გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 09.08.2018
საქმის ნომერი
120310018002442039
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება _ ზიანის ანაზღაურების თაობაზე
თარიღი
09.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 2442039-3/069-18წ

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

09 აგვისტო 2018წელი შესავალი ნაწილი ქ.ახალციხე

ახალციხის რაიონული სასამართლო

მოსამართლე გია ბერაია

სხდომის მდივანი ბელა მერაბიშვილი

მოსარჩელე: თ------------–---–---–-;

წარმომადგენელი: ე--------------–---;

მოპასუხე: ს--–--------------------–-----------------------

წარმომადგენელი: ნ--------------–---;

მესამე პირი: ს----------–-----------------------------

წარმომადგენელი: რ------------–----;

დავის საგანი: მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი:

1. დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. მოპასუხეებს დაეკისროთ, მოსარჩელის მიმართ უკანონო და დაუსაბუთებელი წარმოებული სისხლის სამართლის საქმიდან გამომდინარე - მატერიალური ზიანი 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით და მორალური 20 000 (ოცი ათასი) ლარის ოდენობით.

 

1.2. მოპასუხეებს დაეკისროთ მოსარჩელის მიერ გაწეული ხარჯების ანაზღაურება

( დაზუსტებული სარჩელი).

 

მოსარჩელემ თავის მოთხოვნა დაამყარა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

თ------------–---–---–- მუშაობდა ბუღალტრად 2004 წლიდან 2012 წლის აგვისტოს ჩათვლით ლ-------------–---–-ს მიერ 1995 წელს დაარსებულ შპს. ,,ტ---ში". 2012 წლის აგვისტოდან 2015 წლის დეკემბრის ჩათვლით ამავე შპს. ,,ტ---ში" მუშაობდა ხე-ტყის დასანომრი ფირნიშების აღმრიცხველად და აგრეთვე დამხმარე მუშად სახერხ საამქროში და მისი ხელფასი დღიური გამომუშავებით განისაზღვრებოდა.

ა---––---- რაიონული სასამართლოს 2015 წლის 09 ივნისის განაჩენით, თ------------–---–---–- უდანაშაულოდ იქნა ცნობილი სისხლის სამართლის საქმე N 1/1---13-ზე.

ა---––---- რაიონული სასამართლოს 2015 წლის 09 ივნისის განაჩენი, სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის მიერ გასაჩივრებულ იქნა თ---–---- სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, შემდგომ უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის პალატაში, რა დროსაც უცვლელად დატოვა ყველა ინსტანციის სასამართლომ ა---––---- რაიონული სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი.

 

სისხლის სამართლის წარმოების პროცესში მოსარჩელემ განიცადა, როგორც მატერიალური, ისე მორალური ზიანი, კერძოდ: სისხლის სამართლის პროცესში გირაოს შეფარდების შემდგომ უძრავი ქონებით უზრუნველყოფის მიზნით ადგილზე აიყვანა აუდიტორი და შეაფასებინა დედის ე-–-------------–---–---–-ს საცხოვრებელი სახლი, რისთვისაც გადაიხადა მომსახურების თანხები.

 

სასამართლოს პროცესებზე გამოცხადებისათვის და მონაწილეობის მიღებისათვის გაუვიდა სატრანსპორტო ხარჯი 6000 (ექვსი ათასი) ლარის ოდენობით, ვინაიდან გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ცხოვრობს ა-------- რაიონის სოფელ უ---ში და მის მიმართ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეზე წინასწარ გამოძიებაში არაერთხელ იქნა დაბარებული საგამოძიებო ორგანოში დაკითხვებზე, ა---––---- რაიონულ სასამართლოში 66-ჯერ ჩატარდა პროცესი, მის ინტერესების დამცველის მ-------–----, მგზავრობის ხარჯების ანაზღაურებაც თ-------------–---–---–-ს მიერ ხორციელდებოდა, ხოლო თ---–---- სააპელაციო სასამართლოში 3-ჯერ.

 

ა---––---- რაიონულ სასამართლოში თ------------–---–---–-ს მიმართ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმის განხილვისას სხდომა შეჩერებულ და გადადებულ იქნა მისი ცუდად ყოფნის გამო კერძოდ: 2015 წლის თებერვალში დაუდგინდა შაქრიანი დიაბეტი.

 

2. მოპასუხისა და მესამე პირის პოზიცია:

 

2.1. მოპასუხე საქართველოს მთავარი პროკურატურის წარმომადგენელმა წერილობით წარმოდგენილ შესაგებელსა და სასამართლო სხდომაზე დაფიქსირებული პოზიციით, სარჩელი არ სცნო და მოითხოვა სარჩელის არ დაკმაყოფილება .

 

2.2. მესამე პირი საქართველოს ფინანსთა სამინისტროდან სასამართლოში შესაგებელი არ შემოსულა, ხოლო სასამართლოს სხდომაზე მისმა წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო.

 

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1 თ------------–---–---–- მუშაობდა ბუღალტრად 2004 წლიდან 2012 წლის აგვისტოს ჩათვლით, ლ--------------–---–-- მიერ 1995 წელს დაარსებულ შპს "ტ---"-ში 2012 წლის აგვისტოდან 2015 წლის დეკემბრის ჩათვლით ამავე შპს "ტ---"-ში მუშაობდა ხე-ტყის დასანომრი ფირნიშების აღმრიცხველად. აგრეთვე დამხმარე მუშად სახერხ -საამქროში, ხოლო მისი ხელფასი, როგორც დამხმარე მუშის დღიური გამომუშავებით განისაზღვრებოდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ა---––---- რაიონული სასამართლოს განაჩენი(იხ.სფ.19-49).

-შპს. ,,ტ---ს" მიერ გაცემული ცნობა(იხ.სფ.17).

 

3.2. ა---––---- რაიონული სასამართლოს 2013 წლის 10 იანვრის №1--------წ. განჩინებით ბრალდებულ თ------------–---–---–-ს (პ/ნ 0----------) მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შერჩეული იქნა გირაო 10000 ლარი, რომლის უზრუნველყოფის მიზნით 10000 (ათი ათასი) ლარის ფარგლებში ყადაღა დაედო ე-–--------------–---–---–-- (პ/ნ 0----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას - 800 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) მიწის ნაკვეთს და მასზე განლაგებულ შენობა ნაგებობებს, აუდიტის დასკვნით შეფასებულს 11 300 (თერთმეტი ათას სამასი) ლარად, რომლის სარეგისტრაციო მონაცემებია: სარეგისტრაციო ზონა ა------- კოდი 6-, სექტორი უ--- კოდი 1-, კვარტალი 2-, ნაკვეთი 0--.

წარმოდგენილი სალაროს შემოსავლის ქვითრით დადგენილია, რომ ე-–-------------–---–---–- საცხოვრებელი სახლის შეფასებისთვის მოსარჩელის მიერ გადახდილია 121 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ა---––---- რაიონული სასამართლოს განაჩენი(იხ.სფ.19-49).

- სალაროს შემოსავლის ქვითარი(იხ.სფ.68).

 

3.3. ა---––---- რაიონული სასამართლოს 2015 წლის 09 ივნისის განაჩენით თ------------–---–---–- უდანაშაულოდ იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და გამართლდა.

 

თ------------–---–---–- უდანაშაულოდ იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და გამართლდა.

 

თ------------–---–---–- უდანაშაულოდ იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და გამართლდა.

 

ბრალდებული თ------------–---–---–- უდანაშაულოდ იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და გამართლდა.

 

თ------------–---–---–-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდა და აღნიშნულთან დაკავშირებით ა---––---- რაიონული სასამართლოს 2013 წლის 10 იანვრის №1--------წ. განჩინებით ბრალდებულ თ------------–---–---–-ს (პ/ნ 0----------) მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიების გირაოს უზრუნველყოფის მიზნით 10000 (ათი ათასი) ლარის ფარგლებში დადებული ყადაღა მოეხსნა ე-–--------------–---–---–-- (პ/ნ 0----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას - 800 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) მიწის ნაკვეთს და მასზე განლაგებულ შენობა ნაგებობებს, აუდიტის დასკვნით შეფასებულს 11 300 (თერთმეტი ათას სამასი) ლარად, რომლის სარეგისტრაციო მონაცემებია: სარეგისტრაციო ზონა ა------- კოდი 6-, სექტორი უ--- კოდი 1-, კვარტალი 2-, ნაკვეთი 0--, მისამართი ა-------- რაიონი სოფელი უ--- (მ--------------–----) და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში დაუბრუნდა მის კანონიერ მფლობელს.

განემარტა თ------------–---–---–-ს, რომ აქვს უფლება აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ა---––---- რაიონული სასამართლოს განაჩენი(იხ.სფ.19-49).

 

3.4. ახალცხის რაიონული სასამართლოს განაჩენი სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის მიერ გასაჩივრებული იქნა თ---–---- სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რომლის 2016 წლის 09 თებერვლის განაჩენით უცვლელად იქნა დატოვებული ა---––---- რაიონული სასამართლოს განაჩენი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულება

- თ---–---- სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 09 თებერვლის განაჩენი(იხ.სფ.50-66).

 

3.5. თ---–---- სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 09 თებერვლის განაჩენი სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის მიერ გასაჩივრებული იქნა საქართველოს უზენაესს სასამართლოში, რომლის 2016 წლის 6 სექტემბრის განაჩენით ს--–-------------------–----------------------- საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის პალატის 06.10.2016 წლის განაჩენი საქმეზე N1-------- (იხ.ს.ფ. 63-66).

 

3.6. ა---––---- რაიონული სასამართლოს 2018 წლის 30 აპრილს გაცემული ცნობით დადგენილია, რომ სისხლის სამართლის N1/1---13წ. საქმეზე ა---––---- რაიონულ სასამართლოში გამართულია 65 სასამართლო სხდომა, ხოლო თ---–---- სააპელაციო სასამართლოში 3 სასამართლო სხდომა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ა---––---- რაიონული სასამართლოს 2018 წლის 30 აპრილს გაცემული ცნობა(იხ.სფ.131).

 

3.7. ა-------- ,,ა--------------------------–------ 2" მიერ გაცემული ცნობით დადგენილია, რომ ,,უ----ა---––----" რეისის ღირებულება 2013 წლიდან შეადგენს 1.50 ლარს, ხოლო ,,უ----თ---–----" ღირებულება 10 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ა-------- ,,ა--------------------------–------ 2" მიერ გაცემული ცნობა(იხ.სფ.82).

 

3.8. შ.პ.ს ტ---ს 2017 წლის 03 აგვისტოს ცნობის თანახმად- თ------------–---–---–- შპს "ტ---" -ში 2013 წლიდან 2015 წლის დეკემბრის ჩათვლით მუშაობდა ხე-ტყის დასანომრი ფირნიშების აღმრიცხველად და აგრეთვე მუშად სახერხ-საამქროში, რომლის სახელფასო განაკვეთი განისაზღვრება შემდეგნაირად, 2013 წელს ხელფასი შეადგენდა 300 ლარს, 2014 წლის იანვარი -300 ლარი, თებერვალი -300 ლარი, მარტი -300 ლარი.

აპრილში შეადგინა - 300 ლარი, დამხმარე მუშად იმუშავა 09 დღე, რომლის ანაზღუარებამ შეადგინა 205 ლარი.

მაისი -300 ლარი, დამხმარე მუშად იმუშავა 15 დღე, რომლის ანაზღუარებამ შეადგინა 372.5 ლარი.

ივნისი - 300 ლარი, დამხმარე მუშად იმუშავა 13 დღე, რომლის ანაზღუარებამ შეადგინა 233.75 ლარი.

ივლისი -300 ლარი, დამხმარე მუშად იმუშავა 03 დღე, რომლის ანაზღუარებამ შეადგინა 56.25ლარი.

აგვისტო - 200 ლარი.

სექტემბერი - 200 ლარი, დამხმარე მუშად იმუშავა 4 დღე, რომლის ანაზღუარებამ შეადგინა 77.50 ლარი.

ოქტომბერი - 200 ლარი, დამხმარე მუშად იმუშავა 04 დღე, რომლის ანაზღუარებამ შეადგინა 127.4 ლარი.

-ნოემბერი- 200, დამხმარე მუშად იმუშავა 10 დღე, რომლის ანაზღუარებამ შეადგინა 182.5ლარი.

-დეკემბერი- 200, დამხმარე მუშად იმუშავა 09 დღე, რომლის ანაზღუარებამ შეადგინა 140 ლარი 2015 წლიდან შრომითი ანაზღაურების სახით მიღებული აქვს შემდეგი შემოსავალი: იანვარი- აპრილში შეადგინა - 200 ლარი, დამხმარე მუშად იმუშავა 08 დღე, რომლის ანაზღუარებამ შეადგინა 150 ლარი.

თებერვალი - 200 ლარი, დამხმარე მუშად იმუშავა 07 დღე, რომლის ანაზღუარებამ შეადგინა 110 ლარი.

მარტი - 200 ლარი, დამხმარე მუშად იმუშავა 15 დღე, რომლის ანაზღუარებამ შეადგინა 332.5ლარი.

აპრილი - 200 ლარი,მაისი - 200 ლარი, დამხმარე მუშად იმუშავა 10 დღე, რომლის ანაზღუარებამ შეადგინა 168 ლარი.

ივნისი - 200 , დამხმარე მუშად იმუშავა 11 დღე, რომლის ანაზღუარებამ შეადგინა 205 ლარი.

დანარჩენ თვეებში კი 200 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- შ.პ.ს ,,ტ---ს" 2017 წლის 03 აგვისტოს გაცემული ცნობა(იხ.სფ.85-87).

 

3.9. შ------------------–---" ა-------- სამედიცინო ცენტრის მიერ 2017 წლის 06 ოქტომბერს გაცემული ცნობით, დადგენილია, რომ თ------------–---–---–-ა ჩაიტარა ამბულატორიული კონსულტაცია და ლაბორატორიული კვლევები. შ------------------–---" ა-------- სამედიცინო ცენტრში 14.11.2016 წელს დაუდგინდა დიაგნოზი E14 შაქრიანი დიაბეტი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- შ------------------–---" ა-------- სამედიცინო ცენტრის მიერ 2017 წლის 06 ოქტომბერს გაცემული ცნობა(იხ.სფ.18).

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

4.1. საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმების, საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მოსარჩელე თ------------–---–---–-ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს კონსტიტუცია; ,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია"; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; საქართველოს სამოქალაქო კოდექსი; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი; საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება:

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან.

 

აღნიშნული კონსტიტუციური პრინციპი განმტკიცებულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92.1. მუხლით, რომლის თანახმადაც პირს უფლება აქვს, სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით მოითხოვოს და მიიღოს უკანონოდ ჩატარებული საპროცესო მოქმედებისა და უკანონო გადაწყვეტილების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

 

სასამართლოს მოსაზრებით, მითითებული მუხლი წარმოადგენს ზოგადი ხასიათის ნორმას, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფოს ვალდებულებას უკანონოდ დაკავებულ, დაპატიმრებულ ან მსჯავრდებულ/ან გამართელულს პირს შეუქმნას იმის სამართლებრივი შესაძლებლობა, რომ საჭიროების შემთხვევაში გამოიყენოს კომპენსაციის მოთხოვნისა და მიღების უფლების განხორციელების ეფექტური და რეალური სამართლებრივი ნორმები.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილების (საქმე №2/3/42-) განმარტებაზე, რომლის თანახმადაც, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტით ,,გათვალისწინებულია როგორც მატერიალური, ასევე, პროცესუალური ხასიათის კონსტიტუციური გარანტიები. 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი ყველას ანიჭებს უფლებას, მოითხოვოს და მიიღოს ზარალის ანაზღაურება სახელმწიფო სახსრებიდან. გარდა ამისა, ყველასთვის არის უზრუნველყოფილი სამართლებრივი დაცვის საშუალება - სასამართლოსათვის მიმართვა. ნათლად არის დადგენილი ანაზღაურების მასშტაბებიც – ზარალი სრულად უნდა ანაზღაურდეს. ამ სახით ჩამოყალიბებული კონსტიტუციური ნორმა კანონმდებელს უტოვებს თავისუფალი მოქმედების ვიწრო არეალს, რაც, უპირატესად, კონსტიტუციური მოთხოვნების დაცვით პროცედურული საკითხების მოწესრიგებას მოიცავს“.

 

საქართველოს კონსტიტუციის 6.2. მუხლის მიხედვით, საქართველოს კანონმდებლობა შეესაბამება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს. საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლით,, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდული არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით.

 

,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის" მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყველას აქვს თავისუფლებისა და პირადი ხელშეუხებლობის უფლება. არავის შეიძლება აღეკვეთოს თავისუფლება, გარდა შემდეგი შემთხვევებისა და კანონით განსაზღვრული პროცედურის შესაბამისად.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი.

 

ამავე კოდექსის 208.1. მუხლით, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის განმარტებაზე (საქმე#ბს-648-62-(2კ-13), 10.04.201-წ), რომლის თანახმადაც ,,ადმინისტრაციული ორგანოს ზიანის მიმყენებელი ქმედება არსებითად არ განსხვავდება კერძო პირის ანალოგიური ქმედებისაგან, შესაბამისად, კოდექსის 207-ე მუხლით განსაზღვრულ იქნა კერძო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმებისა და პრინციპების გავრცელება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემთხვევებზეც, რაც გამოიხატა პასუხისმგებლობის სახეების დადგენით სამოქალაქო კოდექსზე მითითებით, იმ გამონაკლისის გარდა, რაც თავად ამ კოდექსით არის გათვალისწინებული. ამასთან, აღნიშნული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე, მისი თანამდებობის პირის მიერ ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურეობრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო."

 

სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის (საქმე №ბს-52-47(კ-13)23.07.2013წ) განმარტებაზე, რომ ,,დელიქტური ვალდებულება ზიანის მიყენების შედეგად წარმოშობილი ვალდებულებაა და არასახელშეკრულებო ვალდებულების ერთ-ერთი სახეა. ზიანი შეიძლება იყოს ხელშეკრულების დარღვევიდან წარმოშობილი ვალდებულების დარღვევის შედეგი, ხოლო დელიქტის დროს კი თვით ზიანის მიყენების ფაქტი წარმოადგენს ვალდებულების წარმოშობის საფუძველს, რომელი ვალდებულების ძალითაც დაზარალებულს უფლება აქვს, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება მიმყენებლისაგან. ამასთან, ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრება შესაძლებელია, თუ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი." საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005.1. მუხლის თანახმად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურეობრივ მოვალეობას სხვა პირთა მიმართ, მაშინ სახელმწიფო ან ის ორგანო, რომელშიც მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს მოსამსახურე სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებს პასუხს; ამავე ნორმის მე-3 ნაწილის თანახმად, რეაბილიტირებული პირისათვის უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის უკანონოდ გამოყენების, ადმინისტრაციული პატიმრობის, დისციპლინური პატიმრობის ან გამასწორებელი სამუშაოების სახით ადმინისტრაციული სახდელის არასწორად დაკისრების შედეგად მიყენებულ ზიანს აანაზღაურებს სახელმწიფო, გამოძიების, პროკურატურის ორგანოებისა და სასამართლოს თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად. განზრახვისას ან უხეში გაუფრთხილებლობისას ეს პირები სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებენ პასუხს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მითითებული ნორმის თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ ზიანი ანაზღაურებას ექვემდებარება მიუხედავად ზიანის მიმყენებლის ბრალისა, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის საკმარისია, დადგინდეს ქმედების უკანონობა და სახეზე იყოს პირის მარეაბილიტირებელი გარემოება. ამასთან, საგულისხმოა, რომ ზემოაღნიშნული ნორმები ანიჭებენ რა პირს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას, არ განსაზღვრავენ მარეაბილიტირებელ გარემოებებს. შესაბამისად, კანონმდებელმა სასამართლოს მიანიჭა თავისუფლება ქმედების უკანონობისა და რეაბილიტაციის საფუძვლების შეფასებისას.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ზიანის ფულადი ანაზღაურება დარღვეული უფლების აღდგენის უკანასკნელი ღონისძიებაა, აღნიშნული შესაძლებელია მაშინ, როდესაც ერთის მხრივ, შეუძლებელია ზიანის ანაზღაურება მისი ნატურით. ამასთან, მხარემ სათანადო მტკიცებულებებით უტყუარად უნდა დაადასტუროს გაწეული ხარჯები, სამომავლოდ გასაწევი ხარჯების აუცილებლობა და ოდენობა, რომელიც მიზეზობრივ კავშირში უნდა იყოს მის მიმართ ნაწარმოებ სისხლის სამართლებრივ დევნასთან, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი მოთხოვნა მატერიალური ზიანის ანაზღაურების შესახებ ვერ დაკმაყოფილდება და ვერ დაეფუძნება ხარჯების სავარაუდო ოდენობას.

 

მოცემულ შემთხვევში დადგენილია, რომ ა---––---- რაიონული სასამართლოს 2015 წლის 09 ივნისის განაჩენით თ------------–---–---–- უდანაშაულოდ იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და გამართლდა.

 

თ------------–---–---–- უდანაშაულოდ იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და გამართლდა.

 

თ------------–---–---–- უდანაშაულოდ იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და გამართლდა.

 

ბრალდებული თ------------–---–---–- უდანაშაულოდ იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და გამართლდა.

 

თ------------–---–---–-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და აღნიშნულთან დაკავშირებით ა---––---- რაიონული სასამართლოს 2013 წლის 10 იანვრის №1--------წ. განჩინებით ბრალდებულ თ------------–---–---–-ს (პ/ნ 0----------) მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიების გირაოს უზრუნველყოფის მიზნით 10000 (ათი ათასი) ლარის ფარგლებში დადებული ყადაღა მოეხსნა ე-–--------------–---–---–-- (პ/ნ 0----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას - 800 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) მიწის ნაკვეთს და მასზე განლაგებულ შენობა ნაგებობებს, აუდიტის დასკვნით შეფასებულს 11300 (თერთმეტი ათას სამასი) ლარად, რომლის სარეგისტრაციო მონაცემებია: სარეგისტრაციო ზონა ა------- კოდი 6-, სექტორი უ--- კოდი 1-, კვარტალი 2-, ნაკვეთი 0--, მისამართი ა-------- რაიონი სოფელი უ--- (მ--------------–----) და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.

 

განემარტა თ------------–---–---–-ს, რომ უფლება აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.

 

- ახალცხის რაიონული სასამართლოს განაჩენი უცვლელად იქნა დატოვებული თ---–---- სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, 2016 წლის 09 თებერვლის და საქართველოს უზენაესს სასამართლოში , რომლის 2016 წლის 6 სექტემბრის განაჩენით.

 

ა---––---- რაიონული სასამართლოს 2013 წლის 10 იანვრის №1--------წ. განჩინებით ბრალდებულ თ------------–---–---–-ს (პ/ნ 0----------) მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შერჩეული იქნა გირაო 10000 ლარი, რომლის უზრუნველყოფის მიზნით 10000 (ათი ათასი) ლარის ფარგლებში ყადაღა დაედო ე-–--------------–---–---–-- (პ/ნ 0----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას - 800 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) მიწის ნაკვეთს და მასზე განლაგებულ შენობა ნაგებობებს, აუდიტის დასკვნით შეფასებულს 11300 (თერთმეტი ათას სამასი) ლარად, რომლის სარეგისტრაციო მონაცემებია: სარეგისტრაციო ზონა ა------- კოდი 6-, სექტორი უ--- კოდი 1-, კვარტალი 2-, ნაკვეთი 0--.

 

წარმოდგენილი სალაროს შემოსავლის ქვითრით დადგენილია, რომ ე-–-------------–---–---–- საცხოვრებელი სახლის შეფასებისთვის მოსარჩელის მიერ გადახდილია 121 ლარი, რაც ექვემდებარება ანაზღაურებას, როგორც მატერიალური ზიანი.

 

ა---––---- რაიონული სასამართლოს 2018 წლის 30 აპრილს გაცემული ცნობით დადგენილია, რომ სისხლის სამართლის N1/1---13წ. საქმეზე ა---––---- რაიონულ სასამართლოში გამართულია 65 სასამართლო სხდომა, ხოლო თ---–---- სააპელაციო სასამართლოში 3 სასამართლო სხდომა.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის განმარტებას, რომ მის მიერ მგზავრობაში დახარჯული იქნა 6000 ლარი, რადგან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17-ე მუხლის თანახმად მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. მოსარჩელეს რაიმე მტკიცებულება დასადასტურებლად იმისა, რომ მას მგზავრობაში დაეხარჯა 6000 ლარი წარმოდგენილი არ არის. ამასთან მის მიერვე წარმოდგენილი ა-------- ,,ა--------------------------–------ 2" მიერ გაცემული ცნობით დადგენილია, რომ ,,უ----ა---––----" რეისის ღირებულება 2013 წლიდან ცნობის გაცემის დროისათვის შეადგენს 1.50 ლარს, ხოლო ,,უ----თ---–----" ღირებულება 10 ლარი. შესაბამისად აღნიშნული განგარიშებით მგზავრობის ხარჯში, რადგან ა---––---- რაიონული სასამართლოს 2018 წლის 30 აპრილს გაცემული ცნობით დადგენილია, რომ სისხლის სამართლის N1/1---13წ. საქმეზე ა---––---- რაიონულ სასამართლოში გამართულია 65 სასამართლო სხდომა, ხოლო თ---–---- სააპელაციო სასამართლოში 3 სასამართლო სხდომა, შეადგენდა 65*3=195 ლარს, რაც წარმოადგენს ა---––---- რაიონულ სასამართლოში სასამართლო 65 სასამართლო სხდომაზე დასასწრებად გაწეულ ხარჯს, რადგან ღირებულება ორივე მიმართულებით საერთო ჯამში შეადგენს სამ ლარს და თ---–---- სააპელაციო სასამართლოში გამართულ სამ სასამართლო სხდომაზე დასაწრებად გაწეული ხარჯი: 3*20=60 ლარს, რადგან ღირებულება ორივე მიმართულებით საერთო ჯამში ჯამში შეადგენს 20, შესაბამისად მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მგზავრობის ხარჯმა შეადგინა 195 +60= 255 ლარს.

 

შ.პ.ს ,,ტ---ს" 2017 წლის 03 აგვისტოს გაცემული ცნობის დადგენილია, რომ თ------------–---–---–- შპს "ტ---" -ში 2013 წლიდან 2015 წლის დეკემბრის ჩათვლით მუშაობდა ხე-ტყის დასანომრი ფირნიშების აღმრიცხველად და აგრეთვე მუშად სახერხ-საამქროში, რომლის სახელფასო განაკვეთი განისაზღვრება შემდეგნაირად, 2013 წელს ხელფასი შეადგენდა 300 ლარს, 201- წლის იანვარი 300 ლარი, თებერვალი 300 ლარი, მარტი 300 ლარი.

აპრილში შეადგინა - 300 ლარი, დამხმარე მუშად იმუშავა 09 დღე, რომლის ანაზღუარებამ შეადგინა 205 ლარი.

მაისი 300 ლარი, დამხმარე მუშად იმუშავა 15 დღე, რომლის ანაზღუარებამ შეადგინა 372.5 ლარი.

ივნისი - 300 ლარი, დამხმარე მუშად იმუშავა 13 დღე, რომლის ანაზღუარებამ შეადგინა 2-3.75 ლარი.

ივლისი -300 ლარი, დამხმარე მუშად იმუშავა 03 დღე, რომლის ანაზღუარებამ შეადგინა 56.25ლარი.

აგვისტო - 200 ლარი.

სექტემბერი - 200 ლარი, დამხმარე მუშად იმუშავა 4 დღე, რომლის ანაზღუარებამ შეადგინა 77.50 ლარი.

ოქტომბერი - 200 ლარი, დამხმარე მუშად იმუშავა 04 დღე, რომლის ანაზღუარებამ შეადგინა 127.4 ლარი.

- ნოემბერი- 200, დამხმარე მუშად იმუშავა 10 დღე, რომლის ანაზღუარებამ შეადგინა 182.5ლარი.

- დეკემბერი- 200, დამხმარე მუშად იმუშავა 09 დღე, რომლის ანაზღუარებამ შეადგინა 1-- ლარი

2015 წლიდან შრომითი ანაზღაურების სახით მიღებული აქვს შემდეგი შემოსავალი: იანვარი- აპრილში შეადგინა - 200 ლარი, დამხმარე მუშად იმუშავა 08 დღე, რომლის ანაზღუარებამ შეადგინა 150 ლარი.

თებერვალი - 200 ლარი, დამხმარე მუშად იმუშავა 07 დღე, რომლის ანაზღუარებამ შეადგინა 110 ლარი.

მარტი - 200 ლარი, დამხმარე მუშად იმუშავა 15 დღე, რომლის ანაზღუარებამ შეადგინა 332.5ლარი.

აპრილი - 200 ლარი,მაისი - 200 ლარი, დამხმარე მუშად იმუშავა 10 დღე, რომლის ანაზღუარებამ შეადგინა 168 ლარი.

ივნისი - 200 , დამხმარე მუშად იმუშავა 11 დღე, რომლის ანაზღუარებამ შეადგინა 205 ლარი.

დანარჩენ თვეებში კი 200 ლარი, შესაბამისად სასამართლოს მიაჩნია, რომ 65 დღის განმავლობაში, როდესაც მას უწევდა სასამართლო სხდომაზე მონაწილეობის მიღება ახალციხეში რაიონულ სასამართლოში მოხდა მისი მოცდენა სახელმწიფო ორგანოების მიერ, შპს. ,,ტ---ში" დამხმარე მუშად მუშაობისგან, მაშინ როდესაც მას შეეძლო აღნიშნულ პერიოდში ემუშავა დამხმარე მუშად და მიეღო შესაბამისი დღიური ანაზღაურება, საშუალოდ საერთო ჯამში 854 ლარი, შპს, ,,ტ---ს" მიერ გაცემული ცნობის საშუალო დღიური გაანგარიშების შესაბამისად.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხე საქართველოს ს--–--------------------–----------------------- უნდა დაეკისროს მოსარჩელე თ------------–---–---–- სასარგებლოდ მატერიალური ზიანის 12-0 (ერთიათასს ორასს ოცდაათი) ლარის ანაზღაურება, ხოლო მოსარჩელის მიერ მოთხოვნილის დარჩენილი მატერიალური ზიანის ანაზღაურებაზე უნდა ეთქვას უარი, რადგან აღნიშნულ გარემოებათა დამადასტურებელი მტკიცებულება, რაც შეიძლება საფუძველი გამხდარიყო მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი მატერიალური ზიანი სრული ანაზღაურების წარმოდგენილი არ არის.

 

ამასთან სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მიერ მატერიალური/მორალური ზიანის ანაზღუარების საფუძვლად მითითებას მის ავადმყოფობაზე, რადგან მიუხედავად იმისა, რომ ა---––---- რაიონულ სასამართლოში სასამართლო სხდომის გადადების საფუძველი გახდა მისი ავად გახდომა, მოსარჩელის მიერ მტკიცებულებები იმისა, რომ მისი ავადმყოფობა და მისი ჯანმრთელობის დღევანდელი მდგომარეობა გამოწვეულია, მის მიმართ ნაწარმოები სისხლის სამართლის საქმით წარმოდგენილი არ აქვს, უფრო მეტიც მის მიერვე წარმოდგენილი შ------------------–---" ა-------- სამედიცინო ცენტრის მიერ 2017 წლის 06 ოქტომბერს გაცემული ცნობით, დადგენილია, რომ თ------------–---–---–-ა ჩაიტარა ამბულატორიული კონსულტაცია და ლაბორატორიული კვლევები. შ------------------–---" ა-------- სამედიცინო ცენტრში 1-.11.2016 წელს (რა დროსაც სამართალწარმოება მის მიმართ დამთავრებული იყო, მათ შორის უზენაესს სასამართლოს გადაწყვეტილება მიღებული ქონდა) დაუდგინდა დიაგნოზი E1- შაქრიანი დიაბეტი.

 

6.2. რაც შეეხება არაქონებრივი/მორალური ზიანის ანაზღაურების წესს ითვალისწინებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლი, რომელიც ადგენს, რომ არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 18.2. მუხლით, პირს უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცვას საკუთარი პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა ან საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან.

 

მითითებული ნორმა, ასევე განსაზღვრავს მორალური ზიანის ანაზღაურების კონკრეტულ საფუძვლებს. კერძოდ, ამავე ნორმის მე-6 ნაწილის მიხედვით, ამ მუხლით გათვალისწინებული სიკეთის დაცვა ხორციელდება, მიუხედავად ხელმყოფის ბრალისა. ხოლო, თუ დარღვევა გამოწვეულია ბრალეული მოქმედებით, პირს შეუძლია მოითხოვოს ზიანის (ზარალის) ანაზღაურებაც. ბრალეული ხელყოფის შემთხვევაში უფლებამოსილ პირს უფლება აქვს მოითხოვოს არაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურებაც. მორალური ზიანის ანაზღაურება შეიძლება ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისაგან დამოუკიდებლად.

 

სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.04.2009წ. ადმინისტრაციულ საქმეზე №ბს--------------) ჩამოყალიბებულ განმარტებაზე, სახელდობრ:: „არაქონებრივი უფლებები წარმოადგენს სამოქალაქო სამართლის იმ ობიექტს, რომელსაც გააჩნია მისთვის დამახასიათებელი თავისებურებები. არსებითი განსხვავება მდგომარეობს არაქონებრივი უფლების ხელყოფის შედეგად დამდგარი ზიანის შინაარსში. სამოქალაქო სამართლის აღნიშნული ობიექტის სპეციფიკის გათვალისწინებით მისი ხელყოფის შედეგად დამდგარ ზიანს ქონებრივი ეკვივალენტი არ გააჩნია. ამდენად, არაქონებრივი ზიანის მოთხოვნის წარმოშობისათვის საკმარისია არსებობდეს არაქონებრივი უფლების ხელყოფის ფაქტი, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა. მორალური ზიანის მოცულობას (რომელსაც არ გააჩნია მატერიალური გამოხატულება) განსაზღვრავს სასამართლო გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლში მითითება მორალური ზიანის გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების თაობაზე გულისხმობს ზიანის მიმყენებლის ბრალეულობის ხარისხის, დაზარალებულის განცდების სიღრმისა და ინდივიდუალური თავისებურების გათვალისწინებას. მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს, მოპასუხეების მიერ მატერიალური ზიანის ანაზღაურების ფაქტს, ასევე დაზარალებულის სუბიექტურ დამოკიდებულებას მორალური ზიანის მიმართ და ობიექტურ გარემოებებს. ამ გარემოებათა შორისაა დაზარალებულის ცხოვრების პირობები (საოჯახო, ყოფითი, მატერიალური, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასაკი და ა.შ.), ბრალის ხარისხი, ქონებრივი მდგომარეობა და სხვა გარემოებები. მორალური ზიანის ანაზღაურების შემთხვევაში არ ხდება ხელყოფილი უფლების რესტიტუცია, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია. შეუძლებელია ფულადი ფორმით ჯანმრთელობის შეფასება, კომპენსაციის მიზანია მორალური ზიანით გამოწვეული ტკივილების, ნეგატიური განცდების შემსუბუქება, დადებითი ემოციების გამოწვევა, რომელიც ეხმარება დაზარალებულს სულიერი გაწონასწორების მიღწევაში, სოციალურ ურთიერთობებში ჩართვაში, რაც მორალური (არაქონებრივი) ზიანის ანაზღაურების სატისფაქციურ ფუნქციას შეადგენს“.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლო აგრეთვე, მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის განმარტებაზე (საქმეNბს-648-62-(2კ-13), 10.04.201-წ), რომლის თანახმადაც: ,,მორალური ზიანი ანაზღაურდება მხოლოდ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში, გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. ანაზღაურებას ექვემდებარება არა ყოველგვარი მორალური ზიანი (სულიერი ტანჯვა), თუნდაც ეჭვს არ იწვევდეს მისი ანაზღაურება, არამედ მხოლოდ ისეთი, რომლის ანაზღაურებასაც პირდაპირ ითვალისწინებს მოქმედი კანონმდებლობა.

ამავე საქმეზე (საქმე#ბს-648-62-(2კ-13), 10.04.201-წ) საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ ,,ზიანი ანაზღაურდება რეალურად არსებული, დამდგარი საზიანო შედეგისათვის, აუცილებელია პირდაპირი ზიანის არსებობის კონკრეტულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის არსებობის დადგენა ანუ ქმედება უშუალო წინაპირობას უნდა წარმოადგენდეს დამდგარი შედეგისათვის."

სასამართლო განმარტავს, რომ ზოგადად, სისხლის სამართლის საქმეზე მიღებული სასამართლო განაჩენით წყდება პირის პასუხისმგებლობასთან დაკავშირებული საკითხები. ამ საპროცესო დოკუმენტით სასამართლო ადგენს, ჩაიდინა თუ არა პირმა ინკრიმინირებული ქმედება და რა სახის სასჯელი უნდა დაეკისროს მას.

 

სასამართლოს მოსაზრებით, პირის მარეაბილიტირებელ გარემოებად უპირობოდ უნდა იქნეს მიჩნეული მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა. გამამართლებელი განაჩენის არსიდან და ბუნებიდან გამომდინარე - სასამართლოს ეს აქტი ეხება სწორედ პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლებას. გამამართლებელი განაჩენი ადგენს პირის უდანაშაულობას, რაც იწვევს მისი უფლებების აღდგენას ანუ მის რეაბილიტაციას. რაც შეეხება ზემოაღნიშნული მუხლის მეორე კომპონენტს - ქმედების უკანონობას, სასამართლოს აზრით, მოცემულ შემთხვევაში, არ უნდა მოხდეს კანონის აღნიშნული მოთხოვნის იმგვარად ინტერპრეტაცია, რომ ქმედების უკანონობა შეფასდეს მხოლოდ კონკრეტული საპროცესო თუ მატერიალური ნორმის დარღვევით, ვინაიდან არ შეიძლება ნორმა განიმარტოს ისე, რომ გამართლებულს არ მიეცეს უფლებების აღდგენის ეფექტური შესაძლებლობა. ნორმის ამგვარი ინტერპრეტაცია ვერ თავსდება საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ ადამიანის და მის უფლებების, როგორც უმაღლესი ფასეულობის პრიორიტეტულობასთან. მართალია, სისხლისსამართლებრივი დევნა და ბრალდებულის მიმართ გამოყენებული იძულების ღონისძიებები ემსახურება სახელმწიფოს ლეგიტიმურ მიზანს - საზოგადოების, მისი კონკრეტული წევრის უსაფრთხოების დაცვას, ამასთან, საქართველოს პროკურატურა წინასწარ ვერ განსაზღვრავს კონკრეტული საქმის შედეგს, ვინაიდან მტკიცებულებათა შეფასება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საკმარისობის კუთხით წარმოადგენს სასამართლოს კომპენტენციას, თუმცა, მიუხედავად ამისა, ინდივიდს, რომლის მიმართაც დადგა გამამართლებელი განაჩენი, უნდა მიეცეს შესაბამისი კომპენსაცია სახელმწიფოს მხრიდან მისი უფლებებში გაუმართლებელი ან/და გადაჭარბებული ჩარევისთვის.

 

ამრიგად, მოქმედი კანონმდებლობით არსებობს გამართლებული პირის უფლების დაცვის მექანიზმი და გამართლებულ პირს შეუძლია აღიდგინოს დარღვეული უფლებები. კერძოდ, გამართლებულ პირს აქვს შესაძლებლობა, დარღვეული უფლება აღიდგინოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული რეაბილიტაციისა და სისხლის სამართლის პროცესის ორგანოების უკანონო და დაუსაბუთებელი მოქმედებების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების გზით და მოითხოვოს საქართველოს კონსტიტუციითა და კანონმდებლობით დადგენილი წესით მიყენებული ქონებრივი და არაქონებრივი/მორალური ზიანის ანაზღაურება.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მორალური ზიანის ანაზღაურების მოცულობას განსაზღვრავს სასამართლო მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე. მოსარჩელე უფლებამოსილია სარჩელში მიუთითოს ფულადი თანხა, რომელსაც ის ითხოვს მიყენებული სულიერი თუ ფიზიკური ტკივილის კომპენსაციისათვის, მაგრამ ეს მოთხოვნა მოსარჩელის მხოლოდ მოსაზრებაა და ანაზღაურების მოცულობის განსაზღვრა სასამართლოს მიერ უნდა გადაწყდეს. მორალური ზიანი გულისხმობს ფიზიკურ და ზნეობრივ-ფსიქოლოგიურ ტანჯვას, რასაც პირი განიცდის ამა თუ იმ სიკეთის, უმეტესწილად არამატერიალურ ფასეულობათა ხელყოფით და მის ანაზღაურებას აკისრია სამი ფუნქცია: დააკმაყოფილოს დაზარალებული, ზემოქმედება მოახდინოს ზიანის მიმყენებელზე და თავიდან აიცილოს პიროვნული უფლების ხელყოფა სხვა პირების მიერ. მორალური ზიანის შეფასებისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულება ასეთი ზიანის სიმძიმის მიმართ, ასევე, ობიექტური გარემოებები, რითაც შეიძლება მისი ამ კუთხით შეფასება. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება დადგინდეს მორალური ზიანის არსებობა და მისი გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების კრიტერიუმები.

 

სასამართლოს მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაში სახეზეა მიზეზობრივი კავშირი სახელმწიფო ორგანოს უკანონო ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამასთან, ზიანის ანაზღაურების მოცულობასთან დაკავშირებით სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413.1. მუხლზე და განმარტავს, რომ არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში, გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. ამასთან კანონი არ ადგენს მორალური ზიანის ასანაზღაურებელ ოდენობას, რამდენადაც მორალური ზიანის ანაზღაურების კონკრეტული შემთხვევა ინდივიდუალურია, განპირობებულია მრავალი სხვადასხვა ფაქტორით. ამასთან, მორალური ზიანის მოცულობა სასამართლოს მიერ ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისაგან დამოუკიდებლად განისაზღვრება, როგორც დამდგარი ზიანის სიმძიმის, ისე ბრალის ხარისხის მიხედვით.

 

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელის მიმართ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმის განხილვა მხოლოდ სასამართლოში გრძელდებოდა დაახლოებით ოთხი წლის მანძილზე, მისი, როგორც ბუღალტრის პროფესიულ საქმიანობას, პირად რეპუტაციას, მიადგა მნიშვნელოვანი მორალური ზიანი. ამასთან სახეზეა მიზეზობრივი კავშირი, სახელმწიფო ორგანოების ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამასთან, კომპენსაციის ოდენობა არ უნდა მოწყდეს რეალობას. მოთხოვნა 20000 ლარის ოდენობით მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე წარმოადგენს მხოლოდ მოსარჩელის მოსაზრებას, ხოლო ანაზღაურების მოცულობის ოდენობას გონივრულ ფარგლებში განსაზღვრავს სასამართლო. შელახული სიკეთის ხასიათის, სულიერი ტანჯვის ხარისხის ზუსტად განსაზღვრის შეუძლებლობის გამო, უფრო მართებულია ზიანის კომპენსაცია, რამდენადაც ეს შესაძლებელია საერთოდ. მორალური ზიანის ანაზღაურების უმთავრეს მიზანს არ წარმოადგენს ხელყოფილი უფლებების რესტიტუცია, რადგან მიყენებულ მორალურ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია და შეუძლებელია მისი სრულად აღდგენა.

 

ზემოაღნიშნული მსჯელობისა და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოსარჩელე თ------------–---–---–ს უნდა აუნაზღაურდეს მორალური ზიანის სახით 7 000 (შვიდი ათასი) ლარი.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან მხარეები - უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიებად დაპატიმრების უკანონოდ გამოყენების ან გამასწორებელ სამუშაოთა სახით ადმინისტრაციული სახდელის უკანონოდ დადების შედეგად მოქალაქისათვის მიყენებული ზარალის ანაზღაურებასთან დაკავშირებულ სარჩელებზე. ამავე კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან დაწესებულებები (ორგანიზაციები), რომელთა ხარჯები ფინანსდება მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან – ყველა საქმეზე. ამდენად, მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით. ამავე კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი არ არის მტკიცებულება, რომ მის მიერ მოხდა დამატებით ხარჯების გადახდა, მათ შორის წარმომადგენლისათვის, რაც შეეხება სახელმწიფო ბაჟს მხარეები განთავისუფლებული არიან.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2.; მე-2; მე-12; 24-ე; 331.; მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე; მე-8; 53-ე; 243-ე; 244-ე; 364-ე; 369-ე მუხლებით, და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1.მოსარჩელე თ------------–---–---–-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2.დაეკისროს მოპასუხე ს--–--------------------–----------------------- მოსარჩელე თ------------–---–---–-ს სასარგებლოდ მორალური ზიანის - 7 000 (შვიდი ათასი) ლარის ანაზღაურება;

 

3.დაეკისროს მოპასუხე საქართველოს ს--–--------------------–----------------------- მოსარჩელე თ------------–---–---–-ს სასარგებლოდ მატერიალური ზიანის - 12-0 (ერთი ათასს ორასს ოცდაათი) ლარის ანაზღაურება;

 

4.დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

5.გადაწყვეტილების ასლი გადაეგზავნოთ მხარეებს.

 

6.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თ---–---- სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე, ქ. თბილისი გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა), სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით ა---––---- რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე, ქ. ახალციხე, მებაღიშვილის ქ.N62) გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის გადაცემის მომენტიდან 1- (თოთხმეტი) დღის ვადაში.

 

მოსამართლე: გია ბერაია