გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N040310-17001798-56
3/5
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი:
04 ივნისი, 2018 წელი ქ. ცაგერი
ცაგერის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე ნანა ჯანხოთელი
სხდომის მდივანი თამილა ახვლედიანი
მოსარჩელე - ე-–------ კ---------
წარმომადგენელი - ნ---- უ-------–---, თ---------- მ----
მოპასუხე - ს-------------------------------–---------------–-----------------------–---------------
წარმომადგენელი - ნ-----------–-------------------–---
მოპასუხე-ლ----------------–----–------------------
წარმომადგენელი-ტ-------------------------------
მოპასუხეები-გ------- კ---------, ა-- კ---------, ი- ბ------–----
წარმომადგენელი-ნ---- მ-------–---–-
დავის საგანი- საჯარო რეესტრის ჩა--წერების ბათილად ცნობა, საკომლო ჩანაწერების ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა და მოტივები:
1.1. ე-–------ კ---------ს მოთხოვნა
1.1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ჩანაწერი მოპასუხეების-გ------- კ---------ს, ა-- კ---------ს და ი- ბ------–----ს ნაწილში, ბათილად იქნეს ცნობილი 2001 წლის 02 თებერვლის აქტი, ბათილად იქნეს ცნობილი საკომლო ჩანაწერები მოპასუხეების- გ------- კ---------ს, ა-- კ---------სა და ა-- ბ------–----ს მიმართ.
1.2. სარჩელის მოტივები: მოსარჩელე განმარტავს, რომ 2012 წელს დაირეგისტრირა ლ-------- რაიონის სოფელ ჭ---–--–- მდებარე 906.00 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი, რომელიც იყო მისი საკუთრება. მოპასუხეები- გ------- კ---------, ი- ბ------–---- , როგორც მოსარჩელე მიუთითებს, 20 წელზე მეტია საცხოვრებლად გადასულები არიან წ---–-------- რაიონის სოფელ საყული-ში. მოსარჩელის განმარტებით, გ------- კ---------- ყალბი საარქივო ჩანაწერით მოახდინა უძრავი ქონების რეგისტრაცია მდებარე ლ-------- რაიონის სოფელ ჭ---–--–-, საკადასტრო კოდით 8-.0-.2-.0--, რათა გამხდარიყო ე-–------ კ---------ს კუთვნილი ქონების თანამესაკუთრე.
2. მოპასუხეების პოზიცი-:
მოპასუხემ- საჯარო რ--------- ე---------–- სააგენტო წარმოდგენილი შესაგებელით და სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ვინაიდან ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მეექვსე პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებს წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე. მოპასუხეების-გ------- კ---------ს, ა-- ბ------–----ს და ა-- კ---------ს თანასაკუთრების უფლებად რეგისტრაციის საფუძველს წარმოადგენდა საარქივო ცნობები, მიღება-ჩაბარების აქტები ,წ---–-------- მაგისტრატი სასამართლოს 2013 წლის 05 ივნისის გადაწყვეტილება.
მოპასუხეები- გ------- კ---------, ი- ბ------–----, ა-- კ---------, არ ეთანხმები-ნ სასარჩელო მოთხოვნას იმ მოტივით, რომ გ------- კ--------- და ა-- ბ------–----, ყოველთვის იყვნენ ჩაწერილები ლ-------- რაიონის სოფელ ჭ---–--–-. გ------- კ---------ს დედის- მ--- კ---------ს გარდაცვალების შემდეგ , ე-–------ კ---------- ისინი აღარ შეუშვა სახლში. ცაგერის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, ე-–------ კ--------- აეკრძალა საკუთრების ფლობაზე ხელშეშლის აღკვეთა, თუმცა, როგორც მოპასუხეები მიუთითებენ, ე-–------ კ--------- და მისი მეუღლე ხელს უშლიან გადაწყვეტილების შესრულებას.
მოპასუხე-ლ-------- მ----–----–-------- გ-------- არ დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნას და მიუთითა, რომ გ--------ში არ შემოსულა რაიმე დოკუმენტი სამართალდამცავი ორგანოებიდან, რომლითაც დადასტურდებოდა გ------- კ---------ს მიერ საარქივო ჩანაწერის გაყალბება.
3. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1 გ------- კ--------- და ი- ბ------–---- რეგისტრირებული იყვნენ ლ-------- რაიონის სოფელ ჭ---–--–-. 2001 წელს მოხდა კომლის გაყოფა, რომლის შედეგად გაჩნდა ორი კომლის შესახებ ჩანაწერი, ერთ კომლში დარეგისტრირდნენ: კომლის უფროსი-გ------- კ---------, ოჯახის წევრები ი- ბ------–---- და ა-- კ---------. მეორე კომლი- კომლის უფროსი-მ--- კ--------- და ე-–------ (ვალერი) კ---------. 2001 წელს მოხდა ოჯახის ორ კომლად გაყოფა, ხოლო სახლი, რომელიც შედგებოდა სულ ოთხი ოთახისაგან, გაიყო შუაზე, გ------- კ---------ს კომლს ერგო მეორე სართულზე განლაგებული ორი ოთახი, ხოლო მ--- კ---------ს კომლს ერგო პირველ სართულზე განლაგებული ორი ოთახი. მიწის და სხვა მოძრავი ქონების გაყოფა არ მომხდარა. 2002 წლის 09 მაისს, მ--- კ---------ს გარდაცვალების შემდეგ, ე-–------ კ---------- მოახდინა უძრავი ქონების საჯარო რეესტრში რეგისტრაცია, უკვე გამოყოფილი მ--- კ---------ს კომლის უკანასკნელ წევრად ითვლებოდა ე-–------ კ---------. მას, არ წარუდგენია საჯარო რეესტრში არქივში არსებული სხვა დოკუმენტები, რომელთა თანახმადაც იმავე უძრავ ქონებაზე არსებობდა მეორე, გ------- კ---------ს კომლი. შესაბამისად, რეგისტრაცია საჯარო რეესტრმა მოახდინა მხოლოდ ე-–------ კ-----------. მ--- კ--------- სიცოცხლის უკანასკნელ წლებში ცხოვრობდა გ------- კვასტი-ნთან, მისი გარდაცვალების შემდეგ ე-–------ კ---------- - გ------- კ--------- და მისი ოჯახი სახლში არ შეუშვა, ვინაიდან თვლიდა, რომ ქონების მესაკუთრე მხოლოდ თვითონ იყო. გ------- კ---------- გამოითხოვა არქივიდან ცნობები,რომელთა საფუძველზეც 2013 წლის 15 მაისს საჯარო რეესტრმა მიიღო გადაწყვეტილება,უზრავი ქონების რეგისტრაციის თაობაზე. ცვლილება შევიდა ამონაწერში, სადაც მესაკუთრედ ლ-------- რაიონის, სოფელ ჭ---–--–- მხოლოდ ე-–------ კ--------- ირიცხებოდა, თანამესაკუთრეებად დაარეგისტრირა მეორე, გ------- კ---------ს კომლიც. სისხლის სამართლის საქმე, სადაც გამოძიებით დადგინდა, რომ საკადასტრო აზომვით ნახაზზე, რომელზედაც დამსწრე პირის -ზ----- ხ-----–--ნის ხელმოწერა გ------- კ---------ს მიერ იყო შესრულებული და მ--- კ---------ს განცხადება, რომლითაც იგი კომლის გაყოფას ითხოვდა, არ დადები- საფუძვლად 2013 წლის 15 მაისს გ------- კ---------ს, ა-- კ---------სა და ი- ბ------–----ს სახელზე უძრავი ქონების რეგისტრაცი-ს, მდებარეს-ლ-------- რაიონის, სოფელ ჭ---–--–-. მოსარჩელეთა სახელზე ამ ქონების რეგისტრაციას საფუძვლად დაედო საარქივო ცნობები და წ---–-------- მაგისტრატი სასამართლოს გადაწყვეტილება. გ------- კ---------ს ოჯახი ამჟამად ცხოვრობს წ---–-------- რაიონის სოფელ ს-----–--–- და ირიცხება სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში. 2001 წელს კომლის ორად გაყოფის ფაქტი დაადასტურა საქმეზე მოწმის სახით დაკითხულმა- ლ-------- მ----–----–-------- მერის წარმომადგენელმა ჩ---–------ ადმინისტრაციულ ერთეულში-ნ------- ო------.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ე-–------ კ---------ს სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს .
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, „საჯარო რ--------- შესახებ“ საქართველოს კანონი, საქარტველოს სამოქალაქო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
ს«საჯარო რ--------- შესახებ» საქართველოს კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად, საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემთა მიმართ მოქმედებს უტყუარობის პრეზუმფცია, ვიდრე ისინი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად არ იქნება ცნობილი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ზემოაღნიშნული მუხლის დებულებებიდან და საჯარო რ--------- უტყუარობის პრეზუმფციიდან გამომდინარე საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან ირკვევა, რომ ლ-------- რაიონის, ჩ---–------ საკრებულოს 1988-200- წლების გამოყოფის აქტების თანახმად, სოფ. ჭ---–--–- მცხოვრები მ--- კ---------ს მრავალრიცხოვანი წევრებისაგან შემდგარი ოჯახი, 2001 წელს მათივე განცხადების საფუძველზე გაიყო ორ კომლად. პირველ კომლის წევრს წარმოადგენს მოსარჩელე, ხოლო მეორე კომლს კი, მოპასუხეები.
მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, საჯარო რ--------- ამონაწერი ემყარება გაყალბებულ საარქივო მონაცემებს, სწორედ ამიტომ სასარჩელო მოთხოვნით მოითხოვენ საჯარო რ--------- ჩანაწერების ბათილად ცნობას, თუმცა ვერ უთითებენ იმ სამართლებრივ გარემოებებზე, რის საფუძველზეც შეიძლება სარჩელი დაკმაყოფილდეს.
მოპასუხეებმა თავისი არგუმენტების დადასტურების მიზნით წარმოადგინეს საჯარო რეესტრის ამონაწერები, რომლის მიხედვითაც, ლ-------- მ----–----–-------- სოფ. ჭ---–--–- მდებარე სასოფლო-სამეურნეო მიწა- დაზუსტებული ფართით 757,00 კვ.მ. წარმოადგენს მოსარჩელეების და მოპასუხის თანასაკუთრებას, ასევე მასზე განთავსებული შენობა ნაგებობის ორი ოთახი წარმოადგენს გ------- კ---------ს, ა-- კ---------ს და ი- ბ------–----ს საკუთრებას.
მოპასუხის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები უფრო დამაჯერებელია, რადგან მათი განმარტებით გაყალბებული დოკუმენტი- საკადასტრო აზომვითი ნახაზი არ დადებია საფუძვლად სადაო ქონების საჯარო რეესტრში რეგისტრაციას, აღნიშნული ფაქტი დგინდება თვით საჯარო რეესტრის ამონაწერით, სადაც უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის ჩამონათვალში არ არის მითითებული მიწის საკადასტრო აზომვითი ნახაზი.
6.1.2. ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ლ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად სარეგისტრაციო დოკუმენტაცია არის რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები.
ამავე კანონის მე-8 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, განცხადებას უნდა ერთოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია.
დადგენილია, რომ საჯარო რ--------- ე---------–- სააგენტოს ლ-------- სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 15 მაისის №------------ გადაწყვეტილებით, უძრავი ნივთი მდებარე ლ-------- რაიონის სოფელი ჭ---–--–-, საკადასტრო კოდი 8-.0-.2-.0--, დაზუსტებელი ფართობით 757,00 კვ. მეტრი, საკუთრების უფლებით დარეგისტრირდა ა-- კ---------ს, გ------- კ---------ს, ე-–------ კ---------ს და ი- ბ------–----ს სახელზე. უფლების რეგისტრაცია განხორციელდა 2013 წლის 15 მაისს, უფლების დამდგენი დოკუმენტებია: საარქივო ცნობა #A------------03, დამოწმების თარიღი-06.08.2012, სსიპ საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, საქარტველოს ეროვნული არქივის ქუთაისის არქივი, წყალტუბოს მაგისტრატი სასამართლოს 2013 წლის 0- ივნისის გადაწყვეტილება, საარქივო ცნობა საკომლო წიგნის ჩანაწერების შესახებ # A------------04, გაცემული 2013 წლის 07 თებერვალს ქუთაისის არქივის მიერ და მიწის ნაკვეთის მიღება ჩაბარების აქტი N432.
აღნიშნულის გათვალისწინებით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ლ-------- სარეგისტრაციო სამსახურის №№------------ გადაწყვეტილება შესაბამისობაშია საკანონმდებლო მოთხოვნებთან. ამასთან, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი არ არის მტკიცებულებები რაც დაადასტურებდა, რომ მოპასუხეებმა კანონის დარღვევით მოახდინეს უძრავი ქონების რეგისტრაცია.
საქმის მასალებით და მხარეთა ახსნა-განმარტების საფუძველზე დადგენილია, რომ გ------- კ--------- და ა-- ბ------–----, ყოველთვის იყვნენ ჩაწერილები ლ-------- რაიონის სოფელ ჭ---–--–- და შესაბამისად არ არსებობს საკომლო ჩანაწერის ბათილად ცნობის საფუძველი.
სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობამდე, სასამართლომ უნდა შეამოწმოს სხვადასხვა კრიტერიუმები (ფორმალური და მატერიალური თვალსაზრისით) და მათ შორის მოსარჩელის დარღვეული უფლებები. აღნიშნულის გათვალისწინებით ადმინისტრაციულ-სამართლებრიოვი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით აღძრულ სარჩელთან მიმართებით სასამართლომ უნდა დაადგინოს ისეთი ფაქტობრივი გარემოებების წრე, რომელიც ქმნის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე_601 მუხლის პირველი და მეორე ნაწილების შემადგენლობას.
ზემოაღნიშნული გარემოებების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სადაო აქტის გამოცემისას ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ადგილი არ ჰქონია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის როგორც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, ისე ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონით გათვალიწინებულ მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც არ არსებობს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით, ვინაიდან სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს უცვლელი.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-12, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 1991-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ე-–------ კ---------ს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. ქ.ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32) ცაგერის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მის.ქ.ცაგერი, ლ.ასათიანის ქუჩა №14) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში.
მოსამართლე ნანა ჯანხოთელი