განაჩენი

სისხლის სამართლის 07.08.2018
საქმის ნომერი
190100118002553503
თარიღი
07.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ს-------------------------------

რუსთავის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

07 აგვისტო, 2018 წელი ქ. რუსთავი

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია

მოსამართლე მამია ფხაკაძე

სხდომის მდივანი გვანცა ბერუაშვილი

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - ლა–---------–---–ი;

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - ლ-------------------------------------–-------–-–--------------------------–----------–---------------------------------------------------–-----–----–----------–------------------–--------------------------------–----------------------------------------------------------------------------------------------------–--------------------------------------------------------------------------------------;

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით;

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

2018 წლის 02 აპრილს, დაახლოებით 23:30 საათზე, ქ--–------------–-----------------------–-------------------------------–--------”, ამავე რესტორნის სტუმრებს გი-----------------–---–სა და ლე------------ს შორის მოხდა ურთიერთშელაპარაკება, რა დროსაც ამ უკანასკნელმა დანის გამოყენებით გი-----------------–---–ს გულმკერდის წინა ზედაპირის ნაფლეთი და მარცხენა მხრის ნაკვეთი ჭრილობების სახით მიაყენა მსუბუქი ხარისხის დაზიანებები, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.

 

ამ ქმედებისთვის ლე------------ს წარედგინა ბრალი დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა და სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლი პასუხისმგებლობას აწესებს იმ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებისათვის, როგორიცაა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება.

 

ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება გულისხმობს: 1. ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლას, 2. საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარ დაკარგვას.

 

ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლად ითვლება ჯანმრთელობის ისეთი მოშლა, რომელიც გრძელდება ექვს დღეზე მეტ ხანს, მაგრამ არა უმეტეს სამი კვირისა. ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა, როგორც წესი, მთავრდება სრული გამოჯანსაღებით შრომის უნარის დაუკარგავად. აქ იგულისხმება, კანისა და კანქვეშა ქსოვილების მცირე ზომის ჭრილობები, სისხლნაჟღენთები, ცხვირის, ყბის და ყვრიმალის გაბზარვა, წვრილ სახსართა ამოვარდნილობა და ა.შ.

 

სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლში ლაპარაკია საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარ დაკარგვაზე. მაშასადამე, ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაული მაშინ გვექნება, როცა ქმედებამ ,,გამოიწვია შრომის უნარის უმნიშვნელო (10%-მდე), მაგრამ მყარი დაკარგვა და მაშინაც, როდესაც შრომის უნარის დაკარგვა მნიშვნელოვანია, მაგრამ არამყარია.

 

საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა ნიშნავს შრომისუნარიანობის დაკარგვას 5-დან 10% მდე. თუ შრომისუნარიანობა 5%-ზე ნაკლებადაა დაკარგული დაზიანება არ ჩაითვლება ჯანმრთელობისთვის მსუბუქად.

 

ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა ნიშნავს იმას, რომ ადამიანის ორგანიზმის რომელიმე ორგანოს ავადმყოფური მდგომარეობისათვის საჭირო მკურნალობა გრძელდება 6 დღიდან 21 დღემდე, 6 დღეზე ნაკლები დროით აუცილებელი საჭიროება საერთოდ არ ითვლება ჯანმრთელობის დაზიანებად.

 

ობიექტური მხრივ იგი გამოიხატება, როგორც მოქმედებაში, ასევე უმოქმედობაში. შედეგში და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. უფრო კონკრეტულად ქმედებამ უნდა გამოიწვიოს შემდეგი შედეგები: ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა ან საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა.

 

აღნიშნული დანაშაულის ამსრულებელი შეიძლება იყოს ყოველი შერაცხადი 14 წელს მიღწეული პირი.

 

სუბიექტური მხრივ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანების მოტივსა და მიზანს არა აქვს მაკვალიფიცირებელი მნიშვნელობა.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგინდა, რომ 2018 წლის 02 აპრილს, დაახლოებით 23:30 საათზე, ქ--–------------–-----------------------–-------------------------------–--------”, ამავე რესტორნის სტუმრებს გი-----------------–---–სა და ლე------------ს შორის მოხდა ურთიერთშელაპარაკება, რა დროსაც ამ უკანასკნელმა დანის გამოყენებით გი-----------------–---–ს გულმკერდის წინა ზედაპირის ნაფლეთი და მარცხენა მხრის ნაკვეთი ჭრილობების სახით მიაყენა მსუბუქი ხარისხის დაზიანებები, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.

 

სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის ”დ” პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მრავალჯერ აქვს აღნიშნული, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი იცავს პირის უფლებას სამართლიან სასამართლო განხილვაზე, აღნიშნული მუხლი არ ადგენს მტკიცებულებათა დასაშვებობის წესებს. ეს უკანასკნელი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის პრეროგატივაა, ხოლო ევროპული სასამართლოს ფუნქციაა მთლიანობაში სამართალწარმოების სამართლიანობის შეფასება (იხ. საქმე ფრამკინი რუსეთის წინააღმდეგ (Frumkin v. Russia), განაცხადი no. 74568/12, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 5 იანვრის გადაწყვეტილების პუნქტი 159). ამასთან, ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები, ან განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (ბულიჩევი რუსეთის წინააღმდეგ (Bulychevy v. Russia), განაცხადი no. 24086/04, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილების პუნქტი 32).

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. მტკიცებულებათა შეფასების პროცესში სასამართლო „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით ხელმძღვანელობს (Ireland v. The United Kingdom, § 161).

 

სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეისწავლა და გაანალიზა რა სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებული, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნული ეჭვის გამომრიცხავი, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა (მოწმეების: თ---------–-–---–--------–---------–---–---------------–---–----------------------------------–-–---–-------------------------------–---–---–----------------------------------–-----------------------------–---–-------------------------------–-----–---------------------–---–---------–-------------- გამოკითხვის ოქმები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, გი-----------------–---–ისა და ლე-----------ის სისხლის ნიმუშების აღების ოქმები. გი-----------------–---–ისა და ლე-----------ის ტანსაცმლის ამოღების ოქმები და ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებები, ბ------------------–-----დან” გამოთხოვილი შიდა და გარე სათვალთვალო ვიდეო-კამერების ჩანაწერები და მათი გახსნისა და დათვალიერების ოქმი, გი-----------------–---–ის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა N---------, ტარასოლოგიური და ფიზიკო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა, ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა) ერთობლიობა ლე-----------ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

 

ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ლე------------მ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედება.

 

3. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ლე-----------ის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს; ლე-----------ის დამამძიმებელი გარემოებაა განზრახი დანაშაულის ჩადენა პირობითი მსჯავრის დინების ქვეშ ყოფნის დროს.

 

4. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ. შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. მოცემულ შემთხვევაში, სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სასჯელის შემსუბუქების კუთხით იმ გარემოებას, რომ ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო დამამძიმებელ გარემოებაზე მსჯელობისას სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ბრალდებულის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას პირობითი მსჯავრის დინების ქვეშ ყოფნის დროს.

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ასევე ყურადღებას მიაქცეს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას.

სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც და გამოძიებასთან თანამშრომლობას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის პრინციპები კრიმინალიზაციის პროცესის მომწესრიგებელი ნორმატიული მოთხოვნებია, რომელსაც საქმიანობის პროცესში როგორც კანონმდებელი, ასევე სამართალ შემფარდებელი (მოსამართლე) მკაცრად უნდა იცავდეს. სისხლის სამართლის ყველა პრინციპი საქმის განმხილველი მოსამართლის საქმიანობას უნდა განსაზღვრავდეს და განსაკუთრებით, ჩადენილი დანაშაულისთვის სასჯელის დანიშვნისას, მათ გადამწყვეტი მნიშვნელობა უნდა მიანიჭოს. მოსამართლემ სისხლის სამართლის კანონი მხოლოდ ამ პრინციპების ზედმიწევნითი დაცვით უნდა გამოიყენოს.

 

სასჯელის დანიშვნისას, სხვა ზოგადსამართლებრივი თუ სისხლის სამართლის პრინციპების დაცვით, სასამართლომ, უპირველეს ყოვლისა, უნდა იხელმძღვანელოს საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპით - „არ არსებობს სასჯელი კანონის გარეშე“ (nulla poena sine lege), რომლის მიხედვითაც დაუშვებელია სასჯელის განსაზღვრა, თუ არა კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში და დადგენილი წესით. ანალოგიურ მოთხოვნას აწესებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსიც, რომლის თანახმად, ქმედების დასჯადობა განისაზღვრება სისხლის სამართლის კანონით, რომელიც მოქმედებდა მისი ჩადენის დროს (სსკ-ის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი). სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით (სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილი). სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელის გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ კანონით გათვალისწინებული კონკრეტული სანქციის საფუძველზე, ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით, რომელიც, თავის მხრივ, მიღებული და ამოქმედებულია კონსტიტუციითა და კანონმდებლობით დადგენილი საკანონმდებლო ნორმების დაცვით.

 

კანონიერების ზოგად სამართლებრივი პრინციპი სისხლის სამართალში ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად ვლინდება სასჯელის ასპექტით. სასჯელის სახეები ზუსტადაა ჩამოთვლილი სისხლის სამართლის ზოგად ნაწილში, ასევე კონკრეტულად არის მითითებული კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლების სანქციებში. ამდენად, გარდა ზემოაღნიშნული გამონაკლისებისა, თუ მხარეთა შორის არ არის მიღწეული საპროცესო შეთანხმება, ან თუ საკითხი არ ეხება კანონის უკუძალით ამოქმედებას, კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლის სანქციაში მოუხსენიებელი სასჯელის თვითნებურად გამოყენება, თუნდაც პასუხისმგებლობის შემსუბუქების კუთხით, დაუშვებელია, არ გამომდინარეობს მატერიალური სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული დანაწესიდან და პირდაპირ ეწინააღმდეგება კანონის გარეშე სასჯელის დანიშვნის აკრძალვის საერთაშორისო პრინციპს. საქართველოს კონსტიტუციის 84-ე მუხლის პირველი პუნქტი, რომლის თანახმად, მოსამართლე თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ კონსტიტუციასა და კანონს, კრძალავს სამოსამართლო სამართალს, როგორც სამართლის წყაროს.

 

სასამართლო ასევე მოიხმობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ სასამართლოს მიერ დანაშაულის ჩამდენის მიმართ დანიშნული სასჯელი „პირველ რიგში, მოტივირებული უნდა იყოს თავად დანაშაულის ჩამდენი პირის მიმართ თანაზომიერი იძულების ღონისძიების გამოყენების გზით მისი ქცევის კორექტირების აუცილებლობით – საზოგადოებაში მისი ადაპტაციითა და მის მიერ მომავალი დანაშაულის ჩადენის რისკების გამორიცხვით/მინიმალიზაციით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება, § 52).

 

ყოველივე ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, ლე------------ს მსჯავრი უნდა დაედოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, კერძოდ: ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებაში, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში იღებს ბრალდებულის პიროვნებას, მის წარსულს, კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში მხედველობაში მიიღება რეციდივი, ვინაიდან ლე------------ ნასამართლევია განზრახი დანაშაულის ჩადენაში.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 17-ე მუხლის მიხედვით, დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის მიხედვით დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.

 

ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში, სახეზეა წინათ ლე-----------ის მხრიდან განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენა, მის მიმართ დანიშნული სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადაზე.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ითვალისწინებს რა ბრალდებულ ლე-----------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ (იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს) და დამამძიმებელ გარემოებას (პირობითი მსჯავრის დინების ქვეშ ყოფნის დროს ჩადენილი აქვს განზრახი დანაშაული) და ამასთან მის მიერ ჩადენილი დანაშაულის საზოგადოებრივ საფრთხესა და ხასიათს მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია) მიღწევა შესაძლებელი იქნება ბრალდებულ - ლე-----------ის მიმართ სასჯელის ისეთი სახის დანიშვნით როგორიცაა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით. იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებულს მისთვის ბრალად წარდგენილი ქმედება პირობითი მსჯავრის დინების ქვეშ ყოფნის დროს აქვს ჩადენილი სასამართლო გამოიყენებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილს, რომლის მიხედვითაც გააუქმებს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 20 აპრილის განაჩენით, დანიშნული პირობით მსჯავრს და აღასრულებს განაჩენით დანიშნული სასჯელს, ხოლო საბოლოო სასჯელს დანიშნავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ლე------------ ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 20 აპრილის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული პირობითი მსჯავრი და აღსრულდეს განაჩენით დანიშნული სასჯელი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 20 აპრილის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით ლე------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით;

 

2. ლე------------ს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადის ათლა დაეწყოს მისი ფაქტობრივი დაკავებიდან 2018 წლის 03 ივლისის 20:32 საათიდან;

 

3. ლე-----------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს;

 

4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის თანახმად, ნივთმტკიცებათა ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად: მოთეთრო მორუხო ფერის მოკლე მკლავიანი მაისური, გი-----------------–---–ის ტანსაცმელი, ლე-----------ის ტანსაცმელი საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელებს;

 

ერთი ცალი DVD დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით;

 

გი-----------------–---–ის და ლე-----------ის სისხლის ნიმუშები, სისხლისმაგვარი ლაქები 05 (ხუთი) ბიოლოგიურ ჩხირზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;

 

5. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;

 

6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მამია ფხაკაძე