გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 031210017002051917
№2/304-2017წ
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
23 ივლისი, 2018 წელი ქობულეთი
შესავალი ნაწილი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი სასამართლო
ქობულეთის მუნიციპალიტეტში
მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე
სხდომის მდივანი ზინაიდა აბაშიძე
მოსარჩელე - შპს „მ---ი“
წარმომადგენელი - და---------ძე
მოპასუხე - ეთ---------ძე
დავის საგანი - პირგასამტეხლოს დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1 მოპასუხე ეთ---------ძეს მოსარჩელე შპს „მ---ის“ სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს გადახდა 2000 ლარის ოდენობით.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხის წარმომადგენელი სარჩელს ცნობს ნაწილობრივ. განმარტა, რომ მისი მხრიდან სამსახურის დატოვება გამოწვეული იყო ოჯახური პირობებით, ის ვერარ ახერხებდა ქობულეთიდან ბათუში გადაადგილებას, ოჯახში ყავდა ავადმყოფი, რომელიც მეთვალყურეობას საჭიროებდა და მცირეწლოვანი შვილები; თუმცა აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ წარმოუდგენია;
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ეთ---------ძეს და შპს „მ---ის" შორის 2016 წლის 4 მაისს დაიდო შრომითი ხელშეკრულება,სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
- შრომითი ხელშეკრულება.
3.1.2. ეთ---------ძემ განცხადებით სამსახურიდან წასვლის შესახებ, ადმინისტრატორის გულო ბერიძის მეშვეობით აცნობა ფილიალის ხელმძღვანელს 2017 წლის 4 ივლისს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.3. 2017 წლის 3 ივლისს შვებულებაში მყოფი მეორე ძირითადი ადმინისტრატორი გულო ბერიძე გამოცხადდა სამსახურში და განაცხადა რომ შეცვლიდა ეთ---------ძეს. გულო ბერიძე შვებულებაში იმყოფებოდა 2017 წლის 25 ივნისიდან 2017 წლის 10 ივლისის ჩათვლით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
-ბრძანება ანაზღაურებადი შვებულების მიცემის შესახებ;
3.1.4. 2017 წლის 29 ივნისს ეთ---------ძე არ გამოცხადდა სამსახურში, რის გამოც ფილიალი ნაცვლად 09:00 საათისა, გაიხსნა 10:05 საათზე. სამსახურში ეთ---------ძე გამოცხადდა 12:30 საათზე, გამოუცხადებლობის მიზეზი ინტოქსიკაცია, თუმცა რაიმე სახის ჯანმრთელობის ცნობა, ან საავადმყოფოში მოთავსების ფურცელი არ წარმოუდგენია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.5. შრომითი ხელშეკრულების მიხედვით, ხელშეკრულებით ან/და კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში და პირობებით შესაძლებელია ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტა დამსაქმებლის მიერ თუ: დასაქმებული მიმართვის საფუძველზე, თუ იგი წერილობით მიმართვას დამსაქმებელს თანამდბობის/ სამუშაოს დატოვების თხოვნით არანაკლებ 30 (ოცდაათი) კალენდარული დღით ადრე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
-შრომითი ხელშეკრულება.
3.1.5. შრომითი ხელშეკრულების მიხედვით, დასაქმებული იღებს ვალდებულებას დამსაქმებელს გადაუხადოს პირგასამტეხლო 2000 (ორიათასი) ლარის ოდენობით, იმ შემთხვევაში, თუ ვადამდე ადრე შეწყვეტს ხელშეკრულეას შრომის კოდექსით გათვალისწინებული წესების დაუცველად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
-შრომითი ხელშეკრულება.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მხარეებს შორის შეწყდა ხელშეკრულება დასაქმებული მიერ, მაგრამ ეთ---------ძეს შპს "მ---ისთვის" მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით და შრომის კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნების თანახმად არ უცნობებია ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე. ეთ---------ძემ კი შრომითი ხელშეკრულებით აიღო ვალდებულება დამსაქმებელს შპს "მ---ის" გადაუხადოს პირგასამტეხლო 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, იმ შემთხვევაში, თუ ვადამდე ადრე შეწყვეტდა ხელშეკრულებას შრომის კოდექსით გათვალისწინებული წესების დაუცველად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
- შრომითი ხელშეკრულება.
3.2.2. დადგენილია, რომ ადმინსტრატორები, მუშაობდნენ დღეგამოშვებით 09:00 საათიდან 20:00 საათამდე და დამხმარე ადმინისტრატორი, რომელიც მუშაობს ყოველდღე 11:00 საათიდან 18:00 საათამდე. ეთ---------ძე თავის სამუშაო დღეს 2017 წლის 29 ივნისს სამსახურში არ გამოცხადდარის გამოც იმ დღეს კლინიკამ საქმიანობა დაიწყო დაგვიანებით; ეთ---------ძის მხრიდან მისი გამოუცხადებლობა და დაგვაინებით გამოცხადება შეტანხმებული არ ყოფილა ფილიალის ხელმძღვანელთან და მთავარ ადმინისტრატოტთან. მოსარცელის მტკიცებით აღნიშნულმა მოქმ---ებად გამოიწვია კლინიკის მუშაობის შეფერხება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
- შრომითი ხელშეკრულება.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს "მ---ის" სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ: ეთ---------ძეს დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს გადახდა 100 ლარის ოდენობით.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
- საქართველოს სამოქალაქო კოდექს;
- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;
- საქართველოს ორგანული კანონი- შრომის კოდექსი;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ორგანული კანონის - საქართველოს შრომის კოდექსის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ.
6.2. საქართველოს ორგანული კანონის - საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის "ო" ქვეპუნქტის თანახმად, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებია - სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც ამართლებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას.
საქართველოს ორგანული კანონის - საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია დამსაქმებლის მიერ ამ კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ვ“, „ი“ და „ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლით შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისას დამსაქმებელი ვალდებულია არანაკლებ 30 კალენდარული დღით ადრე გააფრთხილოს დასაქმებული წინასწარი წერილობითი შეტყობინების გაგზავნით. ამასთანავე, დასაქმებულს მიეცემა კომპენსაცია არანაკლებ 1 თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტიდან 30 კალენდარული დღის ვადაში.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ეთ---------ძის განცხადება სამსახურიდან წასვლის თაობაზე დათარიღებულია 2017 წლის 30 ივნისით, რაც მოსარჩელისთვის ცნობილი გახდა 2017 წლის 4 ივლისს. ასევე ეთ---------ძე სამსახურში გამოცხადდა დაგვიანებით 2017 წლის 29 ივნისს.
კონკრეტულ შემთხვევაში ეთ---------ძის მიერ არ მომხდარა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისას დასაქმებული წინასწარი წერილობითი შეტყობინების გაგზავნა არანაკლებ 30 კალენდარული დღით ადრე.
6.2. სასამართლო დასაბუთებულად მიიჩნევს მოსარჩელის მოთხოვნას მოპასუხეზე ვალდებულების დადგენილ დროში შეუსრულებლობის გამო პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე და განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო ეს არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. პირგასამტეხლო არის მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება, რომლის გადახდევინებაც ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მხარე მისთვის დაკისრებულ ვალდებულებას ვერ ასრულებს. პირგასამტეხლო წარმოადგენს ერთგვარ სანქციას, სასჯელს მხარისათვის ვალდებულების შეუსრულებლობის გამო.
სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის მიხედვით, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შესაძლოა აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. ხელშეკრულება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. აღნიშნული ნორმის მიხედვით პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში დამრღვევმა მხარემ უპირობოდ უნდა მოახდინოს პირგასამტეხლოს გადახდა.
სამოქალაქო კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად კი დადგენილია, რომ კრედიტორს არ შეუძლია ერთდროულად მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდაც და ვალდებულების შესრულებაც, თუკი პირგასამტეხლო არ არის გათვალისწინებული იმ შემთხვევისათვის, როცა მოვალე თავის ვალდებულებას არ ასრულებს დადგენილ დროში.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეები წერილობით შეთანხმდნენ, რომ დასაქმებული იღებს ვალდებულებას დამსაქმებელს გადაუხადოს პირგასამტეხლო 2000 (ორიათასი) ლარის ოდენობით, იმ შემთხვევაში, თუ ვადამდე ადრე შეწყვეტს ხელშეკრულეას შრომის კოდექსით გათვალისწინებული წესების დაუცველად. ამდენად სასამართლო იზიარებს მოსარჩელის მტკიცებას, რომ ვინაიდან არსებობდა მხარეებს შორის შეთანხმება ხელშეკრულების ვადამდე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ, ამასთან დადგენილია, რომ მოპასუხემ გაარღვია ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები (ხელშეკრულების შეწყვეტისას დასაქმებული წინასწარი წერილობითი შეტყობინების გაგზავნა არანაკლებ 30 კალენდარული დღით ადრე.) შესაბამისად არსებობს მოპასუხეზე შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდაბულებების შეუსრულებლობის გამო პირგასამტეხლოს სახით თანხის დაკისრების საფუძველი.
გარდა აღნიშნულისა სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის დანაწესზე, რომლის თანახმად დადგენილია, რომ “სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.”
პირგასამტეხლოს ოდენობა განსაზღვრავს კრედიტორის რისკის ხარისხს, რაც უფრო მკაცრია ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიება, მით უფრო ნაკლებია კრედიტორის რისკის ხარისხი. ხშირ შემთხვევაში პირგასამტეხლოს ოდენობა განაპირობებს ხელშეკრულების დადებას. აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო თვლის, რომ პირგასამტეხლოს შემცირება მხოლოდ განსაკუთრებულ გარემოებათა არსებობისას უნდა მოხდეს. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო შეადგენს 2000 ლარს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სწორედ საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეთანხმებაში მითითებელი პირგასამტეხლო 2000 ლარის ოდენობით არის შეუსაბამოდ მაღალი და იგი უნდა შემცირდეს, კერძოდ ის უნდა განისაზღვროს მოპასუხის აეთი სახით ქმ---ების ჩადენის მიზეზის და საფუძვლის გათვალისწინებით;
ამდენად სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ მითითებელი პირგასამტეხლო, რაც შეადგენს 2000 ლარს, არის შეუსაბამოდ მაღალი, რის გამოც სასამართლოს მიზანშეწონლად მიაჩნია მისი შემცირება. შესაბამისად სასამართლო თვლის, რომ ეთ---------ძეს პირგასამტეხლოს სახით ნაცვლად მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი 2000 ლარისა, უნდა დაეკისროს 200 ლარის გადახდა.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55.1 მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადების შესაბამისად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სარჩელი კმაყოფილდება ნაწილობრივ, მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა გადახდეს 25 ლარი.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს შპს "მ---ის" სარჩელი ეთ---------ძის მიმართ პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე;
1.1. ეთ---------ძეს დაეკისროს შპს "მ---ის" სასარგებლოდ პირგასამტეხლოს გადახდა 200 (ორასი) ლარის ოდენობით;
2. შპს "მ---ის" სასარგებლოდ ეთ---------ძეს გადახდეს სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 25 (ოცდახუთი) ლარი;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ.№32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდამ 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი სასამართლოს ქობულეთის მუნიციპალიტეტში მეშვეობით (ბათუმი, ს. ზუბალაშვილის ქ.№30).
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არ უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატ სასამართლოში ქობულეთის მუნიციპალიტეტში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. ამ კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე