განაჩენი

სისხლის სამართლის 30.07.2018
საქმის ნომერი
330100118002504477
თარიღი
30.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/2----18

(N0-----------)

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

30 ივლისი, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

მოსამართლე - ლელა ნოზაძე,სხდომის მდივანი - სოფიო ჩოხელი,ბრალდების მხარე:

პროკურორი - ნ----- გ-------–--

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - ი----- ნ-----–----ის ძე დ-------------, დაბადებული 19---–-–-------------ს, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული მისამართის გარეშე და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თ---–-----------------------------------------–-----------------------------ში,ადვოკატი - ო-–--- გ-------

თარჯიმანი - მ------ ც-----,კვალიფიკაცია - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და ამავე კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით,სხდომის სახე - ღია,აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დადგენლად ცნო: 2018 წლის 08 მაისს, დაახლოებით 06:45 საათზე, ქ. თბილისში, თ-------------–--------------------------------–-----------------------------ში, ი----- დ-------------მ არასრულწლოვან ა----------–----ს თანდასწრებით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დას - ი----- ა------–---ას, დაარტყა თავი შუბლის არეში, ხოლო ხელი სახის არეში, რის შედეგად ი----- ა------–---ამ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. ი----- დ-------------ს ქმედებით ი----- ა------–---ას მიადგა ფიზიკური და მორალური სახის ზიანი.

 

2018 წლის 08 მაისს, დაახლოებით 06:45 საათზე, ქ. თბილისში, თ-------------–--------------------------------–-----------------------------ში, ი----- დ------------- დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით და ჯანმრთელობის დაზიანებით დას - ი----- ა------–---ას, რის გამოც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორცილების საფუძვლიანი შიში. ი----- დ-------------ს ქმედების შედეგად ი----- ა------–---ას გაუჩნდა სიცოცხლის მოსპობის რეალური შიში, რის შედეგადაც მიადგა მორალური ზიანი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ პუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება და ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან.

 

მხარეებმა წარდგენილი მტკიცებულებები გახადეს უდავოდ, რაც სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე.

 

სტრასბურგის სასამართლო მიიჩნევს, რომ ზოგიერთ საპროცესო უფლებაზე უარის თქმა არ შეიძლება ჩაითვალოს კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევად. სასამართლო შენიშნავს, რომ უფლებაზე უარის თქმა, კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე ეფექტიანი რომ იყოს, აუცილებელია განხორციელდეს აშკარა ფორმით და ასევე, უზრუნველყოფილი იყოს მინიმალური დაცვის გარანტიები. ამასთან დამატებით უფლებებზე უარის თქმა არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საჯარო ინტერესს.

 

საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე ბრალდებულმა აღიარა ჩადენილი დანაშაული. მტკიცებულების შეფასების თავისუფლების პრინციპიდან გამომდინარე, რომლის თანახმად, არცერთ მტკიცებულებას არ გააჩნია წინასწარ დადგენილი ძალა, ბრალდებულის აღიარება შეიძლება შემაჯამებელ გადაწყვეტილებას დაედოს საფუძვლად მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ის დასტურდება საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების ერთობლიობით, რაც საკმარისია გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის დაკმაყოფილებისათვის. საკმარისად მიიჩნევა მხოლოდ ისეთი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელთა პირველწყაროს წარმოადგენს არა მხოლოდ ბრალდებულის აღიარება, არამედ ბრალდებულის ჩვენებისაგან დამოუკიდებელი სხვა მტკიცებულებითი ინფორმაციის წყაროები.

 

ი----- დ-------------ს აღიარება დასტურდება მოწმეთა, ი----- ა------–---ას, ა----------–----ს, მ------- ე--–----ს, მ-----– ა------–---ას, გ------ი ჯ----–--–---–ის გამოკითხვის ოქმებით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, შემაკავებელი ორდერით, ბრალდებული დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით, ბრალდებულის გამოკითხვის ოქმით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ დადგენილებით, ი----- დ-------------ს სამედიცინო დოკუმენტაციითა და ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნით, რომელთა შეფასებით სასამართლო თვლის, რომ ი----- დ-------------მ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით;

 

სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

ი----- დ-------------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარა ჩადენილი დანაშაული, ი----- დ-------------ს პასუხისმგებლობას უმძიმებს მის მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერი.

 

სასაჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს ლევან სამხარაულის სტაციონარული სსამართლო ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნას, რომლის თანახმად: ი----- დ------------- დაავადებულია ქრონიკული ფსიქიკური ავადმყოფობით - პარანოიდული შიზოფრენიით, რემისიის მდგომარეობა (კოდი F20.05 დაავადებათა საერთაშორისო კვალიფიკაციის მე-10 გადასინჯვის მიხედვით). ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს იგი დაავადებული იყო ქრონიკული ფსიქიკური ავადმყოფობით - პარანოიდული შიზოფრენიით, რემისიის მდგომარეობა და მას არ შეეძლო სრულად გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შეზღუდული შერაცხადობა). თავისი ფსიქიკური მდგოამრეობით მას შეუძლია ანგარიში გაუწიოს თავს, უხელმძღვანელოს მას, მისცეს ჩვენება და მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებებში. იგი იმგვარი ფსიქიკური ავადმყოფობით, რომელიც ხელს უშლის სასჯელის მოხდას, დაავადებული არ არის. თავისი ფსიქიკური მდგომარეობით იგი იძულებით ან არანებაყოფლობით სტაციონარულ ფსიქიატრიულ დახმარებას არ საჭიროებს. თავისი ფსიქიკური მდგომარეობით იგი შეიძლება წარსდგეს მართლმსაჯულების წინაშე და პასუხი აგოს ბრალად შერაცხული ქმედებებისთვის.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 35-ე მუხლის თანახმად ,,სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან არ თავისუფლდება სრულწლოვანი, რომელიც დანაშაულის ჩადენის დროს იმყოფებოდა შეზღუდული შერაცხადობის მდგომარეობაში, ესე იგი ფსიქიკური დაავადების გამო არ შეეძლო სრულად გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი ან მართლწინააღმდეგობა ანდა ეხელმძღვანელა მისთვის“. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით ,,შეზღუდულ შერაცხადობას სასამართლო ითვალისწინებს სასჯელის დანიშვნის დროს“.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 267-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ი----- დ------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და ამავე კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, სასჯელის სახედ დაენიშნოს:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით; მასვე, საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის თანახმად, 1(ერთი) წლის ვადით შეეზღუდოს იარაღთან დაკავშირებული უფლებები;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 9(ცხრა) თვის ვადით; მასვე, საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის თანახმად, 1(ერთი) წლის ვადით შეეზღუდოს იარაღთან დაკავშირებული უფლებები;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ი----- დ-------------ს სასჯელის სახედ დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, საიდანაც, საქართველოს სსკ-ს 50-ე მუხლის საფუძველზე თავისუფლების აღკვეთა - 6 (ექვსი) თვის ვადით განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი) თვის ვადით, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი.

 

საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის თანახმად, 1(ერთი) წლის ვადით შეეზღუდოს იარაღთან დაკავშირებული უფლებები;

 

გაუქმდეს ი----- დ-------------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა.

 

ი----- დ-------------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს ფსიქიატრიული ექსპერტიზის დეპარტამენტში ყოფნის დრო და სასჯელის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 08 მაისიდან.

 

საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის შესაბამისად, მსჯავრდებულ ი----- დ-------------ს ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს (პრობაციის ბიუროს) - მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

ნივთიერი მტკიცებულება: - 1 (ერთი) ცალი დისკი, რომელიც ერთვის საქმეს, შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით; - ამოღებული დანა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და მისი გასაჩივრება შეიძლება 1(ერთი) თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე :

/ლელა ნოზაძე/