გადაწყვეტილება

სამოქალაქო 27.07.2018
საქმის ნომერი
120210018002485736
კატეგორია
დავის ტიპი
დაკავშირებული უძრავ ქონებაზე საკუთრებასთან
თარიღი
27.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2485736-2/460-18წ.

დამატებითი გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

27.07.2018 წელი ქ. ახალციხე

ახალციხის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ნათია მერაბიშვილი

მოსარჩელე - ხ------- გ------–--ე

წარმომადგენელი: ზ--------------–--ე

მოპასუხე - ლ---–-----------ე

თ---------------ე

ე-–----------------ე

დავის საგანი: საერთო გზით სარგებლბის უფლების ხელშეშლის აღკვეთა

მოთხოვნა - დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანა

სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ხ------- გ------–--ის წარმომადგენლის ზ--------------–--ის შუამდგომლობა დამატებითი გადაწყვეტილების მიღების შესახებ.

აღწერილობითი ნაწილი

ახალციხის რაიონული სასამართლოს მიერ განხილულ იქნა ხ------- გ------–--ის სარჩელი, მოპასუხეების – ლ---–-----------ის, ე-–----------------ის და თ---------------ის მიმართ, ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნით. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილებით სრულად დაკმაყოფილდა სარჩელი. სასამართლოს არ უმსჯელია მოსარჩელის მიერ ექსპერტიზაზე გაწეული ხარჯის სახით გადახდილი თანხის 100 ლარისა მოპასუხეებისათვის დაკისრების თაობაზე.

2018 წლის 27 ივლისს მოსარჩელეის წარმომადგენელმა წარმოადგინა შუამდგომლობა და მოითხოვა დამატებითი გადაწყვეტილების მიღება.

სამოტივაციო ნაწილი

სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, წარმოდგენილ შუამდგომლობას და მიაჩნია, რომ მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკამყოფილდეს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარეთა თხოვნით გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, თუ სასამართლოს არ გადაუწყვეტია სასამართლო ხარჯების საკითხი.

ამავე კოდექსის 261-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი შეიძლება დაისვას გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 7 დღის განმავლობაში. ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის მე-31 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკითხი განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე. სასამართლოს შეუძლია დაადგინოს ზეპირი განხილვაც, თუ ეს საჭიროა და ხელს შეუწყობს საქმის გარემოებების გარკვევას.

საქმეში წარმოდგენილია ექსპერტიზის დასკვნა, ასევე მის მოსამზადებლად გაწეული ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი - მიღება-ჩაბარების აქტი, რაც ადასტურებს განმცხადებლების მოთხოვნის საფუძვლიანობას.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

სასამართლო აღნიშნავს, რომ რადგან საქმეზე მიღებულია ძირითადი გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელეთა მოთხოვნა სრულად დაკმაყოფილდა და სასამართლოს არ უმსჯელია მოსარჩელის მხრიდან გაწეული ხარჯების შესახებ, მხარემ კანონის შესაბამისად მოითხოვა დამატებითი გადაწყვეტილების მიღება, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელეთა წარმომადგენლის შუამდგომლობა სამართლებრივად დასაბუთებულია.

სარეზოლუციო ნაწილი

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 243-ე-244-ე, 247-249-ე, 257-ე, 261-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. ხ------- გ------–--ის წარმომადგენლის ზ--------------–--ის შუამდგომლობა დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე დაკმაყოფილდეს.

 

1.1. მოპასუხე ლ---–-----------ეს, ე-–----------------ეს და თ---------------ეს მოსარჩელე ხ------- გ------–--ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ გაწეული საპროცესო ხარჯის - ექსპერტიზის ხარჯის 100 ლარის გადახდა.

 

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემიდან 14 დღის ვადაში ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით

 

მოსამართლე ნათია მერაბიშვილი