განაჩენი

სისხლის სამართლის 07.08.2018
საქმის ნომერი
180100118002488877
დავის ტიპი
126 (1) 1
თარიღი
07.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N1/135-1-

(გამოძიების N03201051-002 )

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

მცხეთის რაიონული სასამართლო

07 აგვისტო , 201- წელი ქ. მცხეთა

 

მოსამართლე ვაჟა ფუხაშვილი

სხდომის მდივანი დიანა რთველიაშვილი,ბრალდების მხარე -

პროკურორი -ნა--- მი------–---–-,დაცვის მხარე -

ბრალდებული ალ---- ბა–------–-, დაბადებული 1988 წლის 22 მ------, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი N0----------, ნ----------–---------------, ი----–-----------------–-----–-----------------–-- რეგისტრირებული: ა---–-------------------------–---------, და ფაქტობრივად მცხოვრები: მ–-------–---------------–---------–-------------------------–------------------–---------,კვალიფიკაცია - საქართველოს სსკ-ის 1261 -ე მუხლის პირველი ნაწილი (ორი ეპიზოდი,ადვოკატი - ცი---- ცქ-----–---–-

სხდომის სახე - ღია,გამოარკვია:

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

სასამართლომ დაადგინა:

 

15 წლის 04 დეკემბერს, ლალი გოგიშვილი და ლია გოგიშვილი იმყოფებოდნენ

1.1 201- წლის 28 აპრილს, დაახლოებით 02:30 საათზე, მცხეთის რაიონის სოფელ წ--------–-, ა---–---------–---- მე-1- რ--- პ------–-----–-, მა----- ბა---–---–მა ერთი წლის და 5 თვის შვილი საძინებელი ოთახიდან გაიყვანა მეორე ოთახში, რადგან მისი მეუღლე ალ---- ბა–------–- იმყოფებოდა მთვრალ მდგომარეობაში და ბავშვს ალკოჰოლის სუნი არ ესუნთქა. აღნიშნულის გამო გაღიზიანდა ალ---- ბა–------–- და მეუღლეს მა----- ბა---–---–ს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ასევე მუშტი დაარტყა მარცხენა ხელის არეში, შემდეგ ფეხი ჩაარტყა მარცხენა ფეხში და სახეში დაარტყა გაშლილი ხელი. ძალადობის შედეგად მა----- ბა---–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

ასევე, 201- წლის 01 მაისს, დილით, მცხეთის რაიონის სოფელ წ--------–-, ა---–---------–---- მე-1- რ---ს პ------–-----–-, მა----- ბა---–---–ი ჩანთაში აწყობდა პირად ნივთებს, რადგან გადაწყვეტილი ჰქონდა მშობლების სახლში დაბრუნება, რის გამოც მისი მეუღლე ალ---- ბა–------–- გახდა აგრესიული, მა----- ბა---–---–ს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ერთი ხელით მოუჭირა ყელის არეში და ასევე თავში ჩაარტყა ხელი. ძალადობის შედეგად მა----- ბა---–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2.2 საქმის სასამართლო განხილვის დროს ბრალდებულმა ალ---- ბა–------–მა თავი დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ სრულად ეთანხმება ბრალდების ფაბულას ბრალად შერაცხული დანაშაულის მის მიერ ჩადენის თაობაზე.

2.3 სასამართლოს დასკვნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 -ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ალ---- ბა–------–-ს მიერ ჩადენის თაობაზე, გარდა ზემოაღნიშნულისა, აგრეთვე ბრალდებულ ალ---- ბა–------–-ს აღიარებითი ჩვენებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ, ურთიერთთავსებად შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულ მა----- ბა---–---–ის ჩვენებებს, მოწმეების ან------ ბა–------–-ს ჩვენებას, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს თანდართული ფოტოცხრილით, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, ამოღებულ ნივთმტკიცებულებას - მ-----–---- ტ--–-------, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ბრალად შერაცხული დანაშაულების ალ---- ბა–------–-ს მიერ ჩადენას.

2.4 ამდენად, სასამართლომ თითოეული მტკიცებულება შეაფასა რა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და სანდოობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე გამოკვლეული ყველა მტკიცებულება ერთობლიობით - დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მიაჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლევის გარეშე, პრეიუდიციად მიღებული მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უტყუარად დადასტურდა, რომ ალ---- ბა–------–მა ჩაიდინა ოჯახის მეორე წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც შედეგად არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 11--ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი (ორი ეპიზოდი), ანუ ჩაიდინა დანაშაულები, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 -ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი).

 

სასჯელის განსაზღვრა:

3.1 სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლო მხედველობაში იღებს ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს. ამ ფონზე სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს.

3.2 ბრალდებულ ალ---- ბა–------–ს პასუხისმგებლობას უმსუბუქებს ის გარემოებანი, რომ გულწრფელად აღიარა ბრალად შერაცხული დანაშაული, ინანიებს ჩანადენს, არის იძულებით გადაადგილებული . ალ---- ბა–------–ს პასუხისმგებლობას უმძიმებს ის გარემოება, რომ დანაშაულის ერთი ეპიზოდი ჩაიდინა მთვრალ მდგომარეობაში.

ზემოხსენებული შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია ალ---- ბა–------–-ს მიმართ გავრცელდეს საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათი.

სარეზოლუციო ნაწილი

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13, 258-ე-259-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე და 281-ე და 283-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

4.1 ალ---- ბა–------–- ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 -ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი), ამასთან,ალ---- ბა–------–ს საქართველოს სისხლის სამართლის 1261 -ე მუხლის პირველი ნაწილით (28.04.201- წლის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) თვის ვადით, საიდანაც დანიშნული სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) თვის ვადით საქართველოს სისხლის სამართლის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) თვის ვადით ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად.

 

ალ---- ბა–------–ს საქართველოს სისხლის სამართლის 1261 -ე მუხლის პირველი ნაწილით (01.05.201- წლის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) თვის ვადით, საიდანაც დანიშნული სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) თვის ვადით საქართველოს სისხლის სამართლის 50-ე მუხლიოს მე-5 ნაწილის გამოყენებით განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) თვის ვადით ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად. მასვე დამატებითი სასჯელის სახით 2 (ორი) წლის ვადით შეეზღუდოს- შესაბამისად აეკრძალოს იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და გამოყენების უფლებები.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის გამოყენებით მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით ალ---- ბა–------–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) თვის ვადით, საიდანაც დანიშნული სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) თვის ვადით საქართველოს სისხლის სამართლის 50-ე მუხლიოს მე-5 ნაწილის გამოყენებით განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) თვის ვადით ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად , გამოსაცდელ ვადად კი დაუდგინდეს ორი წელი.

 

ალ---- ბა–------–ს დამატებითი სასჯელის სახით პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ 2 (ორი) წლის ვადით შეეზღუდოს - შესაბამისად აეკრძალოს იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და გამოყენების უფლებები.

 

4.2 სასჯელის მოხდის ათვლა ალ---- ბა–------–ს დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 201- წლის 01 მაისის 14 საათი და 40 წუთიდან.

 

4.3 პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ ალ---- ბა–------–-ს ყოფა-ქცევაზე კონტროლი და დახმარება პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის განმავლობაში დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

4.4 გაუქმდეს ალ---- ბა–------–-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა.

 

4.5 საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მტკიცებულება: ალ---- ბა–------–-ს პირადი ჩხრეკისას ამორებული მ-----–----ი ტ--–------- და ს----------, რომლებიც ინახება მ–-------–-------------–--------------–----–---------------–-–--------------–---–-, დაუბრუნდეს ალ---- ბა–------–-ს ნდობით აღჭურვილ პირს ან ალ---- ბა–------–ს - პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ.

 

4.6 განაჩენი კანონიერ ძალაშია მისი გამოცხადებისთანავე.

 

4.7 განაჩენის გასაჩივრება შესაძლებელია ერთი თვის განმავლობაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი გ. რობაქიძის 7ა) საააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, მცხეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ვ. ფუხაშვილი