გადაწყვეტილება

სამოქალაქო 17.08.2018
საქმის ნომერი
210210117001971394
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
17.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

210210117001971394

#2/537-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

17.08.2018 ქ. სიღნაღი

შესავალი ნაწილი

სიღნაღის რაიონული სასამართლო

მოსამართლე მერაბ ღვინიაშვილი

სხდომის მდივანი ნანა გოშნიაშვილი

მოსარჩელე: შპს ,,მე-------------ი’’ ს/კ 2-------- (გენერალური დირექტორი პა-----–----–--ე);

წარმომადგენელი: რა------------ე, გო--------ე, თო-------------------ე;

მოპასუხე: ზა-------------–-–---–ი(პ/ნ 3----------)

წარმომადგენელი: ლე-–----------–---–ი

დავის საგანი: თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1.შპს ,,მე-------------ი’’-ს სასარჩელო მოთხოვნაა მოპასუხე ზა-------------–-–---–ს მოსარჩელე შპს ,,მე-------------ის’’ სასარგებლოდ დაეკისროს 13 640 (ცამეტი ათას ექვსას ორმოცი) ლარის გადახდა.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. ზა-------------–-–---–ის მიერ სასამართლოში წარმოდგენილია შესაგებელი, რომლის თანახმად მოპასუხე სასარჩელო მოთხოვნებს არ ეთანხმება.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1.შპს ,, მე-------------სა და ზა-------------–-–---–ს შორის 2014 წლის 17 ივნისს გაფორმდა მომსახურების ხელშეკრულება #17/01, ხელშეკრულების ღირებულება შეადგენს 65 000 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-შპს ,, მე-------------სა და ზა-------------–-–---–ს შორის 2014 წლის 17 ივნისს გაფორმდა მომსახურების ხელშეკრულება #17/01(ს/ფ 14)

 

3.1.2. ზა-------------–-–---–მა ხელშეკრულების ფარგლებში მოსარჩელეს გადაუხადა 51360 ლარი

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის შესაბამისად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ხოლო 327-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, კი, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. ამდენად, ხელშეკრულების დადების უმთავრეს წინაპირობას წარმოადგენს მხარეთა ნება, კერძოდ, მხარეები თავად იღებენ გადაწყვეტილებას ხელშეკრულების დადების თაობაზე და თავად განსაზღვრავენ მის პირობებს. იმ შემთხვევაში, თუ მხარეებს შორის ვერ ხორციელდება შეთანხმება ხელშეკრულების პირობების თაობაზე ხელშეკრულება არ შეიძლება მიჩნეულ იქნას დადებულად. ამდენად, ხელშეკრულების დადების ძირითად პირობას წარმოადგენს მხარეთა ნების თანხვედრა. მოცემულ შემთხვევაში, კი, როგორც უკვე დადგენილია, შპს ,, მე-------------სა და ზა-------------–-–---–ს შორის 2014 წლის 17 ივნისს გაფორმდა მომსახურების ხელშეკრულება #17/01, ხელშეკრულების ღირებულება შეადგენს 65 000 ლარს. ზა-------------–-–---–მა ხელშეკრულების ფარგლებში მოსარჩელეს გადაუხადა 51360 ლარი. მოსარჩელის მოსაზრებით მოპასუხეს დარჩენილი თანხა არ გადაუხდია, რასაც ადასტურებს მოპასუხეც, თუმცა განმარტავს, რომ გადაუხდელობის მიზეზი იყო მოსარჩელის მხრიდან სამუშაოების არაჯეროვანი შესრულება. მოპასუხემ ვერ დაადასტურა ის გარემოება, რომ მოსარჩელემ ჯეროვნად ვერ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. დავის საგანს წარმოადგენდა 2014 წელს შესასრულებელი მიწის სამუშაოები, მოპასუხემ ვერ წარმოადგინა სასამართლოში ასეთი სამუშაოების არაჯეროვნად შესრულების დამადასტურებელი მტკიცებულებები. 2014 წლიდან დღემდე მოპასუხეს პრეტენზიით არ მიუმართავს შპს ,,მე-------------ი’’-სათვის და არც სასამართლოში მოუთხოვია ამ ვალდებულების შესრულება.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლო, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეების ახსნა-განმარტებების ანალიზის საფუძველზე, მიიჩნევს, რომ შპს ,,მე-------------ი’’-ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს;

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 316-ე, 317-ე, 327-ე, 361-ე მუხლებით;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს დისპოზიციურობის პრინციპს, რომელიც მხარეს ანიჭებს უფლებას თავისუფლად განკარგოს თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები. სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს ცნოს სარჩელი. მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა წარმოადგენს დისპოზიციურობის პრინციპის კონკრეტულ გამოვლინებას, კერძოდ, მოპასუხის მიერ თავისი მატერიალურ-სამართლებრივი უფლების განკარგვის აქტს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის მიხედვით, კი, მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას, ხოლო 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სარჩელის ცნობა მისი დაკმაყოფილების საფუძველია. ამ ნორმებიდან გამომდინარე სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ შპს ,, მე-------------სა და ზა-------------–-–---–ს შორის 2014 წლის 17 ივნისს გაფორმდა მომსახურების ხელშეკრულება #17/01, ხელშეკრულების ღირებულება შეადგენს 65 000 ლარს. ზა-------------–-–---–მა ხელშეკრულების ფარგლებში მოსარჩელეს გადაუხადა 51360 ლარი.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ შპს ,, მე-------------სა და ზა-------------–-–---–ს შორის 2014 წლის 17 ივნისს გაფორმდა მომსახურების ხელშეკრულება #17/01, ხელშეკრულების ღირებულება შეადგენს 65 000 ლარს. ზა-------------–-–---–მა ხელშეკრულების ფარგლებში მოსარჩელეს გადაუხადა 51360 ლარი. მოსარჩელის მოსაზრებით მოპასუხეს დარჩენილი თანხა არ გადაუხდია, რასაც ადასტურებს მოპასუხეც, თუმცა განმარტავს, რომ გადაუხდელობის მიზეზი იყო მოსარჩელის მხრიდან სამუშაოების არაჯეროვანი შესრულება. მოპასუხემ ვერ დაადასტურა ის გარემოება, რომ მოსარჩელემ ჯეროვნად ვერ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. დავის საგანს წარმოადგენდა 2014 წელს შესასრულებელი მიწის სამუშაოები, მოპასუხემ ვერ წარმოადგინა სასამართლოში ასეთი სამუშაოების არაჯეროვნად შესრულების დამადასტურებელი მტკიცებულებები. 2014 წლიდან დღემდე მოპასუხეს პრეტენზიით არ მიუმართავს შპს ,,მე-------------ი’’-სათვის და არც სასამართლოში მოუთხოვია ამ ვალდებულების შესრულება.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

მოპასუხე ზა-------------–-–---–ს შპს ,,მე-------------ის’’ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი 460 (ოთხას სამოცი) ლარის გადახდა.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქმესთან დაკავშირებით სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მოსარჩელე შპს ,,მე-------------ის’’ სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

1.1 მოპასუხე ზა-------------–-–---–ს მოსარჩელე შპს ,,მე-------------ის’’ სასარგებლოდ დაეკისროს 13 640 (ცამეტი ათას ექვსას ორმოცი) ლარის გადახდა.

 

2. მოპასუხე ზა-------------–-–---–ს შპს ,,მე-------------ის’’ სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი 460 (ოთხას სამოცი) ლარის გადახდა.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით სიღნაღის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სიღნაღის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მერაბ ღვინიაშვილი