განაჩენი

სისხლის სამართლის 26.07.2018
საქმის ნომერი
330100118002388432
თარიღი
26.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N------------------

საქმე №---------

(№0-----------)

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

26 ივლისი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე იზა კელენჯერიძე

სხდომის მდივანი - თეა ვარდოშვილი

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - თ----- პ----ა

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - პ----- ო-----ის ძე ჯ------ე (დაბადებული - 1----–-–----- ს----------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №1----------, ნასამართლევი, რეგისტრირებული: ქ. ბ---------ი, ნ--------------------------ში და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისი, ვ---------–----------------------------------------------ში).

 

ადვოკატები - ე---------- მ------–---–ი, ი-----–- ჩ------–---–ი, ო----- ხ----–--ე, ტ------– კ------ე, გ------- ს------–---–ი

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის).

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

 

1.1. 2----–-–--------------ის ა---––--ის რაიონული სასამართლოს განაჩენით, პ----- ჯ------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 3 წელი პირობითი მსჯავრი, ასევე სსკ-ის 42-ე მუხლის გამოყენებით, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით.

 

1.2. 2----–-–----------ის ა---––--ის რაიონული სასამართლოს განაჩენით, პ----- ჯ------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და 2----–-–--------------ის განაჩენთან ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 3 წელი და 6 თვე თავისუფლების აღკვეთა.

 

1.3. 2----–-–-----------ის თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენით, ცვლილება შევიდა ა---––--ის რაიონული სასამართლოს 2----–-–----------ის განაჩენში და პ----- ჯ------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და 2----–-–--------------ის განაჩენთან ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

1.4. 2018 წლის 6 თებერვალს, დაახლოებით 2---- საათზე, ქ. თბილისში, ვ-----------------–--–-ის მ-------ზე მდებარე კ---- „ი------ს“ მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებულ ს-----ში, წარსულში ქურდობისათვის ნასამართლევი პ----- ჯ------ე ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა ა-----------–---–ის კუთვნილ „I--------”-ის ფირმის მობილური ტელეფონს, ღირებულს 1000 ლარად. 2----–-–---------------–ს, პ----- ჯ------ემ ფარულად დაუფლებული მობილური ტელეფონი 250 ლარის მიღების სანაცვლოდ ჩააბარა ქ. თბილისში, პ----ის გ-------ი №---–- მდებარე შპს „გ-------ს“ კუთვნილ ლ---------ში.

 

1.5. პ----- ჯ------ის ქმედებით ა-----------–---–ს მიადგა 1000 ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

 

2. სასამართლომ დაადგინა:

 

2018 წლის 6 თებერვალს, დაახლოებით 2---- საათზე, ქ. თბილისში, ვ-----------------–--–-ის მ-------ზე მდებარე კ---- „ი------ს“ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ს-----ში განთავსებულ სკამზე ა-----------–---–ს დარჩა თავისი კუთვნილ „I--------”-ის ფირმის მობილური ტელეფონი, ღირებული 1000 ლარად. აღნიშნული მობილური ტელეფონი იპოვა პ----- ჯ------ემ, რომელმაც ნივთზე უფლება დაიგულა თავისად და 2----–-–---------------–ს, 250 ლარის მიღების სანაცვლოდ ჩააბარა ქ. თბილისში, პ----ის გ-------ი №---–- მდებარე შპს „გ-------ს“ კუთვნილ ლ---------ში. პ----- ჯ------ის ქმედებით ა-----------–---–ს მიადგა 1000 ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

 

3. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

3.1. დაზარალებულ ა-----------–---–ის ჩვენების თანახმად, 2018 წლის 6 თებერვალს, საღამოს 21:00 საათიდან 22:00 საათის ინტერვალში მეგობართან - ს--------------–---–თან ერთად იმყოფებოდა ქ. თბილისში ვ-----------------–--–-ის მ-------ზე მდებარე კ---- „ი------ში“. კ----ში შესვლიდან რამდენიმე წუთში ა-----------–---–ი შეუძლოდ გახდა, რის გამოც ს--------------–---–თან ერთად გამოვიდა გარეთ და ისინი დასხდნენ იქვე ს-----ში მდებარე სკამზე, სადაც დაჰყვეს რამდენიმე წუთი; შემდგომ კი ს--------------–---–ის ავტომანქანით წავიდნენ დაზარალებულის სახლისკენ. ადგილზე მისულმა ა-----------–---–მა აღმოაჩინა რომ თან არ ჰქონდა კუთვნილი I--------”-ის ფირმის მობილური ტელეფონი, რომელიც იყო ვერცხლისფერი. საწყის ეტაპზე ა-----------–---–მა და ს--------------–---–მა ტელეფონი მოძებნეს ავტომანქანაში, შემდგომ კი დაუკავშირდნენ კ---- „ი------ს“ ა------------–-ას და სთხოვეს ტელეფონის მოძებნა. ამავდროულად, ისინი ცდილობდნენ ს--------------–---–ის კუთვნილი ტელეფონით ა-----------–---–ის მობილურ ტელეფონზე დარეკვას, რომელზედაც საწყის ეტაპზე ზარი გადიოდა, თუმცა შემდგომ ტელეფონი საერთოდ გაითიშა. მას შემდეგ, რაც რ---------ის ა------------–-ისგან შეიტყვეს, რომ კ---- ,,ი------ს“ მიმდებარე ტერიტორიაზე ტელეფონი არ იყო, დაზარალებული ს--------------–---–თან ერთად დაბრუნდა ისევ იმ ადგილას, სადაც სავარაუდოდ დარჩა ტელეფონი, თუმცა თავადაც ვერ იპოვეს; სწორედ აღნიშნულის შემდეგ მიმართეს სამართალდამცავ ორგანოებს.

 

3.2. დაზარალებულმა ა-----------–---–მა ასევე განმარტა, რომ 2018 წლის 10 თებერვალს, მას სოციალურ ქსელ „ფ-------ის“ მეშვეობით დაუკავშირდა იმ ეტაპზე მისთვის უცნობი პირი - პ----- ჯ------ე და სთხოვა დაკავშირებოდა მობილური ტელეფონის ნომერზე, ვინაიდან სურდა მასთან ტელეფონის თაობაზე საუბარი. მას შემდეგ რაც დაზარალებული დაუკაშირდა ბრალდებულს, ამ უკანასკნელმა უთხრა, რომ მისი მობილური ტელეფონი შეიძინა უცხო პირებისგან 250 ლარად, შემდეგ კი აღნიშნული დაალ---------ა აღებული სესხის დაბრუნების მიზნით. ბრალდებულმა დაზარალებულს უთხრა, რომ თუკი ეს უკანასკნელი დაფარავდა აღნიშნულ თანხას, შეძლებდა ტელეფონის დაბრუნებას ლ---------იდან. ა-----------–---–მა აღნიშნული ფაქტი აცნობა ს--------------–---–ს, ამ უკანასკნელმა კი მომხდარის შესახებ შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოებს. ა-----------–---–მა განმარტა, რომ ხსენებული მობილური ტელეფონი 2017 წლის აგვისტო-სექტემბრის თვეში შეიძინა 1000 ლარად.

 

3.3. ა-----------–---–ის ჩვენებაში არსებული ფაქტები ასევე დაადასტურა მოწმე ს--------------–---–მაც, რომელმაც ანალოგიური შინაარსის ჩვენება მისცა სასამართლოს.

 

3.4. დაზარალებულის ჩვენების ნამდვილობა ასევე დადასტურებულია სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი შემდეგი წერილობითი მტკიცებულებებით:

 

3.5. 2----–-–--------------–ის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, ა-----------–---–მა სამართალდამცავებს მიუთითა იმ ადგილზე, სადაც სავარაუდოდ დარჩა მობილური ტელეფონი. საგამოძიებო ექსპერიმენტისას დადგენილ იქნა, რომ შემთხვევის ადგილზე განთავსებულია ვიდეოსამეთვალყურეო კამერები.

 

3.6. 2018 წლის 12 თებერვლის ს--------------–---–მა განცხადებით მიმართა სამართალდამცავებს, სადაც მან განაცხადა, რომ ა-----------–---–ის განმარტებით, მას სოციალურ ქსელ „f-------”-ის საშუალებით დაუკავშირდა ვინმე პ----- ჯ------ე, რომელმაც უთხრა, რომ მისი ტელეფონი ჩაბარებული ჰქონდა ლ---------ში 250 ლარად და სთხოვდა შეხვედრას აღნიშნულ ლ---------თან, რათა ა-----------–---–ს თვითონ გადაეხადე ლ---------ის თანხა და გამოეტანა ტელეფონი.

 

3.7. 2018 წლის 15 თებერვალს დათვალიერდა სოციალურ ქსელ „f-------”-ში ა-----------–---–ის კუთვნილი გვერდი, სადაც ნანახი იქნა ამ უკანასკნელსა და პ----- ჯ------ეს შორის არსებული მიმოწერა, რომლის თანახმად, ეს უკანასკნელი უთითებს საკუთარ ტელეფონის ნომერს და არაერთზგის თხოვს ა-----------–---–ს მასთან დაკაშირებას, შემდეგ კი ეუბნება, რომ სურს რაღაც ჰკითხოს მის კუთვნილ მობილურ ტელეფონთან დაკაშირებით.

 

3.8. ბრალდებულის ნებაყოფლობითი მონაწილეობით, 2018 წლის 12 თებერვალს ჩატარებული საგამოძიებო ექპსერიმენტის ფარგლებში დადგენილი იქნა ის კონკრეტული ლ---------ი, სადაც პ----- ჯ------ემ 250 ლარის სანაცვლოდ ჩააბარა დაზარალებულის კუთვნილი მობილური ტელეფონი. ქ. თბილისში პ----ის ქუჩა №---–- მდებარე, შპს „გ-------“-ს კუთვნილი ლ---------------------ისგან - ა---------– რ------ისგან ამოღებული იქნა „I---------”-ის ფირმის მობილური ტელეფონი იმეი კოდით: 3-------------- და 2----–-–--------------–ით დათარიღებული ს--–---------------––-------–--ა №---, რაზედაც შედგა ამოღების შესაბამისი ოქმი. აქვე საგულისხმოა, რომ მხარეების მიერ უდავოდ იქნა ცნობილი მოწმე ა---------– რ------ის გამოკითხვის ოქმი, სადაც მან სამართალდამცავებს მიაწოდა ინფორმაცია ლ---------ის კონკრეტულ ოპერატორსა და პ----- ჯ------ეს შორის გაფორმებული ს--–---------------––-------–--ის თაობაზე.

 

3.9. ხსენებული ხელშეკრულების ასლი წარმოდგენილია სისხლის სამართლის საქმეში, რომლის გამოკვლევით დგინდება, რომ 2----–-–---------------–ს, ბრალდებულ პ----- ჯ------ის მიერ შპს „გ-------“-სგან სესხის სახით მიღებული იქნა 250 ლარი, ხოლო აღნიშნულის უზრუნველსაყოფად მის მიერ წარდგენილი იქნა „I--------”-ის ფირმის მობილური ტელეფონი იმეი კოდით: 3--------------. ტელეფონი, რომ სწორედ ა-----------–---–ის კუთვნილებაა დასტურდება, ამ უაკანასკნელის მიერ გამოძიების ეტაპზე წარდგენილი მობილური ტელეფონის ყუთის ასლით, სადაც აღნიშნულია იმეი კოდი: 3-------------- და იმ ფაქტითაც, რომ დაზრალებულმა უშალოდ საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ამოიცნო მისი კუთვნილი მობილური ტელეფონი.

 

3.10. საქმეში ასევე წარმოდგენილია კ---- „ი------ს“ კუთვნილი სათვალთვალო ვიდეოკამერების 2----–-–--------------–იდან 2---- საათიდან 2---- საათამდე დროის ინტერვალში არსებული ჩანაწერები, რომელთა გამოკვლევით დგინდება, რომ ბრალდებული პ----- ჯ------ე, 2018 წლის 6 თებერვალს, დაახლოებით 2---- საათზე, კ---- „ი------ს“ მიდმებარედ არსებულ ს-----ში განთავსებული სკამიდან იღებს უმეთალყურეოდ დატოვებულ მობილურ ტელეფონს. საგულისხმოა, რომ აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებას თავად ბრალდებულიც ადასტურებს.

 

3.11. მოწმის სახით დაკითხულმა პირებმა: ვ------- დ----------–---–მა, ჭ---–- ღ-–-----მა, დ----- ტ-------–---–მა, ზ--------------–---–მა, თ---------–-–---–მა, ი-–-------------–მა, ნ------------–--ემ, გ------------ემ, გ------- ნ--------ემ და ხ------- მ---------ემ დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე და კანონთან შესაბამისობა.

 

3.12. ბრალდებულმა პ----- ჯ------ემ საქმის არსებითი განხილვისას უარი განაცხადა მოწმის სახით ჩვენების მიცემაზე, თუმცა საბოლოო სიტყვის ეტაპზე განმარტა, რომ იგი თავს არ ცნობს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და მას არ მოუპარავს ა-----------–---–ის კუთვნილი მობილური ტელეფონი. ბრალდებულის განმარტებით, მან იპოვა აღნიშნული ტელეფონი, ხოლო საწყის ეტაპზე მისთვის არ იყო ცნობილი, თუ ვინ იყო ნივთის მესაკუთრე, მოგვიანებით კი, ჰქონდა რა სურვილი დაებრუნებინა ტელეფონი მესაკუთრისთვის, სწორედ ამიტომ დაუკავშირდა ა-----------–---–ს სოციალური ქსელის მეშვეობით.

 

4. სამართლებრივი შეფასება:

 

4.1. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

4.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“.

 

4.3. სასამართლომ ასევე საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], no. 20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, No. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016).

 

4.4. აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.

 

4.5. რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).

 

4.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს და საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის მე-2 პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

4.7. სასამართლომ ზემოხსენებული შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობითა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისად, შეაფასა რა სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებული პ----- ჯ------ის მიერ არაერთგზის ჩადენილი ქურდობის, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების ჩადენა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, კერძოდ: მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება და ამასთან, მხარეებიც თანხმდებიან რომ პ----- ჯ------ე დაეუფლა ნივთს, რომელიც უმეთვალყურეოდ იყო დატოვებული ს-----ში არსებულ სკამზე. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის არგუმენტაციას, იმის თაობაზე, რომ პ----- ჯ------ის ქმედებაში არის ქურდობის შემადგენლობის ნიშნები, ვინაიდან, ნივთის პოვნის დროისათვის მისთვის არ იყო ცნობილი, რომ მობილური ტელეფონი ეკუთვნოდა ა-----------–---–ს და სწორედ ამ უკანასკნელის მოძრავ ნივთს ეუფლებოდა ფარულად; მას შემდეგ კი რაც შეიტყო, რომ ნივთს ეძებდა კანონიერი მესაკუთრე, პ----- ჯ------ემ ნაცვლად იმისა, რომ დაებრუნებინა იგი, შეინახა და მოგვიანებით, შეხედულებისამებრ, განკარგა, კერძოდ, ლ---------იდან სესხის სახით აღებული თანხის უზრუნველსაყოფად ჩააბარა. განსახილველ შემთხვევაში არ გვაქვს სახეზე ქმედების ქურდობად კვალიფიკაციისათვის ერთ-ერთი სავალდებულო ნიშანი ნივთის ფარულად დაუფლება.

 

რაც შეეხება ბრალდებულის მიერ ა-----------–---–ის კუთვნილი მობილური ტელეფონის პოვნისა და შემდგომ აღნიშნულ ნივთზე თავისად დაგულებული უფლების დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ განხორციელებას, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი, უტყუარად დასტურდება საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლივი შეფასების საფუძველზე, რომლებიც იძლევა საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების გაკეთების შესაძლებლობას. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებასა და დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარმოდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „ელ მასრი მაკედონიის წინააღმდეგ“ (EL-MASRI V. THE FORMER YUGOSLAV REPUBLIK OF MACEDONIA, ECtHR, (GC), 13/12/2012) და „ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (HASSAN V. THE UK, ECtHR, (GC), 16/09/2014).

 

4.8. მოცემულ შემთხვევაში დასტურდება, რომ პ----- ჯ------ემ მობილური ტელეფონი იპოვა. ნაპოვნ ნივთთან დაკავშირებით უფლების წარმოშობისა და განკარგვის წესს ადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 191-ე მუხლი, რომლის თანახმად, დაკარგული ნივთის მპოვნელმა დაუყოვნებლივ უნდა განუცხადოს ამის შესახებ ნივთის დამკარგავს, მესაკუთრეს, უფლებამოსილ პირს, ან თუ მათი ვინაობა უცნობია, – პოლიციას ან სხვა ადგილობრივ ორგანოს და გადასცეს ეს ნივთი. განცხადების გაკეთებიდან მხოლოდ ერთი წლის გასვლის შემდეგ მპოვნელი იძენს საკუთრებას ნაპოვარზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მისთვის ცნობილი გახდა მესაკუთრე, ან მესაკუთრის უფლება ნივთზე პოლიციაში უკვე გაცხადებული იყო. საკუთრების უფლების მოპოვებასთან ერთად ქარწყლდება ყველა სხვა უფლება ამ ნივთზე.

 

4.9. პ----- ჯ------ემ არ შეასრულა რა ზემოთ ხსენებული ნორმით დადგენილი წესი ისე, რომ არ ჰქონდა ამის კანონისმიერი საფუძველი, ნაპოვნ ნივთზე უფლება დაიგულა თავისად და იგი განკარგა შეხედულებისამებრ, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი. კერძოდ, მან ჩაიდინა თვითნებობა, ესე იგი თავისად დაგულებული უფლების დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ განხორციელება, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

4.10. გარდა იმ ფაქტობრივი გარემოებისა, რომ პირმა გარკვეული უფლება დაიგულოს თავისად და განკარგოს კანონით დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ ქმედების თვითნებობად კვალიფიკაციისათვის სავალდებულოა აღნიშნულმა გამოიწვიოს მნიშვნელოვანი ზიანი. სისხლის სამართლის კოდექსი არ აკეთებს კონკრეტულ დათქმას მნიშვნელოვანი ზიანის გამომწვევ მინიმალურ ოდენობასთან დაკავშირებით. აღნიშნული განეკუთვნება სასამართლოს შეფასების კონპეტენციას. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ დანაშაულებრივ ფაქტამდე რამდენიმე თვით ადრე ა-----------–---–ს ხსენებული მობილური ტელეფონი შეძენილი ჰქონდა 1000 ლარად.

 

4.11. სასამართლოს მიერ ასევე არ იქნა გაზიარებული დაცვის მხარის პოზიცია პ----- ჯ------ის უდანაშაულობის თაობაზე იმ საფუძვლით, რომ მისი ქმედებაში არ იკვეთება დანაშაულის შემადგენლობის ნიშნები. განსახილველ შემთხვევაში, მართალია ბრალდებულის ქმედებაში არ იკვეთება ქურდობის სავალდებულო ნიშნები, თუმცაღა მისი ქმედება მოიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სხვა დანაშაულის ნიშნებს, რაზედაც სასამართლომ ზემოთ უკვე იმსჯელა; შესაბამისად, პ----- ჯ------ის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი, ვერ დარჩება სამართლებრივი შეფასების გარეშე.

 

4.12. ამასთან, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 273-ე მუხლი სასამართლოს აძლევს ბრალდებულის სასარგებლოდ ბრალდების შეცვლის შესაძლებლობას. განსახილველ შემთხვევაში, პ----- ჯ------ის მიმართ წარდგენილი ბრალდება - დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით სასჯელის სახედ და ზომად უალტერნატივოდ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას და განეკუთვნება მძიმე დანაშაულთა კატეგორიას, ხოლო დანაშაული, რომლის ნიშნებსაც რეალურად შეიცავს პ----- ჯ------ის ქმედება, გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით და თავისუფლების აღკვეთასთან ერთად ითვალისწინებს სასჯელის ალტერნატიულ, არასაპატიმრო სახეებს და განეკუთვნება ნაკლებად მძიმე დანაშაულთა კატეგორიას.

 

4.13. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში სასამართლო ხელმძღვანელობს რა მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილებით - შეცვალოს კვალიფიკაცია, თუ იგი არასწორია, ადგენს, რომ ყველა ზემოხსენებული გარემოების მხედველობაში მიღებით, განსახილველ სისხლის სამართლის საქმეზე გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადგენილი იქნა პ----- ჯ------ის მიერ თვითნებობის ჩადენა, ესე იგი თავისად დაგულებული უფლების დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ განხორციელება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

4.14. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით კრიმინალიზებულია ქურდობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება, ჩადენილი არაერთგზის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის სახეობითი ობიექტია საკუთრების ურთიერთობა მთლიანად; იგი მოიცავს როგორც ყველა მესაკუთრის მიერ თავისი ქონების მფლობელობის, სარგებლობისა და განკარგვის უფლებას, ასევე ქონების სხვა კანონიერი მფლობელის უფლებასაც, ხოლო უშუალო ობიექტს კი წარმოადგენს ისეთი ქონებრივი ურთიერთობა, რომელიც დაკავშირებულია კონკრეტული საკუთრების ან ქონების ფლობასთან. საქართველოში საკუთრების უფლება დაცულია საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით და სხვა საკანონმდებლო ნორმებით, მათ შორის ეს უფლება განმტკიცებულია საერთაშორისო მასშტაბით 1948 წელს მიღებული ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დეკლარაციის მე-17 მუხლით. აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ,,ყოველ ადამიანს აქვს უფლება ფლობდეს ქონებას როგორც ერთპიროვნულად, ასევე სხვებთან ერთად...“

 

4.15. სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველი დანაშაული გამოიხატება: სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულ დაუფლებაში, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის. ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსით დგინდება, რომ კანონმდებლის მიერ დაკონკრეტებულია ის აუცილებელი პირობები, რომელთა უტყუარად დადგენის შემდეგ არის მხოლოდ შესაძლებელი პირის მიერ ჩადენილი ქმედების სსკ-ის 177-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების დანაშაულად კვალიფიკაცია, კერძოდ, აუცილებელია დადგენილი იქნეს: 1) ნივთის კუთვნილება და სახე (ნივთი უნდა განეკუთვნოდეს მოძრავ ნივთს და უნდა იმყოფებოდეს სხვა სუბიექტის საკუთრებაში/მფლობელობაში); 2) დამნაშავის მიერ დაზარალებულის მიმართ განხორცილებული უნდა იქნეს აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ქმედება (ნივთის ფარული დაუფლება) და 3) აღნიშნული ქმედების შედეგად უნდა დადგეს შედეგი (ქმედებამ გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი). განსახილველ შემთხვევაში პ----- ჯ------ის მიერ დაუფლებული იქნა მოძრავი ნივთი -მობილური ტელეფონი, რომელიც იყო ა-----------–---–ის კუთვნილი. რაც შეეხება მეორე კომპონენტს, მოცემულ შემთხვევაში პ----- ჯ------ის მიერ არ ყოფილა განხორციელებული კონკრეტული დაზარალებულის მიმართ ნივთის ფარული დაუფლება. მობილური ტელეფონის დაუფლების ფაქტი ცალსახად არ გულისხმობს, კანონსაწინააღმდეგო აქტს. აქ მნიშვნელოვანია ქმედების სუბიექტური შემადგენლობა - თვით დამნაშავის განზრახვა - სხვის ნივთს დაეუფლოს ფარულად, რაც განსახილველ შემთხვევაში პ----- ჯ------ის ქმედებაში არ იკვეთება. მან იპოვა ნივთი. მოცემულ შემთხვევაში მისი ქმედება ვერ დაკვალიფიცირდება ქურდობად.

 

4.16. ასევე კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით კრიმინალიზებულია თვითნებობა, ესე იგი თავისად დაგულებული უფლების დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ განხორციელება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. აღნიშნული ქმედების სისხლისსამართლებრივი დაცვის უშუალო ობიექტია პირის მიერ სადავო უფლებების განხორციელების დადგენილი წესი, რომელიც ირღვევა თვითნებობის დროს. აღნიშნული წესი შესაძლოა დადგენილი იქნეს როგორც კანონით, ასევე კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით. განსახილველ შემთხვევაში პ----- ჯ------ის მიერ განხორციელებული იქნა თავისად დაგულებული უფლება ნაპოვნ ნივთთან მიმართებაში. უფლება თავისად დაგულებულია, როდესაც პირი შეცდომით ფიქრობს, რომ მას ესა თუ ის უფლება აქვს ანდა ეს უფლება მას შესაძლოა მიენიჭოს მხოლოდ კანონით დადგენილი წესით. განსახილველ შემთხვევაში, პ----- ჯ------ემ იპოვა მობილური ტელეფონი და ნაცვლად იმისა, რომ მოქცეულიყო საქართველოს სამოქალაქო კოდექსისი 191-ე მუხლით ნაპოვარ ნივთზე უფლების წარმოშობისათვის დადგენილი წესის შესაბამისად, მას შემდეგ, რაც შეიტყო ნივთის მესაკუთრის ვინაობა, იგი განკარგა სურვილისამებრ, რამაც შედეგად გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი. განსახილველ შემთხვევაში პ----- ჯ------ე მოქმედებდა პირდაპირი განზარხვით: მას გაცნობიერებული ჰქონდა, რომ ნივთს, რომელიც იპოვა, ჰყავდა კონკრეტული მესაკუთრე; ამასთან, მას ჰქონდა მესაკუთრისათვის ნივთის პოვნის თაობაზე შეტყობინებისა და მისთვის დაბრუნების შესაძლებლობა, თუმცა მან არ განახორციელა აღნიშნული და გარკვეული თანხის სანაცვლოდ ჩააბარა ლ---------ში, რითაც განახორციელა უფლება ნივთზე.

 

4.17. სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საქმისწარმოება სისხლისამართლებრივი დევნის დაწყების მომენტიდან მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რა დროსაც სასამართლოში სწორედ მხარეებმა უნდა წარადგინონ ის მტკიცებულებები, რომლის საფუძველზეც ისინი ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს, ხოლო სასამართლო მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლევის შემდეგ ადგენს არსებობს თუ არა ესა თუ ის ფაქტი ან ქმედება, რის შემდეგაც ახდენს მის სამართლებრივ შეფასებას.

 

4.18. სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებათა ერთობლიობის, ასევე ზემოაღნიშნული გარემოებების მხედველობაში მიღებით, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ პ----- ჯ------ის მიერ ჩადენილია თვითნებობა, ესე იგი თავისად დაგულებული უფლების დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ განხორციელება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია; შესაბამისად, მის მიმართ წარდგენილი ბრალდება - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

 

4.19. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს „in dubio pro reo“, რომლითაც დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს.

 

4.20. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოში წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ პ----- ჯ------ემ ჩაიდინა - თვითნებობა, ესე იგი თავისად დაგულებული უფლების დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ განხორციელება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით; ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.

 

5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

5.1. პ----- ჯ------ეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა არ გააჩნია, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა ის, რომ იგი ნასამართლევია განზრახი დანაშაულისათვის (დანაშაულის რეციდივი).

 

6. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

6.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

6.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

6.3. სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

6.1. პ----- ჯ------ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოთხმოციდან ორას საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში არასაპატიმრო სასჯელი უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების მიღწევას. ასევე სასჯელის სახისა და ოდენობის განსაზღვრისას, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მსჯავრდებულის ქონებრივ მდგომარეობაზე, იგი არ არის რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში. ამასთან, მას კმაყოფაზე ჰყავს მოხუცი მშობლები და ოჯახი; იგი ოჯახის ერთადერთი მარჩენალია და მისი შემოსავლის წყაროს წარმოადგენს კუთვნილი ავტომანქანით მგზავრთა გადაყვანის შედეგად მიღებული ანაზღაურება.

 

6.6. სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ პ----- ჯ------ის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისთვის, მას უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული არასაპატირმო სასჯელი - ჯარიმა 7 000 (შვიდი ათასი) ლარის ოდენობით, რაც საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, პატიმრობაში ყოფნის დროის გათვალისწინებით - 2----–-–-----------------------–-–---------–--ის ჩათვლით, უნდა შეუმცირდეს და საბოლოოდ განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

 

7. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთმტკიცებათა საკითხის გადაწყდეს შემდეგნაირად:

 

7.1. ამოღებული ს--–---------------––-------–--ა, მასზე დატანილი პ----- ჯ------ის პირადობის მოწმობის ასლით; ა-----------–---–თან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს გადაღებული ფოტოსურათები 01 (ერთი) ცალ ლაზერულ დისკზე, დალუქული სახით; პ----- ჯ------ესთან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს გადაღებული ფოტოსურათები 01 (ერთი) ცალ ლაზერულ დისკზე, დალუქული სახით; ვიდეოჩანაწერის დათვალიერებისას გადაღებული ვიდეოჩანაწერი 01 (ერთი) ცალ ლაზერულ დისკზე, დალუქული სახით; ვიდეოჩანაწერის დათვალიერებისას გადაღებული ფოტოსურათები 01 (ერთი) ცალ ლაზერულ დისკზე, დალუქული სახით და გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერი 01 (ერთი) ცალ ლაზერულ დისკზე, დალუქული სახით, რომლებიც ერთვის მოცემულ სისხლის სამართლის საქმეს - შენახული უნდა იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;

 

7.2. გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ამოღებული ,,ა---------“-ის მოდელის მობილური ტელეფონი, დალუქული 01 (ერთი) პაკეტად, რომელიც ინახება საქართველოს შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძ---–-------–-----------------–-------------------–--აში - დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. პ----- ჯ------ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტიდან და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლის პირველ ნაწილზე;

 

2. პ----- ჯ------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა - 7000 (შვიდი ათასი) ლარის ოდენობით, რაც საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 2----–-–-------------------------–-–---------–--ის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის პერიოდის გათვალისწინებით, შეუმცირდეს და საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა - 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით;

 

3. მსჯავრდებულ პ----- ჯ------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და მსჯავრდებული დაუყონებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან;

 

4. ჯარიმის გადახდაზე კონტროლი დაევალოს აღსრულების ეროვნულ ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

 

5. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთმტკიცებათა საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:

 

- ამოღებული ს--–---------------––-------–--ა, მასზე დატანილი პ----- ჯ------ის პირადობის მოწმის ასლით; ა-----------–---–თან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს გადაღებული ფოტოსურათები 01 (ერთი) ცალ ლაზერულ დისკზე, დალუქული სახით; პ----- ჯ------ესთან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს გადაღებული ფოტოსურათები 01 (ერთი) ცალ ლაზერულ დისკზე, დალუქული სახით; ვიდეოჩანაწერის დათვალიერებისას გადაღებული ვიდეოჩანაწერი 01 (ერთი) ცალ ლაზერულ დისკზე, დალუქული სახით; ვიდეოჩანაწერის დათვალიერებისას გადაღებული ფოტოსურათები 01 (ერთი) ცალ ლაზერულ დისკზე, დალუქული სახით და გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერი 01 (ერთი) ცალ ლაზერულ დისკზე, დალუქული სახით, რომლებიც ერთვის მოცემულ სისხლის სამართლის საქმეს - შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;

 

- გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ამოღებული ,,ა---------“-ის მოდელის მობილური ტელეფონი, დალუქული 01 (ერთი) პაკეტად, რომელიც ინახება საქართველოს შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძ---–-------–-----------------–-------------------–--აში - დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მესაკუთრის ნდობით აღჭურვილ პირს.

 

6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე იზა კელენჯერიძე