გადაწყვეტილება

სამოქალაქო 11.07.2018
საქმის ნომერი
010210016001644720
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
11.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

010210016001644720

2-3903/16

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

11/07/2018 წელი ქ. ბათუმი

შესავალი ნაწილი

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - გოჩა ფუტკარაძე

სხდომის მდივანი - ნინო ცინცაძე

მოსარჩელე - თ---------ე

წარმომადგენელი - ბ--–------------–-----–-------–---–ი

მოპასუხე - დ--–- დ------ე

წარმომადგენელი - რამინ პაპიძე

დავის საგანი - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

თ---------ემ სარჩელი აღძრა დ--–- დ------ის წინააღმდეგ და სასარჩელო განცხადებით მოითხოვა მოპასუხეს მის სასარგებლოდ დაეკისროს 70 000 ლარის გადახდა. მოსარჩელის წარმომადგენელი სარჩელს ასაბუთებს შემდეგი არგუმენტებით: ქ. ქ------–---–-------------–---------5-ში მდებარე უძრავი ქონება თ---------ის და დ--–- დ------ის თანასაკუთრებაა. ქონების 3/8 ნაწილი არის თ---------ის საკუთრება, ხოლო 5/8 ნაწილი არის დ--–- დ------ის საკუთრება. თანასაკუთრებაში არსებული შენობებს ჰქონდა ერთი საერთო კედელი. შენობის მარჯვენა მხარე ეკუთვნოდა მოსარჩელეს, მარცხენა მხარე მოპასუხეს. გარკვეული პერიოდის განმავლობაში თ---------ეს მოუხდა სამუშაოდ წასვლა, სწორედ ამ პერიოდში დ--–- დ------ემ მიმართა ქ------–--------------ას, წარადგინა საჯარო რეესტრის ამონაწერი, სადაც მესაკუთრედ მხოლოდ თვითონ იყო დაფიქსირებული. ქ------–--------------ას არ გაუმხილა, რომ ქონების ნაწილი ეკუთვნებოდა მოსარჩელეს და მოსთხოვა დემონტაჟი. ქ------–--------------ამ გასცა დემონტაჟის ნებართვა და მის საფუძველზე მოპასუხემ თ---------ის საცხოვრებელი სახლი დაანგრია და ააშენა სასტუმროს ტიპის შენობა. მიუხედავად იმისა, რომ საჯარო რეესტრის ამონაწერში ფიქსირდება, რომ მას აქვს უძრავი ქონება - შენობა ნაგებობა, მოსარჩელეს ასეთი ქონება აღარ აქვს იმდენად რამდენადაც მოპასუხემ მისი წილი ქონება დაანგრია და მიაყენა 70 000 ლარის ზიანი.

2. მოპასუხის პოზიცია:

2.1. მოპასუხე სარჩელს არ ცნობს. მისი წარმომადგენელი განმარტავს, რომ ქ. ქ------–---–-------------–---------5-ში მდებარე უძრავი ქონება შეიძინა ჯ----– მ-------ისაგან. ქონების შეძენისას თ---------ის საკუთრების უფლება საჯარო რეესტრში არ იყო რეგისტრირებული, შესაბამისად ის დარეგისტრირდა ამ მისამართზე მდებარე უძრავი ქონების ერთადერთ მესაკუთრედ. მიწის ნაკვეთში განთავსებული შენობები იყო ამორტიზირებული და არსებობდა მათი ჩამოშლის საფრთხე, რის გამოც მიმართა ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას და მოითხოვა დემონტაჟის ნებართვა. ადმინისტრაციული წარმოების შედეგად მიიღო ჯერ დემონტაჟის ნებართვა, შემდგე ახალი შენობის მშენებლობის ნებართვა და დანგრევის პირას მისულ შენობებს გაუკეთა დემონტაჟი და მის ადგილას ააშენა ახალი შენობა. ამტკიცებს, რომ მისი ქმედება არ არის მართსაწინააღმდეგო, შესაბამისად არ შეიძლება, რომ მას დაეკისროს შენობის დანგრევით მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.1.1. ქ. ქ------–---–-------------–---------5-ში მდებარე უძრავი ქონება 2011 წლამდე ეკუთვნოდა ბ---- ს-----------ეს. ქონება მისგან შეიძინა ჯ----– მ-------ემ, ხოლო 2012 წლის 15 მაისს მის მესაკუთრედ დარეგისტრირდა ლალი დ------ე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა განმარტებები.

- ტექაღრიცხვის ბარათი.ს.ფ. 19-20

- საჯარო რეესტრის ამონაწერი. ს.ფ. 14-16

- 2017 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილება.ს.ფ.103-116

 

3.1.2. უდაო ფაქტობრივი გარემოებაა, რომ 2013 წლის მაისის მდგომარეობით უძრავი ქონება მდებარე ქ. ქ------–---–-------------–---------5-ში საჯარო რეესტრში რეგისტრირებული იყო მხოლოდ დ--–- დ------ის საკუთრებად. ასევე მხოლოდ დ--–- დ------ე იყო ამავე ქონების მესაკუთრედ რეგისტრირებული 2014 წელშიც.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საჯარო რეესტრის ამონაწერი. ს.ფ. 14-16

 

3.1.3. ქ. ქ------–---–-------------–---------5-ში მდებარე უძრავი ქონების დ--–- დ------ესთან ერთად თანამესაკუთრედ ჟენია ამირბეგოვა (3/8 ნაწილის) დარეგისტრირდა 2015 წელში. ამავე წელს მისი სამართალმემკვიდრე გახდა თ---------ე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა განმარტებები.

- საჯარო რეესტრის ამონაწერი. ს.ფ. 14-16

- 2017 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილება.ს.ფ.103-116

 

3.1.4. უდაო ფაქტობრივი გარემოებაა ის, რომ დ--–- დ------ემ განცხადებით მიმართა ქ------–-----------–----–-------------------–ოს და მოითხოვა ქ. ქ------–---–-------------–---------5-ში მდებარე შენობების დემონტაჟი. 2013 წლის 19 ივნისს ქ------–-----------–----–-------------------–ოს თავჯდომრის ბრძანებით დ--–- დ------ემ მიიღო ქ. ქ------–---–-------------–---------5-ში მდებარე სახლის დემონტაჟის ნებართვა, რის საფუძველზეც დ--–- დ------ემ დაშალა დასახელებულ მისამართზე განთავსებული უძრავი ქონებები, მათ შორის ის ქონებაც, რომელიც შემდეგომში საკუთრებაში მიიღო მოსარჩელემ. ამჟამად საერთო საკუთრების მიწის ნაკვეთში მოსარჩელის შენობა-ნაგებობა არ დგას.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2013 წლის 19 ივნისის ქ------–-----------–----–-------------------–ოს თავჯდომრის ბრძანება. ს.ფ.21

- მხარეთა განმარტებები.

 

3.1.5. საქმის განხილვის მომემენტისათვის უძრავი ქონება მდებარე ქ. ქ------–---–-------------–---------5-ში წარმოადგენ თ---------ის და დ--–- დ------ის თანასაკუთრებას. 401 კვ.მ მიწის ნაკვეთის და 285.4 კვ.მ. შენობის 3/8 ნაწილი ეკუთვნის თ---------ეს, ხოლო 5/8 ნაწილი ეკუთვნის დ--–- დ------ეს. თ---------ეს

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საჯარო რეესტრის ამონაწერი. ს.ფ. 12-13

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. მხარეებს შორის ძირითადი სადაო ფაქტობრივი გარემოებაა:

- დ--–- დ------ის ნათესაური კავშირი ჯ----– მ-------ესთან, ასევე ჯ----– მ-------ის ნათესაური კავშირი ბ---- ს-----------ესთან.

- დ--–- დ------ის ინფორმირებულობა მასზედ, რომ ქონების შეძენის და დემონტაჟის დროს შეძენილი ქონების 3/8 ნაწილი და მასზედ განთავსებული შენობის ნაწილი ეკუთვნოდა სხვა პირს.

- ზიანის ოდენობა.

- ზიანის წარმოშობაში დ--–- დ------ის ბრალეულობა.

 

3.2.2. მხარეებს შორის სხვა გარემოებებიცაა სადაო, მაგრამ დავის გადაწყვეტისათვის ამ გარემოებების დადგენა გადამწყვეტი მნიშვნელობისაა.

3.2.3. სადაო ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით მხარეები იძლევიან ურთიერთსაწინააღმდეგო განმარტებებს. მათ მიერ დასახელებული ფაქტობრივი გარემოებები გამორიცხავენ ერთმანეთის არგუმენტებს. სასამართლო ორივე მხარის განმარტებას აფასებს თანაბარი მნიშვნელობის მტკიცებულებად. საბოლოოდ გაიზიარებს მხოლოდ იმ მხარის მიერ დასახელებულ ფაქტობრივ გარემოებებს, ვინც მტკიცებულებებით დაადასტურებს სარჩელში ან შესაგებელში მითითებული ფაქტების არსებობას.

 

3.2.4. სასამართლო განმარტავს, რომ ფაქტობრივი გარემოების სადაოობისას სასამართლო ხელმძღვანელობს შეჯიბრებითობის, დისპოზიციურობისა და თანასწორობის პრინციპით, რაც გულისხმობს მას, რომ საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების უტყუარად არსებობა. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე ფაქტების მტკიცების ტვირთი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განაწილებული უნდა იყოს იმგვარად, რომ ფაქტის მტკიცება ობიექტურად შესაძლებელი იყოს. მხარეს, რომელსაც დაეკისრება რომელიმე ფაქტის დამტკიცება, მისთვის ასეთი გარემოების დამტკიცება ობიექტურად შესაძლებელი უნდა იყოს. მხარეებს არ უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომლის დამტკიცებაც მისთვის ობიექტურად შეუძლებელია. წინამდებარე შემთხვევაში დ--–- დ------ის ნათესაური კავშირი ჯ----– მ-------ესთან, ასევე ჯ----– მ-------ის ნათესაური კავშირი ბ---- ს-----------ესთან, უნდა ამტკიცოს მოსარჩელემ. მოპასუხე ნათესაურ კავშირს უარყოფს. იქედან გამომდინარე, რომ არარსებობს ფაქტის არარსებობის მტკიცებულება, მოპასუხეს არ უნდა დაეკისროს ნათესაური კავშირის უარყოფის მტკიცებულების წარმოდგენა. ასევე მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს, რომ ქონების შეძენისა და დემონტაჟის დროს დ--–- დ------ემ იცოდა იმის შესახებ, რომ შეძენილი ქონების 3/8 ნაწილი და მასზედ განთავსებული შენობის ნაწილი ეკუთვნოდა სხვას. მანვე უნდა დაამტკიცოს ზიანის ოდენობა და მის წარმოშობაში დ--–- დ------ის ბრალეულობა. ამ გარემოების დამტკიცება შეიძლება ექსპერტიზის დასკვნით, ფაქტების კონსტანტაციის მასალებით, მოწმის ჩვენებით და სხვა მტკიცებულებით.

 

3.2.5. მტკიცების ტვირთის ამდაგვარი გადანაწილება არ გამორიცხავს მხარეთა უფლებას, წარმოადგინონ ის მტკიცებულებები, რომელიც არაა დაკავშირებული დაკისრებული მტკიცების ტვირთთან, მაგრამ დაკავშირებულია საქმის სადაო ფაქტობრივ გარემოებებთან. ამ გზით ისინი შეძლებენ მოწინააღმდეგე მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გაბათილებას. შესაბამისად სასამართლო მიიჩნევს, რომ მტკიცების ტვირთის ამდაგვარი გადანაწილება სრულებით შეესაბამება შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპს და სამართლიანი განაწილებაა.

3.2.6. 2016 წლის 20 ივნისის ექსპერტიზის დასკვნით დგინდება, რომ ქ. ქ------–---–-------------–---------5-ში მდებარე 1 კვ.მ მიწის ნაკვეთის ღირებულება შეადგენს 59 აშშ დოლარს. შესაბამისად 401 კვ.მ მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულება შეადგენს 51 553 ლარს.

იხ. 2016 წლის 20 ივნისის ექსპერტიზის დასკვნით ს.ფ.26-35

 

3.2.7. თ---------ის კუთვნილი შენობა ნაგებობა ქ. ქ------–---–-------------–---------5-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე აღარ დგას. ის დაანგრია მოპასუხემ. შენობის დანგრევის საფუძველია 2013 წლის 19 ივნისის ქ------–-----------–----–-------------------–ოს თავჯდომრის ბრძანება. თ---------ემ სარჩელი აღძრა დ--–- დ------ის და ქ------–-----------–----–-------------------–ოს წინააღმდეგ და მოითხოვა ბათილად იქნას ცნობილი ყველა ის ადმინისტრაციული აქტები, რომლიც საფუძლად დაედო ქ. ქ------–---–-------------–---------5-ში მდებარე შენობის დემონტაჟს და ახალი ნაგებობის აშენებას. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ადასტურებს მას, რომ შენობის დემონტაჟის თაობაზე მიღებული აქტები კანონიერია.

იხ. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილება ს.ფ.103-116

 

3.2.8. აუდიტორული ფირმა ,,ს--–----ს“ 2018 წლის 13 ივნისის დასკვნით ქ. ქ------–---–-------------–---------5-ში მდებარე 107 კვ.მ ფართის ხის ძველი კოტეჯი შეიძლება ერთ დამსვენებელზე 1 ღამით გაქირავდეს 15 ლარიდან 30 ლარამდე ფასად.

იხ. აუდიტორული ფირმა ,, ს--–----ს“ 2018 წლის 13 ივნისის დასკვნა.

3.2.9. როგორც ზემოთ ვთქვით სადაოა დ--–- დ------ის ნათესაური კავშირი ჯ----– მ-------ესთან, ასევე ჯ----– მ-------ის ნათესაური კავშირი ბ---- ს-----------ესთან. ასევე სადაოა დ--–- დ------ის ინფორმირებულობა მასზედ, რომ ქონების შეძენისა და დემონტაჟის დროს მისთვის ცნობილი იყო, რომ ამ ქონების 3/8 ნაწილი და მასზედ განთავსებული შენობის ნაწილი ეკუთვნოდა სხვა პირებს. დასახელებული გარემოებები, ფაქტობრივი გარემოებაა. მათი არსებობა უნდა დასტურდებოდეს კონკრეტული მტკიცებულებებით. მოსარჩელემ ამ გარემოების ძირითად მტკიცებულებად წარმოადგინა ზეპირი განმარტება. მოსარჩელემ მოპასუხის ზეპირი განმარტება, თავისი ზეპირი განმარტებითვე უარყო. სასამართლო განმარტავს, რომ მხარეთა ზეპირი განმარტებაც მტკიცებულებაა (საქ. სსკ-ის 102-ე მუხლი). მხარეებს უფლება აქვთ ზეპირად ამტკიცონ ესა თუ ის გარემოება, მაგრამ გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზეპირი განმარტებით ფაქტების მტკიცების უფლება აქვს ორივე მხარეს. მოსარჩელეს შეუძლია ზეპირად უარყოს მოსარჩელის მიერ გადმოცემული ფაქტები, და პირიქით. ზეპირი განმარტებით გადმოცემული ფაქტები მაშინ ითვლება დადგენილად და დადასტურებულად, როდესაც მხარეები მას ადასტურებენ და სადაოდ არ ხდიან. თუ ზეპირი განმარტებით გადმოცემული ფაქტი, მხარეებისათვის სადაოა, მაშინ ის აღარ წარმოადგენს სათანადო მტკიცებულებას. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია გაცხადებული ფაქტები დასტურდებოდს ზეპირ განმარტებაზე უფრო მყარი მტკიცებულებით. ზეპირად ნებისმიერ პირს, ნებისმიერი ფაქტის გადმოცემა შეუძლია, მაგრამ მთავარი ის კი არაა მან რა თქვა, არამედ მთავარია რამდენად სარწმუნოა მისი განმარტება. ამიტომ თითოეული ზეპირი განმარტება უნდა მტკიცდებოდეს სხვა უფრო მყარი მტკიცებულებით. ანუ აუცილებელია გამოყენებული იქნას მტკიცების უფრო მაღალი სტანდარტი, ვიდრე ზეპირი განმარტების სტანდარტია. ამ გარემოებათა დადასტურებისათვის მოსარჩელეს თავისი ზეპირი განმარტების გარდა სხვა მტკიცებულება არ წარმოუდგენია, შესაბამისად მან ვერ შესძლო მტკიცების საპროცესო ვალდებულების შესრულება და დამტკიცება იმ გარემოებისა, რომ:

- დ--–- დ------ე - ჯ----– მ-------ის ნათესავია;

- ჯ----– მ-------ე ბ---- ს-----------ის ნათესავია;

- ქონების შეძენისა და დემონტაჟის დროს დ--–- დ------ემ იცოდა იმის შესახებ, რომ შეძენილი ქონების 3/8 ნაწილი და მასზედ განთავსებული შენობის ნაწილი ეკუთვნოდა სხვა პირს.

ზეპირი განმარტება არაა საკმარისი ამ ტიპის ფატქების დადასტურებისათვის, რის გამოც მოსარჩელის აღნიშნული არგუმენტები სასამართლომ არ გაიზიარა.

 

3.2.10. სასამართლო მიიჩნევს, რომ ცალკე ყურადღებას იმსახურებს დ--–- ი------ის საკუთრების დამადასტურებელი - საჯარო რეესტრის ამონაწერები. 2012-2014 წლების მდგომარეობით ქ. ქ------–---–-------------–---------5-ში მდებარე მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ რეგისტრირებული იყო მხოლოდ დ--–- დ------ე. მოსარჩელე ან მისი წინამორბედი მესაკუთრე, ამ ქონების მესაკუთრეებად საჯარო რეესტრში 2015 წლამდე რეგისტრირებულები არ იყვენ. მართალია სხვა პირის საკუთრების უფლება ტექაღიცხვის მასალებში იყო აღნიშნული, მაგრამ აღნიშნული საჯარო რეესტრის ამონაწერში არ ჩანდა. საკუთრების უფლება წარმოიშობა უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ. რეგისტრირებულ მონაცემებს აქვს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია და ითვლება, რომ უძრავი ქონების მესაკუთრე არის ის სუბიექტი, ვინც მესაკუთრედაა რეგისტრირებული. მისი მესაკუთრედ რეგისტრაცია ნამდვილია მანამ, სანამ არ დადგინდება რეგისტრირებული მონცემების უსწორობა. არის შემთხვევები, როცა მესაკუთრეებს წინდახედულობა მოეთხოვებათ. ერთერთი ასეთი მომენტია მესაკუთრის შესახებ ჩანაწერის შემოწმება. დ--–- დ------ე საჯარო რეესტრის ჩანაწერებით ვერ მიხვდებოდა, რომ მის გარდა ქონებას სხვა მესაკუთრეც ჰყავდა. თუ დ--–- დ------ე - ჯ----– მ-------ის ნათესავია, ხოლო თუ ჯ----– მ-------ე ბ---- ს-----------ის ნათესავია და ამასთან ბ---- ს-----------ეს ან ჯ----– მ-------ეს რაიმე კავშირი აქვთ მოსარჩელის საკუთრებასთან და თუ მათ იცოდნენ მოსარჩელის საკუთრების შესახებ, მაშინ თეორიულად დასაშვებია იმ აზრის განვითარება, რომ დ--–- დ------ემ იცოდა, რომ ტექბიუროში რეგისტრირებული იყო სხვა პირთა საკუთრებაც, მაგრამ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება ნათესაური კავშირი და ასევე დ--–- დ------ის ინფორმირებულობა სხვა პირთა საკუთრების შესახებ.

 

3.2.11. შემდეგი მნიშვნელოვანი გარემოებაა ზიანის წარმოშობაში დ--–- დ------ის ბრალეულობა. ფაქტია, რომ მისი კუთვნილი ქონება დაინგრა ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე. მოსარჩელემ მისი კანონიერება სადაო გახადა, მაგრამ სასამართლომ ვერ დაადგინა ამ აქტების უკანონობა და მიიჩნია, რომ დემონტაჟის თაობაზე მიღებული აქტები კანონიერია. მიუხედავად ამისა სასამართლო მიიჩნევს, რომ ზიანი დადგა მოპასუხის ქმედებით. დემონტაჟის ინიციატორი მოპასუხე და იყო და მანვე შეასრულა ყველა ის მოქმედება, რაც აუცილებელი იყო ქონების დასანგრევად. შესაბამისად სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოპასუხის ქონება დაინგრა მოპასუხის აქტიური ქმედების შედეგად. ეს ქმდება არის თუ არა იმ კატეგორიისა, რომ მოსარჩელეს აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი, ეს საკითხი სამართლებრივი შეაფსების კატეგორიისაა და მასზე სასამართლო იმსჯელებს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

წარმოდგენილი მტკიცებულებათა განხილვისა და შემოწმების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

_ საქართველოს კონსტიტუცია

-- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.

-- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება:

6.1. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს”.

უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.

 

მოსარჩელე ამტკიცებს, რომ მოპასუხემ დაანგრია მისი კუთვნილი შენობა და ამ გზით მას მიაყენა 70 000 ლარის ზიანი. მოპასუხე ზიანს არ ანაზღაურებს, რითაც არღვევს მის უფლებებს. სასამართლო განმარტავს, რომ თუ მოპასუხის ვალდებულებაა ზიანის ანაზღაურება, მაშინ მოპასუხის ქმედებები უნდა შეფასდეს მოსარჩელის უფლებების დარღვევად. შესაბამისად მას უფლება აქვს დარღვეული უფლების აღდგენა მოითხოვოს სასარჩელო წესით. ანუ სარჩელი აღძრას და მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

 

6.2. მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხემ გადაუხადოს თანხა. სასამართლო განმარტავს, რომ თანხის გადახდას აუცილებლად სჭირდება შესაბამისი ვალდებულების არსებობა (საქართველოს სსკ-ის 317-ე მუხლის პირველი ნაწილი). ვალდებულება ისეთი სამართლებრივი ბორკილია, რომელიც ვალდებულების მონაწილე სუბიექტს აიძულებს რაიმე მოქმედების შესრულებას, ან ასეთი მოქმედების შესრულებისაგან თავის შეკავებას. იმისათვის, რომ მოსარჩელეს გააჩნდეს მოთხოვნის უფლება, საჭიროა ის ვალდებულებით ურთიერთიერთობაში იყოს მოპასუხესთან. ანუ მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მისი მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კიდე კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. სხვისი ქონების დაზიანება ვალდებულების წარმოშობის ერთერთი საფუძველია. ამიტომაც მხარეთა ურთიერთობა წარმოადგენს დელიქტის საფუძველზე წარმოშობილ ვალდებულებას.

 

მოსარჩელე მიუთითებს დელიქტურ ვალდებულებაზე, ანუ ქონების დაზიანებით მიყენებულ ზიანზე. დელიქტი ცნობილი იყო სამართლის განვითარების უძველეს პერიოდებშიც. დელიქტი ისეთი აკრძალული ქმედება იყო, რომელიც ვალდებულების წარმოშობას იწვევდა. ყოველგვარი დელიქტი გულისხმობდა:

ა) მართლსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელებას. მართლსაწინააღმდეგო ქმედება უნდა შეიცავდეს, ზოგადი წესით, dolus (ფარული, ბოროტი განზრახვა), ხოლო ერთ შემთხვევაში (damnum iniuria damnum) – culpa-ს (გაუფრთხილებლობა, გაუფრთხილებელი ბრალი, გაუფრთხილებელი გადაცდომა); დელიქტუნარიანი შეიძლებოდა ყოფილიყო მხოლოდ შერაცხადი პირი;

ბ) delictum რაიმე ადამიანური სიკეთის ხელყოფას ან დაზიანებას გულისხმობდა (სხეული, თავისუფლება, ქონება, პატივი და ღირსება). delictum, როგორც კერძო ხასიათის სამართალდარღვევა, დაზარალებულის მხარეზე ორგვარი ხასიათის ინტერესს წარმოშობდა: ზიანის მიმყენებლის დასჯის სურვილსა და მიყენებული ზარალის ანაზღაურების აუცილებლობას. აქედან გამომდინარე, exdelicto-დან კრედიტორი ფლობდა ორ მოთხოვნას, რომლებიც, კუმულაციურად, ორი ტიპის სარჩელებით იყო დაცული: საჯარიმო სარჩელით (actio poenalis) და არასაჯარიმო სარჩელით (action rei persucutoria), რომლის მეშვეობით ხდებოდა ქონებრივი ინტერესის დაკმაყოფილება. ამდენად დელიქტური ვალდებულება არ წარმოადგენს სიახლეს. უძველესი პერიოდიდან მოყოლებული სხვისი ქონებისადმი ზრუნვის ვალდებულება არსებობდა. სხვისი ქონების ხელმყოფს კანონი ავალდებულებდა აენაზღაურებინა ზიანი. ანალოგიური პრინციპია დღესაც.

 

6.3. მოსარჩელის მოთხოვნა გამომდინარეობს საქართველოს სამოქალქო კოდექსის 992-ე მუხლის საფუძვლიდან. კერძოდ „პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი”.

სასამართლო განმარტავს, რომ ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისათვის აუცილებელია ერთდროულად არსებობდეს რამოდენიმე პირობა. კერძოდ:

- მოპასუხის ქმედება უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო.

- მართლწინააღმდეგობა გამოწვეული უნდა იყოს განზრახი ან გაუფრთხილებელი ქმედებით.

- მართლსაწინააღმდეგო ქმედებას უნდა მოჰყვეს ზიანი,- მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი.

საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისათვის შესაფასებელია არსებობს თუ არა ზიანი და იგი გამოწვეულია თუ არა მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ქმედებით, მართლწინააღმდეგობა გამოწვეულია თუ არა მოპასუხის განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით, ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის არის თუ არა მიზეზობრივი კავშირი.

 

6.4. ქმედება (ან უმოქმედობა) მართლსაწინააღმდეგოა, თუ სუბიექტის მოქმედება არ შეესაბამება სამართლის ნორმებით დადგენილ წესს და ეწინააღმდეგება მას. კანონი იცავს სამართლით რეგულირებულ და დაცულ საზოგადოებრივ ურთიერთობებს. მართლსაწინააღმდეგო ქმედებით შესაძლებელია ზიანი მიადგეს საზოგადოებისა და ცალკეული პიროვნების კანონით დაცულ ფასეულობას, საკუთრებას, სახელმწიფოს ან საზოგადოებას მთლიანად და იწვევს იურიდიულ პასუხისმგებლობას. მოქალაქეთა პირადი და ქონებრივი უფლებების ხელყოფა მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგია და ამისათვის გათვალისწინებულია სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობა. პირი, რომელიც სხვას მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. იმისათვის, რომ მოპასუხის მოქმედება ჩაითვალოს მართლსაწინააღმდეგოდ, უპირველესად უნდა დადგინდეს მისი მოქმედება კანონით დადგენილ რომელ წესს ეწინააღმდეგება.

 

6.5. სასამართლომ დაადგინა, რომ საქმის განხილვის მომემენტისათვის უძრავი ქონება მდებარე ქ. ქ------–---–-------------–---------5-ში, წარმოადგენს თ---------ის და დ--–- დ------ის თანასაკუთრებას. 401 კვ.მ მიწის ნაკვეთის და 285.4 კვ.მ. შენობის 3/8 ნაწილი ეკუთვნის თ---------ეს, ხოლო 5/8 ნაწილი ეკუთვნის დ--–- დ------ეს. თ---------ის კუთვნილი შენობა-ნაგებობა თანასაკუთრების მიწის ნაკვეთზე აღარ დგას. უდაოა, რომ ასეთი შენობა იდგა, მაგრამ მას დემონტაჟი გაუკეთა მოპასუხემ. მან განცხადებით მიმართა ქ------–-----------–----–-------------------–ოს და მოითხოვა ქ. ქ------–---–-------------–---------5-ში მდებარე შენობების დემონტაჟი. ადმინისტრაციული წარმოებით დადგინდა, რომ შენობა ნაგებობა ექვემდებარეობდა დემონტაჟს. მისი დემონტაჟის უფლება ჰქონდა დ--–- დ------ეს და 2013 წლის 19 ივნისს ქ------–-----------–----–-------------------–ოს თავჯდომრის ბრძანებამ დ--–- დ------ე აღჭურვა ქ. ქ------–---–-------------–---------5-ში მდებარე სახლის დემონტაჟის უფლებით, რის საფუძველზეც დ--–- დ------ემ დაშალა დასახელებულ მისამართზე განთავსებული უძრავი ქონებები, მათ შორის ის ქონებაც, რომელიც შემდეგომში საკუთრებაში მიიღო მოსარჩელემ. სასამართლო მიიჩნევს, რომ დ--–- დ------ეს არ შეიძლება სცოდნოდა შენობებზე სხვა პირთა პრეტენზიის შესახებ. იგი არც ადმინისტრაციული წარმოების დროს არ გამოკვეთილა, რის გამოც მისი ქმედება არაა მართლსაწინააღმდეგო. დ--–- დ------ე ვალდებული იყო არსებული შენობის დემონტაჟი და ახალი მშენებლობის დაწყება, შეესაბამებინა ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №59 დადგენილების მოთხოვნებს. მოპასუხემ დემონტაჟის განხორციელებისას სრულად დაიცვა, როგორც ამ ნორმატიული აქტის ასევე სხვა ნორმატიული აქტების მოთხოვნებიც. შესაბამისად მისი ქმედება არაა მართლსაწინააღმდეგო განზრახი ან უხეში ბრალეული ქმედების შედეგი.

 

6.6. სასამართლო განმარტავს, რომ სამართალწარმოების მიზნის მისაღწევად სავალდებულოა, სასამართლომ საქმის განხილვის მარეგულირებელი პროცესუალური წესების დაცვით, მხარეების მიერ მითითებული ფაქტებისა და გარემოებების სწორი სამართლებრივი ანალიზის გზით, დაადგინოს მოსარჩელის მოთხოვნის მართებულობა. საფუძვლიანია თუ არა სარჩელი, დამოკიდებულია რამდენიმე პირობის არსებობაზე, მათ შორის უპირველესად უნდა მოიძებნოს სამართლის ნორმა, რომელიც მიესადაგება განსახილველ შემთხვევას. მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის დადგენის შემდეგ უნდა მოხდეს შემოწმება, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები პასუხობს თუ არა გამოსაყენებელი ნორმის აბსტრაქტულ ელემენტებს (შემადგენლობას). მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის განსაზღვრა სასამართლოს პრეროგატივაა, მატერიალური სამართლის ნორმიდან გამომდინარე კი, სასამართლომ თავადვე უნდა დაადგინოს დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტების (მტკიცების საგანში შემავალი ფაქტების) ამომწურავი წრე, რათა მას არ მოუწიოს იმ გარემოებათა დადგენა, რომლებსაც საქმისათვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვთ, და პირიქით, რათა მთელი სამართალწარმოება საძიებელ ფაქტებზე იქნეს ორიენტირებული. წინამდებარე დავაში შესაძლებელია დელიქტური ვალდებულების თითოეულ ნიშანს ჰქონდეს დიდი თეორიული და პრაქტიკული მნიშვნელობა, მაგრამ ერთერთი კომპონენტის არარსებობა გამორიცხავს დელიქტურ ვალდებულებას. შესაბამისად ზიანის არსებობისა და მიზეზობრივი კავშირის კვლევა და მათი სამართლებრივი შეფასება, დავის გადაწყვეტისათვის ნიშვნელოვანი აღარაა. როგორც ზემოთ განვმარტეთ დელიქტურ ვალდებულებას წარმოშობს ერთდროულად შემდეგი კომპონენტები:

- მოპასუხის ქმედების უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგობა;

- მართლწინააღმდეგო ქმედების განზრახი ან გაუფრთხილებელი ხასიათი;

- მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგი - ზიანი;

- მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირი.

სასამართლომ პირველი ნიშნის ანალიზით დაადგინდა, რომ არარსებობს დ--–- დ------ის მართლსაწინააღმდეგო ქმედება. მართალია ზიანი დადგა მისი ქმედებით, მაგრამ ეს ქმედება არ ატარებს განზრახი ან უხეში მართლსაწინააღმდეგო ქმედების ხასიათს, რის გამოც არარსებობს ზიანის ანაზღაურების საფუძველი. შესაბამისად სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

7. საპროცესო ხარჯები:

7.1. სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც, ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს სარჩელზე დავის საგნის (სადავო თანხის) ღირებულების 3%_ს, მაგრამ არანაკლებ 100 (ასი) ლარისა, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა პირველი ინსტანციის სასამართლოში იურიდიული პირებისათვის არ უნდა აღემატებოდეს – 5 000 ლარს.

 

წინამდებარე საქმეზე სახ. ბაჟის ოდენობა გაანგარიშებული უნდა იქნას საქ. სსკ-ის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” პუნქტისა და ამავე კოდექსის 41-ე მუხლის ,,ა” პუნქტის მოთხოვნათა დაცვით. სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელზე გადასახდელი სახ. ბაჟის ოდენობა შეადგენს 2100 ლარს. სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რის გამოც ბაჟის გადახდა უნდა დაეკისროს მოსარჩელეს. მას ბაჟი წინასწარ აქვს გადახდილი.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არაა გამოყენებული.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-244-ე, 247-249-ე, 257-258-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. თ---------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

2. საქმეზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი:ქ.ქუთაისი, ნიუპორტის ქ.№32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ქ.ბათუმი, ზუბალაშვილის ქ.№30) მეშვეობით.

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ.ბათუმი, ზუბალაშვილის ქ№30) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

მოსამართლე: გოჩა ფუტკარაძე