გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
010210016001598131
2-3562/16
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
25/07/2018 წელი ქ.ბათუმი
შესავალი ნაწილი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - გოჩა ფუტკარაძე
სხდომის მდივანი - ნინო ცინცაძე
მოსარჩელე: ს----------–----------------------–-----------–--–-ა
წარმომადგენელი: ს--------------ე
მოპასუხე:ი/მ ს-------- ხ-------კი
დავის საგანი: თანხის დაკისრება;
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
ს----------–----------------------–-----------–--–-ა - ქ----------------–-----------–--------------------–--------------–-------------–ია (შემდეგში ,,ა---–--–-ა“) სასარჩელო განცხადებით მოითხოვს ინდ. მეწარმე ს-------- ხ-------კს მის სასარგებლოდ დაეკისროს:
- სალიცენზიო შეთანხმებით გათვალისწინებული საავტორო ჰონორარის 2208.80 ლარის გადახდა.
- საავტორო ჰონორარის ვადაში გადაუხდელობის გამო პირგასამტეხლოს სახით 405.03 ლარის გადახდა და გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დავალიანების 0.1%-ის გადახდა.
მოსარჩელის წარმომადგენელი სასარჩელო მოთხოვნას ამყარებს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
2015 წლის 30 ივლისს ა---–--–-ასა და ინდ. მეწარმე ს-------- ხ-------კს შორის გაფორმდა სალიცენზიო შეთანხმება №0171/6, რომლის საფუძველზეც მხარეები შეთანხმდენ მასზედ, რომ ინდ. მეწარმე ს-------- ხ-------კი ქ. ბათუმში, ტ--------------ში, რესტორან კ--------ში, საჯარო შესრულებისათვის გამოიყენებს ,,ა---–--–-ის“ რეპერტუარს მიკუთვნებულ მუსიკალურ ნაწარმოებებს. ინდ. მეწარმე ს-------- ხ-------კმა იკისრა ვალდებულება ტექნიკური საშუალებებით მუსიკალური ნაწარმოების საჯაროდ შესრულებისათვის ,,ა---–--–-ას“ გადაუხადოს ჰონორარი თვეში 169.92 ლარის ოდენობით. მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს გადახდაზეც. კერძოდ: - ჰონორარის გადახდის ვადის გადაცილების, ასევე შესრულებული მუსიკალური ნაწარმოების შესახებ ინფორმაციის წარუდგენლობის, არასწორად ან არასრული ინფორმაციის წარდგენის შემთხვევაში, ინდ. მეწარმე ს-------- ხ-------კს დაეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა, გადასახდელი თანხის 0.1 %-ის ოდენობით. ინდ. მეწარმე ს-------- ხ-------კმა არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება და ა---–--–-ას არ გადაუხადა ჰონორარი და არც მუსიკალური ნაწარმოების შესრულების თაობაზე ინფორმაცია არ წარუდგინა. მას ჰონორარის სახით გადასახდელი აქვს 2208.80 ლარი, ასევე პირგასამტეხლო 405.03 ლარი.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე სარჩელს ცნობს ნაწილობრივად. ადასტურებს, რომ მოსარჩელესთან დადო სალიცენზიო ხელშეკრულება რესტორან ,,კ--------ში“ ა---–--–-ის რეპერტუარს მიკუთვნებული მუსიკალური ნაწარმოების საჯარო გამოყენებაზე, რაშიც მას უნდა გადაეხადა თვეში 169.92 ლარი. რესტორანმა იმუშავა 2016 წლის იანვრამდე და მას შემდეგ შეწყვიტა ფუნქციონირება, ფაქტობრივად 2016 წლის 07 იანვარს ობიექტი გაათავისუფლა და შეწყვიტა მუშაობა. მას გადასახდელი დარჩა მხოლოდ ორი თვის გადასახადი, ამ ნაწილში სარჩელს ცნობს. 2017 წლის 07 იანვრის შემდეგ ის არ ამუშავებდა რესტორან ,,კ--------ს“. შესაბამისად მას არ ეკუთვნის მუსიკალური ნაწარმოების საჯარო შესრულებისათვის თანხის გადახდის ვალდებულება.
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ს----------–----------------------–-----------–--–-ა არის ქ----------------–-----------–--------------------–--------------–-------------–ია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან. ს.ფ.
3.1.2. ინდ. მეწარმე ს-------- ხ-------კი სამეწარმეო სუბიექტად რეგისტრირებულია 2013 წლის 16 ივლისს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან. ს.ფ. 14
- მხარეთა განმარტებები.
3.1.3. 2015 წლის 07 იანვარს ინდ. მეწარმე ს-------- ხ-------კმა იჯარით აიღო უძრავი ქონება მდებარე ქ. ბათუმი ტ--------------ში, სადაც განთავსებულია რესტორანი კ--------ი და მასში გააგრძელა სარესტორნო საქმიანობა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა განმარტებები
-იჯარის ხელშეკრულება ს.ფ.84-87.
3.1.4. 2015 წლის 30 ივლისს ა---–--–-ასა და ინდ. მეწარმე ს-------- ხ-------კს შორის გაფორმდა სალიცენზიო შეთანხმება №0171/6, რომლის საფუძველზეც მხარეები შეთანხმდნენ მასზედ, რომ ინდ. მეწარმე ს-------- ხ-------კი ქ. ბათუმში, ტ--------------ში, რესტორან ,,კ--------ში“, საჯარო შესრულებისათვის გამოიყენებს ,,ა---–--–-ის“ რეპერტუარს მიკუთვნებულ მუსიკალურ ნაწარმოებებს. სანაცვლოდ ინდ. მეწარმე ს-------- ხ-------კმა იკისრა ვალდებულება ტექნიკური საშუალებებით მუსიკალური ნაწარმოების საჯაროდ შესრულებისათვის ,,ა---–--–-ას“ გადაუხადოს საავტორო ჰონორარი თვეში 169.92 ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სალიცენზიო შეთანხმება №0171/6 ს.ფ. 18-21
3.1.5. უდაო ფაქტობრივი გარემოებაა, რომ ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდენ პირგასამტეხლოს გადახდაზე. კერძოდ: - ჰონორარის გადახდის ვადის გადაცილების, ასევე შესრულებული მუსიკალური ნაწარმოების შესახებ ინფორმაციის წარუდგენლობის, არასწორად ან არასრული ინფორმაციის წარდგენის შემთხვევაში, ინდ. მეწარმე ს-------- ხ-------კს დაეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა, გადასახდელი თანხის 0.1 %-ის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სალიცენზიო შეთანხმება №0171/6 ს.ფ. 18-21
3.1.6. ინდ. მეწარმე ს-------- ხ-------კმა გადაიხადა 2015 წლის აგვისტოს და სექტემბრის გადასახდელი 169.76-169,76 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი ს.ფ. 22
3.1.7. უდაო ფაქტობრივი გარემოებაა, რომ ინდ. მეწარმე ს-------- ხ-------კს 2015 წლის სექტემბრის შემდეგ მოსარჩელისათვის თანხა აღარ გადაუხდია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი ს.ფ. 22
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. მხარეებს შორის სადაო გარემოება ინდ. მეწარმე ს-------- ხ-------კის რესტორან კ--------ში მუშაობის პერიოდი. ს-------- ხ-------კი ამტკიცებს, რომ 2016 წლის 07 იანვარს დაასრულა რესტორან ,,კ--------ის“ მფლობელობა, რასაც კატეგორიულად არ ეთანხმება მოსარჩელე და ამტკიცებს, რომ ის რესტორანს აამუავებდა 2016 წლის ნოემბერამდე.
3.2.2. ფაქტობრივად, სადაო ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით მხარეები იძლევიან ურთიერთ საწინააღმდეგო განმარტებებს. მათი განმარტებები გამორიცხავენ ერთმანეთის არგუმენტებს. სასამართლო ორივე მხარის განმარტებას აფასებს თანაბარი მნიშვნელობის მტკიცებულებად. საბოლოოდ გაიზიარებს მხოლოდ იმ მხარის განმარტებას, ვინც მტკიცებულებებით დაადასტურებს თავის არგუმენტებს. მხარეთა არგუმენტების დამტკიცება დასაშვებია დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე შეკრებილი მტკიცებულებებით.
3.2.3. სასამართლო განმარტავს, რომ სადაო საკითხის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს მხარეთა თანასწორობის, შეჯიბრებითობისა და დისზპოზიციურობის პრინციპით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად. ზოგადად ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების არსებობა. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე ფაქტების მტკიცების ტვირთი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განაწილებული უნდა იყოს სამართლიანად. მხარეს უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტის დამტკიცების ვალდებულება, რომლის განხორციელებაც მას შეუძლია. მხარეს არ უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომლის განხორციელებაც მისთვის შეუძლებელია. მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება საქმის განხილვის უმთავრესი პრინციპია. წინამდებარე შემთხვევაში მოპასუხეს ეკისრება ვალდებულება დაამტკიცოს, რომ 2016 წლის 7 იანვარს შეწყვიტა რესტორან ,,კ--------ში“ მუშაობა. აღნიშნული გარემოება მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებაა. მისი მნიშვნელობა მასში გამოიხატება, რომ მოპასუხეს ჰონორარი სწორედ ,,კ--------ის“ ფუნქციონირებისათვის უნდა გადაეხადა. თუ მოპასუხემ შეწყვიტა მუშაობა, მაშინ მას ამის დამადასტურებელი მტკიცებულებაც უნდა გააჩნდეს. შესაბამისად ის ვალდებულია წარმოადგინოს ასეთი მტკიცებულება და დაამტკიცოს, რომ რესტორან ,,კ--------ში“ სამეწარმეო საქმიანობა დაასრულა 2016 წლის 7 იანვარს.
3.2.4. სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ გზით მტკიცების ტვირთის გადანაწილება სამართლიანია და სრულად შეესაბამება შეჯიბრებითობის პრინციპს.
3.2.5. მოსარჩელემ, ძირითად მტკიცებულებად წარმოადგინა 2015 წლის 7 იანვრის იჯარის ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულება ამტკიცებს მას, რომ 2015 წლის 7 იანვრიდან რესტორნ ,,კ--------ის“ მფლობელია მოპასუხე. ხელშეკრულება დაიდო 1 წლის ვადით.
3.2.6. სასამართლო განმარტავს, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში რესტორნის მფლობელობა და მისი მეშვეობით სამეწარმეო საქმიანობა, ფაქტობრივი გარემოებაა. მისი არსებობა უნდა დასტურდებოდეს მტკიცებულებებით. ანუ ამ ფაქტის დადგენით დაინტერესებულმა პირმა უნდა წარმოადგენს მტკიცებულება და დაამტკიცოს მისი არსებობა. შეჯიბრებითობის პრინციპი მოითხოვს მხარეებმა თავიანთი არგუმენტების დადასტურებისათვის მტკიცებულებები წარმოადგინონ. თითოეული მტკიცებულება ფასდება სასამართლოს მიერ და მას ენიჭება გარკვეული მნიშვნელობა, ამიტომ არცერთ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ფაქტობრივი გარემოების დადასტურებისათვის ყველა მტკიცებულება არ გამოდგება. მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება ხშირად კონკრეტული ფაქტის დამადასტურებელია და ხშირად ასეთი ფაქტის დადასტურებისათვის უვარგისია. სასამართლომ კრიტიკულად უნდა შეაფასოს მტკიცებულებები და გადაწყვიტოს მხარეთა მიერ მითითებული მტკიცებულება არის თუ არა ის მტკიცებულება, რომლითაც დამტკიცდება 2016 წლის 7 იანვარს იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტის ფაქტი. წინამდებარე შემთხვევაში იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტა შეიძლებოდა დადგენილიყო ხელშეკრულების შეწყვეტის წერილობითი მტკიცებულებით, ობიექტის მესაკუთრისათვის გადაცემის დოკუმენტით, საგადასახადო ორგანოსათვის საქმიანობის შეჩერებაზე მიმართვის მტკიცებულებით. ასევე სხვა მტკიცებულებებითაც. მოპასუხეს შეეძლო სხდომაზე მოწმედ წარმოედგინა ის მესაკუთრე, ვისგანაც ქონება ჰქონდა აღებული და მისი განმარტებით დაემტკიცებინა რომ 2016 წლის 7 იანვრიდან ის რესტორან ,,კ--------ს“ აღარ ფლობს. ასევე შეეძლო წარმოედგინა ის პერსონალი, ვინც მუშაობდა რესტორანში და ამ გზით დაემტკიცებინა, რომ 2016 წლის 7 იანვრიდან რესტორან ,,კ--------ს“ აღარ ამუშავებს. მოპასუხემ ასეთი მტკიცებულებები არ წარმოადგინა და მხოლოდ ზეპირი განმარტებით შემოიფარგლა. რესტორნის მფლობელობის შეწყვეტა მხოლოდ ზეპირი განმარტებით ვერ დადგინდება.მოსარჩელემ მოპასუხის ზეპირი განმარტება, თავისი ზეპირი განმარტებითვე უარყო. სასამართლო განმარტავს, რომ მხარეთა ზეპირი განმარტებაც მტკიცებულებაა. მხარეებს უფლება აქვთ ზეპირად ამტკიცონ ესა თუ ის გარემოება, მაგრამ გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზეპირი განმარტებით ფაქტების მტკიცების უფლება აქვს ორივე მხარეს. მოსარჩელეს შეუძლია ზეპირად უარყოს მოსარჩელის მიერ გადმოცემული ფაქტები, და პირიქით. ზეპირი განმარტებით გადმოცემული ფაქტები მაშინ ითვლება დადგენილად და დადასტურებულად, როდესაც მხარეები მას ადასტურებენ და სადაოდ არ ხდიან. თუ ზეპირი განმარტებით გადმოცემული ფაქტი, მხარეებისათვის სადაოა, მაშინ ის აღარ წარმოადგენს სათანადო მტკიცებულებას. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია გაცხადებული ფაქტები დასტურდებოდს ზეპირ განმარტებაზე უფრო მყარი მტკიცებულებით. ზეპირად ნებისმიერ პირს, ნებისმიერი ფაქტის გადმოცემა შეუძლია, მაგრამ მთავარი ის კი არაა მან რა თქვა, არამედ მთავარია რამდენად სარწმუნოა მისი განმარტება. ამიტომ თითოეული ზეპირი განმარტება უნდა მტკიცდებოდეს სხვა უფრო მყარი მტკიცებულებით. ანუ აუცილებელია გამოყენებული იქნას მტკიცების უფრო მაღალი სტანდარტი, ვიდრე ზეპირი განმარტების სტანდარტია. როგორც ავღნიშნეთ მოპასუხეს მტკიცებულებები არ აქვს. იჯარის ხელშეკრულებაში მითითებული ვადა არ ნიშნავს, მას, რომ ერთი წლის შემდეგ მხარეებმა საიჯარო ურთიერთობა არ გააგრძელეს და მოპასუხემ მესაკუთრეს დაუბრუნა ფართი. იგი მხოლოდ ხელშეკრულების დადებას ასახავს. შესაბამისად მან ვერ დაამტკიცა რომ 2016 წლის 7 იანვარს შეწყვიტა რესტორნ ,,კ--------ის“ მფლობელობა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1.დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეს შესრულებული არ აქვს თავისი ვალდებულება და ჰონორარი მოსარჩელისათვის არ აქვს გადახდილი. შესაბამისად სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. პირგასამტეხლო არაა გონივრულად გაანგარიშებული და უნდა შემცირდეს გონივრულ ოდენობამდე.
5.კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ
_ საქართველოს კონსტიუცია.
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.
-- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
- საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონი
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონის მესამე მუხლის ,,ა“ პუნქტით ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონის მოქმედება ვრცელდება მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებებზე, შესრულებაზე, ფონოგრამაზე, ვიდეოგრამასა და მონაცემთა ბაზაზე, რომლებზედაც უფლებათა მფლობელია საქართველოს მოქალაქე, ფიზიკური პირი, რომელსაც აქვს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი საქართველოს ტერიტორიაზე, და იურიდიული პირი, რომელსაც აქვს ადგილსამყოფელი საქართველოს ტერიტორიაზე;
დასახელებული კანონის მიზანია ავტორთა უფლებების დაცვა. მუსიკალური ნაწარმოების საავტორო უფლებაა და მის მესაკუთრეს უფლება აქვს დაიცვას თავისი საავტორო უფლება და მისი გამოყენებისას მიიღოს სარგებელი. საავტორო უფლება ვრცელდება მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებებზე, რომლებიც წარმოადგენს ინტელექტუალურ შემოქმედებითი საქმიანობის შედეგს, განურჩევლად ნაწარმოების დანიშნულებისა, ავკარგიანობისა, ჟანრისა, მოცულობისა, გამოხატვის ფორმისა და საშუალებისა. საავტორო უფლება ვრცელდება ნაწარმოებზე, რომელიც არსებობს ობიექტური ფორმით, მიუხედავად იმისა, მოხდა თუ არა მისი გამოცემა ან საჯარო გაცნობა.
6.2. საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონის 18-ე მუხლის პირველი პუნქტით, ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს აქვს ნაწარმოების ნებისმიერი სახით გამოყენების განსაკუთრებული უფლება“.
ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული უფლება ნიშნავს უფლებას, განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს:
ა) ნაწარმოების რეპროდუცირება (რეპროდუცირების უფლება);
ბ) ნაწარმოების ორიგინალის ან ასლების გავრცელება გაყიდვის ან საკუთრების სხვა ფორმით გადაცემის გზით (გავრცელების უფლება);
გ) ნაწარმოების ასლების იმპორტირება გაყიდვის ან გაქირავების ანდა საკუთრების ან მფლობელობის სხვა ფორმით გადაცემის მიზნით, იმ ასლების ჩათვლით, რომლებიც დამზადებულია ავტორის ან საავტორო უფლების სხვა მფლობელის თანხმობით (იმპორტის უფლება);
დ) ნაწარმოების საჯარო ჩვენება (საჯარო ჩვენების უფლება). ეს უფლება არ გამოიყენება, თუ საჯარო ჩვენება არის სამოქალაქო ბრუნვაში გაშვებული ნაწარმოების კანონიერი შესყიდვის შედეგი;
ე) ნაწარმოების საჯარო შესრულება (საჯარო შესრულების უფლება);
ვ) ნაწარმოების საჯარო გადაცემა, პირველი ან/და ხელახალი გადაცემის ჩათვლით; აგრეთვე ნაწარმოების გადაცემა სადენით ანდა უმავთულო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან (საჯარო გადაცემის უფლება); ზ) ნაწარმოების თარგმნა (თარგმნის უფლება);
თ) ნაწარმოების გადამუშავება (გადამუშავების უფლება).
ი) ნაწარმოების ორიგინალის ან ასლის გაქირავება ან/და მფლობელობის სხვა ფორმით გადაცემა;
კ) ნაწარმოების სხვაგვარი გამოყენება.
ინდ. მეწარმე ს-------- ხ-------კს 2015 წლის 7 იანვრის შემდეგ გააჩნდა რესტორანი ,,კ--------ი“. ის კლიენტების მოზიდვისათვის რესტორანში ასრულებდა მუსიკალურ ნაწარმოებებს. მუსიკალური ნაწარმოების შესრულებისათვის აუცილებელია მას ავტორისაგან გააჩნდეს მისი გამოყენების უფლება.
6.3. ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 18-ე მუხლის მესამე პუნქტით ავტორს ან განსაკუთრებული საავტორო უფლების სხვა მფლობელს უფლება აქვს მიიღოს საავტორო ჰონორარი მისი ნაწარმოების ნებისმიერი სახით გამოყენებისათვის (ჰონორარის უფლება).
6.4. საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით ,,მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებთა ავტორების, შემსრულებლების, ფონოგრამის, ვიდეოგრამისა და მონაცემთა ბაზის დამამზადებლების, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების სხვა მფლობელების ქონებრივი უფლებების მართვას საქართველოში ახორციელებენ ქ----------------–-----------–--------------------–--------------–-------------–იები, რომლებმაც ურთიერთ წარმომადგენლობის თაობაზე დადეს ხელშეკრულებები უმრავლესი ქვეყნების ანალოგიურ ორგანიზაციებთან.
ქ----------------–-----------–--------------------–--------------–-------------–ია იქმნება ნებაყოფლობით, უშუალოდ საავტორო და მომიჯნავე უფლებების მფლობელების მიერ. იგი არ არის შემოქმედებითი კავშირი და მასზე არ ვრცელდება „შემოქმედ მუშაკთა და შემოქმედებითი კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები. ორგანიზაცია იქმნება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით.
ს----------–----------------------–-----------–--–-ა არის ქ----------------–-----------–--------------------–--------------–-------------–ია და მას უფლება აქვს ხელოვნების ნაწარმოების გამოყენებაზე დადოს გარიგება და მოითხოვოს ხელშეკრულებით ნაკისრი მოვალეობების შესრულება.
6.5. საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონის 18-ე მუხლის პირველი პუნქტის 7-ე ნაწილით საავტორო ჰონორარის ოდენობა, მისი გამოანგარიშებისა და გადახდის წესი ნაწარმოების ნებისმიერი ფორმით გამოყენებისათვის დგინდება, ერთი მხრივ, ავტორს, საავტორო უფლების სხვა მფლობელს ან ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველ ორგანიზაციასა და, მეორე მხრივ, მოსარგებლეს შორის დადებული ხელშეკრულებით. ნაწარმოების კაბელით ხელახალი გადაცემის შემთხვევაში საავტორო ჰონორარის ოდენობა, მისი გამოანგარიშებისა და გადახდის წესი დგინდება მხოლოდ ამ ორგანიზაციასა და მოსარგებლეს შორის დადებული ხელშეკრულებით. თუ აღნიშნული ორგანიზაცია და მოსარგებლე ვერ მიაღწევენ შეთანხმებას, ჰონორარის ოდენობას, მისი გამოანგარიშებისა და გადახდის წესს ერთერთი მხარის ან მხარეების მიმართვის საფუძველზე განსაზღვრავს „საქპატენტი“. „საქპატენტის“ გადაწყვეტილება შიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში გადაწყვეტილების მიღებიდან 2 თვის ვადაში.
6.6. მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხემ გადაუხადოს თანხა. სასამართლო განმარტავს, რომ თანხის გადახდას აუცილებლად სჭირდება შესაბამისი ვალდებულების არსებობა (საქართველოს სსკ-ის 317-ე მუხლის პირველი ნაწილი). ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. არ არსებობს ანაზღაურების მოთხოვნა, ვალდებულების გარეშე, რაც იმას ნიშნავს, რომ მოთხოვნის უფლების არსებობისათვის საჭიროა მოთხოვნის უფლების მქონე მხარე ვალდებულებით ურთიერთიერთობაში იყოს მოპასუხესთან. ანუ მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მისი მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კიდე კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობის ერთერთი საფუძველია. იგი ორი ან მეტი პირის ნების გამოვლენაა მიმართული სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. მისი დადება დამოკიდებულია მხარეთა ნების გამოვლენაზე. დადგენილია, რომ მხარეები სახელშეკრულებო ურთიერთობაში არიან. შესაბამისად მხარეებს შორის ურთიერთობა, ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულებაა. დადგენილია, რომ 2015 წლის 30 ივლისს ა---–--–-ასა და ინდ. მეწარმე ს-------- ხ-------კს შორის გაფორმდა სალიცენზიო შეთანხმება №0171/6, რომლის საფუძველზეც მხარეები შეთანხმდნენ მასზედ, რომ ინდ. მეწარმე ს-------- ხ-------კი ქ. ბათუმში, ტ--------------ში, რესტორან ,,კ--------ში“, საჯარო შესრულებისათვის გამოიყენებს ,,ა---–--–-ის“ რეპერტუარს მიკუთვნებულ მუსიკალურ ნაწარმოებებს. სანაცვლოდ ინდ. მეწარმე ს-------- ხ-------კმა იკისრა ვალდებულება ტექნიკური საშუალებებით მუსიკალური ნაწარმოების საჯაროდ შესრულებისათვის ,,ა---–--–-ას“ გადაუხადოს საავტორო ჰონორარი თვეში 169.92 ლარის ოდენობით. დასახელებული გარიგება შეესაბამება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 327-ე მუხლის პირველი ნაწილის პრინციპებს. დასახელებული ნორმების მიხედვით მხარეები სარგებლობენ ხელშეკრულების დადების თავისუფლების პრინციპით და მათ უფლება აქვთ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. ხელშეკრულების პირობა წინასწარ შემუშავებულ ხასიათს არ ატარებს. მხარეებს შეუძლიათ ნებისმიერ საკითხზე შეთანხმდნენ. ამისათვის მათ არ ჭირდებათ რაიმე ნებართვა ან შინაარსის დაცვა. მთავარია მათი შეთანხმება არ ეწინააღმდეგებოდეს კანონს, აკმაყოფილებდეს მორალის ფარგლებს და არ არღვევდეს საჯარო წესრიგს. წინამდებარე შემთხვევაში მხარეთა შეთანხმება არ ეწინააღმდეგება კანონს, გამომდინარეობს მორალური პრინციპებიდან და არ არღვევს საჯარო წესრიგს. ამიტომაც სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის დადებული შეთანხმება ნამდვილია.
6.7. გარიგების დადების შემდეგ მნიშვნელოვანია დაკისრებულ მოვალეობათა ჯეროვანი შესრულების საკითხები. თითოეულ მხარეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე უფლება აქვს მეორე მხარისაგან მოითხოვოს ნაკისრი მოვალეობის შესრულება. თავის მხრივ ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი გარიგების მონაწილეებს ავალდებულებს ვალდებულება შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. მხარეები ვალდებულნი არიან დასახელებული მოთხოვნები დაიცვან ზედმიწევნით. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში ჩაეთვლება მათ ვალდებულება შესრულებულად. სალიცენზიო ხელშეკრულების დადების შემდეგ, მოსარჩელემ შეიძინა მოთხოვნის უფლება. კერძოდ ინდ. მეწარმე ს-------- ხ-------კისაგან მოეთხოვა სანაცვლო ვალდებულების შესრულება. სალიცენზიო ხელშეკრულება ისეთი ტიპის ხელშეკრულებაა, როდესაც მუსიკალური ნაწარმოების საჯარო შესრულების შემდეგ, ასოციაციას აქვს მხოლოდ მოთხოვნის უფლება და არაა სანაცვლო ვალდებულებით შეზღუდული. თავის მხრივ რესტორნის მფლობელი ვალდებული იყო ნაკისრი ვალდებულება შეესრულებინა ჯეროვნად, როგორც ამას მოითხოვს საქართველოს სკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი. ანუ ჰონორარი გადაეხადა ხელშეკრულებაში მითითებული ოდენობით და დათქმულ დროში. ასეთი მოვალეობა მას უჩნდება ვალდებულების შინაარსიდან გამომდინარე, რადგანაც ვალდებულება ისეთი სამართლებრივი ბორკილია, რომელიც ერთ მხარეს შესაბამისი საფუძველის არსებობისას აიძულებს მეორე მხარის სასარგებლოდ შეასრულოს გარკვეული მოქმედება. მხარეები სახელშეკრულებო ვალდებულებაში იყვნენ, ამიტომ მოსარჩელის მიერ ვალდებულების შესრულებას უნდა მოჰყვეს მოპასუხის მიერ ვალდებულების აუცილებელი შესრულება. ს-------- ხ-------კმა ჰონორარის გადახდის ვალდებულება დაარღვია და 2015 წლის ოქტომბერში შეწყვიტა ჰონორარის გადახდა, რითაც დაარღვია თავისი მოვალეობა ვალდებულების სრული და ჯეროვანი შესრულებისა, ასევე მოსარჩელის კანონიერი ინტერესი. ასეთი ქმედება ეწინააღმდეგება სალიცენზიო ხელშეკრულების პირობებს და წარმოადგენს ხელშეკრულების დარღვევას. მას გადასახდელი აქვს 2015 წლის ოქტომბრიდან სარჩელის აღძვრამდე პერიოდის ჰონორარი. მართალია ზუსტად არ დადგინდა ს-------- ხ-------კი რომელ თვემდე მუშაობდა რესტორანში, მაგრამ მას ხელშეკრულებით ევალებოდა მოსარჩელისათვის ყოველთვიურად მიეწოდებინა ინფორმაცია ყოველთვიური მუშაობის შესახებ, ასევე უნდა აღერიცხა გამოყენებული ნაწარმოებები, მაგრამ მან ეს ვალდებულება არ შეასრულა. სწორედ ამიტომაც ის დადგა მტკიცების პრობლემის წინაშე - ზუსტად ვერ დაამტკიცა, როდის შეწყვიტა რესტორნის მფლობელობა. თუ დაიცვა ხელშეკრულების პირობებს, მაშინ მუშაობის შეწყვეტის საკითხიც არ გახდებოდა სადაო. ასეთ სიტუაციაში გაზიარებული უნდა იქნას მოსარჩელის არგუმენტები და მოპასუხეს გადასახდელად უნდა დაეკისროს ჰონორარი 2015 წლის ოქტომბრიდან 2016 წლის 1 ნოემბრამდე, რაც საერთო ჯამში შეადგენს 2208.80 ლარს. ვალდებულების შესრულებისა და მხარეთა თანასწორობის აღდგენის მიზნით, მოპასუხე ვალდებულია მოსარჩელეს გადაუხადოს დასახელებული თანხა.
6.8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების მიხედვით, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
განსახილველ შემთხვევაში ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში ვალდებულების შეუსრულებლობისათვის პირგასამტეხლო, მხარეთა შორის წერილობით არის შეთანხმებული და ის მხარეთა შორის დავას არ იწვევს. 2015 წლის 30 ივლისის სალიცენზიო შეთანხმება შეიცავს შეთანხმებას პირგასამტეხლოს გადახდის თაობაზე. ჰონორარის გადახდის ვადის გადაცილების, ასევე შესრულებული მუსიკალური ნაწარმოების შესახებ ინფორმაციის წარუდგენლობის, არასწორად ან არასრული ინფორმაციის წარდგენის შემთხვევაში, მოპასუხეს დაეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა, გადასახდელი თანხის 0.1 %-ის ოდენობით.
სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალებაა. მისი მიზანია ხელშეკრულების მხარეთა იძულება ვალდებულებების ჯეროვანი შესრულებისაკენ. თითოეულმა მხარემ უნდა გააცნობიეროს, რომ მის მიერ ვალდებულების არაჯეროვან შესრულებას მოჰყვება პასუხისმგებლობა და გარდა ძირითადი ვალდებულების შესრულებისა, დამატებით დაეკისრება საჯარიმო სანქცია. დამატებითი ხარჯების გაწევის თავიდან აცილების მიზნით, თითოეულმა მხარემ დროულად და ჯეროვნად უნდა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება. ამასთან პირგასამტეხლო წარმოადგენს ზიანის ანაზღაურების მინიმალურ მოთხოვნას. მისი გადახდა ეკისრება იმ პირს, ვინც დაარღვევს ხელშეკრულების პირობებს.
დადგენილია, რომ მოპასუხემ ვალდებულება შეთანხმებულ ვადაში არ შეასრულა, მან ვადაზე ადრე შეწყვიტა ჰონორარის გადახდა, ვალდებულების დარღვევიდან დავალიანების დაანგარიშებამდე გასული ვადის მიხედვით, მოპასუხეს უნდა დაეკისროს ხელშეკრულებით დადგენილი პირგასამტეხლოს გადახდა. ვადა გადაცილების მიხედვით კუთვნილი პირგასამტეხლოს ოდენობაა 405.03 ლარი.
6.9. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით ,,სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო”.
სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია მოვალის პასუხისმგებლობის ამაღლების მცდელობა. მოვალემ პირგასამტეხლოს თავის არიდების მიზნით კრედიტორის წინაშე ვალდებულება უნდა შეასრულოს ჯეროვნად და დროულად. ასევე მისი მიზანია ვალდებულების დაყოვნებით კრედიტორზე მიყენებული ზიანის კომპენსირება და დარღვეული უფლების აღდგენა. პირგასამტეხლოს მიზანი არაა კრედიტორის გამდიდრება მოვალის ხარჯზე. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობასაც იძლევა. პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. პირგასამტეხლოს შემცირების კანონისმიერი შესაძლებლობა ემსახურება სახელშეკრულებო ურთიერთობებში იმ სუსტი მხარის ინტერესების დაცვას, რომელიც ხელშეკრულებაზე ხელმოწერისას ვერ აცნობიერებს პირგასამტეხლოს შინაარსსა და მის თანმდევ სამართლებრივ, თუ ეკონიმიკურ შედეგებს. შესაბამისად, პირგასამტეხლოს შემცირებისას, მნიშვნელოვანია იმ გარემოების გათვალისწინება, თუ რამდენად აცნობიერებდა მითითებულ პირობას მხარე ხელშეკრულებაზე ხელის მოწერისას. ამდენად, თუ მხარე აღჭურვილია ადვოკატით, სამეწარმეო ურთიერთობებში გამოცდილი სუბიექტია და ა. შ. ივარაუდება, რომ ასეთ ვითარებაში შეთანხმებული პირგასამტეხლო, თუნდაც, შეუსაბამოდ მაღალი, შეესაბამება მხარეთა ნამდვილ ნებას და შემცირებას არ ექვემდებარება. განსახილველ შემთხვევაში სახელშეკრულებო ურთიერთობაში სახეზეა ე.წ. „სუსტი მხარე“, რომელიც ხელშეკრულების ხელმოწერისას ვერ აცნობიერებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ოდენობას.
სასამართლოს მიაჩნია, რომ პირგასამტეხლოდ გაანგარიშებული თანხის ოდენობა არ არის ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. პირგასამტეხლოს სახით ყოველდღიურად დავალიანების 0.1 %-ის დარიცხვა არაგონივრულია. თანასწორობის აღდგენისა და ბალანსის დადგენისათვის სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს პირგასამტეხლო 0.1 %-დან შემცირდეს 0,02 %-მდე. შესაბამისად მოპასუხეს პირგასამტეხლოს სახით სარჩელის აღძვრამდე პერიოდისათვის უნდა დაეკისროს 81 ლარი. ასევე 2016 წლის 9 ნოემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველდღიურად 0.44 ლარის გადახდა.
7.საპროცესო ხარჯები:
7.1„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
წინამდებარე შემთხვევაში საქმეზე გადასახდელი სახ. ბაჟის ოდენობა შეადგენს 100 ლარს. სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივად. სარჩელის დაკმაყოფილების გამო საქმეზე გადახდილი სახ. ბაჟის გადახდა უნდა დაეკისროს მოპასუხეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-244-ე, 247-249-ე, 257-258-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ს----------–----------------------–-----------–--–-ა - ქ----------------–-----------–--------------------–--------------–-------------–იის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივად.
2. ინდ. მეწარმე ს-------- ხ-------კს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს:
- სალიცენზიო შეთანხმებით გათვალისწინებული საავტორო ჰონორარის 2208.80 ლარის გადახდა;
- საავტორო ჰონორარის ვადაში გადაუხდელობის გამო პირგასამტეხლოს სახით 81 ლარის გადახდა;
- საავტორო ჰონორარის ვადაში გადაუხდელობის გამო 2016 წლის 9 ნოემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.44 ლარის გადახდა.
3. ინდ. მეწარმე ს-------- ხ-------კს სახელმწიფო ბაჟის სახით დაეკისროს 100 ლარის გადახდა.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: .ქუთაისი, ნიუპორტის ქ.№32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ქ.ბათუმი, ზუბალაშვილის ქ.№30) მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ.ბათუმი, ზუბალაშვილის ქ№30) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: გოჩა ფუტკარაძე