განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 100100118002572537
№1/88 -2018 წელი
განაჩენი
საქართველოს სახელით
16 აგვისტო 2018 წელი ჭ--------ა
საჩხერის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - დავით კეკენაძე
სხდომის მდივანი - თამარ წერეთელი
ბრალდების მხარე
პროკურორი -ი-–------–------ი
დაცვის მხარე
ბრალდებული ზ------------–--ე,მამის სახელი: რ-----ი
დაბადების თარიღი: 1---------წ.
დაბადების ადგილი: საქართველო, ჭ--------ა
პირადი ნომერი: 54001004114
მოქალაქეობა: საქართველო
განათლება: საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი
ნასამართლობა: ნასამართლობის არ მქონე
რეგისტრაციის მისამართი: ჭ--------ა, სოფელი მ--------ი
ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი: ჭ--------ა, სოფელი მ--------ი
ბრალდებულის დამცველი ადვოკატი - ი---------–--ე
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე პირველი ნაწილით;
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე N0----------
განსახილველი საკითხი: საჩხერის რაიონული პროკურატურის პროკურორის ი-–------–------ის შუამდგომლობა ბრალდებულ ზ------------–--ის მიმართ, სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. ბრალდების არსი:
შუამდგომლობის მიხედვით, ზ------------–--ეს ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა და მოყვანა;
მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
ჭ--------ის მუნიციპალიტეტის სოფელ მ--------ში მცხოვრებმა ზ------------–--ემ, 2018 წელს საცხოვრებელი სახლის ეზოში, პირუტყვის სადგომის უკან, სპეციალურ ქოთნებში, უკანონოდ დათესა და 2018 წლის 20 ივნისამდე პერიოდში უკანონოდ მოიყვანა ოთხი ძირი – 17,63 გრამი ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე "კანაფი".
ზ------------–--ის ქმედება დაკვალიფიცირებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე პირველი ნაწილით;
2. საპროცესო შეთანხმების არსი:
ადვოკატთან იურიდიული კონსულტაციის შემდგომ ბრალდებულმა ითხოვა საპროცესო შეთანხმების გაფორმება ბრალზე შეთანხმებით.
საჩხერის რაიონული პროკურატურის პროკურორის ი-–------–------სა და ბრალდებულ ზ------------–--ეს შორის (მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ი---------–--ის მონაწილეობით) 2018 წლის 16 აგვისტოს დაიდო საპროცესო შეთანხმება, რაც კანონით დადგენილი წესით წინასწარ იქნა შეთანხმებული ზემდგომ პროკურორთან.
2018 წლის 16 აგვისტოს, საჩხერის რაიონულ სასამართლოში წარმოდგენილი იქნა საჩხერის რაიონული პროკურატურის პროკურორის ი-–------–------ის შუამდგომლობა ბრალდებულთან დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ.
სასამართლო სხდომაზე პროკურორმა ი-–------–------მა იშუამდგომლა:
ზ------------–--ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 265–ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელად განესაზღვროს ჯარიმა 1000 ლარი. მასვე „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ 2007 წლის 03 ივლისის კანონის მესამე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად 10 წლით ჩამოერთვა საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, ხოლო 5 წლით ჩამოერთმევა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლება.
ნივთმტკიცება - საქმეზე არსებული და კვლევის შემდეგ დარჩენილი ნარკოტიკულ საშუალება – კანაფი (მცენარე), წონით – 17.25 გრამი, რაც დალუქული სახით ინახება ჭ--------ის შს რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ შემდგომი განკარგვის მიზნით გადაეგზავნოს საქართველოს შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის შესაბამის სამსახურს და განადგურდეს.
საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას და საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანას სასამართლო სხდომაზე მხარი დაუჭირეს პროკურორმა ი-–------–------მა ბრალდებულმა ზ------------–--ემ და მისმა ადვოკატმა ი---------–--ემ;
3. მტკიცებულებათა ერთობლიობა :
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 209-213-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, საქმის მასალების საფუძველზე, სასამართლომ განიხილა რა შუამდგომლობის დასაბუთებულობა, მიიჩნია, რომ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები: ჩხრეკის ოქმი, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა, მოწმეების: ვეფვხია სამხარაძის, მიხეილ ციცქიშვილის და ირაკლი ტაბატაძის გამოკითხვები, თავად ზ------------–--ის გამოკითხვა და საქმეზე მოპოვებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა ადასტურებენ ზ------------–--ის მიმართ წარდგენილ ბრალდებას.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY განმარტა შემდეგი: წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან. ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან; მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად აკმაყოფილებენ აღნიშნულ სტანდარტს;
4. საპროცესო ნორმათა დაცულობა :
სასამართლო დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმება დადებულია დამცველის უშუალო მონაწილეობით, ბრალდებულის ნებაყოფლობით და წინასწარი თანხმობით, რომლის დადებისას ადგილი არ ქონია ძალადობას, დაშინებას, მოტყუებას, მუქარას, ან სხვა რაიმე უკანონო დაპირებას, ბრალდებულს არ შეზღუდვია უფლება მიეღო კვალიფიციური იურიდიული დახმარება.
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ იქნა, რომ ბრალდებული სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ედება ბრალი და ამ დანაშაულისთვის გათვალისწინებულ სასჯელს, საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებულ, კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნას ბრალის აღიარების შესახებ. ბრალდებული აცნობიერებს, რომ სასამართლო უფლებამოსილია არ მიიღოს მხედველობაში შეთანხმების საფუძველზე, პროკურორის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა. ბრალდებულისათვის ასევე ცნობილია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მისი უფლებების შესახებ, ბრალდებული ეთანხმება საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს, ბრალდებული და მისი დამცველი სრულად იცნობენ საქმის მასალებს, ბრალდებულსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმების ყველა პირობა ასახული საპროცესო შეთანხმებაში, ბრალდებულის მიმართ ადგილი არ ჰქონია წამებას, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას და ასეთის არსებობის შემთხვევაში მისთვის ცნობილია, რომ მის მიერ საჩივრის შეტანა, ხელს არ შეუშლის კანონის დაცვით დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას.
5. სამართლებრივი შეფასება :
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის თანახმად, ევროპული სისხლის სამართლებრივი სისტემისათვის დამახასიათებელია, ბრალდებულმა მიიღოს მსუბუქი სასჯელი ან სასჯელისაგან გათავისუფლდეს დანაშაულის აღიარების ან გამოძიებასთან თანამშრომლობის გამო, რაც სრულ შესაბამისობაშია კონვენციის მოთხოვნებთან. იგი ხაზს უსვამს საპროცესო შეთანხმების მნიშვნელობას სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებისა და სასამართლოებისა და მხარეთა გადატვირთულობის შემცირების, კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის, მსუბუქი სასჯელების გამოყენებისა და, შესაბამისად, პატიმართა რაოდენობის შემცირების საქმეში. იმისათვის, რომ უფლებაზე უარის თქმა კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე ეფექტიანი იყოს, აუცილებელია, აღნიშნული განხორციელდეს აშკარა და არაორაზროვანი ფორმით და, ასევე, უზრუნველყოფილი იყოს დაცვის მინიმალური გარანტიები. გარდა ამისა, უფლებებზე უარის თქმა არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საჯარო ინტერესს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: NATSVLISHVILI AND TOGONIDZE v. GEORGIA, 2014 წლის 24 აპრილი, განაცხადი No. 9043/05; Slavcho Kostov v. Bulgaria, no. 28674/03, 27.11.08; Ruciński v. Poland, no. 33198/04, 20.02.07; Babar Ahmad and Others v. the United Kingdom (dec.), nos. 24027/07, 11949/08 and 36742/08, ECHR 6.07.10; Scoppola v. Italy (no. 2) [GC], no. 10249/03, 17.09.09; Poitrimol v. France, 23 November 1993, Series A no. 277-A; Hermi v. Italy [GC], no. 18114/02, ECHR 2006-XII.).
ამდენად, პროკურორის მიერ ბრალდებულ ზ------------–--ის ქმედების ფაქტობრივი და სამართლებრივი შეფასება არის სწორი, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება მის მიმართ წარდგენილი ბრალდება, სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე პროკურორის შუამდგომლობაში მითითებული სასჯელი არის კანონიერი და სამართლიანი, რის გამოც სასამართლოს მიაჩნია, რომ უნდა დაკმაყოფილდეს პროკურორ ფრიდონ სვანიძის შუამდგომლობა საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე და ბრალდებული ზ------------–--ე საქმის არსებითი განხილვის გარეშე ცნობილი უნდა იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის პირველი ნაწილით;
ნივთიერი მტკიცებულების ბედის გადაწყვეტა:
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 6 მარტის N 295 ბრძანებით დამტკიცებული “უკანონო ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების შენახვისა და განადგურების წესის შესახებ” ინსტრუქციის პირველი მუხლის შესაბამისად სისხლის სამართლის საქმეებზე წინასწარი გამოძიების დროს უკანონო ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის, ფსიქოტროპული ნივთიერების სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით ნივთიერ მტკიცებულებად ცნობის შემდეგ (შემდგომში – ნივთიერი მტკიცებულება), ნივთიერი მტკიცებულებები ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში არსებულ სპეციალურ საცავში (შემდგომში – სპეციალურ საცავში), სადაც მათ შენახვას, დაცვას და განადგურებას ორგანიზებას უკეთებს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით შექმნილი მუდმივმოქმედი კომისია (შემდგომში – კომისია).
ნივთმტკიცება - საქმეზე არსებული და კვლევის შემდეგ დარჩენილი ნარკოტიკულ საშუალება – კანაფი (მცენარე), წონით – 17.25 გრამი, რაც დალუქული სახით ინახება ჭ--------ის შს რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ შემდგომი განკარგვის მიზნით გადაეგზავნოს საქართველოს შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის შესაბამის სამსახურს და განადგურდეს. (შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით შექმნილი მუდმივმოქმედ კომისია) და განადგურდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე, 42-ე, მუხლებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 200-ე, 209-ე, 210-ე, 212-ე, 213-ე, 215-ე, 216-e, 230-ე, 258-ე, 260-ე, 269-ე, 271- 274-ე, 277-ე მუხლებით; საქართველოს კანონით „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“- და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაკმაყოფილდეს საჩხერის რაიონული პროკურატურის პროკურორის ი-–------–------ის ზემდგომ პროკურორთან შეთანხმებული შუამდგომლობა, საჩხერის რაიონულ პროკურატურასა და ბრალდებულ ზ------------–--ეს შორის 2018 წლის 16 აგვისტოს დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებისა და სისხლის სამართლის №0---------- საქმეზე ზ------------–--ის მიმართ საქმის არსებითი განხილვის გარეშე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესახებ.
2. დამტკიცდეს 2018 წლის 16 აგვისტოს საჩხერის რაიონული პრკურატურის პროკურორ ი-–------–------სა და ბრალდებულ ზ------------–--ეს შორის, ადვოკატ ი---------–--ის მონაწილეობით დადებული საპროცესო შეთანხმება
3.ზ------------–--ე (პ/ნ 54001004114) ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 265–ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელად განესაზღვროს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;
4. მსჯავრდებულ ზ------------–--ეს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ 2007 წლის 03 ივლისის კანონის მესამე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად 10 წლით ჩამოერთვა საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, ხოლო 5 წლით ჩამოერთმევა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლება
5. ზ------------–--ის მიმართ უფლებების ჩამორთმევის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას.
6. განაჩენი აღსასრულებლად გადაეგზავნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიურო იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს ზ------------–--ის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.;
7. ნივთმტკიცება - საქმეზე არსებული და კვლევის შემდეგ დარჩენილი ნარკოტიკულ საშუალება – კანაფი (მცენარე), წონით – 17.25 გრამი, რაც დალუქული სახით ინახება ჭ--------ის შს რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, შემდგომი განკარგვის მიზნით გადაეგზავნოს საქართველოს შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის შესაბამის სამსახურს და განადგურდეს. (შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით შექმნილი მუდმივმოქმედ კომისია) და განადგურდეს.
8. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
9. განაჩენი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ არ ექვემდებარება გასაჩივრებას, გარდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა.
განაჩენი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ მსჯავრდებულს შეუძლია გაასაჩივროს მისი გამოტანიდან 15 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), საჩხერის რაიონული სასამართლოს მეშვეობით, თუ: ა) საპროცესო შეთანხმება იძულებით, მუქარით, ძალადობით, დაშინებით ან მოტყუებით დაიდო; ბ) ბრალდებულს შეეზღუდა დაცვის უფლება; გ) საპროცესო შეთანხმება ისე დაიდო, რომ ამ კოდექსის მე-3 მუხლის 111-ე ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობდა; დ) საქმის განმხილველმა სასამართლომ უგულებელყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსითა და ამ თავით გათვალისწინებული არსებითი მოთხოვნები.
თუ მსჯავრდებულმა დაარღვია საპროცესო შეთანხმებაში ასახული პირობა, დარღვევის გამოვლენიდან ერთი თვის ვადაში, პროკურორი უფლებამოსილია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), საჩხერის რაიონული სასამართლოს მეშვეობით, წარადგინოს საჩივარი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის გაუქმების თაობაზე.
მოსამართლე დავით კეკენაძე