განაჩენი

სისხლის სამართლის 18.08.2018
საქმის ნომერი
120100118002546000
დავის ტიპი
126 (1) 1 , 126 (1) 1
თარიღი
18.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2546000-1/294-18w.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

16 აგვისტო, 2018 წელი ქ. ახალციხე

ახალციხის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - გიორგი ლონდარიძე

სხდომის მდივანი - მიხეილ პეტაშვილი

 

ბრალდების მხარე: პროკურორი – ოთ-----------ძე

 

დაცვის მხარე: ბრალდებული – გი-------–---------------–ია, დაბადებული 0---------–- პირადი #5----------, საქართველოს მოქალაქე, დაოჯახებული, უმაღლესი განათლების მქონე, რეგისტრირებული ქ. წყ--–----------------ვას ქ. N------------ ფაქტობრივად მცხოვრები: დაბა ახ--–----ა, რუ-------–ის ქ. N3

 

ადვოკატი - ნა-------------ი

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“, „ე“ ქ/პ (ორი ეპიზოდი);

 

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

2018 წლის მაისის თვეში, ბო-------ის რაიონის დაბა ახ--–----აში, რუ-------–ის ქუჩა N3-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ოჯახური ძალადობისათვის ნასამართლევმა გი------------–-ამ, საყოფაცხოვრებო უთანხმოების ნიადაგზე, არასრულწლოვანი ლა–-----------–---–ის და ეკ-------------------–--ის თანდასწრებით მათ ძმას, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან შვილს (გერს) და--------------–--ლს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, რამდენჯერმე დაარტყა ჯოხი ქვედა კიდურებსა და ტანის არეში, რის შედეგადაც და--------------–--ლმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

ასევე 2018 წლის აპრილის თვეში, ასევე 16 მაისს დაახლოებით 16:10 საათზე ბო-------ის რაიონის დაბა ახ--–----აში, რუ-------–ის ქუჩა N3-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ოჯახური ძალადობისათვის ნასამართლევმა გი------------–-ამ, საყოფაცხოვრებო უთანხმოების ნიადაგზე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს ლ------------–--ეს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ხელი დაარტყა სახის არეში, რის შედეგადაც ლ------------–--ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი, ასევე აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ამცირებდა, რის გამოც ლ------------–--ე განიცდიდა ტანჯვას.

 

მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:

 

მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

პრეიუდიციად მიჩნეული მტკიცებულებებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები:

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

გი------------–-ამ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ჩადენილი არაერთგზის, ასევე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის.

 

და--------------–--ლის ჩვენება, რომლის თანახმად იგი ცხოვრობს დაბა ახ--–----აში მამობილ გი------------–-ასთან ერთად, რომელიც მას ცუდად ექცევა. გი------------–-ამ მას ორჯერ დაარტყა გრძელი ჯოხი ბეჭებში, რის შედეგადაც და--------------–--ლმა განიცადა ტკივილი, აღნიშნულ ფაქტს შეესწრნენ მისი არასრულწლოვანი ოჯახის წევრებიც. ასევე მაისის თვეში გი------------–-ამ ლა–-----------–---–ის და ეკ-------------------–--ის თანდასწრებით მოქაჩა თმებიდან და ამოარტყა პანჩური რის შედეგადაც და--------------–--ლმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ასევე გი------------–-ა მის დედას ლ------------–--ეს ხშირად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას.

 

იხ. ს.ფ.49-51;

 

ლა–-----------–---–ის ჩვენება, რომლის თანახმად გი------------–-ამ მაისის თვეში, როდესაც იგი მის ოჯახის წევრებთან ერთად სახლში იმყოფებოდა, მის ძმას და--------------–--ლს უმიზეზოდ დაარტყა ჯოხი ფეხებში, ხოლო შემდეგ გაღიზიანებულმა სამჯერ დაარტყა ტანზე, რის შედეგადაც და--------------–--ლმა განიცადა ტკივილი, რადგან დაიწყო ტირილი, ასევე 2018 წლის 16 მაისს საღამოს, მან გაიგონა, რომ გი------------–-ა სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მის დედა ლ------------–--ეს,იხ. ს.ფ.57-59;

 

ეკ-------------------–--ის ჩვენება, რომლის თანახმად გი------------–-ამ მაისის თვეში, როდესაც იგი მის ოჯახის წევრებთან დედასთან და ძმებთან ერთად სახლში იმყოფებოდა, მის ძმას და--------------–--ლს უმიზეზოდ დაუწყო ყვირილი და დაარტყა ჯოხი ფეხებში, ხოლო შემდეგ რამოდენიმეჯერ დაარტყა ტანზე, რის შედეგადაც და--------------–--ლმა განიცადა ტკივილი, რადგან დაიწყო ხმამაღლა ტირილი.

 

იხ. ს.ფ.65-67;

 

ლ------------–--ის ჩვენება, რომლის თანახმად იგი არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება გი------------–-ასთან. გი------------–-ა ლ------------–--ეს სისტემატიურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ასევე ფსიქოლოგიურად ძალადობდა მასზე, თებერვლის თვეში გი------------–-ამ სახეში დაარტყა ხელი, რა დროსაც ლ------------–--ემ იგრძნო ძლიერი ტკივილი. 2018 წლის მაისის თვეში, როდესაც მთელი ოჯახი სახლში იმყოფებოდა, გი------------–-ამ უმიზეზოდ დაუწყო ყვირილი მის არასრულწლოვან შვილს და--------------–--ლს, შემდეგ კი საშუალო ზომის ჯოხი შემოარტყა ფეხებში, რის შედეგადაც და--------------–--ლმა განიცადა ფიზიკური ტკივილი დარტყმის გამო განწირული ხმით ყვიროდა.

იხ. ს.ფ.7-10;

 

გი------------–-ამ სასამართლო სხდომაზე აღიარა ჩადენილი დანაშაული და ითხოვა პატიება.

 

გი------------–-ას მიერ ბრალდებით გათვალისწინებული დანაშაული ასევე დადასტურებულია საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, კერძოდ: ქე-------------ის, ხა-------------ძის გამოკითხვის ოქმით, ბრალდებულ გი------------–-ას დაკავების ოქმით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, დაზარალებულად ცნობის შესახებ ოქმით და სასამართლოში წარმოდგენილი ბრალდების მხარის სხვა მტკიცებულებებით.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლო დადასტურებულად თვლის, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებენ, რომ გი------------–-ამ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“, „ე“ ქ/პ (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაული.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

გი------------–-ას პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა მისი ნასამართლობა.

გი------------–-ას პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ბრალის აღიარება და ქმედების გულწრფელი მონანიება.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

5.სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ასაკის, ჯანმრთელობის და იმის გათვალისწინებით რომ ბრალდებულმა აღიარა დანაშაული, დაზარალებულს ბრალდებულის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია სასამართლო თვლის, რომ გი------------–-ას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“, „ე“ ქ/პ (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 01 წლის ვადით, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს გი------------–-ას მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ სამ---------ს რაიონული სასამართლოს 2018 წლის 31 იანვრის განაჩენით გი------------–-ა ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და გი------------–-ას განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 საათის ოდენობით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს უნდა მიემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 საათის ოდენობით და გი------------–-ას საბოლოოდ უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 წლის ვადით და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 საათის ოდენობით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 259-ე, 260-ე, 271-ე, 272-ე, 277-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.გი------------–-ა (პ/ნ 5----------) ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ე“ და ა“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.

 

2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, განაჩენთა ერთობლიობით ბოლო განაჩენს დაემატოს წინა განაჩენით სასჯელის მოუხდელი ნაწილი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 საათის ოდენობით და საბოლოოდ გი------------–-ას განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 წლის ვადით და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 საათის ოდენობით.

 

3. .გი------------–-ა (პ/ნ 5----------) სასჯელის მოხდის ვადა დაეწყოს მისი ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან 2018 წლის 16 მაისიდან;

 

4. .გი------------–-ა (პ/ნ 5----------) მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.

 

5.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ გამოცხადებისთანავე;

 

6. მსჯავრდებულს უფლება აქვს აღძრას შუამდგომლობა შეწყალების შესახებ.

 

7.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

 

მოსამართლე: გიორგი ლონდარიძე