გადაწყვეტილება

სამოქალაქო 31.07.2018
საქმის ნომერი
100210118002425559
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
31.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

100210118002425559

# 2/160-2018 წ

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

31.07.2018 წელი. ქ. საჩხერე

 

საჩხერის რაიონული სასამართლო

სასამართლოს დასახელება

 

მოსამართლე: ივანე ყიფიანი

 

მოსარჩელე: ს.ს. ,,კ------- ბ---ი“

წარმომადგენელი: კ--- ჩ-----ა

 

მოპასუხეები: ბ------ შ----–--ე, მ------ შ----–--ე, ქ--------- ი-----–---–ი, კ-----–- შ----–--ე, ბ----- შ----–--ე.

 

დავის საგანი : ფულადი ვალდებულების შესრულება

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1.საჩხერის რაიონული სასამართლოს სარჩელით მომართა, მოსარჩელე - ს.ს ” კ------- ბ---ი“-ს (ს/კ 2--------) წარმომადგენელმა, მოპასუხეების ბ------ შ----–--ის (5---------- მის.: ქ. ჭიათურა, წ------ გ-------- ქ.# 3), მ------ შ----–--ის (5---------- მის.: ქ. ჭიათურა სოფ. გ--------–-), ქ--------- ი-----–---–ის (5---------- მის.: ქ. ჭიათურა ჩ-------- ქ.#83), კ-----–- შ----–--ის (5---------- მის.: ქ. ჭიათურა, მ-------–---- ქ.#5) და ბ----- შ----–--ის (5---------- მის.: ქ. ჭიათურა სოფ. გ--------–-) მიმართ, დავალიანების გადახდევინების თაობაზე.

 

1.2. მოსარჩელე განმარტავს, რომ 2017 წლის 17 მაისს ს.ს ” კ------- ბ---ი“-ს და ბ------ შ----–--ის შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება N171371189929OWZ, რის საფუძველზეც მან ისესხა 10000 ლარი 24 თვის ვადით 2020 წლის 17 მაისის ჩათვლით. სესხის ძირი თანხა უნდა გადახდილიყო სესხის გადახდის გრაფიკის შესაბამისად, მასში აღნიშნული საპროცენტო სარგებელთან (სესხის წლიურ ეფექტურ საპროცენტო განაკვეთია 26.14%-ს) მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევის პრემიასთან და მომსახურების საკომისიოსთან ერთად.

მოსარჩელე მიუთითებს რომ 2017 წლის 13 მაისს კ-----–- შ----–--ემ, ბ----- შ----–--ემ და ქ--------- ი-----–---–მა ხოლო 2017 წლის 15 მაისს მ------ შ----–--ემ თავდებობის შესახებ განცხადების და ხელშეკრულების საფუძველზე იკისრეს ვალდებულება თავდებად დაუდგნენ და სოლიდარულად აგონ პასუხი კრედიტორის წინაშე ბ------ შ----–--ის მიერ სამომავლოდ ნაკისრ სასესხო ვალდებულებაზე, თუ ამ თავდებობის ხელშეკრულების ხელმოწერიდან 2 თვის განმავლობაში გაფორმდებოდა სესხის ხელშეკრულება.

მოსარჩელე ასევე განმარტავს, რომ 2017 წლის 22 მაისის #171421228033QCW სესხის ხელშეკრულებითა და ასევე თავდებობის ხელშეკრულების თანახმად „ სს კ------- ბ---ს “ უფლება აქვს მოითხოვოს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა.

 

1.3.მოსარჩელე სარჩელში მიუთითებს რომ ამ ეტაპზე 2017 წლის 22 მაისის №171371189929OWZ სესხის ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხეებს სოლიდარულად გადასახდელი აქვთ 11516.41 ლარი, საიდანაც 8521.13 ლარი ძირითადი თანხა, 2441.51 ლარი საპროცენტო სარგებელი, 47.15 ლარი-გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის გამო ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადახდილი ძირ თანხაზე დარიცხული ჯარიმა დაგვიანებული გადაუხდელი ძირი თანხის 5%,(მაგრამ არანაკლებ 5 ლარისა), 131.94 ლარი-ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი ძირი თანხაზე დარიცხული ჯარიმა დაგვიანებული გადასახდელი თანხის 0.27% 275 დღის განმავლობაში, 374.68 ლარი სადაზღვეო შესატანი.

 

1.4.მოსარჩელე სარჩელში მიუთითებს, რომ მსესხებელ ბ------ შ----–--ესა და სს „კ------- ბ---ს“ შორის 2017 წლის 19 მაისს გაფორმდა № 171391239819HRCსესხის ხელშეკრულება 698 ლარზე საქონლის შეძენის მიზნით. სესხი გაიცა 18 თვის ვადით 2018 წლის 1-ელი დეკემბრის ჩათვლით. მსესხებელმა განვადებით შეიძინა მობილური ტელეფონი - SAMSUNGI. სესხის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 12.9 %. სესხი უნდა გადახდილიყო გადახდის გრაფიკის შესაბამისად, კერძოდ სესხის ძირი, დარიცხული პროცენტი და სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვეო პრემია.

2017 წლის 19 მაისის სესხის ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხე ბ------ შ----–--ეს ინდივიდუალურად ერიცხება დავალიანება 737.07 ლარის ოდენობით, საიდანაც 610.6 ლარი არის სესხის ძირითადი თანხა, 30 ლარი გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის გამო ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადახდილი ძირ თანხაზე დარიცხული ჯარიმა დაგვიანებული გადაუხდელი ძირი თანხის 5%,(მაგრამ არანაკლებ 5 ლარისა), 70.47 ლარი-ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი ძირი თანხაზე დარიცხული ჯარიმა დაგვიანებული გადასახდელი თანხის 0.27% 275 დღის განმავლობაში, 26.00 ლარი სადაზღვეო შესატანი.

1.5.2017 წლის 17 მაისს სს კ------- ბ---ს და ბ------ შ----–--ეს შორის დაიდო №171371234083 VTL სესხის ხელშეკრულება. სესხი გაიცა 60 ლარის ოდენობით. სესხი გამოყენებულ იქნა დამზღვევის ბ------ შ----–--ის მიერ № MO/R-0018912/17სადაზღვეო პოლისით გათვალისწინებული დაზღვევის ობიექტის_ სატრანსპორტო საშუალება MERSEDES-BENZ SPRINTER სახელმწიფო ნომრით BB973NN დაზღვევის სადაზღვეო პრემიის გადახდის მიზნით. სესხის ძირი თანხა უნდა გადახდილიყო სესხის გადახდის გრაფიკის შესაბამისად, საპროცენტო სარგებელთან, მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევის პრემიასთან და მომსახურების საკომისიოსთან ერთად (მომსახურების საკომისიო შეადგენს 12%_ს )

მოსარჩელე მიუთითებს, რომ მოპასუხე ბ------ შ----–--ის მიერ დარღვეულია 2017 წლის 17 მაისის სესხის გადახდის გრაფიკი, დღეის მდგომარეობით მის მიერ ნაწილობრივ გადახდილია მხოლოდ გრაფიკით გათვალისწინებული 2017 წლის 17 ნოემბრის გადასახდელი.

2017 წლის 17 მაისის №171371234083 VTL სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხე ბ------ შ----–--ეს ინდივიდუალურად ერიცხება დავალიანება 77.90 ლარის ოდენობით, საიდანაც 40.45 ლარი არის სესხის ძირითადი თანხა, 30 ლარი გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის გამო ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადახდილი ძირ თანხაზე დარიცხული ჯარიმა დაგვიანებული გადაუხდელი ძირი თანხის 5%,(მაგრამ არანაკლებ 5 ლარისა), 7.45 ლარი-ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი ძირი თანხაზე დარიცხული ჯარიმა დაგვიანებული გადასახდელი თანხის 0.27% 275 დღის განმავლო.

 

1.6. მოსარჩელე ითხოვს მოპასუხე ბ------ შ----–--ეს, მ------ შ----–--ეს, ქ--------- ი-----–---–ს, კ-----–- შ----–--ეს და ბ----- შ----–--ეს მოსარჩელის ს.ს. ,,კ------- ბ---ი“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ 2017 წლის 17 მაისის №171371189929OWZ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე არსებული დავალიანება 11516.41 ლარი, საიდანაც 8521.13 ლარი ძირითადი თანხა, 2441.51 ლარი საპროცენტო სარგებელი, 374.68 ლარი სადაზღვეო შესატანი, 179.09 ლარი არის პირგასამტეხლო.

1.7. მოსარჩელე ითხოვს მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისროს ს.ს. ,,კ------- ბ---ი“-ს მიერ გადახდილი სახ.ბაჟი- 369.94 ლარი, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისათვის მოსარჩელის მიერ გადახდილი სახ. ბაჟი 50 ლარი, საჯარო რეესტრის ამონაწერების განახლების ხარჯი 22 ლარი, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის ხარჯი 42 ლარი.

1.8. მოსარჩელე ითხოვს ბ------ შ----–--ეს ს.ს. ,,კ------- ბ---ი“-ს სასარგებლოდ ინდივიდუალურად გადასახდელად დაეკისროს 2017 წლის 19 მაისის № 171391239819HRC სესხის ხელშეკრულების საფუძველზე არსებული დავალიანების 737.07 ლარის გადახდა.

1.9. მოსარჩელე ითხოვს ბ------ შ----–--ეს ს.ს. ,,კ------- ბ---ი“-ს სასარგებლოდ ინდივიდუალურად გადასახდელად დაეკისროს 2017 წლის 17 მაისის №171371234083 VTL სესხის ხელშეკრულების საფუძველზე არსებული დავალიანება 77.90 ლარის გადახდა.

მოსარჩელე სს კ------- ბ---ი ითხოვს სასამართლოს გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ მიექცეს აღსასრულებლად.

2. მოპასუხე მხარის პოზიცია

 

2.1. მოცემულ სარჩელზე მოპასუხეებმა შესაგებელი შემოიტანეს ბ------ შ----–--ე, ქ--------- ი-----–---–ი, კ-----–- შ----–--ე და ბ----- შ----–--ე სარჩელს ცნობენ ნაწილობრივ №171371189929OWZ სესხის ხელშეკრულებით ძირი-8521.13 ლარს თანხის ნაწილში . ბ------ შ----–--ე № 171391239819HRC სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ნაწილში- 737.07 ლარს ცნობს მთლიანად. 2017 წლის 17 მაისის №171371234083 VTL სესხის ხელშეკრულების ნაწილში ბ------ შ----–--ე სარჩელს ცნობს ძირი თანხის - 40.45 ლარი ნაწილში. ბ------ შ----–--ე განმარტავს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. მოპასუხეები აღნიშნავენ რომ სესხს გადაიხდიან განწილვადებით.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები.

3.1.1. მხარეებს მიეცათ შესაძლებლობა დავის მორიგებით დასრულებისათვის, თუმცა მხარეები ვერ მორიგდნენ.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. დადგენილია რომ 2017 წლის 17 მაისს ს.ს ” კ------- ბ---ი“-ს და ბ------ შ----–--ის შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება N171371189929OWZ, რის საფუძველზეც მან ისესხა 10000 ლარი 36 თვის ვადით 2020 წლის 17 მაისის ჩათვლით. სესხის ძირი თანხა უნდა გადახდილიყო სესხის გადახდის გრაფიკის შესაბამისად, მასში აღნიშნული საპროცენტო სარგებელთან (სესხის წლიურ ეფექტურ საპროცენტო განაკვეთია 26.14%-ს) მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევის პრემიასთან და მომსახურების საკომისიოსთან ერთად. სესხის გადახდის გრაფიკში საპროცენტო სარგებელი მოცემულია სწორხაზოვანი მეთოდით. სესხის ხელშეკრულების თანახმად სესხის დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში გადასახდელი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში გადასახდელი ძირი თანხას დაერიცხება ჯარიმა (პირგასამტეხლო): ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაგვიანებული გადაუხდელი ძირი თანხის 5%, მაგრამ არანაკლებ 5 ლარისა, ხოლო მომდევნო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი ძირი თანხას დაერიცხება ჯარიმა დაგვიანებული გადასახდელი ძირი თანხის 0.27%-ის ოდენობით მაქსიმუმ 275 დღის განმავლობაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ხელშეკრულება(ს.ფ.26-31)

- მხარეთა განმარტებები.

 

3.2.2. დადგენილია, რომ 2017 წლის 13 მაისს კ-----–- შ----–--ემ, ბ----- შ----–--ემ და ქ--------- ი-----–---–მა ხოლო 2017 წლის 15 მაისს მ------ შ----–--ემ თავდებობის შესახებ განცხადების და ხელშეკრულების საფუძველზე იკისრეს ვალდებულება თავდებად დაუდგნენ და სოლიდარულად აგონ პასუხი კრედიტორის წინაშე მ------ შ----–--ის მიერ სამომავლოდ ნაკისრ სასესხო ვალდებულებაზე, თუ ამ თავდებობის ხელშეკრულების ხელმოწერიდან 2 თვის განმავლობაში გაფორმდებოდა სესხის ხელშეკრულება, (თავდებობა იკისრეს სესხის ძირ თანხაზე-10000 ლარზე, მასზე დარიცხულ პროცენტზე -3573.20 ლარზე, სიცოცხლის დაზღვევის გადასახდელ პრემიაზე - 465.12 ლარზე, საკომისიო გადასახდელებზე, რამაც მთლიანობაში შეიძლება შეადგინოს 210038.38 ლარი, ასევე ამ თანხის ფარგლებში შესაძლოა ჯარიმებსა და პირგასამტეხლოზე - თავდებობის ხელშეკრულების თანახმად), თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა, თავდები ვალდებულია თვითონ დაფაროს ძირითადი მოვალის გადასახდელი თანხა, კრედიტორის მხრიდან დავალიანების დაფარვის შესახებ წერილობითი მოთხოვნის შესაბამისად.

დადგენილია, რომ მოპასუხეების მიერ მრავალგზის დარღვეულია სესხის გადახდის გრაფიკი. ხელშეკრულებაში მითითებული მობილური ტელეფონის ნომერზე გაგზავნილი შეტყობინებებით ასევე წერილობით მსესხებელი გაფრთხილებულია მოსალოდნელ შედეგებზე, ასევე თავდებები გაფრთხილებულნი არიან, მაგრამ მიუხედავად ამისა არ ასრულებენ თავდებობის ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას.

2017 წლის 22 მაისის #171421228033QCW სესხის ხელშეკრულებითა და ასევე თავდებობის ხელშეკრულების თანახმად „ სს კ------- ბ---ს “ უფლება აქვს მოითხოვოს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ხელშეკრულება და განცხადება(ს.ფ. 32-47)

- გაფრთხილებები(ს.ფ.53-58)

- მხარეთა განმარტებები.

 

3.2.3. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მოცემული დროისათვის მოსარჩელის განცხადებით მოსარჩელე სარჩელში მიუთითებს რომ ამ ეტაპზე 2017 წლის 22 მაისის №171371189929OWZ სესხის ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხეებს სოლიდარულად გადასახდელი აქვთ 11516.41 ლარი, საიდანაც 8521.13 ლარი ძირითადი თანხა, 2441.51 ლარი საპროცენტო სარგებელი, 47.15 ლარი-გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის გამო ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადახდილი ძირ თანხაზე დარიცხული ჯარიმა დაგვიანებული გადაუხდელი ძირი თანხის 5%,(მაგრამ არანაკლებ 5 ლარისა), 131.94 ლარი-ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი ძირი თანხაზე დარიცხული ჯარიმა დაგვიანებული გადასახდელი თანხის 0.27% 275 დღის განმავლობაში, 374.68 ლარი სადაზღვეო შესატანი.

სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ დავალიანების ცნობიდან გამომდინარე სარჩელის შემოტანამდე მსესხებელს პროცენტის სახით გადასახდელი აქვს 571ლარი და 81 თეთრი , ხოლო გადასახდელი პროცენტი სარჩელის შემოტანის შემდეგ 2020 წლის 17 მაისის ჩათვლით შეადგენს 1869 ლარს და 70 თეთრს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ხელშეკრულება და გადახდის გრაფიკი(ს.ფ.32-47)

-დავალიანების ცნობა (ს.ფ.83)

- მხარეთა განმარტებები.

 

3.2.4. დადგენილია , რომ მსესხებელ ბ------ შ----–--ესა და სს „კ------- ბ---ს“ შორის 2017 წლის 19 მაისს გაფორმდა № 171391239819HRCსესხის ხელშეკრულება 698 ლარზე საქონლის შეძენის მიზნით. სესხი გაიცა 18 თვის ვადით 2018 წლის 1-ელი დეკემბრის ჩათვლით. მსესხებელმა განვადებით შეიძინა მობილური ტელეფონი - SAMSUNGI. სესხის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 12.9 %. სესხი უნდა გადახდილიყო გადახდის გრაფიკის შესაბამისად. სესხის გადახდის გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში გადასახდელი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში გადასახდელ ძირ თანხას დაერიცხება ჯარიმა (პირგასამტეხლო) ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაგვიანებული გადაუხდელი ძირი თანხის 5%, მაგრამ არანაკლებ 5 ლარისა, ხოლო დანარჩენ მომდევნო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი ძირი თანხას დაერიცხება ჯარიმა დაგვიანებული გადასახდელი ძირი თანხის 0.27%-ის ოდენობით მაქსიმუმ 275 დღის განმავლობაში.

მოსარჩელის პოზიციით 2017 წლის 19 მაისის სესხის ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხე ბ------ შ----–--ეს ინდივიდუალურად ერიცხება დავალიანება 737.07 ლარის ოდენობით, საიდანაც 610.6 ლარი არის სესხის ძირითადი თანხა, 30 ლარი გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის გამო ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადახდილი ძირ თანხაზე დარიცხული ჯარიმა დაგვიანებული გადაუხდელი ძირი თანხის 5%,(მაგრამ არანაკლებ 5 ლარისა), 70.47 ლარი-ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი ძირი თანხაზე დარიცხული ჯარიმა დაგვიანებული გადასახდელი თანხის 0.27% 275 დღის განმავლობაში, 26.00 ლარი სადაზღვეო შესატანი. მოპასუხე ამ ნაწილში სარჩელს ცნობს მთლიანად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა განმარტებები

- ხელშეკრულება(ს.ფ.85-89)

 

- დავალიანების დოკუმენტი(ს.ფ.102).

 

3.2.5. დადგენილია, რომ 2017 წლის 17 მაისს სს კ------- ბ---ს და ბ------ შ----–--ეს შორის დაიდო №171371234083 VTL სესხის ხელშეკრულება. სესხი გაიცა 60 ლარის ოდენობით. სესხი გამოყენებულ იქნა დამზღვევის ბ------ შ----–--ის მიერ № MO/R-0018912/17სადაზღვეო პოლისით გათვალისწინებული დაზღვევის ობიექტის_ სატრანსპორტო საშუალება MERSEDES-BENZ SPRINTER სახელმწიფო ნომრით BB973NN დაზღვევის სადაზღვეო პრემიის გადახდის მიზნით. სესხის ძირი თანხა უნდა გადახდილიყო სესხის გადახდის გრაფიკის შესაბამისად, საპროცენტო სარგებელთან, მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევის პრემიასთან და მომსახურების საკომისიოსთან ერთად (მომსახურების საკომისიო შეადგენს 12%_ს )

მოსარჩელის მიერ გაცემული დოკუმენტით 2017 წლის 17 მაისის №171371234083 VTL სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხე ბ------ შ----–--ეს ინდივიდუალურად ერიცხება დავალიანება 77.90 ლარის ოდენობით, საიდანაც 40.45 ლარი არის სესხის ძირითადი თანხა, 30 ლარი გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის გამო ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადახდილი ძირ თანხაზე დარიცხული ჯარიმა დაგვიანებული გადაუხდელი ძირი თანხის 5%,(მაგრამ არანაკლებ 5 ლარისა), 7.45 ლარი-ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი ძირი თანხაზე დარიცხული ჯარიმა დაგვიანებული გადასახდელი თანხის 0.27% 275 დღის განმავლო.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა განმარტებები

- ხელშეკრულება(ს.ფ.95-98)

- დავალიანების დოკუმენტი (ს.ფ.94).

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლო თვლის, რომ ს.ს. კ------- ბ---ის”-ს სარჩელი ბ------ შ----–--ის, კ-----–- შ----–--ის, ბ----- შ----–--ის, ქ--------- ი-----–---–ის, მ------ შ----–--ის მიმართ უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. ამ შემთხვევაში სასამართლო თვლის რომ პროცენტი უნდა განისაზღვროს სარჩელის შემოტანამდე , ხოლო მიუღებელი შემოსავალი უნდა განისაზღვროს ეროვნული ბ---ის მონაცემების გამოყენებით სესხების საბაზრო საპროცენტო განაკვეთის საშუალო არითმეტიკულის შესაბამისად. ასევე მოპასუხეებს უნდა დაეკისროს დაზღვევა სარჩელის შემოტანამდე (7 თვის) ე.ი. ხელშეკრულების შეწყვეტამდე. პირგასამტეხლო, 2017 წლის 22 მაისის №171371189929OWZ ხელშეკრულებიდან გამომდინარე სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში გონივრულია , ხოლო 2017 წლის 17 მაისს №171371234083 VTL ხელშეკრულების ფარგლებში კი უნდა შემცირდეს.

 

3. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50--ე , 316-ე, 317-ე, 417-ე, 420-ე, 623-ე, 867, 868-ე მუხლებით

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის შესაბამისად გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.

 

სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის შესაბამისად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია რომ მხარეთა შორის დადებულია ხელშეკრულება, რომლის თანახმად მხარეებმა აიღეს ვალდებულებები ერთმანეთის მიმართ. მითითებული ნორმებიდან სახეზეა სესხისა და გირავნობის ხელშეკრულება(სამოქალაქო კოდექსის 623-ე და 254-ე მუხლები )

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის შესაბამისად სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის შესაბამისად სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის შესაბამისად მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი ან ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთი.

 

6.2.დადგენილია რომ 2017 წლის 17 მაისს ს.ს ” კ------- ბ---ი“-ს და ბ------ შ----–--ის შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება N171371189929OWZ, რის საფუძველზეც მან ისესხა 10000 ლარი 36 თვის ვადით 2020 წლის 17 მაისის ჩათვლით. სესხის ძირი თანხა უნდა გადახდილიყო სესხის გადახდის გრაფიკის შესაბამისად, მასში აღნიშნული საპროცენტო სარგებელთან (სესხის წლიურ ეფექტურ საპროცენტო განაკვეთია 26.14%-ს) მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევის პრემიასთან და მომსახურების საკომისიოსთან ერთად.

 

დადგენილია, რომ 2017 წლის 13 მაისს კ-----–- შ----–--ემ, ბ----- შ----–--ემ და ქ--------- ი-----–---–მა ხოლო 2017 წლის 15 მაისს მ------ შ----–--ემ თავდებობის შესახებ განცხადების და ხელშეკრულების საფუძველზე იკისრეს ვალდებულება თავდებად დაუდგნენ და სოლიდარულად აგონ პასუხი კრედიტორის წინაშე მ------ შ----–--ის მიერ სამომავლოდ ნაკისრ სასესხო ვალდებულებაზე, თუ ამ თავდებობის ხელშეკრულების ხელმოწერიდან 2 თვის განმავლობაში გაფორმდებოდა სესხის ხელშეკრულება, (თავდებობა იკისრეს სესხის ძირ თანხაზე-10000 ლარზე, მასზე დარიცხულ პროცენტზე -3573.20 ლარზე, სიცოცხლის დაზღვევის გადასახდელ პრემიაზე - 465.12 ლარზე, საკომისიო გადასახდელებზე, რამაც მთლიანობაში შეიძლება შეადგინოს 210038.38 ლარი, ასევე ამ თანხის ფარგლებში შესაძლოა ჯარიმებსა და პირგასამტეხლოზე - თავდებობის ხელშეკრულების თანახმად), თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა, თავდები ვალდებულია თვითონ დაფაროს ძირითადი მოვალის გადასახდელი თანხა, კრედიტორის მხრიდან დავალიანების დაფარვის შესახებ წერილობითი მოთხოვნის შესაბამისად. დადგენილია, რომ მოპასუხეების მიერ მრავალგზის დარღვეულია სესხის გადახდის გრაფიკი. მოპასუხეები გაფრთხილებული იყვნენ აღნიშნულის თაობაზე.

 

6.3. დადგენილია, რომ მოცემული დროისათვის მოსარჩელის განცხადებით მოსარჩელე სარჩელში მიუთითებს რომ ამ ეტაპზე 2017 წლის 22 მაისის №171371189929OWZ სესხის ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხეებს სოლიდარულად გადასახდელი აქვთ 11516.41 ლარი, საიდანაც 8521.13 ლარი ძირითადი თანხა, 2441.51 ლარი საპროცენტო სარგებელი, 47.15 ლარი-გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის გამო ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადახდილი ძირ თანხაზე დარიცხული ჯარიმა დაგვიანებული გადაუხდელი ძირი თანხის 5%,(მაგრამ არანაკლებ 5 ლარისა), 131.94 ლარი-ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი ძირი თანხაზე დარიცხული ჯარიმა დაგვიანებული გადასახდელი თანხის 0.27% 275 დღის განმავლობაში, 374.68 ლარი სადაზღვეო შესატანი.

სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ დავალიანების ცნობიდან გამომდინარე სარჩელის შემოტანამდე მსესხებელს პროცენტის სახით გადასახდელი აქვს 571ლარი და 81 თეთრი , ხოლო გადასახდელი პროცენტი სარჩელის შემოტანის შემდეგ 2020 წლის 17 მაისის ჩათვლით შეადგენს 1869 ლარს და 70 თეთრს.

 

6.4. დადგენილია , რომ მსესხებელ ბ------ შ----–--ესა და სს „კ------- ბ---ს“ შორის 2017 წლის 19 მაისს გაფორმდა № 171391239819HRCსესხის ხელშეკრულება 698 ლარზე საქონლის შეძენის მიზნით. სესხი გაიცა 18 თვის ვადით 2018 წლის 1-ელი დეკემბრის ჩათვლით. მსესხებელმა განვადებით შეიძინა მობილური ტელეფონი - SAMSUNGI. სესხის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 12.9 %. სესხი უნდა გადახდილიყო გადახდის გრაფიკის შესაბამისად.

მოსარჩელის პოზიციით 2017 წლის 19 მაისის სესხის ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხე ბ------ შ----–--ეს ინდივიდუალურად ერიცხება დავალიანება 737.07 ლარის ოდენობით, საიდანაც 610.6 ლარი არის სესხის ძირითადი თანხა, 30 ლარი გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის გამო ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადახდილი ძირ თანხაზე დარიცხული ჯარიმა დაგვიანებული გადაუხდელი ძირი თანხის 5%,(მაგრამ არანაკლებ 5 ლარისა), 70.47 ლარი-ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი ძირი თანხაზე დარიცხული ჯარიმა დაგვიანებული გადასახდელი თანხის 0.27% 275 დღის განმავლობაში, 26.00 ლარი სადაზღვეო შესატანი. მოპასუხე ამ ნაწილში სარჩელს ცნობს მთლიანად.

 

6.5. დადგენილია, რომ 2017 წლის 17 მაისს სს კ------- ბ---ს და ბ------ შ----–--ეს შორის დაიდო №171371234083 VTL სესხის ხელშეკრულება. სესხი გაიცა 60 ლარის ოდენობით. სესხი გამოყენებულ იქნა დამზღვევის ბ------ შ----–--ის მიერ № MO/R-0018912/17სადაზღვეო პოლისით გათვალისწინებული დაზღვევის ობიექტის_ სატრანსპორტო საშუალება MERSEDES-BENZ SPRINTER სახელმწიფო ნომრით BB973NN დაზღვევის სადაზღვეო პრემიის გადახდის მიზნით. სესხის ძირი თანხა უნდა გადახდილიყო სესხის გადახდის გრაფიკის შესაბამისად, საპროცენტო სარგებელთან, მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევის პრემიასთან და მომსახურების საკომისიოსთან ერთად (მომსახურების საკომისიო შეადგენს 12%_ს )

მოსარჩელის მიერ გაცემული დოკუმენტით 2017 წლის 17 მაისის №171371234083 VTL სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხე ბ------ შ----–--ეს ინდივიდუალურად ერიცხება დავალიანება 77.90 ლარის ოდენობით, საიდანაც 40.45 ლარი არის სესხის ძირითადი თანხა, 30 ლარი გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის გამო ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადახდილი ძირ თანხაზე დარიცხული ჯარიმა დაგვიანებული გადაუხდელი ძირი თანხის 5%,(მაგრამ არანაკლებ 5 ლარისა), 7.45 ლარი-ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი ძირი თანხაზე დარიცხული ჯარიმა დაგვიანებული გადასახდელი თანხის 0.27% 275 დღის განმავლო.

6.6. სამოქალაქო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად „ხელშეკრულებიდან გასვლისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც მას მიადგა ხელშეკრულების შეუსრულებლობით.“

 

6.7. სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად „ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.“

 

ზემოხსენებული ნორმების შესაბამისად, ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, კრედიტორისათვის ანაზღაურებას ექვემდებარება, როგორც ფაქტობრივად დამდგარი ზიანი, ასევე მიუღებელი შემოსავლის სახით მიყენებული ზიანი (მიუღებელი შემოსავალი). ამდენად, მოხმობილ ნორმათა ერთობლივი ანალიზის შედეგად, სასამართლო ნაწილობრივ იზიარებს მოსარჩელე მხარის მოთხოვნას მიუღებელი შემოსავლის დაკისრების ნაწილში და თვლის, რომ მიუღებელ შემოსავლად იმ სარგებლის მიჩნევა, რაც ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული და რაც საბ---ო დაწესებულებას უნდა მიეღო, მართებულია, ვინაიდან საკრედიტო დაწესებულების ძირითადი ფუნქცია და დანიშნულება სწორედ ფულადი თანხის სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემაა. შესაბამისად, საკრედიტო დაწესებულებებთან მიმართებით, არსებობს პრეზუმფცია იმისა, რომ საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საკრედიტო დაწესებულება ვერ იღებს იმ შემოსავალს, რომელიც მას აღნიშნული თანხით უნდა მიეღო. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტისას, ზიანის ანაზღაურება უნდა განისაზღვროს მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმებით ისე, რომ ამას არ მოჰყვეს დაზარალებულის (მოსარჩელის) უსაფუძვლო გამდიდრება.

საქართველოს ეროვნული ბ---ის ოფიციალური ვებგვერდის თანახმად 2015-2016 წლებისათვის სესხების საბაზრო საპროცენტო განაკვეთის საშუალო არითმეტიკული ,წლიური დაახლოებით 10 პროცენტს შეადგენს.

აღნიშნულ შემთხვევაში 2017 წლის 22 მაისის №171371189929OWZ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მიუღებელი შემოსავლის სახით მოპასუხეებს გადასახდელად უნდა განესაზღვროს ერთი წლის გადასახდელი, ძირი თანხის - 8521.13 ლარის წლიური 10 პროცენტი, კერძოდ 852,11ლარი.

უდავოდაა დადგენილი, რომ მოვალეს დარღვეული აქვს ვალდებულება რის გამოც კრედიტორმა სარჩელის აღძვრით ცალმხრივად შეწყვიტა ხელშეკრულება მოვალესთან.

 

6.8.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის შესაბამისად დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება.

სარჩელის შემოტანით ხელშეკრულება შეწყდა , შესაბამისად სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეებს სოლიდარულად უნდა დაეკისროს, მხოლოდ სარჩელის შემოტანამდე არსებული დავალიანების - 90,44 სიცოცხლის დაზღვევა(7 თვის) ლარის გადახდა.

 

სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის შესაბამისად პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის შესაბამისად ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

განსახილველ შემთხვევაში პირგასამტეხლო წერილობით არის შეთანხმებული და განსაზღვრულია ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. სესხის ხელშეკრულების საფუძველზე გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მსესხებელს ერიცხებოდა დაგვიანებული თანხის 0,27 პროცენტი ყოველ გადაცილებულ დღეზე(მაქსიმუმ 150 დღეზე). სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

ამ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ 2017 წლის 22 მაისის №171371189929OWZ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნილი პირგასამტეხლო გონივრულია და 179,09 ლარი უნდა დაეკისროს მოპასუხეებს გადასახდელად. 2017 წლის 17 მაისს №171371234083 VTL ხელშეკრულების ფარგლებში კი უნდა შემცირდეს და ბ------ შ----–--ეს პირგასამტეხლოს სახით უნდა დაეკისროს გადასახდელად რვა ლარი.

 

6.9. სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ”თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.

 

მოცემულ შემთხვევაში სახეზეა თავდებობის ხელშეკრულებები, რომლის თანახმად კ-----–- შ----–--ემ, ბ----- შ----–--ემ ,ქ--------- ი-----–---–მა და მ------ შ----–--ემ ვალდებულება იკისრეს მოსარჩელის წინაშე, 2017 წლის 22 მაისის №171371189929OWZ სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული, ბ------ შ----–--ის ვალდებულების შესასრულებლად.

 

სამოქალაქო კოდექსის - 895-ე მუხლის შესაბამისად ”თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.” საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის შესაბამისად თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ხსენებულ სამართლებრივ ურთიერთობაში თავდებები - კ-----–- შ----–--ე, ბ----- შ----–--ე ,ქ--------- ი-----–---–ი და მ------ შ----–--ე ვალდებული არიან სოლიდარულად უზრუნველყონ მსესხებელთან ერთად დაკისრებული ვალდებულების შესრულება.

 

6.10. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხთან მიმართებაში, სასამართლო ყურარებას გაამახვილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 1-ლი ნაწილზე რომლის თანახმადაც სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილებები: ა) ალიმენტის მიკუთვნების შესახებ; ბ) დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვა დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის სიკვდილით გამოწვეული ზიანის ასანაზღაურებლად გადასახადების დაკისრების შესახებ; გ) მუშაკისათვის არა უმეტეს 3 თვის ხელფასის მიკუთვნების შესახებ; დ) უკანონოდ დათხოვნილი ან გადაყვანილი მუშაკის სამუშაოზე აღდგენის შესახებ; ე1) უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ; ვ) თამასუქისა და ჩეკის თაობაზე გამოტანილი გადაწყვეტილებები; ზ) ყველა სხვა საქმეზე, თუ განსაკუთრებულ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების აღსრულების დაყოვნებამ შეიძლება გადამხდევინებელს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს, ან თუ გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელი აღმოჩნდება. სასამართლო თვლის, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, განხილულ დავასთან მიმართებაში არ ვრცელდება საქართველოს სსკ-ის 268-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,, ე1’’ ქვეპუნქტი. შესაბამისად მოსარჩელის მოთხოვნა დაუყოვნებლივ აღსრულების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.11. „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის" ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო უფლებებისა და მოვალეობების განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას, ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული საერთაშორისო აქტით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას, დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. პროცესის მონაწილეებისათვის, ისევე როგორც, საზოგადოებისათვის, ნათელი უნდა იყოს განსჯის ის პროცესი, რომელიც სასამართლომ გაიარა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე. გადაწყვეტილებაში ასახული უნდა იყოს სასამართლოს მოსაზრებები და სამართლებრივი დასკვნები, რომლებმაც დავის სწორედ ამგვარი გადაწყვეტა გამოიწვია. სასამართლო დაცვა უნდა იყოს სრული, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ყველას შესაძლებლობას მიმართოს სასამართლოს, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გამოიტანოს სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება. ეს მოთხოვნა მიზნად ისახავს მხარის მიერ გასაჩივრების უფლების განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფას. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Suominen v. Finland, აბზაცი 36, აგრეთვე 2008 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Peric v. Croatia, აბზაცი 21, განმარტა შემდეგი– „მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ სასამართლოებს აქვთ გარკვეული მიხედულება კონკრეტული საქმის დასაბუთების არჩევისას და მხარეთა მოსაზრებების მხარდამჭერი მტკიცებულებების დაშვებისას, სასამართლო ვალდებულია დაასაბუთოს თავისი საქმიანობა თავის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მოტივაციით“.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

8.1.სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა.

 

8.2.დადგენილია, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხეებმა ბ------ შ----–--ემ , კ-----–- შ----–--ემ, ბ----- შ----–--ემ ,ქ--------- ი-----–---–მა და მ------ შ----–--ემ (2017 წლის 22 მაისის №171371189929OWZ სესხის ხელშეკრულებიდან) მოსამზადებელ სხდომაზე ცნეს სარჩელი ძირი თანხის-8521,13 ლარის ნაწილში, შესაბამისად ამ სამართლებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით შემოტანილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი უბრუნდება მოსარჩელეს. მოპასუხეებს სს. ,, კ------- ბ---ის“-ს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს დანარჩენი დაკმაყოფილებული ნაწილის სამი პროცენტის გადახდა. ანალოგიური წესი გავრცელდება 2017 წლის 17 მაისს №171371234083 VTL ხელშეკრულებაზე ბ------ შ----–--ესთან მიმართებაში. 2017 წლის 19 მაისის № 171391239819HRC სესხის ხელშეკრულებასთან მიმართებაში მოპასუხემ მოსამზადებელ სხდომაზე მთლიანად ცნო სარჩელი, შესაბამისად მოსარჩელეს ამ ნაწილში დაუბრუნდება სახელმწიფო ბაჟი. მოსარჩელეს წარმოდგენილი აქვს ასევე სასამართლოს გარეშე ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტები -22 ლარის (საჯარო რეესტრის ამონაწერების განახლების ხარჯი) 42 ლარი (საჯარო რეესტრში რეგისტრაციის ხარჯი) ოდენობით, რომელიც უნდა მოპასუხეებს.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ს.ს. ,,კ------- ბ---ი“-ს (ს/კ2--------) სარჩელი 2017 წლის 22 მაისის №171371189929OWZ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და ს.ს. ,,კ------- ბ---ი“-ს სასარგებლოდ ბ------ შ----–--ეს, მ------ შ----–--ეს, ქ--------- ი-----–---–ის, კ-----–- შ----–--ეს, ბ----- შ----–--ეს სოლიდარულად დაეკისროთ 10 214,57 (ათი ათას ორასთოთხმეტი ლარი და ორმოცდაჩვიდმეტი თეთრი) ლარის გადახდა. (საიდანაც 8521,13 ლარი არის ძირითადი თანხა 571,81ლარი არის პროცენტი, 852,11 ლარი არის სარგებელი, 90,44 სიცოცხლის დაზღვევა (7 თვის) 179,09 ლარი არის პირგასამტეხლო).

 

2. ს.ს. ,,კ------- ბ---ი“-ს (ს/კ2--------) სარჩელი დაკმაყოფილდეს და ბ------ შ----–--ეს დაეკისროს ს.ს. ,,კ------- ბ---ი“-ს სასარგებლოდ 737.07 (შვიდასოცდაჩვიდმეტი ლარი და შვიდი თეთრი) ლარის გადახდა (საიდანაც 610 ლარი და 60 თეთრი არის ძირითადი თანხა 26 ლარი სიცოცხლის დაზღვევა, 100,47 ლარი არის პირგასამტეხლო).

 

3. ს.ს. ,,კ------- ბ---ი“-ს (ს/კ2--------) სარჩელი 2017 წლის 17 მაისს №171371234083 VTL ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და ბ------ შ----–--ეს დაეკისროს ს.ს. ,,კ------- ბ---ი“-ს სასარგებლოდ 48 (ორმოცდარვა) ლარი (საიდანაც 40 ლარი არის ძირითადი თანხა, 8 (რვა)ლარი არის პირგასამტეხლო).

 

4. ს.ს. ,,კ------- ბ---“-ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 278 (ორასსამოცდათვრამეტი) ლარი და 94 (ოთხმოცდათოთხმეტი) თეთრი (საგადახდო დავალება N195230; გადახდის თარიღი - 27.04.2018; გადამხდელი - სს კ------- ბ---ი; გადამხდელის ბ---ი - სს კ------- ბ---ი; ბ---ის კოდი - TRESGE22; თანხა -369.94ლარი) კანონით დადგენილი წესით.

 

5. ბ------ შ----–--ეს, მ------ შ----–--ეს, ქ--------- ი-----–---–ს, კ-----–- შ----–--ეს, ბ----- შ----–--ეს სოლიდარულად დაეკისროთ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან სს. ,,კ------- ბ---ი“-ს სასარგებლოდ 50 (ორმოცდაათი) ლარისა და 80 (ოთხმოცი) თეთრის გადახდა. ბ------ შ----–--ეს, მ------ შ----–--ეს, ქ--------- ი-----–---–ს, კ-----–- შ----–--ეს, ბ----- შ----–--ეს ასევე სოლიდარულად დაეკისროთ ს.ს. ,,კ------- ბ---ი“-ს სასარგებლოდ სარჩელის უზრუნველყოფისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით და სასამართლოს გარეშე ხარჯები 22 ლარის (საჯარო რეესტრის ამონაწერების განახლების ხარჯი) 42 ლარი (საჯარო რეესტრში რეგისტრაციის ხარჯი) ოდენობით.

 

6. ბ------ შ----–--ეს, დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან სს. ,,კ------- ბ---ი“-ს სასარგებლოდ 0,24 (ოცდაოთხი თეთრი) ლარის გადახდა.

 

7. მოსარჩელე - ს.ს. ,,კ------- ბ---“-ს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებაზე უარი ეთქვას უსაფუძვლობის გამო.

 

8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით საჩხერის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (ქ. საჩხერე, დ. აღმაშენებლის ქ. #3).

 

9.დაუყოვნებელი აღსრულების ნაწილში გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით გადაწყვეტილების ასლის მხარისთვის გადაცემიდან 12 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. ქუთაისი, ნიუ-პორტის ქუჩა №32) საჩხერის რაიონულ სასამართლოში (მდებარე: საჩხერე, დ. აღმაშენებლის №3) კერძო საჩივრის შემოტანის გზით.

 

10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

11. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს საჩხერის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ივანე ყიფიანი