და მან უარი განაცხადა საქმის განხილვაში მონაწილეობაზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 232-ე მუხლის მიხედვით, გამოუცხადებლად ითვლება მხარე, რომელიც, თუმცა სასამართლო სხდომაზე დანიშნულ დროს გამოცხადდა, მაგრამ უარს ამბობს საქმის განხილვაში მონაწილეობაზე.
სასამართლოს 2018 წლის 03 აგვისტოს საოქმო განჩინებით, არასრულწლოვანი ბავშვების უპირატესი ინტერესებისა და მოცემული საქმეზე გამოსაკვლევი გარემოებების მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქმის განხილვა გაგრძელდა მოპასუხე თ---------------------------- მონაწილეობის გარეშე იმ ეტაპიდან, რა დროსაც მოპასუხემ უარი განაცხადა საქმის განხილვაში მონაწილეობის მიღებაზე (სასამართლოს 2018 წლის 03 აგვისტოს სხდომის ოქმი 15:37 სთ - 15:38 სთ).
მესამე პირი მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ეთანხმება სოციალური მუშაკის მიერ წარმოდგენილ დასკვნებს და ფსიქოლოგიური გამოკვლევის შედეგებს.
სოციალური სამსახურის შეფასებით, ბავშვების უფლებებიდან და მათი ინტერესებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია, რომ მათ ურთიერთობა ჰქონდეთ როგორც დედის, ასევე, მამის ოჯახთან. ამასთან, ორივე ოჯახი ვალდებულია იზრუნოს და შეუქმნას მათ განვითარებისა და აღზრდისათვის კეთილსაიმედო გარემო. არასრულწლოვანი ბავშვების ბიოლოგიურ მშობლებთან ურთიერთობა დადებითად იმოქმედებს მათ ფსიქო-ემოციურ და ფიზიკურ განვითარებაზე, რაც აუცილებელი წინაპირობაა მათი სრულფასოვანი განვითარებისა და შესაბამისად საზოგადოებაში ინტეგრაციისათვის. ორივე მშობელმა უნდა გაითავისოს, რომ როგორც ბავშვების მიმართ უპირობო სიყვარული, ისე ერთმანეთის მიმართ კეთილგანწყობილი დამოკიდებულება და პატივისცემა უმნიშვნელოვანესი პირობაა ბავშვების ჰარმონიული განვითარებისათვისათვის.
არასრულწლოვანი გ------- ს---–-----–---–-- საცხოვრებელი ადგილი მხარეთა შორის სადავო არ არის. საქმეში წარმოდგენილი მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ მომზადებული დასკვნების, ასევე, არასრულწლოვანი ბავშვების ფსიქო-ემოციური მდგომარეობის შეფასების მიზნით ჩატარებული ფსიქოლოგიური კვლევის შედეგების მიხედვით, სარჩელით მოთხოვნილი ინტენსივობით, არასრულწლოვან გ------- ს---–-----–---–---- მამის, თ---------------------------- ურთიერთობა არ არის საკმარისი და არ შეესაბამება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს. ფსიქოლოგთან ვიზიტის დროს, არასრულწლოვანი გ------- ს---–-----–---–- მამის მიმართ ავლენდა სითბოსა და სიყვარულს და არ გამოვლენილა ბავშვის უარყოფითი დამოკიდებულება თ----------------------------, როგორც პიროვნების მიმართ, შესაბამისად, შესაძლებელია, მამასთან ურთიერთობისათვის დროის განსაზღვრა არა სარჩელში მითითებული დროით, არამედ ყოველ კვირა რამდენიმე საათის განმავლობაში, რაც გახდება წინაპირობა მამა-შვილს შორის ნორმალურ, ჯანსაღი ურთიერთობის ჩამოყალიბებისათვის.
არსებული ვითარებიდან გამომდინარე, რთულია მსჯელობა არასრულწლოვან ს--------–-----–---–ის საცხოვრებელ ადგილთან მიმართებით. აუცილებელია, არასრულწლოვანმა ს---- ურთიერთობა აღადგინოს დედასთან, ს------- ს-–--------------, მოხდეს მათ შორის ნორმალური, თბილი ურთიერთდამოკიდებულების ჩამოყალიბება და მხოლოდ აღნიშნულის შემდეგ დაისვას საკითხი ბავშვის საცხოვრებელი ადგილის დედის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით განსაზღვრის შესახებ. ურთიერთობის სრულად აღსადგენად შესაძლოა საკმარისი არ აღმოჩნდეს სასარჩელო მოთხოვნაში განსაზღვრული ხუთი თვე და დასჭირდეს შედარებით მეტი პერიოდი.
(სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ვაკე-საბურთალოს სოციალური მომსახურების ცენტრის 2015 წლის 09 დეკემბრის დასკვნა N--- (ტომი 1, ს.ფ. 94-95), 2017 წლის 13 ივლისის დასკვნა N----- (ტომი 1, ს.ფ. 198), 2018 წლის 27 ივლისის დასკვნა N----- (ტომი 2, ს.ფ. 181-182, 190-191), 2018 წლის 03 აგვისტოს სხდომის ოქმი).
არასრუწლოვანი ს--------–-----–---–ი სასამართლოს 2018 წლის 03 აგვისტოს სხდომაზე არ გამოცხადდა. არასრულწლოვანი იყო გამოცხადებული სასამართლოს 2016 წლის 12 ივლისის სხდომაზე, 2017 წლის 27 ივნისის სხდომაზე.
(სასამართლოს 2018 წლის 12 ივლისის, 2017 წლის 27 ივნისის სხდომის ოქმი).
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ს-------------------- და თ--------------------------- 2015 წლის ოქტომბრის თვის ბოლოდან აღარ ცხოვრობენ ერთ ოჯახად და აღარ ეწევიან ერთიან საოჯახო მეურნეობას.
არასრულწლოვანი ს--------–-----–---–ი 2015 წლის დეკემბრის თვის დასაწყისიდან ცხოვრობს მოპასუხე თ---------------–-----–---–თან, ხოლო არასრულწლოვანი გ------- ს---–-----–---–- ცხოვრობს მოსარჩელესთან, ს------- ს-–--------------;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_ მოსარჩელის ახსნა-განმარტება (სასამართლოს სხდომის ოქმი);
_ მოპასუხის ახსნა-განმარტება (სასამართლოს სხდომის ოქმი).
3.1.2. მოსარჩელე ს--------------------- სარჩელის წარდგენის შემდეგ რამდენჯერმე შეიცვალა საცხოვრებელი ადგილი. 2015 წლის დეკემბრის თვისათვის, იგი არასრულწლოვან გ------- ს---–-----–---–---- ერთად ქირავნობის საფუძველზე ცხოვრობდა მისამართზე თბილისი, გ--------–------------------. რა დროსაც მოსარჩელი ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართზე საცხოვრებელი და სოციალური პირობების შესწავლის მიზნით განხორციელდა სოციალური მუშაკის ვიზიტი. იმავე მისამართზე 2017 წლის 11 ივლისს სოციალურ მუშაკს ბინაში დახვდა ს-------------------- მეუღლის შ------–----ის დედა ნ------–----ე. ბინაში იყო კარგი საყოფაცხოვრებო პირობები და დამაკმაყოფილებელი სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა. გ------- ს---–-----–---–-- ნორმალური ზრდა-განვითარებისათვის ს--------------------- ოჯახში შექმნილია უსაფრთხო და კეთილსაიმედო გარემო.
2018 წლის 26 ივლისს სოციალური მუშაკის ვიზიტი განხორციელდა ს--------------------- და გ------- ს---–-----–---–-- ახალ საცხოვრებელ მისამართზე, სადაც სოციალური სამსახურის წარმომადგენელი შეხვდა მოსარჩელეს, მცირეწლოვან გ------- ს---–-----–---–- და ს--------------------- მეუღლის დედას, ნ------–----ეს. საცხოვრებელი წარმოადგენს კერძო სამსართულიან სახლს, რომელიც არის მოსარჩელის დედამთილის მამის, ა-------–- ქ----------- საკუთრება. მოსარჩელის გადმოცემით, აღნიშნული სახლი მათი დროებითი საცხოვრებელია. უახლოეს პერიოდში აპირებენ ახალი ბინის შეძენას. ოჯახის საცხოვრებელი არის სუფთა, ნათელი, კარგი ავეჯით და საყოფაცხოვრებო ნივთებით. ს--------------------- და გ------- ს---–-----–---–- აქვთ საკუთარი საძინებელი ოთახი. ოთახში არის ბავშვის სამეცადინო კუთხე (მაგიდა და კომპიუტერი), აქვს ბევრი სათამაშო და საშუალება ითამაშოს საკუთარ ეზოში სუფთა ჰაერზე. ბავშვი შეხვედრისას იყო ამინდის და სეზონის შესაბამისად ჩაცმული, კარგი პირადი ჰიგიენური მდგომარეობით. არასრულწლოვანი ადვილად შემოვიდა კონტაქტში, გამართულად საუბრობს ქართულ და რუსულ ენებზე, აქვს ასაკის შესაბამისი გონებრივი და ფიზიკური განვითარება. გ------- ს---–-----–---–- დადის კერძო საბავშვო ბაღში ,,პ------–---------“. ბავშვი სამედიცინო მომსახურებას იღებს ,,მ-----------–------------–--–-“, ჩატარებული აქვს ყველა ასაკობრივი აცრა. არასრულწლოვანი გ------- დედის და ნ------–----ის მიერ უზრუნველყოფილია სითბოთი, სიყვარულით და მზრუნველობით, თავადაც თბილი დამოკიდებულება აქვს მათ მიმართ, განსაკუთრებით უყვარს დედა. გ------- დათანხმდა პირად გასაუბრებაზე, რა დროსაც მან აღნიშნა, რომ უყვარს დედა, ძმა - ს--------–-----–---–ი, რომელიც ცხოვრობს მამასთან. დედა და მამა წაიჩხუბნენ, არ ცხოვრობენ ერთად და მისი ძმა ცხოვრობს მამასთან, ს---- უყვარს დედა, მაგრამ მამას არ უნდა, რომ ს---- იცხოვრობს დედასთან და ამიტომ არ ცხოვრობს მათთან ერთად.
თანაცხოვრების პერიოდში, მოსარჩელე ს-------------------- თ----------------------------გან სისტემატურად განიცდიდა, როგორც ფსიქოლოგიურ ზეწოლას, ისე ფიზიკურ შეურაცხყოფას, რაც გაგრძელდა მოსარჩელეზე მოპასუხის საცხოვრებელი სახლის დატოვების შემდეგ (მის მიმართ გამოიწერა შემაკავებელი ორდერი);
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_ მოსარჩელის ახსნა-განმარტება (სასამართლოს 2018 წლის 03 აგვისტოს სხდომის ოქმი);
_სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ვაკე-საბურთალოს სოციალური მომსახურების ცენტრის 2015 წლის 09 დეკემბრის დასკვნა N--- (ტომი 1, ს.ფ. 94-95);
_სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ვაკე-საბურთალოს სოციალური მომსახურების ცენტრის 2017 წლის 13 ივლისის დასკვნა N----- (ტომი 1, ს.ფ. 198);
_სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ვაკე-საბურთალოს სოციალური მომსახურების ცენტრის 2018 წლის 27 ივლისის დასკვნა N----- (ტომი 2, ს.ფ. 181-182, 190-191);
3.1.3. მოპასუხე თ--------------------------- არასრულწლოვან ს--------–-----–---–თან და დედასთან, ც-----------–-----–---–თან. ერთად ცხოვრობს მისამართზე თბილისი, გ-–-----------–---------------------------------------. საცხოვრებლის ჰიგიენურ-სანიტარული მდგომარეობა მოწესრიგებულია. ოჯახი ცხოვრობს კერძო ტიპის სახლში, რომელიც არის ორსართულიანი. პირველ სართულზე განლაგებულია ორი საძინებელი, სამზარეულო, სააბაზანო და საპირფარეშო. მეორე სართულზე - სამი ოთახი. საცხოვრებელი უზრუნველყოფილია საჭირო საყოფაცხოვრებო ტექნიკითა და ავეჯით. ბავშვს აქვს საკუთარი საწოლი, პირადი ნივთები და ოთახი. არასრულწლოვანს არ აქვს რაიმე განსაკუთრებული სამედიცინო მომსახურების საჭიროება, თუმცა ს------- ს-–-------------- ბოლო ვიზიტის შემდგომ, ბავშვი ნერვიულობდა, ჰქონდა ძილის პრობლემები (ძილში კრთებოდა).
სოციალური მუშაკის მიერ მიღებული ინფორმაციით, ოჯახის სტაბილური შემოსავალი ც-----------–-----–---–ის ასაკის პენსიაა. თ--------------------------- ამჟამად უმუშევარია, იგი პერიოდულად დაკავებულია კერძო სამუშაოების დღიურად შესრულებით (ქირაობს მანქანებს, მუშაობს მძღოლად). მისი შემოსავალი არასტაბილურია და თვეში შეადგენს 150-300 ლარს;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_ მოსარჩელის ახსნა-განმარტება (სასამართლოს სხდომის ოქმი);
_ მოპასუხის ახსნა-განმარტება (სასამართლოს სხდომის ოქმი);
_სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გლდანი-ნაძალადევის სოციალური მომსახურების ცენტრის 2015 წლის 20 დეკემბრის დასკვნა N1--- (ტომი 1, ს.ფ. 96-97);
_სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გლდანი-ნაძალადევის სოციალური მომსახურების ცენტრის 2017 წლის 26 სექტემბრის დასკვნა N2---- (ტომი 1, ს.ფ. 2).
3.1.4. მოსარჩელე ს-------------------- იმყოფება ქორწინებაში შ------–----ესთან. მოსარჩელის მეუღლე ამ ეტაპზე იმყოფება სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში. მოსარჩელის მიერ მეორე ოჯახის შექმნის თაობაზე ცნობილია არასრულწლოვანი ს--- ს---–-----–---–--------;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_ მოსარჩელის ახსნა-განმარტება (სასამართლოს სხდომის ოქმი);
- მოპასუხის ახსნა-განმარტება (სასამართლოს სხდომის ოქმი).
3.1.5. ს------------------ა მუშაობდა ს----------–-----------–---------–-----------------–-----------------–-. მან 2015 წლის 29 ოქტომბერს ს--------------------------------------------------- სამსახურს მიმართა განცხადებით სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_ მოსარჩელის ახსნა-განმარტება (სასამართლოს სხდომის ოქმი);
_ მოპასუხის ახსნა-განმარტება (სასამართლოს სხდომის ოქმი);
_ს--------------------- 2015 წლის 29 ოქტომბრის განცხადება ს------–---------–-----------------–-----------------ს ადამიანური რესურსების მართვის სამსახურს (ტომი 1, ს.ფ. 28).
3.1.6. მოსარჩელე ს-------------------- ამჟამად დასაქმებულია ს-----------------------–-- პოზიციაზე და მისი ყოველთვიური შემოსავალი შეადგენს 500 (ხუთასი) ლარს;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_ მოსარჩელის ახსნა-განმარტება (სასამართლოს 2018 წლის 03 აგვისტოს სხდომის ოქმი);
_სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ვაკე-საბურთალოს სოციალური მომსახურების ცენტრის 2018 წლის 27 ივლისის დასკვნა N----- (ტომი 2, ს.ფ. 181-182, 190-191);
3.1.7. არასრულწლოვანი ს--------–-----–---–ი 2015 წლისათვის სწავლობდა შპს ,,ქ--------–-----------–--------–--------–-–-“, სადაც ერთი სასწავლო წლისათვის დადგენილი საფასურის ოდენობა შეადგენდა 1800 (ათას რვაას) აშშ დოლარს.
არასრულწლოვანი ს--------–-----–---–ი 2017 წლის სასწავლო წლიდან აღარ ირიცხება ზემოაღნიშნულ სასწავლო დაწესებულებაში. იგი სწავლობს სსიპ ქ. თბილისის N--- საჯარო სკოლაში;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_ მოსარჩელის ახსნა-განმარტება (სასამართლოს სხდომის ოქმი);
_ მოპასუხის ახსნა-განმარტება (სასამართლოს სხდომის ოქმი);
_2015 წლის 09 ნოემბრის N-- ხელშეკრულება საგანმანათლებლო მომსახურების შესრულების შესახებ (ტომი 1, ს.ფ. 31-32);
_სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გლდანი-ნაძალადევის სოციალური მომსახურების ცენტრის 2017 წლის 26 სექტემბრის დასკვნა N2---- (ტომი 2, ს.ფ. 2).
3.1.8. არასრულწლოვანი გ------- ს---–-----–---–- ირიცხება სკოლამდელ აღმზრდელობით დაწესებულებაში. 2015-2016 წლის მდგომარეობით, საბავშვო ბაღის მიერ გაწეული მომსახურებისათვის ფულადი ანაზღაურება შეადგენდა 330 (სამას ოცდაათი) ლარს.
2018 წლის ივლისის მდგომარეობით, გ------- ს---–-----–---–- დადის კერძო საბავშვო ბაღში - ,,პ------–---------“. 2018 წლის სასწავლო წლის დასაწყისიდან,გ------- ს---–-----–---–- ისწავლის საჯარო სკოლაში;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_ მოსარჩელის ახსნა-განმარტება (სასამართლოს სხდომის ოქმი);
_ მოპასუხის ახსნა-განმარტება (სასამართლოს სხდომის ოქმი);
_2015 წლის 02 ნოემბრის ხელშეკრულება საბავშვო ბაღის მომსახურეობის შესახებ (ტომი 1, ს.ფ. 29-30);
_სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ვაკე-საბურთალოს სოციალური მომსახურების ცენტრის 2018 წლის 27 ივლისის დასკვნა N----- (ტომი 2, ს.ფ. 181-182, 190-191).
3.1.9. მოსარჩელე ს--------------------- და მოპასუხე თ--------------------------- შორის დაძაბული ურთიერთობაა, არის კონფლიქტი.
ს--------------------- 2015 წლის 23 ოქტომბერს არასრულწლოვან ს--------–-----–---–თან და გ------- ს---–-----–---–---- ერთად დატოვა მოპასუხის საცხოვრებელი ბინა, მდებარე მისამართზე თბილისი, ე---------------------. მათი ფაქტობრივი ადგილსამყოფლის დაუდგენლობის გამო თ---------------–-----–---–მა დახმარებით მიმართა შსს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მ--------------–----, რაზეც 2015 წლის 2--------------- შედგა რეაგირების ოქმი.
შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მ--------------–---- უბნის-ინსპექტორი მოპასუხის საცხოვრებელი სახლიდან წამოსვლის ფაქტზე გაესაუბრა ს---------------------, რასთან დაკავშირებით შედგა გასაუბრების ოქმი.
შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მ--------------–---- მიერ 2015 წლის 30 ნოემბერს ასევე შედგა გასაუბრების ოქმი თ---------------–-----–---–მა, რომელმაც განმარტა, რომ იგი და-------–--------ას (მოსარჩელის მამის) ,,სკაიპში“ შევიდა მხოლოდ იმ მიზნით, რომ დაკავშირებოდა მეუღლეს ს--------------------- და გაეგო არასრულწლოვანი ბავშვების მდგომარეობა. თ--------------------------- სიტყვიერი შეურაცხყოფა არ მიუყენებია მოსარჩელის დედისთვის, ნ-----------–---–თვის, არ დამუქრებია მას და აცხადებს, რომ მასთან არანაირი კონტაქტი არ აქვს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 15 მაისის გადაწყვეტილებით, დამტკიცდა საქართველოს შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის V-----------–---- ინსპექტორის მიერ 2017 წლის 15 მაისს გამოცემული N0----- შემაკავებელი ორდერი თ---------------------------- მიმართ. შემაკავებელი ორდერით მოძალადე თ--------------------------- აეკრძალა მსხვერპლის ს--------------------- მიმართ ფ------–--------- ძალადობის განხორციელება;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_ მოსარჩელის ახსნა-განმარტება (სასამართლოს სხდომის ოქმი);
_ მოპასუხის ახსნა-განმარტება (სასამართლოს სხდომის ოქმი);
_საქართველოს შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მ--------------–---- უბნის-ინსპექტორის გასაუბრების ოქმი (ტომი 1, ს.ფ. 33-36);
_საქართველოს შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს 2015 წლის 23 დეკემბრის მიმართვა NM----------------, 28.10.2015 წლის შეტყობინება N2------, შსს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მ--------------–---- 2015 წლის 28 ოქტომბრის რეაგირების ოქმი, ოქმის გასაუბრების შესახებ (ტომი 1, ს.ფ. 61-65);
_შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მ--------------–---- ინსპექტორ-გამომძიებლის მიერ 2015 წლის 30 ნოემბრის ოქმი გასაუბრების შესახებ (ტომი 1, ს.ფ. 66-67);
_საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის 2016 წლის 30 აგვისტოს გაცემული ცნობა N M--------------- (ტომი 1, ს.ფ. 154);
_თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 15 მაისის გადაწყვეტილება, საქმე N--------- (ტომი 1, ს.ფ. 155-160).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. ს-------------------- და თ-------------------–---–ი დაქორწინდნენ 2014 წლის 2----------. მათ თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი: 2004 წლის 1-------------ს ს--------–-----–---–ი და 2012 წლის 3------- გ------- ს---–-----–---–-;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 2015 წლის 2--------------- გაცემული ქორწინების მოწმობა N0----------, აქტის ჩანაწერი N0---------- (ტომი 1, ს.ფ. 21);
_სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 2015 წლის 2--------------- გაცემული დაბადების მოწმობა N0----------, აქტის ჩანაწერი N0------ (ტომი 1, ს.ფ. 22);
_სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 2015 წლის 2--------------- გაცემული დაბადების მოწმობა N0----------, აქტის ჩანაწერი N0---------- (ტომი 1, ს.ფ. 23).
3.2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 12 ივლისის განჩინებით, ს--------------------- შვილთან, 2004 წლის 1-------------ს დაბადებულ ს--------–-----–---–თან ურთიერთობისათვის განესაზღვრა ყოველკვირეულად შაბათი 12:00 საათიდან 18:00 საათამდე, წაყვანის უფლებით. ამავე განჩინებით დაკმაყოფილდა მოპასუხე თ---------------------------- შუამდგომლობა და თ--------------------------- 2012 წლის 3------- დაბადებულ გ------- ს---–-----–---–---- ურთიერთობისათვის განესაზღვრა ყოველკვირეულად კვირა დღე 12:00 საათიდან 18:00 საათამდე წაყვანის უფლებით;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 12 ივლისის განჩინება დროებითი განკარგულების გამოცემის შესახებ (ტომი 1, ს.ფ. 112-115).
3.2.3. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გლდანი-ნაძალადევის სოციალური მომსახურების ცენტრის სოციალური მუშაკის მიერ 2015 წლის დეკემბრის თვეში მოპასუხე მხარის საცხოვრებელი პირობების შემოწმების დროს, გასაუბრება შედგა არასრულწლოვან ს--------–-----–---–თან. გასაუბრებისას არასრულწლოვანმა განმარტა, რომ მას არ სურს დედასთან, ს------- ს-–--------------, ურთიერთობა. არასრულწლოვანმა ასევე განმარტა: დედა მას ხშირად ეჩხუბებოდა, მოტყუებით წაიყვანა მამის სახლიდან, შვილებს უთხრა, რომ სათამაშოების მაღაზიაში მიდიოდნენ, სინამდვილეში კი ნივთები ჰქონდა ჩალაგებული და ისინი სხვა სახლში წაიყვანა; მას არ აქვს დედასთან პირადად ან ტელეფონის საშუალებით კონტაქტი. გასაუბრებისას არასრულწლოვანს არ გამოთქვამს დედასთან ურთიერთობის სურვილი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გლდანი-ნაძალადევის სოციალური მომსახურების ცენტრის 2015 წლის 20 დეკემბრის დასკვნა N1--- (ტომი 1, ს.ფ. 96-97).
3.2.4. ,,ფ------–-----------------------–------------------ში“ არასრულწლოვანი გ------- ს---–-----–---–- 2017 წლის 27 ივნისს, 29 ივნისს და 01 ივლისს ჩაუტარდა ფსიქოლოგის კონსულტაცია. არასრულწლოვნის დედამ, ს--------------------- ბავშვს ნეგატიური ცვლილებები შეამჩნია მას შემდე, რაც გ------- ს---–-----–---–- მამისგან დათრგუნული, გაღიზიანებული და დედის მიმართ აგრესიული განწყობით ბრუნდებოდა. ხშირად ტიროდა, ამტვრევდა სათამაშოებს. ბოლო ხანებია დაიწყო ფრჩხილების კვნეტა, აქვს ძილში წამოტირებები, მშფოთვარე ძილი, ღამის შიშები. დედის და მისი ოჯახის წევრების მიმართ მუქარას მტკივნეულად განიცდის. კვლევის პროცესში, დაკვირვების შედეგად, გ------- ს---–-----–---–- საუბრობს გამართულად, შეკითხვებს პასუხებს ადეკვატურად. დაინტერესდა ხატვით, რა დროსაც ცდილობდა დედის ჩართვას, აჩვენებდა დახატულს, ფანქრების ფერებს. ბავშვის ვერბალური და არავერბალური კომუნიკაცია კარგადაა განვითარებული. ამასთან, მას აღენიშნება პერიოდული ემოციური არასტაბილურობის ნიშნები. სტრესული სიტუაციები მომენტალურად აისახელა მის ქცევასა და ფსიქოსომატიკაზე. დედის და ბავშვის ურთიერთდამოკიდებულებაზე, ბავშვის ქცევაზე დაკვირვების საფუძველზე გამოიკვეთა გ------- ს---–-----–---–-- უსაფრთხო მიჯაჭვულობა დედის მიმართ. ნევროზული სპექტრის სიმპრომატიკის თავიდან ასაცილებლად, ბავშვს ესაჭიროება სტაბილური უსაფრთხო, დაცული გარემო. მაქსიმალურად უნდა შემცირდეს ბავშვის ემოციურ სფეროზე ზეწოლა. ბავშვი დარწმუნებული უნდა იყოს მშობლების უპირობო სიყვარულში, იყოს მშობლებთან თამამი და არ ეშინოდეს ემოციის გამოვლენა. აუცილებელია მამამ შეცვალოს ბავშვთან მოქცევის სტრატეგია, დედის და მისი ოჯახის მტრად წარმოჩინების ტენდეცია. ამ ეტაპზე, გ-------- ასაკის სიმცირის გამო არ აქვს კოგნიტური რესურსი სწორად შეაფასოს მოვლენები, მიხვდეს დაფარულ ქვეტექსტს. შესაბამისად, რეკომენდირებულია ბავშვის ემოციური არასტაბილობის თავიდან აცილების მიზნით, გარიდებული იყოს მატრავმირებელ გარემოს. მშობლები ვალდებული არიან ბავშვის ფსიქიკაზე არ მოახდინონ ირიბი ან პირდაპირი ზეწოლა მეორე მხარის დისკრეტიზაციის, აგრესიული გამოვლინებებით, რაც საფრთხეს უქმნის მის ჯანსაღ განვითარებასა და ფსიქოლოგიურ კეთილდღეობას. ბავშვისთვის ორივე მშობელი არის რესურსი, მათ შორის კეთილგანწყობილი დამოკიდებულებები, ბავშვის მიმართ უპირობო სიყვარული, მისი აზრის პატივისცემა და გათვალისწინება, ბავშვის ფსიქიკის ჰარმონიული განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი პირობაა.
საქმეზე მოწმის სახით დაკითხულმა ნ----- წ--------–-- განმარტა, რომ მის მიერ დედის, ს--------------------- მოთხოვნის საფუძველზე, ბავშვის ფსიქო-ემოციური მდგომარეობის შეფასების მიზნით ჩატარდა ბავშვის კონსულტაცია. შესაბამისად, მოხდა მხოლოდ ბავშვის დედასთან და უშუალოდ ბავშვთან გასაუბრება და მეორე მხარის მოსაზრება მოსმენილი არ ყოფილა. საკითხის ძირეული კვლევა ფსიქოლოგის მხრიდან ხდება ფსიქოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების პირობებში, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. არსებულ ვითარებასთან, მამასა და უფროს ძმასთან, ს--------–-----–---–თან გ------- ს---–-----–---–-- ურთიერთობაზე ფსიქოლოგის ინფორმირება მოხდა დედის, ს--------------------- მხრიდან. უფროსი ძმის უარყოფითი გავლენა დედის მიმართ, გარკვეულ ფსიქოლოგიურ ზეწოლას აუცილებლად მოახდენდა უმცროს გ------- ს---–-----–---–---, ვინიდან ამ ასაკში უფროს ძმა მისთვის ავტორიტეტია და თავს იჩენს მიბაძვის უნარი. ამასთან, გ------- ს---–-----–---–-------- მისი ასაკის და ფსიქო-ემოციური მდგომარეობის ფონზე, რისკების შემცველი იყო მისთვის პირდაპირი სახის კითხვების დასმა პრობლემურ საკითხებზე. იმ შემთხვევაში, თუ არასრულწლოვანი ბავშვისთვის სწორად იქნება მიწოდებული ინფორმაცია და ახსნილი მდგომარეობა დედის მიერ მეორე ოჯახის შექმნის შესახებ, აღნიშნული არასრულწლოვანზე უარყოფითი გავლენის გამომწვევი შესაძლებელია არ იყოს.
სოციალურმა სამსახურმამხედველობაში მიიღო ,,ფ------–-----------------------–-----------------ს“ მიერ გაცემული ფსიქოლოგის დასკვნა, 01.07.2017 წელი, სხვა დოკუმენტები და მიზანშეწონილად მიიჩნია სასამართლოს 2016 წლის 12 ივლისის დროებითი განკარგულების შესახებ განჩინების გაუქმება მოპასუხე თ---------------------------- არასრულწლოვან გ------- ს---–-----–---–---- ურთიერთობისათვის დროის განსაზღვრის ნაწილში;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_,,ფ------–-----------------------–-----------------ს“ მიერ გაცემული ფსიქოლოგის დასკვნა, 01.07.2017 წელი (ტომი 1, ს.ფ. 185-187, 99-105);
_სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გლდანი-ნაძალადევის სოციალური მომსახურების ცენტრის 2017 წლის 26 სექტემბრის დასკვნა N2---- (ტომი 1, ს.ფ. 2);
_სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ვაკე-საბურთალოს სერვის ცენტრის 2017 წლის 06 ივლისის დასკვნა N1---- (ტომი 1, ს.ფ. 181-182).
_მოწმე ნ----- წ--------–-- ჩვენება (2018 წლის 03 აგვისტოს სხდომის ოქმი).
3.2.5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 24 ივლისის განჩინებით დაკმაყოფილდა მოსარჩელე ს--------------------- შუამდგომლობა და გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 12 ივლისის დროებითი განკარგულების მეორე პუნქტი, რომლითაც მოპასუხე თ--------------------------- 2012 წლის 3------- დაბადებულ არასრულწლოვან გ------- ს---–-----–---–---- ურთიერთობისათვის განსაზღვრული ჰქონდა ყოველი კვირა დღე 12:00 საათიდან 18:00 საათამდე;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 24 ივლისის განჩინება, საქმე N2/23513-15 (ტომი 1, ს.ფ. 205-219).
3.2.6. მხარეებს, ს--------------------- და თ---------------------------, ფ------–--------- გამოკვლევისათვის შპს ,,დ------------------------–--------------–----------–---–-------------–---–----–-------სთვის“ არ მიუმართავთ და არასრულწლოვნებთან გასაუბრება არ მომხდარა;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_დ------------------------–--------------–----------–---–-------------–---–----–-------ს მიერ 2017 წლის 17 ოქტომბერს გაცემული ცნობა, 2017 წლის 18 დეკემბერს გაცემული ცნობა N1----, 2017 წლის 12 დეკემბერს გაცემული ცნობა N1----, 2018 წლის 16 თებერვალს გაცემული ცნობა N1----, 2018 წლის 29 მარტს გაცემული ცნობა (ტომი 2, ს.ფ. 18, 53, 61, 64, 74);
3.2.7. არასრულწლოვანთა, ს--------–-----–---–ის და გ------- ს---–-----–---–--, ფსიქო-ემოციური მდგომარეობის შეფასებისა და მათი მშობლებთან ურთიერთდამოკიდებულების შეფასების მიზნით, თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ფსიქოლოგის მიერ ჩატარდა ფ------–--------- გამოკვლევა. სულ შედგა 8 ვიზიტი, რა დროსაც შედგა, როგორც დედასთან, ს------- ს-–--------------, მამასთან, თ---------------–-----–---–თან და ასევე, არასრულწლოვან ბავშვებთან გასაუბრება. არასრულწლოვანი ს--------–-----–---–ი შეხვედრებზე იყო დაძაბული. მას უჭირდა ოჯახთან დაკავშირებულ საკითხებზე საუბარი, რაც მისთვის უხერხული და უსიამოვნო იყო. ს--- გულჩათხრობილი და თავშეკავებულია. არასრულწლოვანი გ------- ს---–-----–---–- მხიარული, აქტიური და მეგობრული ბავშია. მას აქვს სითბოსა და ყურადღების მიღების მოთხოვნილება. გ------- ადვილად ადაპტირდა ფსიქოლოგის ოთახში. ფსიქოლოგის მიმართ ავლენდა კეთილგანწყობასა და ნდობას, ამყარებდა თვალებით კონტაქტს, ხშირად უღიმოდა. იგი ხალისით მოდიოდა ყოველ ვიზიტზე. არასრულწლოვანი გ------- ს---–-----–---–-- და ს--------–-----–---–ის გონებრივი და ინტელექტუალური თავისებურებები. ლექსიკური მარაგი და ზოგადი ცოდნის დონე შეესაბამება ასაკს.
არასრულწლოვანი ს--- ს---–-----–---–-------- ოჯახში მომხდარი მოვლენები და ცვლილებები რთული, ძნელადგასაგები და მატრავმირებელი იყო. იგი მტკივნეულად განიცდის არსებულ მდგომარეობას, გარემოებებს აღიქვამს როგორც აუტანელს და განიცდის სიძულვილს. გ------- ს---–-----–---–- ვიზიტებზე კარგი გუნება-განწყობილება აღენიშნებოდა. ასაკის გათვალისწინებით, მას ნაკლებად აქვს გაცნობიერებული შექმნილი ვითარება. თუმცა იგი არაერთხელ იყო მშობლებს შორის კონფლიქტის მომსწრე. შედეგად ემოციური სირთულეები მასთანაც ვლინდება. მშობლების მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, უფროსი ძმა ს--------–-----–---–ი მამასთან ცხოვრობს, უმცროსი გ------- ს---–-----–---–- კი -დედასთან. ს--- ორ წელზე მეტია დედასთან ურთიერთობაზე უარს ამბობს, გ-------- კი დიდი შუალედებით აქვს მამასთან ურთიერთობა. იშვიათ ხასიათს ატარებს ძმების ურთიერთობას. საყურადღებოას, რომ ბავშვები მშობლებს შორის კონფლიქტების მომსწრე არიან არა მარტო თანაცხოვრების პერიოდში, არამედ მას შემდეგაც. გ-------- დედა ძალიან უყვარს. დედაც თავის მხრიც ყურადღებიანი ბავშვის მიმართ, ავლენს გამოხატულ სითბოსა და ზრუნვას. გ-------- დედასთან ძლიერი მიჯაჭვულობა აკავშირებს, მასთან თავს დაცულად და უსაფრთხოდ გრძნობს. სხვადასხვა ვიზიტებზე ბავშვმა რამდენჯერმე თქვა ,,არ მინდა დედა მოკვდეს“, თუმცა ამის შესახებ საუბრისას არ გამოვლენილა ის ფაქტი, რამაც ბავშვის შიში გამოიწვია. მამასთან შეხვედრის შეთავაზებას გ------- მაშინვე დათანახმდა. მამის დანახვამ გ------- ძალიან გაახარა, ჩაეხუტა მას და მთელი ვიზიტის მანძილზე მასთან ფიზიკური სითბოსა და სიახლოვის სურვილს ავლენდა. ბავშვი ძალიან გაახარა მამის მიერ მოტანილმა სათამაშომაც. არასრულწლოვანი გამოხატავს მამასთან ურთიერთობის სურვილს მომავალში. არ გამოიკვეთა გ-------- მხრიდან უარყოფითი დამოკიდებულება მამის, როგორც პიროვნების მიმართ. ბავშვი უარყოფითად აფასებს მამის კონკრეტულ ქმედებებს, რაც უკავშირდება დედისადმი უარყოფით დამოკიდებულებას (,,მამა დედას ეჩხუბება“, ,,ცუდ სიტყვებს ამბობს დედაზე“, ,,მამამ დაარტყა დედას“). ოჯახის ნახატის შესრულებისას იგი ძმასთან ერთად ორივე მშობელს ხატავს. გ------- ს---–-----–---–- თავის ძმას, ს----- და დედას შორის მომხდარ კონფლიქტსაც იხსენებს, რასაც ადასტურებს ს---–. იგი ამბობს, რომ ,,გ---- თვალსწინ მოუვიდა კამათი დედასთან“. ს--------–-----–---–ი უარყოფით დამოკიდებულებას გამოხატავს დედისადმი. ამბობს, რომ ,,დედის ნახვას აღარ აპირებს, დედა უკვე ვეღარაფერს შეცვლის“. მისი ასეთი დამოკიდებულება რამდენიმე მიზეზმა განაპირობა. ს--------- მოულოდნელი და მტკივნეული იყო მშობლების დაშორება, რაშიც იგი დედას ადანაშაულებს (,,დედამ მოგვატყუა, ისე წაგვიყვანა, არ უთქვამს, რომ შორდებოდა“). ს--------- მეტად მტკივნეულია დედის მეორე ოჯახის არსებობა. იგი დედის მეუღლის მიმართ მკვეთრად უარყოფით დამოკიდებულებას ავლენს. არასრულწლოვანი ს--------–-----–---–ი საკუთარი ემოციური მდგომარეობის მხარდაჭერას მამისგან იღებს. მამასთან მას მეგობრული ურთიერთობა აქვს, მათ შორის მყარი ემოციური კავშირი ვლინდება.
არასრულწლოვანი გ------- ს---–-----–---–-------- განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ძმასთან ურთიერთობა. ძმა ავტორიტეტია მისთვის, რომელიც ძალიან უყვარს და მასთან ხშირი და ინტენსიური ურთიერთობის სურვილს ავლენს. თავის მხრიც, ს----------– მეტად მნიშვნელოვანია ძმასთან ურთიერთობა, სიყვარულთან ერთად იგი მზრუნველობასაც იჩენს უმცროსი ძმის მიმართ. უნდა აღინიშნოს მშობლებს შორის არსებული არათანამშრომლური და მტრული დამოკიდებულება, რის შედეგადაც ბავშვები არაერთხელ არიან მშობლებს შორის მწვავე კონფლიქტის მომსწრე, რაც უარყოფითად აისახება ბავშვების ემოციურ მდგომარეობაზე და ასევე, გავლენას ახდენს მშობელი-შვილის ურთიერთობაზე.
ფ------–--------- კვლების შედეგად, დადგინდა, რომ მოცემულ ეტაპზე გ------- ს---–-----–---–- მეტი მიჯაჭვულობა დედასთან, ს------- ს-–-------------- აკავშირებს და ცხოვრების სურვილიც დედასთან აქვს. გ-------- დადებითი ემოციური კავშირი აქვს მამასთან. იგი ავლენს მამასთან ურთიერთობის სურვილს. მამა-შვილის ურთიერთობის ინტენსივობისთვის მეტად მნიშვნელოვანია მშობლების მიერ ერთმანეთის მიმართ ნეიტრალური დამოკიდებულების დაცვა. ს--------–-----–---–ს სურს მამასთან ცხოვრება. მამა-შვილს შორის მყარი ემოციური კავშირია და მამასთან ცხოვრების სურვილი არ არის ზეგავლენის შედეგი.
ფსიქოლოგის რეკომენდაციით ბავშვისთვის ერთნაირად მნიშნელოვანია ორივე მშობელთან ურთიერთობა. აუცილებელია ბავშვს ორივე მშობელთან ახლო და უწყვეტი ურთიერთობა ჰქონდეს, ორივესგან ღებულობდეს ფიზიკურ და ემოციურ მხარდაჭერას. სიტუაცია მეტად სპეფიციკურია - ბავშვზე მზრუნველი უფროსები დაპირისპირებულნი არიან და ბავშვს მატრავმირებელ სიტუაციასთან უხდება გამკლავება. მსგავს შემთხვევაში ბავშვი გამუდმებით განიცდის შფოთვას, შიშს, აგრესიას, საკუთარ ბრალეულობას, რამაც შეიძლება ის სერიოზულ ნევროტულ დარღვევებამდე მიიყვანოს. ტრავმატიზაციის ხარისხის შესამცირებლად მეტად მნიშვნელოვანია მშობლების მხრიდან ემოციების გაკონტროლება;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ფსიქოლოგის ლ--–------–-----–---–ის მიერ 2017 წლის 12 ნოემბერს მომზადებული ფ------–--------- გამოკვლევის შედეგები N0---------- (ტომი 2, ს.ფ. 37-39).
3.2.8. არასრულწლოვან ს--------–-----–---–ს აქვს სტაბილური, ნორმალური, ჯანსაღი ურთიერთობა მოსარჩელის ს--------------------- მშობლებთან. ბავშვი ყოველი კვირის შაბათს და კვირა დღეს, ღამე დარჩენით ატარებს ბებიასთან, ნ-----------–---–თან ერთად მის საცხოვრებელ ადგილას, თბილისი, თ------–---–----------------------. არასრულწლოვანი არდადეგების პერიოდში, გარკვეული პერიოდულობით ხშირად სტუმრობს ბაბუას, და-------–------ის, ქალაქ ბ------–-;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_მოწმე ნ-----------–---–ის ჩვენება (2018 წლის 03 აგვისტოს სხდომის ოქმი).
მოსარჩელე ს--------------------- დედის, ნ-----------–---–ის ამჟამინდელი საცხოვრებელი მისამართია თბილისი, თ------–---–-------------------. საქმეზე მოწმის სახით დაიკითხა ნ-----------–---–ი, რომელიც არის რუსული ენის პედაგოგი და იგი დასაქმებულია უფროსი კლასის ხელმძღვანელის პოზიციაზე ,,ა---–------–-–-“. მოწმე ნ-----------–---–ი განმარტავს, რომ 2017 წლის დეკემბრის თვემდე არასრულწლოვანი ს--------–-----–---–ი მასთან კონტაქტს არ ამყარებდა, ხოლო მითითებული პერიოდიდან, არასრულწლოვანი ს--- თავად დაუკავშირდა ბებიას და ნებაყოფლობით აღადგინა მასთან ურთიერთობა. ყოველი კვირის შაბათ და კვირა დრეს არასრულწლოვანი ატარებს ბებიის ოჯახში, რა დროსაც ეს უკანასკნელი უზრუნველყოფს მის საჭიროებებს (კვება, სამოსი). შაბათს ბებია, ნ-----------–---–ი არასრულწლოვან ს--------–-----–---–ს ატარებს წყალბურთის აკადემიაში. ნ-----------–---–ი განმარტავს, რომ ცდილობს ბავშვს შეუძინოს ყველა ის ნივთი რაც მას სჭირდება. ბებია ბავშვთან არასდროს ახსენებს მამას, თ--------------------------- ნეიტრალურად. ნ-----------–---–ი განქორწინებულია მეუღლესთან, ს-------------------- მამასთან, დ------------------------ არასრულწლოვან ს--- ს---–-----–---–ს აქტიური ურთიერთობა აქვს ბაბუასთან და არდადეგების დროს ხშირად სტუმრობს მას ბ------–-. ბებია მასთან ყოფნის პერიოდში ყურადღებას აქცევს ბავშვის კვების რეჟიმს. ნ-----------–---–ის მოსაზრებით, არასრულწლოვან ს---- და ს--------------------- შორის აუცილებლად აღდგება ურთიერთობა, რასაც სჭირდება დრო და ეტაპობრივი შეხვედრები. მამა, თ--------------------------- მანიპულირებს რა ბავშვით, მას განაწყობს დედის წინააღმდეგ. დედასთან ურთიერთობის აღსადგენად აუცილებელია გარკვეული პერიოდი შედგეს მათი ურთიერთობა ნორმალურ გარემოში და თანდათან მოხდეს მათ შორის ნორმალური ურთიერთობის ჩამოყალიბება. მოწმე ნ-----------–---–ი მოპასუხე თ--------------------------- ახასიათებს როგორც ემოციურად არამდგრად, მერყევ პიროვნებას, რომელიც ხშირად იმყოფებოდა ალკოჰოლური თუ სხვა მავნე ნივთიერების თრობის ქვეშ. მოწმე იხსენებს ს--------------------- და თ---------------------------- ხშირ და მწვავე კონფლიქტურ ურთიერთობებს ერთად ცხოვრების პერიოდში, თუმცა უშუალოდ ფიზიკური დაპირისპირების შემსწრე ნ-----------–---–ი არ გამხდარა;
3.2.9. საქმის განხილვის დროს არასრულწლოვან ს--------–-----–---–ზე, დედის, ს---------------------- მხრიდან არ გამოკვეთილა რაიმე ნეგატიური შინაარსის ზეგავლენის კვალი. ს--------–-----–---–ს დედის მიმართ აქვს წყენა, რაც დაკავშირებულია მამასთან ოჯახური თანაცხოვრების შეწყვეტასთან და დედის მხრიდან მეორე ოჯახის შექმნასთან;
_სპეციალისტი ლ--–------–-----–---–ის ჩვენება (2018 წლის 03 აგვისტოს სხდომის ოქმი);
არასრულწლოვანი ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, საქმის არსებითი განხილვის მიმდინარეობისას, დაიკითხა სპეციალისტი ლ--–------–-----–---–ი. სპეციალისტის განმარტებით, არასრულწლოვანი ს--------–-----–---–ის დედის მიმართ უარყოფითი, ნეგატიური დამოკიდებულება გამოიწვია ორმა მთავარმა ფაქტორმა: მშობლების დაშორებამ და დედის, ს--------------------- მიერ მეორე ოჯახის შექმნამ. არასრულწლოვანი მშობლებს შორის ოჯახური თანაცხოვრების შეწყვეტაში დედას ადანაშაულებს, ვინაიდან მან მამის სახლიდან ბავშვები მოტყუებით წაიყვანა. ბავშვისათვის ნებისმიერ შემთხვევაში მატავმირებელია მშობლების დაშორება და აღნიშნულ ტრავმას, მოკლე დროში, დაერთო ერთ-ერთი მშობლის, დედის მხრიდან მეორე ოჯახის შექმნა. ს--------–-----–---–ი მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულებას ავლენს დედის მეუღლის მიმართ. მას ინტერნეტის მეშვეობით აღნიშნულ პიროვნებაზე მოძიებული აქვს ინფორმაცია და ამ ინფორმაციის გამო ბავშვს ს--------------------- მეორე მეუღლის მიმართ სრულ მიუღებლობას ავლენს. მამას, თ--------------------------- დედის მეორე ოჯახის შექმნის შესახებ ინფორმაცია შედარებით სხვა ფორმით რომ მიეწოდებინა ს---------, შესაძლოა, აღნიშნული ასეთი მძიმე ტრავმის გამომწვევი არ ყოფილიყო არასრულწლოვანისათვის. ბავშვის მიმართ ემოციურ მხარდაჭერასა და მეგობრულ დამოკიდებულებას ავლენს მამა. სპეციალისტი არ გამორიცხავს ბავშვზე მამის მხრიდან გარკვეულ ზეგავლენის არსებობას, თუმცა ბავშვის სურვილი, ცხოვრობდეს მამასთან არ არის ამ ზეგავლენის შედეგი. მართალია, არასრულწლოვანი ს--------–-----–---–ი არ იცნობს დედის ამჟამინდელ მეუღლეს, თუმცა უარყოფითი დამოკიდებულება ამ პირის მიმართ აქვს მის შესახებ მიღებული ინფორმაციით. ფ------–--------- გამოკვლევის მიმდინაეობისას, არასრულწლოვან ს--------–-----–---–ს არ ჰქონდა ურთიერთობა არც ბებიასთან. საქმის არსებითი განხილვის მიმდინარეობისას კი, როგორც მოწმის ჩვენებიდან გაირკვა, ამჟამად, ბავშვს სტაბილური, ნორმალური და ჯანსაღი ურთიერთობა აქვს ბებიასთან. ამ ურთიერთობის ინიციატორი თავად ბავშვი იყო. ეს კი წინგადადგმული ნაბიჯია. არასრულწლოვან ს---- თავისებურებების გათვალისწინებით, მისი ფსიქო-ემოციური მდგომარეობის ფონზე, ამ ეტაპზე დედასთან ურთიერთობა, მასთან ცხოვრება მატრავმირებელი იქნება, თუმცა არ არის გამორიცხული თანდათან, ეტაპობრივად მოხდეს დედასთან ურთიერთობის აღდგენა. მნიშვნელოვანია როგორ მიეწოდება ინფორმაცია არასრულწლოვანს დედასთან ურთიერთობის დაწყების შესახებ. მთავარია ბავშვმა აღნიშნული იძულებად არ აღიქვას და თანდათანობით მოხდეს დედასა და შვილს შორის ურთიერთობისათვის დღეს არსებული ბარიერების გადალახვა.
3.2.10. საქმის განხილვის დროს არასრულწლოვან გ------- ს---–-----–---–-- მხრიდან მამის, თ---------------------------- მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება არ გამოვლენილა. არასრულწლოვანი გ------- ს---–-----–---–- გამოხატავს მამასთან ურთიერთობის სურვილს, თუმცა ამავდროულად იგრძნობა მისი უარყოფითი დამოკიდებულება მამის მხრიდან დედის მიმართ ნეგატიური განწყობის, დედასთან კამათის და დედის მიმართ გამოთქმული მუქარის გამო. არასრულწლოვანი გ------- ს---–-----–---–-- აღზრდა-განვითარებისათვის ნორმალური პირობების შესაქმნელად რეკომენდირებულია მას მამასთან, თ---------------–-----–---–თან ჰქონდეს სტაბილური ურთიერთობა ნეიტრალურ ტერიტორიაზე;
_სპეციალისტი ლ--–------–-----–---–ის ჩვენება (2018 წლის 03 აგვისტოს სხდომის ოქმი);
არასრულწლოვან გ------- ს---–-----–---–-- ფსიქო-ემოციური მდგომარეობის, მამასთან ურთიერთობის პერიოდში (სასამართლოს მიერ მიღებული დროებითი განკარგულების შესახებ განჩინებით დადგენილი დროის მონაკვეთი) მისთვის ზიანის მიმყენებელი ფაქტორების გამოვლენის მიზნით, სასამართლოს მთავარ სხდომაზე დაიკითა სპეციალისტი ლ--–------–-----–---–ი. თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ფსიქოლოგი მიუთითებს, რომ არასრულწლოვანი გ------- ს---–-----–---–--------, მისი ემოციური მდგომარეობისათვის აუცილებელია მან იცხოვროს დედასთან. ამასთან, მისი უფლებაა ორივე მშობელთან ჰქონდეს შეუზღუდავი ურთიერთობები, თუმცა მოცემულ შემთხვევაში, მშობლებს შორის არსებული დაპირისპირებისა და კონფლიქტური ურთიერთობის გათვალისწინებით, მათ შორის რაიმე შეთანხმება, კომპრომისი არ შედგება. ბავშვის გადაცემა მეორე მშობლისათვის უმჯობესია არ მოხდეს დედის მიერ. ვინაიდან ბავშვის წაყვანის დროსაც კი, მშობლების კამათი თუ კონფლიქტური საუბარი უარყოფითად აისახება არასრუწლოვანი გ-------- ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე. ფ------–--------- კვლევის პროცესში, მამას, თ---------------------------ა და გ------- ს---–-----–---–- შორის არსებული ურთიერთობით, მათი ურთიერთდამოკიდებულების ფონზე, სპეციალისტი მიიჩნევს, რომ სარჩელით მოთხოვნილი დროით არასრულწლოვნის ურთიერთობა მამასთან არის საკმაოდ მცირე დრო და ეს ურთიერთობა უნდა იყოს უფრო ინტენსიური რამდენდაც არსებული მდგომარეობა იძლევა ამის საშუალებას. ორივე ბიოლოგიურ მშობელთან ურთიერთობას ბავშვის ზრდა-განვითარებისათვის აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. ბავშვს ორივე მათგანის მხრიდან უნდა ჰქონდეს ემოციური მხარდაჭერა და რუტინა უნდა განხორციელდეს ორივე მშობლის მხრიდან. მოსარჩელის მიერ მითითებულ დროში კი არასრულწლოვანი გ------- ს---–-----–---–- მამისგან ვერ მიიღებს იმ ემოციურ მხარდაჭერას, რაც აუცილებელია მისი ნორმალური ზრდა-განვითარებისათვის.
3.2.11. სსიპ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების ელექტრონულ სისტემაზე დაყრდნობით, 2015 წლის 01 ნოემბრიდან 2017 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით თ---------------------------- კუთვნილი დასაბეგრი შემოსავლები არ ფიქსირდება;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2017 წლის 24 ოქტომბრის მიმართვა N2-----------, 2017 წლის 23 ოქტომბრის N1----------- ცნობა (ტომი 2, ს.ფ. 28).
3.2.12. არასრულწლოვან ს--------–-----–---–ი დადის წყალბურთზე, რომლის ყოველთვიური საფასური შეადგენს 130 (ას ოცდაათი) ლარს, ასევე, ირიცხება რობოტექნიკის შემსწავლელ წრეზე და სწავლების ყოველთვიური საფასური შეადგენს 80 (ოთხმოცი) ლარს. ბავშვი დამატებით ემზადება მათემატიკის საგანში, რომლის გადასახადი თვეში განისაზღვრება 80 (ოთხმოცი) ლარით;
არასრულწლოვანისათვის საჭირო 3.2.12 პუნქტში მითითებულ ყოველთვიური ხარჯის ოდენობასთან დაკავშირებით საწინააღმდეგო პოზიცია მოპასუხე მხარეს არ დაუფიქსირებია არც შესაგებლით და არც საქმის მომზადების სტადიაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. მოპასუხე თ---------------–-----–---–მა ცნო სარჩელი არასრულწლოვანი გ------- ს---–-----–---–-- საცხოვრებელ ადგილად დედის, ს---------------------, საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის შესახებ მოთხოვნის ნაწილში, რაც წარმოადგენს ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს;
4.2. მშობლებს თანაბრად აქვთ უფლება-მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ. საქმის მასალებით არ დადასტურდა მოპასუხე თ----------------------------ათვის არასრულწლოვან შვილთან, გ------- ს---–-----–---–---- ურთიერთობის ნაწილში მშობლის უფლების იმ ზომით შეზღუდვა, როგორც მოსარჩელე მოითხოვს. არასრულწლოვანის უპირატესი ინტერესების გათვალისწინებით, კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული დასკვნების შედეგად გამოიკვეთა თ---------------------------- არასრულწლოვან გ------- ს---–-----–---–---- უფრო მეტი სიხშირით ურთიერთობის მიზანშეწონილობა;
4.3. არასრულწლოვანი ს--------–-----–---–ის ჭეშმარიტი ინტერესებიდან გამომდინარე, გამოიკვეთა მოთხოვნილი რეჟიმით დედასთან, ს------- ს-–-------------- ურთიერთობის აღდგენდა და არასრულწლოვანის საცხოვრებელ ადგილად დედის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის აუცილებლობა;
4.4. – 4.5. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილების ნორმალური რჩენა-აღზრდისთვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში, ამასთან მხარეთა მატერიალური მდგომარეობისა და ქვეყანაში არსებული საარსებო მინიმუმის გათვალისწინებით, ალიმენტის ოდენობა არასრულწლოვანი შვილებისათვის შეიძლება განისაზღვროს თითოეულისათვის 125 (ას ოცდახუთი) ლარის ოდენობით.
5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1201-ე, 1205-ე, მე-20, 1202-ე, 1197-ე, 1199-ე, 1212-1214-ე, 1198-ე, 1234-ე მუხლი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. – 6.2 მოსარჩელე ს--------------------- სარჩელით მოითხოვა არასრულწლოვან გ------- ს---–-----–---–-- (დაბადებული 2012 წლის 3-------) საცხოვრებელ ადგილად დედის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა და მოპასუხე თ----------------------------ათვის არასრულწლოვან გ------- ს---–-----–---–-- მიმართ მშობლის უფლების შეზღუდვა იმგვარად, რომ თ--------------------------- გ------- ს---–-----–---–---- ურთიერთობისათვის განესაზღვროს დრო ყოველი წლის იანვრის, აპრილის, ივლისის და ოქტომბრის თვის ბოლო კვირა დღე 12:00 საათიდან 18:00 საათამდე, მოსარჩელე ს--------------------- დედის ნ-----------–---–ის საცხოვრებელი სახლიდან, მდებარე მისამართზე, თბილისი, თ------–---–--------------, წაყვანისა და უკან დაბრუნების უფლებით.
არასრულწლოვანი შვილების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის შესახებ მშობლის სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს შეიძლება წარმოადგენდეს სამოქალაქო კოდექსის 1201-ე მუხლი. მშობლის უფლების შეზღუდვის შესახებ საკითხს კი აწესრიგებს კოდექსის 1205-ე მუხლი.
ს-------------------- და თ--------------------------- დაქორწინდნენ 2014 წლის 2----------. მათ თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი: 2004 წლის 1-------------ს ს--------–-----–---–ი და 2012 წლის 3------- გ------- ს---–-----–---–-. მხარეები ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ 2015 წლის ოქტომბრის თვის ბოლოდან. არასრულწლოვანი ს--------–-----–---–ი 2015 წლის დეკემბრის თვის დასაწყისიდან ცხოვრობს მოპასუხე თ---------------–-----–---–თან, ხოლო არასრულწლოვანი გ------- ს---–-----–---–- აღსაზრდელად იმყოფება მოსარჩელესთან, ს------- ს-–-------------- (3.1.1., 3.2.1).
სამოქალაქო კოდექსის 1201-ე მუხლის თანახმად, 1. თუ განქორწინების გამო ან სხვა მიზეზით მშობლები ცალ-ცალკე ცხოვრობენ, მათ შეთანხმებაზეა დამოკიდებული, თუ ვის ექნება უფლება, გადაწყვიტოს, ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი. 2. შეუთანხმებლობის შემთხვევაში დავას იმის თაობაზე, თუ ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი, წყვეტს სასამართლო ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით. ამ შემთხვევაში მშობლის უფლება, იყოს ბავშვის წარმომადგენელი სასამართლო დავასთან მიმართებით, შეჩერებულია. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს ბავშვის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს ბავშვის ინტერესებს წარმოადგენს.
სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, არასრულწლოვანის საცხოვრებელ ადგილად ითვლება მშობლის უფლების მქონე მშობლების საცხოვრებელი ადგილი, ხოლო სამეურვეო პირისა - მეურვის საცხოვრებელი ადგილი.
მხარეთა შორის ქორწინების ფაქტობრივად შეწყვეტის შემდეგ, არასრულწლოვანი გ------- ს---–-----–---–- უწყვეტად ცხოვრობს დედასთან, ს------- ს-–-------------- (3.1.1.). მოცემულ საქმეზე წარმოდგენილია არაერთი მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს დასკვნა, რომლითაც შეფასებულია მოსარჩელე მხარის საცხოვრებელი პირობები და ის გარემო, სადაც არასრულწლოვანი გ------- იზრდება (საქმის განხილვის მიმდინარეობისას, მოსარჩელე ს--------------------- რამდენჯერმე შეიცვალა საცხოვრებელი ადგილი). ბოლოს წარმოდგენილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ვაკე-საბურთალოს სერვის ცენტრის 2018 წლის 27 ივლისის დასკვნით, სოციალური მუშაკის ვიზიტი განხორციელდა ს-------------------- და გ------- ს---–-----–---–-- ახალ საცხოვრებელ მისამართზე, სადაც სოციალური სამსახურის წარმომადგენელი შეხვდა მოსარჩელეს, მცირეწლოვან გ------- ს---–-----–---–- და ს--------------------- მეუღლის დედას, ნ------–----ეს. საცხოვრებელი წარმოადგენს კერძო სამსართულიან სახლს, რომელიც არის მოსარჩელის დედამთილის მამის, ა-------–- ქ----------- საკუთრება. მოსარჩელის გადმოცემით, აღნიშნული მათი დროებითი საცხოვრებელია და უახლოეს პერიოდში აპირებენ ახალი ბინის შეძენას. ოჯახის საცხოვრებელი არის სუფთა, ნათელი, კარგი ავეჯით და საყოფაცხოვრებო ნივთებით. ს--------------------- და გ------- ს---–-----–---–- აქვთ საკუთარი საძინებელი ოთახი. ოთახში არის ბავშვის სამეცადინო კუთხე (მაგიდა და კომპიუტერი), აქვს ბევრი სათამაშო და საშუალება ითამაშოს საკუთარ ეზოში სუფთა ჰაერზე. ბავშვი შეხვედრისას იყო ამინდის და სეზონის შესაბამისად ჩაცმული, კარგი პირადი ჰიგიენური მდგომარეობით. არასრულწლოვანი ადვილად შემოვიდა კონტაქტში, გამართულად საუბრობს ქართულ და რუსულ ენებზე, აქვს ასაკის შესაბამისი გონებრივი და ფიზიკური განვითარება. არასრულწლოვანი გ------- დედის და ნ------–----ის მიერ უზრუნველყოფილია სითბოთი, სიყვარულით და მზრუნველობით, თავადაც თბილი დამოკიდებულება აქვს მათ მიმართ, განსაკუთრებით უყვარს დედა (3.1.2). საქმეში წარმოდგენილი მასალებით, ნათლად დასტურდება ის გარემოება, რომ არასრულწლოვან გ------- ს---–-----–---–- მჭიდრო ემოციური კავშირი აქვს დედასთან, მის მიმართ ნათლად გამოხატავს სიყვარულს, სითბოს. დედაც ადეკვატურად რეაგირებს მის საჭირობებზე.
მხარეებს შორის სადავო არ არის არასრულწლოვანი გ------- ს---–-----–---–-- საცხოვრებელი ადგილი და მოპასუხე თანახმაა, არასრულწლოვანის საცხოვრებელი ადგილი განისაზღვროს დედის, ს---------------------- საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. აღნიშნულ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხე მხარემ ცნო საქმის მომზადების სტადიაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის 208-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. ამდენად, სარჩელი არასრულწლოვანი გ------- ს---–-----–---–-- საცხოვრებელი ადგილის დედის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით განსაზღვრის ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს.
მოსარჩელის მოთხოვნა ასევე შეეხება მოპასუხის თ---------------------------- უფლების შეზღუდვას არასრულწლოვანი გ------- ს---–-----–---–-- მიმართ ბავშვთან ურთიერთობის ნაწილში. მოსარჩელე ითხოვს სარჩელში მითითებული შეზღუდული დროით დადგინდეს მამასა და შვილს, გ------- ს---–-----–---–- შორის ურთიერთობის წესი.
სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მშობლებს თანაბრად აქვს ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებული არიან ან ცალცალკე ცხოვრობენ. ამავე კოდექსის 1205-ე მუხლის თანახმად, 1. მშობლის უფლებები და მოვალეობები შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი. 2. სასამართლოს შეუძლია შეზღუდოს მშობლის ერთი ან რამდენიმე უფლება და მოვალეობა მშობლის სხვა უფლებებისა და მოვალეობებისაგან დამოუკიდებლად. კანონმდებელი ანიჭებს სასამართლოს უფლებას შეზღუდოს მშობლის ერთ-ერთი უფლება სხვა უფლება-მოვალეობათა შეუზღუდავად.
ბავშვისა და მშობლის ურთიერთობა შეიძლება შეიზღუდოს ან გამოირიცხოს მხოლოდ მაშინ, თუ ეს აუცილებელია ბავშვის საუკეთესო ინტერესებისათვის. აღნიშნულის აუცილებლობა კი სათანადოდ უნდა იყოს დასაბუთებული. არასრულწლოვან გ------- ს---–-----–---–-- მამასთან ურთიერთობის ნაწილში მოპასუხის უფლების შეზღუდვის საკითხის გადაწყვეტისას, სასამართლო ყურადღებას მიაქცეს დროებითი განკარგულების შესახებ განჩინებით დადგენილ მამა-შვილის ურთიერთობასა და მის შედეგებზე. დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 12 ივლისის განჩინებით თ--------------------------- 2012 წლის 3------- დაბადებულ გ------- ს---–-----–---–---- ურთიერთობისათვის განესაზღვრა ყოველკვირეულად კვირა დღე 12:00 საათიდან 18:00 საათამდე წაყვანის უფლებით (3.2.2).
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ვაკე-საბურთალოს სერვის ცენტრის სოციალური მუშაკი 2017 წლის 6 ივლისის დასკვნაში აღნიშნულია, რომ მოსარჩელის გადმოცემით, უმცროსი შვილის წაყვანის დროს, მოპასუხე ხშირად მოდის ს--------–-----–---–თან ერთად და მოსარჩელეს ბავშვების თანდასწრებით აყენებს როგორც ფიზიკურ ისე სიტყვიერ შეურაცხყოფას. მამასთან ყოფნის პერიოდში, მამის და ძმის მხრიდან არასრულწლოვან გ------- ს---–-----–---–--- ხორციელდება ფსიქოლოგიური ზეწოლა: ასწავლიან ბილწ სიტყვებს დედის და მისი ოჯახის წევრების მიმართ, თ--------------------------- იმუქრება ს--------------------- და მისი ოჯახის წევრების მოკვლით და გ-------- აბარებს, დედასთან დაბრუნების შემდეგ მათ გადასცეს მუქარა. ს--------------------- სოციალურ სამსახურში წარადგინა სასამართლოს გადაწყვეტილება თ---------------------------- მიმართ შემაკავებელი ორდერის დამტკიცების შესახებ, ასევე, ვიდეო-ჩანაწერი და ,,ფ------–-----------------------–------------------ს“ ფსიქოლოგის დასკვნა. აღნიშნული დასკვნით, იმისათვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული ნევროზული სპექტრის სიმპომატიკა, ბავშვს ესაჭიროება სტაბილური, უსაფრთხო, დაცული გარემო. შესაბამისად, მაქსიმალურად უნდა შემცირდება ბავშვის ემოციურ სფეროზე ზეწოლა. იგი დარწმუნებული უნდა იყოს მშობლების უპირობო სიყვარულში, არ ეშინოდეს მათთან საკუთარი პოზიციის დაფიქსირება. აუცილებელია მამამ შეცვალოს ბავშვებთან მოქცევის სტრატეგია დედის და მისი ოჯახის მიმართ და ბავშვებისათვის მათი მტრად წარმოჩინების ტენდეცია. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სოციალურმა სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია სასამართლოს 2016 წლის 12 ივლისის დროებითი განკარგულების შესახებ განჩინების გაუქმება მოპასუხე თ---------------------------- არასრულწლოვან გ------- ს---–-----–---–---- ურთიერთობისათვის დროის განსაზღვრის ნაწილში (3.2.3). სწორედ მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს აღნიშნული დასკვნის საფუძველზე, სასამართლომ 2017 წლის 24 ივლისის განჩინებით გააუქმა არასრულწოვან გ------- ს---–-----–---–---- თ----------------------------ათვის განსაზღვრული ურთიერთობის წესი.
საქმეზე მოწმის სახით დაკითხულმა ნ----- წ--------–-- განმარტა, რომ მის მიერ დედის, ს--------------------- მოთხოვნის საფუძველზე, ბავშვის ფსიქო-ემოციური მდგომარეობის შეფასების მიზნით ჩატარდა ბავშვის კონსულტაცია ,,ფ------–-----------------------–-------------------ში“. შესაბამისად, მოხდა მხოლოდ ბავშვის დედასთან და უშუალოდ ბავშვთან გასაუბრება საკითხის ძირეული კვლევა ფსიქოლოგის მხრიდან ხდება ფსიქოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების პირობებში. არსებულ ვითრებასთან, მამასა და უფროს ძმასთან, ს--------–-----–---–თან გ------- ს---–-----–---–-- ურთიერთობაზე ფსიქოლოგის ინფორმირება მოხდა დედის, ს--------------------- მხრიდან. არასრულწლოვან გ------- ს---–-----–---–---- კონსულტირების შედეგად, ფსიქოლოგმა შენიშნა გარკვეული რისკები, რის გამოც მიზანშეწონილად მიიჩნია ბავშვი მოერიდოს მატრავმირებელ გარემოს ემოციური არასტაბილობის თავიდან აცილების მიზნით (3.2.5).
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ბავშვის ინტერესი მოიცავს ორ მხარეს. ერთის მხრივ ის აყალიბებს, რომ ბავშვის კავშირი ოჯახთან უნდა იყოს შენარჩუნებული, გარდა იმ შემთხვევისა როცა ოჯახი შეფასებულია როგორც შეუფერებელი. იგულისხმება, რომ ოჯახური კავშირი შეიძლება გაწყდეს მხოლოდ განსაკუთრებულ გარემოებებში და ყველაფერი უნდა გაკეთდეს პირადი ურთიერთობების შესანარჩუნებლად და, თუ შესაძლებელია, მოხდეს ოჯახის აღდგენა. მეორეს მხრივ ბავშვის ინტერესებში აუცილებლად შედის ჯანსაღ გარემოში ჩამოყალიბება და მშობელს არ შეუძლია იმ ღონისძიებების მიღება, რომელიც ავნებს ბავშვის ჯანმრთელობას და განვითარებას (ადამიანის უფლებათა შესახებ ევროპული სასამართლოს 2015 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილება საქმე „გ.ს. საქართველოს წინააღმდეგ“, ველი 45. . აუცილებელია, განხორციელდეს შეფასება და განსაზღვრა ბავშვის ინტერესებისა, მისი მშობლისაგან გამოყოფის საკითხში. ოჯახის დაშლის თავიდან აცილება და მისი დაცულობის უზრუნველყოფა ბავშვთა უფლებების დაცვის მნიშვნელოვანი კომპონენტია და დაფუძნებულია მე-9 მუხლის 1 პარაგრაფში მოყვანილ უფლებაზე, რომელიც მოითხოვს: ბავშვი არ უნდა იქნეს მოცილებული თავის მშობლებს საკუთარი სურვილის საწინააღმდეგოდ, გარდა იმ შეთხვევისა, როდესაც დაშორება მშობლებთან ემსახურება თავად ბავშვის ინტერსების დაცვას. ბავშვს, რომელიც მოშორებულია ერთ ან ორივე მშობელს, უფლება აქვს შეინარჩუნოს ურთიერთობა და პირდაპირი კავშირი ორივე მშობელთან რეგულარულად, თუ ეს არ ეწინააღმდეგება ბავშვის ინტერესებს (ადამიანის უფლებათა შესახებ ევროპული სასამართლოს 2015 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილება საქმე „გ.ს. საქართველოს წინააღმდეგ“, ველი 58, 60).
დავის მნიშვნელობიდან გამომდინარე, პრიორიტეტის განსაზღვრა უნდა მოხდეს არა მშობლების, არამედ ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს შეფასებით და სპეციალისტის რეკომენდაციით, ორივე მშობელთან აუცილებელია არასრულწლოვანს ჰქონდეს ურთიერთობა. ფ------–--------- კვლევის შედეგად არ გამოიკვეთა გ-------- მხრიდან უარყოფითი დამოკიდებულება მამის, როგორც პიროვნების მიმართ. ბავშვი უარყოფითად მხოლოდ მამის კონკრეტულ ქმედებებს ახასიათებს, რაც დედისადმი უარყოფით დამოკიდებულებას უკავშირდება. არასრულწლოვანი გ------- ს---–-----–---–-- ინტერესების გამომხატველია მისი სურვილის გათვალისწინება, როდესაც ფსიქოლოგთან ვიზიტის დროს ოჯახის ნახატის შესრულებისას იგი ძმასთან ერთად ორივე მშობელს ხატავს (3.2.7). მსგავსი დავების განხილვისას სასამართლოსათვის უპირველესაც სახელმძანელოა ბავშვის კეთილდღეობა და მისი უპირატესი ინტერესი. სადავო საკითხის გადაწყვეტისას სასამართლომ ზედმიწევნით უნდა შეისწავლოს გარემო, სადაც ბავშვი ცხოვრობს და ასევე, ის პირობები, სადაც მას ურთიერთობა უნდა ჰქონდეს მეორე მშობელთან, მისი ასაკი და ინდივიდუალური მოთხოვნილებები.
სასამართლომ ერთის მხრივ უნდა გაითვალისწინოს არასრულწლოვანი გ------- ს---–-----–---–-- უფლება ურთიერთობა ჰქონდეს ორივე მშობელთან და მეორეს მხრივ, დაცული უნდა იქნეს არასრულწლოვანი გ------- ყოველგვარი ფსიქოლოგიური ზეწოლისაგან მამის ოჯახში ყოფნის პერიოდში. აღნიშნულის ალბათობის ვარაუდის დაშვების საფუძველს საქმეში წარმოდგენილი მასალები იძლევა, რაზეც სასამართლო ზემოთ უკვე ვრცლად ისაუბრა. სასამართლოს განსახილველია არა მშობლის უფლება, ურთიერთობა ჰქონდეს საკუთარ შვილთან და ნახოს იგი, არამედ ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესი, ოჯახური გარემოს ჰარმონიული აღქმისა, რათა კონტაქტი არ დაკარგოს მეორე მშობელთან. ამისათვის კი, კომპეტენტური ორგანოს რეკომენდაციით, სარჩელში მითითებული პერიოდით ბავშვის ნახვა არ იქნება საკმარისი სამომავლოდ მამა-შვილს შორის ნორმალური, ჯანსაღი ურთიერთობის ჩამოსაყალიბებლად. ბავშვის საუკეთესო ინტერესების კონცეფციის უზენაესობა ყოველთვის გადაწონის მშობლის უფლებასა და ინტერესს. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებათა სამართლებრივი ანალიზის და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე მხარის მოთხოვნა მოპასუხისათვის არასრულწლოვან გ------- ს---–-----–---–---- ურთიერთობის უფლების შეზღუდვის ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. სპეციალისტის რეკომენდაციის შესაბამისად, სარჩელით მოთხოვნილი დროით არასრულწლოვნის ურთიერთობა მამასთან არის საკმაოდ მცირე დრო და ეს ურთიერთობა უნდა იყოს უფრო ინტენსიური რამდენდაც არსებული მდგომარეობა იძლევა ამის საშუალებას. ორივე ბიოლოგიურ მშობელთან ურთიერთობას ბავშვის ზრდა-განვითარებისათვის აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. ბავშვს ორივე მათგანის მხრიდან უნდა ჰქონდეს ემოციური მხარდაჭერა და რუტინა უნდა განხორციელდეს ორივე მშობლის მხრიდან. მოსარჩელის მიერ მითითებულ დროში კი არასრულწლოვანი გ------- ს---–-----–---–- მამისგან ვერ მიიღებს იმ ემოციურ მხარდაჭერას, რაც აუცილებელია მისი ნორმალური ზრდა-განვითარებისათვის (3.2.10).
სასამართლოს მიაჩნია, რომ თ--------------------------- არასრულწლოვან შვილთან, გ------- ს---–-----–---–---- ურთიერთობისათვის უნდა განესაზღვროს დრო ყოველი თვის მეორე და მეოთხე შაბათი დღე 11:00 საათიდან 16:00 საათამდე ბებიის, ნ-----------–---–ის (მოსარჩელე ს--------------------- დედის) საცხოვრებელი ადგილის, თბილისი, თ------–---–----------------------, მიხედვით. ფსიქოლოგის რეკომენდაციით, ბავშვს ემოციური არასტაბილობის თავიდან აცილების მიზნით ესაჭიროება სტაბილური, უსაფრთხო და დაცული გარემო და აღნიშნულ მოთხოვნებს აკმაყოფილებს სწორედ ბავშვის ბებიის საცხოვრებელი ადგილი.
6.3. მოსარჩელე ს-------------------- მოითხოვა არასრულწლოვან ს--------–-----–---–თან ურთიერთობისათვის სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის მომდევნო პირველი კვირის შაბათ დღეს მოსარჩელის დედის ნ-----------–---–ის საცხოვრებელ სახლში (მდებარე, თბილისი, თ------–---–-------------------------------------) 1 საათიანი შეხვედრა 12:00 საათიდან 13:00 საათამდე, პირველი შეხვედრიდან ყოველი კვირის შაბათი დღეს ს--------------------- დედის ზემოაღნიშნულ საცხოვრებელ მისამართზე 1 საათიანი შეხვედრა ორი თვის განმავლობაში ყოველი კვირის შაბათი დღე ამავე საცხოვრებელ სახლში 12:00 საათიდან 18:00 საათამდე, 4 თვიანი გრაფიკის ამოწურვის შემდგომ ყოველი კვირის შაბათ და კვირა დღეს მოსარჩელის დედის მითითებულ მისამართზე შეხვედრა 12:00 საათიდან 18:00 საათამდე 1 თვის განმავლობაში, რომლის ამოწურვის შემდგომ ს--------–-----–---–ის საცხოვრებელ ადგილად განისაზღვროს დედის, ს--------------------- საცხოვრებელი ადგილი.
არასრულწლოვანი შვილის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის შესახებ მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს შეიძლება წარმოადგენდეს სამოქალაქო კოდექსის 1201-ე მუხლი.
გადაწყვეტილების 6.1 .- 6.2. ნაწილში მითითებულ სამართლებრივ ნორმებს სასამართლო იზიარებს არასრულწლოვანი ს--------–-----–---–ის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრასთან დაკავშირებით. საოჯახო ურთიერთობების განსაკუთრებულობას და სპეციფიკურობას ადასტურებს საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლიც, რომლითაც სახელწიფოს მიერ აღიარებულია ვალდებულება, ხელი შეუწყოს ოჯახის კეთილდღეობას. ბავშვის უფლებებთან დაკავშირებული დავის გადაწყვეტისას სასამართლო უტყუარად და სარწმუნოდ უნდა დაადგინოს მიღებული გადაწყვეტილების ბავშვის ინტერესებისათვის ყველაზე უკეთ შესაბამისობა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1199-ე მუხლის თანახმად, მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, 7-დან 18 წლამდე არასრულწლოვანთა, აგრეთვე შეზღუდულ ქმედუნარიანად აღიარებულ მოქალაქეთა უფლებებსა და კანონით დაცულ ინტერესებს სასამართლოში იცავენ მათი მშობლები, მშვილებლები ან მზრუნველები. ამასთანავე, სასამართლო ვალდებულია ასეთ საქმეებში ჩააბას თვით არასრულწლოვნებიც.
ბავშვის უფლებების კონვენციის მე-12 მუხლის თანახმად, 1. მონაწილე სახელწმიფოები უზრუნველყოფენ საკუთარი შეხედულებების ჩამოყალიბების უნარის მქონე ბავშვის უფლებას, თავისუფლად გამოთქვას თავისი შეხედულება ნებისმიერ საკითხზე, რომელიც ეხება მას. ამასთან ბავშვის შეხედულებებს სათანადო ყურადღება ეთმობა მისი ასაკისა და სიმწიფის შესაბამისად. 2 ამ მიზნით ბავშვს, კერძოდ, ეძლევა შესაძლებლობა, მოუსმინონ მას სასამართლო თუ ადმინისტრაციული წესით საქმის განხილვისას, რომელიც ბავშვს ეხება, როგორც უშუალოდ, ასევე წარმომადგენლის ან შესაბამისი ორგანოს მეშვეობით, ეროვნული კანონმდებლობის პროცესუალური ნორმებით დადგენილი წესით. ამავე კონვენციის მე-13 მუხლის მიხედვით, 1. ბავშვს უფლება აქვს თავისუფლად გამოთქვას თავისი აზრი.
მოცემულ საქმეზე, არასრულწლოვანი ს--------–-----–---–ი სასამართლოს 2016 წლის 12 ივლისს და 2017 წლის 27 ივნისს მოსამზადებელ სხდომებზე გამოცხადდა და დააფიქსირა პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით. მან უარი განაცხადა დედასთან, ს------- ს-–-------------- ურთიერთობაზე, მასთან კონტაქტზე (ტომი 1, ს.ფ. 76-89, 129-139). ხოლო 2018 წლის 03 აგვისტოს მთავარ სხდომაზე საქმის არსებითი განხილვაში მონაწილეობის მიღებაზე და თავისი ამჟამინდელი პოზიციის დაფიქსირებაზე უარი განაცხადა.
ევროპული სასამართლოს ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში აღნიშნულია: ბავშვის საუკეთესო ინტერესების შეფასება უნდა მოიცავდეს ბავშვის უფლების პატივისცემას, თავისუფლად გამოხატოს თავისი მოსაზრება ყველა საკითხზე, რომელიც მასზე ზეგავლენას ახდენს, და მის მიერ გამოთქმული მოსაზრებისთვის სათანადო მნიშვნელობის მინიჭებას. ეს ცალსახად არის ჩამოყალიბებული კომიტეტის N12 ზოგად კომენტარში, რომელშიც ყურადღება გამახვილებულია, აგრეთვე, განუყოფელ კავშირებზე მე-3 მუხლის პირველ პუნქტსა და მე-12 მუხლს შორის. ამ ორ ნორმას ურთიერთშემავსებელი როლი აქვს: პირველის მიზანს ბავშვის საუკეთესო ინტერესების რეალიზაცია წარმოადგენს, ხოლო მეორე ადგენს მეთოდოლოგიას ბავშვის ან ბავშვების მოსაზრებების მოსმენისა და მათი ჩართვისათვის ყველა იმ საკითხში, რომელიც მათ შეეხება, მათ შორის მათი საუკეთესო ინტერესების შეფასების პროცესში (ადამიანის უფლებათა შესახებ ევროპული სასამართლოს 2016 წლის 02 თებერვლის გადაწყვეტილება საქმე „ნ.წ. და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“, ველი 43, ).
არასრულწლოვანი ს--------–-----–---–ი 2015 წლის დეკემბრის თვის დასაწყისიდან ცხოვრობს მოპასუხე თ---------------–-----–---–თან. მოპასუხე საცხოვრებელი მისამართია თბილისი, გ-–-----------–---------------------------------------. საცხოვრებლის ჰიგიენურ-სანიტარული მდგომარეობა მოწესრიგებულია. ოჯახი ცხოვრობს კერძო ტიპის სახლში, რომელიც არის ორსართულიანი. პირველ სართულზე განლაგებულია ორი საძინებელი, სამზარეულო, სააბაზანო და საპირფარეშო. მეორე სართულზე - სამი ოთახი. საცხოვრებელი უზრუნველყოფილია საჭირო საყოფაცხოვრები ტექნიკითა და ავეჯით. ბავშვს აქვს საკუთარი საწოლი, პირადი ნივთები და ოთახი (3.1.1., 3.1.3). ამასთან, როგორც მოწმე ნ-----------–---–ის ჩვენებიდან ირკვევა, არასრულწლოვან ს--------–-----–---–ს აქვს სტაბილური, ნორმალური, ჯანსაღი ურთიერთობა მოსარჩელის ს--------------------- მშობლებთან. ბავშვი ძირითადად ყოველი კვირის შაბათს და კვირა დღეს, ღამე დარჩენით ატარებს ბებიასთან, ნ-----------–---–თან ერთად მის საცხოვრებელ ადგილას, თბილისი, თ------–---–----------------------. არასრულწლოვანი არდადეგების პერიოდში, გარკვეული პერიოდულობით ხშირად სტუმრობს ბაბუას, და-------–--------ას, ქალაქ ბ------–- (3.2.8).
თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ფსიქოლოგის მიერ ჩატარებული ფ------–--------- გამოკვლევის შედეგებით, არასრულწლოვანი ს--------–-----–---–ი შეხვედრებზე იყო დაძაბული. მას უჭირდა ოჯახთან დაკავშირებულ საკითხებზე საუბარი, რაც მისთვის უხერხული და უსიამოვნო იყო. ს--- გულჩათხრობილი და თავშეკავებულია. მისთვის ოჯახში მომხდარი მოვლენები და ცვლილებები რთული, ძნელადგასაგები და მატრავმირებელი იყო. არასრულწლოვანი საკუთარი ემოციური მდგომარეობის მხარდაჭერას მამისგან იღებს. მამასთან მას მეგობრული ურთიერთობა აქვს, მათ შორის მყარი ემოციური კავშირი ვლინდება (3.2.7).
მოცემულ ეტაპზე, სასამართლოსათვის ცნობილი არ არის არასრულწლოვანი ს--------–-----–---–ის დამოკიდებულება დედის, ს--------------------- მიმართ. მართალია, მას უშუალოდ დედასთან ურთიერთობა არ აქვს, თუმცა საგულისხმოა, რომ მას სტაბილური ურთიერთობა აქვს დედის მშობლებთან: ს--- 2018 წლის ზაფხულშიც კი, სხდომათა მიმდინარეობისას, ცხოვრობდა მოსარჩელის მამასთან ქ. ბ------–-, და სხვა დროსაც ხშირად ცხოვრობდა ბაბუასთან კვირათა განმავლობაში; ს---- ურთიერთობა აქვს მოსარჩელის დედასთან, ნ-----------–---–თან, და მასთან ღამეც რჩება (საცხოვრებელ სახლში მისამართზე ქ. თბილისი, თ------–---–-------------------) თითქმის ყოველ შაბათს. საქმის განხილვის დროს არასრულწლოვან ს--------–-----–---–ზე, დედის, ს---------------------- მხრიდან არ გამოკვეთილა რაიმე ნეგატიური შინაარსის ზეგავლენის კვალი. ს--------–-----–---–ს დედის მიმართ აქვს წყენა, რაც დაკავშირებულია მამასთან ოჯახური თანაცხოვრების შეწყვეტასა და დედის მხრიდან მეორე ოჯახის შექმნასთან (3.2.9). სხვა რაიმე სახის მნიშვნელოვანი კონფლიქტი, რაც შესაძლოა დედა-შვილს შორის არსებული გაუცხოვების წინაპირობა ყოფილიყო, საქმეში წარმოდგენილი მასალებით არ დასტურდება.
არასრულწლოვანის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის საკითხის გადაწყვეტისას საფუძვლიანად უნდა იქნეს შესწავლილი საკითხი იმის შესახებ, რომელ ეტაპზე სად ჯობია იყვნენ ბავშვები, სად არის მათთვის უკეთესი, რომელ მშობელს აქვს უფრო მეტი რესურსი აღნიშნულ მომენტში, მისცეს ბავშვებს მშვიდ გარემოში უკეთ განვითარების შესაძლებლობა. გარემომ, სადაც მომავალში იქნებიან ბავშვები, ხელი უნდა შეუწყოს მათ ფსიქო-ემოციურად და ინტელექტუალურად უკეთ განვითარების, ფუნქციონირების და სოციალიზაციის პროცესს. სასამართლო აფასებს იმ რისკებს, რომლებიც ეხება, ერთ შემთხვევაში ბავშვის საცხოვრებელი ადგილის შეცვლით მიღებულ სტრესსა და მამასთან დაშორებით გამოწვეულ სტრესს. გაუცხოვებულ მშობელთან შეგუება საკმაოდ ხანგრძლივი და ფაქიზი პროცესია. სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ ბავშვის მშობელთან დამოკიდებულებას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ უნდა მიენიჭოს, თუ დადგინდება, რომ ამ განწყობის ჩამოყალიბებას თავად დედამ არ შეუწყო ხელი და განპირობებულია სხვა გავლენით. გასათვალისწინებელია ასევე არასრულწლოვანი ბავშვების ასაკი, ვინაიდან ასაკის გათვალისწინებას სხვა გარემოებებთან ერთად გააჩნია მნიშვნელობა ბავშვის მოთხოვნილების განსაზღვრაში, მისი საცხოვრებელი ადგილის (დედასა თუ მამასთან) პრიორიტეტების დადგენაში.
საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მიაჩნია, რომ არასრულწლოვანი ს--------–-----–---–ის სულიერი, ფსიქოლოგიური, ემოციური მდგომარეობიდან გამომდინარე არ იმყოფება მისთვის საუკეთესო გარემოში. შესაბამისად, თუკი არ არსებობს ამისათვის ხელისშემშლელი, დამაბრკოლებელი გარემოება, რაც შეუსაბამოა უპირატესად დასაცავ მის ინტერესებთან, არასრულწლოვანი ს--------–-----–---–ის საცხოვრებელი უნდა განისაზღვროს მეორე მშობელთან - დედასთან ს------- ს-–--------------. თუმცა არსებული სპეციფიკური ვითარებიდან გამომდინარე, დედასთან ურთიერთობის აღდგენა უნდა მოხდეს ეტაპობრივად სწორედ იმ სახით, როგორც სასარჩელო მოთხოვნაშია მითითებული.
საქმეში წარმოდგენილი კომპეტენტური ორგანოს დასკვნები და სპეციალისტის ჩვენება იძლევა რეკომენდაციას, რომ დედამ გარკვეული პერიოდის განმავლობაში უნდა იქონიოს ბავშვთან ურთიერთობა ბავშვისთვის ჩვეულ გარემოში, დაიმსახუროს მისი კეთილგანწყობა, ნდობა და სიყვარული. დედის ურთიერთობა შვილთან გარდაუვალ აუცილებლობას წარმოადგენს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, მოსარჩელის მიერ სარჩელით მოთხოვნილი, დაწესებული რეჟიმით შვილთან ურთიერთობის დაწყებიდან ხუთი თვის შემდეგ არასრულწლოვანი ს--------–-----–---–ის საცხოვრებელ ადგილად უნდა განისაზღვროს დედის, ს------- ს-–----------ს საცხოვრებელი ადგილი. ამ შემთხვევაში, არანაკლებ მნიშვნელობის მქონეა გარემოება, ძმების, არასრულწლოვანი ს--------–-----–---–ისა და გ------- ს---–-----–---–-- ერთად ცხოვრებისა. ძმების ერთობლივად აღზრდის პროცესი დადებით გავლენას მოახდენს თითოეულის ჰარმონიულ განვითარებაზე.
მშობლებს აქვთ რა თანაბარი უფლებები შვილების მიმართ, ამასთან ეკისრებათ პასუხისმგებლობა ბავშვების აღზრდასა და განვითარებაზე, მათ შორის მშვიდ, ჯანსაღ ემოციურ-ფსიქოლოგიურ მდგომარეობის უზრუნველყოფაზეც. მშობლები უნდა ცდილობდნენ უზრუნველყონ ბავშვების განვითარებისათვის მშვიდი გარემო.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს იმ როლზე, რომელიც მას კანონმდებლობით აქვს მინიჭებული. სასამართლოს მითითებით, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს როლის საკანონმდებლო აღიარების სწორი აღქმა ამ ორგანოს მხრიდან მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც სწორედ მას ეკისრება ვალდებულება, აქტიური მონაწილეობით ხელი შეუწყოს სასამართლოს იმის დადგენაში, თუ რას წარმოადგენს ბავშვის საუკეთესო ინტერესები. მოცემულ შემთხვევაში, დედა-შვილს შორის არსებული შესაძლო გაუცხოვების და მათი ურთიერთობის ხელშეწყობის მიზნით, საჭიროების შემთხვევაში, უნდა მოხდეს შესაბამისი დახმარების აღმოჩენა (მაგ. ფსიქოლოგის ერთჯერადი სახის კონსულტაცია) მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მხრიდან.
ამდენად, სასარჩელო მოთხოვნა არასრულწლოვანი ს--------–-----–---–ის საცხოვრებელ ადგილად დედის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის თაობაზე დედასა და შვილს შორის ურთიერთობის აღდგენის წინაპირობების გათვალისწინებით საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
6.4.- 6.5. მოსარჩელე ს--------------------- ალიმენტის მოპასუხისათვის გადახდის დაკისრება მოითხოვა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებით, რომ მხარეებს ჰყავთ ორი არასრულწლოვანი შვილი: 2004 წლის 1-------------ს დაბადებული ს--------–-----–---–ი და 2012 წლის 3------- დაბადებული გ------- ს---–-----–---–- (3.2.1). იმის გათვალისწინებით, რომ არასრულწლოვანი ს--------–-----–---–ის ამჟამინდელ ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს მამის, თ---------------------------- საცხოვრებელი ადგილი, მოსარჩელე ს--------–-----–---–ის ალიმენტის გადახდის დაკისრებას მოითხოვს არასრულწლოვანის საცხოვრებელ ადგილად - ს----------------კაიას საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის მომენტიდან. არასრულწლოვანი გ------- ს---–-----–---–-- საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს მოსარჩელე ს--------------------- საცხოვრებელი ადგილი.
სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. ამავე კოდექსის 1213-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.
სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.
სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია საოჯახო სამართალში მშობლებისა და შვილების ურთიერთობის უზოგადესი წესი და დადგენილია, რომ მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. კანონის დასახელებული მიზნის მიღწევისათვის სამოქალაქო კოდექსი, ასევე, სხვა არა ერთი საერთაშორისო აქტი ადგენს რეგულაციათა სპექტრს, რომელიც მიმართულია ბავშვთა უფლებების დაცვისკენ. ამგვარ უფლებათაგან ერთ-ერთ უმთავრესს წარმოადგენს ბავშვის მინიმალური რჩენის აუცილებლობა, რომელიც გამოხატულებას საალიმენტო ვალდებულებაში პოულობს.
დადგენილია, რომ მოსარჩელე ს-------------------- და მოპასუხე თ--------------------------- 2015 წლის ოქტომბრის თვის ბოლოდან არ ცხოვრობენ ერთ ოჯახად და არ ეწევიან ერთიან საოჯახო მეურნეობას. მოსარჩელე ს--------------------- მოპასუხის საცხოვრებელი ბინა დატოვა ორივე არასრულწლოვან შვილთან ერთად, თუმცა მოსარჩელის ნების საწინააღმდეგოდ, არასრულწლოვანი ს--------–-----–---–ი 2015 წლის დეკემბრის თვიდან ცხოვრობს მამის, თ---------------------------- ოჯახში და უარს აცხადებს დედასთან ურთიერთობაზე, მასთან ერთად ცხოვრებაზე. წინამდებარე სარჩელით სადავოა არასრულწლოვანი ს--------–-----–---–ის საცხოვრებელი ადგილი. ამ ეტაპზე მხარეებს, ს--------------------- და თ--------------------------- შორის უკიდურესად დაძაბული და კონფლიქტური ურთიერთობაა (3.1.9).
მოსარჩელე ს------------------ა მუშაობდა ს----------–-----------–---------–-----------------–-----------------–-. მან 2015 წლის 29 ოქტომბერს ს--------------------------------------------------- სამსახურს მიმართა განცხადებით სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ. ამ ეტაპზე, ს-------------------- დასაქმებულია ს-----------------------–-- პოზიციაზე და მისი ყოველთვიური შემოსავალი შეადგენს 500 (ხუთასი) ლარს (3.1.5., 3.1.6).
ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას აუცილებელია არასრულწლოვანის რჩენა-აღზრდისათვის დადგენილი მინიმალური საჭიროებების გათვალისწინება. მშობლებს აქვთ თანაბარი ვალდებულება, იზრუნონ შვილის ღირსეულ, სრულყოფილ პიროვნებად აღზრდისა და რჩენისათვის, მიუხედავად იმისა, ცხოვრობენ თუ არა ისინი შვილებთან ერთად. საქმეში წარმოდგენილი მასალებით დადგენილია, რომ არასრულწლოვანი ს--------–-----–---–ი 2015 წლისათვის სწავლობდა შპს ,,ქ--------–-----------–--------–--------–-–-“, სადაც ერთი სასწავლო წლისათვის დადგენილი საფასურის ოდენობა შეადგენდა 1800 (ათას რვაას) აშშ დოლარს. 2017 წლის სასწავლო წლიდან იგი აღარ ირიცხება ზემოაღნიშნულ სასწავლო დაწესებულებაში. ს--------–-----–---–ი ამჟამად სწავლობს სსიპ ქ. თბილისის N--- საჯარო სკოლაში (3.1.7). მოსარჩელე მხარის განმარტებით, არასრულწლოვან ს--------–-----–---–ი დადის წყალბურთზე აკადემიაში, რომლის ყოველთვიური საფასური შეადგენს 130 (ას ოცდაათი) ლარს, ასევე, ირიცხება რობოტექნიკის შემსწავლელ წრეზე და სწავლების საფასური შეადგენს თვეში - 80 (ოთხმოცი) ლარს. ბავშვი დამატებით ემზადება მათემატიკის საგანში, რომლის გადასახადი თვეში განისაზღვრება 80 (ოთხმოცი) ლარით (3.2.12). არასრულწლოვანის განვითარებისათვის საჭირო ყოველთვიურ ხარჯის მითითებულ ოდენობასთან დაკავშირებით საწინააღმდეგო პოზიცია მოპასუხე მხარეს არ დაუფიქსირებია არც შესაგებლით და არც საქმის მომზადების სტადიაზე. ამასთან, აღნიშნულ აქტივობებში ს--------–-----–---–ის მონაწილეობას ადასტურებს მოწმე ნ-----------–---–ი (მოსარჩელე ს--------------------- დედა), რომლსაც ბავშვთან აქვს სტაბილური, ყოველკვირეული ურთიერთობა.
დადგენილია ასევე, რომ არასრულწლოვანი გ------- ს---–-----–---–- ირიცხება სკოლამდელ აღმზრდელობით დაწესებულებაში. 2015-2016 წლის მდგომარეობით, საბავშვო ბაღის მიერ გაწეული მომსახურებისათვის ფულადი ანაზღაურება შეადგენდა 330 (სამას ოცდაათი) ლარს. 2018 წლის ივლისის მდგომარეობით, გ------- ს---–-----–---–- დადის კერძო საბავშვო ბაღში - ,,პ------–---------“. 2018 წლის სასწავლო წლის დასაწყისიდან, მოსარჩელე მხარის განმარტებით, გ------- ს---–-----–---–- ისწავლის საჯარო სკოლაში (3.1.8).
დადგენილია, რომ მოპასუხე თ--------------------------- შრომისუნარიანია. სსიპ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების ელექტრონულ სისტემაზე დაყრდნობით, 2015 წლის 01 ნოემბრიდან 2017 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით თ---------------------------- კუთვნილი დასაბეგრი შემოსავლები არ ფიქსირდება (3.2.11).
სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოს შინაგანი რწმენა განპირობებულია სუბიექტური კრიტერიუმით, აღნიშნული პრინციპი არ არის შეუზღუდავად უზრუნველყოფილი და უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას. 2015 წლის 20 დეკემბერს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ შედგენილი დასკვნით, მიღებული ინფორმაციით, ოჯახის სტაბილური შემოსავალი ც-----------–-----–---–ის ასაკის პენსიაა. თ--------------------------- ამჟამად უმუშევარია, იგი პერიოდულად დაკავებულია კერძო სამუშაოების დღიურად შესრულებით (ქირაობს მანქანებს, მუშაობს მძღოლად). მისი შემოსავალი არასტაბილურია და თვეში შეადგენს 150-300 ლარს. მოპასუხე თვითდასაქმებისა და გარკვეული შემოსავლის მიღების თაობაზე ასევე საუბრობს შესაგებელშიც. იგი თავის თავზე იღებს მასთან მცხოვრები ს--------–-----–---–ის აღზრდა-განვითარებისათვის საჭირო ხარჯებს და უარს აცხადებს მეორე არასრულწლოვანი შვილის, გ------- ს---–-----–---–-- სასარგებლოდ ალიმენტის გადახდაზე. სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ მოსარჩელე მხარის განმარტებით, არასრულწლოვანი ს--------–-----–---–ის აქტივობებისათვის საჭირო ყოველთვიურ ხარჯებს თავად იღებს მშობლების მატერიალური მხარდაჭერით. აღნიშნულის საწინააღმდეგო შედავება, მოპასუხის მხრიდან საქმეზე წარმოდგენილი არ არის.
შვილების რჩენის ვალდებულება უპირობო ხასიათისაა, ის არაა დამოკიდებული მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე და იმის გამო, რომ შრომისუნარიან მშობელს არ გააჩნია სტაბილური მატერიალური შემოსავალი, იგი არ შეიძლება, გათავისუფლდეს შვილების რჩენის ვალდებულებისაგან. აღნიშნულთან მიმართებით, სასამართლო მხარეთა ყურადღებას მიაქცევს „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ 27.2. მუხლზე, რომელიც განსაზღვრავს, რომ მშობელს (მშობლებს) ან ბავშვის აღმზრდელ სხვა პირებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა იმისათვის, რომ თავიანთი შესაძლებლობებისა და ფინანსური საშუალებების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები.
სასამართლო განუმარტავს ორივე მხარეს, რომ მათ თანაბარი მოვალეობა აქვთ იზრუნონ შვილებზე. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ასაკის ზრდასთან ერთად იზრდება ბავშვების საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა და შესაბამისად, ამისათვის საჭირო ხარჯების ოდენობაც. ბავშვებს უნდა შეექმნას მაქსიმალურად საუკეთესო პირობები, რომლებიც ხელს შეუწყობენ მის ფიზიკურ, გონებრივ და სულიერ განვითარებას. ასევე, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს, რომ მოპასუხე მხარეს გარდა არასრულწლოვანი შვილებისა, სხვა პირი კმაყოფაზე არ ჰყავს.
ალიმენტის განსაზღვრისას მნიშვნელოვანია სასამართლოს მხრიდან დადგინდეს არა მხოლოდ ალიმენტის გადახდაზე ვალდებული პირის მატერიალური მდგომარეობა, არამედ - ალიმენტის მიღებაზე უფლებამოსილი პირის საჭიროებები. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია ორივე არასრუწლოვანი ბავშვის ყოველთვიური ხარჯები, რაც აუცილებელია სპორტულ თუ საგანამანთლებლო აქტივობებში მონაწილეობისათვის. სასამართლო მოცემულ შემთხვევაში მხედველობაში იღებს (კვების, სამოსის ხარჯის დასადგენად) საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებს (http://www.geostat.ge/?action=page&p_id=178&lang=geo გამოხმობის თარიღი 09.08.2018წ.). სახელმწიფოში საარსებო მინიმუმის ოდენობა ორსულიანი ოჯახისათვის შეადგენდა 2018 წლისათვის შეადგენს: იანვრის თვისათვის - 248 ლარს, თებერვლის თვისათვის - 248.5 ლარს, მარტის თვისათვის - 250.6 ლარს, აპრილის თვისათვის - 250.7 ლარს, მაისის თვისათვის - 251.9 ლარს და ივნისის თვისათვის - 245.2 ლარს. სასამართლო მიიჩნევს, რომ არასრულწლოვანის მინიმალური საჭიროებების უზრუნველყოფა ორივე მშობლის თანაბარი ვალდებულებაა. ალიმენტის სახით, როგორც რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი თანხის დაკისრება რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ საარსებო მინიმუმის კომპონენტების გათვალისწინებით, რაც აუცილებელი მინიმალური ნორმატივია ადამიანის არსებობისთვის, ბავშვების რჩენის თანხაც მასვე უნდა შეესაბამებოდეს. მშობლის საალიმენტო მოვალეობა უპირატესია სხვა ვალდებულებებთან შედარებით და შრომისუნარიანმა მშობელმა, თუნდაც მას არ უდასტურდებოდეს ყოველთვიური ფიქსირებული შემოსავალი ხელფასის სახით, უნდა უზრუნველყოს არასრულწლოვანი შვილები რჩენა-აღზრდისათვის მინიმალური თანხით მაინც. ალიმენტი წარმოადგენს იმ გარანტირებულ მინიმუმს, რითაც უზრუნველყოფილ უნდა იქნეს ბავშვების რჩენა და მათთვის ცხოვრებისათვის სათანადო პირობების სტაბილურად შენარჩუნება.
სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის თანახმად, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს მეშვეობით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან. ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან. მითითებული სამართლებრივი ნორმის შესაბამისად, არასრულწლოვანი გ------- ს---–-----–---–-- სასარგებლოდ მოპასუხეს ალიმენტის გადახდა უნდა დაეკისროს სარჩელის აღძვრის მომენტიდან, ხოლო არასრულწლოვანი ს--------–-----–---–ის სასარგებლოდ ალიმენტის გადახდის დაკისრება კი უნდა მოხდეს არასრულწლოვანის საცხოვრებელ ადგილად დედის - ს--------------------- საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის მომენტიდან. სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ ალიმენტის გადახდა ეკისრება იმ მშობელს, რომლის საცხოვრებელი ადგილიც არ ითვლება არასრულწლოვანის საცხოვრებელ ადგილად. ალიმენტს არ იხდის ის მშობელი, ვისთანაც ბავშვი ცხოვრობს.
საქმეზე დადგენილი ზემოთაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, ბავშვების ასაკის, თითოეულის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი მოთხოვნილებების გათვალისწინებით და მშობლის რეალური მატერიალური მდგომარეობიდან გამომდინარე, ყოველთვიურად გადასახდელი ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობა თითოეული არასრულწლოვანისათვის უნდა განისაზღვროს 125 (ას ოცდახუთი) ლარით.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. – 7.5. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის ”ე” ქვეპუნქტის მიხედვით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან მოსარჩელეები არასრულწლოვანთა უფლებების დარღვევასთან დაკავშირებულ სარჩელებზე. შესაბამისად, მოსარჩელე მხარე გათავისუფლდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან არასრულწლოვანი ბავშვების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის, ურთიერთობის წესის დადგენისა და მოპასუხისათვის მშობლის უფლების ნაწილობრივ შეზღუდვის მოთხოვნის ნაწილში. შესაბამისად, მოსარჩელე მხარეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს სარჩელელზე 2015 წლის 16 ნოემბერს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 50 (ორმოცდაათი) ლარი (ტომი 1, ს.ფ. 39-40).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,თ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს არაქონებრივ დავაზე – 100 ლარს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის მიხედვით, მაგისტრატი მოსამართლეები პირველი ინსტანციით განიხილავენ საოჯახო-სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე დავებს, გარდა შვილად აყვანის, მშობლის უფლების ჩამორთმევის, მამობის დადგენის და განქორწინების საქმეებისა, თუ მეუღლეებს შორის არსებობს დავა ბავშვის მიკუთვნების თაობაზე;
მოპასუხე მხარემ სასარჩელო მოთხოვნა არასრულწლოვანი გ------- ს---–-----–---–-- საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის ნაწილში ცნო, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად, მოპასუხე უნდა გათავისუფლდეს მოთხოვნის ან ნაწილში სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურების ვალდებულებისაგან.
იმის გათვალისწინებით, რომ მოთხოვნა არასრულწლოვანი გ------- ს---–-----–---–-- მიმართ მშობლის უფლების შეზღუდვის ნაწილში დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხე თ--------------------------- სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 50 (ორმოცდაათი) ლარის ანაზღაურება. ხოლო არასრულწლოვანი ს--------–-----–---–ის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების პროპორციულად, მოპასუხის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა გადახდეს სახელმწიფო ბაჟის სახით 100 (ასი) ლარის ანაზღაურება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლებიან მოსარჩელეები ალიმენტის გადახდევინების სარჩელებზე. შესაბამისად, მოსარჩელე მ-----------------ე განთავისუფლდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მიხედვით, სახელწმიფო ბაჟი შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დავის საგნის ფასი ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელისა განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით. შესაბამისად, მოპასუხე თ--------------------------- მოთხოვნის ამ ნაწილში სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
მოსარჩელე მხარემ სასამართლოსგარეშე ხარჯის სახით მოითხოვა ფსიქოლოგიური შეფასების მომსახურებისათვის გადახდილი საფასურის 200 (ორასი) ლარის მოპასუხისათვის დაკისრება და წარმოადგინა 2017 წლის 01 ივლისის სალაროს შემოსავლის ორდერი (ტომი 2, ს.ფ. 106). შესაბამისად, მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ გაღებული სასამართლოს გარეშე ხარჯის ანაზღაურება.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 38-39-ე, 46-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ ს--------------------- (პირადი №0----------) სარჩელი თ---------------------------- (პირადი №0----------) მიმართ:
1.1. განისაზღვროს არასრულწლოვანი გ------- ს---–-----–---–-- (დაბადებული 2012 წლის 3-------, პირადი N0----------) საცხოვრებელ ადგილად ს--------------------- (პირადი №0----------) საცხოვრებელი ადგილი;
1.2. განესაზღვროს მოპასუხე თ--------------------------- (პირადი №0----------) არასრულწლოვან გ------- ს---–-----–---–---- (დაბადებული 2012 წლის 3-------, პირადი N0----------) ურთიერთობისათვის დრო ყოველი თვის მეორე და მეოთხე შაბათი დღე 11:00 საათიდან 16:00 საათამდე მოსარჩელე ს--------------------- დედის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით მისამართზე თბილისი, თ------–---–----------------------;
1.3. განესაზღვროს ს--------------------- (პირადი №0----------) არასრულწლოვან ს--------–-----–---–თან (დაბადებული 2004 წლის 1-------------ს, პირადი N0----------) ურთიერთობისათვის დროის მონაკვეთი სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის მომენტიდან პირველი კვირის შაბათ დღეს 12:00 საათიდან 13:00 საათამდე, პირველი შეხვედრიდან ორი თვის განმავლობაში ყოველი კვირის შაბათ დღეს 12:00 საათიდან 13:00 საათამდე, შემდეგი მომდევნო ორი თვის ყოველი კვირის შაბათ დღეს 12:00 საათიდან 18:00 საათამდე, შემდეგი ერთი თვის განმავლობაში ყოველი კვირის შაბათ და კვირა დღეს 12:00 საათიდან 18:00 საათამდე მოსარჩელის დედის საცხოვრებელ სახლში მისამართზე თბილისი, თ------–---–----------------------.
განისაზღვროს ს--------–-----–---–ის (დაბადებული 2004 წლის 1-------------ს, პირადი N0----------) საცხოვრებელ ადგილად ს--------------------- (პირადი №0----------) საცხოვრებელი ადგილი ამ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1.3. პუნქტის პირველ აბზაცში მითითებული ვადის დასრულების შემდგომ;
1.4. დაეკისროს მოპასუხე თ--------------------------- (პირადი №0----------) გ------- ს---–-----–---–-- (დაბადებული 2012 წლის 3-------, პირადი N0----------) ალიმენტის სახით სარჩელის აღძვრიდან (2015 წლის 16 ნოემბრიდან) ყოველთვიურად 125 (ას ოცდახუთი) ლარის გადახდა;
1.5. დაეკისროს მოპასუხე თ--------------------------- (პირადი №0----------) ს--------–-----–---–ის (დაბადებული 2004 წლის 1-------------ს, პირადი N0----------) ალიმენტის სახით, ყოველთვიურად 125 (ას ოცდახუთი) ლარის გადახდა არასრულწლოვანის საცხოვრებელ ადგილად დედის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის (ამ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1.3. პუნქტის მეორე აბზაცის ამოქმედების დრო) დროიდან;
2. დაუბრუნდეს ს--------------------- (პირადი N0----------) მის მიერ 2015 წლის 16 ნოემბერს სახელმწიფო ბაჟის სახით (საკრედიტო საგადახდო დავალება №1, სს ,,---------------–----, მიმღები: ქ. თბილისი, ”სახელმწიფო ხაზინა”, მიმღების ანგარიში 300773150) გადახდილი 50 (ორმოცდაათი) ლარი.
3. დაეკისროს მოპასუხე თ--------------------------- (პირადი №0----------) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით 200 (ორასი) ლარის გადახდა;
4. დაეკისროს მოპასუხე თ--------------------------- (პირადი N0----------) მოსარჩელე ს--------------------- სასარგებლოდ 200 (ასი) ლარის გადახდა;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა და ჩაბარება უზრუნველყოს სასამართლომ ამავე კოდექსის 70–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლე ე. ზარნაძე