განაჩენი

სისხლის სამართლის 09.08.2018
საქმის ნომერი
270100118002583306
დავის ტიპი
265 3 ა , 265 2 ა
თარიღი
09.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №270100118002583306 (1/54-18)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

09 აგვისტო, 2018 წელი ქ. ზუგდიდი

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს

მაგისტრატი სასამართლო წალენჯიხის მუნიციპალიტეტში

მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ

ანა კვირტიას მდივნობით

 

სტაჟიორი პროკურორ - ალ----------ას,ბრალდებულ - კა---–--------–იას და

ადვოკატ - მა------–-----–იას

 

მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა ზუგდიდის რაიონული პროკურატურის სტაჟიორი პროკურორის ალ----------ას შუამდგომლობა

 

ბრალდებულ კა---–--------–იას მიმართ

დაბადების თარიღი: 14-------2 წელი,პირადი ნომერი: 62--------6,საქართველოს მოქალაქე,დასაოჯახებელი,უმუშევარი,მისამართი: წ--–--------------------–---------

 

სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის 265-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ე“ და მესამე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

 

დადგენილია, რომ კა---–--------–იამ ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა და მოყვანა, იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს კოდექსის ამ თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2017 წლის 21 თებერვალს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის ნასამართლევმა კა---–--------–იამ 2018 წლის თებერვლის თვეში, ქ--–--–--------------------–-------------–- მდებარე თავისი საცხოვრებელი ბინის წინა მიმდებარედ მის კუთვნილ, მფლობელობასა და სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე გაშენებულ ბოსტანში უკანონოდ დათესა და 2018 წლის 7 აგვისტომდე უკანონოდ მოყავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი - კანაფის მცენარე - 1 ძირი, წონით 3410 გრამი.

 

2018 წლის 08 აგვისტოს გაფორმდა საპროცესო შეთანხმება ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორის ალ----------ას, ბრალდებულ კა---–--------–იასა და ადვოკატ მა------–-----–იას შორის.

 

საპროცესო შეთანხმების დამტკიცებისას სასამართლო სხდომაზე დარწმუნდა, რომ ბრალდებული კა---–--------–ია აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც ედება ბრალი, სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს, რომლის ჩადენასაც აღიარებს, მისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ.

 

ბრალდებული კა---–--------–ია აცნობიერებს, რომ თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია მომავალში მის წინააღმდეგ ნებისმიერი ინფორმაციის გამოყენება, რომელსაც ის მიაწვდის სასამართლოს საპროცესო შეთანხმების განხილვისას.

 

ბრალდებული აცნობიერებს, რომ მას აქვს შემდეგი უფლებები: დაცვის უფლება, უფლება უარი განაცხადოს საპროცესო შეთანხმებაზე ბრალის აღიარების შესახებ, უფლება სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის თაობაზე, ასევე სასამართლო დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმება არ არის შედეგი ბრალდებულის იძულების, დაშინების, თუ ისეთი დაპირებისა, რომელიც სცილდება საპროცესო შეთანხმების ფარგლებს.

 

ბრალდებული კა---–--------–ია ეთანხმება ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს.

 

ბრალდებულსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმების ყველა პირობა ასახულია საპროცესო შეთანხმებაში.

 

ბრალდებული და მისი ადვოკატი სრულად იცნობენ საქმის მასალებს.

 

სასამართლო დარწმუნდა, რომ ბრალდებულის მიმართ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის მხრიდან არ ყოფილა წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, განემარტა ბრალდებულს, რომ მის მიერ წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე საჩივრის შეტანა ხელს არ შეუშლის კანონის დაცვით დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას.

 

სტაჟიორი პროკურორი ალ----------ა შუამდგომლობს კა---–--------–იას მიმართ სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე, ის ითხოვს:

 

ბრალდებული კა---–--------–ია ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ და მესამე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, რისთვისაც ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად სსკ-ის 55-ე მუხლის შესაბამისად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად ჩაეთვალოს პირობით 5 წლის გამოსაცდელი ვადით.

 

ბრალდებულ კა---–--------–იას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 44-ე მუხლის შესაბამისად, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 350 საათის ვადით.

 

სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატოს წინა - 2017 წლის 21 თებერვლის ზუგდიდის რაიონული სასამართლოს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით:

 

-ბრალდებულ კარლო გაბლაიას ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად ჩაეთვალოს პირობით 5 წლის გამოსაცდელი ვადი;

 

-ბრალდებულ კა---–--------–იას სასჯელის სახედ და ზომად დაეკისროს ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით,-ბრალდებულ კა---–--------–იას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 44-ე მუხლის შესაბამისად დამატებითი სასჯელის სახით დაეკისროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 350 საათის ვადით.

 

კა---–--------–იას „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე 6 თვის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, ხოლო დანარჩენი უფლებები: საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება ჩამოერთვას 5 წლით.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:

 

-ამოღებული 1 ძირი კანაფის მცენარე და ნიადაგის ნიმუში - განადგურდეს.

 

კა---–--------–ია და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი მა------–-----–ია დაეთანხმნენ ბრალდებულის მიმართ ზემოთაღნიშნული სასჯელის გამოყენებას.

 

კა---–--------–იას ბრალეულობა დადასტურებულია საქმეში არსებული შემდეგი მტკიცებულებებით:

 

1.მოწმე/ბრალდებული კა---–--------–იას გამოკითხვის ოქმი; 2.მოწმე თე---------------ას გამოკითხვის ოქმი; 3.მოწმე ბე---------იას გამოკითხვის ოქმი; 4.მოწმე სო---------იას გამოკითხვის ოქმი; 5.მოწმე ამ-------------ხიას გამოკითხვის ოქმი; 6.მიწის ნაკვეთის ჩხრეკის ოქმი; 7.ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებები; 8.ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა N-------

 

სასამართლომ განიხილა რა საქმეში არსებული მასალები, გაეცნო და გაანალიზა ბრალის დასადასტურებლად წარმოდგენილი მტკიცებულებანი, მიაჩნია, რომ საპროცესო შეთანხმება უნდა დამტკიცდეს, მოთხოვნილი სასჯელი კანონიერი და სამართლიანია და მივიდა შემდეგ დასკვნამდე:

 

გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულია, რომ კა---–--------–იამ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ე“ და მესამე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, რისთვისაც მას უნდა დაედოს მსჯავრი.

 

კა---–--------–იას მიმართ საპროცესო შეთანხმების დამტკიცების დროს მხედველობაშია მიღებული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებანი, ქმედების განხორციელების სახე და ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება, მისი წარსული ცხოვრება, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ მხარეებს შორის დადებულია საპროცესო შეთანხმება, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად.

 

საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის თანახმად, ამ კოდექსის 63-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას სასამართლო ადგენს გამოსაცდელ ვადას, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული და უნდა შეასრულოს მისთვის დაკისრებული მოვალეობა.

 

კა---–--------–იას მიმართ მიზანშეწონილია საქართველოს სსკ-ს 44-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის სახით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის გამოყენება.

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ევროპული სასამართლოს მიდგომას საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტთან მიმართებაში:

 

საქმეზე ნაცვლიშვილი და ტოგონიძე საქართველოს წინააღმდეგ ევროპულმა სასამართლომ მიუთითა, რომ საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის შესაბამისია (იხ. ბაბარ აჰმადი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, mutatis mutandis, Badar Ahmad and Others v. tne United Kinngdom ).

 

ევროპული სისხლისსამართლებრივი სისტემისათვის დამახასიათებელია, რომ ბრალდებულმა მიიღოს უფრო მსუბუქი სასჯელი ან გათავისუფლდეს სასჯელისაგან დანაშაულის აღიარების ან გამოძიებასთან თანამშრომლობის გამო (იხ. სლავჩო კოსტოვი ბულგარეთის წინააღმდეგ, რუსიცკი პოლონეთის წინააღმდეგ, Slavcho Kostov v. Bulgaria , Ruciński v. Poland).

 

საპროცესო შეთანხმების საფუძველზე შეიძლება განხორციელდეს სწრაფი მართლმსაჯულება და ზოგიერთ საპროცესო უფლებაზე უარის თქმით ხდება სისხლის სამართალწარმოების შემცირება (იხ. სკოპოლა იტალიის წინააღმდეგ, Scoppola v. Italy).

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე, 209-ე, 210-ე, 212-213-ე, 214-215-ე, 216-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ზუგდიდის რაიონული პროკურატურის სტაჟიორი პროკურორის ალ----------ას შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

 

დამტკიცდეს საპროცესო შეთანხმება ზუგდიდის რაიონული პროკურატურის სტაჟიორი პროკურორ ალ----------ას, ბრალდებულ კა---–--------–იასა და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატ - მა------–-----–იას შორის;

 

ბრალდებული კა---–--------–ია ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ და მესამე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, რისთვისაც ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად სსკ-ის 55-ე მუხლის შესაბამისად, განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად ჩაეთვალოს პირობით 5 წლის გამოსაცდელი ვადით;

 

ბრალდებულ კა---–--------–იას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 44-ე მუხლის შესაბამისად, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 350 საათის ვადით;

 

სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატოს წინა - 2017 წლის 21 თებერვლის ზუგდიდის რაიონული სასამართლოს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით:

 

-ბრალდებულ კარლო გაბლაიას ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად ჩაეთვალოს პირობით 5 წლის გამოსაცდელი ვადი,-ბრალდებულ კა---–--------–იას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით,-ბრალდებულ კა---–--------–იას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 44-ე მუხლის შესაბამისად, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 350 საათის ვადით;

 

კა---–--------–იას „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე 6 თვის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, ხოლო დანარჩენი უფლებები: საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება ჩამოერთვას 5 წლით.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:

 

-ამოღებული 1 ძირი კანაფის მცენარე და ნიადაგის ნიმუში - განადგურდეს.

 

კა---–--------–იას მიმართ გამოყენებული საპროცესო იძულებითი ღონისძიება - დაკავება გაუქმდეს და დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან;

 

კა---–--------–იას ძირითადი სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს დაკავების პერიოდი 2018 წლის 07 აგვისტოდან 2018 წლის 09 აგვისტოს ჩათვლით;

 

კა---–--------–იას ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება პირობითი მსჯავრის პერიოდში, დაევალოს პრობაციის სამსახურს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდეს გამოცხადებისთანავე;

 

განაჩენი საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება, გარდა საქართველოს სსსკ-ის 215-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა, მსჯავრდებულს განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში (თუ საპროცესო შეთანხმება დაიდო მოტყუებით, ბრალდებულს შეეზღუდა დაცვის უფლება, საპროცესო შეთანხმება დაიდო იძულებით, ძალადობით, მუქარით ან დაშინებით, საქმის განმხილველმა მოსამართლემ უგულებელყო XXI თავით გათვალისწინებული არსებითი მოთხოვნები), ხოლო პროკურორს ერთი თვის ვადაში შესაბამისი გარემოებების დადგენიდან (მსჯავრდებულმა დაარღვია საპროცესო შეთანხმებაში არსებული პირობა) უფლება აქვთ ზემდგომ სასამართლოში წარადგინონ საჩივარი, საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის გაუქმების თაობაზე;

 

განაჩენის გადასინჯვა დასაშვებია საერთო წესით, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო.

 

მოსამართლე მანუჩარ ცაცუა