განაჩენი

სისხლის სამართლის 08.08.2018
საქმის ნომერი
140100118002477556
თარიღი
08.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 140100118002477556

საქმე №1/202-18

გორის რაიონული სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

7 აგვისტო, 2018 წელი ქ. გორი

 

გორის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე გოგა კუპრეიშვილი

სხდომის მდივანი თამარ მაზანაშვილი

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - ო----- ხ--------–---–ი

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - ვ-–-------- ზ-------- ძე მ-----–---–ი - დაბადებული 1----–-–---------–---- საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: გორის რაიონის სოფელი შ------ში, ფაქტობრივად მცხოვრები: გორის რაიონის სოფელ შ------ში.

 

ადვოკატი - მარიამ ი------–---–ი

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი.

 

დისპოზიცია: ოჯახში ძალადობა, ე. ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11,1 1511-ე მუხლის პირველი ნაწილი.

 

დისპოზიცია: მუქარა, ე. ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

სხდომის სახე - სასამართლომ სისხლის სამართლის საქმე განიხილა ღია სასამართლო სხდომაზე.

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

2018 წლის 18 აპრილს, დაახლოებით 22:30 საათზე, გორის რაიონის სოფელ შ------ში მდებარე ვ-–-------- მ-----–---–ის საცხოვრებელ სახლში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ვ-–-------- მ-----–---–მა, შელაპარაკების ნიადაგზე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირს - ფ------ მ-----–---–ს ყელში მოუჭირა ხელები და ორივე ხელი დაარტყა ზურგის არეში, ამასთან სახლის მეორე სართულიდან ჩამოსასვლელ კიბეებთან ბეჭებზე დაარტყა მუშტები და წააქცია. აღნიშნულის შედეგად ფ------ მ-----–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის დაზიანება.

 

2018 წლის 19 აპრილს, დაახლოებით 16:00 საათზე, ფ------ მ-----–---–ის საცხოვრებელი სახლის ეზოში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფი ვ-–-------- მ-----–---–ი, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირს - ფ------ მ-----–---–ს, დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

სასამართლო გადაწყვეტილება, კერძოდ, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. განაჩენის დადგენისას, სასამართლო ვალდებულია იხელმძღვანელოს გამოკვლევის გარეშე მიღებული მტკიცებულებებით, მხოლოდ პრეიუდიციის არსებობის შემთხვევაში.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველის ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, „გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან.“ ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, პრეიუდიუციულად დადგენილი გარემოება (ფაქტი) დამატებით მტკიცებას არ საჭიროებს და გონივრულობის თვალსაზრისით, არც დავას ექვემდებარება. შესაბამისად, საპროცესო ეკონომიის გათვალისწინებით, მხარეებიც მტკიცებითი პროცედურებისგან თავისუფლდებიან.

 

საქმის არსებითი განხლვის სხდომაზე, საქმეში არსებული მტკიცებულებები დაცვის მხარემ შუამდგომლობის საფუძველზე, უდავოდ მიიჩნია. შესაბამისად, განაჩენის დადგენისას, სასამართლო ვალდებულია სამართლებრივი მსჯელობა წარმართოს უდავო მტკიცებულებათა ფარგლებში.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქმის არსებით განხილვაზე მტკიცებულებათა გამოკვლევის გარეშე მიღების მიუხედავად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსამართლე ვალდებულია გაითვალისწინოს მტკიცებულებათა შეფასების კრიტერიუმები, კერძოდ, „მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით.“ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე - ბარბერა, მესაგე და ჯაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ აღნიშნა, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა, ხოლო საქმეზე ბელიჩე რუსეთის წინააღმდეგ, განმარტა, რომ ევროპულ სასამართლოსთან შედარებით ეროვნული სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, რადგან მას აქვს უპირატესი შესაძლებლობა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები ან განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მტკიცებულებები განხილული უნდა იქნას (შეფასდეს) დადგენილი სტანდარტის (რელევანტურობა, დასაშვებობა და უტყუარობა) ფარგლებში და დადგინდეს შესაბამისი ფაქტების არსებობა ბრალდებით წარდგენილი დანაშაულის დისპოზიციურ შემადგენლობასთან, კერძოდ:

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის სუბიექტია ბრალდებულის ოჯახის წევრი. ამავე კოდექსის მე-111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოვიან ერთიან საოჯახო მეურნეობას. მოცემულ საქმეზე, დაზარალებულ ფ------ მ-----–---–ის ჩვენებით დგინდება, რომ იგი ბრალდებულის არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლეა, რაც ასევე დასტურდება ვ-–-------- მ-----–---–ის განმარტებითაც. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ფ------ მ-----–---–ი, ბრალდებულ ვ-–-------- მ-----–---–ის ოჯახის წევრია.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მიზნებისათვის, ძალადობა შეიძლება გამოიხატოს ძალმომრეობით აქტში და შესაძლებელია განხორციელდეს სხვადასხვა ფორმით, მათ შორის ხელების ყელში მოჭერით, ორივე ხელის ზურგის არეში და მუშტების ბეჭებში დარტყმით. აღსანიშნავია, რომ ოჯახში ძალადობის ცნებას არ განმარტავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი. შესაბამისად, ვინაიდან 1261-ე მუხლის ნორმის დისპოზიცია ბლანკეტური ხასიათისაა, სასამართლო მიმართავს „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონს, რომლის მე-3 მუხლის მიხედვით, „ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით,“ ხოლო ამავე კანონის მე-4 მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად, ფიზიკური ძალადობა არის ცემა, წამება, ჯანმრთელობის დაზიანება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ფიზიკურ ტკივილს ან ტანჯვას; ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობა, რაც იწვევს მსხვერპლის ჯანმრთელობის დაზიანებას ან სიკვდილს.“

 

განსახილველ საქმეზე, ბრალდებულის მიერ დაზარალებულის მიმართ ხელების ყელში მოჭერით, ორივე ხელის ზურგის არეში და მუშტების ბეჭებში დარტყმის ფაქტი მხარეთა შორის დავის საგანს არ წარმოადგენს. აღნიშნული დადასტურებულია, მოწმეების: ვ------- მ-----–---–ის, ირაკლი ქ-------ა და გიორგი ლ----–---–ის გამოკითხვის ოქმებით, დაზარალებულ ფ------ მ-----–---–ის გამოკითხვის ოქმით, ბრალდებულ ვ-–-------- მ-----–---–ის გამოკითხვის ოქმით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ფ------ მ-----–---–ის კუთვნილი ტანსაცმლის დათვალიერების ოქმით, ვ-–-------- მ-----–---–ის ბრალდებულის სახით დაკავების ოქმით, ნარკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით და სხვა უდავო მტკიცებულებების ერთობლიობით. შესაბამისად, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ბრალდებულმა ვ-–-------- მ-----–---–მა ხელების ყელში მოჭერით, ორივე ხელის ზურგის არეში და მუშტების ბეჭებში დარტყმის ფორმით ჩაიდინა ძალადობა ფ------ მ-----–---–ის მიმართ, რომელიც საქმეში არსებული მასალების მიხედვით მისი მეუღლეა.

 

ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ

კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის ობიექტური შემადგენლობა გულისხმობს ძალადობის შედეგად გამოწვეულ ფიზიკურ ტკივილს, რაც დროსაც აუცილებელია მიზეზობრივი კავშირის არსებობა ბრალდებულის ქმედებასა და შედეგს შორის.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-8 მუხლის მიხედვით, „თუ ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით დანაშაული მხოლოდ მაშინ ითვლება დამთავრებულად, როდესაც ქმედებამ მართლსაწინააღმდეგო შედეგი გამოიწვია ან ასეთი შედეგის განხორციელების კონკრეტული საფრთხე შექმნა, აუცილებელია მიზეზობრივი კავშირის დადგენა ამ ქმედებასა და შედეგს ან საფრთხეს შორის. მიზეზობრივი კავშირი არსებობს მაშინ, როდესაც ქმედება წარმოადგენდა ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო შედეგის ან კონკრეტული საფრთხის აუცილებელ პირობას, ურომლისოდაც ამჯერად ეს შედეგი არ განხორციელდებოდა ან ასეთი საფრთხე არ შეიქმნებოდა.“ საქმეში არსებული უდავო მტკიცებულებების, ასევე, სასამართლო სხდომაზე გამოხატული პოზიციის (განმარტების) მიხედვით ბრალდებულმა თავი დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სრულად დაეთანხმა მტკიცებულებებში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებს. ამასთან, სასამართლო მხედველობაში იღებს დაზარალებულ ფ------ მ-----–---–ის ჩვენებას, სადაც აღნიშნულია, რომ დარტყმის შედეგად განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი (ს. ფ. 4-7). აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ დაზარალებულ ფ------ მ-----–---–ის მიმართ განხორციელებული ძალადობის დროს ადგილი ჰქონდა ფიზიკური ტკივილის განცდას და შეგედობრივად, აღნიშნულ ძალადობას არ მოჰყოლია ჯანმრთელობის მძიმე, ნაკლებად მძიმე და მსუბუქი ხარისხის დაზიანება, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით.

 

სიცოხლის მოსპობის მუქარა მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან

გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილი აწესებს სასჯელს მუქარისთვის. სასამართლო განმარტავს, რომ მუქარა სპეციფიკურ დანაშაულს წარმოადგენს. ის ძალიან ახლოს დგას განზრახვის გამომჟღავნებასთან, ვინაიდან მუქარის შემთხვევაში სუბიექტის ქმედება ძირითადად გამოიხატება საუბარში, თუმცა მას შეიძლება თან ახლდეს უარყოფითი ემოციების გამოხატვა, გარკვეული ქმედებებიც, საერთო დაძაბული ფონი, წარსულში რაიმე ფაქტები და ა. შ. როგორც ცნობილია, სისხლის სამართალი ქმედების სამართალია, რაც იმას ნიშნავს, რომ ისჯება არა განზრახვის გამომჟღავნება, არამედ ქმედების ჩადენა, თუმცა კანონმდებელმა მუქარა იმდენად საშიშად და საფრთხის შემცველად მიიჩნია, რომ საწყის ეტაპზევე მისი დასჯადობა დააწესა, მიუხედავად იმისა, განხორციელდება თუ არა ის რეალურად. აღნიშნულით კონკრეტული ფიზიკური აქტის განხორციელებამდე დაიცვა კონსტიტუციით დაცული სიცოცხლე (განსახილველ საქმეში ადგილი ჰქონდა სიცოცხლის მოსპობის მუქარას). მიუხედავად იმისა, რომ მუქარა ჰგავს განზრახვის გამომჟღავნებას, ის მაინც ვერ მიიჩნევა ასეთად და სინამდვილეში სსკ-ის 151-ე მუხლი განზრახვის გამომჟღავნების ფარგლებს სცდება, რის გამოც ასევე გამართლებულია მისი დანაშაულად აღიარება. კერძოდ, ერთი მხრივ, ის გულისხმობს არა ნებისმიერ მუქარას, არამედ მხოლოდ სიცოცხლის სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მიმართ არსებულს მუქარას, რა დროსაც დაცულია უმაღლესი ღირებულებები. მეორე მხრივ, აღნიშნული ნორმის შემადგენლობა დაფუძნებული არ არის ზოგადად რაიმე იდეის გამომჟღავნებაზე, არამედ მუქარა გარეგნულად ისეთი ფორმითაა გამოხატული და მას ისეთი ფონი ერთვის, რომ მუქარის ადრესატს ამ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში უჩნდება, შედეგად კი დაზარალებულს ერღვევა მყუდროება, იგი კარგავს სიმშვიდეს. ამდენად, ამ ეტაპზევე მუქარას გარკვეული უარყოფითი შედეგები მოჰყვება.

 

საქმეში არსებული უდავო მტკიცებულებების, ასევე, სასამართლო სხდომაზე გამოხატული პოზიციის (განმარტების) მიხედვით ბრალდებულმა თავი დამნაშავედ ცნო მუქარაში, სრულად დაეთანხმა მტკიცებულებებში ასახულ ფაქტობრივ გარემოებას. დაზარალებულ ფ------ მ-----–---–ის ჩვენების მიხედვით, ბრალდებული მას დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რაც გამოიხატა სიტყვიერი ფორმით, რომ მას მოკლავდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ვ-–-------- მ-----–---–ი შემთხვევის დროს ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა და ამ დროს გამოვლენილი აგრესიის შესაბამისად, დაზარალებულს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში გაუჩნდა. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებულის მიერ მუქარა განხორციელდა ოჯახის წევრის მიმართ, რაც სრულად შეესაბამება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლის შენიშვნაში მითითებულ სუბიექტს, კონკრეტულად არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ წარდგენილი ბრალდებისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11,1 1511-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული კვალიფიკაცია, მართებულია.

 

სასამართლო ასევე განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია არა მარტო მუქარის განხორციელება, არამედ ისიც, რომ იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდეს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ამდენად, მუქარა ისეთი ფორმით, ისეთ ვითარებაში და ისეთი პირის მიერ უნდა იყოს წარმოთქმული, რომ მუქარის მსხვერპლს საფუძვლიანად გაუჩნდეს მისი განხორციელების შიში. ასეთი შიშის განცდა დადასტურებულია განსახილველ სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულის ჩვენებასთან ერთად სხვა მოწმეთა ჩვენებებით და უდავო მტკიცებულბებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ვ-–-------- მ-----–---–მა ოჯახის წევრის - მეუღლის ფ------ მ-----–---–ის მიმართ განახორციელა მუქარა, რა დროსაც დაზარალებულ ფ------ მ-----–---–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული ანუ მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი, უნდა იყოს აშკარა ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა პირდაპირ და ცალსახად უნდა ადგენდეს ფაქტებს და პირის ბრალეულობას, სწორედ ამ პირის მიერ დანაშაულის ჩადენის, მოტივს, მიზანს, განზრახვას და ა. შ. გარდა ამისა, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს დამაჯერებელი ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და უტყუარი მტკიცებულებები უნდა იყოს დამაჯერებელი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრული ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩამდენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი აწესებს სასჯელს ოჯახში ძალადობისთვის, ე. ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით (პრეიუდიციულად მიჩნეული ფაქტებით), გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდა ბრალდებულ ვ-–-------- მ-----–---–ის მიერ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენა, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

რაც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით გათვალისწინებულ ქმედებას, უნდა აღინიშნოს მუქარა მატერიალური, შედეგიანი დანაშაულია, რაც თავისთავად გულისხმობს მიზეზობრივი კავშირის არსებობას ბრალდებულის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ის რომ სიცოცხლის მოსპობის თაობაზე ბრალდებულის მხრიდან აგრესიული ქმედებით დაზარალებულს შეექმნა მუქარის განხორციელების რეალური საფრთხის შეგრძნება, დადასტურდა საქმეში არსებულს მოწმეების ჩვენებებით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სუბიექტურ მხრივ მუქარა ჩადენილია განზრახვით. მუქარის მოტივს კვალიფიკაციისთვის მნიშვნელობა არა აქვს. ამ დანაშაულის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუვალობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება. დანაშაული დამთავრებულია მაშინ, როცა მუქარის შედეგად დაზარალებულს გაუჩნდება მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის კვალიფიკაციისთვის მნიშვნელობა არა აქვს დამნაშავის მიზანს. კერძოდ, ჰქონდა თუ არა მას გამიზნული ამ მუქარის რეალიზაცია. შესაძლოა ბრალდებულს არ ჰქონდეს მიზნად სამომავლოდ ამ მუქარის განხორციელება, არამედ სურდეს პირის დაშინება. განსახილველ შემთხვევაში სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურებულია, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, რა დროსაც მეუღლეს ფ------ მ-----–---–ს გაუჩნდა მუქარის განხორცილების საფუძვლიანი შიში.

 

საქმის მასალებით მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ გამოვლენილა.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ვ-–-------- მ-----–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემობად უნდა ჩაითვალოს ის გარემოება, რომ იგი აღიარებს და ინანებს ჩადენილს, არ არის ნასამართლობის მქონე, გამოხატავს მზაობას, რომ მისი მხრიდან ადგილი არ ექნება ანალოგიური ხასიათის დანაშაულის ჩადენას.

 

ვ-–-------- მ-----–---–ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოსამართლო სამართალწარმოების ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას ბრალის ხარისხის შესაბამისი სასჯელის დანიშვნა წარმოადგენს. დანაშაულის დისპოზიციური შემადგენლობის დადგენის შემდეგ აუცილებელია ადეკვატური და დანაშაულის თანაზომიერი სანქციის განსაზღვრა კონკრეტული ქმედებისათვის. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრა და მისი შედეგების გათვალისწინება.

 

სასამართლო სასჯელის სამართლიანობასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე და ბრალდებულის პიროვნება. სასამართლო ვალდებულია მხედველობაში მიიღოს კერძო და ზოგადი პრევენციის აუცილებლობა.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ვ-–-------- მ-----–---–ს სასჯელის სახით უნდა განესაზღვროს თითოეული დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთა, რაც დადგენილი სანქციის მინიმალურ ზღვარს წარმოადგენს, კერძოდ, თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც სრულ შესაბამისობაშია კანონმდებლობით განსაზღვრულ სასჯელის მიზნებთან. ამასთან, სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულმა აღიარა ჩადენილი დანაშაული, არ არის ნასამართლევი, ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას - საქმის განხილვისას უდავოდ, პრეიუდიციულად ცნო ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები.

 

შემამსუბუქებელი გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის მეორე წინადადება, რომლის მიხედვით, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ერთი სასჯელი შთანთქავს მეორეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ვ-–-------- მ-----–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნულმა სასჯელმა 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთამ შთანთქოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელი 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, ვ-–-------- მ-----–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.

 

ვ-–-------- მ-----–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.

 

ვ-–-------- მ-----–---–ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 20 აპრილიდან.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გორის რაიონული სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე გოგა კუპრეიშვილი