გადაწყვეტილება

სამოქალაქო 06.08.2018
საქმის ნომერი
031210018002333028
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
06.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 031210018002333028

№2/98-2018წ.

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

6 აგვისტო, 2018 წელი ქ. ქობულეთი

 

შესავალი ნაწილი

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი სასამართლო

ქობულეთის მუნიციპალიტეტში

მოსამართლე - ვიოლეტა ფორჩხიძე

სხდომის მდივანი-ზინაიდა აბაშიძე

 

მოსარჩელე - შო----–-–--–-ძე

წარმომადგენელი - მე----–------ძე

 

მოპასუხე - ცი----------------ძე

 

დავის საგანი - სესხის თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ცი----------------ძეს შო----–-–--–-ძის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს სესხის თანხა - 1620 ლარი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. ცი----------------ძემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

 

3. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მოსარჩელემ მოპასუხეს ზეპირი სესხის ხელშეკრულების საფუძველზე ნაწილ ნაწილ გადასცა სესხის თანხის სახით 1620 ლარი.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მტკიცებას იმის თაობაზე, ზემოთ აღნიშნული თანხა 1620 ლარი სესის სახით გადასცა მოპასუხეს ცი----------------ძეს.

 

მოსარჩელე განმარტავს, რომ მან ცი----------------ძეს 2017 წლის მარტის თუ თებერვლის თვეში გადასცა თანხა, რომელიც უინდა დაებრუნებინა 2017 წლის აგვისტოს თევში. მან ასევე განმარტა, რომ ცი----------------ძეს ორჯერ გადაუხდა საიჯარო ქირა, სულ მთლიანობაში 1620 ლარი. რასაც არ ეთანხმება მოპასუხე მხარე და განმარტავს, რომ მას შო----–-–--–-ძისათვის არანაირი თანხა არ გამოურთმევია სესხის სახით, მითმეტეს შო----–-–--–-ძეს მისთვის არანაირი მაღაზიის ქირის თანხა არ გაუხდია. ფაქტობრივად საქმეში მონაწილე ორივე მხარე იძლევა ურთიერთსაწინააღმდეგო განმარტებას. მათი განმარტებები გამორიცხავენ ერთმანეთის არგუმენტებს. სასამართლო ორივე მხარის განმარტებას აფასებს თანაბარი მნიშვნელობის მტკიცებულებად. საბოლოოდ გაიზიარებს მხოლოდ იმ მხარის განმარტებას, ვინც მტკიცებულებებით დაადასტურებს თავის არგუმენტებს. მხარეთა არგუმენტების დამტკიცება დასაშვებია დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე შეკრებილი მტკიცებულებებით.

 

სასამართლო მხარეთა ყურადღებას მიაქცევს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირობაზე, რომლის მიხედვითაც სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად. გარდა ამისა საქართველოს სსკ-ის 102-ე მუხლმა მხარეები დაავალდებულა, რომ თვითონვე დაამტკიცონ გარემოებანი, რომლებზედაც ამყარებენ თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ანუ თვითონ უნდა წარმოადგინოს სარჩელში ან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დამამტკიცებელი მტკიცებულებები. სხვა ფორმით სარჩელში ან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები არ დამტკიცდება. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. მხარეთა მიერ შეჯიბრებითობის დაცვით წარმოდგენილ მტკიცებულებებს სასამართლო აფასებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებათა ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შემდეგაც სასამართლოს გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე ფაქტების მტკიცების ტვირთი, მხარეებზე უნდა განაწილდეს სწორად. წერილობითი ხელშეკრულების არსებობის პირობებში, მტკიცებულების სახით წარდგენილ უნდა იქნეს სესხის ხელშეკრულება, რომელშიც ასახული იქნება სესხის რეალურად გადაცემის ფაქტი. სესხის ხელშეკრულება რეალური ხელშეკრულებაა და იგი დადებულად ითვლება მსესხებლისათვის თანხის ან გვაროვნული ნივთის გადაცემის მომენტიდან. მხარეებს უნდა დაეკისროთ ისეთი ფაქტების დამტკიცება, რომლის დამტკიცებაც მისთვის ობიექტურად შესაძლებელია. სესხის გაცემის მტკიცების ტვირთი ეკისრება მოსარჩელეს. დავის დროს სესხის გაცემის ფაქტის დამტკიცება, ხელს აძლევს მოსარჩელეს და ამ გარემოების დამტკიცება ობიექტურად შესაძლებელია მოსარჩელისათვის. თავის მხრივ მოპასუხეს ეკისრება პროცესუალური ვალდებულება წარმოადგინოს მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებაზე მყარი მტკიცებულება და გააქარწყლოს და გააბათილოს მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები. ისეთ ვითარებაში, როდესაც მხარეებს შორის ზეპირი ფორმით სესხის გაცემის ფაქტი და სესხის ოდენობა არის 1620 ლარი, სასამართლო გაიზიარებს იმ მხარის მიერ დასახელებული არგუმენტს, რომელსაც უფრო მყარი მტკიცებულება აქვს წარმოდგენილი თავისი არგუმენტების დასამტკიცებლად.

 

მოსარჩელემ სესხის გაცემის, სესხის ოდენობის დასამტკიცებლად წარმოადგინა თავისი ზეპირი განმარტება, მაგრამ არ წარმოუდგენია არანაირი მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ სესხის სახით (1620 ლარი) ცი----------------ძეს გადასცა თანხა, მითუმეტეს მაშინ როდესაც განმარტავს, რომ მან ცი----------------ძეს დაუფარა გადასახადი. ასევე მოპასუხემ იშუამდგომლა მოწმის სახით გარკვეული პირების დაკითხვა სასამართლომ დააკამყოფილა შუყამდგომოლობა დ საქმის განხილვისას მოწმსი სახიტ დაკითხული პირის სო-–--------------–-ძის განმარტებით ის რამდენიმე წლის წინ ასახელებს სამ წელზე მეტ ვადას, ახლდა შოთაცეცხლაძეს ბაზრის ტერიტორიაზე ის ესაუბრებოდა ქალბატონს , მაგრამ მას გადსაცა თუ არა რაიმე სახის თანხა და რისთვის არ იცის, მას არც საუბარი ესმოდა; (იხ ოქმი); ასევე მოწმის სახით დაკითხულმა ან–--–-------–---–მა სასამართლოს განუმარტა, რომ ის არის შპს "ოქროს არწივის"' დირექტორი; იჯარით მიქირავებული აქვს ფიზიკურ პირებზე ფართები საქონლის სარეალიზაციოდ, ცირა იოქროპირიძეცაა მათ შორის; ის იხდის საიჯარო ქირას, მაგრამ შო----–-–--–-ძეს, - დადასტურებულად მიუთითებს, რომ მისთვის რაიმე სახის თანხა ცი----------------ძის მაგიერ საიჯარო ქირის სახით არ გადაუხდია, თანხა ზოგადად შედის ბუღალტერიაში და იწერება შესაბამის ქვითარი, პირადად მასთან ისედაც არ იხდიან საიჯარო ქირას; ის მხოლოდ, თუკი რომელიმე ფიზიკურ პირს საიჯარო ქირის თანხის გადავადება სურს , ამ საკითხებზე ხვდება მათ, ასეთზეც არ მიუმართავს მისთვის შო----–-–--–-ძეს; (იხ. ოქმი)

 

ამდენად, მოპასუხე არ ეთანხმება მის მიერ სესხის აღებას და სადაოდ ხდის აღნიშნულ ფაქტს. მოსარჩელეს აქვს პროცესუალური ვალდებულება მოპასუხის მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტება და მოწმეთა ჩვენებები გააბათილოს ამ მტკიცებულებებზე უფრო მყარი მტკიცებულებებით. მოსარჩელის მიერ უფრო მყარი მტკიცებულება არ იქნა წარმოდგენილი, ამიტომაც შეჯიბრებითობის პრინციპის გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხის არგუმენტები უფრო მყარი და სარწმუნოა და გაზიარებული უნდა იქნეს; მოსარჩელემ ვერ დაადასტურა თავისი მოთხოვნა

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა განმარტებები;

- მოწმეთა ჩვენებები;

 

სამოტივაციო ნაწილი :

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების, მხარეთა ახსნა-განმარტებების და მოწმეთა ჩვენებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა არის დაუსაბუთებელი, რის გამოც სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები არ შეესაბამებიან მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს, რის გამოც სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 52-ე, 623-ე მუხლებით;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ამავე კოდექსის 624-ე მუხლის თანახმდ, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ თა ჩვენებებით.

 

კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელე, სარჩელის ფაქტობრივ საფუძვლად მიუთითებს მხოლოდ მის ახსნა-განმარტებას. მოპასუხე სადავოდ ხდის სესხად 1620 ლარის მიღების ფაქტს და განმარტავს, რომ მას სესხის ან სხვა რაიმე თანხა არ გადასცემია, ასევე მისი საიჯარო ქირის გადასახადი შო----–-–--–-ძეს არ გაუხდია.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სესხის ხელშეკრულების, როგორც რეალური ხელშეკრულების სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე, რეალურად მიიჩნევა ხელშეკრულება, რომელიც დადებულად ითვლება არა შეთანხმების მიღწევის მომენტიდან, არამედ ნივთის რეალურად გადაცემიდან. შესაბამისად, სესხის ხელშეკრულება დადებულად ითვლება, როცა გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ხელშეკრულების საგანს, კონკრეტულ შემთხვევაში ფულად თანხას.

 

საქმეზე მოწმის სახით დაკითხულმა სო-–--------------–-ძემ და ან–--–-------–---–მა, არ დაადასტურეს შო----–-–--–-ძის მიერ რაიმე სახით ცი----------------ძეზე თანხის გადაცემა; ამდენად, ვერ იქნება გაზიარებული მხოლოდ მოსარჩელის ახსნა-განმარტება სესხის თანხის გადაცემის ფაქტის დასადასტურებლად. ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში არ დგინდება შო----–-–--–-ძის მიერ მსესხებელზე ფულის სესხად გადაცემის ფაქტი, მას თავისთავად ცხადია ვალის დაბრუნების მოთხოვნაც არ გააჩნია.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შო----–-–--–-ძეს უარი უნდა ეთქვას სარჩელის დაკმაკმაყოფილებაზე.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამდენად, თუ მოსარჩელემ სარჩელის აღძვრისას გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი და სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ, მაშინ ამ ხარჯების გადახდა იმ ოდენობით, რაც მოსარჩელემ შეიტანა სახელმწიფო ბაჟის სახით, დაეკისრება მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, მიუხედავად იმისა, გათავისუფლებულია თუ არა იგი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამასთან, თავისთავად ცხადია, რომ მხარეთა შორის სასამართლო ხარჯების განაწილება, კერძოდ, ერთი მხარის მიერ გაწეული ხარჯის - სახელმწიფო ბაჟის სახით, მეორე მხარეზე გადაკისრება უნდა მოხდეს სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად რომელიც დაკმაყოფილდა.

 

მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან შო----–-–--–-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა არ არსებობს სახელმწიფო ბაჟისა და სხვა საპროცესო ხარჯების მოპასუხეზე დაკისრების სამართლებრივი საფუძველი.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ - უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

აღნიშნულ საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

9. სააპელაციო საჩივარის დასაშვებობა

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება - 2 000 ლარს.

 

განსახილველ შემთხვევაში დავის საგინს ღირებულება არ აღემატება 2 000 ლარს, შესაბამისად სააპელაციო საჩივარი არ დაიშვება.

 

სარეზოლუციო ნაწილი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. შო----–-–--–-ძის სარჩელი ცი----------------ძის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;

 

2. სარჩელზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;

 

3. გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე